понедельник, 29 февраля 2016 г.

ცხოვრების შიდა მხარე

ნათარგმნია: www.teonote.ru

ის, რაც სამოქალაქო გაგებით ცხოვრების შიდა მხარედ მიიჩნევა, ზუსტად ესაა ნამდვილი ცხოვრება. (ა. ნ. ივანოვი)
ჩვენი სამყარო და ჩვენი დრო საკვირველია. აქამდე ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ გარშემომყოფი სამყაროს, ღვთის შემოქმედების სასწაულებითა და ადამიანური გენიის შეცნობის ამდენი საშუალება. ჩვენი წინაპრები რომ გაცოცხლლებულიყნენ და ენახათ, თუ როგორ ვცხოვრობთ, ისინი მეორედ დაიხოცებოდნენ - შურისაგან.


მაგრამ მიმოიხედეთ: რა ბევრი ადამიანია ჩვენს გარშემო, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავისი ცხოვრებით. ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი თავით, უკმაყოფილონი არიან საკუთარი ოჯახით, თავისი სამსახურით, მატერიალური მდგომარეობით და მრავალი და მრავალი სხვა რამით. და ეს იმიტომ კი არა, რომ ცოტა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ მათი აზროვნება უკმაყოფილების ვირუსითაა დასნებოვნებული. სამწუხაროდ ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ "სტანდარტულად" ის ცუდს უფრო მალე ამჩნევს, ვიდრე კარგს, იმაზე უფრო მეტად ფიქრობს, თუ რა არ აქვს, ვიდრე იმაზე, რაც უკვე გააჩნია. აი, შეხედეთ ამ სურათს, რას ხედავთ მასზე?


შავი წერტილი დაინახეთ? დიახ, პირველ რიგში ყველა მას ხედავს, მაგრამ ყველა როდის ამჩნევს იმ თეთრ ფურცელს, რომელზეც ეს წერტილია დახატული. ცხოვრებაშიც ზუსტად ასეა: ადამიანს შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო, იცხოვრე და გაიხარე, მაგრამ ის მხოლოდ ამ წერტილს ხედავს. ის ყურადღებით აკვირდება მას, უსმენს სხვების აზრს მის შესახებ და იმის შესახებ მსჯელობს, თუ როგორ მოიცილოს ეს პატარა შავი წერტილი. ის კარგავს სიხარულს და საკუთარ თავს დედამიწაზე ყველაზე უბედურ ადამიანად მიიჩნევს, იმიტომ რომ მის ცხოვრებაში ეს პრობლემა არსებობს. და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას ასიმბოლოებს ეს წერტილი: ავადმყოფობას, მარტოობას, სიღარიბეს თუ კიდევ სხვა რამეს. ის მაინც უფრო მცირეა, იმასთან შედარებით რაც ადამიანის ცხოვრებაში კარგი რამ არსებობს.
თუ ამ ადამიანში საკუთარი თავი დაინახეთ, მაშინ, ალბათ, გაიფიქრეთ: აბა რა ვქნა? მე არ შემიძლია არ ვიფიქრო მასზე, ეს ჩემი პრობლემა და ჩემი სატარებელი ტვირთია, რომელიც ბედნიერებას მართმევს. მაგრამ დამიჯერეთ - ეს ის პრობლემა არაა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.
ჩვენი აზროვნება - მხოლოდ და მხოლოდ თვითგანსწავლებადი პროგრამაა, ძალიან რთული, მაგრამ პროგრამა, იმის მსგავსი, თქვენს კომპიუტერზე რომ დგას. ან ჩვენ თვითონ, ან ვინმე სხვამ დაგვაპროგრამა ამ ნეგატიურ აზროვნებაზე, და ჩვენ, როგორც თვითნასწავლი-პროგრამისტები, ვაგრძელებთ ამ საზიანო პროგრამის კოდის სულ უფრო გასრულყოფილებას. დავუშვათ ვინმემ გითხრათ:
- კი,... შენ არ ხარ ისეთი ლამაზი, როგორიც ეს მსახიობია!
მორჩა, პროგრამული ვირუსი გაშვებულია თქვენს აზროვნებაში. თქვენ კი დამატებით, მდგომარეობის დასამძიმებლად, სარკესთან მიდიხართ და ყურადღებით ათვალიერებთ საკუთარ თავს, იკვლევთ სახისა და ტანის ნაკვთებს. როდესაც რწმუნდებით, რომ თქვენ მართლაც არ ხართ ისეთი ლამაზი როგორიც ის იდეალია, ამ საზიანო პროგრამის კოდზე მუშაობას აგრძელებთ და საკუთარ თავს პირადი უღირსობის გრძნობას ჩააგონებთ. და რაც უფრო მეტს ფიქრობთ ამის შესახებ, სულ უფრო რწმუნდებით იმ აზრში, რომ თქვენ ცხოვრებაში სასწაულად არ გაგიმართლათ იმის გამო, რომ "ასეთი მახინჯი" გაჩნდით.
სილამაზე - ეს მხოლოდ ერთი მაგალითია: ამავე სცენარით შეიძლება განვითარდეს "დასნებოვნება" ასევე არასრულფასოვნებისა და უკმაყოფილების სხვა სახის ვირუსებით.
მაგრამ, საბედნიეროდ, ყველა ვირუსის საპირისპირო ანტივირუსი მოიძებნება. ზუსტად ისევე, როგორც საკუთარი თავის ნეგატივზე პროგრამირებას ვახდენთ, შესაძლებელია პოზიტივზე საკუთარი თავის გადაპროგრამებაც.
პირადად ჩემი დამცავი საშუალება ასე მუშაობს: როდესაც ჩემს ნაკლოვანებაზე მეუბნებიან რამეს, მე კი რაღა თქმა უნდა, საკმარისად მაქვს ისინი, მე მათ აუცილებლად ვეთანხმები, რათა ყველამ გაიგოს, რომ ვიცი ამის შესახებ და ასჯერ გამეორება არ არის საჭირო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს ჩაგონებად იქცევა, რომლისთვის წინააღმდეგობის გაწევაც უკვე რთულია. როგორც ნათქვამია, ადამიანს გამუდმებით თუ ეტყვი, რომ სულელია, მაშინ ძალიან მალე ის თავადვე დაიჯერებს ამას. ჩვეულებრივ ამის შემდეგ, თუ რა თქმა უნდა ვიღაცის სიტყვები თქვენთვის ყველაზე სასწაულ აღმოჩენას არ წარმოადგენს, სულ რაღაც ხუთი წუთის გასვლის შემდეგ ივიწყებთ ამ ინციდენტის შესახებ და ცხოვრებით ტკბობას განაგრძობთ, თან პერიოდულად საკუთარ ნაკლოვანებებზე მუშაობას აგრძელებთ. ვირუსი თქვენი ფაერვოლის აგურის კედელზე დაიმსხვრა, რომელსაც ცხოვრებაში უბრალოდ - პირადი ღირსების გრძნობა ჰქვია.
чувство собственного достоинства
მაგრამ მაშინ რა ვქნათ, თუ ეს ყველაფერი თქვენს გრძნობებს მაინც შეეხო და ვირუსმა უკვე დაიწყო თქვენს გონებაში შეღწევა და თქვენი ღირსების გრძნობის ნგრევა?
აქ უკვე "ანტივირუსი" უნდა ჩავრთოთ, იმისათვის რომ გავაუვნებელყოთ ან წავშალოთ ჩვენს ტვინში შეღწეული ვირუსი. ეს ანტივირუსი უბრალო პრინციპით მოქმედებს: სოლს სოლითვე აძრობენ. საკუთარი თავის შესახებ ნეგატიური აზრები ათმაგად უნდა "გადავფაროთ" საკუთარ თავზევე დადებითი აზრებით.
ვთქვათ ვინმემ "ჩაგირტყათ", რომ, მაგალითად, არც თუ მთლად შრომისმოყვარე ხართ. მას შემდეგ რაც ამ "აღმოჩენისათვის" იმ ადამიანს მადლობა გადაუხადეთ, შინაგანად თქვენ მაინც ძალიან დათრგუნული ხართ და თავს არარაობად და ზარმაცად მიიჩნევთ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე ჩართოთ თქვენი "ანტივირუსი": ვიღებთ ქაღალდის ფურცელს, ფანქარს, დავფიქრდებით, ვპოულობთ საკუთარ თავში ათ კარგ თვისებას, ვწერთ მათ ფურცელზე და მაგნიტით მაცივრის კარებზე ვამაგრებთ. ეს განსაკუთრებით ახლებისთვისაა სასარგებლო, რომლებსაც ჯერ-ჯერობით უჭირთ საკუთარ თავზე კარგის ფიქრი. გამოცდილი "პროგრამისტებისთვის" საკმარისია გონებაში შეადგინონ ეს სია და აზროვნებაში გამოაკრან ის.



ხანდახან ასე იოლი არაა საკუთარ თავში ამდენი კარგის მოძიება, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც საკუთარ ტვინს ძაბავთ, ზუსტად მაშინ ხდება არასრულფასოვნების "დემონების ვირუსების გამოდევნა". დამიჯერეთ - ეს ნამდვილად მუშაობს. ამ სიის შესადგენად გამოყოფილი ათი წუთი, ათთვიან დეპრესიას აქრობს.
ასეთივე ალგორითმით მუშაობს "სხვებით უკმაყოფილების" ვირუსის გამოდევნა. დავუშვათ რომელიმე პიროვნება, რომელთან ურთიერთობასაც ვერანაირად ვერ გაექცევით, ძალიან გაღიზიანებთ. ფურცელზე ის ათი თვისება დაწერეთ, რომლებიც ამ ადამიანში მოგწონთ, ეს სია გამოსაჩენ ადგილას დაკიდეთ და თქვენ მალევე იგრძნობთ, რომ ეს ადამიანი თუ მსოფლიოში საუკეთესო არა, ყოველ შემთხვევაში ყველაზე უარესი ნამდვილად არ არის.
თუ გრძნობთ, რომ თქვენ მატერიალური ნივთებიდან რაიმე "გაკლიათ", მაგალითად ახალი სმარტფონი, და ამის გამო უბედური ხართ, მაშინ იგივე პრინციპით მოიქეცით. დაწერეთ ფურცელზე ის, რაც უკვე გაქვთ, და გაიხსენეთ ის, თუ როგორი გახარებულები იყავით ამ ნივთების შეძენით. გააგრძელეთ მათით გახარება. ეს დიდი ხელოვნებაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს სამყაროში ნაკლებად ფასობს. მაგრამ ეს ხელოვნება - იყო კმაყოფილი იმით, რაც უკვე გვაქვს,- ყველაზე ფასეულია იმიდან, რისი სწავლაც დღეს ადამიანს შეუძლია.
быть довольным
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: გადამდები დაავადებისაგან, მაგალითად, გრიპისაგან, თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ესაა იმ ადამიანებისაგან თავის შორს დაჭერა, რომლებიც ამ ვირუსის გადამტანები არიან. ჩემს სახლში, თუ სტუმრად ასეთი ნეგატიური აზროვნების "ვირუსომატარებელი" მოდის, მე მაშინვე ცნობილი ფილმიდან ნასესხებ ფრაზას ვეუბნები: "В моем доме попрошу не выражаться!"
და არაფერი საშინელი და შეურაცხმყოფელი არ არის იმაში, თუ ნეგატიურ მეგობარს პირდაპირ ურჩევთ, რომ თქვენი თანდასწრებით მხოლოდ "დადებითსა და სასარგებლოზე" ისაუბროს.





ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ. (ფილიპელები 4:8)
ჩემს საყვარელ სიდედრს ძალიან უყვარს ქარგვა. რამოდენიმე შედევრი მან ჩვენც გვაჩუქა და ეხლა ისინი ჩვენი ბინის კედლებს ამშვენებენ. ლამაზია, ხომ მართალია?
აი ასე შეიძლება ვუყუროთ საკუთარ თავსა და სხვებს, სწორი მხრიდან, და ვისიამოვნოთ მათი შესანიშნავი თვისებებითა და ქმედებებით. ისინი კი საკმარისზე მეტია.
მაგრამ სურათს თუ უკანა მხრიდან შევხედავთ, მაშინ იმას დავინახავთ, რაც უკვე არანაირად არ ახარებს თვალს და უფრო რაღაც აბდაუბდას ჰგავს.
ზუსტად ასევეა ადამიანიც, თუ ის ცხოვრებას არასწორი მხრიდან უყურებს, მაშინ საკუთარ თავშიც და სხვებშიც მხოლოდ აბდაუბდას ხედავს. რაში გჭირდებათ ეს? რატომ უნდა წაართვათ საკუთარ თავს ბედნიერება?





თუ ნამდვილად ბედნიერი ადამიანი გინდა იყო, მაშინ ცხოვრებას სახეში უყურე და არა არასწორი მხრიდან, და მაშინ ის მთელი თავისი სილამაზით წარდგება შენს წინაშე!

Комментариев нет:

Отправить комментарий