вторник, 11 марта 2014 г.

ახალ აღთქმაში, სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?



რა თქმა უნდა, ამ კითხვის საპასუხოდ შეიძლება მოვიყვანოთ მათეს 5:5, 6:10, 2 პეტრე 3:13 ან გამოცხადება 5:10 და 21:1, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი მომენტია. თვითონ ეს კითხვა ააშკარავებს, ღვთის სამეფოსა და მესიანური წინასწარმეტყველებების, რომლებიც ქრისტეზე შესრულდა, შესახებ სწავლებების არცოდნას. ეს, უპირველესად, დაკავშირებულია ბიბლიის, როგორც ორი ერთმანეთთან კავშირის არმქონე წიგნის(ახალი და ძველი აღთქმა), აღქმასთან და ქრისტიანობისა და იუდაიზმის ორ განსხვავებულ რელიგიად აღქმასთან. ამასთანავე ქრისტეს არ ჩამოუყალიბებია ახალი რელიგია, არამედ უბრალოდ ის წინასწარმეტყველებები შეასრულა, რომლებიც ღვთის მიერ იყო გადმოცემული წინასწარმეტყველთა მეშვეობით. საკმარისია ეს გავიაზროთ, და მაშინვე დავინახავთ, რომ კითხვა, რომელიც სათაურად აქვს ამ სტატიას, თავიდანვე აზრსაა მოკლებული.



განვიხილოთ მხოლოდ რამოდენიმე მაგალითი. ყველა კონფესიის ბიბლეისტების აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლოდ რამოდენიმე მეტად რადიკალურების გამოკლებით, თანხმდებიან იმაში, რომ შემდეგი წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეზე შესრულდა (ან ზოგი კიდევ შესრულდება):

აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა უნდა ავახდინო სასიკეთო სიტყვა, რასაც ისრაელის სახლს და იუდას სახლს დავპირდი. იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს (ყლორტს) და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში… რადგან ასე ამბობს უფალი: არ მოაკლდება მემკვიდრე დავითს, ისრაელის სახლის ტახტზე მჯდომარე (იერემია 33:14–15, 17).

იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. ამოვაგდებ (მოვსპობ) ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე (ზაქარია 9:9–10).

ეს წინასწარმეტყველებები წარმოთქმული იყო უკვე იმის შემდეგ, რაც იუდეამ დამოუკიდებლობა ხოლო დავითის დინასტიამ ხელმწიფების უფლება დაკარგა. თუმცა იერემია და ზაქარია წერენ, რომ დავითის მემკვიდრე დაიბრუნებს ხელმწიფების უფლებას და გრანდიოზულ ცვლილებებს მოახდენს. ისინი მომავალზე წერენ. ზუსტად ამას ელოდნენ იუდეველები მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში. ყურადღება მივაქციოთ, რომ ორივე შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ დავითის დინასტიიდან მოსული ახალი მეფე დედამიწაზე იმმართველებს, და არა სხვა პლანეტაზე, სხვა განზომილებაში ან სულიერ სფეროში. რაც სავსებით ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ მისი ყველა წინაპარი დედამიწაზე მმართველობდა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება – მომავალი მესიის (ცხებული) მეფობა მთელ დედამიწას («ქვეყნის ბოლომდე») მოიცავს.

აქ განსაკუთრებით საინტერესო ტექსტი მოცემულია ზაქარიას 9:9–10-ში. ეს წინასწარმეტყველება ორი ნაწილისაგან შედგება, რომელთაგან ერთი უკვე შესრულდა (ქრისტე შევიდა იერუსალიმში სახედრით). მეორე ნაწილი კი ჯერ კიდევ შესასრულებელია: მშვიდობა ხალხებს და ხელმწიფება ქვეყნის ბოლომდე. და თუ პირველი წინასწარმეტყველება უკვე შესრულდა, და ეს ისტორიული ფაქტია, მაშინ რა საფუძველი გვაქვს ეჭვი შევიტანოთ იმაში რომ მეორე ნაწილიც შესრულდება?

ვინმემ რომ არ იფიქროს, რომ ბიბლიას ჩემთვის საჭირო დოგმატებს ვარგებ, ვნახოთ როგორ ხსნიან პირველ წინასწარმეტყველებას სხვადასხვა კომენტარებში:

იერემიას 33-ე თავი საკმარისი და მდიდარი კოლორიტით იმეორებს ამ კურთხევების შესახებ გამოცხადებას და ძირითადად, მესიის თანდასწრებას ეხება; ის აცხადებს, რომ სამართლის აღსრულების საქმე დავითს დაუბრუნდება და სამართალი და სიმართლე შესრულდება დედამიწაზე. იუდა გადარჩება, იერუსალიმი კი უსაფრთხოდ იცხოვრებს… ჩვენ იერემიაში ვერ ვხვდებით მესიის უარყოფას. მისი თემაა – დღევანდელი ცოდვები და სამომავლო განზრახვები, რომლითაც მესია მოდის (დ. დარბი).

ტყვეობამდე, დავითის ხაზით  20 მეფე, თითქმის ყველა მათგანი უკანონო იყო. მხოლოდ მცირე მათგანი იყო დავითის სახელის ღირსი. იერემია, 22 და 23 თავებში, ძლიერ ბრალს სდებს მთელ იმ სამეფო დინასტიას, რომელსაც ღმერთი მარადიულ ტახტს დაჰპირდა. აქ 33-ე თავში, ღმერთი უფრო ზუსტ განმარტებას იძლევა დიდებული მეფის შესახებ წინასწარმეტყველების შესახებ, რომელსაც "ყლორტი" ეწოდება, და რომელშიც შესრულდება ყველა დანაპირები (გ. გალეი).

აქ საუბარია არა სამეფო ხელისუფლების აღდგენაზე, არამედ მესიის მეფობის დადგენაზე (ჟენევის ახალი სასწავლო ბიბლია).

(საინტერესოა, რომ სიტყვა «ყლორტი», რომელსაც ანალოგიურ წინასწარმეტყველებაში ესაიაც იყენებს (11:1), ეხმიანება ქალაქის სახელს ნაზარეთი, სადაც იესო დაიბადა, რასაც ხაზს, მათეს სახარება უსვამს (2:23): «მივიდა და დასახლდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო». არ არსებობს არცერთი წინასწარმეტყველება, სადაც ნათქვამია რომ იესოს ნაზარეთელი ეწოდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სიტყვა «ნაზარეთი» ასევე ნიშნავს «ყლორტს» ან «წანაზარდს». ეს სიტყვების თამაშია.)

აი როგორ კომენტარს უკეთებენ ბიბლეისტები მეორე წინასწარმეტყველებას, ზაქარიადან:

მე-9 მუხლში ახალ აღთქმაში ციტირებულია, იესოს იერუსალიმში დიდებით შესვლასთან დაკავშირებით (მათე 21:5; იოანე 12:15). იმავე სულში ლაპარაკობს წინასწარმეტყველი მე-10 მუხლში საბოლოო სამართლიანობის აღდგენის დღეზე. მესიანური მეფობის დაწყებაზე და მეფობის ბოლოზე (გ. გალეი).

10 ამოვაგდებ (მოვსპობ) ეტლებს... ცხენებს. სამართლიანი მეფის სიყვარულით აღსავსე სამეფოში, საომარი ატრიბუტები განადგურდება (ესაია 2,1-5; 11,6-9; მიქა 5,10) (ჟენევის ახალი სასწავლო ბიბლია).

კარგი, მაგრამ, იქნებ ახალ აღთქმაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა? არა. გავიხსენოთ, რა ახარა მარიამს ანგელოზმა გაბრიელმა. ეს მნიშვნელოვანი სიტყვებია, მასში იხსნება მესიის მთელი მომავალი როლი და ღვთის განზრახვაში მისი ადგილი:

დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა (ლუკა 1:32–33).

ჩვენ ვხედავთ იგივე წინასწარმეტყველებებს «დავითის ტახტზე» და «იაკობის სახლზე», რომლებიც მრავლადაა ებრაულ წერილებში. ანგელოზი ადასტურებს, რომ ეს წინასწარმეტყველებები იესოზე შესრულდება. და სად იმყოფება იაკობის სახლი – ცაში თუ დედამიწაზე? სადაც ის არის იესოც იქ იმეფებს. და კვლავ ბიბლეისტების კომენტარები ამ მუხლთან დაკავშირებით:

ის დიდი იქნება. იესოს, როგორც ღვთის ძის, დიდებას, იოანესათვის წინასწარგანსაზღვრული დიდებისთვის უნდა გაესწრო (მუხლი 15). მამამისის, დავითის, ტახტი. ჯერ კიდევ დავითისთვის იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ მესია ერთერთი მისი შთამომავალი იქნებოდა (2 მეფეთა 7,12-16; ფსალმუნი 88,30). 33 მის სუფევას არ ექნება დასასრული. უსასრულო მეფობა მხოლოდ ღვთის მეფობა შეიძლება იყოს (ჟენევის ახალი სასწავლო ბიბლია).

მისცემს ღმერთი, მამამისის, დავითის, ტახტს. ჩვენ აქ ისევ ნათლად ვხედავთ, რომ ის განიხილება როგორც ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანაზე იქნება დაბადებული. მამამისი, დავითის ტახტი, მას ეკუთვნის. ღმერთი მას მისცემს მას. დაბადებით, ის მემკვიდრეობით აღთქმებს მიიღებს, მიწიერ აღთქმებს სამეფოსათვის, რომელიც დავითის მოდგმას ეკუთვნის; მაგრამ ეს ღვთის რჩევებითა და ძალით მოხდება. ის იაკობის სახლზე იმეფებს, და არა მხოლოდ იუდეაზე უკუნისამდე, ვინაიდან გარდამავალი ძალაუფლება მყიფეა, სიცოცხლე კი დროებითი; და მის მეფობას არ ექნება დასასრული. როგორც ჭეშმარიტად იწინასწარმეტყველა დანიელმა, ის არასოდეს გადავა სხვის ხელში და სხვა ერს არ გადაეცემა. ის ღვთის ნებით დამყარდება, რომელიც უცვლელია, და მისი ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც არასოდეს დაეცემა. მანამ, სანამ ის არ გადასცემს მეფობას მამა ღმერთს, ის უპირობოდ იმეფებს და გადასცემს მეფობას (როდესაც ყველა აღთქმას შეასრულებს) ღმერთს, მაგრამ მისი მეფობის დიდება არასოდეს გაუფერულდება მის ხელში (დ. დარბი).

მაშ ასე, კითხვაზე «ახალ აღთქმაში სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?» სწორი პასუხი იქნება: «ყველგან, სადაც ღვთის სამეფოზეა საუბარი».

ეს დაახლოებით 100 ადგილია. ზუსტად ასე ესმოდათ ეს სწავლება იესოს ებრაელ მსმენელებს, რომლებმაც ეს წინასწარმეტყველება ჩვილობის ასაკიდან იცოდნენ. როდესაც ქრისტე თავს, მესიასთან და წინასწარმეტყველებების შემსრულებელთან აიგივებს, ის მსმენელების ყურადღებას იმ წინასწარმეტყველებებზე ამახვილებს, რომლებიც მათ უკვე ძალიან კარგად იციან. მათთვის საჭირო არ იყო დამატებით ახსნა-განმარტება, თუ რომელ სამეფოზე იყო საუბარი. გავიხსენოთ, რა რეაქცია ჰქონდა მოციქულ (ჯერ კიდევ მომავალ) ანდრიას, როდესაც იესოს შესახებ გაიგო: «ჩვენ ვიპოვეთ მესია» (იოანე 1:41). მან ის იპოვა, ვის შესახებაც იცოდა და ვისაც ელოდა, და არა რომელიმე ახალი რელიგიის ახალი მოძღვარი. იმავე მიზეზით მიუხვდა ქრისტეს ბოროტმოქმედი, რომელსაც ქრისტემ სამოთხეში სიცოცხლე აღუთქვა (ლუკა 23:43). აი ამიტომ არაა ყველა წვრილმანში დაღეჭილი, ეს სწავლება ახალ აღთქმაში. იესო და მოციქულები იმ საძირკველზე აშენებენ, რომელიც უკვე არსებობდა. მაგრამ ჩვენ თუ გვერდზე მოვისვრით ებრაულ წერილებს, და მათ «ძველის» იარლიყს მივაკრავთ, მაშინ ჩვენს ცოდნაში ცარიელი ადგილები და მრავალი კითხვა გაჩნდება.

მოციქულების შემდეგ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში, ძველ ქრისტიანებსაც სწამდათ. აი რას წერს იუსტინეს თანამედროვე, «წმინდა მამა» და მართლმადიდებელ-კათოლიციზმის ოფიციალური წმინდანი ირინეოს ლიონელი:

ვინაიდან სამეფოს დროს მართალი კაცი, რომელიც დედამიწაზე იქნება, უკვე დაივიწყებს სიკვდილს: «ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას. ხოლო როდესაც ყველაგერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში» (1 კორინთელთა 15). მაშ ასე, იოანემ ნათლად იწინასწარმეტყველა მართლების პირველი აღდგომა და მიწიერ სამეფოში მათი მემკვიდრეობა; მის თანახმად წინასწარმეტყველებიც წინასწარმეტყველებდნენ ამაზე. ამასვე ასწავლიდა უფალი, როდესაც დაჰპირდა რომ სმეფოში საზიარო თასი ექნებოდა თავის მოწაფეებთან (მათე 26.29). და მოციქულიც აღიარებს, რომ ქმნილება განთავისუფლდება ხრწნის მონობისაგან ღვთის შვილების თავისუფლებაში (რომაელები 8.21). და ყველაფერ ამაში და ყოველივე ამის მეშვეობით ჩნდება ისევ ის მამა ღმერთი, რომელმაც ადამიანი შექმნა და მამებს მიწიერი მემკვიდრეობა დაჰპირდა, რომელიც მათ მიიყვანს მართალთა აღდგომამდე, დაპირებების შესრულებამდე თავისი ძის სამეფოში, შემდეგ კი მამოვრივად იმის ჩუქებამდე, რაც თვალს არ უნახავს, არც ყურს მოუსმენია და აზრადაც არ მოსვლია ადამიანს (მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა).

მე-2 საუკუნის სხვა მწერალი, იუსტინე ფილოსოფოსი (წამებული):

ხოლო მე და სხვა ყველაფერში საღად მოაზროვნე ქრისტიანებმა, ვიცით, რომ იქნება სხეულის აღდგომა და ათასწლიანობა იერუსალიმში, რომელიც აშენდება, დამშვენდება და განდიდება, როგორც ეზეკიელი, ესაია და სხვა წინასწარმეტყველები აცხადებენ. ესაია ასე ლაპარაკობს ამ ათასწლეულზე: იქნება ახალი ცა და ახალი მიწა, და ძველს აღარ გაიხსენებენ და აზრადაც არ მოუვათ, არამედ იპოვიან ისინი სიხარულსა და სიამოვნებას იმაში, რასაც მე ვქმნი; ვინაიდან ვაქცევ იერუსალიმს მხიარულებად და ჩემს ერს სიხარულად და გავიხარებ იერუსალიმით და სიამოვნებას მომანიჭებს ჩემი ერი. და მეტად აღარ გაისმება მასში ტირილის ხმა, და მოთქმის ხმა, და აღარ იქნება მასში ჩვილი და მოხუცი, რომელიც თავის დროს ვერ შეასრულებს; ვინაიდან ჭაბუკი იქნება ასი წლის, ხოლო მომაკვდავი ცოდვილი – ასი წლის და დაწყევლილი იქნება. და ააშენებენ ისინი სახლებს და თვითონ იცხოვრებენ მასში, და დარგავენ ყურძენს და თვითონ შეჭამენ მის ნაყოფს და დალევენ მის ღვინოს (დიალოგი ტრიფონ იუდეველთან).

შეიძლება ვინმემ თქვას: კი მაგრამ საფემოს ხომ ფეციური ჰქვია. დიახ, მაგრამ რატომ? პირველი, ცა ასიმბოლოებს ღმერთს და ყველაფერს, რაც მისგან გამოდის, ყველაფერი წმინდა და სამართლიანი. გავიხსენოთ: «ცა – ჩემი ტახტია» (საქმეები 7:49; მათე 5:34; 23:22). მეორე, სამეფო პირდაპირი გაგებით ციდან მმართველობს, სიმბოლური ციური იერუსალიმიდან. ებრაელებისთვის გასაგები იყო ეს მეტაფორა: დავითიც იერუსამილიდან მართავდა თავის ქვეყანას, რომელიც სიონის მთაზე მდებარეობდა, ანუ სავსებით მაღალ ადგილზე. თუ მთიდან ბარის მართვა შეიძლება, მაშინ ასევე შეიძლება ციდან დედამიწის მართვა. იოანეც კი, როდესაც ხილვაში ზეციურ იერუსალიმს აღწერს, მას აღწერს არა როგორც მიწისაგან იზოლირებულ ადგილს, არამედ როგორც «რომელიც ციდან ეშვება» (გამოცხადება 21:2). სად ეშვება ის, თუ არა დედამიწაზე? ის უნათებს «ხალხებს», და, დააკვირდით, მასში შეაქვთ ძღვენი «მიწიერ მეფეებს» (გამოცხადება 21:24). ციური სამეფოს ყველა ხატება და პირველსახე მჭიდროდაა დაკავშირებული დედამიწასთან და მის მკვიდრებთან. და არც შეიძლება სხვაგვარად იყოს, რადგანაც მესია და მისი სამეფო – ეს «ეშმაკის საქმეების დარღვევის» საშუალებაა (1 იოანე 3:8), ეშმაკის ამ საქმეებით კი, როგორც დაბადების პირველი თავებიდან ვიცით, ძირითადად დედამიწა იტანჯება.

კომენტატორები გამოცხადების 21-ე თავზე:

ქმნილების საერთო განახლების ფონზე ხდება ახალი ცისა და ახალი დედამიწის მოვლინება – ღვთის ხმა აცხადებს ახალი იერუსალიმის დაშვებას ზეციდან… 1 მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა. ზოგი განმმარტებელი ვარაუდობს, რომ ახალი სამყარო სულ სხვაგნარი იქნება, ძველისგან ყველანაირად განსხვავებული. მაგრამ ღვთის სიტყვა (ესაია 65,17-25 და რომაელები 8,21-23) მიგვანიშნებს, რომ აქ საუბარია ძველი სამყაროს გარდაქმნაზე, იმის მზგავსად, როგორც ჩვენი ძველი სხეული განახლდება ახლით (1 კორინთელთა 15,35-37). სიტყვები "ვქმნი ყოველივე ახალს" (მუხლი 5) განახლების პროცესის სისავსესა და ყოვლისმომცველობაზე მიუთითებს; მისი შედეგი – კაცობლიობის გამოსყიდვაა და არა თავიდან შექმნა (ჟენევის ახალი სასწავლო ბიბლია).

შემდეგ მოჰყვება ზეციური ქალაქის აღწერა – მზგავსად იმისა, როგორც ადრე ბაბილონის აღწერა რომ წავიკითხეთ. იხსნება მისი ზეციური არსი და მისი ათასწლიანი კავშირი დედამიწასთან. შვიდი ანგელოზიდან ერთი, ისევე როგორც ბაბილონის შემთხვევაში, წინასწარმეტყველს პატარძალს აჩვენებს, კრავის ცოლს. დედამიწაზე სასამართლოს შედეგები მსახურობს უკეთესი და უფრო მეტად ამაღლებული კურთხევების წინაპირობად. ისევე როგორც მოსე, წინასწარმეტყველი სულს აჰყავს, რათა შეხედოს აღთქმების სფეროებს; ის ხედავს ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან, ღვთისაგან ეშვება (დ. დარბი).

ხოლო აი რას ვკითხულობთ დიდ ენციკლოპედიურ ლექსიკონში:

ხალიაზმი (ბერძნ. chilias - ათასი) - რწმენა ღვთის «ათასწლიანი მეფობის» და მართლების დედამიწაზე ცხოვრების შესახებ, ანუ სამართლიანობის მისტიკურად გაგებული იდეალის ქვეყნიერების ბოლომდე აღსრულების შესახებ. ტერმინი ჩვეულებრივ გამოიყენება ადრექრისტიანული სწავლებების მიმართ, რომელიც ეკლესიამ მე-3 საუკუნეში უარყო, მაგრამ ის მაინც ცოცხლდებოდა შუასაუკუნეების ხალხების ერესებში და მოგვიანებით სექტანტობაში.

ენციკლოპედია «ბრიტანიკა» (თარგმანი ჩემია):

მილენარიზმი, იგივე ხალიაზმი – სწავლება, რომელიც გამოხატულია იოანეს გამოცხადებაში, ახალი აღთქმის ბოლო წიგნში, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტე დაამყარებს წმინდათა 1000 წლიან მმართველობას დედამიწაზე (მილენიუმი) უკანასკნელი სასამართლოს წინ.

(ყურადღება მივაქციოთ ფრაზებს «ღვთისა და წმინდათა სამეფო» და «წმინდათა მმართველობა დედამიწაზე» – ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტე მარტო არ იმმართველებს. ირინეოს ლიონელი შემდეგნაირად გადმოსცემს: «ზეცაში ყოფნის ღირსები მასში გადავლენ, ანუ ზეცაში, სხვები სამოთხის კომფორტით დატკბებიან, სხვანი ქალაქის სილამაზეს დაეუფლებიან, მაგრამ ყველაფერში გამოჩნდება ღმერთი, როგორც ღირსნი იქნებიან მისი მხილველნი» (მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა). მე-17 საუკუნის ქრისტიანი მოაზროვნე ჯონ მილტონმა, თავის პოემაში «დაბრუნებული სამოთხე» დაწერა: «(ქრისტე) ერთგულებს დააჯილდოვებს ნეტარებით ზეცაში და დედამიწაზე; ვინაიდან იმ დროს მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა».)

მაშინ რატომ სჯერა ასე მცირე ხალხს დღეს ამის? უახლეს ფილოსოფიურ ლექსიკონში ნათქვამია:

ქრისტიანობამ, როდესაც რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა (324), უარი თქვა მიწიერი წყობის ცვლილებებზე, მთავარი აქცენტი საიქიო მიგების იდეაზე გააკეთა და ხაკიაზმი ცრუ სწავლებად გამოაცხადა.

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია:

მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის იმპერიის სახელმწიფო რელიგია გახდა (4 საუკუნე), ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ, ხალიაზმის იდეოლოგია, არსებული წყობისათვის მტრულად და ეკლესიის როლის, როგორც «გადამრჩენის» დამამცირებლად 
მიიჩნია, და დაიწყო ხალიასტების, როგორც ერეტიკების სასტიკი დევნა.

«ბრიტანიკა» (თარგმანი ჩემია):

ავგუსტინე უფრო შორს წავიდა, როდესაც განაცხადა, რომ არც ისტორია და არც ქრონოლოგია არ უნდა განიმარტებოდეს აპოკალიპტიკურ შუქში და რომ მილენიუმი – ეს მომავლის მოვლენა კი არაა, არამედ უკვე დაწყილია ქრისტეს მიერ. ხანგრძლივი ომების, სიძულვილის, უსამართლობისა და სიღატაკის ასახსნელად, ავგუსტინემ «ორი ქალაქის» გაგება გამოიყენა. არის «ზეციური ქალაქი», ზეციური იერუსალიმი, სადაც მილენიუმი უკვე გამოვლინდა, და «მიწიერი ქალაქი», მიწიერი ბაბილონი, სადაც მილენიუმი ჯერ არ ჩანს. ეს ორი ქალაქი თანაიარსებებს როგორც corpus permixtum («შერწყმული სხეული») ყოველ ადამიანში და ყოველ საზოგადოებაში დროის დასასრულამდე. ასეთი სახით, იმპერია და მიწიერი ეკლესია შეუძლებელია წარმოადგენდნენ დასრულებული სახით ესხატოლოგიის განხორციელებას და მათ ისტორიულ ბედ-იღბალს არაფერი საერთო არ აქვს ღვთიურ გეგმებთან კაცობლიობის გადარჩენასთან დაკავშირებით. ასეთმა განმარტებამ  ქრისტიანული ესხატოლოგია რადიკალურად შეცვალა და ქრისტიანული ღვთისმეტყველებიდან ამოშალა, სწავლება ღვთის მომავალი სამეფოს მეფობის შესახებ დედამიწაზე.

მაშ ასე, ბიბლიის ნათელი სწავლება განსაზღვრული რელიგიური ორგანიზაციების ინტერესებთან დაპირისპირებაში მოვიდა, და მათ გადაწყვიტეს ის თავიდან მოეცილებინათ. იუსტინეს და ირინეოსს დღეს რომ ეცხოვრათ, ორი საუკუნით გვიან, ისინი ერეტიკოსებად ჩაითვლებოდნენ. დღეს ეს ორგანიზაციები ისევე აქტიურები არიან და ისევე უნდათ რომ გავლენა ჰქონდეთ იმაზე, რისიც ჩვენ გვწამს. საბედნიეროდ, ყველა ჩვენთაგანს საკუთარი თავი გვაბია მხრებზე და შეგვიძლია ავირჩიოთ, თუ რომლის დავიჯეროთ – ბიბლიის სწავლების თუ ავგუსტინესი.

ვინმე იტყვის,რომ იეჰოვას მოწმეები ცდებიან, ესხატოლოგიის ორი კლასის ნაწილში ან სხვა ნიუანსებში. დიახ, მასში ბევრი ნიუანსია. ეს უბრალო თემა არაა. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვაა: იეჰოვას მოწმეები დღესდღეობით ფაქტიურად ერთადერთი კონფესიაა, რომელმაც პირვანდელი სახით შეინახა რწმენა ქრისტესა და წმინდათა ათასწლიანი მეფობის შესახებ, სამოთხისმაგვარ დედამიწაზე დასახლებულ ადამიანებზე. და თუნდაც ისინი რამეში ცდებოდნენ (არის ვინმე ვინც არაფერში არ ცდება?), არავინ დგას მათზე უფრო ახლოს ამ უმთავრესი ბიბლიური სწავლების სწორ გაგებასთან. 

-----------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

იესო არის ქრისტე

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?

დანიშნულება ცაში

Комментариев нет:

Отправить комментарий