среда, 5 марта 2014 г.

სად მოიხსენიება ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი?



ძალიან მიყვარს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს ჩემი საყვარელი კითხვებიდან ერთერთია. თანაც წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ თანამოსაუბრეს არ სწამს, რომ ქრისტიანულ ტექსტებში ოდესმე იყო ტეტრაგრამატონი.

გადავშალოთ გამოცხადების მე-19 თავი, სადაც 1, 3, 4, 6 მუხლებში, წერია ცნობილი სიტყვა «ალილუია». ყველამ როდი იცის, რომ ეს ორი ებრაული სიტყვა, ნიშნავს «განადიდეთ იაჰ», სადაც იაჰ (იახ) – ღვთის სახელის - იეჰოვა - შემოკლებული ფორმაა. საპატრიარქოს თარგმანში პირველი მუხლი ასე გამოიყურება:

შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!


ეს სიტყვები ბიბლიის თითქმის ყველა თარგმანშია, მხოლოდ მათი გადმოცემის ფორმები განსხვავდება. როგორც ვხედავთ, უკვე შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ახალ აღთქმაში ღმერთის სახელი არ არის. ის, რომ ბერძნულ ტექსტში ეს სიტყვა თარგმანის გარეშე ზის, ვერანაირად ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენს წინაშე ღმერთის სახელია. წიგნ გამოცხადების პირველმა მკითხველებმა, თანამედროვე მკითხველთაგან განსხვავებით, მშვენივრად იცოდნენ ამ ებრაული ფრაზის მნიშვნელობა, ამიტომ იოანეს თავისუფლად შეეძლო თავისთვის, მისი თარგმნის გარეშე დაწერის უფლება მიეცა.

სხვა მუხლებში ღმერთის სახელი პირდაპირ არ არის დასახელებული, მაგრამ მაინც მოიხსენიება. მაგალითად, გამოცხადების 14:1-ში ღმერთის სახელი შუბლებზე აწერია 144 ათას ერთგულ ქრისტიანს, გამოცხადების  3:12-ში კი ის ყველა «მძლეველს» აწერია. მეორე შემთხვევაში ამას უბრალოდ ვინმე კი არ ამბობს, არამედ თვითონ იესო, თანაც ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი პატივით წარმოთქვავს ის ამ სიტყვებს. მოდით წავიკითხოთ ეს საინტერესო მუხლი, ის ამას იმსახურებს:


მძლეველს სვეტად ვაქცევ ჩემი ღვთის ტაძარში და ის აღარასოდეს გავა გარეთ. დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს და ჩემი ღვთის ქალაქის სახელს - ახალ იერუსალიმს, რომელიც ზეციდან ჩამოდის ჩემი ღვთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.

უპირველესად, ყურადღება მივაქციოთ, რომ იესოსა და მისი მამის სახელი განსხვავდება – ეს არაა ერთიდაიგივე სახელი, არამედ ორი სხვადასხვა. და მეორე, ჩვენი უფალი პირადად «დაგვაწერს» ჩვენ თავისი მამის სახელს. ისინი, ვისაც ამ სახელზე ალერგია აქვს, ვისაც მისი ბიბლიიდან ამოღება უნდა, ვინც მას მხოლოდ და მხოლოდ მავნე სექტებთან ასოცირებს, უნდა მოემზადონ ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის. ვინაიდან ამ სახელის გაგონებაზე დღეს თუ იჭყანებით, მაშინ რაღას იგრძნობთ, როდესაც მას ზედ დაგაწერენ? და თუ ის ოდესღაც ზედ დაგეწერებათ, ხომ არ ღირს მომზადების პროცესში ხანდახან მაინც გამოიყენოთ ის? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: მოინდომებს კი იესო ამ სახელის მათზე დაწერას, ვინც მას პრინციპულად არ იყენებს, ვინც მტრად ექცა ამ სახელს?

სხვათაშორის, გამოცხადების 3:12-ში კიდევ ერთი საინტერესო თავისებურებაა: იესო ერთ მუხლში ოთხჯერ უწოდებს იეჰოვას «ჩემს ღმერთს».

გამოცხადების 16:9-ში ცოდვილები «ღვთის სახელს გმობენ». მსგავსი სიტყვებია ასევე გამოცხადების 13:6. ებრაელთა 13:15-ში მოციქული მოგვიწოდებს «ვაქოთ და ვადიდოთ მისი სახელი». მათეს 6:9-ში იესო ყველასათვის ცნობილ ლოცვას «მამაო ჩვენო» შემდეგი სიტყვებით იწყებს: «წმინდა იყოს სახელი შენი».

მაშ ასე, ახალ აღთქმაში არის ღვთის სახელი, 4-ჯერ წარმოთქმით და კიდევ მინიმუმ 6-ჯერ წარმოუთქმელად, თანაც ეს თუ არ ჩავთვლით იდიომატიკურ ბრუნვებს, როგორიცაა «მამის სახელით» (როგორც მათეს 28:19 და საქმეების 15:14). კიდევ რა მიზეზებს გამოვნახავთ იმისათვის, რომ არ გამოვიყენოთ ეს სახელი? მაშინაც კი, თუ მიგვაჩნია, რომ იესო და მოციქულები წერილების კითხვისას ღვთის სახელს ტიტულებით ცვლიდნენ და ყველა ის თარგმანი ცდება, რომელიც ახალ აღთქმაში ღვთის სახელს აღადგენს (ამ საქმეში «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» მარტო არ არის), ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახდენთ იმ ფაქტის იგნორირებას, რომ ქრისტე და მოციქულები იმოწმებენ და განადიდებენ ამ სახელს. ის თვითონ ქრისტიანებზეც კი «წერია». ერთ შემთხვევაში მას პირადად ქრისტე განადიდებს, თანაც როდესაც ცაში იმყოფება, როდესაც არავითარი «ადამიანური ბუნება» აღარ აქვს მას. ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, უნდ მივბაძოთ მას (1 პეტრე 2:21).

იქნებ, 10-ჯერ – ძალიან ცოტაა? მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ თუ რომელიმე სწავლება იშვიათად მოიხსენიება ბიბლიაში, ესე იგი მისი იგნორირება შეიძლება. მაშინ, იესო 10-ზე ნაკლებჯერ მოიხსენიება «ღმერთად», მაგრამ ეს ხელს არ უშლის მილიონებს იმაში რომ სამების იწამონ. უამრავი ბიბლიური სწავლება არსებობს, რომლებიც მხოლოდ 1 ან 2 მუხლზეა დაფუძნებული. არა, პატიოსანმა მკვლევარმა უნდა აღიაროს, რომ მტკიცებულებები საკმარისია.

მე აქ სპეციალურად არ ვლაპარაკობ ძველ აღთქმაზე, რომელიც ასევე ავტორიტეტულია ქრისტიანებისთვის (2 ტიმოთე 3:16) და რომელშიც ღმერთის სახელი ექვსი ათასზე მეტჯერ გვხვდება. მაგრამ მოდით მაინც ვნახოთ, თუ რა წერია ბიბლიის ამ ნაწილის ბოლოში:

მზის ამოსავალიდან მზის ჩასავალამდე დიდებული იქნება ჩემი სახელი ხალხებში (მალაქია 1:11).

მალაქია – ებრაული კანონის ბოლო წიგნია. ის ძვ.წ. მე-5 საუკუნეში დაიწერა – ქრისტემდე სულ რამოდენიმე საუკუნით ადრე. მასში სულ ოთხი თავია. ანუ, ახალ აღთქმამდე სამი თავით ადრე ჩვენ იმის შესახებ მკითხულობთ, რომ ღმერთის სახელი დიდებული იქნება ხალხებში. როდის უნდა შესრულდეს ეს სიტყვები? მალაქიასა და ქრისტეს შორის 400 წლიანი დროის მონაკვეთში, რომელშიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ისტორიისთვის არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა? არა, აქ ლაპარაკია მომავალზე – უკვე ქრისტიანულ ეპოქაზე. დიდებულია თუ არა იეჰოვას სახელი თქვენს ცხოვრებაში, თქვენს ოჯახში, თქვენს რელიგიურ საზოგადოებაში? ყოველი ქრისტიანისთვის ღირს ამაზე დაფიქრება.

---------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში

არ დასცდეს ის თქვენ ბაგეებს

"იაჰვე" თუ "იეჰოვა" უმცირესობის ავტორიტეტული აზრი

Комментариев нет:

Отправить комментарий