четверг, 20 марта 2014 г.

როგორი ბუნება აქვს იესო ქრისტეს?



სამების მტკიცებულებები ხშირადაა აგებული სიტყვაზე «ბუნება» და გაგებაზე «ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება». სამებაზე საუბარი ისე არ ჩაივლის, ეს სიტყვა ან ფრაზა ხუთასჯერ მაინც რომ არ მოისმინოთ. ეს ძალიან უცნაური არგუმენტაციაა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გაუგებარია, რა არის ეს – «ღვთაებრივი ბუნება». ამ ტერმინით სარგებლობა, ყოველგვარი ნათელი განსაზღვრების გარეშე შეიძლება და განსაზღვრებისას კი კითხვა უფრო მეტი იბადება ვიდრე პასუხი. განვიხილოთ მისი განსაზღვრების სამი ვარიანტი.

1) «ღმერთის ბუნება». ზუსტად რა იგულისხმება რაიმეს ბუნების ქვეშ: აგებულება, ფუნქციები, როლი, სტატუსი, შესაძლებლობები, ტიტული, თვისებები, პიროვნება და კიდევ რაღაც თუ ეს ყველაფერი ერთად? მაგალითად, მე რომ ვთქვა «ჩემი მეზობლის ბუნება», რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში: მისი ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური სახეობა, სქესი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, პიროვნული თვისებები, მისი პიროვნება როგორც ასეთი თუ მისი, როგორც ჩემი მეზობლის სტატუსი – რა? როგორი ფაქტორები წარმოადგენენ «ბუნების» ჩამომყალიბლებლებს და როგორი – არა? ზოგი პარამეტრით, იესოსა და იეჰოვას ბუნება შეიძლება ემთხვეოდეს, ზოგით განსხვავდებოდეს – ზუსტად ისევე, როგორც ორი ნებისმიერი სხვა პირის შემთხვევაში, მათ შორის იეჰოვასა და ადამოანის (მაგალითად, ადამიანს შეუძლია ღვთიური თვისებების გამოვლინება). გაგება «ვიღაცის ბუნება» უბრალოდ ძალიან ფართოა.



2) «ისეთივე ბუნება, როგორც ღმერთს აქვს». მთლად იგივე არაა, მაგრამ ანალოგიურია. აქაც მსგავსი პრობლემაა. კონკრეტულად რომელი პარამეტრითაა ქრისტეს ბუნება ღვთის ბუნების ანალოგიური? ყოვლისშემძლეობით? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. შეუქმნელობით? ანალოგიურად. საწყისის არ ქონით (დაუსაბამობით, მარადიულობით)? ანალოგიურად. ან იქნებ მას სულიერი ბუნება აქვს? მაგრამ ზუსტად ასეთივე ბუნება აქვთ ანგელოზებს, დემონებს და ციური ცხოვრებისათვის აღდგენილ ქრისტისნებს. ბიბლიაში არ არის ისეთი ატრიბუტები ან მახასიათებლები, რომლებიც იესოს რაიმე უნიკალურს გახდიდნენ და მკვეთრად განასხვავებდნენ სხვა ქმნილებებისაგან.

3) «ბუნება სახელწოდებით ღმერთი», ანუ ტრინიტარული ტერმინი «თანაარსის» გაგებით. კი მაგრამ «ღმერთი» – ეს ბუნების სახელწოდება არაა. ლინგვისტიკის თვალსაზრისით ესაა ტიტული ან სტატუსი, როგორც «პრეზიდენტი». პრაქტიკაში, ჩვენ ამ სახით უფრო ხშირად ავღნიშნავთ პიროვნებას, რომელიც კონტექსტით წინასწარ ცნობილია. ვთქვათ, საქართველოში მოცემულ მომენტში, როდესაც ვამბობთ «პრეზიდენტი», ჩვენ ტიტულს კი წარმოვთქვამთ, მაგრამ ვგულისხმობთ გიორგი მარგველაშვილს, თუნდაც პირდაპირ არც კი ვახსენოთ ის (თუმცა გამონაკლისები არსებობს, მაგალითად კომპანიის პრეზიდენტი – ყველაფერი გამოთქმის კონტექსტზეა დამოკიდებული). ზუსტად ასევეა ქრისტიანობაშიც, როდესაც ვამბობთ «ღმერთი», ჩვენ ტიტულს კი წარმოვთქვავთ, მაგრამ ვგულისხმობთ ყოვლისშემძლე შემოქმედის პიროვნებას სახელად იეჰოვა (ისევ და ისევ რამოდენიმე გამონაკლისით სხვა კონტექსტისას). როგორც არ არსებობს «ბუნება სახელწოდებით პრეზიდენტი», ასევე არ არსებობს «ბუნება სახელწოდებით ღმერთი». როგორც არ არსებობს «ბუნება გიორგი მარგველაშვილი», ასევე არ არსებობს «ბუნება იეჰოვა». ყველა ამ შემთხვევაში ესაა ერთი კონკრეტული პიროვნების აღმნიშვნელი და არა საერთო რიგითი გაგება, რომელიც პიროვნებათა ჯგუფს ახასიათებს. პრეზიდენტის ძე ავტომატურად პრეზიდენტი არ ხდება, ისევე როგორც ღმერთის ძე არ ხდება ავტომატურად ღმერთი.

შემდეგ, ბიბლიაში აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ არის ქრისტეს ბუნებაზე. მაგალითად, ავიღოთ საპატრიარქოს თარგმანი, სიტყვა «ბუნება» (და მისი ბრუნვითი ფორმები) ახალ აღთქმაში 8-ჯერ გვხვდება, მაგრამ არცერთ მათგანში, არცერთხელ არაა ქრისტე ნახსენები: 2 პეტრე 2:12; იუდა 1:10; რომაელები 2:14; 2:27; 11:24; 1 კორინთელთა 11:14; გალატელთა 2:15; ეფესელთა 2:3 (ღმერთიც კი არაა ნახსენები). ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, როგორი «ბუნება» აქვს მას – ღვთაებრივი, არაღვთაებრივი, ნაწილობრივ ღვთაებრივი თუ კიდევ რამენაირი. ძალიან უცნაურია, იმის ყურება, თუ როგორ ბჭობენ ადამიანები ჭკვიანური სახით იმის შესახებ, რის შესახებაც ჩვენ არც ბიბლიური და არც მეცნიერული მონაცემები არ გვაქვს. ამის შესახებ ასობით სამეცნიერო ნაშრომის დაწერა შეიძლება, მაგრამ ეს ერთი მილიმეტრითაც ვერ მიგვაახლოვებს ჭეშმარიტებასთან, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით ან ლოგიკით განვსაზღვროთ ეს ჭეშმარიტება. ასეთ საკითხებში ჩვენ სრულიად ღვთის სიტყვაზე ვართ დამოკიდებული, ის კი ამ თემაზე სდუმს. ეს 100%-ით ფილოსოფიური სპეკულაციაა. და რაც უფრო საკვირველია, იგივე ადამიანები შესაძლოა ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი – საიდუმლოა და მისი შეცნობა შეუძლებელია. მაგრამ ღმერთი თუ საიდუმლოა, ესე იგი მისი ბუნებაც საიდუმლოა და მაშინ საიდან ვიცით, აქვს თუ არა ის ქრისტეს?

ბიბლია რატომ სდუმს ამის თაობაზე? იმიტომ, რომ თვითონ ამ საკითხს არავითარი აზრი არ აქვს. ქრისტიანობაში ბუნების საკითხებზე, ბიბლიის დაწერიდან საკმაოდ მოგვიანებით დაიწყეს ბჭობა, მოციქულები მისით არც დაინტერესებულან და არც თვლიდნენ მას მნიშვნელოვნად. ამ საკითხს შეხება არ აქვს არაფერ ისეთთან, რაც ქრისტიანობაში მნიშვნელოვნად ითვლება. ესაა ხელოვნურად შექმნილი გაგება, რომლის, აბსოლუტურად საჭიროების გარეშე, ქრისტიანობაში ჩანერგვასაც ცდილობენ. ქრისტიანობაში არის ღმერთი და არის მისი ძე, რომელიც მან მოუვლინა კაცობრიობას, და ეს საკმარისია ყველა თვალსაზრისით.

ზოგჯერ «ღვთაებრივი ბუნების» დამტკიცებას ცდილობენ სიტყვა «ხატით», და ამისათვის მოჰყავთ მუხლები 2 კორინთელთა 4:4 და კოლოსელთა 1:15, სადაც იესოს «ღვთის ხატი» ეწოდება. მაგრამ ადამიანიც ღვთის ხატს წარმოადგენს (1 კორინთელთა 11:7; დაბადება 1:26). «ღვთის ხატი» – ესაა უბრალოდ ღვთის მსგავსი, რაიმეში ღვთის მსგავსება (გავიხსენოთ ფრაზა «ღვთის ხატად და მზგავსებად»). შეიძლება ადამიანის პორტრეტი დავხატოთ, რომელიც მისი «ხატი» იქნება, მაგრამ ადამიანისა და პორტრეტის «ბუნება» ძლიერ განსხვავდება.

ტრინიტარებს არ ვურჩევდი სამების ბუნებრივი არგუმენტების დახმარებით მტკიცებას, და არა მარტო იმიტომ, რომ ისინი არალოგიკური და არაბიბლიურია. თვითონ გაგება, ღვთაებრივი ბუნების შესახებ – ძალიან აბსტრაქტული და ბუნდოვანი ფილოსოფიური ტერმინია და როგორც ნებისმიერი ფილოსოფიური ტერმინი, ის დიდად დამოკიდებულია კონტექსტზე, თვალსაზრისზე, საავტორო ინტენციაზე და სხვა გარე ფაქტორებზე. მაგალითად, პანთეიზმის თვალსაზრისით ღვთაებრივი ბუნება აბსოლუტურად ყველაფერს გააჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი ღვთის შექმნილია და ამ თვალსაზრისს აქვს თავისი ლოგიკა. ადამიანებს და ანგელოზებს რაღა ვუყოთ? ისინი აშკარად განსხვავდებიან, ასე ვთქვათ, თავისი ყოფით, მაგრამ ერთიც და მეორეც ღვთის შემოქმედებას წარმოადგენენ. მათ განსხვავებული, ერთნაირი თუ ნაწილობრივ ერთნაირი ბუნება აქვთ? ადამიანების შემთხვევაშიც კი არაა ყველაფერი ნათელი: თუ დედა ბიჭს აჩენს, მაშინ მათი ბუნება უკვე სავსებით არა-ერთნაირია, მათი სქესობრივი განსხვავების გამო. ან ბავშვი რომ კიდურების გარეშე დაიბადოს ან საერთოდ სიამის ტყუპები? ცაში აღდგომისას ადამიანი ახალ ბუნებას იღებს თუ არა? რა ვქნათ ადამიანებისა და ცხოველების შემთხვევაში – მათ ერთნაირი ბუნება აქვთ თუ განსხვავებული?  მათ შორის მსგავსებაც ბევრია და განსხვავებაც, თანაც ერთიც და მეორეც სავსებით არსებითი.

თუ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი ასე რთულია, რატომ ვფიქრობთ, რომ სულიერში ყველაფერი იოლადაა? იქნებ იქ გაცილებით უფრო რთულადაა? იქნებ იესოს ბუნება ღვთის ბუნებისგანაც განსხვავდება და ანგელოზებისგანაც? და რატომ აქვს სამების სამივე პირს ერთი ბუნება, რათომ არ შეიძლება რომ მათ სამი განსხვავებული ჰქონდეთ? საიდან ასეთი გულუბრყვილო მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია ასეთ საკითხებში გარკვევა?

ბუნება – ესაა მაქსიმალურად აბსტრაქტული ფილოსოფიური ტერმინის მაგალითი, რომლითაც უსასრულობამდე შეიძლება მანიპულირება და სპეკულირება, შეგიძლია ისე შეაბრუნო, როგორც გჭირდება. ბიბლია აქ უსარგებლოა, ის არც ადასტურებს და არც უარყოფს ბუნების საკითხებს, უბრალოდ იმიტომ რომ ეს საკითხები მასში უბრალოდ არ განიხილება. ბიბლიის მწერლებს ეს არ აინტერესებდათ. მოციქულმა პავლემ მთელი თავები მიუძღვნა ცოდვის, გამოსყიდვის, მოსეს კანონის და საკვების პრობლემებსაც კი, მაგრამ არაფერი დაუწერია ქრისტეს ბუნების პრობლემაზე. ჩვენ მხოლოდ მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ ბიბლიის მწერლებს იმისათვის, რომ არ ჩაძვრნენ ამ დაბურულ ტყეებში.

«წმინდა მამებს» სჯობდა რომ მათგან აეღოთ მაგალითი, მაგრამ  ისინი ზუსტად საპირისპიროთი დაკავდნენ. თავიდან მათ ბუნება დასჭირდათ, შემდეგ ერთ ადამიანში ორი ბუნების პრობლემის მოგვარება მოუწიათ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნებათა ერთმანეთთან ურთიერთქმედების საკითხების გარკვევა იყო საჭირო და ა.შ. და ა.შ. – მუდმივად ზრდადი სირთულეების ზვავი. წარმოიშვა აბსურდული პარადოქსები, როდესაც გაგებას ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლები მიეწერება, მაგალითად იესოს ორი ბუნების «შეურწყმელობა» და «განუყუფლობა» ქალკედონური რწმენის სიმბოლოში (პლიუს ტიპიური ბუდისტური მიდგომა, სადაც ნირვანა მხოლოდ იმით განისაზღვრება, რასაც ის არ წარმოადგენს: ეს არც ისაა, არც ეს და არც სხვა და ა.შ.). შედეგად ჩვენ მივიღეთ რელიგია, რომლის აღსარებაც შეუძლებელია მასში არსებული კოლოსალური სირთულეების გამო. გასაკვირი არცაა, რომ უბრალო ხალხს წმინდანების თაყვანისცემა უფრო უადვილდება.

-------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?

პარადოქსულია - ესე იგი მართალია

წმინდა მოციქულთასწორი იუპიტერის ქურუმი

2 комментария:

  1. 1.ბუნება და არსი იეჰოვას მოწმეების გაგებით არის ათუ არა ერთიდაიგივე?
    2.თუ არ არის მაშინ რას ნიშნავს თქვენთვის არსი და რას ბუნება?
    3.და თუ ერთიდაიგივეა რას გულისხმობთ მათში და რატო ამბობთ რო არსს თავი დავანებოთო?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. სამივე შეკითხვაზე პასუხი სტატიაშია მოცემული. კომენტარში მისი ტექსტის ხელახლა გადმოცემას აზრი არ აქვს. თუ თქვენთვის ეს არ არის საკმარისი, ფილოსოფიურ საკითხებზე თქვენთან დავას არ ვაპირებ.

      Удалить