суббота, 29 марта 2014 г.

დაბადების დღეს არ აღნიშნავენ.........



წარმართული ფესვები
ბიბლიის თვალსაზრისი წარმართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით
დაბადების დღეების აღნიშვნის ნამდვილი არსი
იესო ქრისტეს «დაბადების დღე»
ისრაელიანების და ადრეული ქრისტიანების დამოკიდებულება დაბადების დღეებისადმი
იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი წარმართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით



  ადამიანებისთვის, რომლებიც რელიგიისაგან შორს დგანან, ერთერთ მთავარ ასოციაციას, რომელსაც იეჰოვას მოწმეებთან აკავშირებენ, წარმოადგენს ცნობილი «ისინი დაბადების დღეებს არ აღნიშნავენ!». და ეს განაცხადი სრულიად შეესაბამება სიმართლეს. იეჰოვას მოწმეები არასოდეს არ მიიღებენ მონაწილეობას არც საკუთარი და არც სხვისი დაბადების დღის აღნიშვნაში.

  ეს ფაქტი ხშირად გაუგებრობას იწვევს, ზოგჯერ კი ადამიანების მხრიდან კრიტიკას. თუმცა დიდი უგუნურება იქნებოდა ვინმეს მხრიდან ნაჩქარევი დასკვნის გაკეთება, რომ ამ ქრისტიანებისთვის არ არსებობს არავითარი ცხოვრებისეული სილამაზე და თითქოს ნებისმიერი სახის გართობა ვითომ ცოდვადაც კი ითვლება მათთვის. ეს ასე ნამდვოლად არ არის! 
იეჰოვას მოწმეებს, ისევე როგორც ჩვენს გარშემო არსებულ სხვა ადამიანებს, აქვთ ბუნებრივი მოთხოვნა, რომ პერიოდულად შეიკრიბონ მეგობრებთან ერთად და მხიარულად გაატარონ დრო მეგობრულ წრეში. მათ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს, რომ «თეთრ ყვავებად» გამოჩნდნენ თავისი თანაკლასელების ან კოლეგების თვალში. პირიქით, ის, ვინც მათ იცნობს, ძალიან აფასებენ მათ გახსნილობასა და სიხალისეს. 
მაშინ რატომ თვლიან ეს ქრისტიანები მიუღებლად დაბადების დღეებში მონაწილეობას? რა აღძრავს მათ სინდისს, მსგავს ღონისძიებებზე მოკრძალებული უარის თქმისაკენ? ამ კითზვებზე ეს სტატია გასცემს პასუხს. 


  ორი სიტყვით რომ შევეცადოთ ამის ახსნა, იეჰოვას მოწმეების ასეთი პოზიციის მიზეზს წარმოადგენს ღვთის სიტყვისადმი, ბიბლიისადმი მათი ნამდვილი პატივისცემა და სურვილი იყვნენ ნამდვილი ქრისტიანები. როგორც ღვთის გულწრფელი მსახურები, ეს ქრისტიანები ცდილობენ გაითვალისწინონ ღვთის თვალსაზრისი და გრძნობები, თავისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მათ ესმით, რომ თვითონ იეჰოვა ღმერთი «ბედნიერი ღმერთია», რომელიც თავის მსახურებს ასაჩუქრებს სიხარულით, როგორც სულიწმინდის ნაყოფით (1 ტიმოთე 1:11; გალატელთა 5:22). ბიბლიაში მრავალი მაგალითია იმისა, თუ როგორ მართვავდნენ ღვთისადმი ერთგული ადამიანები დღესასწაულებს, თუ როგორ იკრიბებოდნენ და მთელი გულით მხიარულობდნენ ერთად. შეგვიძლია გავიხსენოთ ისრაელიანები, როდესაც ეგვიპტელთა ხელიდან სასწაულად გადარჩნენ, სიხარულით მღეროდნენ და ცეკვავდნენ, და განადიდებდნენ იეჰოვას (გამოსვლა 15:1,20,21). ასევე იესო არ მიიჩნევსდა რაიმე სახით სათაკილოდ ზეიმებზე დასწრებას და ასეთი სახით დასვენებას (იოანე 2:1-11). ასეთი მაგალითები ქრისტიანებს ეხმარება, რომ ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეთ თვითონ ზეიმებზე მათი დასწრებისა და მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით. 




  მაგრამ ამავდროულად ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ზეიმებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ვინაიდან იმავე ბიბლიაში ჩვენ არაერთ მაგალითს ვხვდებით იმისა, თუ როგორ განსჯიდა და სჯიდა კიდეც ადამიანებს ზეიმებისთვის იეჰოვა, რომლებიც მას, იეჰოვას შეურაცყოფდა (გამოსვლა 32:1-9,17-29; რიცხვნი 25:1-9; 1 კორინთელთა 10:7). აქედან კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები მეტად გამრჩევები უნდა იყვნენ იმ ზეიმების მიზნების, მოქცევის წესისა და მნიშვნელობის მიმართ, რომელში მონაწილეობის მიღებასაც მას სხვა ადამიანები სთავაზობენ. ბიბლიურმა პრინციპებმა და მითითებებმა და არა საკუთარი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებამ, აი რამ უნდა ითამაშოს მთავარი როლი მზგავს საკითხებში! 



  ყველაზე ხშირად ზეიმები დაკავშირებულია რაიმე რიგითი მოვლენის წლისთავებთან. ასეთ მოვლენას ზოგიერთისთვის შეიძლება წარმოადგენდეს, მაგალითად, ქორწინების წლისთავი ან საწარმოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობის იუბილე. ბიბლიაშიც არის მითითებები, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, რომ აღენიშნათ განსაზღვრული მოვლენების წლისთავები. მაგალითად, იეჰოვამ განსაკუთრებული მითითება მისცა რომ აღენიშნათ ის დღე, როდესაც ეგვიპტეში უფლის ანგელოზმა ისრაელების სახლებს გვერდი აუარა, რის შემდეგაც მათ განთავისუფლება და ამ ქვეყნის დატოვება შეძლეს (გამოსვლა 12:14). ებრაელები კი აღნიშნავდნენ ამ თარიღს, თუმცა ამ დღეს ისინი არ აწყობდნენ სადღესასწაულო ზეიმს და არ ცვლიდნენ საჩუქრებს. მოსეს კანონში ღმერთმა მთელი რიგი დღესასწაულები ჩამოთვალა, რომლებიც ზუსტად დადგენილ დროს უნდა აღენიშნათ ისრაელიანებს (ლევიანთა 23:1-8,24-44). გარდა ამისა ბიბლიური ცნობა გვაუწყებს, რომ ისრაელები ასევე აღნიშნავდნენ იერუსალიმის ტაძრის მეორედ მიძღვნის თარიღს, რაც, როგორც ჩანს, იესოს მიერ არ ყოფილა დაგმობილი (იოანე 10:22,23). ქრისტიანებისთვის კი ძალაში რჩება მითითება, რომ რეგულარულად შეიკრიბონ იესო ქრისტეს სიკვდილის წლისთავზე (ლუკა 22:19,20). ამ ყოველივეს მზგავსად, დღეს, თავის ცხოვრებაში მრავალი ადამიანი გამოჰყოფს განსაზღვრულ თარიღებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნია და რომლებიც, მათი აზრით, კარგი იქნებოდა რომ აღენიშნათ. 

მოყვანილი მაგალითები გვიჩვენებენ, რომ განსაზღვრული მოვლენის წლისთავის აღნიშვნა, შეიძლება სავსებით ბუნებრივ მოქმედებას წარმოადგენდეს ადამიანისთვის, რომელიც ამ წლისთავის აღნიშვნის აუცილებლობას ხედავს. ამავდროულად,  მსგავს პირობებში ქრისტიანისთვის კარგი იქნება თუ გაითვალისწინებს მოვლენის სხვადასხვა მხარეს და შემდეგ გადაწყვეტს, თუ როგორ მოიქცეს. 



  დაბადების დღის აღნიშვნა, ერთერთ ყველაზე პოპულარულ დღესასწაულს წარმოადგენს, სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანთა შორის. ამ დღესასწაულის არსი ასევე მდგომარეობს, მომდევნო წლისთავის გამოთვლაში და დღესასწაულით შეხვედრაში. წლისთავს კი წარმოადგენს კვლავ დამდგარი ის კალენდარული დღე, რომელ დღესაც ოდესღაც ეს ადამიანი დაიბადა. 

ოდესღაც ბიბლიის მკვლევარები, ადამიანთა უმრავლესობის მზგავსად, მონაწილეობდნენ მზგავს დღესასწაულებში. იეჰოვას მოწმეების ერთერთ პუბლიკაციაში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია: 

«მრავალ მათგანს პატარა წიგნაკები ჰქონდათ, რომელთაც «ყოველდღიურ ციურ მანანას» უწოდებდნენ, მასში მოცემული იყო ბიბლიის ყოველდღე განსახილველი ტექსტები, და ამ წიგნაკში  ისინი სხვა ბიბლიის მკვლევართა სურათებს დებდნენ მათი დაბადების თარიღის გასწვრივ. «საგუშაგო კოშკის» 1909 წლის 15 თებერვლის ნომერში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ მიიპატიჟეს ძმა რასელი სცენაზე, კონგრესის დროს ჯეკსონვილში (ფლორიდის შტატი, აშშ). რისთვის? მას დაბადების დღესთან დაკავშირებით საჩუქარი გადასცეს — რამოდენიმე ყუთი გრეიფრუტებით, ანანასებითა და ფორთოხლით. ასეთი სურათი იყო წარსულში» («საგუშაგო კოშკი» 15.10.1998 წ., გვ.30). 

თუმცა 1920-იან წლებში ეს ქრისტიანები, ბიბლიის ღრმა კვლევისა და მასზე ფიქრის წყალობით, მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათთვის საჭირო იყო საფუძვლიანად გადაეხედათ ასეთი სახის დღესასწაულების მიმართ დამოკიდებულებისათვის. რამ აღძრა ისინი, რომ მიეტოვებინათ მთელ მსოფლიოში ასე ფართოდ გავრცელებული ჩვეულება? და დღემდე რატომ არ სურთ იეჰოვას მოწმეებს ამ ჩვეულებასთან შეხება? 



  ამის რამოდენიმე საფუძვლიანი მიზეზი არსებობს! გთავაზობთ, რომ ყურადღებით განვიხილოთ ისინი და დავფიქრდეთ მათზე.





  წარმართული ფესვები




  თუ მსგავსი გარემოებების არცოდნა ურწმუნო ადამიანთა შორის შეგვიძლია მივაწეროთ მათ ბიბლიისაგან დაშორებას და ქრისტიანობის ისტორიის არ ცოდნას, მაშინ მათთვის, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს და რომელიმე ე.წ.«ქრისტიანულ» ეკლესიაში დადის, ამის არცოდნა ვერანაირ გამართლებას ვერ პოულობს. ეს ასეა თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ხშირად შეგვიძლია ვნახოთ მეცნიერების და ღვთისმეტყველების კომენტარები, დაბადების დღის აღნიშვნის წარმართული წარმომავლობისა და არაბიბლიური არსის შესახებ. გთავაზობთ რამოდენიმე ციტატას ამ წყაროებიდან. 


  «ამერიკული ენციკლოპედია» (1991 წელი) წერს: «ისეთ ძველ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი და სპარსეთი, ღმერთების, მეფეების და დიდებულების დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ» («The Encyclopedia Americana»). 



  როგორც თავის წიგნში რალფ და ედილინ ლინტინები აღნიშნავენ «წარმოადგენენ რა ცივილიზაციის აკვანს, მესოპოტამია და ეგვიპტე იყვნენ ასევე პირველი ქვეყნები, სადაც ხალხი თავისი დაბადების თარიღების გამოთვლას აწარმოებდა და აღნიშნავდა მათ» («The Lore of Birthdays»). 


  «დაბადების დღის ყველაზე ადრეული ეგვიპტური აღნიშვნა, დათარიღებულია ძვ.წ. XIII საუკუნით ან შესაძლოა უფრო ადრეული პერიოდით (Helck и OttoKleinesWorterbuch der Agyptologie, 1956. Р. 115, ტექსტური ბმულებით)» («ბიბლიია ახალი ლექსიკონი. ნაწილი 2. ბიბლიური რეალიები». სანკტ-პეტერბურგი. გამომცემლობა «Мирт». 2001 წ. / «New Bible Dictionary». Inter-Varsity Press, Leicester, England. Intervarsity Press, Downers Grove, Illinois, 1962).
  ნაშრომში «დასკვნები: დაბადების დღეები» აღნიშნულია: «ჰეროდოტე იმაზე მიუთითებს, რომ სპარსელებთან დაბადების დღის დღესასწაულს აუცილებლად თან ახლდა განსაკუთრებული სუფრით გამასპინძლება (სპარსული ომები I, 133). თუ დაბადების დღე აღინიშნებოდა, მეფის სასახლეში დიდ ლხინს აწყობდნენ, რომელზეც სასახლეში მცხოვრებნი საჩუქრებს იღებდნენ (ix, 110). ელინიზმის ეპოქამდე მცხოვრები ბერძნები, ღმერთებისა და გამოჩენილი ადამიანების დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ (ISBE, დაბადების დღე, ტომი 1, გვ. 515). იოსები (ებრაელთა ომები, VII.3.1) მოიხსენიებს ტიტუსის მონათხრობს, სადაც საუბარია მისი ძმისა და მამის დაბადების დღეების აღნიშვნაზე. ამ დღეს ისინი ებრაელ ტყვეებს ხოცავდნენ» (ვ. კოკსა «დასკვნები» ჟანელ ხილბერნი, 2000 წ.). 

  «რელიგიისა და ეთიკის ენციკლოპედია» შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ «დაბადების დღეების აღნიშვნის ჩვეულება, თავისი არსით კავშირშია დროის ათვლასთან, თავისი შემადგენლობით კი — პრიმიტიულ რელიგიურ პრინციპებთან» («Hastings’ Encyclopedia of Religion and Ethics»). 

ერთერთი ასეთი პრინციპი, ძირითადად, გახლდათ სპირიტიზმთან კავშირი. 


  ასევე, წიგნში «დაბადების დღის დღესასწაულები მთელ დედამიწაზე» ნათქვამია შემდეგი: «დაბადების დღეების აღნიშვნა ევროპაში დიდი ხნის წინ დაიწყო. ადამიანებს კეთილი და ბოროტი სულების სჯეროდათ, რომელთაც ხანდახან კეთილ და ბოროტ გნომებს უწოდებდნენ. თვითოეულს ეშინოდა ამ სულების და იმის, რომ ისინი აუცილებლად ავნებდნენ მათ ვინც დაბადების დღეს აღნიშნავდა, ზუსდატ ამიტომ ის გარშემორტყმული იყო მეგობრებითა და ნათესავებით, რომელთა კეთილი სურვილები და რომელთა იქ ყოფნაც კი დაიცავდა მას იმ საფრთხისაგან რომელიც მას დაბადების დღისას მოელოდა. საჩუქრების ჩუქება კიდევ უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფდა. საერთო საჭმელი ასევე უზრუნველყოფდა შემდგომ დაცვას და ეხმარებოდა მას კეთილი სულების კურთხევის მიღებაში. ამიტომ თავდაპირველად დაბადების დღის აღნიშვნა განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ ბოროტისაგან დაეცვათ ადამიანი და მისთვის კარგი წელი უზრუნველეყოთ“ («Birthday Parties Around the World», 1967 წ.). 


  «სხვადასხვა წეს-ჩვეულებები, რომლებიც დაბადების დღეების აღნიშვნას ახლავს თან, რელიგიისა და მაგიის სფეროებში იღებენ სათავეს. ბედნიერების სურვილები, საჩუქრები და საერთო ზეიმი, რომესაც ასევე ანთებული სანთლებიც მიეკუთვნება, ძველად იმისათვის გამოიყენებოდა, რომ დემონები დაბადებული ბავშვისაგან დაეშორებინათ და მომავალ წელს მისი უსაფრთხოება უზრუნველეყოთ» («Schwbische Zeitung» [ჟურნალი "დრო და მსოფლიო" - "Zeit und Welt"], 3/4 აპრილი 1981 წ., გვ.4). 



  იგივე აზრს უჭერენ მხარს რალფ და ედელინ ლინტონები: «ბერძნებს სწამდათ, რომ ყველას ჰყავს დამცველი სული ან დემონი, რომელიც მის დაბადებას ესწრება და მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ზდევს მას. იმ დღეს როდესაც ეს ადამიანი დაიბადა, არსებობდა მისტიური ურთიერთობა ამ სულსა და ღმერთს შორის. რომაელებიც ამ იდეას შეუერთდნენ. ისინი ასეთ სულს გენიას უწოდებდნენ. ეს წარმოდგენა ადამიანთა ცნობიერებაში დარჩა და გამოხატულება ჰპოვა მფარველ ანგელოზში, კეთილ ფერიაში და მფარველ წმინდანში». 

ავტორები ასევე მიუთითებენ დაბადების დღეების ასტროლოგიასთან კავშირზე: «ძველ დროს დაბადების დღეების ჩაწერა უმთავრესად მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ დაბადების თარიღი აუცილებელი იყო ჰოროსკოპის შესადგენად» («The Lore of Birthdays», New-York, 1952). 



  ლინტონების კვლევის თანახმად, თანამედროვე დაბადების დღეებისთვის დამახასიათებელი ელემენტები, ასევე წარმოადგენენ ძველი წარმართული კულტების ანარეკლს. მაგალითად, სანთლებით მორთული ტორტის მაგიდაზე დადგმა. 

«ნამცხვრებზე სანთლების ანთების ჩვეულება ბერძნებთან დაიწყო», — წერენ ლინტონები, - «ფილოქოროსი [ძველი ბერძენი ისტორიკოსი] გვატყობინებს, რომ ყოველი თვის მეექვსე დღეს, არტემიდას, მთვარისა და ნადირობის [და ნაყოფიერების] ქალღმერთის დაბადების დღეს, ამ ქალღმერთის ტაძრების სამსხვერპლოზე დებდნენ, მთვარესავით მრგვალ ნამცხვრებს, რომლებიც წვრილი სანთლებით იყვნენ განათებული». 

შემდეგ ავტორები ამატებენ: «ხალხური გადმოცემის თანახმად, დაბადების დღის სანთლებს სურვილების შესრულების მაგიური ძალა გააჩნიათ... მას შემდეგ, რაც ადამიანმა თავის ღმერთებისთვის სამსხვერპლოების დადგმა დაიწყო, ანთებულ წვრილ სანთლებს და სამსხვერპლო ცეცხლს ყოველთვის განსაკუთრებული მისტიური მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ დაბადების დღის სანთლები წარმოადგენს "ახალშობილისადმი" თაყვანისცემას და პატივის მიგებას და ბედნიერება მოაქვთ მისთვის». 

წიგნი «დაბადების დღის დღესასწაულები მთელ დედამიწაზე» იგივე თემას ეხება: «[სანთლების გამოყენების] ჩვეულება ძველი ბერძნებიდან და რომაელებიდან მოდის, რომელთაც მიაჩნდათ, რომ სანთლებს ან სანთლის ასანთებ ფითილებს მაგიური ძალა გააჩნდათ. სანთლების ალთან ერთად ისინი თავის ღმერთებზე ლოცულობდნენ და თავის სურვილებს გადასცემდნენ მათ. ღმერთები კუღტხებას უგზავნიდნენ მათ და შესაძლოა, ლოცვებზე პასუხობდნენ» («Birthday Parties Around the World», 1967 წ.). 



  ასევე ახსნილია ის, თუ საიდან წამოვიდა ადამიანისთვის დაბადების დღის მილოცვის ტრადიცია: «დაბადების დღის მილოცვა და ბედნიერების სურვილი, რომელიც ამ დღესასწაულს ახასიათებს... თავდაპირველად ეს იდეა მაგიას ეფუძნება. სიკეთის ან ბოროტების შელოცვების ფორმულები — მაგიის მთავარი იარაღია. თავის დაბადების დღეს ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ამ შელოცვებისადმი, რადგანაც ამ დროს მისი პირადი სულები ახლავენ მას... დაბადების დღის მილოცვას დიდი ძალა გააჩნია სიკეთისაკენ ან ბოროტისაკენ, იმიტომ რომ ამ დღეს ის ყველაზე ახლოს იმყოფება სულების სამყაროსთან» («The Lore of Birthdays», New-York, 1952. გვ.20). 


  ადამიანის დაბადების დღის აღნიშვნის წარმომავლობის განხილვისას, გვერდს ვერ აუქცევთ კიდევ ერთ შენიშვნას, რომელიც გაკეთებულია ნაშრომში «დასკვნები: დაბადების დღეები»: «დაბადების დღეები თავის საწყისს მზის კალენდარში იღებს; ამ ტრადიციას აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ბიბლიასთან და ღვთისაგან მოცემულ კალენდართან. მაშ როგორია დაბადების დღეების აღნიშვნის ტრადიცია?». 


ამ კითხვის დასმის შემდეგ, ავტორი აკეთებს დასკვნას, რომ ქრისტიანისთვის დაუშვებელია ამ თრადიციის მიყოლა, «რადგანაც დაბადების დღის კულტი სატანის გაღმერთების ნაწილია». 

შემდეგ ის განმარტავს: «სატანამ ღვთის ნებისა და ღვთის კანონის საწინააღმდეგო კულტის სისტემა შექმნა. სატანისტებს ღმერთად გახდომა სურთ; ისინი ღმერთთან თანასწორობას ესწრაფვიან, არ არიან მინდობილი ღვთის მადლს და არ ემორჩილებიან მას. ქრისტეს არასოდეს არ ჰქონია მსგავსი სურვილები (ფილიპელთა 2:5-8)… დაბადების დღე - სატანური მზის კალენდრის ყველაზე დიდი და ყველაზე წმინდა დღესასწაულია». 

თავისი სიტყვების დასამტკიცებლად ავტორს მოჰყავს ე.წ. სატანისტური კულტის ერთერთი წარმომადგენლის გასაოცარი აღიარება, რომელიც თავის წიგნში შემდეგს გვამცნობს: «სატანისტურ რელიგიაში ყველაზე მეტად აღმატებულ დღესასწაულს წარმოადგენს ადამიანის დაბადების დღე. ეს დღესასწაული პირდაპირ ეწინააღმდეგება სხვა რელიგიების წმინდათა-წმინდას, რომლებიც განსაზღვრულ ღმერთს აღმერთებენ, რომელსაც ქმნიან ანთრომორფული არსების სახით, თავის ხატად და მზგავსად, რაც ნამდვილად არ მიუთითებს ეგო-ს (საკუთარი მე) სრულ უარყოფაზე. სატანისტი შემდეგნაირად განსჯის: "მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ; თქვენ თუ გინდათ რომ ღმერთი გამოსახოთ თქვენს ხატებად, მაშინ რატომ არ უნდა შევქმნათ ის ისეთი როგორებიც ჩვენ ვართ". ყოველი ადამიანი არის ღმერთი, თუ ის თავს ასეთად აღიარებს. ასე და ამგვარად, სატანისტი აღნიშნავს თავის დაბადების დღეს, და ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს წელიწადში… დაბადების დღის შემდეგ, ორ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულად ითვლება ვალპურგის ღამე და ყოველთა წმინდათა დღე ანუ ჰელოვინი» / «სატანისტური ბიბლია» (ანტონ ჟანდორ ლა ვეი, (Air) ლუციფერის წიგნი – განათლება, ევონ ბუკსი, 1969 წ., თავი XI, რელიგიური დღესასწაულები, გვ. 96)». 

შემდგომ, კვლევის ავტორი საბოლოო დასკვნას აკეთებს: «დაბადების დღე - განსაკუთრებული დღეა, რომლის დროსაც ადამიანი არა მხოლოდ ღმერთი ხდება, არამედ ასევე სატანისტური მისტერიების ძველი სისტემის ნაწილიც… ამ ტრადიციას არავითარი კავშირი არ აქვს ბიბლიასთან, ის არ არის ღვთისათვის მოსაწონი, რადგან მიმართულია ღვთის ძალაუფლების დასუსტებისაკენ» (ვ. კოკსა «დასკვნები» ჟანელ ხილბერნი, 2000 წ.). 



  მას შემდეგ რაც გავიგეთ, როგორი ფესვები აქვთ ასე პოპულარულ დაბადების დღეების აღნიშვნას და თუ როგორ აფასებენ მას ჭეშმარიტი ღვთის აშკარა მოწინააღმდეგეები, ნუთუ საკვირველია იეჰოვას მოწმეების სურვილი რომ არავითარი კავშირი არ ჰქონდეთ მსგავს «დღესასწაულებთან»? ამ ქრისტიანებისთვის უფრო დიდი ნიშვნელობა ბიბლიურ პრინციპებს აქვს, რომელიც ეხმარება მათ, წარმართული წეს-ჩვეულებების საკითხებში ორიეტნაციისას. კი, მაგრამ, კონკრეტულად რით შეუძლია დაგვეხმაროს ღვთის სიტყვამ დაბადების დღეების აღნიშვნის საკითხებში? 


  საჭიროა გვახსოვდეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს წარმართული წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების მიმართ. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ ყურად იღონ იეჰოვას გაფრთხილება: «მე იმას ვამბობ, რომ ყველაფერს, რასაც უცხოტომელები სწირავენ, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ. შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია "იეჰოვას სუფრიდანაც" ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც. თუ "იეჰოვას განრისხებას ვბედავთ"? განა მასზე ძლიერები ვართ? ...ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ» (1 კორინთელთა 10:20-22,31).

  ჭეშმარიტ ქრისტიანებს არასოდეს გაუჩნდებათ სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღონ ისეთი წეს-ჩვეულებების აღნიშვნაში, რომლებიც დემონების სუფრიდან მოდის და არა იეჰოვა ღმერთის სუფრიდან. 



              ბიბლიის თვალსაზრისი 
წარმართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით




  იეჰოვა ღმერთი თავის სიტყვაში განგვიმარტავს, თუ რა თვალსაზრისი აქვს მას იმ ადამიანების რელიგიური დღესასწაულების მიმართ, რომლებიც შორს დგანან ღვთიური ჭეშმარიტებისაგან. ის არაორაზროვნად გვიჩვენებს, რომ სძულს და განსჯის მსგავს წარმართულ დღესასწაულებს (3 მეფეთა 12:32,33; ესაია 65:11,12; დანიელი 5:1-7; ამოსი 5:26,27; 8:10). 

  ამის პარალელურად, ბიბლიას არაერთი მაგალითი მოჰყავს იმისა, რომ იეჰოვასათვის მიუღებელი ხდება იმ დღესასწაულების აღნიშვნაც კი, რომელიც თვითონ დაადგინა მოსეს კანონის მეშვეობით, - თუ მისი ერი დაუმორჩილებლობის გზას ადგება (ესაია 1:11-15; ოსია 2:11; ამოსი 5:21-23). 


  რაც მთავარია, ღვთის სიტყვაში საუბარია ასევე ჩვენთვის საინტერესო დაბადების დღეების აღნიშვნაზე. მათი აღწერა ბიბლიის ორ ადგილასაა მოყვანილი. 


  პირველ შემთხვევაში, ასეთი დღესასწაულის შესახებ ჩვენ ვკითხულობთ დაბადების 40:20-23-ში. ამ ნაწყვეტში საუბარია ეგვიპტის ფარაონის დაბადების დღეზე – წარმართზე, რომელიც კერპ ღვთაებებს ეთაყვანებოდა. თანაც ეს ბიბლიური მაგალითი ზუსტად შეესაბამება იმ დროის ისტორიულ რეალიებს. როგორც წიგნში «ისრაელის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები»-ა აღნიშნული «ფაქტიურად, ეს ძველ-ეგვიპტური ჩვეულება იყო» («Customs and Traditions of Israel»). ეგვიპტოლოგი გარდნერ უილკინსონი ასეთი სახით აღნიშნავს: «ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკუთარ დაბადების დღეს და საათსაც კი; შესაძლოა, ისევე როგორც სპარსელები, ისინი დაბადების დღეებს დიდი ზეიმით აღნიშნავდნენ: იწვევდნენ სტუმრებს, აწყობდნენ გასართობ ღონისძიებებს, სუფრაზე განსაკუთრებული საჭმელი მოჰქონდათ» («Hastings’ Encyclopædia of Religion and Ethics»). თუმცა, რაც დამახასიათებელია, მოცემული მოვლენა ბიბლიაში სავსებით უარყოფით შუქშია წარმოდგენილი – ასეთი დღესასწაულების ჩვეულებად იყო ქცეული ადამიანის მოკვლა, რაც, როგორც ჩანს, იუბილარის ერთგავ გასართობს წარმოადგენდა. 


  მეორე მსგავსი შემთხვევა მოყვანილია მათეს 14:6-12-ში. აქ აღწერილია მეფე ჰეროდეს დაბადების დღესთან დაკავშირებული მხიარულება, ის ეროვნებით ედომელი იყო. «საერთაშორისო სტანდარტულ ბიბლიურ ენციკლოპედიაში» ამ მონაკვეთის აღწერისას ასეთ აზრს ვხვდებით: «ბერძნები ელინისტურ ეპოქამდე ღმერთებისა და გამოჩენილი ადამიანების დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ. ასეთ დღესასწაულებს გენეფლია ეწოდებოდა, ხოლო გარდაცვლილი მაღალჩინოსნების დაბადების დღეებს — გენეზია. მაკაბელთა მე-2 წიგნში 6:7 მოთხრობილია ანტიოქე IV-ს ყოველთვიური გენეფლია, რომლის დროსაც ებრაელები ვალდებულები იყვნენ „მსხვერპლშენაწირიდან ეჭამათ“. [...] ჰეროდე, თავისი დაბადების დღის აღნიშვნისას, ელინისტურ ჩვეულებას მისდევდა» («The International Standard Bible Encyclopedia», 1979 წ.). 

  და კვლავ ჩვენს თვალწინაა ღვთის სიტყვის მიერ, აბსოლუტურად ნეგატიურ ფერებში გადმოცემული დღესასწაული. და ეს დღესასწაულიც ისევ სიკვდილით შეიბღალა – ამჯერად ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემლის სისხლით. 


  ამ მაგალითების დამახასიათებელ ნიშანს, დაბადების დღეებში ღვთის მსახურების არ მონაწილეობა წარმოადგენს. და, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესასწაულის ყველა შემთხვევაში, რომლებიც იუბილარის საპატივცემულოდ იმართებოდა, მონაწილეობას მხოლოდ ღვთისაგან შორს მდგომი ადამიანები იღებდნენ. ბუნებრივად იბადება კითხვა «რატომ აშუქებს ღმერთი თავის სიტყვაში, ყველა არასრულყოფილი ადამიანის დაბადების დღეს ნეგატიურად?», თუ გავითვალისწინებთ, რომ ღმერთი ბიბლიაში ტყუილაუბრალოდ არაფერს წერს, ეს უდაოდ, აღძრავს გულწრფელ და მოაზროვნე ქრისტიანებს, რომ მთელი სერიოზულობით გააანალიზონ თავისი პირადი დამოკიდებულება მსგავსი ზეიმების მიმართ. ღმერთი, რომელიც ბიბლიის ფურცლებზე წარმართთა დაბადების დღეებს განსჯის, ნუთუ კეთილგანწყობას გამოავლენს იმ ქრისტიანების მიმართ, ვინც გადაწყვეტს მსგავსი ზეიმების აღნიშვნას? რა თქმა უნდა, არა! 


  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ ყურადღებას მივაქცევთ ჟურნალ «საგუშაგო კოშკის» სტატიას, რომელიც დაბადების დღის საკითხს ეხება: «უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ჭეშმარიტი ქრისტიანები არც თუ დიდად ინტერესდებიან ყოველი წეს-ჩვეულების წარმოშობითა და შესაძლო ძველ-რელიგიური სარჩულით, მაგრამ ამავე დროს მათ არ შეუძლიათ ყურადღება არ მიაქციონ იმას, რაზეც ძალიან ნათლადაა საუბარი ღვთის სიტყვაში» (15.10.1998 წ.(რუს), გვ.30,31). 


  იგივე თემასთან დაკავშირებით, ჟურნალ «გამოიღვიძეთ!»-ის სტატიაში აღნიშნულია: «ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქრისტიანისთვის არ შეიძლება საქმე ჰქონდეთ რომელიმე წეს-ჩვეულებასთან, რომელმაც, შესძლოა, სათავე ცრუ რელიგიური წეს-ჩვეულებებიდან აიღო? არა. ალბათ, ძალიან ბევრ გავრცელებულ ჩვეულებას აქვს ასეთი სათავე. მაგრამ, თუ ამ ჩვეულების დღემდე შემორჩენილი თვისებები, ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, სინდისიდან გამომდინარე, უარი უნდა თქვან მათში მონაწილეობაზე» (8.01.1985 წ.(რუს), გვ.14-17). 

  წარმართულის გარდა, დაბადების დღის აღნიშვნის, სხვა რომელი განსაკუთრებული მახასიათებლები აღძრავენ ქრისტიანს, რომ თავი აარიდოს მსგავს დღესასწაულებში რაიმე სახით მონაწილეობას? 





  დაბადების დღეების აღნიშვნის ნამდვილი არსი




  ვერ ვიტყვით, რომ ღვთის მსახურებისთვის დაბადების დროს და ადამიანის ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბიბლიაში ასეთი დოკუმენტალური ჩანაწერების არაერთ მაგალითს ვხვდებით. საიდანაც ჩანს, რომ ჯერ კიდევ ძველი დროიდან ხორციელდებოდა ადამიანების ასაკის აღწერა: «ხუთასი წელი შეუსრულდა ნოეს, და შეეძინა სემი, ქამი და იაფეთი». «ნოეს სიცოცხლის მეექვსასე წლის მეორე თვეს...გადმოსკდა ვეებერთელა, ღრმა წყლის სათავეები და გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში» (დაბადება 5:32; 7:11). წიგნ დაბადების ნაწყვეტი, 11:10—26, სემის შთამომავალთა დაბადების აღწერის ნათელ მაგალითს შეიცავს. მოსეს კანონის თანახმად, შეხვედრის კარავში მსახურებისთვის (მოგვიანებით კი – ტაძარში) შეიძლებოდა მხოლოდ ლევიანთა შტოს წარმომადგენლები შერჩეულიყვნენ «ოცდაათი წლიდან ორმოცდაათ წლამდე», რაც, რა თქმა უნდა, ამ მამაკაცების დაბადების დროის მკაცრ აღწერას გულისხმობდა (რიცხვნი 4:3). იესოზეც ნათქვამია, თუ რა ასაკში დაიწყო მან თავისი მიწიერი მსახურება (ლუკა 3:23). 

ბიბლიაში მსგავსი მაგალითები საკმარისზე მეტია. ის თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ყველა დროში, ღვთის მსახურისთვის, სავსებით ბუნებრივს წარმოადგენდა საკუთარი ასაკის ცოდნა და წლების მატების აღრიცხვა, რომელსაც ოდესღაც გაკეთებული დოკუმენტური ჩანაწერის მიხედვით აწარმოებდნენ. 


  თუმცა, ნიშნავდა თუ არა ეს ყოველივე, რომ ღვთის მსახურები ამ მონაცემებს იმისათვის იყენებდნენ, რომ ყოველ წელს საკუთარი დაბადების წლისთავი აღენიშნათ? არამც და არამც! 

მაშ, წარმართული შემადგენელის გარდა, რა აღძრავდა ყველა დროის ღვთის მსახურებს იმისაკენ, რომ უარი ეთქვათ მსგავს დღესასწაულებზე? ასეთ მიზეზს წარმოადგენდა, ღვთისათვის მიუღებელი, ადამიანის თვითგანდიდებისაკენ სწრაფვა. 


  ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი, რომელსაც იუბილარი ჰქვია, თავისი დაბადების დღის აღნიშვნისას ყველასათვის, ვინც მის გარშემოა, ფიგურა № 1 ხდება. ამ დროს მიუღებელია იუბილარის გაკრიტიკება ან მისთვის საყვედურის თქმა, სამაგიეროდ წესია რომ ის უნდა აქონ და ადიდონ. ის – ყურადღების ცენტრშია, პრაქტიკულად პოდიუმზე, რომელსაც ნათესავები და მეგობრები "ქმნიან". 

როგორც რალფ და ედილინ ლინტინები აღნიშნავენ თავის წიგნში, რომელიც დაბადების დღეებს ეძღვნება, ასეთ დღეს «ყველა საჩუქარი და მილოცვა საკუთარი თავისთვისაა განკუთვნილი. დაბადების დღის, ფერად ჭიქურიანი ტორტი და მასზე დანთებული სანთლები — ესაა პატივისცემის საკუთარი თავისადმი მიძღვნა. სხვა დღესასწაულები გულს ახარებენ, დაბადების დღეები კი საკუთარ "მე"-ს აამებს» («The Lore of Birthdays»). 

თვითგანდიდება ან, პირიქით, სხვის განდიდებაში მონაწილეობა, რომელიც ასე დამახასიათებელია ამ ზეიმებისთვის, - ნუთუ ეს ყოველივე იმასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რასაც ადამიანებს ეუბნება ბიბლია? მოდით დავფიქრდეთ ღვთის სიტყვაში მოცემულ სიტყვებზე და მაგალითებზე, რომლებიც თავმდაბლობისკენ და მოკრძალებისკენ მოგვიწოდებს და არა თვითგანდიდებისაკენ. 


  «ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება» (მათე 23:12). ეს სიტყვები იესომ ამაყ ფარისეველებს უთხრა, რომელთაც უყვარდათ, «ყველაფრის სხვების დასანახავად კეთება, …საპატიო ადგილები ვახშმებზე …და რომ ესალმებიან» (მათე 23:5-7). 


  იესო კი არასოდეს არ ეძებდა დიდებას. «მე არ მინდა დიდება ადამიანებისგან… მე არ ვეძებ დიდებას ჩემთვის» (იოანე 5:41; 8:50). თავისი დიდებული მსახურების შესრულების დროსაც კი, ღვთის ძე «უკრძალავდა [ხალხს] მასზე საუბარს», რადგან არ სურდა თავისთვის ამაო დიდება. ყველა დიდებას თავის ზეციერ მამას უძღვნიდა,და არა საკუთარ თავს (იოანე 8:26-28). ამიტომაც ჰქონდა იესოს სრული საფუძველი რომ საკუთარ თავზე ეთქვა: «ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი, და გულით თავმდაბალი ვარ» (მათე 11:29. შეადარეთ 20:26-28). 


  მოციქული პავლე, გამოჩენილი მისიონერი, რომელმაც ქრისტიანული ბერძნული წერილების უმეტესობა დაწერა, საკუთარ თავზე ისე საუბრობდა, როგორც «ყველა წმინდაზე უმცირესზე» (ეფესოელთა 3:8). 


  ქრისტიანებს ბიბლია გამომაფხიზლებელ რჩევებს აძლევს: «თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ ისე იფიქრეთ, რომ საღი აზროვნება გქონდეთ… ქედმაღლურად კი ნუ იფიქრებთ, არამედ იმას მიჰყევით, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია» (რომაელთა 12:3,16). «ნუ გავხდებით პატიმოყვარენი»! (გალატელთა 5:26). «ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად» (ფილიპელთა 2:3). «ამიტომ შეიმოსეთ …თავმდაბლობით, რბილი ხასიათით» (კოლოსელთა 3:12). «ისწრაფე… რბილი ხასიათის შეძენისკენ» (1 ტიმოთე 6:11). 

ადმიანში მხოლოდ თავმდაბლობის სული შეიძლება იყოს ღვთისათვის მოსაწონი! (იაკობი 4:10). 


  ზუსტად ასეთ სულს ავლენდნენ პავლე და ბარნაბა იმ დღეს, როდესაც ლისტრაში დაბადებიდან ხეიბარი ადამიანი განკურნეს. ბიბლია შემდგომ განვითარებულ მოვლენებს გადმოგვცემს: 

«ხალხმა კი, როცა დაინახა, რა გააკეთა პავლემ, ლიკაონიურ ენაზე წამოიძახა: «ღმერთებს ადამიანის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულან!». დაარქვეს ბარნაბას ზევსი, ხოლო პავლეს - ჰერმესი… ზევსის ქურუმმა ხარები მორეკა კარიბჭესთან (ზევსის ტაძარი ქალაქის წინ იდგა), თან გვირგვინები მოიტანა, რადგან სურდა, ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი» (საქმეები 14:8-13). 

როგორც ამ შემთხვევიდან ჩანს, ავადმყოფი ადამიანის უჩვეულო განკურნებამ იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ლისტრას მცხოვრებლებზე, რომ ისინი აღიძრნენ, რომ განსაკუთრებული პატივი მიეგოთ ამ ღვთის ორი მსახურისათვის. არსებითად, პავლე და ბარნაბა, წარმართთა ცენტრში მოექცნენ და მათ ისინი გააღმერთეს! ისინი მაშინვე თავის დიდებულ ღმერთებს გაუტოლეს და პატივისცემის ნიშნად საპატიო საჩუქრები მიართვეს. 

როგორ მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში ღვთის მსახურები? ბიბლია გვატყობინებს: 

«ეს რომ მოციქულებმა - ბარნაბამ და პავლემ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს და ხალხში შეცვივდნენ ყვირილით: «ამას რას აკეთებთ, ხალხო? ჩვენც თქვენი მსგავსი უძლური ადამიანები ვართ…». ამას კი ეუბნებოდნენ, მაგრამ ძლივს შეაკავეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ» (საქმეები 14:14-18).
  ამ თავმდაბალი ღვთის მსახურებისათვის, საკუთარი თავის განდიდების ფიქრიც კი უცხო იყო, და მითუმეტეს, მათდამი თაყვანისცემა! ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, ამ ხალხთან მიმართვის დასაწყისშივე ნათლად იყო გამოხატული. პავლეც და ბარნაბაც საკუთარ თავს «უძლურ ადამიანებად» მიიჩნევდნენ, რაც, რა თქმა უნდა, იმის ყოველგვარ საფუძველს გამირიცხავდა, რომ ისინი რაიმე განსაკუთრებული სახით გამოეყოთ სხვა «მათსავით უძლური ხალხისაგან»! 

  ტყუილად როდი ჩაწერა იეჰოვამ ეს შემთხვევა თავის სიტყვაში. დღეს ქრისტიანმა შეიძლება იმ პრინციპებით ისწავლოს, რომელიც ასეთ მაგალითებშია ჩადებული, ასეთივე სახით მოერიდოს ვინმეს მხრიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი სახით რაიმე სახის განდიდებას. კი მაგრამ, თავისი არსით, მსგავსი იუბილარის მიერ დაბადების დღის აღნიშვნა, ასეთივე მახეს ხომ არ წარმოადგენს ქრისტიანისთვის? 


  ამ თემის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ თვითონ იეჰოვა ღმერთის თვალსაზრისით «კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე - დაბადების დღეს. ნადიმზე წასვლას გლოვის სახლში წასვლა სჯობია, რადგან ეს არის ადამიანის ბოლო; ცოცხალმა ეს გულთან ახლოს უნდა მიიტანოს» (ეკლესიასტე 7:1,2). რატომ ლაპარაკობს ღმერთი სიკვდილის დღის დაბადების დღეზე უპირატესობის შესახებ? პასუხი ზუსტად უკვე ნახსენებ «ადამიანთა უძლურებაში» იმალება. 
ბიბლია ადამიანთა მდგომარეობაზე გვეუბნება, რომ ადამი და ევასაგან მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილების გამო «როგორც დაწერილია: "არავინ არის მართალი, აღარავინ… გზას ასხდნენ, უვარგისები გახდნენ»... ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებული არიან ღვთის დიდებას» (რომაელთა 3:10,12,23). არასრულყოფილი ადამიანის ხვედრი, საბოლოო ჯამში, იმაში მდგომარეობს, რომ, მას შემდეგ რაც გაატარებს ხანმოკლე და გაჭირვებულ ცხოვრებას, მივიდეს სიკვდილამდე (იობი 14:1-4; რომაელთა 5:12). უკვე ამის გამოა, სავსებით აბსურდული, ცოდვილი ადამიანის დაბადებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება. თანაც, მრავალი ადამიანისათვის მსოფლიოში, დროთაგანმავლობაში ყოველი მომდევნო დაბადების წლისთავი «ნაღვლიან დღესასწაულად» იწყებს გადაქცევას. ეს არც არის გასაკვირი, თუ სახეზე გაჩენილ ახალ ნაოჭებს, სხეულის თანდათან დაუძლურებას და სხვა მსგავსს გავითვალისწინებთ, ანუ, უფროსი ასაკისათვის დამახასიათებელ უსიამოვნო ცვლილებებს. 
  ასეთი პირობები ადამიანის ცხოვრებას სავსებით სწრაფმავალს ხდის. «ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია, განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი - ოთხმოცი წელი, მაგრამ ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე, სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ» (ფსალმუნი 90:10; იაკობი 4:14). ძნელია არ დაეთანხმო ამ სიტყვებს… 

  ყველაზე კარგად როგორ განკარგოს ადამიანმა თავისი მოკლე სიცოცხლე? ბიბლია გვცემს პასუხს: «ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება» (ეკლესიასტე 12:13). ამ სიტყვების თანახმად, ადამიანისთვის კარგი იქნება, თუ ღვთისაგან ისწავლის იმ გზას, რომელიც სიცოცხლემდე მიიყვანს. ღმერთი ყურადღებით  «აფასებს» ყოველი ადამიანის «სულს» (იგავი 16:2). ღვთისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდა ადამიანი, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის გზაზე, ზუსტად ამაზე იქნება დამოკიდებული მისი მომავალი. როგორც თვითონ გვარწმუნებს: «ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე» (იოანე 3:36). ღვთის ასეთი ერთგული ადამიანებისათვის, ჭეშმარიტ იმედს, ახალ ცხოვრებაში მომავალი აღდგომა წარმოადგენს (ესაია 26:19; იოანე 5:25,28). იმიტომ რომ იმავე ეკლესიასტეს წიგნში, იეჰოვა ამბობს, რომ «სიკვდილის დღე სჯობია - დაბადების დღეს» (ეკლესიასტე 7:1). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანს თავისი დაბადების დღე კი არ უნდა უხაროდეს, არამედ თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, ღვთის თვალში «კარგი სახელის» დამსახურების შესაძლებლობა, გულწრფელი მცდელობების პირობებში საშუალება მისცეს ღვთის სულს, რომ ჩამოაყალიბოს მისი პიროვნება! 

  როდესაც ეს ყველაფერი გვესმის, არ გვეჩვენება აბსურდულად არასრულყოფილი ადამიანის მორიგი დაბადების დღის აღნშვნა, ადამიანისა რომელიც მიდრეკილია ცოდვილი განცხრომისაკენ და ხშირად, თავისი შემოქმედისადმი ორგულობისაკენ? ადამიანისა, ვინც ღმერთის თვალში ჯერ კიდევ მხოლოდ «მტვერია», რომელიც ერთხელაც «დაუბრუნდება მიწას, სადაც მანამდე იყო»? (ეკლესიასტე 12:7). ასეთი დღესასწაული ცოდვილი არსების განდიდებას ხომ არ წარმოადგენს? 


  არასრულყოფილი ადამიანის განდიდების მზგავს მაგალითს ჩვენ ვხედავთ, თავისი პრინციპით ძალიან მსგავს შემთხვევაში, მეფე ჰეროდეს პატივსაცემად გამართულ ზეიმზე. საქმეების 12:21-23-ში ჩვენ შემდეგ რამეს ვკითხულობთ: 

«ერთ დღესაც ჰეროდე სამეფო სამოსლით შეიმოსა, სასამართლო ტახტზე დაჯდა და მათ სიტყვით მიმართა. შეკრებილი ხალხი ხმამაღლა იძახდა: «ღვთის ხმაა და არა კაცისა!».

 მართლაც ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რომლის ნახვაც დღეს იუბილარის განდიდებისას შეიძლება? ასეთივე არასრულყოფილი ადამიანი «ერთ დღესაც» ადამიანების თვალში ამაღლებულ ადგილზე დაჯდა, «შეკრებილი ხალხი კი» მას ქება-დიდებას უძღვნის! მაგრამ როგორ უყურებდა ღმერთი, არასრულყოფილი ადამიანის, სხვა არასრულყოფილი ადამიანების მიერ ასეთ განდიდებას? ბიბლია გვატყობინებს: «უცბად ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა, რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს». 
სამწუხარო, მაგრამ სავსებით სამაგალითო შემთხვევაა! და ღვთის ასეთი უკმაყოფილების მიზეზიც გასაგებია – არასრულყოფილმა ადამიანმა საკუთარი თავი სხვებზე მაღლა დააყენა, რითაც საშუალება მისცა სხვებს, ფაქტიურად, მის მიმართ თავისებური კერპთაყვანისმცემლობა გამოევლინათ. განდიდებისაკენ ასეთი სწრაფვა, ღვთის თვალსაზრისით, ღვთის დიდებაზე თავდასხმას წარმოადგენდა! 
შეესაბამება ასეთი საქციელი ღირსეულ ქრისტიანს? არავითარ შემთხვევაში! ღვთის ჭეშმარიტ მსახურებს არ სურთ, რომ შეუფერებელი ქებისა და დიდების ობიექტებად იქცნენ! მათ არ უნდათ რომ იმათ დაემსგავსონ, ვისაც «ადამიანთაგან უფრო უყვართ დიდება, ვიდრე ღვთისაგან» (იოანე 12:43). ეს ფაქტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს იმისა, თუ რატომ არ ზეიმობენ იეჰოსავ მოწმეები, არასრულყოფილ ქვეყნიერებაში ასე პოპულარულ, დაბადების დღეებს. 



  იესო ქრისტეს «დაბადების დღე» 




  ვინ არის არასრულყოფილი ადამიანი, «ზეციდან» მოსულ კაცთან, ღმერთის ძე იესო ქრისტესთან შედარებით (1 კორინთელთა 15:47)? ამ ორი გაგების ერთმანეთთან შედარებაც კი წარმოუდგენელია. ოდესმე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი, საკუთარ თავში ცოდვის ბეჭედს ატარებდა და არ ძალუძდა რომ პრეტენზია განეცხადებინა რაიმე დონის შედარებით სრულყოფილებაზე (ფსალმუნი 51:5; რომაელები 7:18-25). მხოლოდ იესო იყო – ერთადერთი, რომელსაც «არც ცოდვა ჩაუდენია» და «არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე» (1 პეტრე 2:22). 


  როდესაც ეს ვიცით, შეიძლება სურვილი გაგვიჩნდეს, რომ რაიმე სახით უკვდავვყოთ ისეთი დიდებული ადამიანის დაბადების თარიღი, როგორიცაა იესო ქრისტე. რის გაკეთებასაც ცდილობენ კიდეც ადამიანები, აგერ უკვე ათასხუთას წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მათ შესაბამისი დღესასწაულიც კი მოიფიქრეს, რომელსაც მათ «ქრისტეს შობა» უწოდეს. ამისათვის მათ მიერ შერჩეული იქნა, ასეთი დღესასწაულებისთვის აუცილებელი რამ, თარიღი – 25 დეკემბერი (მართლმადიდებელ ეკლესიაში – 7 იანვარი). ამ სტატიაში ჩვენ ე.წ. «ქრისტეს შობის» პრობლემატიკას განვიხილავთ. (ამ თემას ცალკე სტატიაში განვიხილავთ) მხოლოდ მოკლედ მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი თარიღები – მხოლოდ არასრულყოფილი ადამიანების ფანტაზიის ნაყოფია, რადგან ისინი არ დასტურდება ბიბლიის მიერ და პირიქითაც კი, რიგ მნიშვნელოვან მომენტებში ეწინააღმდეგებიან როგორც ბიბლიურ გადმოცემას, ასევე ჯანსაღ ლოგიკას! 


  მოდით აი რაზე დავფიქრდეთ. წმინდა წერილების შემქმნელმა, რომელმაც თავის სიტყვაში უამრავი, ამა თუ იმ მოვლენების თარიღები ჩაწერა, ასევე გვთავაზობს ზუსტ თარიღებს, რომელიც იესოს მიწიერ მსახურებასა და ცხოვრებას ეხება, ყოველივე ამის მიუხედავად მან არ ისურვა, იესოს, როგორც ადამიანის დაბადების თარიღის ჩაწერა! შეიძლება გაჩნდეს კითხვა: «რატომ?». ნუთუ ღვთის ძე არაა იმის ღირსი, რომ ეს იმფორმაცია ადამიანებისთვის ცნობილი ყოფილიყო და აღენიშნათ იესოს დაბადების დღე? 


  თუმცა, ღმერთმა, რომელიც არასოდეს არაფერს არ ტოვებს თავისი ყურადღების მიღმა, განსაზღვრულად არ ისურვა ეს. ოთხი სახარებიდან არცერთში, არც პავლეს, პეტრეს, იაკობის, იუდას და იოანეს წერილებში მას მცირედი მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმ ზუსტი კალენდარული დღის შესახებ, რომელ დღესაც მისი ძე დაიბადა დედამიწაზე. ყურადღება მიაქციეთ, სრულყოფილი ძე! სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს სწორად არ მიაჩნია ის, რომ ადამიანებმა იესოს დაბადების დღე აღნიშნონ! ეს დღესასწაული ღმერთისთვის მისაღები რომ ყოფილიყო, მაშინ ის, უთუოდ მიუთითებდა ამ თარიღს ბიბლიაში. თუმცა ის მითითებული არ არის! და ეს ფაქტი ისე უნდა გავიგოთ როგორც ამ საკითხზე ღმერთის თვალსაზრისი. 

ამავე დროს კი, ბიბლია პირიქით, იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებს არაორაზროვან მითითებას აძლევს, რომ აღნიშნონ ქრისტეს სიკვდილის დღე, თანაც ამავდროულად ამის კონკრეტულ თარიღსაც მიუთითებს მათ – 14 ნისანი, ებრაული კალენდრით ყოველწლიური პასექის დღე (ლუკა 22:19,20; 1 კორინთელთა 11:23-26). ყოველივე ამით ისევ დასტურდება იეჰოვას თვალსაზრისი, რომელიც ეკლესიასტეს 7:1-შია გადმოცემული: «კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე - დაბადების დღეს»! რადგანაც მხოლოდ მიწიერი მსახურების ეტაპის სრულად გავლისა და ცოდვის გამოსასყიდი სიკვდილის შემდეგ მიიღო იესომ ნამდვილი ჯილდო «აღმატებული სახელი» (ლუკა 23:46; იოანე 19:30; საქმეები 2:32,33; ფილიპელთა 2:9-11; გამოცხადება 19:11-13). ასევე მისადმი ერთგული ქრისტიანებისთვის, რომელთაც მეფე-იესოსთან ერთად თანამმართველობის იმედი აქვთ, მათი სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ, შენახულია «სახელები» (1 იოანე 5:4,5; გამოცხადება 2:17; 3:21). გასაგებია, რომ იმ დღეს, როდესაც იესო დაიბადა, უბრალოდ ვერ ექნებოდა ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც იმ დღეს, როდესაც ღვთის ძემ ცოდვილ ქვეყნიერებაზე გაიმარჯვა და კაცობრიობა ღმერთთან შეარიგა! (რომაელთა 5:10; კოლოსელთა 1:22; ებრაელთა 2:14). 


  დიახაც, ღმერთმა არ ისურვა, რომ ადამიანებს მისი ძის დაბადების დღე აღენიშნათ! 


  ამასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვა ჩნდება. თუ ღვთის თვალსაზრისით, არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს ერთადერთი სრულყოფილი ადამიანისა და ღვთის ძის, იესო ქრისტეს დაბადების დღის აღნიშვნა, რომელმაც კაცობრიობა გამოისყიდა, მაშინ, როგორ უყურებს ის ჩვეულებრივი, არასრულყოფილი ადამიანების მიერ საკუთარი დაბადების დღეების აღნიშვნას? ადამიანების, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მუდმივად არასწორად  და ცოდვილად მოქცევაც კი, და რომლებზეც აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული ჩვენი გადარჩენა? (იაკობი 3:2; 1 იოანე 1:8-10; 3:4). ღვთის სიტყვის ძვირფასი ჭეშმარიტებებით განსწავლული ქრისტიანის სინდისი, რამდენად მისცემს მას უფლებას, რომ თავისი ან სხვისი დედამიწაზე დაბადების მომენტი, უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე იესოს დაბადების, უფრო მნიშვნელოვანი დღე? თუმცა ზუსტად ასე გამოდის იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი წყვეტს, რომ ღვთის და იესოს თვალსაზრისებისგან განსხვავებით, რომლებიც არ მიიჩნევენ საჭიროდ დაბადების დღეების აღნიშვნას, პირადად მას შეუძლია თავის დაბადების ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭოს და იდღესასწაულოს და აავსოს ის დიდებით. 


  ეს კიდევ ერთია იმ მნიშვნელოვან მიზეზთაგან, რის გამოც იეჰოვას მოწმეების, ბიბლიით განსწავლული სინდისი, უფლებას არ აძლევს მათ რაიმე სახის მონაწილეობა მიიღონ არასრულყოფილი ადამიანების დაბადების თარიღების აღნიშვნაში. 




  ისრაელიანების და ადრეული ქრისტიანების დამოკიდებულება დაბადების დღეებისადმი




  ღვთის ერში ბავშვების დაბადება მუდამ კურთხევა და ბედნიერი შემთხვევა იყო (ლუკა 1:57, 58; 2:9—14; იოანე 16:21). მაგრამ მიუხედავად ამისა, იეჰოვას მსახურებს არ ჰქონდათ დაბადების დღის ყოველწლიურად აღნიშვნის ჩვეულება; ისინი სხვა დღესასწაულებს აღნიშნავდნენ, მაგრამ არა დაბადების დღეებს (იოანე 10:22, 23).

  როგორც «იუდაურ ენციკლოპედიაშია» აღნიშნული «დაბადების დღეების აღნიშვნა, იუდაური ტრადიციული რიტუალისთვის უცნობია» («Encyclopedia Judaica»).

  მსგავს ვითარებას უსმევს ხაზს, წიგნის «ძველი ეგვიპტის ისტორიის ქრონოლოგია» ავტორი, ვ. ა. ტომსინოვი, ის ამბობს, რომ «იუდეველები არ მიიჩნევდნენ ადამიანების დაბადების დღეებს, ისეთ დღეებად რომელიც აღნიშვნას იმსახურებს» (თავი 12, აბზ.3). 
«საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიური ენციკლოპედიის» თანახმად, დაბადების დღეების აღნიშვნა პოპულარული იყო მრავალი ერის კულტურაში. «თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ელინისტურ დროინდელ ისრაელში დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ» («The International Standard Bible Encyclopedia», 1979 წლის გამოცემა). 

  «ამერიკულ ენციკლოპედიაში» (1991 წლის გამოცემა) ჩვენ ასეთ ინფორმაციას ვხვდებით: «ძველი მსოფლიოს ეგვიპტეში, საბერძნეთში, რომში და სპარსეთში ღმერთების, მეფეების და არისტოკრატების დაბადების დღეებს აღნიშნავდნენ». შედგომ ნათქვამია, რომ რომაელები არტემიდას და აპოლონის დაბადებას აღნიშნავდნენ. თუმცა ამის საპირისპიროდ, «იმის მიუხედავად რომ ადრეული ისრაელიანები მამაკაცთა დაბადების თარიღების ჩანაწერებს ინახავდნენ, იმის დამადასტურებელი, რომ დაბადების დღეებთან დაკავშირებით მათ რაიმე დღესასწაულები ჰქონდათ, არ არსებობს» («The Encyclopedia Americana» 1991). 


  სხვა წყაროში ჩვენ მსგავს ინფორმაციას ვპოულობთ: «ბიბლიაში არცერთხელ არაა ნახსენები დაბადების დღეების აღნიშვნა თვითონ იუდეველთა შორის… სინამდვილეში, ყოველ შემთხვევაში გვიანდელი იუდეველები, დაბადების დღეების აღნიშვნას, კერპთაყვანისმცემლობის ნაწილად აღიქვამდნენ» («M’Clintock and Strong’s Cyclopædia»). 


  იგივე აზრს უსმევს ხაზს პატრიკ ფერბერნი «იმპერიულ ბიბლიურ ლექსიკონში»: «შედარებით გვიანი დროის ებრაელები, დაბადების დღეების აღნიშვნას კერპთაყვანისმცემლობის ნაწილად მიიჩნევდნენ — ესაა თვალსაზრისი, რომლის მრავალი მტკიცებულება ჩანდა იმაში, რასაც იმ დროს გავრცელებულ დღესასწაულებში ხედავდნენ» («The Imperial Bible Dictionary», London, 1842, ტ. 1, გვ. 225.) 


 მაშ საიდან გაჩნდა ებრაელთა გვიანდელ თაობაში ეს წარმართული ჩვეულება? 


  ნაშრომი «ისრაელის წეს-ჩვეულებები და ტრადიციები» პასუხს სცემს ამ შეკითხვას: «დაბადების დღეების აღნიშვნის ჩვეულება სხვა ერების წეს-ჩვეულებიდან იქნა გადმოღებული, რადგანაც ებრაელებში ამ ჩვეულების არსებობის შესახებ არავითარი მინიშნებაც კი არ არის გაკეთებული არც ბიბლიაში, არც თალმუდში და არც უფრო გვიანდელ ბრძენკაცთა წიგნებში. ფაქტიურად, ის ძველი ეგვიპტური ჩვეულება იყო» («Customs and Traditions of Israel»). 
სხვადასხვა ისტორიკოსების მსგავსი დასკვნები გვეხმარება იმის ნათლად გაგებაში, რომ დაბადების დღეების აღნიშვნა არასოდეს არ იყო, ღვთის ერთგული მსახურების ჩვეულება ისრაელში. 

  თუმცა ამ დღესასწაულის მოყვარულთა მხრიდან, ზოგჯერ შეიძლება მოვისმინოთ მოსაზრება, რომ მოსეს კანონის თანახმად ძველი ისრაელიანები გარკვეულ თარიღებს აღნიშნავდნენ, მაგალითად ისეთებს, როგორიცაა ახალმთვარობა. და ამ ყოველივეს თან ახლდა მხიარულება და დიდი სიხარული. კი მაგრამ, კანონში ეწერა: «ჩაჰბერეთ საყვირებს თქვენი სიხარულის დღეს, დღესასწაულებზე და ყოველი თვის დასაწყისში, როცა დასაწვავ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლს სწირავთ» (რიცხვნი 10:10). 

  კი მაგრამ, ნუთუ ამ დღესასწაულთა რიცხვში ცალკეული ადამიანების დაბადების დღეებიც შედიოდა? არანაირად, ყველა დღესასწაული, რომელიც კანონში იყო ჩამოთვლილი, მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის განდიდებისკენ და არა ადამიანების ან ცალკე აღებული რომელიმე ადამიანის განდიდებისკენ. ეს საღვთო დღესასწაულები იყო და არა საერო ზეიმები. და თანაც ისინი კანონის რიტუალურ ნაწილთან იყვნენ დაკავშირებული. ამის გამოა მათზე საუბარი როგორც დღესასწაულებზე, რომლებიც ისე აღინიშნებოდა, როგორც «წესით იყო დადგენილი» და «როგორც იეჰოვას კანონში იყო ჩაწერილი» (1 მატიანე 23:31; 2 მატიანე 31:3). 


  ამასთანავე, სავსებით სანიმუშოა, რომ დაბადების დღეების აღნიშვნის არაბიბლიურ წარმოშობას ისინიც კი ეთანხმებიან, ვინც ამ წეს-ჩვეულების დაცვას ცდილობს. აი მაგალითად, ერთერთ ადვენტისტურ საიტზე, კითხვაზე "შეიძლება თუ არა დაბადების დღის აღნიშვნა?" ავტორები თავის პასუხში აღიარებენ: «საერთოდ, ებრაელებს არ ჰქონდათ დაბადების დღის აღნიშვნის ჩვეულება. ეს წარმართული დღესასწაული იყო. მოგვიანებით ებრაელებმა მხოლოდ ერთი, მე-13 დაბადების დღის აღნიშვნა დაიწყეს, ანუ სრულწლოვნების დღის. მაგრამ ეს უფრო ახალგაზრდა მამაკაცის ან ქალის უფლისადმი მიძღვნის რელიგიური დღესასწაული იყო, ვიდრე დაბადების დღის დღესასწაული. თან ამ ჩვეულებამაც კი, ებრაელთა შორის მხოლოდ შუა საუკუნეებში მოიკიდა ფეხი. ამიტომ ბიბლიას უბრალოდ არ შეეძლო იმაზე საუბარი, რაც ღვთის ხალხს შორის უბრალოდ არ არსებობდა» (საიტი «Твоя Библия»). 


  ასეთი სახით, გასაგები ხდება, რომ არც ბიბლიური და არც ისტორიული თვალსაზრისით დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიცია, არ წარმოადგენდა იეჰოვას ადრეული მსახურების ჩვეულებას. ამ წარმათულმა წეს-ჩვეულებამ, მხოლოდ თანდათანობით, დროთა განმავლობაში შეაღწია იუდეველთა წრეებში. 


  ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება კიდევ ერთმა კითხვამ დაგვაინტერესოს: როგორ უყურებდნენ დაბადების დღეების აღნიშვნას პირველი ქრისტიანები? იქნებ მათ, რადგან მოსეს კანონ ქვეშ აღარ იყვნენ, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ ამ წეს-ჩვეულების მიმართ? 

  მოდით ყურადღება  მივაპყროთ დასკვნებს, რომლებიც ისტორიკოსებმა გააკეთეს ამ საკითხთან დაკავშირებით. 


  «მიუხედავად იმისა, რომ ის ძველი ერების ჩვეულებას წარმოადგენდა, დაბადების დღეების აღნიშვნას თავდაპირველად ქრისტიანები უარყოფითად უყურებდნენ», — აღნიშნავს ისტორიკოსი უილიამ ს. უოლში თავის წიგნში «პოპულარული წეს-ჩვეულებების კურიოზები». შემდეგ ავტორს ამ თემასთან დაკავშირებით მოჰყავს ციტატა ადრე-ქრისტიანული წერილიდან: «ლევიანთა XII,2 ქადაგებისას, ორიგენე თავის მსმენელებს იმაში არწმუნებს, რომ „არ არსებობს არცერთი წმინდანი, რომელიც ოდესმე მართავდა ლხინს ან დიდ ვახშამს თავის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ან რომელიც მხიარულობდა თავისი ძის ან ასულის დაბადების დღესთან დაკავშირებით. ცოდვილები კი ხარობენ და მხიარულობენ ასეთ დღეებში“» («Curiosities of Popular Customs»). 


  დოქტორი ჯონ კ. მაკალისტერი, ავტორი წიგნისა «The Christian Book of Why», წერს: «პირველი ასწლეულის ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ იესოს დაბადებას - იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც არავითარ დაბადების დღეებს არ აღნიშნავდნენ. ამავდროულად ყველა ქრისტიანი იმ აზრზე იყო, რომ ყოველგვარი დაბადების დღის აღნიშვნა - წარმართული წეს-ჩვეულებაა». 

ამის გამო გასაკვირი არაა, რომ ენციკლოპედია «World Book»-ში ასეთი დასკვნა კეთდება: «პირველი ქრისტიანები არ აღნიშნავდნენ მის [ქრისტეს] დაბადების დღეს, რადგანაც ნებისმიერი ადამიანის დაბადების დღის აღნიშვნას, წარმართულ წეს-ჩვეულებად მიიჩნევდნენ» (ტომი 3, გვერდი 416). 


  ანალოგიურ დასკვნას აკეთებს ასევე ავგუსტ ნეანდრი: «იმ პერიოდის ქრისტიანები საერთოდ შორს იყვნენ დაბადების დღის აღნიშვნის იდეისაგან» ("ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის საერთო ისტორია", 1842, ტ. 1, გვ. 518). 


  რადმენ ხანს არიდებდა თავს ადრე-ქრისტიანული ეკლესია ამ წარმართულ ტრადიციას? «ქრისტიანობა, დაბადების დღეების აღნიშვნას, როგორც წარმართულ წეს-ჩვეულებას, თავს არიდებდა თითქმის ახ.წ. მე-4 ასწლეულამდე.» ("Schwbische Zeitung" [ჟურნალი "დრო და მსოფლიო" - "Zeit und Welt"], 3/4 აპრილი 1981 წ., გვ. 4.) 


  რა დაემართა ქრისტიანულ შეხედულებებს შემდგომ საუკუნეებში, რის გამოც მრავალთათვის, ვინც თავს ქრისტეს მორწმუნე ადამიანს უწოდებდა, მისაღები გახდა  ამ წარმართულ წეს-ჩვეულებაში - დაბადების დღის აღნიშვნაში, მონაწილეობა? ყველაფერი ძალიან იოლია. რომის «პირველი ქრისტიანი» იმპერატორი კონსტანტინეს დროს, რომელიც რეალურად თავისი სიცოცხლის ბოლომდე გაღმერთებული მზის უმაღლესი ქურუმი იყო, მანამდე დევნილმა ეკლესიამ, არნახული თავისუფლება მიიღო. და უკვე მალევე «ქრისტიანობა» იმპერიის რელიგიად იქცა. შედეგმაც არ დააყოვნა. ეკლესიამ მოკლე დროში გადმოიღო წარმართული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, რომლებიც ასე პოპულარული იყო ანტიკურ მსოფლიოში. როგორც ისტორიკოსი უილიამ უოლში წერს «თავისი ჰუმანური რელიგიის გულის გახსნით, ის თანდათან უახლოვდებოდა იესოს ჰუმანურობას და ცოცხალი ინტერესით დაიწყო მისი დაბადების დღის ძიება, რათა ის წმინდა ეყო».  მაგრამ ეხლა «ქრისტიანობის ახალი სახეობის» მიმდევრებისთვის თუ შეიძლებოდა იესოს დაბადების დღის აღნიშვნა, როგორ იდგა საქმე სხვა დაბადების დღეებთან დაკავშირებით? ავტორი ასეთ კავშირს ამყარებს, როდესაც ამბობს: «ქრისტეს შობის აღნიშვნასთან ერთად, ასევე დაიწყეს გამოჩენილი მოკვდავების შობის აღნიშვნაც». 


  ასე და ამგვარად, მხოლოდ ასწლეულების შემდეგ, როდესაც ე.წ. «ქრისტიანულმა» ეკლესიამ განდგომილების ფესვები გაუშვა, როდესაც უარს ამბობდა მრავალ სუფთა ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე, მის წიაღში ისევე ჩვეულებრივი გახდა იუბილართა საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულები, როგორც ქვეყნიურ საზოგადოებაში იყო ჩვეულებრივი. ეკლესიამ ეს ჩვეულება წარმართობიდან გადმოიღო, რითაც ხელი შეუწყო მის პოპულარიზაციას თავის მრევლში. 


  მაგრამ ასეთი მოსაზრებებიც შეიძლება გაიგონოთ, რომ ქრისტიანისთვის თითქოსდა არ უნდა არსებობდეს ბიბლიური აკრძალვები იმასთან დაკავშირებით, რასაც ის თავისთვის დასაშვებად მიიჩნევს. «განა ბიბლია არ ამბობს – ამტკიცებენ ასეთი ადამიანები, - რომ არავინ არ უნდა განსაჯოს მორწმუნე ადამიანი «დღესასწაულების» გამო? (კოლოსელთა 2:16). 

  ასეთი «მორწმუნე» ადამიანებისთვის კარგი იქნებოდა მთელი სერიოზულობით მიეტანათ გულთან რჩევა - რომ ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ღვთის სიტყვასთან დაკავშირებით, რომ არ ატრიალონ მისი აზრები როგორც სურთ და არ ამოგლიჯონ სიტყვები კონტექსტიდან. ყველა მზგავს შემთხვევაში ბიბლია ქრისტიანების მხრიდან წარმართული წეს-ჩვეულებების და ღრეობებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაზე როდი საუბრობს, არამედ იმავე მოსეს კანონში, ისრაელისთვის მიცემული, დღესასწაულებისა და რიტუალების დაცვაზე (ან არ დაცვაზე). ამ თემას ძალიან ხშირად ეხემოდა მოციქული პავლე, სხვადასხვა კრებებისადმი მიწერილ წერილებში. მოციქული დაუღალავად აჩვენებს განსხვავებას მოსეს კანონის მეშვეობით გადარჩენის ტყუილ მცდელობასა და იესო ქრისტეს მადლით ჭეშმარიტ გადარჩენას შორის (რომაელები 3:21-28; 7:4-6; 8:1-4; გალატელები 2:16; 3:1-14; ებრაელები 7:19-22; 8:7-13). იმავე კოლოსელთა მიმართ მიწერილ წერილში, პავლე, როდესაც «დღესასწაულებზე» საუბრობს, მასთან ერთად ასევე «შაბათებს» და «ახალმთვარობას» მოიხსენიებს. შემდეგ მუხლებში კი ამბობს «ხელნაწერი საბუთი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო» და «ადამიანთა მცნებებიდან და სწავლებებიდან გამომდინარეობს» (კოლოსელთა 2:14,20-23). მოსეს კანონის ეს კრებული იესო ქრისტეს სიკვდილით გაუქმდა. 


  ასე და ამგვარად, ყოველივე ზემოთ განხილულის თანახმად, ჩვენ გვესმის, რომ არც ძველ ისრაელიანებს და არც ადრეულ ქრისტიანებს არ სურდათ რომ კავშირი ჰქონოდათ დაბადების დღეების წარმართულ დღესასწაულთან. 




  იეჰოვას მოწმეების თვალსაზრისი წარმართულ დღესასწაულებთან დაკავშირებით




  ნიშნავს თუ არა იეჰოვას მოწმეების მიერ დაბადების დღეების აღნიშვნაზე უარის თქმა, იმ სიხარულზე უარის თქმას, რომელიც ახალი ადამიანის დაბადებას ახლავს თან? არა, ეს ასე არ არის. 



  ამ ქრისტიანების ერთერთი ბიბლიური პუბლიკაციის სტატიაში, რომელიც ჩვენ განსახილველ თემას ეხებოდა, ამასთან დაკავშირებით ნათქვანო იყო შემდეგი: «რა თქმა უნდა, ნებისმიერი ბავშვის დაბადება — ბედნიერი და შესანიშნავი მოვლენაა. და რა თქმა უნდა, ნებისმიერ მშობელს უხარია, როდესაც ხედავს, თუ როგორ იზრდება ყოველწლიურად მათი პატარა. იეჰოვას მოწმეებიც მთელი გულით ავლენენ სიყვარულს ნათესავებისა და ახლობლების მიმართ: ჩუქნიან მათ საჩუქრებს და სიამოვნებით ატარებენ მათთან ერთად დროს. თუმცა ისინი ამის გაკეთებას ამჯობინებენ წელიწადის ნებისმიერ სხვა დღეებში და არა მაინც და მაინც დაბადების დღეებზე (ლუკა 15:22—25; საქმეები 20:35)». 

  იეჰოვას მოწმეები კარგ ტონად თვლიან გულწრფელი გულუხვობის, სითბოს და სტუმართმოყვარეობის გამოვლენას. მითუმეტეს, რომ ასეთი თვისებების განვითარებისკენ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს. ბიბლია ასევე ცუდად არ მიიჩნევს გართობისა და სხვებისათვის საჩუქრების გაკეთების სურვილს (იგავი 17:8; ეკლესიასტე 2:24; 3:12,13; ლუკა 6:38; საქმეები 9:36; 1 კორინთელთა 10:314 16:2, 3). 


  ყოველიმე აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციაში ნათქვამია: «ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გავცეთ საჩუქრები და ნებისმიერ დროს შევიკრიბოთ სუფრაზე, მთელ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. ის მშობლებს მოუწოდებს, რომ საკუთარ შვილებს ნამდვილი გულუხვობა ჩაუნერგონ და არა მხოლოდ სავალდებულო საჩუქრების გაცემა (მათე 6:2, 3). იეჰოვას მოწმეები საკუთარ შვილებს უნერგავენ, რომ სხვისი გრძნობებისადმი იყვნენ შემწყნარებელნი და პატივი სცენ მათ, და ამაში ისიც შედის რომ პატივი მიაგონ სხვის არჩევანს, დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით [ან სხვა ნებისმიერი წარმართული დღესასწაულის]. ამავდროულად იეჰოვას მოწმეები აფასებენ, როდესაც სხვებიც აფასებენ მათ გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მსგავს დღესასწაულებში მონაწილეობა» (იეჰოვას მოწმეები და განათლება», გვ.14-18). 


  მიაჩნიათ თუ არა თვითონ იეჰოვას მოწმეებს, რომ ამით იკლებენ რამეს? მოდით მოვუსმინოთ, თუ რას ამბობენ ამასთან დაკავშირებით ისინი: 

«თუმცა მშობლები არ მჩუქნიან საჩუქრებს დაბადების დღეზე, ისინი მათ სხვა დღეებში ყიდულობენ ჩემთვის. მე ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ნებისმიერი საჩუქარი ჩემთვის დიდი სურპრიზია» (გრეგორი, 11 წლის). 

«მე ძალიან კარგად ვერთობი მეგობრებთან, და თანაც დრო და დრო ერთმანეთს საჩუქრებსაც ვუკეთებთ» (ნიკოლი, 14 წლის). 

«სკოლაში ბევრი მეკითხება, როგორ შემიძლია შობისა და სხვა დღესასწაულების გარეშე ცხოვრება. მე არ ვგრძნობ რაიმეს ნაკლებობას. ჩვენ ჩვენს ოჯახში მუდამ რაიმეს ვაკეთებთ. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები გვყავს, რომლებთან ერთადაც არდადეგებს ვატარებთ ხოლმე. დავდივართ ლაშქრობებში და ვსრიალებთ თხილამურებზე, ასევე ხშირად ვპატიჟებთ სტუმრებს ჩვენს სახლში. ვფიქრობ, სხვებმა რომ იცოდნენ, თუ როგორ მხიარულად ვცხოვრობთ, მათ ძალიან გაუკვირდებოდათ» (ანდრიანა, 13 წლის). 

«მე არასოდეს არ მიგვრძნია ის, რომ შობის ან სხვა დღესასწაულების არ აღნიშვნით თითქოს რაიმეს მაკლებდნენ. არდადეგებზე, როდესაც სკოლაში წასვლა აღარ არის საჭირო და მამასაც დასვენება აქვს, ჩვენ ყოველთვის რამეს ვთამაშობთ, დავდივართ კინოში, ვუყურებთ ტელევიზორს. ჩვენ ბევრ დროს ვატარებთ ერთად მთელი ოჯახით» (ბრაინი, 10 წლის). 

ნათელია, რომ ასეთ მიდგომას სავსებით შეიძლება ეწოდოს საღი და გონივრული! მითუმეტეს, როდესაც ბავშვებზეა საუბარი… 



  ნებისმიერი ადამიანი თვითონ იტოვენს იმის არჩევნის უფლებას, თუ რა დამოკიდებულება ექნება მას დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით – საკუთარი იქნება ის თუ სხვისი. ხოლო რაც შეეხება იეჰოვას მოწმეებს, მათი ბიბლიით განსაწავლული სინდისი, მათ არ აძლევს უფლებას, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს წეს-ჩვეულებებში. ამისათვის მრავალი მიზეზი არსებობს და ყველა მათგანი ამ სტატიაში იყო განხილული. იეჰოვას მოწმეები არ აპირებენ ე.წ «ქრისტიანული» ეკლესიებისადმი მიბაძვას, რომლებსაც აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიაჩნიათ ისეთ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბიბლიურ პრინციპებს და არ  შეესაბამებიან ადრე-ქრისტიანული ეკლესიის აზროვნებას. მათ ახსოვთ იესოს მითითება: «მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა» (ლუკა 16:10; იაკობი 4:4). 


  მაშ ასე, იეჰოვას მოწმეებს არ სურთ რაიმე კავშირი ჰქონდეთ დაბადების დღეების აღნიშვნასთან, იმიტომ რომ ისინი ზედმეტად ხაზს უსვამენ არასრულყოფილი ადამიანის მნიშვნელობას. ეს უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიბლიის ავტორმა თავის სიტყვაში არ ისურვა თავისი სრულყოფილი ძის დედამიწაზე დაბადების თარიღის შეტანა, და მითუმეტეს, არ გაუკეთებია არანაირი მითითება ასეთი მოვლენის რეგულარულად აღნიშვნის შესახებ. რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, იეჰოვას მსახურები ბრძნულად ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ბიბლიაში დაბადების დღეების აღნიშვნის ყველა ფაქტი, უარყოფით შუქშია ნაჩვენები. გარდა ამისა, მრავალი ისტორიკოსი თანხმდება იმ დასკვნაში, რომლის თანახმადაც წეს-ჩვეულების სათავე, რომელიც დაკავშირებულია დაბადების დღეების აღნიშვნასთან, მომდინარეობს სპირიტიზმიდან, ასტროლოგიიდან, ცრურწმენებიდან და წარმართობიდან. ჩამოთვლილთაგან ცალკეულად ყველა მიუღებელია იეჰოვას მოწმეებისთვის, და მითუმეტეს თუ ისინი ერთად არიან თავმოყრილნი. აი ზუსტად ამიტომ არ აძლევს ამ ქრისტიანებს მათი სინდისი იმის უფლებას, რომ რაიმე, თუნდაც მცირე შეხებაც რომ არ ჰქონდეთ ამ, ძირ-ფესვიანად არაქრისტიანულ წეს-ჩვეულებასთან.

Комментариев нет:

Отправить комментарий