суббота, 23 августа 2014 г.

დათვური სამსახური

საიქიო ცხოვრების მომხრეები ამტკიცებენ, რომ მიწიერი ცხოვრება — ზეციერი ცხოვრებისაკენ მიმავალი გზის მხოლოდ დროებითი, გარდამავალი ეტაპია. მრავალი მათგანი ცდილობს რომ სათანადოდ დაიცვას რელიგიური დადგენილებები და წესები, რომლებსაც მათი ხელმძღვანელები ადგენენ, რათა სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნეტარება დაიმკვიდრონ. ზოგიერთი სიამოვნებით წარმოიდგენს ხოლმე, თუ როგორ დატკბებიან სიკვდილის შემდეგ მარადიული კურთხევებით.

როგორ აღიქვავენ ასეთი ადამიანები სიკვდილს? როგორც კიბეს, რომელსაც სასურველ სიმშვიდემდე მიჰყავს, როგორც ტანჯვისაგან ხსნასა და ციურ სამოთხეში სიცოცხლის დამკვიდრებას.

ასეთი წარმოდგენებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანისთვის ნამდვილ აღმოჩენას წარმოადგენს ხოლმე ბიბლიაში მოცემული შემდეგი აზრი: «უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია» (1 კორინთელები 15:26). ბიბლიაში სიკვდილს «მტერი» ეწოდება. ის ადამიანები კი, ვინც ზეციურ ცხოვრებას მოელიან, სიკვდილს ისე აღიქვავენ, როგორც მეგობარს. ღვთის მტერს «მეგობარს» თუ ვუწოდებთ, თავად ვხდებით მისი მტერი.


აქვს მხარდაჭერა ამ დასკვნებს ბიბლიის სხვა მონაკვეთებში?
ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შესახებ, ბიბლიის ცნობილი ისტორია, რომელიც იოანეს 11:39-44-შია აღწერილი. ლაზარე იესოს მეგობარი იყო. თუ წარმოვიდგენთ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს, მაშინ სიკვდილის შემდეგ, სად უნდა მოხვედრილიყო ლაზარე? ზეცაში. როგორ შეიცვლებოდა მისი «ცხოვრება»? მას აღარ შეაწუხებდნენ დაავადებები, საქმე აღარ ექნებოდა ცოდვილ ადამიანებთან, განთავისუფლდებოდა ყოველგვარი ადამიანური სატანჯველისაგან... და მოულოდნელად... ისევ მიწაზე დაბრუნდა. იესომ ის მიწიერ სიცოცხლეში დააბრუნა. იმ ყოველივეს დაუბრუნა, რისგანაც ის, თითქოსდა უკვე როგორც იქნა განთავისუფლდა. და გარდა იმისა, რომ ლაზარეს კვლავ მოუწია მიწიერი ცხოვრების ყველა «მშვენიერებასთან» შეჯახება, მას კიდევ ერთხელ მოუწევდა სიკვდილი. თუ დავუშვებთ, რომ საიქიო ცხოვრება არსებობს, მაშინ იესოს ლაზარესათვის «დათვური სამსახური» გაუწევია. მაგრამ ბიბლიაში მცირედი მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ვინმეს ამ მკვდრეთით აღდგომის გამო გული გაუტყდა. ლაზარე და მისი ოჯახი, უდაოდ ხარობდნენ იმის გამო, რომ მას, თუნდაც დროებით, საშინელი მტერი — სიკვდილი ჩამოაცილეს.

მაშ ასე, ჩვენ ვხედავთ, რომ უკვდავი სულის შესახებ სწავლება ოპოზიციაში უდგას იმ სუფთა ჭეშმარიტებას, რომელიც ბიბლიაშია გადმოცემული

---------------------------------------------------------------

თარგმნილია: reasoning-bible.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

მდიდარი და ლაზარე

მხოლოდ ორი რელიგია არსებობს

ახალ აღთქმაში, სადაა ლაპარაკი სამოთხეზე რომელიც დედამიწაზე იქნება?

Комментариев нет:

Отправить комментарий