пятница, 22 августа 2014 г.

ქრისტიანობასა და დემოკრატიაზე



რამოდენიმე ხნის წინ ისრაელელი პოლიტოლოგის, ოვადი შოხერის სტატიას ვთარგმნიდი დემოკრატიის შესახებ, უფრო სწორად კი მისი შეუძლებლობის შესახებ. თუმცა მასში სახელმწიფოზეა საუბარი, ვერაფრით ვერ მოვიშორე ფიქრი იმის თაობაზე, თუ რამდენად გამოყენებადია ყოველივე ზემოთთქმული ასევე რელიგიური ორგანიზაციის მიმართ. გარკვეული კატეგორიის კრიტიკოსებს უყვართ იეჰოვას მოწმეების გაკიცხვა დემოკრატიის, თავისუფლების, განხილვებისა და ა.შ. უკმარისობის გამო. ჩემს საყვარელ შეკითხვას «მაჩვენეთ, სადაა სხვაგვარად» ბრჩხილებში დავტოვებ (ძალიან საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ როგორ შეძლებს რიგითი მართლმადიდებელი ან კათოლიკე მსოფლიო საეკლესიო კრებების გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ან რიგითი ლუთერანი – აუგსბურგის გამოკვლევის გასაჩივრებას). ჯობია რამოდენიმე მონაკვეთი მოვიყვანო ამ სტატიიდან.

განვითარებულ ქვეყნებში [ამომრჩეველთა] უკიდურესად დაბალი საარჩევნო აქტივობა აჩვენებს, რომ მოქალაქეებს არ აინტერესებთ სახელმწიფოს ყოველდღიური საქმეები. ან კი რატომ უნდა აინტერესებდეთ ისინი? სენატორებიც კი არ კითხულობენ იმ კანონებს, რომელსაც იღებენ. ერთი მიზეზია – ძალიან დიდი დაკავებულობა, მეორე – უამრავ საკითხებში არაკომპეტენტურობა, მაგრამ ყველაზე მთავარი – განხილვადი საკითხების უკიდურესი სირთულეა. კანონმდებლობის პრობლემები, ნებისმიერი კოლექტიური გადაწყვეტილებისთვის ძალზედ რთულია... თუ თავად კანონმდებლებსაც კი არ აინტერესებთ კანონმდებლობის წვრილმანები, მაშინ მით უმეტეს არ შეიძლება რიგითი ამომრჩევლისგან მოველოდეთ, რომ ისინი დაინტერესდებიან კანონებითა და არჩევნებით... დემოკრატია დიდ საზოგადოებებში არც კარგია და არც ცუდი. ის უბრალოდ არ არსებობს. ის, რაც დემოკრატიად იწოდება, – ესაა დაინტერესებული ჯგუფების მმართველობა მოქალაქეთა უმრავლესობის გულგრილობისას. მათი არჩევნის თავისუფლების შესახებ საუბარი ექვივალენტია გამონათქვამისა, რომ ყველას აქვს უფლება მილიონერი იყოს. ამომრჩეველი უბრალოდ არაკომპეტენტურია, მას არ გააჩნია აუცილებელი ინფორმაცია, დრო არ აქვს უამრავ საკითხებზე საკუთარი პოზიციის ფორმირებისათვის, და ბოლოს და ბოლოს, დიდი სურვილიც არ აქვს რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა.


თითქოსდა მორჩა, ჩიხია. მაგრამ ავტორი ელეგანტურ გამოსავალს გვთავაზობს: 


სინამდვილეში ხალხს დემოკრატია კი არა, ზეწოლისაგან თავისუფლება სჭირდება. მათთვის უსამართლობისაგან თავის დაღწევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს ყველა საქმეში მონაწილეობის უფლებისა და ყველა საკითხზე თვალსაზრისის ქონა. მათ არ ძალუძთ თვალსაზრისის ქონა საკითხებზე, რომლებშიც არაკომპეტენტურები არიან... რომელი ტელევიზორიც მოგვეწონება ჩვენ უბრალოდ ვყიდულობთ მას, ამისათვის ხმის მიცემა არ გვიწევს, თუ რომელი მოდელები უნდა გამოუშვას მწარმოებელმა ფირმამ. ზუსტად ასევე უნდა იყოს, იაფი და შეუზღუდავი არჩევნის შესაძლებლობა, ერთმანეთთან კონკურირებად მრავალ იურისდიქციას შორის, საკუთარი კანონების მქონე კერძო თემების სახით. ეს უფრო მართებულია, ვიდრე იმის არჩევნებით განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს კანონები მთელი ქვეყნის მაშტაბით. იურისდიქცია – ესაა საბოლოო პროდუქტი. თქვენ თუ ნიუ-იორკის იურისდიქცია მოგწონთ, ნიუ-იორკში დასახლდებით. თქვენთვის უფრო მოსაწონი თუ ლუისვილის იურისდიქციაა, ლუისვილში გადაბარგდებით... ეს შეგვიძლია შევადაროთ სიტუაციას, როდესაც ადამიანი თავის მეგობარს სთხოვს, რომ ტელევიზორი იყიდოს მის მაგივრად. თანამედროვე დემოკრატიებში ასეთი ადამიანი ერთი შეხედვით სიმპათიურ მეგობარს ირჩევს, ყოველგვარი კონკრეტული რეკომენდაციების გარეშე გზავნის მაღაზიაში, თუ ზუსტად რა იყიდოს, და უბრალოდ იმედი აქვს, რომ მისი არჩევანი წარმატებული გამოდგება. კერძო იურისდიქციებში კი ის თავად მიდის და თავად ყიდულობს იმ მოდელს, რომელიც სურს.

ქრისტიანული კონფესიაც ასევე წარმოადგენს საბოლოო პროდუქტს. აზრი არა აქვს მილიონობით ადამიანს ვაიძულოთ მილიონობით საკითხზე გამოთქვან მოსაზრება. პირველი, ამაზე უამრავი ფული და დრო დაიხარჯება, რომლებისთვისაც უკეთესი დანიშნულების პოვნაც შეიძლებოდა. მეორე, აბსოლუტურად არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შედეგად უკმაყოფილების დონე დაწეული იქნება. სავსებით შესაძლებელია, რომ ყოველდღიური დებატებისა და განხილვების შედეგად მან მხოლოდ მოიმატოს. ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში ყოველთვის არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. მესამე, ბიბლიაში სად მოიხსენიება დემოკრატია და პლურალიზმი? ეს გაგებები ცნობილი არ იყო ბიბლიის დამწერებისათვის. მეოთხე, მორწმუნეების დიდი უმრავლესობა არაკომპეტენტურია დოგმატიკის წვრილმანებსა და ელემენტარულ მენეჯმენტში ზუსტად ისევე, როგორც პოლიტიკაში. თანამედროვე ქრისტიანულ ორგანიზაციებს ძალზედ რთული დოქტრინა და ინფრასტრუქტურა აქვთ იმისათვის, რათა მათი ეფექტური მართვა შესაძლებელი იყოს დემოკრატიული პროცესების ჩარჩოში. მართლმადიდებლობის დემოკრატიული გარეგნობის მიუხედავად, იქაც პრაქტიკულად არაფრის დაძვრა არ შეიძლება ადგილიდან პატრიარქის ნების გარეშე. აღარაფერს ვამბობს კათოლიკეებზე მათი პეტრეს უცოდველი ნაცვლით. ის მცირერიცხოვანი კონფესიები (ლუთერანები, ბაპტისტები, ანგლიკანები), რომლებმაც ნამდვილი პლურალიზმის რეალიზება მოახდინეს, გამუდმებით იყოფიან, როგორც ტრიტონები, თანაც გამუდმებით ერთმანეთში კინკლაობენ. პლუსებისა და მინუსების ერთობლიობაში ეს სჯობია? მეეჭვება. 

სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უფრო იოლია. ჩვენ იმ ქრისტიანულ კონფესიას ვუერთდებით, რომელიც ჩვენ მთლიანად – მთლიანად! – გვაწყობს. თუ რაიმე წვრილმანები არ მოგვწონს, ჩვენ მათზე თვალებს ვხუჭავთ და მათზე არ ვხარჯავთ ძვირფას დროს, რომელიც ისედაც მუდამ არასაკმარისია. ჩვენ უბრალოდ მის ხელმძღვანელებს ვენდობით, რომლებსაც ვაფასებთ როგორც ქრისტიანებს, როგორც ლიდერებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ღმერთს მივმართავთ ლოცვით გარკვეული საკითხების გადასაჭრელად. მაგრამ ჩვენ თუ პრინციპულ საკითხებს არ ვეთანხმებით, მაშინ ასეთ კონფესიასთან მიერთებას აზრი არ აქვს და აზრი არ აქვს მის შეცვლას შევეცადოთ. ჩვენ არ ვცდილობთ იმ ტელევიზორის აგებულების შეცვლას, რომელიც არ მოგვწონს, – ჩვენ უბრალოდ მივდივართ და სხვას ვყოდულობთ.

ზუსტად ესაა ნამდვილი დემოკრატია: ჩვენ იმას ვირჩევთ, რაც ჩვენ მოგვწონს, ბაზარზე ღია კონკურენციის პირობების შემთხვევაში. ეს უბრალო, ლოგიკური, ეფექტური და ეკონომიურია.

---------------------------------------------------------------------------

თარგმნილია: http://chivchalov.blogspot.com


ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

კრება - ციხესიმაგრეა

სამწყსო მწყემსთა წინააღმდეგ

Комментариев нет:

Отправить комментарий