воскресенье, 2 марта 2014 г.

«ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები



თარგმნილია

წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი ბავშვობის დროინდელი შეცდომები და ფრაზები ჩაწერილია სადმე დღიურში ან კომპიუტერში და მე მაქვს მასთან წვდომა. მაშინ მე არაფერი მიშლის ხელს რომ ამ კოლექციიდან ამოვარჩიო ასი-ორასი ყველაზე ცუდი საქციელი ან ფრაზა, დავწერო ისინი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მსოფლიოში ყველაზე ცუდ ადამიანად გამოგაცხადოთ. მახსოვს, ერთმა მკითხველმა მომწერა: «კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, ცუდი რა გააკეთეთ, არამედ იმაში, გააკეთეთ თუ არა საერთოდ რაიმე კარგი». ზუსტად ასევე შეიძლება ამოვირჩიოთ ასი-ორასი საუკეთესო საქციელი ან ფრაზა და თქვენ წმინდანად გამოგაცხადოთ. გარკვეული გაგებით ორივე სურათი სწორია, მაგრამ არცერთი მათგანი არ ირეკლავს სინამდვილეს სრულებით.

რატომ ვლაპარაკობთ ჩვენ ამაზე? ბოლო ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა თავის გამოცემებში, ისეთებში როგორიცაა «საგუშაგო კოშკი», ორასი ფრაზა კი არა, არამედ მილიონობით ფრაზა გამოაქვეყნეს. მათ შორის იყო ათეიზმისა და ევოლუციის თეორემის წინააღმდეგ მძლავრი არგუმენტები, ბიბლიის, როგორც ღვთის შთაგონებული სიტყვის დაცვა, ბიბლიური პოზიციების ზნეობის, აბორტის, გარყვნილების, ჰომოსექსუალიზმის შესახებ ბიბლიური პოზიციის დაცვა, მესიანური სამეფოს შესახებ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებების გაცხადება და მრავალი სხვა. ეს გამოცემები ყოველთვის მოუწოდებდნენ მკითხველებს რომ ცხოვრებაში ქრისტიანული თვისებები გამოევლინათ და მიებაძათ ქრისტესთვის. ისინი აჩვენებდნენ, თუ რამდენად სასარგებლოა ოჯახურ ცხოვრებაში ბიბლიური რჩევების გამოყენება. «საგუშაგო კოშკმა» მილიონობით ხალხს მოუტანა ნუგეშისცემა და ცნობა ბიბლიური იმედის შესახებ.

თითქოსდა, სახარებისეული ქრისტიანული ორგანიზაციები მხოლოდ უნდა მიესალმებოდნენ ყოველივე ზემოთთქმულს, ბოლობოლო მათ უმეტესობას მაინც. ბოლოს და ბოლოს, სახარებისეულ ქრისტიანებსაც სწამთ ღმერთის, უარყოფენ ევოლუციას, ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევენ, გამოდიან სექსუალური გარყვნილებისა და აბორტების წინააღმდეგ და ა.შ. ისინიც მოუწოდებენ რომ იესოს მიჰბაძონ და ქრისტიანული თვისებები აირეკლონ. და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ  წესით სახარებისეულმა ჯგუფებმა ბევრი კარგი უნდა იპოვონ «საგუშაგო კოშკში». მათ უნდა შეაქონ იეჰოვას მოწმეები ამ შეხედულებების მთელი მონდომებით გავრცელებისთვის მსოფლიოს მაშტაბით ასობით ენაზე. მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ არის.

თუ ყველა ციტატას გავაანალიზებთ «საგუშაგო კოშკიდან» და იეჰოვას მოწმეების სხვა გამოცემებიდან, რომლებიც სახარებისეული ქრისტიანების ავტორებს მოჰყავთ, როგორც ბეჭდური, ასევე ინტერნეტში, აღმოჩნდება, რომ ისინი არა თუ არ აქებენ იეჰოვას მოწმეებს მათი სასარგებლო საქმისათვის, არამედ თავსაც კი ესხმიან მათ, ეძებენ რა ნებისმიერ მიზეზს მათი დისკრედიტაციისათვის. ეს ასევე ეხება ციტატებს ძველი გამოცემებიდან, რომლიბიც ასზე მეტი წლის წინ იქნა გამოქვეყნებული.

წარმოიდგინეთ, რომ ტურისტი მსოფლიოს ერთერთ ულამაზეს ქალაქში ჩავიდა, ვთქვათ ვენაში. და იმის მაგივრად რომ ქალაქის ულამაზესი ადგილები და ღირშესანიშნაობები დაათვალიეროს, ის მიდის ქალაქის მთავარ ნაგავსაყრელზე და გულმოდგინედ უღებს ფოტოებს ნაგავს. შემდეგ ის საწარმო რაიონში მიდის და სურათებს უღებს ქარხნებს და მათ ზემოთ ამომავალ კვამლს. ის ყველგან დეტალურად მხოლოდ ყველაზე ცუდს, ყველაზე უშნოს პოულობს, რის შემდეგაც მსხვილი კადრითა და სხვადასხვა რაკურსით უღებს სურათებს, ისე, რომ ამან რაც შეიძლება მეტად გამოიწვიოს ზიზღი. სახლში დაბრუნების შემდეგ ის ამ სურათებს მეგობრებს ურიგებს და არწმუნებს, რომ ვენა – ყველაზე საშინელი ადგილია დედამიწის ზურგზე.

იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსები ზუსტად ასეთ ტაქტიკას მიმართავენ, რითაც უდიდესი დონის მიკერძოებას ავლენენ. საგუშაგო კოშკის საზოგადოება მათთვის – იდეოლოგიური ოპონენტია, რომლის კომპრომეტირებაც მათ ნებისმიერ ფასად უნდა მოახდინონ. ისინი მიკროსკოპის ქვეშ იკვლევენ «საგუშაგო კოშკის» ძველ ნომრებს, რომლებიც 130 წელზე მეტი ხნის წინაა გამოცემული. ისინი ირჩევენ მხოლოდ იმას, რაც მათ მიზნებს პასუხობს, ხოლო დანარჩენს ყრიან. ისინი გლეჯენ კონტექსტიდან ციტატებს და მათ ისეთ მნიშვნელობას აძლევენ, როგორი მნიშვნელობაც მათ არ ჰქონიათ. რატომ აკეთებენ ისინი ყოველივე ამას? იმიტომ რომ ეს მათი სამუშაოა! ღიირს კი იმის თქმა, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა არანაირი თვალსაზრისით არ არის ობიექტური.

საბედნიეროდ, იეჰოვას მოწმეების ძალიან მცირე რაოდენობა ებმება ასეთი მეთოდების მახეში. მათი ავტორების ნამდვილი მიზნები და მოტივები ადვილად ვლინდება. ყველა, ვისაც სურვილი აქვს მათ დაუჯეროს, უკვე დიდი ხანია დაუჯერა, დანარჩენებმა კი ფასეული გაკვეთილი მიიღეს.

თუმცა ჩვენ არ უნდა ვუარყოთ კრიტიკა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არასწორი მოტივები აქვს. ყველაზე მიკერძოებული და არაკეთილგანწყობილი ხალხიც შეიძლება მართლები აღმოჩნდნენ, თუნდაც ნაწილობრივ. როგორც ქრისტიანებს ჩვენ გარჩევა უნდა შეგვეძლოს, უნდა გვახსოვდეს იგავი: «გამოუცდელს ყველა სიტყვის სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს» (იგავი 14:15). ამიტომ მოდით გამოვიკვლიოთ, რიგი მტკიცებულებებისა, მოწმეების საწინააღმდეგო ლიტერატურიდან. მაგალითისთვის ავიღოთ კრიტიკოსებს შორის ისეთი პოპულარული თემა, როგორიცაა ცრუ წინასწარმეტყველები და წინასწარმეტყველებები.

კონტექსტიდან ამოგლეჯვები


კრიტიკოსების სტანდარტული ტექნიკაა – სხვადასხვა «წინასწარმეტყველებათა» სიის შედგენა, და რაც უფრო გრძელია სია მით უფრო უკეთესი. ინტერნეტში ათეულობით ასეთი სიის პოვნა შეიძლება. ჩვეულებრივ ისინი წარმოდგენილია  «საგუშაგო კოშკისა» და იეჰოვას მოწმეების სხვა გამოცემებიდან ამოღებული ციტატების სახით. თუმცა ამ ციტატების ნაწილი სწორია, მათი კონტექსტი გამოტოვებულია – როგორც სტატიაში მოცემული კონტექსტი, ასევე ისტორიული კონტექსტი. მხოლოდ ისეთი ციტატების შერჩევა ხდება, რომლებიც უალტერნატივოდ ჟღერენ, ხოლო ყველა ციტატა რომელსაც არტერნატივა აქვს, ტექსტს სცილდება.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უარვყობთ, რომ იეჰოვას მოწმეების ზოგიერთ პუბლიკაციაში, განსაკუთრებით ძველ ნომრებში, არსებობდა თავისი ხასიათით სპეკულატიური, ხანდახან კი აშკარად მცდარი ინფორმაცია. თუმცა ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა თარიღის შესახებ, რომელიც კრიტიკოსებს მოჰყავთ როგორც «წინასწარმეტყველებები» (1874, 1914, 1925, 1975), «საგუშაგო კოშკში» გამოითქმებოდა ვარაუდები, როგორც რაღაც, რაც "შეიძლება მოხდეს", და არა რაც "აუცილებლად მოხდება". ამასთანავე ავტორები არასოდეს არ ამტკიცებდნენ, რომ ინფორმაცია ღმერთისგან მიიღეს, არამედ თავის დასკვნებს მხოლოდ ბიბლიის კვლევაზე აფუძნებდნენ.

რაც შეეხება 1874 წელს, უნდა აღინიშნოს, რომ «საგუშაგო კოშკის» გამოცემა 1879 წელს დაიწყო, ხოლო თვითონ რასელმა ამ თარიღის შესახებ 1876-ში გაიგო. ამიტომ მოცემულ შემთხვევაში არავითარ «ცრუწინასწარმეტყველებაზე» არ შეიძლება იყოს ლაპარაკი.

განვიხილოთ რიგი ციტატებისა, რომლებიც «წუთისოფლის აღსასრულის» [1] წინასწარმეტყველებებს ეხება:

1914: ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ, ჩვენ უბრალოდ ვარაუდებს გამოვთქვავთ… ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ წინასწარმეტყველების ჩვენებურ გაგებაში ან ქრონოლოგიის დათვლაში არ შეიძლება შეცდომა გაიპაროს. ჩვენ უბრალოდ გამოვთქვით რიგი მოსაზრებებისა, მაგრამ მიიღებს ამას თუ არა, ყველა თვითონ წყვეტს საკუთარი რწმენის საფუძველზე[2].

1925: დადგა 1925 წელი. ქრისტიანები მას მოუთმენლად ელოდნენ. მრავალი დარწმუნებული მოელოდა, რომ ქრისტეს სხეულის ყველა წევრი ამ წლის განმავლობაში ღვთიური დიდებისათვის შეიცვლებოდნენ. ეს შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება არ მოხდეს. ღმერთი თავისი ხალხის მიმართ განზრახულს მაშინ აღასრულებს, როცა მას სურს. ქრისტიანები ზედმეტად არ უნდა ინტერესდებოდნენ იმით, თუ რა მოხდება ამ წელს[3].

1975: რისი თქმა შეიძლება 1975 წელზე? რას შეიძლება ის ნიშნავდეს, ძვირფასო მეგობრებო? – იკითხა ძმა ფრენცმა. – ნიშნავს ეს იმას, რომ 1975 წელს დასრულდება არმაგედონი და სატანა შებოჭილი იქნება? დიახ, ეს შესაძლებელია! შესაძლებელია! ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ნიშნავს ეს იმას, რომ 1975 წელს განადგურებული იქნება დიდი ბაბილონი? შესაძლებელია. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვას მოწმეებს გოგი და მაგოგი დაესხმება თავს მათი განადგურების მიზნით, რის შემდეგაც ღმერთი დაიწყებს მოქმედებას? შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ ამას არ ვამტკიცებთ. ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ არ ვამტკიცებთ. და დაე არცერთმა თქვენთაგანმა არ გააკეთოს კონკრეტული განცხადება იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს 1975 წელს[4].

ეს ციტატები გვიჩვენებს, რომ იეჰოვას მოწმეები კატეგორიულ განაცხადებს არ აკეთებდნენ, როგორც კრიტიკოსებს უნდათ გამოაჩინონ. ისინი სპეციალურად აცილებენ ამ და სხვა მრავალ ფრაზას, რომლებშიც წინადადების ვარაუდის ხასიათი ჩანს. ასეთი სახით მათ სპეციალურად შეჰყავთ მკითხველი შეცდომაში, როდესაც ვარაუდს ისე წარმოაჩენენ როგორც წინასწარმეტყველებას.


არა ღვთისგან შთაგონებულნი


ასევე მნიშვნელოვანია იმის საერთო კონტექსტის გათვალისწინება, თუ რას ლაპარაკობენ საგუშაგო კოშკის საზოგადოების პუბლიკაციების ავტორები საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, ისინი ლოცვით სთხოვენ ღმერთს რომ აკურთხოს მათი შრომა და გულწრფელად სჯერათ, რომ ღმერთი პასუხობს ამ ლოცვებს, თუმცა ისინი არასოდეს ამბობენ, რომ ღვთისგან არიან შთაგონებულნი, არიან უშეცდომოები ან სრულყოფილები. განვიხილოთ ამის დამადასტურებელი ციტატები. ეს სია პატარაა, მაგრამ მეტის მოყვანაც შეიძლება. თუმცა ჩვენ ვეცადეთ ამ სიაში ჩაგვესვა თითო ციტატა,  «საგუშაგო კოშკის» ისტორიის ყოველი ათწლეულიდან.

1870-იანები: ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი რომ შეხედულება შევიცვალოთ ნებისმიერ საკითხზე, ან უარი ვთქვათ წინასწარმეტყველების ან მუხლის უფრო ადრეულ გაგეგაზე, თუ საამისოდ საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვქონდეს მზაობა შეცდომებისა და უბრალო ტრადიციების გამოსწორებისა, ისევე როგორც ჭეშმარიტების შეცნობისა… ჩვენი ვალია – «ყოველივე გამოვცადოთ (შეცდომების გამოსწორებით) და კარგს მივდიოთ».

1880-იანები: ჩვენ არ გვაქვს წინასწარმეტყველების ნიჭი[5].

1890-იანები: ჩვენი შრომები არ უნდა გახდეს ზედმეტი პატივის ღირსი ან არ უნდა ჩაითვალოს უშეცდომოდ და წმინდა წერილს არ უნდა გაუტოლდეს. ყველაზე მეტი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ან ოდესმე დაგვიმტკიცებია ჩვენ სწავლებებთან დაკავშირებით, შედგება იმაში, რომ ჩვენ მათ ღვთის სიტყვასთან ჰარმონიულად შერწყმულად ვთვლით, ჭეშმარიტების სულში. და ჩვენ, ისევე როგორც დღემდე, ყველა მკითხველს მოვუწოდებთ რომ ის მონაცემები კი არ იკვლიონ, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ, არამედ წმინდა წერილის შუქთან შედარებით მიიღონ ყველაფერი, რაც მათ დამტკიცებული ჰგონიათ, და ყოველივე დანარჩენი კი უარყონ. ზუსტად ამიტომ მოგვყავს გარკვეული თემის განხილვისას მუხლების ასე დიდი რაოდენობა, რომ მკვლევარმა შეძლოს შედარება ყოველივესი წმინდა წერილთან და მისი საშუალებით დარწმუნდეს[6].

1900-იანები: ჩვენი მიზანი არ არის წინასწარმეტყველის როლის საკუთარ თავზე აღება. ჩვენ უბრალოდ გვინდა დავხატოთ, თუ რა გვგონია მეტად მოსალოდნელი, მიმდინარე მოვლენების ფონზე, და თან ავხსნათ ჩვენი მოლოდინის საფუძვლები[7].

შეიძლება ვინმემ იკითხოს: თვლით თუ არა თქვენს თავს შეუმცდარად, ხოლო «საგუშაგო კოშკში» ჩაწერილ ყოველ სიტყვას აბსოლუტურ სიმართლედ? რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ და არც არასოდეს გვიმტკიცებია მზგავსი რამ. რა მოტივებით გვდებენ ბრალს ჩვენი ოპონენტები მსგავს საქციელში? ამით ხელოვნური მიზეზის შექმნას ხომ არ ცდილობენ მათი მხრიდან თავდასხმებისა და სხვების შეცდომაში შეყვანის გასამართლებლად?[8]

1910-იანები: თუმცა ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ისინი, ვინც სწორი სულისკვეთებით გამოხატავს თავის უთანხმოებას მოცემულ თარიღთან (1914) და მასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით… ჩვენ უნდა ავღნიშნოთ, რომ ვუშვებთ, რომ შესაძლოა შეცდომა დავუშვით ქრონოლოგიასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვხედავთ, ზუსტად სად დავუშვით ის წარმართთა შვიდი დროისა და მისი დასრულების დაანგარიშებისას 1914 წლის პირველ ოქტომბერს[9].

1920-იანები: მრავალმა მკვლევარმა დაუშვა უხეში შეცდომა, როდესაც თვლიდა, რომ ღმერთმა შთააგონა ადამიანებს წინასწარმეტყველებების გაგების ნიჭი. იეჰოვა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს შთააგონებდა, რომლებიც მისი ძალის ზემოქმედებით წერდნენ. უფალი თავისი ძალითა და ძლევამოსილებით წარმართავდა ახალი აღთქმის მწერლებს. თუმცა მოციქულთა დღეების შემდეგ დედამიწაზე არცერთი ადამიანი არ ყოფილა შთაგონებული არც წინასწარმეტყველებების ჩასაწერად და არც მათი განმარტებისთვის.[10]

1930-იანები: ჩვენ წინასწარმეტყველები არ ვართ; ჩვენ უბრალოდ გვწამს, რომ მივაღწიეთ წარმართთა დროის დასრულების ჟამს[11].

1940-იანები: ღმერთის სულის გადმოსვლა ერთგულ ცხებულ მოწმეებზე არ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც ეხლა იეჰოვას მოწმედ მსახურობს, ღვთისგან არიან შთაგონებულნი. ეს არ ნიშნავს, რომ სტატიები ამ «საგუშაგო კოშკში» შთაგონებულია, უშეცდომო და სრულყოფილია. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება საგუშაგო კოშკის პრეზიდენტი უცოდველია, თუმცა მტრები სიცრუით ამტკიცებენ, რომ თითქოს ჩვენ ასე ვთვლით… არამედ ჩვენ ვხედავთ წმინდა წერილის თანახმად, რომ ასეთი შთაგონების დრო 1870 წელზე დიდი ხნით ადრე დასრულდა, რის შესახებაც პავლე მოციქული საუბრობდა… შთაგონებული გამოთქმები და წერილები თორმეტიდან ბოლო მოციქულის სიკვდილისას დასრულდა, რომელთაგანაც სულის ნიჭები სხვებს ეძლეოდათ. თუმცა ღმერთს კვლავ ძალუძს რომ გვასწავლოს და წარგვიძღვეს ჩვენ. თუმცა ჩვენ არ გვჯერა რომ დღეს დედამიწაზე ვინმე არის შთაგონებული, ჩვენ გვაქვს უპირატესობა ღმერთს ვევედროთ
მისი სულის ხელმძღვანელობა, იესო ქრისტეს სახელით[12].

1950-იანები: «საგუშაგო კოშკი» არ ამტკიცებს რომ მისი გამონათქვამები ღვთისგანაა შთაგონებული ან დოგმატურია. ის მოგვიწოდებს თავისი შინაარსის ყურადღებიანი და კრიტიკული კვლევისკენ წმინდა წერილების შუქში[13].

1960-იანები: წიგნი [«მარადიული სიცოცხლე ღვთის შვილთა თავისუფლებაში»] უბრალოდ ქრონოლოგიას გთავაზობთ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მიიღოთ თუ უარყოთ ის[14].

თუმცა ჩვენი ქრონოლოგია… სავსებით ზუსტია (რა თქმა უნდა, არაა უშეცდომო)[15].

1970-იანები: თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს «ერთგული და გონიერი მონა» არასოდეს ყოფილა ღვთისგან შთაგონებული და სრულყოფილი. თუ "მონის" კლასის ზოგიერთი წევრის წერილები, რომლებმაც ღვთის სიტყვის ქრისტიანული ნაწილი წარმოქმნეს, შთაგონებულნი და უშეცდომონი იყვნენ, იგივეს თქმა არ შეიძლება დანარჩენ წერილებზე, რომლებიც შემდგომ დაიწერა. ჩრალზ ტეიზ რასელის, Watch Tower Bible and Tract Society პირველი პრეზიდენტის, დღეებში გამოცემული არცერთი პუბლიკაცია არ წარმოადგენს სრულყოფილს. ისინი ასეთებად არც დ.ფ. რუტერფორდის დროს ყოფილან. წარსულშიც და ჩვენს დღეებშიც არა ერთხელ ყოფილა, რომ ღვთის სიტყვის სინათლის მატება და ისტორიული მონაცემები მოითხოვდნენ გარკვეული კორექტივების შეტანას[16].

1980-იანები: ჩვენ პრეტენზიას არ ვაცხადებთ, ამ გამოცემაში მოცემული განმარტებების უშეცდომობაზე. როგორც ძველ დროს მცხოვრები იოსები, ჩვენც ვამბობთ: «განა ღვთისგან არ არის ახსნა?» (დაბადება 40:8). ამავ დროულად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აქ გადმოცემული მტკიცებულებები, კონტექსტით აბსოლუტურად ეთანხმება ბიბლიას, აჩვენებს რა, თუ რა ზუსტად სრულდება, ჩვენს კატასტროფულ დროში, მსოფლიო მოვლენებით, ღვთის შთაგონებული წინასწარმეტყველებები[17].

1990-იანები: ისინი, ვინც დღეს ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნებიან, არ იღებენ გამოცხადებებს ანგელოზების საშუალებით, და არც ღმერთი აძლევთ მათ ცოდნას სასწაულებრივი მეთოდით. მაგრამ მათ აქვთ ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილი, რომელშიც არის ღვთის აზრებისა და ნების გამოცხადება. მათ – თითოეულმა ცალ-ცალკე და როგორც ორგანიზაციამ ერთად – ბიბლია უნდა მიიღონ როგორც ღვთის ჭეშმარიტება, საგულდაგულოდ უნდა იკვლიონ ის და მისცენ საშუალება რომ «იმოქმედოს მათში» (1 თესალონიკელთა 2:13)[18].

2000-იანები: თუმცა მონის კლასს «ერთგული და გონიერი» ეწოდება, იესოს არ უთქვამს, რომ ეს კლასი უცოდველი იქნებოდა. ეს სულითცხებული ძმების ჯგუფი, ძველებურად არასრულყოფილი ქრისტიანებისაგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ მათ საუკეთესო განზრახვები ამოძრავებთ, ისინი, ისევე როგორც მათი ძმები პირველ საუკუნეში, ხანდახან შეიძლება შეცდნენ (საქმეების 10:9–15; გალატელთა 2:8, 11–14)[19].

ასეთი სახით, სავსებით ნათელია, რომ იეჰოვას მოწმეები პრეტენზიას არ აცხადებენ თავისი პუბლიკაციების ღვთისაგან შთაგონებულობაზე. შესაბამისად, კრიტიკოსების მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება პრეტენზიას აცხადებს ღვთისაგან შთაგონებულ წინასწარმეტყველებაზე, ნათელია რომ მცდარია.

დაამტკიცა თუ არა ხეიდონ კოვინგტონმა, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება ცრუწინასწარმეტყველს წარმოადგენს?


შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ხეიდონ კევინგტონმა უოლშის საქმეში დაადასტურა, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება ცრუ წინასწარმეტყველებებს გამოთქვავს, როგორც კრიტიკოსები ამტკიცებენ? თუნდაც ასე გაეკეთებინა მას, ეს რას ამტკიცებს? კოვინგტონს თუნდაც ჩაეთვალა საზოგადოება ცრუწინასწარმეტყველად, ის შეცდებოდა, მორჩა და გათავდა. თუმცა სასამართლოს სტენოგრამის თანახმად, იმ ვარიანტშიც კი, რომელიც მოწმეების მოწინააღმდეგეთა საიტებზეა განთავსებული, ჩანს, რომ კოვინგტონს მსგავსი არაფერი უთქვია.

სტენოგრამის თანახმად, კოვინგტონმა თქვა: «მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ცრუწინასწარმეტყველებებს გამოვთქვავდით… იყო მცდარი მტკიცებულებები, ანუ მე რაღაცას მივხვდი, მაგრამ შევცდი». შემდეგ კევინგტონს ჰკითხეს: მოდით ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებამ 1874 წელი ერთმნიშვნელოვნად გამოაცხადა ქრისტეს დაბრუნების წლად, იქნებოდა თუ არა ეს ცრუწინასწარმეტყველება? ამაზე მან უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, ხოლო შემდეგ თქვა ფრაზა, რომელიც სტენოგრამაში ასეა გადმოცემული: «მე ვეთანხმები რომ» (I agree that). ინგლისურ ენაში ეს წინადადება არ წარმოადგენს დასრულებულს. სავსებით შესაძლებელია, რომ მას გააწყვეტინეს და მას არ უნდოდა იმის დადასტურება, რომ ეს ცრუწინასწარმეტყველება იყო. მაგრამ თუნდაც მას სინამდვილეში ეთქვა: «მე ვეთანხმები ამას» (I agree to that), ეს მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ ის ეთანხმება რომ ეს იყო სავარაუდო საზოგადოების ცრუწინასწარმეტყველება. ასევე თვალნათელია, რომ კოვინგტონს არ გამოუკვლევია საზოგადოების ლიტერატურა 1874 წელთან დაკავშირებით, რადგანაც მან თქვა: «თქვენ ისეთ საკითხზე საუბრობთ, რომელიც ჩემთვის უცნობია». ამიტომ კოვინგტონის კომენტარები, თუ მათ სწორ კონტექსტში განვიხილავთ, არ ამტკიცებს იმას, რისი დამტკიცებაც იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს სურთ. კოვინგტონს არანაირად არ ჰქონდა მხედველობაში ის, რომ საზოგადოება დამნაშავეა ცრუ წინასწარმეტყველებებში, თუნდაც იმიტომ, რომ ზუსტად რამოდენიმე წამის უკან მან ზუსტად საპირისპირო თქვა. საზოგადოებას არ გაუკეთებია «ერთმნიშვნელოვანი განცხადება» 1874 წელს ქრისტეს მოსვლის შესახებ, მან მხოლოდ მკითხველს შესთავაზა ეს თარიღი, რათა ისინი თავად ჩამოყალიბებულიყვნენ ამ საკითხთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ ღმერთი მათ და მათ პუბლიკაციებს თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი თავად ხელმძღვანელობს პუბლიკაციების წერას, როგორც ეს ბიბლიის შემთხვევაში იყო. მოყვანილი ციტატები, ისევე როგორც მრავალი სხვა, აჩვენებენ, რომ ეს ორგანიზაცია თავისი ისტორიის განმავლობაში არასოდეს არ თვლიდა თავს ღვთის წინასწარმეტყველად, ღვთისგან შთაგონებულად და უშეცდომოდ[20].

ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკოსები ეგრეთწოდებულ თივის საფრთხობელას მეთოდს მიმართავენ. ისინი საგუშაგო კოშკის საზოგადოებას მიაწერენ პოზიციას, რომელიც მას არ უკავია, და შემდეგ უარყოფენ ზუსტად ამ პოზიციას, და არა იმას რომელიც ორგანიზაციას სინამდვილეში უკავია. ეს უსინდისო პოლემიკური ფანდია.

ჩვენ თუ პუბლიკაციებიდან ციტატებს თავისი კონტექსტით, გადამეტებების გარეშე და მსგავსი სოფისტიკის გარეშე ავიღებთ, მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთებას შევძლებთ: რიგ შემთხვევებში ორგანიზაცია ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს ისეთ ახსნას აძლევდა, რომლებიც მოგვიანებით არასწორი აღმოჩნდებოდა ხოლმე. მაგრამ მათგან იმაზე დაკვნის გაკეთება არ შეიძლება, რომ 1) საზოგადოება თავის ლიტერატურას ღვთისგან შთაგონებულად და უშეცდომოდ მიიჩნევს; 2) საზოგადოება თავს წინასწარმეტყველად თვლის, რომელიც ღვთის სახელით ლაპარაკობს.

დიახ, ყველასათვის უკეთესი იქნებოდა, პუბლიკაციებში რომ საერთოდ არ ყოფილიყო მზგავსი სპეკულატიური განმარტებები, რომლებმაც მრავალი ადამიანი იმედგაცრუებამდე მიიყვანა. თუმცა «საგუშაგო კოშკი» ამ ფაქტებს არ მალავს, და ნაწილობრივ აღიარებს თავის შეცდომებს. მაგალითად, 1980 წელს ის წერდა:

1976 წლის 15 ივლისის საგუშაგო კოშკი, გარკვეული თარიღების დადგენის მიზანშეუწონლობის კომენტირებისას, ამბობდა: «ამ განხილვის არათანმიმდევრულად მიყოლის გამო, თუ ვინმეს იმედი გაუცრუვდა, მან ეხლა ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი შეხედულებების გამოსწორებაზე, ვინაიდან ეს ღვთის სიტყვა კი არ გამოდგა მცდარი და მან კი არ მოატყუა და იმედი გაუცრუა მას, არამედ ის თვითონ, თავის გაგებაში მივიდა არასწორ დასკვნებამდე». ფრაზის ქვეშ «თუ ვინმეს» საგუშაგო კოშკს მხედველობაში ჰყავდა ყველა იმედგაცრუებული იეჰოვას მოწმე, მათი ჩათვლით, ვინც პასუხს აგებდა ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რომელმაც ხელი შეუწყო ამ თარიღთან დაკავშირებით იმედების ფორმირებას[21].

როგორც ვხედავთ, საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ აღიარა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები შეცდომა იყო. მაგრამ მხოლოდ ეს რელიგიური ორგანიზაცია უშვებდა მზგავს შეცდომებს?

ორმაგი სტანდარტები და შეუწყნარებლობა


მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს როდი ჰქონდათ ბიბლიური წინასწარმეტყველებებისადმი მცდარი მოლოდინები. იგივეს აკეთებდნენ მრავალი ბიბლიის სხვა მკვლევარები, მათ შორის ძალიან ავტორიტეტული კათოლიკე, პროტესტანტი და მართლმადიდებელი მოაზროვნეები. შეუსრულებელი წინასწარმეტყველებების თემაზე წიგნებია დაწერილი. ყურადღება მივაქციოთ მხოლოდ სამ მაგალითს პროტესტანტიზმის სამყაროდან: მარტინ ლუთერი, ჯონ უელსი და ბილი გრემი.

პროტესტანტული ლიდერი მარტინ ლუთერი თვლიდა, რომ აღსასრული მის სიცოცხლეში დადგებოდა. ის თვლიდა, რომ თურქული ომი იქცეოდა «საბოლოო ღვთის რისხვად, რომელშიც სამყარო აღსასრულამდე მივიდოდა, ხოლო ქრისტე მოვიდოდა, რათა გაენადგურებინა გოგი და მაგოგი და თავისიანები გაენთავისუფლებინა»[22]. ის წერდა: «ქრისტემ მოგვცა ნიშანი, რომლითაც შეიძლება იმის დადგენა, რომ განკითხვის დღე ახლოსაა. როდესაც თურქები ბოლოსთან მოვლენ, ჩვენ შევძლებთ დარწმუნებით იმის თქმას, რომ განკითხვის დღე ზღურბლზეა მომდგარი»[23].

მეთოდიზმის დამაარსებელი ჯონ უელსი წერდა: «1836 წელი: დროების (non-chronos) და მრავალი მეფის ბოლოა; ღვთის სიტყვის და საიდუმლოს შესრულება; დიდ ქალაქში გადარჩენილების მონანიება; „მცირე დროის“ და სამნახევარი დროის ბოლო; აღმოსავლეთის განადგურების; სატანის შებორკვის»[24].

1950 წელს ბილ გრემიმ, ცნობილმა ამერიკელმა ევანგელისტმა, ლოს-ანჯერესში მიტინგზე განაცხადა: «მე გულწრფელად მჯერა, რომ უფალი ახლოსაა. ჩვენ გვაქვს ერთი ან ორი წელი, იმისათვის რომ იესო ქრისტესთვის ვიმუშაოთ, მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო, მე დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დასრულდება… ორი წელი, და ყველაფერი დასრულდება»[25].

მსგავსი გამოთქმები რომ იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნოდეთ, და არა ლუთერს, უელსის და გრემს, მაშინ ისინი ალბათ იმ ციტატების სიას დაემატებოდა, რომლებიც ვითომდა ამტკიცებს, რომ ისინი ცრუ წინასწარმეტყველები არიან. მაგრამ პროტესტანტული ლიდერებისადმი, რომლებიც მსგავს შეცდომებს უშვებდნენ, ციტატების ავტორები უფრო კეთილგანწყობილნი არიან.

მოდი დავფიქრდეთ. წარმოვიდგინოთ, რომ გაზეთის რომელიღაც რედაქტორი თავის გაზეთში ბეჭდავს ყველა იმ დანაშაულებს, რომელიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ან რასის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, თანაც ყველა წვრილმანის გამოკვეთით, გულმოდგინედ იკვლევს ყველაზე ძველ არქივებს, რისი პოვნაც კი შეუძლია, მაგრამ ამავდროულად არავითარ ყურადღებას არ აქცევს იმ დანაშაულებებს, რომლებსაც სხვა ეთნიკური ჯგუფი (მაგალითად თავისი) სჩადის. რას იფიქრებენ ამის შესახებ საღადმოაზროვნე ადამიანები? ნათელია, რომ რედაქტორი უკიდურესად შეუწყნარებელია. მაგრამ რისი თქმა შეიძლება სიტუაციაზე, როდესაც იეჰოვას მოწმეების ოპონენტები გამუდმებით «ცრუწინასწარმეტყველებებზე» საუბრობენ, იყენებენ რა მცდარ ტერმინებს და ჩაჰკირკიტებენ ციტირებულ ლიტერატურას, რომელიც ას წელზე მეტი ხნის წინაა გამოცემული, თანაც ამავდროულად აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ, მათ მიერ დაშვებულ მზგავს შეცდომებს, ვისი საღვთისმეტყველო შეხედულებებიც მათ შეხედულებებს ემთხვევა? რამდენად მიესადაგება ამ შემთხვევას ტერმინი «შეუწყნარებლობა»? ნებისმიერ შემთხვევაში ნათელია, რომ ჭეშმარიტებისადმი პატივისცემა არ შედის მათი მთავარი პრიორიტეტების სიაში.

იყვნენ თუ არა ცრუწინასწარმეტყველები მარტინ ლუთერი, ჯონ უელსი და ბილი გრემი? მე ასე არ ვფიქრობ. და იგივე მიზეზითვე მე არ ვფიქრობ, რომ საგუშაგო კოშკის საზოგადოება წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველს, ვინაიდან ბიბლიის განმარტება წინასწარმეტყველება არ არის.

წინასწარმეტყველება და განმარტება


დიახ, იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ მათ ღმერთი ხელმძღვანელობს. მაგრამ «ხელმძღვანელობა» – ეს უფრო ფართო გაგებაა, ვიდრე «შთაგონება». შთაგონებაც ხელმძღვანელობის ფორმაა, მაგრამ ასევე სხვა ფორმებიც არსებობს. ამ თემაზე კარგი აზრი გამოთქვა სტაფორდმა:

არ შეიძლება იმ სიტუაციების გათანასწორება, როდესაც ადამიანი ღვთის შთაგონებით უტყუარ ინფორმაციას იღებს და როდესაც ის ხელმძღვანელობას რომელიმე უტყუარი წყაროდან მოიპოვებს, იქნება ეს წერილი თუ ანგელოზი. რატომ? პირველ შემთხვევაში ღმერთი შეიბყრობს ადამიანს და აძლევს ჩვენებას, გამოცხადებას (ხანდახან ძილში) ან ტრანსში. ადამიანი ღმერთის აზრებსა და ნებას იღებს და ქმნის ისეთ ინფორმაციას, რომლის გაგებაც მას ვერანაირად ვერ შეეძლო. მეორე შემთხვევაში კი ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგოს ან იგნორირება გაუკეთოს რაიმე ცალკეულ აზრებს. მისი მტკიცებულებების სიზუსტე სრულიად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად გაიგო მან შთაგონებული წყარო[26].

«წინასწარმეტყველება» – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მომავლის მოყოლა. ესაა იმის დადასტურება, რომ ადამიანი ცნობას უშუალოდ ღვთისაგან გადმოსცემს. ეს არაა უბრალოდ მოვლენების ინტერპრეტაცია ან ბიბლიის წინასწარმეტყველური ადგილების განმარტება. რასელს კარგად ესმოდა ეს და ამიტომ წერდა: «ყველაზე მეტი, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ან ოდესვე ვამტკიცებდით ჩვენს სწავლებებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ჩვენ ისინი ღვთის სიტყვის ჰარმონიულ განმარტებად მიგვაჩნია, ჭეშმარიტების სულში», და დაამატა: «ჩვენ შორს ვდგევართ იმ აზრისაგან, რომ პრეტენზია განვაცხადოთ სრულ შთაგონებაზე»[27].

ამ მიზეზით, როდესაც უელსიმ გადაწყვიტა, რომ აღსასრული 1836 წელს მოვიდოდა, მან ეს დასკვნა ბიბლიის საკუთარი გაგების საფუძველზე გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს გაგება სრულიად მცდარი გამოდგა, მაგრამ ეს არ აქცევს მას ცრუწინასწარმეტყველად. როდესაც ბილი გრემმა 1950 წელს განაცხადა, რომ აღსასრული ორ წელიწადში მოვიდოდა, ის არ ამტკიცებდა იმას, რომ ეს ინფორმაცია პირადად ღმერთმა გადასცა მას ძილში ან ხილვაში. ის უბრალოდ ამ დასკვნამდე მივიდა, მსოფლიო მიმდინარე მოვლენებისა და ბიბლიაში ამოკითხულის შეთავსებით. ამის გამო არცერთი შემწყნარებელი ადამიანი არ გამოაცხადებს გრემს ცრუწინასწარმეტყველად. მზგავსადვე, როდესაც ლუთერმა განაცხადა, რომ თურქებთან ომი ქვეყნიერებას აღსასრულამდე მიიყვანდა, ის უბრალოდ უხეშად შეცდა, მაგრამ არ ცრუწინასწარმეტყველებდა. სხვა შემთხვევაში ლუთერი ბიბლიის თავისი გაგების საფუძველზე კოპერნიკს ოპონირებდა და ამტკიცებდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა[28].

შესაბამისად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებაც არ წარმოადგენს ცრუწინასწარმეტყველს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის არ წარმოადგენს წინასწარმეტყველს[29]. ის არ ამტკიცებს, რომ მის წევრთაგან რომელიმემ ღვთის ხმა მოისმინა, ხილვა იხილა ან რაიმე სხვა სახით მიიღო ინფორმაცია ზემოდან, და არ ულაპარაკია ისეთი რამ, რაც ბიბლიაში არ არის. დიახ, ის შეცდა ბიბლიის ცალკეული ადგილების განხილვისას ან ახსნისას, მაგრა სხვა რელიგიური ორგანიზაციებიც ხომ აკეთებდნენ ამას.

იეჰოვას მოწმეები არ თვლიან, რომ ისინი სამართლიან კრიტიკაზე მაღლა დგანან და არ მალავენ, რომ შეცდომა დაუშვეს თავის განმარტებებში. მაგრამ სამართლიანი კრიტიკა სიმართლის პატივისცემას გულისხმობს – ყველა სიმართლის და არა მხოლოდ იმ ცალკეული ნაწილების, რომლებსაც კონტექსტიდან გლეჯენ იმისათვის რომ საჭირო კრიტიკული შთაბეჭდილება მოახდინონ.

უფრთხილდით ნახევრადსიმართლეს – თქვენ შეიძლება ის ნახევარი არ დაიჯეროთ რომელიც საჭიროა!

სტატიის ორიგინალი: http://www.jehovah.to/xlation/fp.html

___

[1] ციტატები იეჰოვას მოწმეების 1950 წლის შემდგომი პუბლიკაციებიდან აღებულია 2003 წლის კომპაქტ-დისკიდან Watchtower Library. რასელის თითქმის ყველა ნაშრომი ხელმისაწვდომია ინტერნატში. ციტატების უმრავლესობა თარგმნილია ინგლისური ტექსტიდან, მაგრამ ზოგიერთი აღებულია პარალელური რუსული გამოცემებიდან. ასეთ შემთხვევაში მითითებულია რუსული წყარო.

[2] Zion's Watch Tower, 01.01.1908 (რეპრინტი), გვ. 4110, კურსივი ჩემია.

[3] The Watchtower, 01.01.1925, გვ. 3.

[4] The Watchtower, 15.10.1966, გვ. 631.

[5] Zion's Watch Tower, იანვარი 1983, გვ. 425.

[6] Zion's Watch Tower and Herald of Christ's Presence, 15.12.1896, რეპრინტი, გვ. 2080 (კურსივი ჩემია).

[7] «Views from the Watch Tower», Zion's Watch Tower and Herald of Christ's Presence, 01.03.1904, რეპრინტი, გვ. 3327 (კურსივი ჩემია).

[8] Zion's Watch Tower and Herald of Christ's Presence, 15.09.1909, რეპრინტი, გვ. 4473.

[9] The Watch Tower and Herald of Christ's Presence, 15.11.1913, რეპრინტი, გვ. 5348 (კურსივი ჩემია).

[10] Prophecy (Brooklyn: Watchtower Bible and Tract Society, 1929), გვ. 61–62 (კურსივი ჩემია).

[11] Light, том 1 (Brooklyn: Watchtower Bible and Tract Society, 1930), გვ. 194 (კურსივი ჩემია).

[12] The Watchtower, 15.05.1947, გვ. 157–8.

[13] «Name and Purpose of the Watchtower», The Watchtower, 15.08.1950, გვ. 262–263 (კურსივი ჩემია).

[14] The Watchtower, 15.10.1966, გვ. 631.

[15] The Watchtower, 15.08.1968, გვ. 499.

[16] The Watchtower, 01.03.1979, გვ. 23–24.

[17] გამოცხადება: მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა, გვ. 9.

[18] იეჰოვას მოწმეები – ღვთის სამეფოს მაუწყებლები, გვ. 708.

[19] საგუშაგი კოშკი, 01.12.2002, გვ. 17. რუსული

[20] ხანდახან საგუშაგო კოშკში ჭეშმარიტ ქრისტიანებს (აუცილებელი არაა საგუშაგო კოშკის საზოგადოების პუბლიკაციების ავტორები) ნამდვილად უწოდებენ «წინასწარმეტყველებს», თუმცა ეს სიტყვა ბრჭყალებში ექცევა, რაც მის გადატანოთ მნიშვნელობაზე მიუთითებს. მაგალითად, 1972 წლის 1 აპრილის გამოცემაში უბრალოდ მოყვანილია პარალელი წინასწარმეტყველი ეზეკიელის ცხოვრებასა და თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრებას შორის, რომლებიც ისევე ასრულებენ ქრისტეს დავალებას და უქადაგებენ ყველა ხალხს. ძირითადი ქრისტიანული კონფესიების უმრავლესობას სიტყვა «წინასწარმეტყველება» იმავე აზრით ესმის. ბილი გრემის ბიოგრაფიას «პატიოსანი წინასწარმეტყველი» ეწოდება. პაპი იოანე პავლე II საუბრობდა ღვთის ხალხის «წინასწარმეტყველურ მსახურებაზე», რაშიც ის ქრისტიანული დამოწმების მოვალეობას გულისხმობდა

[21] The Watchtower, 15.03.1980, გვ. 17–18.

[22] John T. Baldwin, «Luther's Eschatological Appraisal of the Turkish Threat in Eine Heerpredigt -wider den Tuerken», Andrews University Seminary Studies 33.2 (შემოდგომა 1995), გვ. 196.

[23] იქვე.

[24] http://www.ccel.org/ccel/wesley/notes.i.xxviii.xxiii.html

[25] McLoughlin, William G., 1978 Revivals, Awakenings and Reform. University of Chicago Press, ჩიკაგო, გვ. 185. ასევე ნახეთ «US News and World Report», 19.12.1994.

[26] Jehovah’s Witnesses Defended, მე-2 გამოცემა, გვ. 462–3.

[27] Zion's Watch Tower and Herald of Christ's Presence, 15.07.1899, რეპრინტი, გვ. 2506.

[28] ზოგიერთ საიტზე ლუთერს ასევე მიაწერენ იმის მტკიცებას, რომ ქრისტე მისი (ლუთერის) დროიდან 300 წლის შემდეგ დაბრუნდება (The Familiar Discourses of Dr. Martin Luther, მთარგმნელი Henry Bell, რედაქტორი Joseph Kerby [London: Baldwin, Craddock and Joy, 1818], გვ. 7–8). მე არ მაქვს ამ წყაროს გადამოწმების საშუალება, და ალბათ არც არსებობს იმის მიზეზი რომ ეჭვი შევიტანოთ მასში.

[29] 2003 წლის საგუშაგო კოშკის  ელექტრონულ ბიბლიოთეკაში, სიტყვათა წყობის «ღვთისშთაგონებული წინასწარმეტყველი» (inspired prophet) მოძიება 44 დამთხვევას გვაძლევს. ისინი ყველა ბიბლიის ამა თუ იმ მწერალს ეხება.

-------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий