вторник, 26 августа 2014 г.

მთელ დედამიწაზე სამოთხე იქნება

მრავალ ადამიანს, მათაც კი, ვინც მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში და მეგაპოლისებში ცხოვრობს, უყვარს კურორტებზე და ბუნებაში დასვენება, რადგან ჩვენი დედამიწა ძალიან ლამაზია და მასზე მრავალი ლამაზი ადგილი არსებობს. ღმერთმა ჩვენი პლანეტა საცხოვრებლად შექმნა, ანუ იმისათვის, რომ ის მთლიანად დასახლებულიყო.

  თქვენ თუ მორწმუნე ადამიანი ხართ, და ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანს კითხულობთ, ალბათ შეგიმჩნევიათ წმინდა წერილებში ასეთი ადგილები:

«იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე» (ფსალმუნნი 71:16).


«არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო» (ესაია 33:24).




«აეხილებათ თვალები ბრმებს» (ესაია 35:5).


«ირემივით იხტუნებს მკელობელი» (ესაია 35:6).


«ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას» (მათე 5:5).

«ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას; და ამოვლენ…» (იოანე 5:28-29).


«შეაშრობს ღმერთი მათ თვალზე ხრემლს, და აღარ იქნება სიკვდილი; აღარც გლოვა, აღარც ტკივილი და ტანჯვა იქნება, რადგანაც გადაეგო ყოველივე უწინდელი» (გამოცხადება 21:4)



მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში არსებობს დანაპირები დედამიწაზე სამოთხის შესახებ, მრავალი მორწმუნე, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, თვლის, რომ საბოლოო ჯამში დედამიწა განადგურებული იქნება. რატომ? იმიტომ რომ ოდესღაც ასე თქვეს მსოფლიო საეკლესიო კრებებზე და ასეთი დოქტრინა დაადგინეს. მაგრამ არსებობს საამისო ბიბლიური არგუმენტები? იმ ადამიანებს, ვისაც სწამს, რომ დედამიწა განადგურებული იქნება, ამ აზრის არგუმენტად 2 პეტრეს 3:10-ი მოჰყავთ ბიბლიის საპატრიარქოს თარგმანიდან. განვიხილოთ ის: «უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი» (2 პეტრე 3:10).
ამ მუხლს თუ მთელი ბიბლიის კონტექსტის გარეშე წავიკითხავთ, მაშინ მართლა ისე ჩანს, რომ დედამიწა დაიწვება, მაგრამ ამ მუხლში ასევე ისიცაა ნათქვამი, რომ ცანიც გადავლენ (განადგურდება). თუმცა ეს ეწინააღმდეგება სხვა, ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს, ამიტომ ყველაფერი კონტექსტში უნდა იქნას გათვალისწინებული! მოგვიანებით, იმავე თავში, მე-13 მუხლში ნათქვამია: «ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე». მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ პეტრე ახალ ცაზე და ახალ მიწაზე წერს. «ახალი ცა» ნიშნავს ახალ ხელისუფლებას, «ახალი მიწა» კი — განახლებული მიწაა. ეს ბიბლიის სხვა მუხლებითაც მტკიცდება.

«დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ მოირყევა უკუნისამდე» (ფსალმუნები 103:5 [104:5]).

«გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას» (ფსალმუნები 103:30 [104:30]).

მაგრამ მიუხედავად ყოველივე ამისა ზოგიერთი ადამიანი მაინც ამტკიცებს, რომ დედამიწა განადგურებული იქნება. 2 პეტრეს 3:10-ს დავუბრუნდეთ. საპატრიარქოს თარგმანი ჩვენ უკვე განვიხილეთ. ეხლა განვიხილოთ ბერძნულ კოდექსში Westcott / Hort:

ξει δ μέρα κυρίου ς κλέπτης ν  ο ορανο οιζηδν παρελεύσονται στοιχεα δ καυσούμενα λυθήσεται κα γ κα τ ν ατ ργα ερεθήσεται.

უფლის დღე კი მოვა როგორც ქურდი, მაშინ ცანი ხმაურით გადაივლიან, შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება, და დედამიწა და მისი საქმეები აღმოჩენილი იქნებიან.

როგორ ვხედავთ, ბერძნულ ტექსტში ის კი არაა ნათქვამი, რომ დედამიწა დაიწვება, არამედ ნათქვამია სიტყვები «აღმოჩენილი იქნებიან», რომელიც ასევე შეიძლება ითარგმნოს როგორც «გამოაშკარავებული იქნებიან», ამიტომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი წმინდა წერილის ეს ადგილი ასეა გადმოცემული:

იეჰოვას დღე ქურდივით მოვა. მაშინ ცა გრგვინვით სწრაფად გადაივლის, ხოლო შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება, დედამიწა და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება.

(ახალ აღთქმაში ღვთის სახელი «იეჰოვა» შესახებ წაიკითხეთ აქ).

  მაშ ასე, დედამიწა არ დაიწვება, ის განახლდება! მაგრამ რა როგორი პირობები იქნება მასზე? როგორი იქნება მასზე სიცოცხლე?

 როგორც ბიბლია ამბობს, დედამიწაზე საუკეთესო პირობები იქნება:

«იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე; მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა, აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე» (ფსალმუნები 71:16[72:16])

«დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად; ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი გაუძღვება მათ. ძროხა და დედადათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაჰყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმინდა მთაზე, რადგან აივსება უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული» (ესაია 11:6-9).

  ვინ იცხოვრებს დედამიწაზე?

«კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით» (ფსალმუნები 36:10-11 [37:10-11]).

«რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვითარცა ნასუქი ცხვრები, გაქრებიან, კვამლში გაქრებიან» (ფსალმუნები 36:20 [37:20]).

  იწამეთ ღვთისა და მისი სიტყვისა, ზურგი აქციეთ უწმინდურებას, და თქვენ იცხოვრებთ სამოთხისმაგვარ დედამიწაზე საუკეთესო პირობებში მარადიულად!

* თუ არაფერია მითითებული, ბიბლიური მუხლები მოყვანილი საპატრიარქოს თარგმანიდან.

--------------------------------------------------

თარგმნილია: book-of-life1.blogspot.ru

ასევე წაიკითხეთ:

ახალ აღთქმაში, სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?

ქრისტიანული თავისუფლების ძიებაში

ახალი ნაჭერი

Комментариев нет:

Отправить комментарий