пятница, 29 августа 2014 г.

თანამედროვე მენაშე: ნახევარი მსოფლიოსა და ორი პატიმრობის გავლით ჭეშმარიტებისაკენ



ვაქვეყნებ ძმა ბერნარდ ანიამას (Bernard Ezenagu Anyiam) ისტორიას, რომელიც მისმა მეგობარმა, ლეონიდ ივაშენკომ მოყვა

ბერნარდი ტიპიური აფრიკელი ბიჭი იყო მრავალშვილიანი ოჯახიდან, როგორებიც ნიგერიაში და აფრიკაში მილიონებია. ზრდასრული ცხოვრება არც თუ ისე ცუდად დაიწყო – შესაბამისი მომზადების შემდეგ, სამუშაოდ პოლიციაში მოეწყო. ის ახალგაზრდა და ძალღონით სავსე იყო და ძალიან მალევე, დამატებითი მომზადების გავლის შემდეგ, შსს-ს სპეცნაზში ჩაირიცხა. მას ოფიცრის წარმატებული კარიერა ელოდა მაღალი ანაზღაურებით, პრესტიჟითა და გარშემომყოფთა მხრიდან პატივისცემით.

ერთხელ ნიგერიის ერთ-ერთ სანავთობო რაიონში არეულობებმა იფეთქა, რომელთა ცენტრიც ერთ-ერთ სოფელში იყო. უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკაში სოფლებთან მიმართებაში მეტად მდგრადი ტრადიციები არსებობს. სოფელი – ესაა აფრიკული ცხოვრების ისტორიული და კულტურული ღერძი, მათში ცხოვრობენ პატივცემული ბელადები, იქიდან იღებენ სათავეს ყველა ტომები. ქალაქს აღსანიშნავი არაფერი გააჩნია, იქ უბრალოდ ფულს შოულობენ და მეტი არაფერი, მაშინ როდესაც მშობლიური სოფელი – ეს თითქმის იგივეა რაც წმინდა მიწა.



ბერნარდის ქვედანაყოფი არეულობების ზონაში იქნა გადატყორცნილი, სანავთობო ტერიტორიების ადგილობრივი ტომის ხელში გადასვლის აღკვეთის მიზნით. აჯანყებას ბელადი ჩაუდგა სათავეში, რომლის სურვილიც იყო, რომ თვითონ გაეკონტროლებინა «შავი ოქროს» მოპოვება და გაყიდვა. მისი პატარა დაჯგუფება შეიარაღებული იყო, სოფელი – მთელ პერიმეტრზე საკმაოდ მყარი ღობით შემოღობილი.

სპეცნაზის ბატალიონიდან გაგზავნილი ორი შუამავალი სოფლის მეომრებმა მაჩეტეებით აჩეხეს – მათ საძებნელად წასულმა სპეცნაზელებმა მხოლოდ მათი კიდურებიღა იპოვეს სისხლიანი სამხედრო ფორმის ნაფლეთებით. მოლაპარაკებების დრო დამთავრებული იყო. ბატალიონის პროფესიონალური სიამაყე კი შეურაცხყოფილი.

შსს-დან ბრძანება მოვიდა: სოფელი წაშლილი იქნას მიწის პირიდან, განადგურებული იქნეს მისი ყოველგვარი სახსენებელი, არავინ დაინდოთ. ისეთი რამის გაკეთება იყო აუცილებელი, რომ ადგილმდებარეობას არ შეტყობოდა, იქ თუ ოდესმე ადამიანს უცხოვრია. ამ მოვლენების არცერთი მოწმე არ უნდა დარჩენილიყო ცოცხალი. როგორი ჟურნალისტიც არ უნდა გამოჩენილიყო, საჭირო იყო მისი მხრიდან სრული სიჩუმის გარანტირება, ცნობილთაგან ყველაზე ეფექტური მეთოდით. ვერტმფრენებიც კი უნდა ჩამოეგდოთ.

ბელადის დასაკავებლად ბერნარდი ერთ-ერთი პირველთაგანი წავიდა. როდესაც ბელადის სახლში შეაღწიეს, პირველი ბელადის ერთ-ერთი ახალგაზრდა ცოლი შეეფეთათ ძუძუთა ბავშვით ხელში. მას მაშინვე უბრძანეს, რომ აბსოლუტური სიჩუმე დაეცვა, თუ ცოცხლად უნდოდა დარჩენა. რამოდენიმე ადამიანი ბელადის ოთახში შეიჭრა, თავისი სათქმელი ავტომატებმა თქვეს. შემდგომ სოფლის გენერალური შტურმი დაიწყო.

რამოდენიმე გაქცეულის მოძებნა, სასაკლაო, შემდგომ კი სოფლის მკვიდრთა დასაფლავება ცხრა დღე გრძელდებოდა. მოზიდულმა სამშენებლო ტექნიკამ ტერიტორიის დაგეგმარება ისე მოახდინა, რომ მართლაც არ დარჩა შენობების კვალიც კი. ცოცხლად სამნი გადარჩნენ: კათოლიკე მღვდელი (ბატალიონში იყვნენ როგორც ნიგერიის ჩრდილოეთი მხარის მუსლიმანები, ასევე სამხრეთის ქრისტიანები; კონფლიქტიც კი წარმოიშვა, როდესაც მუსლიმანებმა მღვდლის მოკვლა მოინდომეს) და ის ახალგაზრდა ქალი ჩვილთან ერთად. ის ცოცხალი დატოვეს, რადგან მან ხმაური არ ატეხა, რამაც უცაბედი თავდასხმა და წინააღმდეგობის სწრაფად ჩახშობა უზრუნველყო.

ასეთი გრძელი შესავალი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აიხსნას იმ ღრმა ჭრილობის მიზეზი, რომელიც ბერნარდის სულს მიადგა. ის ფსიქოლოგიურად განადგურებული იყო. ის მთელი სოფლის განადგურების მონაწილე იყო – რაც აფრიკული საზომითაც კი ექსტრაორდინარული მოვლენაა. ამ ეპიზოდის შემდეგ მან სამხედრო სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ეს არც თუ ისე იოლი იყო: აფრიკაში სპეცსამსახურებიდან წასვლა თითქმის იგივეა, რაც მაფიიდან წასვლა. ანუ ამის შემდეგ ადამიანს შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები შეემთხვეს, რომელიც საფლავში გაისტუმრებს მას. ენამ რომ ზედმეტი არაფერი ილაპარაკოს, ის სჯობია პატრონის თავთან ერთად იქნეს მოცილებული. ბერნარდმა ეს იცოდა.

მან ისე გააკეთა, რომ მისი პატაკი წასვლის შესახებ უფროსის მაგიდაზე მისი მივლინებაში წასვლის შემდეგ მოხვედრილიყო. ამასთანავე მან ქვეყნიდან გაქცევა გადაწყვიტა, რადგან დრო იყო საჭირო, რომ ყველაფერი დალაგებულიყო. ის თავის სოფელში არ გაქცეულა, სადაც ჩვეულებრივ გარბიან აფრიკელები თანასოფლელების მიერ დაცვის იმედით. მან იცოდა, რომ მას იქ ძებნასა და ლოდინს დაუწყებდნენ. იგი ლაგოსში გაიქცა, სადაც ერთ-ერთ რაიონში დასახლდა. ოთახი ღატაკ რაიონში იქირავა. დროგამოშვებით ჩადიოდა აბუჯაში, სადაც ზოგიერთ საელჩოში ვიზის მისაღებად შეავსო განცხადებები. 

იმ თვის განმავლობაში, სანამ ბერნარდი ვიზას ელოდა, მის კარებზე იეჰოვას მოწმეებმა დააკაკუნეს. ბერნარდ მოეწონა, რაც მოისმინა. მასთან დაწყებული იქნა ბიბლიის შესწავლა წიგნით «შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე».

ბრაზილია

ერთი თვის შემდეგ ბრაზილიაში შესვლის უფლება მიიღო. იმ ძმამ, რომელიც მასთან შესწავლას ატარებდა, უთხრა, რომ იმ ქვეყანაში ჩასვლიდან მალევე მას მოძებნიდნენ და ღმერთი აუცილებლად იზრუნებდა იმაზე, რომ მას სულიერი ზრდა გაეგრძელებინა.

ასეც მოხდა. ბერნარდის ჩასვლიდან და სან-პაულუს ერთ-ერთი კრიმინალური რაიონის ოთხოთახიან ბინაში დასახლებიდან მეორე თუ მესამე დღეს კარებზე დააკაკუნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბერნარდი თავის ბინაში მარტო არ იყო – ბინაში კიდევ 11 ნიგერიელი ცხოვრობდა. და აი მასთან ორი და მივიდა ინგლისურენოვანი ჯგუფიდან. ისინი ამ ბინის ერთ-ერთ მცხოვრებს ინახულებდნენ განმეორებით. ახლა კი ბერნარდმაც მიიწვია ისინი რათა შესულიყვნენ. დები გონივრულად იქცეოდნენ და შესწავლას სახლის კართან ატარებდნენ, ისინი არ აპირებდნენ იმ ბინაში შესვლას სადაც 12 მამაკაცი ცხოვრობდა.

ბერნარდმა მალე იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დაიწყო სიარული, მისი მეზობელი კი, რომელსაც ინახულებდნენ, ამის გამო აღშფოთდა. აღმოჩნდა, რომ ჭეშმარიტება მას ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ ძმები ხანდახან მას გემრიელი ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ და ხანდახან რაიმე ტანსაცმელს აძლევდნენ. ეხლა კი ყველაფერი ბერნარდს ხვდებოდა.

ბერნარდი კი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა კრება «ბრაზილიის ბაღი»-ს (Jardin Brasilia) შეხვედრებზე ტირადენტესის რაიონში, სან-პაულუ. შეხვედრის შემდეგ ერთი ოჯახი მას თავისთან იწვევდა ხოლმე შესწავლაზე და სადილზე. ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა – ერთ საბედისწერო დღემდე. როდესაც პოლიცია მოვიდა და ბინის ყველა მცხოვრები დააპატიმრა. რომელიღაც მათგანი ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ყველა აიყვანეს, მათ შორის ბერნარდიც. შემდეგ დაიწყო დაკითხვები და ამოცნობები.

ბერნარდ დარეკვის უფლება მისცეს, და მან ძმა ურბანს შეატყობინა – მას, ვინც სადილებზე იწვევდა. კრება ბერნარდისათვის ლოცულობდა, ციხეში უგზავნიდნენ საკვებს, ბიბლიას და ლიტერატურას, ძმები მას ინახულებდნენ. სასამართლო განხილვა ნახევარი წელი გრძელდებოდა, რომლის განმავლობაშიც ბერნარდი და ყველა მისი ბინის მეზობელი ციხეში ისხდნენ.

ბოლოს როგორც იქნა სასამართლო შედგა, რომელმაც ბერნარდის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი: ბრაზილიის მთავრობამ ოფიციალურად მოუხადა ბოდიში, მას ერთი წელი მიეცა ყველა საქმეების მოსაგვარებლად, და ასევე შესაძლებლობა გაჩნდა ეგრეთ წოდებული მწვანე ბარათის ასაღებად.

მაგრამ, სამწუხაროდ, ციხე არ გამოირჩევა კეთილი თვისებებით, და ხანდახან მის მკვიდრებთან ურთიერთობის შედეგები შეიძლება სავსებით სავალალო აღმოჩნდეს. ზუსტად ასე დაემართა ბერნარდსაც. ციხეში ნახევარი წლის გატარების გამო, ის ცხოვრებაზე გაბოროტდა და გადაწყვიტა შური ეძია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე საკუთარი წარუმატებლობებისათვის. მან ასე განსაჯა: რადგან ნარკოტიკების გამო ჩავვარდი ასეთ დღეში, მაგრამ უდანაშაულოდ, ამ უსამართლობის კომპენსირება სავსებით შესაძლებელია.

ჯერ კიდევ ციხეში ჯდომისას მიიღო საჭირო მისამართები და რეკომენდაციები. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი დროის უქმად დაკარგვა არც უცდია: მოძებნა სათანადო ხალხი და ნარკოტიკების ყიდვასა და გაყიდვას მიჰყო ხელი. საქმეს სერიოზულად მიუდგა. მხოლოდ საკუთარ თავზე მუშაობდა და მხოლოდ დაშორებულ ტერიტორიებზე ახდენდა ნარკოტიკების გასაღებას. სულ უფრო ხშირად ახდენდა ნარკოტიკების საზღვარგარეთ მიწოდებას. იცოდა რა ოპერატიული სამსახურების მოქმედების მეთოდები, ის მოხერხებულად მალავდა კოკაინს სხვადასხვა საგნებში. დროდადრო მისი კურიერები თავად ასრულებდნენ კონტეინერების როლს – როდესაც კოკაინის ბურთულებს ყლაპავდნენ.

არაერთხელ სცადეს მისი დაჭერა და მოკვლა ადგილობრივმა ბანდიტებმა. მოკლული იქნა მისი 14 წლის დამხმარე. ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ სიმდიდრეც იზრდებოდა: მან შეიძინა ბინა, ბანკში ანგარიში გახსნა, მოიარა მსოფლიო, ფულს გზავნიდა ნიგერიაში – ის ხომ ოჯახის უფროსი შვილი, პირმშო გახლდათ. ჯიბეში უკვე ბრაზილიის მწვანე ბარათი ედო.

ბიბლიის შესწავლა გადადო – სინდისი არ აძლევდა უფლებას. მაგრამ ბერნარდმა კარგად იცოდა, რომ ადრე თუ გვიან გაჩერება მოუწევდა. მას მხოლოდ 100 ათასი დოლარის შოვნა სურდა, იმისათვის რომ კანონიერი ბიზნესი დაეწყო ბრაზილიაში. უბრალოდ ხილით ვაჭრობა კი არა, არამედ რაიმე სერიოზული. რამოდენიმე სერიოზული ოპერაცია – და მორჩა, შეძლებდა ნარკოტიკებით ვაჭრობის მიტოვებას, ბიზნესის დაწყებას და ბიბლიის შესწავლის განახლებას.

რამოდენიმე შეკვეთა შემოვიდა, რომელთა შორისაც ერთი არც თუ ურიგო შეკვეთა იყო მოსკოვიდან. მან ზუსტად მოსკოვის შეკვეთას მოჰკიდა ხელი. კიდევ ორი დამხმარე დაიქირავა, რათა კოკაინი «შეეფუთა» მათში და საკუთარ თავში. როგორც ის ვარაუდობდა ეს შეკვეთა ძალიან სერიოზულად მიაახლოვებდა თავის მიზანთან – წყნარ და მშვიდ ცხოვრებასთან. 

უფრო სწორად, მას ასე ეგონა. სინამდვილეში კი მთელი ეს ოპერაცია დასაწყისიდანვე ბრაზილიისა და რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ იყო. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მათი ერთობლივი ოპერაცია იყო.

რუსეთი

ბერნარდი და მისი კოლეგები შერემეტევო-2-ში «მიიღეს». ბუნდოვნად მახსოვს 1996 წელს რუსეთის ტელევიზიის ეპიზოდი, როდესაც სამი ნარკოკურიერი აჩვენეს. ერთ-ერთი ყმაწვილთაგანი, რომელსაც სახის ჩვენება აიძულეს, როგორც ვიხსენებ, ძალიან ჰგავდა ბერნარდს.

სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, ბერნარდი «ლეფორტოვოში» იმყოფებოდა. მთელი მისი რთული ცხოვრების მიუხედავად, სადაც არ უნდა წასულიყო, მას ყოველთვის თან დაჰქონდა ბიბლია და წიგნი «შენ შეგიძლია მარადიულად იცხოვრო სამოთხეში დედამიწაზე». საგამოძიებო იზოლატორში მას დაუბრუნეს ეს ნივთები. და აი, როგორც ოდესღაც ისრაელის მეფე მენაშე (2 მატიანე 33:13), ბერნარდი იძულებული იყო გაეხსენებინა, რომ არსებობს მოსიყვარულე შემოქმედი, რომელიც ყველანაირ ცოდვას პატიობს და ეხმარება ნორმალური ცხოვრების დაწყებაში. მან ღმერთს აღუთქვა, რომ მთელი სიცოხლის განმავლობაში ემსახურებოდა, თუ ციხიდან განთავისუფლდებოდა.

სასამართლო შედგა, ვერდიქტი ასეთი იყო: 13 წელი და 6 თვე უცხოელთა ბანაკში, მორდოვიაში. ბერნარდმა 1950-იანი წლების მრავალი ძმის გზა გაიმეორა, რომლებიც სამარცხვინოდ ცნობილ მორლაგში ისხდნენ. თუმცა, მის შემთხვევაში პატიმრობის მიზეზები არსებითად განსხვავდებოდა იმისაგან, რომლებისთვისაც ძმებს გზავნიდნენ იქ.

როდესაც მას შევეკითხე, თუ რას ფიქრობდა რუსეთის ციხეებზე და რით განსხვავდებიან ბრაზილიის ციხეებისაგან, მან მითხრა, რომ ბრაზილიური ციხე რუსულთან შედარებით – ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. ყველაზე რთული იყო: ზამთარი, სინესტე, საზიზღარი ხარისხის შავი პური, მოულოდნელი მოწყობები პლაცზე მსუბუქ ტანსაცმელში 25–35 გრადუსი ყინვისას. აფრიკელები განსაკუთრებით იტანჯებოდნენ. ბერნარდის სიტყვებით, სანამ იქ იყო, დაახლოებით აფრიკელების მესამედი დაიხოცა.

ბერნარდი კი მთელი გულით აღავლენდა ლოცვებს იეჰოვას მიმართ და ბიბლიას კითხულობდა. მისი ყურადღება კიდევ ერთმა ნიგერიელმა მიიპყრო, რომელიც იეჰოვას მოწმეს უწოდებდა თავს, – ტიმოტიმ. აღმოჩნდა, რომ ის კი არ იყო მოწმე, არამედ მისი ნათესავები იყვნენ მოწმეები: მამა, ბიძა და ძმები. მრავალი მათგანი დღეს უხუცესებად მსახურობენ ნიგერიასა და ლონდონში. ტიმოტი «გზასაცდენილი შვილი» აღმოჩნდა. მასაც იგივე პრობლემები ჰქონდა – ნარკოვაჭრობა. თუმცა მანაც გამოავლინა მენაშეს სული, და მათ ერთად დაიწყეს შესწავლა და შეხვედრების ჩატარება, ისე როგორც შეეძლოთ. დროთა განმავლობაში მათ რამოდენიმე უცხოელი შეუერთდა. მათმა ჯგუფმა დაახლოებით 7 კაცი შეადგინა.

ასეთი რელიგიური საქმიანობა ზონის ადმინისტრაციას არ მოეწონა. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელთა სულიერ მოთხოვნილებებზე იქ ზრუნავენ, თუმცა კი სპეციფიურად: ციხეში რეგულარულად მოდიან კათოლიკე მღვდელი და ლუთერანი პასტორი, შობას კი საჩუქრებს გადასცემენ.




თუმცაღა ბერნარდმა და მთელმა ჯგუფმა თავიდანვე უარი თქვეს ამ რელიგიური წარმომადგენლების შეხვედრებზე დასწრებაზე. ამან ადმინისტრაციის მკვეთრად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. მათი შეხვედრები აკრძალეს. საჭირო გახდა ყველა შესაძლო ინსტანციისათვის მიმართვა, და ბოლოს და ბოლოს მორდოვიის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა მიმართვაზე უპასუხა, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგია არ წარმოადგენდა აკრძალულს.

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო – ჯგუფს შეხვედრებისთვის გამოუყვეს როგორც დრო, ასევე ადგილი სასადილოს შენობაში. ერთ-ერთმა ადგილობრივმა კრებამ მათთან თანამშრომლობას გაუწია ორგანიზება და რეგულარულად აწვდიდნენ მათ ლიტერატურას. ძმებმა რომლებიც მათ ინახულებდნენ აუხსნეს, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინათ შესწავლა ჟურნალში მოცემული სტატიების საშუალებით.

ცოტა მოგვიანებით ჯგუფს ახალ-მოსული შეუერთდა – დიდი ბრიტანეთის მოქალაქე სახელად პოლ ბაუმანი. პოლი მოხერხებული ადამიანი იყო, ის რუსეთში ჩამოვიდა იმ იმედით, რომ  ფულს იშოვიდა ველური კაპიტალიზმის პირობებში. ბიზნესი აეწყო, განვითარდა, შემოსავალი წამოვიდა. მაგრამ, როგორც ნათქვამია, «რაც მეტია ქონება, მით მეტია მჭამელი» (ეკლესიასტე 5:11). პოლის სიმდიდრის ჭამაც მოინდომეს, თანაც დიდი რაოდენობით, ბატონმა მილიციონერებმა, რომლებსაც ძალიან მოეწონათ მისი საქმე.

პოლი გულწრფელად დარწმუნებული იყო, რომ კანონი მის მხარეს იყო, საქმის მიცემას არ აპირებდა, ხოლო მილიციონერების მუქარას, რომ ციხეში ჩასვავდნენ სულ მცირედაც კი არ აღიქვავდა სერიოზულ მუქარად. და სრულიადაც ცდებოდა. მალე მას საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევები «აღმოუჩინეს», რომლებიც განსაზღვრული ვადით პატიმრობას ითვალისწინებდნენ. მორდოვიის ბანაკებში გატარებულმა რამოდენიმე წელმა კარგად დაანახეს მას, თუ რას ნიშნავს კანონი რუსეთში.

პოლი ბერნარდზე ადრე გაანთავისუფლეს – 2002 წელს, მაგრამ მან მტკიცე პირობა დადო, რომ სახლში ჩასვლისთანავე მოძებნიდა იეჰოვას მოწმეებს და თვითონაც ერთ-ერთი მათგანი გახდებოდა. მოგვიანებით ჩვენ გავიგეთ, რომ მან პირობა შეასრულა. ასევე გაანთავიდუფლეს ტიმოტიც.

ბერნარდმა 7,5 წელიწადი მოიხადა და 2003 წლის ბოლოს ვადაზე ადრე გაანთავისუფლეს. გაირკვა, რომ ყველა მისი დოკუმენტი ვადაგასული და უმოქმედო იყო. ნიგერიის მოქალაქის პასპორტი დიდი ხანია რაც ვადაგასული იყო, ბრაზილიის მწვანე ბარათი უმოქმედო იყო და აღდგენას არ ექვემდებარებოდა. მოსკოვი ძალიან მტრული ქალაქი აღმოჩნდა. მას ძალიან ბევრი მუაშაობა მოუწია იმისათვის, რომ როგორმე მაინც გამოეკვება თავი. დაახლოებით ერთი წელი ერთ-ერთ თანამემამულესთან ცხოვრება შეძლო.

უკრაინა

მოსკოველი სკინჰედების აფრიკელებზე გამუდმებული თავდასხმების გამო, ბერნარდმა უკრაინაში გადაბარგება გადაწყვიტა – ეს 2005 წლის იანვრის დასაწყისში მოხდა. ეს ყოველივე არალეგალურად გაკეთდა – მას არავითარი დოკუმენტი არ გააჩნდა, გარდა ვადაგასული პასპორტისა და განთავისუფლების შესახებ ცნობისა. საბოლოოდ ბერნარდი ხარკოვში მოხვდა და გამყიდველის დამხმარედ დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში – ბარაბაშოვო.



ის იქვე, თავისი თანამემამულის მაღაზიაშივე დაბინავდა, თანაც თანამემამულე მისივე თანასოფლელი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. საცხოვრებლისა და საკვების სანაცვლოდ ის მზად იყო მთელი დღე ეშრომა.

თუმცა მალე თავის თანამემამულესთან რაღაც მისთვის ნაცნობი შეამჩნია – იეჰოვას მოწმეების ჟურნალები ინგლისურ ენაზე. იმ დროს ჩვენ უკვე აქტიურად ვქადაგებდით ინგლისურენოვან სამკალში. ხარკოვში კი ის არც თუ მცირე ზომისაა: დაახლოებით 10 ათასი ნიგერიელი და დაახლოებით 2 ათასი ადამიანი განადან. არსებობდა ინგლისურენოვანი ჯგუფი. ბაზარში აქტიურად ქადაგებდა რამოდენიმე სრული დროით მსახური.

ბერნარდის თანამემამულემ კითხვაზე, სად არიან ის ადამიანები, ვინც ეს ჟურნალები მისცეს, მიმავალ ადამიანებზე მიუთითა — ახალგაზრდა ყმაწვილზე და გოგონაზე. ის მათკენ გაექანა, დაეწია და შეხვედრების მისამართი გაიგო. 

და აი 2005 წლის 24 იანვარს ის ჩვენი კრების შეხვედრაზე გამოჩნდა. განაცხადა, რომ ის იეჰოვას მოწმეა. მაშინ ჩვენთან შესანიშნავი ძმა იყო, რომელიც შემდგომ მიმოსვლით მსახურებას ეწეოდა, ბილ მორისი. ის უკრაინაში 2003 წელს ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც 9 წელი იმსახურა ბრუკლინში და 8 წელი რუსულ კრებაში იქვე. 

კრების შეხვედრის შემდეგ ჩვენ ბერნარდს დაველაპარაკეთ და დავინახეთ, რომ ის სინამდვილეში არ იყო ჩვენი ძმა, თუმცა ბევრი კი იცოდა. ბილს თან ჰქონდა გარკვეული ოდენობის ფული და მან ის ბერნარდს მისცა, რათა მას ყველაზე აუცილებელიდან ზოგიერთი რამ მაინც ეყიდა. მან, როგორც შემდეგ მოყვა, მაშინვე იყიდა ნახმარი მობილური ტელეფონი, ანგარიში შეავსო და სახლში, ნიგერიაში დარეკა – ნათესავებს შეატყობინა, რომ ცოცხალი იყო.

მან მაშინვე მოითხოვა ბიბლიის შესწავლის განახლება. მე მეგობართან ერთად თითქმის წელიწადნახევარი დავდიოდი მასთან, რათა სულიერ ზრდაში დავხმარებოდით. ბერნარდი კარგად ორიენტირებდა მასალაში, და ჩვენ ვცდილობდით, რომ მის გულს შევხებოდით. საბედნიეროდ, მან უკვე კარგად გაითავისა გაკვეთილი, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მიღებული ცოდნა მაშინვე უნდა იქნას გამოყენებული. მან დაიწყო შეხვედრებზე დასწრება და ცხოვრების ბიბლიურ სწავლებებთან თანხმობაში მოყვანა.

ბერნარდი კარგი საფეხბურთო მსაჯი გახლდათ და არც თუ მცირე ფულს შოულობდა ამით, როდესაც ნიგერიულ გუნდებს მსაჯობდა, მაგრამ იმის გამო, რომ კრების შეხვედრები იმავე დღეს იმართებოდა, რომელ დღესაც მატჩები, მან გადაწყვეტილება მიიღო მიეტოვებინა ეს სამსახური. გარდა ამისა, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა, იცოდნენ რა ბერნარდის წარსულის შესახებ, რამოდენიმეჯერ შესთავაზეს კოკაინის მიწოდების ორგანიზება. ძალიან დიდ ფულს ჰპირდებოდნენ, თანაც წინასწარ. ხანდახან მას მართლა სჭირდებოდა ფული. თუმცა ეხლა მისთვის უკვე აღარ იდგა იმის არჩევანი – იეჰოვასთვის ესიამოვნებინა თუ გული ეტკინა მისთვის. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შეცვლილიყო და ღვთის მოსაწონი «ახალი პიროვნებით შემოსილიყო» (კოლოსელები 3:10).

და აი 2006 წლის აპრილში ბერნარდი და კიდევ ერთი ადამიანი, ლეო, მოინათლნენ, რითაც ჩვენი ჟგუფის ინგლისური სამკლის პირველ «ნაყოფებად» იქცნენ. ბერნარდს მაშინვე კარგად აეწყო ინგლისურ კრებაში მსახურება, მან სასიხარულო ცნობის გაზიარება დაიწყო აფრიკელებთან და რამოდენიმე ადამიანი ნახა, რომლებმაც ბიბლიის შესწავლა მოინდომეს.

ეპილოგის სანაცვლოდ

2006 წელს ჩვენს სახლში ტელეფონის ზარი გაისმა – მეზობელი კრების ძმებმა გვთხოვეს ჩაგვეწერა ახალგაზრდა ქალის მისამართი, რომელიც მათ სამეფო დარბაზში მივიდა შეხვედრაზე. ვიწერ და მესმის: ჩემი ქუჩა… ჩემი კორპუსი! ნეტა ვინ არის? ჩვენ კორპუსში ყველა გვიცნობს და ყოველთვის გაგებით ეკიდებიან, როდესაც ჭეშმარიტებაზე გვსურს საუბარი. და აი ბოლოს – ბინის ნომერი. პირდაპირ ჩვენს თავზე, სართულით მაღლა! ცოლს ვეუბნები: «აბა მაღლა გაიქეცი!»

აი ასე დავიწყეთ (უფრო სწორად, ჩემმა ცოლმა დაიწყო) ბიბლიის შესწავლა გოგონასთან სახელად ოქსანა. ის სწრაფად აღწევდა წარმატებებს, თუმცა დიდი ხანია რაც ჭეშმარიტებას იცნობდა: მისი და ჯერ კიდევ 1993 წელს იყო მონათლული. ოქსანამ კი თავისი სულიერი მოთხოვნილებები შედარებით გვიან გააცნობიერა. ის 2007 წელს მოინათლა. ბერნარდმა და ოქსანამ ერთმანეთი გაიცნეს, მოგვიანებით შეხვედრები დაიწყეს, და შედეგად 2008 წელს დაქორწინდნენ. დღეს მათ უკვე ორი ვაჟიშვილი ჰყავთ ბიბლიური სახელებით: პრომისი (ინგ-დან. promise – აღთქმა) და პრესიოსი (ინგ-დან. precious – განძი).



შეჰპირდა რა ციხეში ყოფნისას იეჰოვას, რომ მას ემსახურებოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება, ყოფილი მასობრივი მკვლელი და  ნარკოტიკებით საერთაშორისო მოვაჭრე დღემდე იცავს თავის სიტყვას. ცოლის გულისთვის მას ინგლისურენოვანი კრებიდან რუსულენოვან კრებაში გადასვლა მოუწია, რაც, თუმცა, მას არანაირად უშლის ხელს – ის შესანიშნავად ფლობს ორივე ენას.

მე უკვე ჩემი თხრობის დამთავრებას ვაპირებდი, მაგრამ უცბათ გამახსენდა: 2009 წლის ნოემბერში ბერნარდმა ერთ-ერთი ძმა გაიცნო ლონდონიდან, რომელიც სტუმრად ჩამოვიდა ინგლისურენოვან კრებაში. მან უთხრა, რომ იცნობდა პოლ ბაუმანს, რომელიც ასევე იეჰოვას მოწმე გახდა. როდესაც პოლმა გაიგო, რომ ბერნარდი ხარკოვში იმყოფება, ის პირველივე რეისით გამოქანდა, რომ ჩახუტებოდა თავის ყოფილ თანასაკნელს, ეხლა კი სულიერ ძმას.


პოლ ბაუმანი, ლეონიდ ივაშენკო, ბერნარდ ანიამა
------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.ru


ასევე წაიკითხეთ:

ათი მითი იეჰოვას მოწმეების შესახებ

რატომ დადიან ისინი

ციტატები იეჰოვას მოწმეებზე

Комментариев нет:

Отправить комментарий