пятница, 22 августа 2014 г.

ღმერთი და ბოროტება

არ ვიცი, მოხდა თუ არა ასეთი რამ სინამდვილეში, თუმცა თვითონ აზრთა სვლა ძალიან მომეწონა.

ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა ერთხელ უნივერსიტეტში თავის სტუდენტებს ასეთი კითხვა დაუსვა:
– ნუთუ ყოველივე, რაც არსებობს, ღმერთისგანაა შექმნილი?
ერთმა სტუდენტმა გაბედულად უპასუხა:
– დიახ, ღმერთისგანაა შექმნილი.
– ყველაფერი ღმერთმა შექმნა? - ჩაეკითხა პროფესორი.
– დიახ, სერ, – უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორმა უთხრა:
– თუ ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ესე იგი ბოროტებაც ღმერთმა შექმნა, რადგან ის არსებობს. და იმ პრინციპის თანახმად, რომ ჩვენი საქმეები თავად ჩვენ განგვსაზღვრავენ, გამოდის რომ ღმერთი არის ბოროტება.
სტუდენტი გაყუჩდა, ასეთი პასუხის მოსმენისას. პროფესორი ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. მან საკუთარი თავი შეაქო და განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღვთისადმი რწმენა – მითია.
კიდევ ერთმა სტუდენტმა ასწია ხელი და თქვა:
– შემიძლია კითხვა დაგისვათ, პროფესორო?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა პროფესორმა.
სტუდენტი წამოდგა და შეეკითხა:
– პროფესორო, სიცივე თუ არსებობს?
– ეს რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა, არსებობს. შენ რა არასოდეს შეგციებია?
სტუდენტებმა ყმაწვილის შეკითხვაზე გაიცინეს.


სტუდენტმა უპასუხა:
– სინამდვილეში, სერ, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად ის, რასაც ჩვენ სიცივედ მივიჩნევთ, სინამდვილეში უბრალოდ სითბოს არ არსებობაა. ადამიანი ან საგნი შეგვიძლია იმის საგანზე შევამოწმოთ, გააჩნია ან ატარებს თუ არა ის ენერგიას. აბსოლუტური ნული (-460 გრადუსი ფორენგეიტით) სითბოს სრული არარსებობაა. ასეთი ტემპერატურისას მთელი მატერია ინერტული და რეაგირების არ შემძლე ხდება. სიცივე უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ეს სიტყვა იმის აღსაწერად მოვიგონეთ, რასაც სითბოს არარსებობისას ვგრძნობთ. პროფესორო, სიბნელე თუ არსებობს?
პროფესორმა უპასუხა:
– რა თქმა უნდა, არსებობს.
სტუდენტმა უპასუხა:
– თქვენ ისევ არასწორი ბრძანდებით, სერ. არც სიბნელე არსებობს. სიბნელე სინამდვილეში სინათლის არარსებობაა. ჩვენ შეგვიძლია სინათლის შესწავლა, მაგრამ არა სიბნელისა. ჩვენ შეგვიძლია ნიუტონის პრიზმით დავყოთ თეთრი სინათლე მრავალ ფერებად და ყოველი ფერის ტალღების განსხვავებული სიგრძეები შევისწავლოთ. სიბნელის შესწავლა კი შეუძლებელია. სინათლის უბრალო სხივი შეიძლება შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს ის. როგორ გავიგოთ, თუ რამდენად ბნელია გარკვეული სივრცე? ჩვენ მხოლოდ სინათლის რაოდენობას ვზომავთ და არა სიბნელისას, ასე არ არის? სიბნელე – ესაა უბრალოდ სიტყვა, რომელსაც ადამიანი იყენებს, რათა აღწეროს ის, რაც სინათლის არარსებობისას ხდება. სერ, ბოროტება თუ არსებობს?
პროფესორმა ამჯერად ცოტა ნაკლები თავდაჯერებით უპასუხა:
– რა თქმა უნდა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მას ყოველდღიურად ვხედავთ. სისასტიკე ადამიანებს შორის, მრავალი დანაშაული და ძალადობა მთელ მსოფლიოში. ეს მაგალითები სხვა არაფერია თუ არა ბოროტების გამოვლინება.
ამაზე სტუდენტმა უპასუხა:
– ბოროტება არ არსებობს, სერ, ყოველ შემთხვევაში თავის თავად. ბოროტება – ეს უბრალოდ ღმერთის არარსებობაა. ის სიბნელესა და სიცივეს ჰგავს. ეს სიტყვა სპეციალურადაა მოგონილი ღვთის არარსებობის აღსაწერად. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება – ეს რწმენა ან სიყვარული როდია, რომლებიც ისევე ობიექტურად არსებობენ, როგორც სინათლე და სითბო. ბოროტება – ეს ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არარსებობის შედეგია. ის სიცივის მსგავსია, რომელიც მაშინ დგება, როდესაც სითბო არ არის, ან სიბნელის მსგავსია, რომელიც მაშინ დგება, როდესაც სინათლე არ არის.
პროფესორი დუმდა. სტუდენტს ალბერტ აინშტაინი ერქვა.

------------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: chivchalov.blogspot.com





Комментариев нет:

Отправить комментарий