понедельник, 17 марта 2014 г.

სამების სახელით?

გუშინ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ორმა ადამიანმა მომიყვანა სამების მტკიცებულებად მათეს 28:19: «მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმინდის სახელით». როგორც ჩანს, მილიონობით ადამიანი კითხულობს ამ მუხლს და სინამდვილეში გულწრფელად ხედავენ მასში სამებას. მაგრამ რაზე საუბრობს ის სინამდვილეში? იმაზე. რომ არის მამა, არის ძე, და არის სულიწმინდა. როგორი ურთიერთობაა მათ შორის, როგორი თანხვედრა აქვთ ერთმანეთში, როგორი ბუნება აქვთ მათ, როგორი არსი აქვთ მათ და ა.შ., ამ მუხლში ახსნილი არ არის.

მოცემულ მუხლში არცერთი სიტყვა არ არის იმის შესახებ, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, ან რომ ისინი ერთარსნი არიან, ან რომ მათ ერთი ბუნება აქვთ, ან რომ ესაა ერთი ღმერთი სამი სახით, ერთარსი ღმერთი და ა.შ. ეს ინფორმაცია მასში არ არის, რამდენიც არ უნდა იკითხო ის. და ნუთუ ვინმე დაობს იმაზე, რომ არის ღმერთი, იესო და ღვთის წმინდა სული? ამაზე არცერთი კონფესიის არცერთი ქრისტიანი არ დაობს, იმიტომ რომ ამაზე პირდაპირაა საუბარი ბიბლიაში. რა საჭიროა მუხლიდან იმის ამოკითხვა, რაც სინამდვილეში მასში არაა?

ასეთი არგუმენტიც ჟღერს: ვინაიდან სიტყვა «სახელით» მხოლობით რიცხვში წერია, ჩამოთვლილ პიროვნებებს ერთი საერთო სახელი აქვთ. კი, მაგრამ ფრაზა «ვინმეს სახელით» სულაც არ გულისხმობს ერთ პირს, ისინი შეიძლება მრავალნი იყვნენ. მაგალითად, Google-ში ძიებისას ფრაზა "მთავრობის სახელით" (ბრჭყალებში) 28 100 შედეგს გვაძლევს. მრავალი მზგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება. შეიძლება იმის თქმა რომ მთავრობა ერთი პიროვნებაა ან მისი ყველა წევრი ერთარსია?

ასევე შეიძლება მოისმინოთ, რომ რადგან ითქმება «სულიწმინდის სახელით», ესე იგი, ეს სული პიროვნებას წარმოადგენს და მას სახელი აქვს. მაგრამ სიტყვა «სახელით» ყოველთვის ადამიანს (ან საერთოდ პიროვნებას) არ გულისხმობს. როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც ჩანს, ეს შეიძლება იყოს უსულო საგნები ან აბსტრაქტული გაგებები. 

მემგონი მაინც მომიწევს, სამების ყველაზე სულელური მტკიცებულებების ჰიტ-პარადის გაკეთება.


-------------------------------------------------------------


თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий