понедельник, 17 марта 2014 г.

ჩვენი ღმერთის ცხებული



ქრისტიანულ სამყაროში უბედურებაა! კრიზისია. ტრაგედიაა. ყველას გაუგია სიტყვა «ქრისტე», მაგრამ მცირედმა თუ იცის, რას ნიშნავს ის. თანაც ეს აბსტრაქტული თეორიული საკითხი როდია, რომელიც მხოლოდ კაბინეტების ლიგვისტებისთვისაა საინტერესო. სიტყვა «ქრისტე» იესოს როლსა და დანიშნულებაზე მიუთითებს. ეს არც სახელია და არც გვარი, ესაა საზოგადო სახელი ტიტულის სახით, თანაც გააზრებული ტიტულის. ეს იმის გაგების გასაღებია, თუ რისთვის მოვიდა ის, რას გააკეთებს შემდგომ და როგორ გვეხება ეს ჩვენ. სასწრაფოდ საჭიროა მილიარდობით ქრისტიანის, ამ ძირითადი სწავლებების არცოდნისაგან გადარჩენა, რაც მთელ მათ ქრისტიანულ მრწამსს უაზროს ხდის. ეხლა ზუსტად ამით დავკავდებით.



ბერძნული სიტყვა ხრისტოს – ესაა ზმნიზედა, რომელიც წარმოშობილია ზმნიდან ხრიო. დვორეცკის ლექსიკონი შემდეგ მნიშვნელობებს აძლევს ამ ზმნას:

1. ცხება, წასმა, შეზელვა (ἐλαίῳ Hom.; μέλιτι Soph.; μύρῳ Luc., Plut.): κεχριμένος πίσσῃ Her. ფის წასმული;
2. საღებავის წაცხება, შეღებვა (ἐρευθεδάνῳ Her.; ὅπλα χρώματι Xen.; χρίεσθαι τὸ σῶμα μίλτῳ Her.);
3. ჩხვლეტა, [და]ნესტვრა (ὀξυστόμῳ μύωπι χρισθεῖσα, sc. Ἰώ Aesch.): χ. τινὰ κέντροις Aesch. ვინმეს [და]ნესტვრა.;
4. ზეთისცხების წესის შესრულება (ἔλαιον χ. τινά NT).

შესაბამისად, ხრისტოს ნიშნავს «ცხებულს». საუბრისას წარმოთქვამენ როგორც «ცხებული». რატომ ცხებული? ძველ მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, მიღებული იყო, რომ როდესაც ვინმეს რაიმე დიდ პასუხისმგებლობებს მიანიჭებდნენ მას თავზე სპეციალურ ზეთს ასხამდნენ (ჩვეულებრივ, ზეითუნის). ზუსტად ამ წეს-ჩვეულებას ეწოდება ზეთისცხება ანუ ცხება. ბროკგაუზის და ეფრონის ლექსიკონში ჩვენ ვკითხულობთ:

ცხებული – ბიბლიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პირს, რომელიც ზეთის ცხებით, სიმბოლოს სახით, უმაღლეს საპასუხისმგებლო მსახურებაში აჰყავთ – მღვდელმსახური, წინასწარმეტყველი და მეფე. ასეთი ზეთისცხების პირველ მაგალითს ბიბლიაში, წარმოადგენს აარონის მღვდელმთავრად კურთხევის ისტორია; შემდეგ ძალიან ხშირად გვხვდება მეფეთა ზეთისცხების შემთხვევები (მაგალოთად. საული და დავითი, წინასწარმეტყველი სამუელის მიერ), ასე რომ შედეგად თვითონ გამოთქმა: «სამეფოდ ცხება» ჩვეულებრივ რამედ იქცა მეფის ტახტზე დაბრძანებისას. წინასწარმეტყველები, როგორც სიმართლის უმაღლესი მსახურები, ასევე იცხებოდნენ თავისი მსახურებისათვის (მაგალითად. ელიამ სცხო თავისი მემკვიდრე ელისე – ნახე. 3 მეფეთა). იმის გამო რომ ეს სამივე უმაღლესი მსახურება იესო ქრისტეს პიროვნებაში იყო შეხამებული, ამიტომაც ეწოდება მას უპირატესად მესია ანუ ცხებული. მეფობისათვის ცხების ჩვეულება ძველი აღთქმისეული თეოკრატიიდან ქრისტიანულ ერებში გადავიდა, რომლებთანაც ცხება სამეფო ღირსების დადასტურების სიმბოლოდ იქცა. ამიტომ ეწოდებათ მეფეებს ცხებული ღვთისა.

მესია (მესიხა) და მაშიახ – ეს შესაბამისად სიტყვა "ცხებულის" არამეული და ებრაული ეკვივალენტებია.

იესო ნაზარეთელი არის ღვთის ცხებული როგორც მეფე და როგორც მღვდელმთავარი. როგორც მეფე ის დავითის ტახტს დაიკავებს და გრანდიოზულ გარდაქმნებს მოახდენს, თანაც არა მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე, არამედ მთელ დედამიწაზე:

ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მზგავსი; იგი ძველ დღეთასთან მივიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი მეფობა არ დაიქცევა (დანიელი 7:13–14).

დიდი იქნება იგი და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს. საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა  (ლუკა 1:32, 33).

იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული, თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე. ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე  (ზაქარია 9:9, 10).

ღვთის ცხებულის სამეფო უპრეცენდენტო ცვლილებებს მოახსენს, რომელიც სხვა არცერთ მმართველს არ ძალუძს:

და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით ღმერთი იქნება მათთან. შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ცრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი, აღაც გლოვა, აღარც ტირილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი  (გამოცხადება 21:3, 4).

ქრისტე ასევე ცხებულია როგორც მღვდელმთავარი, რათა ხალხს უშუამდგომლოს ღმერთის წინაშე და თავისი მსხვერპლის ფასით შეარიგოს ისინი:

ეგეც არ იყოს, ვინ მოთვლის, რამდენნი იყვნენ ის მღვდელნი, რადგან სიკვდილი გამორიცხავდა ერთის მღვდლობას, ხოლო მას, როგორც მარადის მყოფს, მღვდლობაც წარუვალი აქვს. ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი, რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდგომ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, -ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს   (ებრაელთა 7:23–28).

მართლაც, იესოს უდიდესი უფლებამოსილებები და ავტორიტეტი აქვს მიცემული (ფილიპელთა 2:9–11). თუმცა ისინი მარადიული როდია – ერთხელაც ის გადააბარებს მათ, მაშინ როდესაც მთელ ძალაუფლებას მამას დაუბრუნებს (1 კორინთელთა 15:28). მაგრამ მანამ ეს არ მომხდარა, ჩვენ მას უნდა მივყვეთ, იმიტომ რომ ისაა ერთადერთი გზა ღვთისაკენ (იოანე 14:6) 

როდესაც ვიცით, თუ რას ნიშნავს სიტყვა ქრისტე, ჩვენ უმნიშვნელოვანეს ჭეშმარიტებას ვფლობთ: ჩვენმა ღმერთმა ჩვენთვის მეფე და მღვდელმთავარი სცხო! ის გახდება ახალი დავითი და აარონი ერთ სახეში, მაგრამ სრულყოფილი, რომეზეც ცოდვას არ ექნება ძალაუფლება, და თანაც ისეთი ძალის პატრონი, როგორიც არავის არ ჰქონია. ნუთუ ეს სასიხარულო ცნობა არაა? იეჰოვამ არ დაგვტოვა გასაჭირში, ჩვენ პრობლემებთან პირისპირ, არამედ თავისი ცხებული გამოგზავნა ჩვენს გადასარჩენად!

აი რამდენი აზრი დევს ასეთ მოკლე სიტყვაში. ფაქტობრივად ეს აზრი შეადგენს ქროსტიანობის არსს. ყველა კონფესიის ქრისტიანებმა რომ იცოდნენ ამის შესახებ, მათი რელიგია და შეიძლება მათი ცხოვრებაც კი, სულ სხვაგვარი იქნებოდა.

------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

იესო არის ქრისტე

სასიხარულო ცნობა. რის შესახებ?

ახალ აღთქმაში, სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?

Комментариев нет:

Отправить комментарий