понедельник, 17 марта 2014 г.

ერთი (ერთი ვართ)

სამების თაყვანისმცემლებს ხშირად მოჰყავთ მუხლი იოანეს 10:30: «მე და მამა ერთი ვართ». ვნახოთ, როგორ გამოიყენება ეს ბერძნული სიტყვა (ეის) ბიბლიაში. ეს სიტყვა ყველა ადგილას ხაზგასმულია:


იოანე 17:11, 21–23: …წმინდა მამაო, დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.… რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე - შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ - ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით.

საქმეები 4:32: ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული (მია – ერთი; ეის-ის მდ. სქს); და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

რომაელები 12:5: …ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.

1 კორინთელთა 3:8: დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.

1 კორინთელთა 6:16, 17: ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: "ორივე იქნება ერთ ხორც". ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.

1 კორინთელთა 10:17: ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ…

1 კორინთელთა 12:13: რადგან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად…

გალატელთა 3:28: აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

ეფესელთა 3:6: …რომ წარმართნიც, სახარების მეოხებით, თანამემკვიდრენი, თანასხეულნი (ერთი სხეული) და თანაზიარნი არიან მისი აღთქმისა ქრისტეში…

ეფესელთა 5:31: ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ნებისმიერ ამ ადგილებში რაიმე ტრინიტარული, ტრანსცენდენტური, «ონტოლოგიური» ან ისეთი რამ რაც ლოგიკას არ ექვემდებარება? თუ ყველგან უბრალოდ ახლო ერთობაზეა საუბარი? ესაა იმ მრავალ მაგალითთაგან ერთერთი, თუ როგორ მიაწერენ ტრინიტარები უბრალო სიტყვებს ან ფრაზებს არაბუნებრივ და არათვისობრივ მნიშვნელობებს. 

------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий