понедельник, 17 марта 2014 г.

პარადოქსულია - ესე იგი მართალია



მრავალჯერ მომისმენია ამის მზგავსი არგუმენტი: სამების შესახებ სწავლება ჭეშმარიტებაა, იმიტომ რომ პარადოქსულია. «ღმერთი – საიდუმლოებაა», «ამოუცნობია მისი გზები», «ის ჩვენს გაგებაზე მაღლა დგას», «ამის დეტალურად ჩამოყალიბება შეუძლებელია» და ა.შ. – ყოველივე ამას ვისმენთ გამუდმებით, მაშინ როდესაც ვინმე ეჭქვეშ აყენებს სამების შესახებ სწავლებას. ასეთ მსჯელობებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ.

პირველი, ასეთი ერგუმენტების ავტორები რაღაც მიზეზის გამო თვლიან, რომ პარადოქსულობა თავისთავად წარმოადგენს მტკიცებულებას. რაც უფრო პარადოქსულია, რაც უფრო გაუგებარი და ჩახლართულია, მით უფრო სწორია. მაგრამ ასეთი მიდგომა ჩვენ იქამდე მიგვიყვანს, რომ ნებისმიერი ეკლესია და ნებისმიერი ქრისტიანიც კი შეძლებს ნებისმიერი კონცეფციის მოფიქრებას, რომელიც მათ სჭირდებათ და დაიწყებენ მათ დაცვას მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ის სხვებისათვის გაუგებარია. ისინი იტყვიან, რომ ამას გულით მიხვდნენ, მათ სულიწმინდამ გაუცხადა ის და ა.შ. წარმოუდგენლად მოხერხებული რელიგია გამოვიდოდა.

საერთოდ, რატომ აქვს ღმერთს სამი სახე და ერთი არსი? თუ მაინცდამაინც პარადოქსების გზით მივდივართ, მაშინ ეს ძალიან პრიმიტიულია. ღმერთი უნდა იყოს როგორც მინიმუმ 58 სახით, 26 არსით, 14 დამატებითი მეორე რანგის მაკროარსით, 36 ნებით, 15 ენერგიით, ნანოარსის 46 დონით ღვთაებრივი ჰიპოსფერის მოდულაციით, რომელიც 8 ღვთაებრივი არხის ცენტრებს შორის მოძრაობს მიკრო-მაკრო-ტეტრა პენტაენერგეტიკული სულიწმინდის მატრიცის 16 არხით. ეს როგორც მინიმუმ. ამასთან ერთად ის უნდა ცხოვრობდეს მარსზე მიწისქვეშა სასახლეში, რომელიც სპილოს ძვლისგანაა აშენებული, უფრო უკეთესი კი იქნება – სატურნის რგოლებში ლევიტაცია (ან სამყაროში არსებულ ყველა ატომში). კიდევ შეიძლება დაემატოს, რომ ის ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, ბრძენიც და სულელიც და კიდევ სხვა და სხვა.

ასეთი ღმერთი უფრო ამოუცნობი, – და შესაბამისად, სამებაზე, – უფრო მეტად ჭეშმარიტი იქნება. თუ რას ლაპარაკობს ამაზე ბიბლია, აბსოლუტურად უმნიშვნელოა, საიდუმლოა და მორჩა. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება ასეთ განმარტებაში, საკმარისია მხოლოდ აღვშფოთდეთ: «ნუთუ შენ არ იცი, რომ ღმერთი – საიდუმლოა, შე სულელო ადამიანო?» საიდუმლო – ესაა უნივერსალური სუპერარგუმენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს რომ გავატაროთ ნებისმიერი იდეა და უკუვაგდოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა. მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ ეს არ გაამართლებს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება, ვინც ასეთ მიდგომას არასერიოზულად ჩათვლის.

მეორე, «საუდუმლო არგუმენტის» ავტორები ისე წარმოადგენენ სიტუაციას, თითქოსდა არატრინიტარული ქრისტიანები სამებას მხოლოდ მისი პარადოქსულობის გამო უარყოფენ, რაც სიმართლე არ გახლავთ. დიახ, პარადოქსულობა – საეჭვო რამეა, მაგრამ საქმე მასში როდი მდგომარეობს. სამება რომ ბიბლიური სწავლება ყოფილიყო, რომლის შესახებაც ბიბლია ნათლად ასწავლის, მაშინ პირადად მე (და ვფიქრობ, თითქმის ყველა) მივიღებდით მას მიუხედავად მისი პარადოქსულობისა. აი ამაშია საქმე. ამიტომ, როდესაც ჩვენ საიდუმლოებაზე და მისდაგვარებზე გველაპარაკებიან, ამით მხოლოდ არგუმენტების ჩანაცვლებას აკეთებენ. სამების ჭეშმარიტების საკითხთან არავითარი კავშირი არ აქვს საიდუმლოებას. ჭეშმარიტება დაკავშირებულია მხოლოდ ამ სწავლების ღვთის სიტყვაში არსებობაზე ან არარსებობაზე. მხოლოდ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. შესაბამისად, საიდუმლოებებზე საუბარი – ესაა უბრალოდ მეთოდი, რომ ყურადღება წყაროებიდან გადატანილ იქნას რაიმე ისეთზე, რასაც საქმესთან არავითარი შეხება არ აქვს.

საჭიროა პასუხი გაეცეს უბრალო და კონკრეტულ კითხვას: «რატომ უნდა გვწამდეს სამება?» «იმიტომ რომ ღმერთი საიდუმლოა» – ეს პასუხი არაა. პასუხი შეიძლება იყოს: «იმიტომ რომ ასე ასწავლის ბიბლია» ან «იმიტომ რომ ასე ასწავლის ჭეშმარიტი ეკლესია» (რის შემდეგაც საჭიროა დაამტკიცო, რომ მოცემული ეკლესია მართლაც ჭეშმარიტია). საიდუმლოებები და პარადოქსები თავისთავად ვერცერთ კითხვაზე ვერ სცემენ პასუხს, და მათზე საუბარი – დროის ფუჭად ხარჯვაა.

სამებაზე ასე ხშირად გარკვეული მიზეზების გამო ვწერ. თითქმის ყველა, ვინც კი მწერს და დისკუსიას მთავაზობს, მხოლოდ სამებაზე უნდათ ჩემთან საუბარი, რითაც მუდმივად მაძლევენ მასალას ამ თემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მე ამას თანამედროვე ქრისტიანობის მთავარ პრობლემად მივიჩნევ. ესაა საწამლავი, რომელმაც ყველაფერი მოწამლა. შეიძლება მრავალი სხვა საკითხი გვესმოდეს სწორად, მაგრამ სანამ პარადოქსების ამ ქალღმერთს არ შევაქცევთ ზურგს, ჩვენ ვერ შევძლებთ ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურებას. ეს უბრალოდ ბიბლიის სხვაგვარი გაგება როდია. ეს სხვა რელიგიაა.


------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ბიბლიის ღმერთს სცემს თაყვანს ქრისტიანული სამყარო?

70 კითხვა მათთვის ვისაც სწამს სამება

ციტატები სამებაზე

Комментариев нет:

Отправить комментарий