воскресенье, 30 марта 2014 г.

"პირველი და უკანასკნელი" - მხოლოდ ერთია?




გამოცხადების წიგნის დასაწყისში, ჭეშმარიტმა ღმერთმა თვითონ დაადასტურა თავისი ავტორობა: «მე ვარ ალფა და ომეგა*… ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე». მზგავს სიტყვებს ასევე წიგნის ბოლოშიც ვხვდებით: «მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული»#. (გამოცხადება 1:8; 22:13) ალფა – ეს ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა კი – ბოლო; ერთი დასაწყისს წარმოადგენს, მეორე კი – ბერძნული ანბანის დასასრულს. ამიტომ ფრაზები «ალფა და ომეგა», «პირველი და უკანასკნელი», «დასაწყისი და დასასრული» წარმოადგენენ პარალელიზმებს და ერთი და იმავეს აღნიშნავენ. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოს წარმოადგენს ფრაზა «პირველი და უკანასკნელი», ორი მიზეზის გამო: 
  •  პირველი. იეჰოვა ღმერთი მას თავის მიმართ იყენებს როგორც გამოცხადებაში, ასევე ესაიას წიგნში, და ამიტომ ის ბიბლიაში წარმოგვიდგება როგორც ერთგვარი დამაკავშირებელი ძაფი და ღმერთის უფრო სრულად გაცნობაში გვეხმარება. – ესაია 44:6; 48:12 
  •  მეორე. ეს ფრაზა ერთჯერადად იქნა გამოყენებული იესო ქრისტეს მიერ, როგორც თავისი ტიტულის შემადგენელი ნაწილი, გამოცხადების 1:17,18-ში: «მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი.» 

სავსებით ბუნებრივად იბადება რიგი კითხვები: რა გაგებითაა იეჰოვა «პირველი და უკანასკნელი»? იმავე აზრით იყენებს თუ არა, რა აზრითაც ღმერთი, იესო ამ ფრაზას თავის თავთან მიმართებაში, და ხდის თუ არა ეს მათ ერთ პიროვნებად? რა პირობებში შეიძლება არსებობდეს ერთდროულად რამოდენიმე «პირველი და უკანასკნელი», და შეიძლება თუ არა, რომ ამ ყველაფერს მოვუძებნოთ ლოგიკური ახსნა? 




იქიდან დავიწყოთ, რომ ყოველდღიურობაში ფრაზეოლოგიზმი «პირველი და უკანასკნელი» ნიშნავს უბრალოდ «ერთადერთს» (მაგ. «პირველად და უკანასკნელად ვაკეთებ»,  «პირველი და უკანასკნელი გაფრთხილება»). ეს თავისთავად განმარტავს უკვე ბევრ რამეს. ამ ძირითადი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვიხილოთ, თუ როდის და რა გაგებით უწოდებს საკუთარ თავს იეჰოვა «პირველს და უკანასკნელს».

როგორ რელიგიურ და ისტორიულ ფონზე იწყებს იეჰოვა, თავისი 
«ერთადერთობის» განსაკუთრებულ ხაზგასმას? ეს ესაიას წინასწარმეტყველების ზუსტად ის ნაწილია, რომელიც შეიცავს ცნობას, ბაბილონის ტყვეობიდან განთავისუფლებული იუდეველებისთვის – დაწყებული მე-40 თავით და ზევით. ვის უნდა უმადლოდნენ იუდეველები თავის განთავისუფლებას? ვის გადაუხდიან მადლობას და ვის განადიდებენ ისინი? რადგან ქალდეური პანთეონის თაყვანისმცემელთა შორის დაიბადნენ და მათ შორის გაატარეს თავისი ცხოვრება, ხომ არ გადმოიღეს მათ ის რელიგიური კონცეფციები, რომლებიც ბაბილონში იყო მიღებული, როგორც ოდესღაც მათმა მამა-პაპამ გადმოიღო ეგვიპტიდან ოქროს ხბოს კულტი? რა კონცეფციები იყო ეს? 

მარდუქის თაყვანისცემა. ეს უბრალოდ ცალკეული ღმერთის თაყვანისცემა როდი იყო. როგორც ეს ხშირად ხდება პოლითეისტურ რელიგიებში, ძვ.წ. 1-ლი ათასწლეულის 
 ბაბილონელი ქურუმების მიერ, ყველა ღვთაება მარდუქის განსახიერებად ცხადდებოდა. ნინურტა — მიწათმოქმედების მარდუქი, ნერგალი — ომის მარდუქი, ზაბაბა — ხელჩართული ორთაბრძოლის მარდუქი, ენლილი — ძალაუფლებისა და ბჭობის მარდუქი, სინი — მარდუქი, ღამის მნათობი, შამაში — სამართლიანობის მარდუქი, ადადი — წვიმების მარდუქი და ა.შ.... მარდუქის კულტი იმდენად ძლიერი იყო ბაბილონში, რომ ბაბილონის დამპყრობმა და იუდეველთა განმათავისუფლებელმა კიროსმაც კი, აუცილებლად ჩათვალა რომ თავისი წარმატება მარდუქის მხარდაჭერად ჩაეთვალა. ნაწილობრივ კიროსს ეს ბაბილონელმა მღვდლებმა მოახვიეს თავს, რომლებმაც ის მხსნელად შერაცხეს, რომელმაც ნაბონიდის დიქტატურა დაამხო. კიროსი პირველ რიგში პოლიტიკოსი იყო, ასეთი რელიგიური კომპრომისი კი ძალიან სასარგებლო პოლიტიკური ნაბიჯი იყო. აი რა არის ამის შესახებ ნათქვამი ვიკიპედიაში
იმ დროს გაჩნდა დოკუმენტი, რომელიც დაწერილი იყო ბაბილონურად და ბაბილონელთათვის, — «კიროსის მანიფესტი». ის პროპერსიულად განწყობილმა ოლიგარქებმა შეადგინეს. «მანიფესტის» სავსებით ვრცელ შესავალში აღწერილია ნაბონიდის «უგვანობანი» და ის ცოდვები რომელიც მან ღმერთ მარდუქის, ტაძარ ესაგილესა და ბაბილონის წინაშე ჩაიდინა. როცა ღმერთი მარდუქის მოთმინების ფიალა აივსო, მან მოძებნა კიროსი, ანშანის მეფე, გადასცა მას ძალაუფლება ერებზე და ასევე,  მის მზრუნველობას დაუქვემდებარა ბაბილონიც, რომლის მცხოვრებნიც მას დიდი სიხარულით ხვდებოდა, როგორც უწმნიდური მეფე ნაბონიდისაგან მხსნელს. კიროსის ძალაუფლება, ბაბილონში არ განიხილებოდა როგორც უცხოტომელთა მმართველობა, რადგან მან მეფობ «ღმერთი მარდუქის ხელიდან მიიღო», რითაც აღასრულა ძველი წმინდა ცერემონიები.

«მანიფესტში» კიროსი ამბობდა:«... ღმერთები ... მე დავაბრუნე მათ ადგილას და მოვაწყე მათი მარადიული საცხოვრებელი. მე შევაგროვე მთელი მათი ხალხი და მათ დასახლებებში დავაბრუნე. და შუმერისა და აქადის ღმერთები, რომლებიც ნაბონიდმა ღმერთების მეუფის განსარისხებლად ბაბილონში გადმოიტანა, ღმერთ მარდუქის, დიდებული უფლის ბრძანებით, მე წარმატებით მოვათავსე მათ სასახლეებში, გულის სიხარულის საცხოვრისში».

რა თქმა უნდა, ყველა ეს რელიგიური ცერემონიები ვერ დარჩებოდა იუდეველთათვის შეუმჩნეველი, რომლებიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბაბილონში იმყოფებოდნენ. ამავდროულად, იუდეველების განთავისუფლების და ტაძრის აღდგენის ბრძანების გაცემისას, კიროსი უკვე იეჰოვას სახელით გამოდის: 

«აი რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი: „დედამიწის ყველა სამეფო იეჰოვამ, ცათა ღმერთმა მომცა და დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. თუკი ვინმე არის თქვენში მისი ხალხიდან, მისი ღმერთი იყოს მასთან, დაე, წავიდეს იერუსალიმში, იუდაში რომ არის, და აღადგინოს ისრაელის ღვთის, იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის სახლი, იერუსალიმში რომ იყო! დანარჩენებმა კი, რომლებიც მისი ხიზნობის ადგილებზე ცხოვრობენ, მისცენ მას ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ნივთი, პირუტყვი და ნებაყოფლობითი შესაწირავი ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის, იერუსალიმში რომ იყო“». - ეზრა 1:2-4

წარმოიდგინე, როგორი დაბნეულობის გამოწვევა შეეძლო კიროსის ასეთ ერთმანეთის საწინააღმდეგო სიტყვებსა და მოქმედებებს ზოგიერთ სულიერად ჩამოუყალიბებელ ისრაელიანში. ხომ შეიძლება ზოგიერთ მათ მეზობელს იეჰოვა მარდუქის ერთერთ განსახიერებად მიეჩნიათ? ხომ შეიძლება, რომ ბაბილონელ იუდეველს გასჩენოდა აზრი, რომ იეჰოვა და მარდუქი ერთსულოვნად მოქმედებდნენ, მხარს უჭერდნენ კიროსს, ბაბილონელი ტირანების დასჯაში და ერებისათვის თავისუფლების მინიჭებაში? ხომ შეიძლება ზოგიერთი მიდრეკილი ყოფილიყო რომ იეჰოვა განეხილა როგორც ღმერთი, რომელიც სულ ახალ და ახალ სახეს იღებდა? ეს ჩვენთვის უცნობია. მაგრამ იეჰოვამ წინასწარ განჭვრიტა, რომ ამ დროს მის განთავისუფლებულ ერს განსაკუთრებული შეხსენება დასჭირდებოდა იმის შესახებ, რომ იეჰოვა ერთადერთია, რომ მხოლოდ მან ერთმა იწინასწარმეტყველა განთავისუფლების შესახებ, და მხოლოდ და მხოლოდ მან იხსნა თავისი ერი.

იეჰოვას განსაკუთრებულობას ეძღვნება ესაიას წიგნის 40-52 თავები 
თითქმის სრულად. ზემოთ აღწერილ რელიგიურ ფონს თუ გავითვალისწინებით, უფრო ადვილად მივხვდებით, რატომ და რა გაგებით ლაპარაკობს ამ თავებში იეჰოვა თავის თავზე როგორც «პირველზე და უკანასკნელზე». შემდეგი მუხლების კითხვისას, ყურადღება მიაქციეთ არა მარტო ამ ფრაზას, არამედ ასევე სიტყვების გამეორებას «მე იგივე ვარ»: 
«ვინ მოიმოქმედა და ვინ გააკეთა ეს? ვინ მოუხმო თაობებს დასაწყისიდან? მე, იეჰოვამ, პირველმა. მათთვისაც იგივე ვიქნები, ვინც ბოლოს გაჩნდება!». – ესაია 41:4

«თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,— ამბობს იეჰოვა,— ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება. მე, მე ვარ იეჰოვა და ჩემს გარდა არავინაა მხსნელი». «მე ვამბობდი, ვიხსნიდი და ვაგებინებდი, როცა თქვენს შორის არ იყო უცხო ღმერთი. ასე რომ, თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,— ამბობს იეჰოვა,— და მე ღმერთი ვარ. მე ყოველთვის იგივე ვარ…» - ესაია 43:10-13

«აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის მეფე და გამომსყიდველი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: მე ვარ პირველი და უკანასკნელი, ჩემს გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი! ვინ არის ჩემი მსგავსი?! დაიძახოს, რომ მითხრას და წარმომიდგინოს თავისი მტკიცება; მოყვნენ, რაც უნდა მოხდეს და რაც მას შემდეგ იქნება იმ დღიდან, რაც ძველი ხალხი შევქმენი!… განა იმ დროიდან არ გაგონებდით და არ გეუბნებოდით თითოეულს?! თქვენა ხართ ჩემი მოწმეები! განა არსებობს ღმერთი ჩემს გარდა?! არა, არ არის სხვა კლდე, არ ვცნობ არც ერთს!». – ესაია 44:6-8

«მე, იეჰოვა, ყველაფერს ვაკეთებ, მე თვითონ გადავჭიმე ცა და განვავრცე დედამიწა. ვინ იყო ჩემთან?!» - ესაია 44:24

(კიროსს) «მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის! ჩემს გარდა არავინ არის ღმერთი! სარტყელს შემოგარტყამ, თუმცა არ მიცნობ, რათა ხალხმა მზის ამოსავლიდან და მისი ჩასავლიდან იცოდეს, რომ არავინ არი ჩემს გარდა! მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!… მე, იეჰოვა ვაკეთებ ყოველივე ამას!». – ესაია 45:5-7; ასევე მუხლები 18, 21

«მე იგივე ვარ კაცის სიბერემდე, გაჭაღარავებამდე მე ვატარებ მას… გახსოვდეთ თავდაპირველი, რაც დიდი ხნის წინათ მოხდა, რომ მე ვარ ღმერთი და არ არსებობს სხვა ღმერთი, არც ვინმე - ჩემი მსგავსი». – ესაია 46:4, 9

«მისმინე, იაკობ, და შენ, ისრაელო, რომელსაც მოგიწოდე! მე იგივე ვარ. მე პირველიც ვარ და უკანასკნელიც». – ესაია 48:12

წაკითხულიდან ნათელი ხდება, რომ იეჰოვა «პირველი და უკანასკნელია» ამ სიტყვათა ბრუნვის პირდაპირი გაგებით
, ანუ ერთადერთია. მის გარდა არავინაა ჭეშმარიტი ღმერთი. არც მანამდე ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება, რადგანაც ის მარადიულია. გარდა ამისა, მასთან არ ყოფილა «სხვა ღმერთი» არც შემოქმედებისას, არც ისრაელი ერის ერად ჩამოყალიბებისას, არც წინასწარმეტყველებების წარმოთქმისას და არც მათი შესრულებისას. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი კუთხე, რომლის დანახვაშიც ფრაზა «მე იგივე ვარ» გვეხმარება. რა არის მისი შინაარსი?

«მე იგივე ვარ», ანუ სიტყვასიტყვით «მე ვარ [ზუსტად] ის» - ესაა ებრაული ფრაზის ואני הוא(ani-hu) თარგმანი, რომელიც, თუმცა არ წარმოადგენს კონკრეტულ საკრალურ ტიტულს, იუდეველების მიერ მაინც ითვლებოდა ღმერთის ერთერთ თვითგამორკვევის ფორმად (2 მეფეთა 2:14). პირველად თვითონ იეჰოვა უწოდებს თავის თავს ასე კანონის 32:39, შემდეგ კი მრავალჯერ ესაიაში, ზუსტად იმ «მანუგეშებელ» თავებში (41:4; 43:10, 13; 46:4; 48:12; 52:6). რას ნიშნავს ეს სიტყვები და რა დამატებით აზრს სძენენ ისინი განსაზღვრებას «პირველი და უკანასკნელი»?

«მე ვარ ის, ვინც ეს გააკეთა», სიამაყით ვამბობთ, როდესაც მეგობრებს ვაჩვენებთ რამეს რაც ჩვენი ხელით გავაკეთეთ. «მე ვარ ის, ვისაც თქვენ ელოდებით», შეიძლება ვუთხრათ უცნობ ადამიანს, რომელიც ვთქვათ რკინიგზის სადგურზე გვხვდება. ნათელია, რომ ფრაზა
 ani-hu-ს ერთზე მეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ესაიას ვიწრო კონტექსტში ის, სავარაუდოდ, ღმერთის უცვლელობაზე მიუთითებს, ამიტომაც ახალი ქვეყნიერების თარგმანში თარგმნილია როგორც "მე იგივე ვარ". მაგალითად, როდესაც მოსაუბრეს გვინდა ჩვენი თავი შევახსენოთ, შეიძლება ვუთხრათ: «მე ვარ – ის, ზუსტად მე ვარ – ის ადამიანი». იეჰოვაც ასე ამბობს: «მე ვარ, მხსნელი  – ზუსტად ის ღმერთი, ვინც ეს იწინასწარმეტყველა, მე იგივე ვარ, რაც ვიყავი. და არა ორი სხვადასხვა ღმერთი». 

როდესაც ასეთ კონტექსტში იმყოფება, ფრაზა «პირველი და უკანასკნელი» ასევე შეიძლება მიუთითებდეს ღმერთის უცვლელობაზე. «პირველი», ანუ აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთი, გამოსვლისა და წინასწარმეტყველებების ღმერთი – ეს იგივეა ვინც «უკანასკნელი», გამომსყიდველი, განმათავისუფლებელი ღმერთი და ღმერთი რომელიც კიროსს ხელმძღვანელობს. ანუ, ღმერთის არანაირი სახით ცვლილება არ მომხდარა, ის არ ქცეულა ახალ ინკარნაციად, როგორც ამას მარდუქსა და სხვა ცრუ ღმერთებს მიაწერდნენ.

დიახ, იეჰოვას გარდა არ არის, არ ყოფილა და არც იქნება სხვა ღმერთი და თვითონ იეჰოვაც არასოდეს არ იქცევა სხვა ღმერთად. აი რას უნდა მიმხვდარიყვნენ ისინი, ვინც მისი მოწმეები უნდა გამხდარიყვნენ. 


__________________________________________________

თქვენა ხართ ჩემი მოწმეები,— ამბობს იეჰოვა,— ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემს შემდეგ იქნება... 
მე ყოველთვის იგივე ვარ… 
(ესაია 43:10-13)
__________________________________________________


ეხლა იმაზე ვისაუბროთ, თუ რატომ უწოდებს იესო თავის თავს «პირველს და უკანასკნელს»?(გამოცხადება 1:17) ჩვენ, როგორც უცვლელ ფაქტს ვიღებთ იმას, რომ იესოს საკმარისი საფუძველი გააჩნდა იმისათვის რომ ასე ეწოდებინა თავისი თავისთვის. ელენემტარული ლოგიკა გვკარნახობს, რომ ერთდროულად შეუძლებელია ერთზე მეტი "პირველი და უკანასკნელი" ღმერთი არსებობდეს. საკმარისი იქნებოდა რომ იესოს ეს სიტყვები იგივე კონტექსტში და იგივე გაგებით გამოეყენებინა, როგორშიც იეჰოვა იყენებს, რომ ეს აუცილებლად მიგვიყვანდა მოდალიზმის თეოლოგიური კონცეფციის, ანუ «საბელიანური ერესის» მიღებამდე - ანუ ღმერთის ისეთ წარმოდგენამდე, რომლის თანახმადაც ის სხვადასხვა დროს იქცევა ხან მამად, ხან ძედ, მაგრამ მუდამ მხოლოდ ერთერთ მათგანად. ამ დოქტრინას არა მხოლოდ საღი აზროვნება და ბიბლია უარყოფს, არამედ ასევე «ტრინიტარები ყველა ქვეყნისა» (თითქოს სამების შესახებ მათ გაგებას უკეთესად აღიქვავდეს გონება).

ერთდროულად ორი «პირველის და უკანასკნელის» არსებობა შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საუბარია განსხვავებულ კატეგორიებზე - თუ ისინი სხვადასხვა სფეროებში არიან "პირველი და უკანასკნელი". მაგალითად ავიღოთ ოჯახი: ქალს ერთდროულად შეიძლება ჰყავდეს «პირველი და უკანასკნელი» ქმარი და «პირველი და უკანასკნელი» ბავშვი. მათ თავისუფლად შეუძლიათ თანაცხოვრება როგორც ერთ სახლში, ასევე ამ ქალის აღქმაში. აქაც იგივე სიტუაციაა:
 იეჰოვა თუ «პირველი და უკანასკნელი» (ერთადერთი) ღმერთია, იესო «პირველი და უკანასკნელი» (მხოლოდშობილი) ძეა 

საინტერესოა, რომ გამოცხადების 1:17-ის ზუსტად ასეთი გაგების სასარგებლოდ საუბრობს ერთი სავსებით ავტორიტეტული ბერძნული ხელნაწერი, ალექსანდრიული კოდექსი, სადაც ნაცვლად «პირველისა და უკანასკნელისა» ჩვენ ვკითხულობთ «პირმშო და უკანასკნელი». როგორც ჩანს, ადრეული ქრისტიანები იესოს ამ ტიტულს განიხილავდნენ 
უფრო «მხოლოდშობილი ძის» გაგებით, ვიდრე «მხოლოდშობილი ღმერთის» გაგებით. მაგრამ მოდით უფრო ჩავუღრმავდეთ. რაზე საუბრობს უახლოესი კონტექსტი? 
«მე ვარ პირველი და უკანასკნელი და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი, მაგრამ, აი, ცოცხალი ვარ სამარადისოდ და მაქვს სიკვდილისა და სამარის გასაღებები». – გამოცხადება 1:17, 18

ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ტიტულ «პირველსა და უკანასკნელს» განსაზღვრული საზღვრები გააჩნია, როგორც მე-18 მუხლიდან ჩანს, ის იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის თემების მიდამოებში მდებარეობს. ქრისტე გახდა პირველი მათგან, ვინც პირველი აღდგომისას იყვნენ აღდგენილნი, და უკანასკნელი, ვინც უშუალოდ იეჰოვა ღმერთმა აღადგინა. ამ აღდგომის შემდგომი მონაწილეები ღმერთის მიერ ქრისტეს მეშვეობით იქნებიან აღდგენილნი, ვინაიდან მას აქვს «სამარის გასაღებები». (იოანე 6:40; 1 კორინთელთა 6:14) ქრისტე იყო მათი პირველნაყოფი, ვინც სიკვდილის ძილით მიიძინა. (1 კორინთელთა 15:20; გამოცხადება 1:5) აღსანიშნავია, რომ როდესაც ტიტული «პირველი და უკანასკნელი» მომდევნო ჯერზე გამოიყენება იესოსთან მიმართებაში გამოცხადების 2:8-ში, ეს სიტყვები სიკვდილთან და აღდგომასთანაა დაკავშირებული. ხოლო როდესაც იეჰოვაზეა საუბარი, არავითარი აზრობრივი ჩარჩოები არ დგინდება.

თუ ვინმეს მოეჩვენება, რომ არათანმიმდევრული ვიყავი, როდესაც ტიტული 
«პირველი და უკანასკნელი» ჯერ განვიხილე როგორც «მხოლოდშობილი ძე», შემდეგ კი როგორც «ერთადერთი, რომელიც უშუალოდ ღმერთმა აღადგინა სულიერი ცხოვრებისათვის», მაშინ ავხსნი, რომ ბიბლია ძალიან მკაფიო პარალელს ავლებს ძის შექმნასა და მის აღდგომას შორის. იმდენად მკაფიოს, რომ პირველი ახსნა მეორეს უბრალოდ ავსებს, და არანაირად არ ცვლის. ყურადღება მიაქციეთ, რომ წინასწარმეტყველური სიტყვებს ფსალმუნის 2:7-დან - «შენ ჩემი ძე ხარ, მე დღეს გავხდი შენი მამა», - მოციქულები თანმიმდევრულად იყენებენ იესოს აღდგომასთან დაკავშირებით. (საქმეები 13:33; რომაელები 1:4; ებრაელები 1:5; 5:5). ასევე მის გვერდით ვხვდებით გამონათქვამებს «პირმშო ყველა ქმნილებას შორის» და «პირმშო მკვდრებს შორის». (კოლოსელთა 1:15-18) გამოდის, რომ იესო ერთდროულად წარმოადგენს «პირველს და უკანასკნელს», ვინც უშუალოდ იეჰოვამ შექმნა, და «პირველს და უკანასკნელს», ვინც უშუალოდ იეჰოვამ აღადგინა მკვდრეთით (ხელახლა შექმნა), ანუ მკვდრეთით აღდგომით «მხოლოდშობილ ძეს». 

ასეთ აზრობრივ ჩარჩოებში განხილული იესოს ტიტული, არანაირად არ ეწინააღმდეგება წერილებს და არ მოდის კონფლიქტში იეჰოვას, როგორც 
«ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი» ღმერთის, უმაღლეს მდგომარეობასთან.

______________________________________

* იმის მტკიცებულებებისათვის, რომ ტიტული "ალფა და ომეგა" გამოცხადებაში მხოლოდ იეჰოვასთან მიმართებაში გამოიყენება, მკითხველს შეუძლია მიმართოს წიგნს "მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე", გვ. 399, 400.
# იმის გასაგებად, რომ სიტყვები გამოცხადების 22:13-დან იეჰოვას მიეკუთვნება, შეგიძლიათ მიმართოთ რუბრიკას "მკითხველთა შეკითხვები"  Watchtower 53 1/1 31-ში

--------------------------------------------------------



თარგმნილია: bibleapology.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:





Комментариев нет:

Отправить комментарий