вторник, 4 марта 2014 г.

ღმერთი თუ ადამიანი - დაამატეთ გემოვნებით


რა გვესმის ჩვენ ასე თუ ისე თავგამოდებული ტრინიტარისაგან, როდესაც ვეუბნებით, რომ იესომ რაღაც არ იცოდა (მარკოზი 13:32), ან თავის ნებას არ ასრულებდა (იოანე 6:38), ან თავისი სწავლება არ მოუტანია (იოანე 7:16), ან ღმერთზე ლოცულობდა (ლუკა 3:21), ან გამხნევება ესაჭიროებოდა (ლუკა 22:43), ან მამა მასზე დიდია (იოანე 14:28) და სხვა და სხვა? პასუხი ყოველთვის ერთია: ის იმიტომ აკეთებდა ყოველივე ამას, რომ ადამიანი იყო, ანუ მასში მისი ადამიანური ბუნება ლაპარაკობდა, და არა ღვთაებრივი.

კარგი, დავუშვათ (თუმცა მაინც რთული გასაგებია, რატომ უშლის ადამიანური ბუნება ხელს იმაში, რომ რაიმე თქვას, ან როგორ ავიწყებს რამეს ან როგორ აიძულებს ვინმეზე ილოცოს – როგორ აკეთებს ის ამას?). მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება ტრინიტარმა გადაშალოს ნებისმიერი ადგილი, ისეთი როგორებიცაა «მე და მამა ერთი ვართ», «მე ვარ რომელიც ვარ» ან «შაბათის უფალი» და განაცხადოს, რომ აქ იესო თავს ღმერთს უწოდებს, ან დაიწყოს იმის მტკიცება, რომ ებრაელებს იმიტომ უნდოდათ მისი ჩაქოლვა (იოანე 10:33), რომ ის თავს ღმერთთან აიგივებდა – ესაა ყველაფერი ის რაც აუცილებლად გვესმის ტრინიტარებთან ნებისმიერი საუბრისას. კი მაგრამ ეს როგორ? ჩვენ ხომ ესესაა გავარკვიეთ, რომ იესოს ადამიანური ბუნება უშლიდა ხელს რომ მოქცეულიყო როგორც ღმერთი. სადაა თანმიმდევრობა?

თუ იესოს ხანდახან მაინც შეეძლო საკუთარი თავის ღმერთთან გაიგივება, ესე იგი, ადამიანის ბუნების შესახებ არგუმენტს არა აქვს ძალა და იესოს არ შეუძლია არ ვინმეზე ლოცვა, არც რაიმეს არ ცოდნა, არც ისეთი სასწაული სიტყვების ლაპარაკი, როგორიც იოანეს 7:16-შია («ჩემი სწავლება – ჩემი არაა»). მაგრამ თუ, პირიქით, მიწიერი ცხივრების დროს ადამიანური ბუნება უშლიდა ხელს იესოს რომ ისე მოქცეულიყო როგორც ღმერთი, მაშინ ის ვერ გაუტოლებდა თავს ღმერთს და ვერ იტყოდა «მე და მამა ერთი ვართ» და მისი მსმენელები ვერც კი შეძლებდნენ იმ დასკვნამდე მისვლას, რომ ის რაიმე სახით ღმერთია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქვებით ჩაექოლათ ამის გამო. თუ იესოს შეეძლო ეთქვა: «მე ვარ რომელიც ვარ» (ვითომდა ის იეჰოვაა), მაშინ რატომ არ შეეძლო ერთი ისეთი უბრალო რამის თქმა, როგორც «ჩემი სწავლება – ჩემია» ან «მე ჩემს ნებას ვასრულებ»?

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესო ზოგ შემთხვევაში ისე იქცევა როგორც ადამიანი (ადამიანური ბუნება დომინირებს ღვთაებრივზე), ხოლო სხვა შემთხვევაში – როგორც ღმერთი (ღვთაებრივი ბუნება დომინირებს ადამიანურზე), თანაც ამ შემთხვევების გადანაწილება აბსოლუტურად შემთხვევითია. მათ შორის კანონზომიერების დანახვა სრულიად შეუძლებელია: იქ, სადაც იესო ღვთის მსგავს რამეს ამბობს, ტრინიტარები აცხადებენ: «აი, ის ღმერთია», მაგრამ საკმარისია მათ რაიმე საპირისპირო აჩვენო, მაშინვე გავიგონებთ: «ეს ადამიანური ბუნებაა». საჭირო ბუნების ჩანაცვლება ისე ხდება, როგორც კონკრეტულ სიტუაციისათვისაა მოხერხებული, ყოველგვარი ახსნის გარეშე, თუ რატომ დომინირებს ესა თუ ის ბუნება ამა თუ იმ სიტუაციაში, რატომ დომინირებს ის ამ სიტუაციაში, ხოლო სხვა მზგავს სიტუაციაში ეს - არ შეუძლია.

ბუნების მანიპულირების გზით ნებისმიერი საჭირო არგუმენტის წამოყენება და ნებისმიერი წამოყენებული კონტრარგუმენტის ნეიტრალიზება შეიძლება, ხოლო როდესაც ბუნებათა ცვლის ამ არათანმიმდევრობაზე ითხოვ პასუხს, შემდეგ პასუხს იღებ «ეს საიდუმლოა». წარმოუდგენლად მოსახერხებელია. ასეთი მიდგომის მანიპულატიური და დამცინავი ხასიათი უბრალოდ გასაოცარია. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ თითქოს დაგცინიან.

-------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

იოანე და ტრინიტარული მითები

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

ციტატები სამებაზე 

Комментариев нет:

Отправить комментарий