суббота, 15 марта 2014 г.

იეჰოვა თუ იაჰვე: სამი შეკითხვა



მათთვის, ვინც არასწორად თვლის ღმერთის სახელის ვარიანტს «იეჰოვა», და სწორად თვლის ვარიანტს «იაჰვე», ვთავაზობ სამ კითხვაზე დაფიქრებას.


1) რატომ წარმოთქვამთ: იესო, იოანე, იუდა და არა იასუს, იაონან, იაუდა (და იაუდეი) და ა.შ.? მრავალი თეოფორმული (მათ შორის ღვთის) სახელები ბიბლიაში ასო -თი იწყება, და არცერთი არ იწყება ია-თი. ბევრი სახელი იწყება «იე»-თი (იერემია, იექონია). რომაელებმა იესოს სახელს ასეთივე პირველი ასოებით გაუკეთეს ტრანსკრიბირება: Iesous.



2) მასორეტებამდე დიდი ხნით ადრე, რომლებმაც ვითომდა არასწორად გაახმოვანეს ტეტრაგრამატონი, რატომ ცხოვრობდა ქვეყნად მრავალი ებრაელი (როგორც ბიბლიურ, ასევე ბიბლიის შემდგომ პერიოდში), რომელთა სახელებიც იწყებოდა «იეჰო» ან «იეჰუ»-თი? იეჰუდა, იეჰონათანი, იეჰოშენი, იეჰოტალი, იეჰოშემა, იეჰოელი, იეჰოარამი, იეჰოშამა, იეჰოორი – აი ეგვიპტელი ებრაელების მხოლოდ რამოდენიმე სახელი, რომლებიც ძვ.წ. მე-5 საუკუნეში კუნძულ ელეფანტინზე ცხოვრობდნენ. მათი სახელების უმრავლესობა თეოფორმული იყო. სახელი იესოც კი, სრული ფორმით ებრაულ ენაზე იკითხება როგორც იეჰოშუა. ზოგიერთი ასეთი სახელი დღემდე გამოიყენება, მაგალითად იეჰუდა, იეჰოშუა.

3) რატომ წარმოითქმება თანამედროვე ივრითზე ღვთის სახელი როგორც «იეხოვა» და არცერთი ებრაელი მორწმუნე არასოდეს ამბობს «იახვე»? ებრაულ რელიგიურ წრეებში, განსაკუთრებით ორთოდოქსულებში, ფორმა «იახვე» ქრისტიანულად ითვლება, არ წარმოითქმება და არასოდეს გამოიყენება თარგმანებში, მაგალითად ინგლისურ ენაზე.

ეხლა კი სწორი პასუხები:

1) იეჰოვას მოწმეებმა შეცვალეს ასოები ბიბლიაში.

2) იეჰოვას მოწმეები დაბრუნდნენ წარსულში და ხალხს სახელები დაარქვეს.

3) ყველა ებრაელი იეჰოვას მოწმეებთან არიან შეკრულები.

მაგრამ თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ვარიანტი იეჰოვა შესაძლოა არ იყოს მთლად სწორი, მაგრამ ის ნებისმიერ ვარიანტში უფრო სწორია ვიდრე იაჰვე. პირველი ხმოვანი ვერ იქნებოდა , და სიტყვას ვერ ექნებოდა ორი მარცვალი. ეს თუნდაც თეოფორმული სახელებიდან ჩანს. არსებობს იმის საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომ ტეტრაგრამატონი სამ მარცვლად იკითხებოდა, რომელთაგან პირველებიც იყო «იე-ხო» ან «იე-ხუ», და ამ გამოთქმას არავითარი კავშირი არ აქვს მასორეტულ გახმოვანებასთან. მეტი ინფორმაციისთვის გთავაზობთ ნახოთ რ. ფურულის წიგნი «ღვთისმეტყველება და წინასწარაკვიატება», გვ. 162–170 (PDF)(რუსული). ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ჟერარ ჟერტოს სტატია რომელიც მოცემულია კითხვა პასუხების სახით

-------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ: 

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

ღმერთის სახელი საუკეთესო მასორეტულ თექსტებში

"ახალი ქვეყნიერების თარგმანს" არ მოუგონია ღმერთის სახელი ახალ აღთქმაში

Комментариев нет:

Отправить комментарий