четверг, 13 марта 2014 г.

ბელზებულის ძალა თუ ღვთის სული?



მათეს 12:31-ში იესომ თქვა ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ ღვთის სულის გმობა ადამიანს არასოდეს ეპატიება. ამ ფრაზის გასაგებად საჭიროა განვიხილოთ კონტექსტი – სიტუაცია, რომელშიც ის ითქვა. იესო ფარისეველთა ბრალდებას პასუხობს, და ჩვენ ვერ გავიგებთ მისი პასუხის აზრს, თუ ბრალდების არსს არ გავუკეთებს ანალიზს.


ხოლო ამის გამგონე ფარისევლები ამბობდნენ: ეს თუ ეშმაკებს აძევებს, მხოლოდ ეშმაკთა მთავრის, ბელზებულის შეწევნითო. მაგრამ იცოდა იესომ, რასაც ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი, გინდა სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო? და მე თუ ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღვთის სასუფეველს. ან როგორ შეიძლება ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებორკავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას. ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არ კრებს, - ფანტავს. ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს, მაგრამ სულის გმობა არ მიეტევება მათ. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება მას; მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სული წმინდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას, არც ამ წუთისოფლად და არც საუკუნო სოფლად (მათე 12:24–32).


მაშ ასე, ფარისევლებმა ბრალი დასდეს იესოს იმაში, რომ ის დემონებს ბელზებულის (სატანის) ძალით განდევნის, რაზეც იესო პასუხობს, რომ ის ამას სულ სხვა ძალით აკეთებს. დააკვირდით, მთელი საუბარი იმის გარშემო ტრიალებს, თუ ვისი ძალა გამოიყენება ამ სასწაულის მოხდენისას. ეს მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს.

რატომ ისაუბრა იესომ ასე მკაცრად წმინდა სულის გმობისა და მისი მიუტევებლობის შესახებ? ამის მიხვედრა იოლია, თუ ფარისეველთა ბრალდების აზრს ჩავუკვირდებით. ძალას, რომელსაც იესო იყენებს, – ღვთის წმინდა სულს, – ისინი სატანას მიაწერენ. მათ ნახეს სასწაული იეჰოვასაგან, მისი სულის პირდაპირი მოქმედების შედეგი, მაგრამ იმის ნაცვლად რომ ამ სასწაულისათვის იეჰოვა განადიდონ, მათ ეს სატანას მიაწერეს. შესაბამისად, მათ ფაქტიურად იეჰოვა სატანას გაუტოლეს. ეს ძალიან სერიოზული ცოდვაა, ღვთისგმობის ტოლფასი. შემდეგ მუხლში იესო ამატებს, რომ ეს იმაზე უფრო სერიოზულიც კია, ვიდრე მასში არ ამოიცნონ მესია. მესიის არაღიარება – სერიოზული ცოდვაა, მაგრამ არც იმდენად სერიოზული, როგორც ღმერთის სატანასთან გატოლება, თვალნათელი სასწაულის შემდეგ პირდაპირი ღვთისგმობა. იესოს უნდა რომ დაანახოს ფარისევლებს მათი განაცხადის სერიოზულობა.

ზოგი ამ ფრაგმენტით სამების დამტკიცებას ცდილობს, მაგრამ ეს შეუძლებელია თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ქრისტეს გმობა ეპატიება ადამიანს, წმინდა სულის კი – არა. ეს ნიშნავს, რომ სამების მეორე და მესამე პირები უკვე არ არიან თანაბარნი, მეტიც, მესამე მეორეზე მაღლაც კი დგება თავისი სტატუსით. გარდა ამისა, ღმერთი აღარ გამოდის ერთარსი: თუ ღმერთის ერთ ნაწილს დავგმობთ, შესაძლებელია პატიების მიღება, ხოლო თუ მეორეს – შეუძლებელია. ყოველივე ეს ძალიან არ ეთანხმება, სამი პირის მკაცრი თანასწორობისა და ერთარსობის იდეას.

(და საერთოდ, ეს ძალიან საინტერესო საკითხია: ვინ განალაგა სამების სამი პირი ზუსტად ასეთი წყობით და რატომაა ის სწორი? რომელი პარამეტრითაა, ვთქვათ, პირი «მამა» პირველი – ასაკით, მეთაურობით, ბუნებით, როლით თუ კიდევ სხვა რამით? პირებს რომ ადგილი შევუცვალოთ, მაგალითად «სული» დავაყენოთ პირველ ადგილზე, ხოლო «მამა» – მესამეზე, ეს იქნება ბიბლიური სწავლების დარღვევა თუ არა? თუ ეს არ იქნება დარღვევა, შესაბამისად, პირთა თანმიმდევრობა პირობითია და მათი ცვლა ისე შეიძლება როგორც გაგვიხარდება. ხოლო თუ ეს დარღვევა იქნება, მაშინ პირები ვერანაირად ვერ არიან თანასწორნი, რადგან მათ შორის განსხვავება არსებობს.)

ამ ბიბლიურ ფრაგმენტში კარგად ჩანს, თუ რას წარმოადგენს ღვთის სული და რა როლს თამაშობს ის იესოს შემთხვევაში. ის არაა ცალკე პიროვნება ანგელოზის მზგავსად, რომელიც სამების პირველ და მეორე პირებს შორის კურსირებს, არამედ არის ძალა, გავლენა ან ზემოქმედება, რომლის დახმარებითაც იესო სასწაულებს ახდენს. ის ეკუთვნის ღმერთს და სხვას არავის, თუმცა ღმერთს შეუძლია ის იმას მისცეს, ვისთვისაც საჭიროდ ჩათვლის. ამ მუხლებში სამჯერაა გამოყენებული სიტყვა «შეწევნა»(საპატრიარქოს თარგმანი), რაც ძალას და დახმარებას ნიშნავს. დავუკვირდეთ, იესო ღვთის სულს ბელზებულის ძალას უპირისპირებს:


და მე თუ ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი. ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკეთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღვთის სასუფეველს.

მე ჯერ არსად შევხვედრივარ, რომ ბელზებელის ძალას პიროვნებად, სახედ ან იპოსტასად აცხადებდნენ, თვითონ ბელზებელს კი – ორებად ან ორერთობად.

სხვა მუხლებიც არსებობს, სადაც ღვთის სული ძალასთან ერთადაა მოხსენიებული: ლუკა 1:35; საქმეები 1:8; 10:38; რომაელები 15:13; 1 თესალონიკელთა 1:5.

იესოს ამ სიტყვებზე დაფიქრება სასარგებლოა, რადგან ჩვენ ცხოვრებასაც შესაძლებელია მართავდეს ან ბელზებულის ძალა, ან იეჰოვას სული. არჩევანი მუდამ ჩვენზეა დამოკიდებული.

------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

რა არის წმინდა სული?

ციტატები სამებაზე

ღმერთთან გააზრებული თამანშრომლობა

Комментариев нет:

Отправить комментарий