пятница, 7 марта 2014 г.

აკრძალულია თუ არა იეჰოვას მოწმეებთან უმაღლესი განათლების მიღება?



ამ მტკიცებულების სიმცდარეში რომ დავრწმუნდეთ, შეგვიძლია ინფორმაცია იეჰოვას მოწმეების ბიბლიოთეკაში (კომპაქტ-დისკი) მოვიძიოთ. ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ უმაღლესი (ან სხვა ნებისმიერი დამატებითი) განათლება წარმოადგენს ცოდვას, მიუღებელს და ა.შ. მაგალითად, აი რა წერია ისეთ ერთმნიშვნელოვნად ცუდ რამეებზე როგორებიცაა მოწევა და ნარკოტიკები: «ქრისტიანები არ ეწევიან თამბაქოს და არც ნარკოტიკებს იყენებენ სიამოვნების მისაღებად. ასეთი საქციელი არასწორია» (რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან, გვ. 25). როგორც ვხედავთ, ყველაფერი ნათელია. მაგრამ ჩვენ ვერსად ვნახავთ ასეთ ფრაზას: «ქრისტიანისთვის არ შეიძლება უმაღლესი განათლების მიღება». ყოველთვის ხაზი ესმევა, რომ ამ საკითხში ყველა ქრისტიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ქრისტიანისთვის საჭიროა ასეთი განათლების მიღება. წიგნში ახალგაზრდების შეკითხვები (ტომი. 1, გვ. 179) ჩვენ ვკითხულობთ: «თუ შენ, მაგალითად, მშობლების კმაყოფაზე ხარ და ისინი შენგან მოითხოვენ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლო, უნდა დაემორჩილო მათ (ეფესელთა 6:1-3)». განსხვავება დავინახოთ: თუ მშობლები შვილს აიძულებენ მოწევას ან რაიმე სხვა ცოდვის ჩადენას, ჩვენ ვერსად ვერ ვნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში ის უნდა დაემორჩილოს მათ. ამ შემთხვევაში მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა გამართლებულია. თუმცა უმეღლესი განათლების შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, სხვა სიტუაციაა – უნდა დაემორჩილოს.



ხანდახან ხაზიც კი ესმება უმაღლესი განათლების პლუსებს: «არაა გამორიცხული, რომ უმაღლესმა განათლებამ მომავალში სარგებელი მოგიტანოს» (იქვე, გვ. 177).

მაშინ რატომ საუბრობენ ხშირად იეჰოვას მოწმეები უმაღლეს განათლებაზე მცირედ ნეგატიურად? მთავარი მიზეზია მოტივები და მიზნები. ჩვეულებრივ რისთვის იღებს ხალხი ასეთ განათლებას? ხშირად ამ კითხვაზე ასე პასუხობენ: სამსახური რომ ვიშოვო და საკუთარი თავი ვუზრუნველყო. ეს არასწორი პასუხია. ნებისმიერ დასაქმების ცენტრში დაგიდასტურებენ, რომ საშუალო პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტები არანაკლები მოთხოვნილებით სარგებლობენ, თუ მეტით არა, ვიდრე უმალესი განათლების მქონეები, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლები ჯიუტად ამზადებენ უამრავ მენეჯერებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებს და სხვა მოდური პროფესიების ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ პროფესიით სამსახურის შოვნა ძალიან უჭირთ. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ არავის არ უნდა ქვისმთლელად ან ზეინკლად მუშაობა (თუნდაც საკმაოდ სოლიდური ხელფასი ჰქონდეს). და რატომ არ უნდათ? იმიტომ რომ ეს არაპრესტიჟულია. აი კითხვის სწორ პასუხთანაც მივედით.

უმაღლესი განათლების მიზნების ტიპიური აღწერა ასე გამოიყურება. მაგალითად ერთერთი უმაღლესი სასწავლებლის სარეკლამო ბუკლეტში წერია(პირობითად დავარქვათ "სწავლა"):

თბილისის მართვის სკოლა "სწავლა" – ესაა მომავლის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ლიდერობისა და კომუნიკაბელურობის უნიკალური ჩვევების შეძენისაკენ, იმ მმართველთა ახალი თაობისათვის, რომლებიც XXI საუკუნეს - ადამიანური რესურსის ეპოქას - ასე სჭირდება. უზიარებს რა პრაქტიკულ ცოდნას, თბილისის მართვის სკოლა "სწავლა"-ს მოწოდებაა მოამზადოს ბიზნეს-ლიდერები, რომლებიც თავისი პროფესიონალური ცოდნის გამოყენებას დინამიური ბაზრის პირობებში გეგმავენ, – ლიდერები, რომლებიც მომავალში საკუთარი ბიზნესს ჩაუდგებიან სათავეში და აღიარებული იქნებიან ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივად.

დააკვირდით, რამდენი ამბიცია და მაღალფარდოვანი სიტყვებია. უმაღლესი განათლება – ეს პრესტიჟისა და სოციალური სტატუსის ამბავია და არა ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების. ეს უბრალოდ სამუშაოს შოვნის საშუალება კი არაა, არამედ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნის საშუალებაა, «ბიზნეს-ლიდერად», «ეკონომიკის ლოკომოტივად», «საკუთარი ბიზნესის» შექმნის საშუალებაა და ა.შ. უმაღლესი განათლება – ესაა ერთერთი ეგრეთწოდებული სოციალური ლიფტი, რომელიც  საკუთარი სოციალური სტატუსის აწევის, «წარმატების მიღწევის», «ხალხში გამოსვლის» საშუალებას იძლევა (რათქმაუნდა, როდესაც ის მართლა მუშაობს და დიპლომი იმ ქაღალდზე ძვირი ღირს, რომელზეც ის წერია. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის). ადამიანთა ზოგიერთ წრეში, უმაღლესი განათლების არქონა, თითქმის სასირცხვილოდ ითვლება, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ადამიანი პიროვნულად ცუდია ან თავისი ოჯახის შენახვა არ შეუძლია. არა, უბრალოდ ასეა მიღებული, ასეთია ამ ქვეყნიერების სისტემა და თამაშის წესები.

რამდენად შეეფერება ეს ყველაფერი – მაღალანაზღაურებადი სამსახური, პრესტიჟი, საზოგადოებაში აღიარება – ქრისტიანულ ფასეულობებსა და ცხოვრების წესს? რამდენად შეეფერება მას იმის სურვილი, რომ არ იმუშაო არაპრესტიჟულ სამუშაოზე, არამედ ეცადო რომ მაინც და მაინც პრესტიჟული იშოვო? პატიოსანი პასუხი ასეთი იქნება: საერთოდ არ შეეფერება. რთული წარმოსადგენია, რომ პავლეს, პეტრეს ან ტიმოთეს ეოცნებათ პრესტიჟულ სამსახურზე და სოციალურ სტატუსზე და საამისოდ ყველანაირ მსხვერპლზე წასულიყვნენ. პავლე კარვებს კერავდა და ამით კმაყოფილი იყო. ზუსტად ესაა შრომისადმი ქრისტიანული დამოკიდებულება. იეჰოვას მოწმეები უბრალოდ ერთერთნი არიან იმ მცირეთაგან, ვინც ამის შესახებ ხმამაღლა საუბრობს.

შესაძლოა, ვინმე იმისთვის კი არ იღებს უმაღლეს განათლებას, რომ ბევრი ფული იშოვოს, არამედ იმიტომ რომ უნდა რაიმე საყვარელი საქმით დაკავდეს, მაგალითად გახდეს ექიმი ან მეცნიერი. კეთილშობილური მიზანია, უდავოდ, მაგრამ მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობს თუ რის ფასად და რისი დათმობით. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ პლიუსები კი  არ უნდა გავითვალისწინოთ, არამედ უნდა გავაკეთოთ პლიუსებისა და მინუსების შეფარდება. თუნდაც იგივე ექიმი რომ გახდეთ, საჭიროა ცხოვრების რვა წელი მისცეთ ამ საქმეს, რომლის დროსაც მუდმივად იქნება იმის საშიშროება რომ სულიერი საქმეები მიატოვოთ და სტრესისა და ფინანსური პრობლემების მსხვერპლი გახდეთ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ უკვე საკმაოდ ზრდასრული ადამიანი, მრავალი წლის განმავლობაში, მშობლების «კისერზე იჯდეს». სულ უფრო მეტად ვრცელდება კრედიტები განათლებისთვის, კრედიტი კი – ეს თავისთავად უკვე პრობლემაა. რამდენად ეთანხმება ეს ქრისტიანული ცხოვრების წესს? რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნება. მაგრამ ეს რისკი არსებობს და საჭიროა მასზე სათანადოდ დაფიქრება, რათა აწონოთ ყველა არსებული პლიუსი და მინუსი და მიიღოთ ბრძნული ქრისტიანული გადაწყვეტილება. ასევე გავიხსენოთ, რომ ქრისტიანი უკვე ეწევა ყველაზე მადლიერ სამუშაოს – ემსახურება ღმერთსა და მოყვასს. ზუსტად ამის დასანახვებლადაა მიმართული ის რჩევები, რომლებიც ხშირად აკრძალვებად აღიქმება.

მაგრამ მაშინ რა, თუ რომელიმე ადგილას, რაიმე ეკონომიკურ სიტუაციაში და რაიმე პირად მდგომარეობაში მართლაც შეუძლებელია ოჯახის რჩენა უმაღლესი განათლების გარეშე? რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მისი მიღება სრულიად გამართლებულია და არავის აქვს იმის უფლება რომ ქრიატიანი ასეთი არჩევნის გამო განსაჯოს. ზუსტად ამიტომ არ არიან იეჰოვას მოწმეები ამ საკითხში დოგმატურები. არავითარი უნივერსალური წესი არ არსებობს, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

მე ამ საკითხის გარშემო არსებული ემოციების რაოდენობა მაკვირვებს. ზოგირთი კრიტიკოსი მას ისე გადმოსცემს, თითქოს უმაღლესი განათლება – საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, თითქმის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და იეჰოვას მოწმეები კი თავს ესხმიან რაღაც წმინდას. რა პრობლემაა იმაში, თუ ვინმე უმაღლეს განათლებას არ მიიღებს? ეს რამენაირად მის ჯანმრთელობას ან კეთილდღეობას გააუარესებს? ოხ სულ დამავიწყდა, ვერცხლისფერ მერსედესს ვერ იყიდის. მართლაც რომ დიდი პრობლემაა. მაგრამ საკმაოდ უცნაურია ამ არგუმენტის იმ ხალხისაგან მოსმენა, რომლებიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ.

იეჰოვას მოწმეები არასოდეს ყოფილან პროფესიული განათლების, პიროვნული ზრდის ან ერუდიციის განვითარების წინააღმდეგი. დღეს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი კურსები ჩნდება, რომელიც  განათლების დისტანციურად მიღების საშუალებას იძლევა. ინტერნეტმა ზღვა შესაძლებლობები მოიტანა, თითქმის ნებისმიერ სფეროში თვითგანათლებისთვის. აბსოლუტური უაზრობაა იეჰოვას მოწმეების იმაში ბრალდება, რომ მათ სამწყსოს ცოდნის ვაკუუმში ყოფნა უნდათ. მათ ლიტერატურაში მუდმივად ხაზი ესმება ცოდნისა და უნარების მიღების აუცილებლობას, გრამატიკული და კულტურული საუბრის აუცილებლობას. უკვე ციტირებულ წიგნში ახალგაზრდების შეკითხვები (გვ. 176) ნათქვამია: «ბიბლიაში არაა ნათქვამი, თუ რამდენ წელს უნდა ისწავლოს ქრისტიანმა. და მასში არ განიკითხება განათლების მიღების სურვილი. იეჰოვა, დიდებული «მასწავლებელი», მოუწოდებს თავის ხალხს რომ მათ იცოდნენ კარგი კითხვა და საკუთარი აზრების კარგად გადმოცემა (ესაია 30:20; ებრაელთა 5:12; გამოცხადება 1:3). ამასთანავე განათლება დაგვეხმარება რომ უკეთესად გავუგოთ ხალხსა და ქვეყნიერებას, რომელშიც ვცხოვრობთ».

მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დამატებითი განათლების სისტემა, რომელიც ამ ქვეყნიერებაშია მიღებული, ხშირად არასწორ პრიორიტეტებზე და ფასეულობებზეა აგებული. და ეს ზუსტად პრიორიტეტებისა და ფასეულობების პრობლემაა და არა განათლების როგორც ასეთი. და პირადად მე ძალიან მომწონს იეჰოვას მოწმეების ამ საკითხისადმი ასეთი პოზიცია, იმიტომ რომ ის აჩვენებს მათ მზაობას, რომ თანმიმდევრულად და უკომპრომისოდ დაიცვან ბიბლიური ფასეულობების სისტემა, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ისეთებშიც კი, რომელზე ყურადღების გამახვილებაც მიღებული არ არის. ყველა ეკლესიას როდი აქვს იმის გამბედაობა რომ გაახმოვანოს ეს პრობლემა და თავის სამწყსოს ჯანსაღი დარიგება მისცეს ამ საკითხში. ჩვენ გვესმის, თუ რატომ: ეკლესია ძლიერ არის ინტეგრირებული ამ ქვეყნიერებაში და არ შეუძლია დინების წინააღმდეგ ცურვა. რაზე უნდა ილაპარაკო, როდესაც საკუთარი კათედრები აქვთ უმაღლეს სასწავლებებში?

უმაღლესი განათლება მატერიალური ცხოვრების პროგრამის პირველ სტადიას წარმოადგენს, რომელსაც ეს ქვეყნიერება გვთავაზობს (თუმცა შესაძლოა, მეორე იყოს; პირველია – ბავშვის მოწინავე სპეცსკოლაში მიყვანა). თუ არ გინდა რომ ვერცხლისმოყვარეობის ხაფანგში გაება, თუ შენთვის უცხოა გაგება «წარმატებული», ისე როგორც ეს ქვეყნიერებას ესმის, მაშინ რა საჭიროა ამ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმა? ასეთი განათლების მიღების სურვილი შეიძლება იმაზე მეტყველებდეს (კი არ მეტყველებს, არამედ შეიძლება მეტყველებდეს), რომ ადამიანმა არ იცის ღმერთზე მინდობა და არ ესმის რიგი ბიბლიური რჩევები, ისეთები როგორებიცაა მათეს 6:25–34 და 1 ტიმოთეს 6:6–10. თუმცაღა გადაწყვეტილებას მაინც თვითოეული ადამიანი იღებს, იმიტომ რომ ყველას განსხვავებული მდგომარეობა აქვს. მე ვიცნობ ხალხს, რომლებმაც მიიღეს ან ამ მომენტში იღებს უმაღლეს განათლებას (ვიცნობ ასევე მათ ვინც ასწავლის უმაღლეს სასწავლებლებში), და მათ არავინ განიკითხავს ამის გამო. მე თვითონაც დავამთავრე ერთერთი უმაღლესი სასწავლებელი. ეს ერთერთია იმ მითებიდან, რომლებსაც ჩვენი კრიტიკოსები ავრცელებენ.

------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com

ასევე წაიკითხეთ:

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

იეჰოვას მოწმეები და ვაქცინაცია

სტერეოტიპები და ფაქტები იეჰოვას მოწმეების შესახებ

Комментариев нет:

Отправить комментарий