среда, 19 марта 2014 г.

რომის პაპმა იეჰოვას მოწმეები შეაქო



რომის ყოფილი პაპის, ბენედიქტის, ბიძაშვილი, სტეფი ბრზაკოვიჩი (Steffie Brzakovic), 1970-იანი წლებიდან იეჰოვას მოწმეა. ეს ცნობილი ფაქტია, რომლის შესახებაც ავტრალიური გაზეთი «კანბერა ტაიმსი» წერდა 2005 წლის 21 აგვისტოს ნომერში. მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რაც თვითონ პაპმა თქვა მასთან ერთერთი საუბრისას. ბოლოს წინა აბზაცში ის მოსწრებულად აღნიშნავს:


თქვენ იმ საქმეს ასრულებთ, რომელსაც ჩვენ უნდა ვასრულებდეთ. თქვენ არც თუ ისე დიდი დარბაზები გაქვთ, მაგრამ მათში ბევრი ხალხია. ჩვენ კი უზარმაზარი ტაძრები, ეკლესიები და სამრეკვლოები გვაქვს, მაგრამ ცარიელი.


ის ზოგიერთისგან განსხვავებით, არ ცდილობს ბიბლიაში იპოვოს იმის მიზეზები, თუ რატომ არ შეიძლება ქადაგება. სხვათაშორის, ბენედიქტი თანამედროვე ღვთისმეტყველთა შორის ერთერთ საუკეთესოდ ითვლება (მაგალითად, ის შესულია 20-ე საუკუნის საუკეთესო ღვთისმეტყველთა სიაში). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იცის, თუ რით იყვნენ დაკავებული პირველი ქრისტიანები. როგორც ჩანს, ის რომ ისე იჭერდეს თავს, ვითომ არ იცის ამის შესახებ, ეს მის, როგორც ღვთისმეტყველის, რეპუტაციას მოუტანდა ზიანს.

მას იმის გამბედაობაც კი ჰყოფნის, რომ თავისი ეკლესიის სავალალო სულიერი მდგომარეობა აღიაროს. მაშინვე ბიბლიური სიტყვები მახსენდება: 


აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: "აი, ჩემი მსახურები შეჭამენ, თქვენ კი მშივრები იქნებით! აი, ჩემი მსახურები დალევენ, თქვენ კი მწყურვალნი იქნებით! აი, ჩემი მსახურები გაიხარებენ, თქვენ კი შერცხვებით! აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო, თქვენ კი აყვირდებით გულისტკივილის გამო და იღრიალებთ გულგამწარებულნი!  (ესაია 65:13, 14).

--------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий