вторник, 18 марта 2014 г.

1914



ერთმა კომენტატორმა მომწერა, რომ მრავალ საკითხში ეთანხმება იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ ვერანაირად დაეთანხმება 1914 წლის შესახებ დოქტრინას. მე მესმის მისი გრძნობების, მაგრამ მოდით ფაქტებს სახეში შევხედოთ.

XIX საუკუნეში ჩარლზ რასელი და მისი «ბიბლიის მკვლევარები» ამტკიცებდნენ, ეზეკიელისა და დანიელის წიგნებზე დაყრდნობით, რომ 1914 წელს უნდა დასრულებულიყო ქრისტეს მიერ ნაწინასწარმეტყველები «წარმართთა ჟამი» (ლუკა 21:24). ფორმალურად მათი პოზიციიდან ეს წელი არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა წლებისაგან. ეს იგივეა დღეს რომ თვითნებურად განვაცხადოთ, რომ მსოფლიო უნდა შეიცვალოს, ვთქვათ, 2048 წელს. (აი რატომაა აბსურდული ბრალდება, რომ ბიბლიის მკვლევარებმა ბიბლია 1914 წელს «მოარგეს». რა აზრი აქვს ისეთი რამის წელზე მორგებას, რომელიც ჯერ არ მომხდარა და რომლის შესახებაც ჯერ არაფერია ცნობილი?)

რაღაცაში რასელი შეცდა, მაგრამ სხვაში მართალი აღმოჩნდა: 1914 წელი ისტორიული წელი გამოდგა ყველანაირი გაგებით. რადიკალური ცვლილებები მოხდა როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე თვითონ რასელის ორგანიზაციაშიც. საიდან უნდა სცოდნოდა მას იმის შესახებ, რომ ამ წელს დაიწყებოდა ისტორიაში პირველი ომი, რომელსაც მსოფლიო ომს უწოდებდნენ და რომლის მსვლელობის დროსაც თვითონ მოკვდებოდა, მისი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში, ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე დიდი განხეთქილება მოხდებოდა, შემდგომ ეს ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით ციხეში აღმოჩნდებოდა ცრუ ბრალდებებით, სამწყსო იქნებოდა დეზორიენტირებული, მთელი საქმიანობა შეჩერდებოდა და ჯგუფი ფაქტიურად შეწყვეტდა არსებობას?

მაგრამ უფრო საკვირველი ისაა, რაც შემდეგ ხდება. ბიბლიის მკვლევართა ხელმძღვანელებს მოულოდნელად ამნისტიას უცხადებენ და ათავისუფლებენ. ორგანიზაცია მალევე გამოცოცხლდა. მაშინვე იწყება თავისი მაშტაბებითა და სიჩქარით კოლოსალური სამქადაგებლო კამპანია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ისტორიაში. სულ რაღაც რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბიბლიური ჭეშმარიტება დედამიწის კველა კუთხე-კუნჭულში აღწევს, პატარა კუნძულების ყველაზე დაშორებულ სოფლებშიც კი, სადაც არცერთი მისიონერის ფეხი არ დადგმულა. ამ ჭეშმარიტებას მილიონობით მქადაგებელი ასწავლის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. მათი ბეჭდური სიტყვა, ყველაზე გავრცელებული ჟურნალების რეიტინგში პირველ ადგილებს იკავებს. სულ რაღაც რამოდენიმე წლის განმავლობაში იქნა გამოაშკარავებული, თითქმის 2000 წლიანი რელიგიური სიცრუე. ჭეშმარიტებები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ჩანასახშივე ისე ეფექტურად ისპობოდა, რომ ათ ადამიანსაც კი არ შეეძლო ერთ აზრში გაერთიანება, უცბად, მძლავრად, ასობით ენაზე, ყველა შესაძლებელი საშუალებებით დაიწყო მათი გავრცელება გლობალური მაშტაბით.

როდესაც ამას ვუფიქრდები, ის კი არ მაკვირვებს, თუ რას ლაპარაკობენ ამის შესახებ იეჰოვას მოწმეები, არამედ ის, თუ რას ამბობენ ამაზე სხვები. რადგან ძალიან ბევრს ესმის სწორად ბიბლიის ძირითადი სწავლებები და ისინი ხედავენ, რომ 20-ე საუკუნის დასაწყისიდან ეს სწავლებები აღარ ხვდებიან წინააღმდეგობებს, ტრიუმფალურად მოიარეს მთელი მსოფლიო და მილიონობით ადამიანი დაიბყრეს. და ვფიქრობ, ისინი ამას კი ხედავენ, მაგრამ სწორი დასკვნების გამოტანის ეშინიათ კონიუკტურული მოსაზრებების გამო. ჩემთვის ეს ამ სწავლებების ჭეშმარიტების მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

1914 წელი – უცნაური დოქტრინაა? ნუ გვექნება უცნაური დოქტრინების შიში, ფაქტებს შორის კონფლიქტის უნდა გვეშინოდეს. ფაქტები ხომ იმაზე საუბრობენ, რომ ჩვენ თავბრუდამხვევი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ. ძალიან მოკლე დროში, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დაწყებული, რელიგიურ სივრცეში ძალების სრული გადაწყობა მოხდა. ჯერ კიდევ გუშინ ელინიზირებულ ეკლესიები აკონტროლებდნენ ყველას აზროვნებას; სწავლებები სამების შესახებ, ცეცხლოვანი ჯოჯოხეთისა და მეტაფორული ღვთის სამეფოს შესახებ შეურყეველნი იყვნენ; ცალკეული «ერეტიკოსები», რომლებიც ბედავდნენ მათთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაშინვე სასწრაფო დახმარების ოპერატიულობით კოცონზე ან  სახრჩობელაზე იგზავნებოდნენ. დღეს ეს ეკლესიები მთელ მსოფლიოში ცარიელდებიან და მათ ბარ-რესტორნებად აკეთებენ, მათი მთავრობაზე გავლენა ნულამდე დაეცა, ერეტიკოსები კი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ჟურნალებს უშვებენ. ბოლოები პირველები გახდნენ, პირველები კი – ბოლოები. ორ ეპოქას შორის გამყოფი ხაზი 1914 წლის მიდამოებში გადიოდა. მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს აქვთ ამ მოვლენების ბიბლიური ახსნა.

კარგად დააკვირდით ზემოთ მოყვანილ ეკლესიის სურათს, რომელიც ბარადაა გადაკეთებული, ეს დღეს უკვე გავცელებული მოვლენაა. ეს  – ჩვენი ქრისტიანული ეპოქის  სახეა, ჩვენი თაობის სახე. წარმართთა ჟამი ნამდვილად დასრულდა. ჭეშმარიტების ჟამი დაიწყო.

-----------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий