воскресенье, 24 августа 2014 г.

სარგებელი სულისაგან

რატომაა ასე პოპულარული სწავლება ადამიანის უკვდავი სულის შესახებ? ვინ იღებს მისგან სარგებელს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას, მრავალი ადამიანი პასუხის ასეთ ვარიანტს მოიყვანს: «მღვდლები», რომლებიც საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებენ «საიქიო» ცხოვრებით, როდესაც ადამიანებს აღძრავენ ფული ჩადონ «იმ ქვეყნად» წასული გარდაცვლილი ახლობლების კეთილდღეობაში. და, რაღა თქმა უნდა, ეს ადამიანები მართლები იქნებიან.

თუმცა, ბიბლიას თუ ყურადღებით გამოვიკვლევთ ნათელი ხდება, რომ ამ სწავლებიდან ძირითად სარგებელს ის იღებს, ვისაც ბიბლია «სიცრუის მამას» უწოდებს (იოანე 8:44).

დაბადების მესამე თავში ჩვენ ვპოულობთ მომენტს, როდესაც ეშმაკი პირველად ნერგავს ადამიანთა აზროვნებაში აზრს იმის შესახებ, რომ მათ შეუძლიათ უკვდავები იყვნენ. როდესაც პირველმა ქალმა, ღვთისადმი განდგომის შედეგების შესახებ ღვთის გაფრთხილება გაიმეორა, რომელთა შედეგიც სიკვდილი გახდებოდა, რა უთხრა ეშმაკმა? «ამაზე გველმა უთხრა ქალს: არა, არ მოკვდებით» (დაბადება 3:4). იმუშავა ამ მოჯანყის ხრიკმა? ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარ თავზე შეიგრძნოს, თუ რა მწარე შედეგები მოიტანა ამ ცრუ სწავლებამ!


როგორც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში შეძლო სატანამ უკვდავების მითის შექმნა, და ამგვარად ადამიანების ღვთისაგან ჩამოცილება, ზუსტად ასევე დღესაც მილიონობით ადამიანი აგრძელებს იმავე სატყუარის «კენკვას», რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ადამიანების მსგავსად ისინიც შორდებიან ღმერთს...
---------------------------------------------------------

თარგმნილია: reasoning-bible.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий