суббота, 23 августа 2014 г.

მოციქულთა გადმოცემა



რომელ ქრისტიანულ კონფესიას აქვს მოციქულთა გადმოცემა?

მართლმადიდებლები და კათოლიკეები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას თითქოსდა თავის გადმოცემაზე.
ისინი ამბობენ, რომ მათ შეინახეს მოციქულთა გადმოცემა, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ ჭეშმარიტი სწავლება ღმერთისა და მისი ჩანაფიქრის შესახებ. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს არ აქვთ ეს გადმოცემა, რომ იეჰოვას მოწმეები — პროტესტანტიზმიდან გამოსულები არიან, რომელიც თავის მხრივ მარტინ ლუთერმა დააარსა, რომელმაც მაშინ დაკარგა გადმოცემა, როდესაც კათოლიკურ ეკლესიას განუდგა.

მაგრამ მოდი განვიხილოთ, დაკარგა თუ არა ლუთერმა გადმოცემა?

დღეს რომ თანამედროვე კათოლიკეებს დავუსვათ ასეთი კითხვები:

           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც წმინდა წერილებს ივრითზე, ბერძნულად და ლათინურად ინახავდა, დანარჩენ ენებზე მის თარგმნას კი კრძალავდა?
           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც ინდულგენციებით ვაჭრობდა?
           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც იმ ადამიანებს აწამებდა, ვინც კათოლიკური ეკლესიის განსაზღვრებით «ერეტიკოსებს» წარმოადგენდნენ?
           ·         სწორად იქცეოდა კათოლიკური ეკლესია, როდესაც იმ ადამიანებს აწამებდა, რომლებიც კათოლიკურ სწავლებას არც კი ჩამოშორებიან, არამედ უბრალოდ ღმერთს ლოცვით ლათინურად კი არ მიმართავდა, არამედ მაგალითად, ინგლისურად და თავის შვილებსაც ასე ლოცვას ასწავლიდა?

პრაქტიკულად ყველა კათოლიკე იტყვის, რომ არასწორად იქცეოდა. და ლუთერსაც მიაჩნდა რომ არასწორად იქცეოდა. ამიტომ თუ იმ ლოგიკას გამოვიყენებთ, რომელსაც კათოლიკეები და მართლმადიდებლები იყენებენ, მაშინ, ზუსტადაც რომ კათოლიკურ ეკლესიას დაუკარგავს გადმოცემა, მარტინ ლუთერს კი შეუნარჩუნებია.
  

სინამდვილეში რომელ კონფესიას აქვს მოციქულთა გადმოცემა?

მოციქულთა გადმოცემა ყველას აქვს, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, ბიბლიას კი — ღვთის სიტყვად! მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კონფესიას სწორი სწავლება აქვს. მოციქულებს იესო ქრისტემ ასწავლა, მათ კი თავის მხრივ სწავლება სხვა ადამიანებს გადასცეს. მათი სიკვდილის შემდეგ, ზოგიერთ ადამიანს თავისი ლეპტა შეჰქონდა ქრისტიანულ კრებაში, ანუ რაღაცეებს ამატებდნენ, რაღაცეებს აუქმებდნენ, რის გამოც წარმოიშვა განდგომილება. მაგრამ ღვთის წმინდა სიტყვა ბიბლიის მეშვეობით შენარჩუნდა.
ჯერ არ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომლმაც ისე რომ არცერთხელ არ სმენია იესო ქრისტეს შესახებ და საერთოდ არ იცოდა თუ რა იყო ბიბლია, ეპოვოს ბიბლია, წაეკითხოს, ერწმუნოს რომ ეს ღვთის სიტყვაა, ჩამოეყალიბებინოს სწავლება და საკუთარი კრება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყოველმა ადამიანმა, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევს, ქრისტეს შესახებ ცოდნა ვიღაცისგან მიიღო. სწორი იყო ეს სწავლება თუ არასწორი სხვა თემაა, მაგრამ ვიღაცისგან რომ მიიღო უეჭველია. ვისგანაც ამ ადამიანმა მიიღო, იმანაც ვიღაცისგან მიიღო ოდესღაც. და ამგვარად გრძელდება ჯაჭვი ქრისტეს მოციქულებამდე.

მაგრამ რადგან მოციქულთა დღეებში, და მათი სიკვდილის შემდეგ ზოგიერთ ადამიანს საღვთისმეტყველო განმარტებებში საკუთარი ლეპტები შეჰქონდათ, ანუ ზოგ რამეს უმატებდნენ, ზოგს კი უკლებდნენ, ამის გამო ხდება ხოლმე, რომ ის ადამიანები, რომლებმაც თავდაპირველი სწავლება მიიღეს და რომლებმაც დაიჯერეს რომ ბიბლია — ღვთის სიტყვაა, ყოველთვის არ ეთანხმებიან იმ კრებას (ეკლესიას), რომლისგანაც მიიღეს ღვთის შესახებ საწყისი ცოდნა. ისინი ან იმ კრების რეფორმირებას ცდილობენ, ან მისგან გამოსვლასა და სხვის შექმნას.

ამიტომ იეჰოვას მოწმეები, პროტეტანტიზმიდან გამოსულები კი არ არიან, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, არამედ ეს არის ღვთის ხალხი, რომელმაც უარყო ის ცრუ სწავლებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყრიდა თავს ეკლესიებში, და სუფთა ღვთის სიტყვა მიიღო.

ვინც არ ეთანხმებით, თვითშემოწმება ჩაატარეთ

ბიბლიის თანახმად:

           ·         ლოცულობდნე თუ არა პირველი ქრისტიანები სხვაზე, გარდა ღმერთისა?
           ·         ცდილობდნე თუ არა ისინი რომ რაიმე ეთქვათ მათთვის, ვინც მოკვდა, და ვინც უკვე დამარხეს?
           ·         ლოცულობდნენ თუ არა ისინი ხატებზე და გამოსახულებებზე?
           ·         ასწავლიდნენ ისინი იმის შესახებ, რომ ღმერთი რამოდენიმე პიროვნებისაგან შედგება?
           ·         ინახავდნენ თუ არა ისინი თავისი მკვდარი ძმების ძვლებს, რათა შემდგომ თაყვანი ეცათ მათთვის, ან მათი მეშვეობით განკურნება ეცადათ?
           ·         აღნიშნავდნენ ისინი შობას?

კიდევ ძალიან ბევრი კითხვის დასმა შეიძლება, მაგრამ პასუხი მაინც ნათელი იქნება, არა!

ამიტომ იეჰოვას მოწმეებს, ბიბლიის თანახმად მოციქულთა იგივე გადმოცემა აქვთ, უბრალოდ მას იმ ცრუ სწავლებების წანაზარდები ჩამოაცილეს,რომლებიც საუკუნეების განმავლობაში "იზრდებოდნენ" მსოფლიო ეკლესიების წიაღში.

-----------------------------------------------------

თარგმნილია: book-of-life1.blogspot.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий