четверг, 3 марта 2016 г.

ბედნიერი ოჯახი

ნათარგმნია: www.teonote.ru

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად უბედურია. (ლევ ტოლსტოი)
ასეთი სიტყვებით დაიწყო თავისი ცნობილი რომანი კალმის დიდებულმა ოსტატმა. თავად მწერალმა საკუთარ მაგალითზე იცოდა, თუ რას ნიშნავდა იყო ოჯახში უბედური. თავისი სიცოხლის დასასრულს ის სერიოზულ პრობლემებს შეხვდა ოჯახში. მისი ცოლი, სოფია ანდრეევნა, რომელიც თავისი ქმრის შეხედულებებითა და საქციელით უკმაყოფილო იყო, გამუდმებით სკანდალებსა და ისტერიკებს უწყობდა მას.
ამ პრობლემებით დატანჯული 82 წლის ტოლსტოი, 1910 წლის 28 ოქტომბერს ფარულად გარბის სახლიდან. რკინიგზის სადგურ ასტაპოვოზე მას ფილტვების ანთება ემართება. მისი ცოლი, სოფია ანდრეევნა, რომელიც სადგურზე ჩავიდა, ვაგონში ცხოვრობდა. ტოლსტოის თხოვნით მას მასთან არც კი უშვებდნენ.



ლევ ტოლსტოი თავისი დროის ერთ-ერთ უჭკვიანეს და უბრძენეს ადამიანად ითვლება. მისი ნაწარმოებები დღემდე აღფრთოვანებას იწვევს ადამიანებში მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამასთანავე სიცოცხლის იმ პერიოდში ის საგულდაგულოდ იკვლევდა ბიბლიას და ცდილობდა მაღალი ზნეობრივი ნორმებით ეცხოვრა. მაშ რატომ ვერ შეძლო, რომ საკუთარი ოჯახი ბედნიერი გაეხადა?
როდესაც დაწერა, რომ ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ის უეჭველად, მართალი იყო. მაგრამ რაში მდგომარეობს ოჯახური ბედნიერების საიდუმლო, რა აერთიანებს ყველა ბედნიერ ოჯახს?

ბედნიერი ოჯახი - რაში მდგომარეობს საიდუმლო?


ამ კითხვაზე პასუხი ისეთ დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნიერების დასალიერს წასვლა ან ვატიკანის ბიბლიოთეკაში ძებნა რომ სჭირდება. ეს საიდუმლო იმყოფება წიგნში, რომელიც დედამიწის თითქმის ნებისმიერი მცხოვრებისთვისაა ხელმისაწვდომი - ბიბლიაში. რა საიდუმლოა ეს?




თითოეულ თქვენგან ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს. (ეფესოელები 5:33)
ალბათ, ფილმებში გინახავთ, ბანკის მეპატრონეები როგორ ინახავენ ფულს. დიდი ბრონირებული კარების მიღმა განლაგებულია საცავი, სადაც მათი აურაცხელი განძი ინახება. კარს ხშირად ორ საკეტს უკეთებენ, განსხვავებული გასაღებებით: ერთი გასაღები, მაგალითად, ბანკის დირექტორს აქვს, მეორე კი - მის მოადგილეს. როდესაც მათ საცავში შესვლა სურთ, ისინი ერთდროულად ათავსებენ გასაღებებს საკეტებში, და მასიური კარები ძალიან იოლად იღება!
счастливые семьи
ამის მსგავსად, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზას, დიდი ბრონირებული კარები იცავს, და ცოლსა და ქმარს საკუთარი სიმბოლური გასაღებების გამოყენება ესაჭიროებათ, მის გასაღებად: ქმარს გასაღების, რომელსაც "სიყვარული" ჰქვია, ცოლს კი გასაღების, რომელსაც ჰქვია "პატივისცემა". და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნება იოლად ის მასიური კარები, რომლის მიღმაც ბედნიერი ოჯახური ცხოვრების ნავსაყუდელი იმყოფება.
მაგრამ საიდან მოვიტანოთ ეს გასაღებები - სიყვარული და პატივისცემა? მას ქორწინების სახლში არ იძლევიან. ვერც შენი ცხოვრების თანამგზავრს აიძულებ, რომ შეგიყვაროს ან პატივი გცეს. სიყვარულსა და პატივისცემას დამსახურება უნდა! მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს?
ქმარი
ჩვეულებრივ, რით იწყება ნებისმიერი ომი? საბაბი შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ მიზეზი, როგორც წესი, ყოველთვის ერთია: ვიღაცას სხვაზე მეტი ძალაუფლება უნდა რომ ჰქონდეს. ოჯახური ომების უმეტესობა ზუსტად ამ მიზეზით იწყება. მეუღლეები ვერ იყოფენ ძალაუფლებას და ვერ გადაუწყვეტიათ, თუ ვის რა პასუხისმგებლობები და უფლებები აქვს მათ კავშირში. ამიტომ იმაზე, თუ რამდენად სწორადაა გამოყენებული ოჯახში მეთაურობის პრინციპი, დამოკიდებულია ის, მშვიდობა იქნება ოჯახში თუ მასში გამუდმებით "სამოქალაქო" ომი იმძვინვარებს.
როგორ შეუძლია ქმარს, რომ ეს არც თუ იოლი ხელოვნება ისწავლოს? პირველ რიგში მისგან მაგალითის აღებით, ვინც ბიბლიის თანახმად, თავად მის მეთაურს წარმოადგენს - ქრისტესაგან. ქრისტეს მოწაფემ, მათემ დაწერა, თუ როგორი მეთაური იყო იესო:




დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. (მათე 11:29)
თუ ქმარი მშვიდი და თავმდაბალია, მაშინ მისი ცოლი ოჯახურ ცხოვრებაში გამოცოცხლებას ჰპოვებს. ხოლო ის თუ დესპოტი და ჯიუტია, მაშინ ცოლს მისი ალბათ უფრო შეეშინდება, ვიდრე მართლა პატივს სცემს.
მეორეს მხრივ, თუ ქმარი ზედმეტად რბილი და გაუბედავია, ის თუ თავს არიდებს იმას, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს და მათზე პასუხისმგებლობა იკისროს, მაშინ ასეთი ქმრის პატივისცემა არა ნაკლებ რთული საქმე იქნება.
წარმოიდგინეთ დაწესებულება, რომლის დირექტორიც ზუსტად ასეთი ადამიანია. მასთან თანამშრომლები სხვადასხვა პრობლემებით მიდიან, ის კი მათ ყოველთვის ეუბნება: "რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ყველაფერი თავად გადაწყვიტეთ!". ასეთმა ხელმძღვანელმა საეჭვოა კოლექტივის პატივისცემა დაიმსახუროს, და ალბათ მას არავინ გაუწევს ანგარიშს, მასზე უბრალოდ "ფეხების შეწმენდას" დაიწყებენ. ასეთი დაწესებულება, სავარაუდოდ, მალევე დაინგრევა.



ამ ქვეყნიერებაში ძალაუფლება - პირველ რიგში უფლებებია, ძალაუფლება ქრისტიანულ ოჯახში - პირველ რიგში მოვალეობებია!
ბიბლიაში საკმაოდ კატეგორიულ ფორმაშია საუბარი ქმრისათვის საკუთარი მოვალეობების შესრულების მნიშვნელობნების შესახებ:




ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია. (1 ტიმოთე 5:8)
რა იგულისხმება "თავისიანებზე ზრუნვაში"? მხოლოდ მატერიალური სიკეთეები? შესაძლოა, ვინმე ამგვარად ფიქრობდეს: "მე კარგად ვუზრუნველყოფ მატერიალურად ჩემს ოჯახს, ჩემი ცოლ-შვილი მაძღარი და ჩაცმულ-დახურულია, მყუდრო სახლი და მრავალი საგანი აქვთ, როგორც საჭირო, ისე ნაკლებად საჭირო." მაგრამ მაშინ რა, თუ ამასთანავე ის დილიდან გვიან ღამემდე მუშაობს, ურთოერთობა არ აქვს საკუთარ ცოლ-შვილთან, არ კითხულობს მათთან ერთად ყოველდღე ბიბლიას, არ ატარებს ოჯახის თაყვანისცემის საღამოებს და არ მონაწილეობს ღვთისადმი მსახურებაში? შეიძლება, მისი ოჯახი ცოცხალი იყოს და ფიზიკურად ყვაოდეს კიდეც, მაგრამ დიდი ალბათობით ის სულიერად მოკვდება! ზრუნავს ასეთი ქმარი სინამდვილეში თავისიანებზე?
მოციქულმა პეტრემ, რომელიც, როგორც ცნობილია, ცოლიანი იყო, კიდევ ერთ სფეროზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქმარმა უნდა გაითვალისწინოს:




ასევე თქვენც, ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს... (1 პეტრე 3:7)
ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვეულებრივ ქალი მამაკაცზე ფიზიკულად გაცილებით სუსტია, როგორც შედარებით "სუსტი ჭურჭელი". მაგრამ ეს მამაკაცს იმის საფუძველს არ აძლევს, რომ ქალზე იბატონოს, პირიქით, ის მას ცოდნის თანახმად უნდა ექცეოდეს.
მაგალითად, ცოლი იმის მწვავე აუცილებლობას განიცდის გრძნობდეს, რომ ის უყვართ, მას ამაში გამუდმებული დარწმუნება სჭირდება ქმრის მხრიდან. მაგრამ მამაკაცები, "ძლიერი ჭურჭლები", ხშირად ეუბნებიან მათ:
- ქორწინების სახლში ხომ გითხარი, რომ მიყვარხარ? ჩემი სიტყვა კანონია: ვაჟკაცი თუ რამეს ამბობს - ასრულებს კიდეც!
მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცოლი - ფაქიზი ყვავილია, რომელიც თქვენს სახლში იზრდება. რისი გაკეთებაა საჭირო იმისათვის, ის რომ გაიზარდოს, გაიფურჩქნოს და თავისი სილამაზითა და სურნელებით დაგატკბოთ? მართალია, მას გამუდმებით თბილი წყლით მორწყვა სჭირდება.все счастливые семьи похожи
შექება და თქვენს სიყვარულში დარწმუნება, თქვენი ცოლისათვის იგივეა, რაც თბილი წყალი ყვავილისათვის, რომლის წყალობითაც ის ყვავის.
სადაც ცოტა წყალია, უდაბნოში, რა იზრდება? მართალია, მხოლოდ კაკტუსები! თქვენ თუ გსურთ, რომ თქვენი ცოლი კაკტუსს გავდეს, ეკლიანს და უკარებას, მაშინ შეგიძლიათ ეს რჩევები არ გაითვალისწინოთ.
არსებობს კიდევ ერთი სფერო, რომელიც, ეჭვგარეშე მოქმედებს იმაზე, მოუტანს თუ არა ოჯახური ცხოვრება მეუღლეებს სიხარულსა და კმაყოფილებას. კვლევები აჩვენებენ, რომ დაახლოებით ოჯახების ნახევარში ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არსებობს. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ სფეროში მოთხოვნილებები მეუღლეებს შორის შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს. მრავალი ქმარი, მაგალითად, საკუთარ მოთხოვნილებებს ცოლის მოთხოვნილებებს უტოლებს. ამას კი დიდი პრობლემები მოაქვს.
წარმოიდგინეთ, რომ ქმარს, მაგალითად, ძალიან უყვარს ფორთოხალი. ის მზადაა ყოველდღე იყიდოს ის და კილოობით ჭამოს, თანაც კანიანად. რა მოხდება, თუ ის ცოლსაც აიძულებს, რომელიც ფორთოხლისადმი აბსოლუტურად გულგრილია, რომ მასთან ერთად ჭამოს ეს ჯადოსნური ხილი იმავე რაოდენობით რამდენსაც თავად ჭამს? დიდი ალბათობით, ძალიან მალე, თუ ცოლს მანამდე დიათეზი ან ალერგია არ გამოაჩნდა, მას უბრალოდ შეზიზღდება ფორთოხალი და მასთან ერთად თავისი მზრუნველი ქმარიც.

ერთ-ერთ ქრისტიანულ ჟურნალში, ქმრებს ასეთი პირდაპირი რჩევა ეძლეოდათ:




"შენი ცოლის, "სუსტი ჭურჭლის", სულიერი აგებულება, მოითხოვს, რომ თავგანწირვის სული გქონდეს და მხოლოდ შენს სიამოვნებაზე არ იფიქრო. სექსს თუ ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა, ...ამას ეგოიზმამდე მივყავართ და ის რაც მშვენიერი უნდა იყოს, ჩვეულებრივი და ვულგარული ხდება!"
მეც შემიძლია ამასთან დაკავშირებით კარგი რჩევა მოგცეთ:




არასოდეს მოითხოვო და არასოდეს ითხოვო, მხოლოდ შესთავაზე!

თუ ყოველივე იმას მიჰყვება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ქმარი, უეჭველად ღრმა პატივისცემას დაიმსახურებს ცოლის თვალში.
ცოლი
იმისათვის რომ ცოლმა სწორად შეასრულოს საკუთარი როლი ოჯახში და ქმრის დიდი სიყვარული დაიმსახუროს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს, მიიღოს და გაიაზროს, თუ რისთვის შექმნა საერთოდ ღმერთმა ქალი. მან ამის შესახებ სრულიად კონკრეტულად თქვა:




... "არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს". (დაბადება 2:18)
ჩვენს ქვეყანაში მრავალ ქალს ძალიან უჭირს იმის მიღება და გაცნობიერება, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ "შემავსებელია". ქართველ ქალზე ხომ ნათქვამია: "ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააკავებსო"! აბა როგორ იქნება ქართველი ქალი მხოლოდ შემავსებელი, თუ მთელი ოჯახი მის მხრებზე დგას?
იგავების წიგნში, 31 თავში კარგადაა აღწერილი ის, თუ რა მოლოდინი არსებობს კარგი ცოლისაგან, მაგალითად:




თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება, და სიზარმაცის პურს არ ჭამს. (იგავები 31:27)
მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ცოლი - მხოლოდ მტვერსასრუტის ოპერატორი, სამზარეულოს მუშაკი და დამლაგებელია? ერთმა ჩემმა ნაცნობმა მომიყვა, რომ როდესაც ახალგაზრდობისას ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მან ეს ნაბიჯი ზუსტად ამ მოტივებით გადადგა:
- სულ მე ხომ არ გავაკეთებ ამ ყველაფერს: ვრეცხავ, საჭმელს ვაკეთებ და ვალაგებ? ცოლის მოყვანაა საჭირო, რათა ამ ყველაფრით ცოლი დაკავდეს.
როდესაც ქრისტიანი გახდა, მან, რა თქმა უნდა, შეიცვალა ცოლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. მაგრამ ამ ქვეყნიერებაში მამაკაცებში ასეთი აზროვნება ფართოდაა გავრცელებული. ასეთი ხუმრობაც კი არსებობს: ცოლი - მონაპოვარია. მონაცაა და პოვარიც. მაშ რა, ნუთუ ბიბლია იმ მოსაზრებას უჭერს მხარს, რომ სახლში ცოლი - მხოლოდ ცოცხალი მზარეულ-დამლაგებელ-სუპერკომბაინია?
წარმოიდგინეთ, რომ ოჯახი - ესაა გემი, რომელიც ცხოვრების მდინარეებში დაცურავს. ვინაა ქმარი ამ გემზე? რა თქმა უნდა, კაპიტანი, რომელიც გემბანზე დგას და ბინოკლში იყურება.
счастливая семья смотреть
ცოლი ვინღაა ამ გემზე? გგონიათ, რომ ის ამ დროს გემბანის რეცხვით ან კარტოფილის ფრცქვნითაა დაკავებული? არა, ის ამ დროს საჭესთან დგას და გემს მართავს. მას უფლება აქვს მცირედი მანევრები აკეთოს, გვერდი აუქციოს ყოველდღიური პრობლემების წყალქვეშა კლდეებსა და რიფებს, მაგრამ გემი მას მუდამ იმ მიმართულებით მიჰყავს, საითაც კაპიტანი მიუთითებს.
ცოლის ზუსტად ასეთი როლია აღწერილი იგავების 31 თავში:




ეძებს შალსა და სელს ... ამოწმებს მინდორს და ყიდულობს; იმით, რაც საკუთარი ხელით მოუპოვებია, აშენებს ვენახს. (იგავები 31:13,16)
მაგრამ ამგვარი თავისუფლება თავის ცოლს ქმარმა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიანდოს, თუ ის დაამტკიცებს, რომ სერიოზული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია.




მასზეა მინდობილი მისი ქმრის გული; არ აკლდება შემოსავალი. (იგავები 31:11)
მაგრამ მეორეს მხრივ ცოლი ყურადღებით უნდა იყოს, რომ ბოროტად არ გამოიყენოს მისთვის მიცემული თავისუფლება. ზოგიერთმა ქალმა შესაძლოა ასე იმსჯელოს: "ჩემი ქმარი რბილი და თავმდაბალია და ამიტომ ყველაფერში უნდა დამითმოს!". თუ ქმარი ასეთ აზროვნებას ემორჩილება, მაშინ ცოლი თავისი ქმრით მანიპულირებას და უარის შემთხვევაში მის შანტაჟირებასაც კი ეჩვევა, რათა თავისი ახირებები დაიკმაყოფილოს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ცოლს, მაგალითად, ინტიმურ სიახლოვეზეც კი უთქვამს უარი ქმრისათვის, რათა თავის მიზნისთვის მიეღწია. ხანდახან ეს იმის არაპირდაპირი მიზეზიც კი გამხდარა, რომ ქმარს უმრუშია, რადგან ცდუნებას ვერ გაუძლო.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში ლამაზი კატა ცხოვრობს. მრავალს უყვარს ეს გრაციოზული და თბილი ცხოველი. მაგრამ, შეიძლება ყურადღება მიგიქცევიათ, რომ ზოგიერთ იმ ადამიანს, ვისაც კატები ჰყავს, ხელები ძალიან დაფხაჭნილი და დაკბენილიც კი აქვთ. ზოგიერთი კატა სულაც არაა მეგობრული. თქვენ მისი მოფერება გინდათ, ის კი კლანჭს გაგკრავთ! მას შემდეგ რაც რამოდენიმეჯერ სცდის ასეთ კატასთან დამეგობრებას, ჩვეულებრივ პატრონი წყვეტს ამ მცდელობებს და თავს ანებებს მას. ის მას აჭმევს, უცვლის ტუალეტს, უჩვენებს სტუმრებს, მაგრამ მისი მოფერება მას მეტად აღარ სურს - რაში სჭირდება დამატებითი იარები?песня счастливая семья
თუ ცოლს ჩვევაში აქვს, რომ ქმარს კრიტიკითა და საყვედურებით მიაყენოს ჭრილობა და დაკაწროს, რითაც მისი პირადი ღირსების გრძნობას ამცირებს, მაშინ სავარაუდოდ, ქმარსაც გაუქრება იმის სურვილი, რომ რბილი და თბილი იყოს თავისი "ფისუნიას" მიმართ.
თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ცხოვრობდა ყველასათვის ცნობილი კარლსონი სახურავზე? სოლომონი, რომელსაც მრავალი ცოლი ჰყავდა, ნათელ პასუხს გვცემს ამაზე:




სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას. (იგავები 25:24)
ხანდახან ცოლებს უკვირთ: "ნეტა ეს ჩემი ქმარი სამსახურის შემდეგ სახლში მოსვლას რატომ არ ჩქარობს? სულ რატომ ცდილობს, რომ მეგობრებთან ერთად სადმე გაიქცეს?" პასუხი კი შეიძლება ძალიან იოლი იყოს: თქვენ ქმარს ის ხალხი უფრო იზიდავს, რომლებიც მას მართლა სცემენ პატივს. აღსანიშნავია, რომ როდესაც ასეთი მამაკაცები (ურწმუნოები) ერთად იკრიბებიან დასალევად, მათ საყვარელ ფრაზას, ჩვეულებრივ წარმოადგენს: "პატივს ხომ მცემ?". ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ რატომ აინრტერესებთ ეს საკითხი ასე ძლიერ: ისინი სახლში ვერ პოულობენ სათანადო პატივისცემას, მამაკაცს კი, როგორც ქალს - შექება, პატივისცემა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარლსონად გადაიქცევა, რომელიც სახურავზე, სამსახურში, ავტოფარეხში, სათევზაოდ ან რესტორანში იცხოვრებს..., ოღონდ სახლში არა.
каждая счастливая семья
საერთოდ ყველა ქალმა მშვენივრად იცის, რომ ბუზღუნი - სრულყოფილი იარაღია, რომელთან გამკლავებაც არცერთ მამაკაცს არ შეუძლია! გაიხსენეთ ძლევამოსილი სამსონი, რომელსაც მხოლოდ მარცხენა ხელით შეეძლო ასობით ჯანღონით სავსე მამაკაცის გაჟლეტა. ვინ აჯობა მას? ფაქიზმა, სიფრიფანა ქალმა მისი სრულყოფილი იარაღით - ბუზღუნით. მაგრამ, ძვირფასო ქალებო, დაიმახსოვრეთ: ქრისტიანებისთვის ამ იარაღის გამოყენება აკრძალულია, ცივ და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად! თუ გაქვთ ეს იარაღი, მაშინ სასწრაფოდ სადმე ძალიან შორს და ძალიან ღრმად დამარხეთ და სამუდამოდ დაივიწყეთ მის შესახებ.
მაგრამ შეიძლება ვინმემ თქვას: "აბა როგორ არ ავიღო საკუთარ თავზე ხელმძღვანელობა, როდესაც ჩემი ქმარი ასეთი უინიციატივო და დამოუკიდებლობას მოკლებულია? მას თუ "ჯადოსნური პანღური" არ უთავაზე, საერთოდ არაფერს არ გააკეთებს".
შესანიშნავ წიგნში «ოჯახური ბედნიერების საიდუმლო» ამასთან დაკავშირებით ასეთ ცოლებს შესანიშნავი რჩევა ეძლევათ:




უპირველეს ყოვლისა ნუ შეეცილებით მას მეთაურობაში! ეს რომ გამოგსვლოდა კიდეც, შენ ის უფრო მეტად არ შეგიყვარდებოდა, მას კი არც შენ ეყვარებოდი და არც საკუთარი თავი. შესაძლოა, ის არ ავლენს ინიციატივას ხელმძღვანელობაში, როგორც საჭიროა.
იქნებ გაგემხნევებინა ის ამ მხრივ? ეუბნები მას, თუ რამდენად აფასებ მის ყოველ ძალისხმევას, რომ საკუთარ თავზე აიღოს ხელმძღვანელობა? თანამშრომლობ მასთან და ამხნევებ მას, როდესაც ის გარკვეულ ინიციატივას ავლენს, თუ იმას ეუბნები, რომ ის მართალი არაა და მისი გეგმის განხორციელება მაინც ვერ მოხერხდება?
ხანდახან ცოლი ნაწილობრივ თავადაა იმაში დამნაშავე, რომ მისი ქმარი ინიციატივას არ ავლენს, მაგალითად, ის თუ ამცირებს მის იდეებს, წინააღმდეგობას უწევს მის ძალისხმევას ან შემდეგი სიტყვებით საყვედურობს: «მე ხომ თავიდანვე გითხარი, რომ არაფერი გამოგივიდოდა», - როდესაც მისი გეგმა ჩაიშლება. ამან საბოლოოდ ქმარი შეიძლება საკუთარ ძალებში დაეჭვებულად და გაუბედავად ჩამოაყალიბოს.
ის თუ დაინახავს, რომ შენ, მიუხედავად შენი პროტესტისა, მისი გეგმის წარმატებით ხელშეწყობას ცდილობ, განა არ აღძრავს მას ასეთი ერთგული მხარდაჭერა შენი მხრიდან, რომ უფრო მეტად შეგიყვაროს?
მე რამოდენიმე ქალთან მომიწია საუბარი, რომლებიც თავისი ქმრების უინიციატივობაზე და სულიერ უხალისობაზე ჩიოდნენ. მე მათ ერთი და იგივე შეკითხვას ვუსვამდი:
- მითხარი, როდის შეაქე ის ბოლოს?
არ დაიჯერებთ, მაგრამ მე ყოველთვის ერთი და იგივე პასუხს ვიღებდი:
- და რისთვის უნდა შევაქო?
როგორც ამბობენ: "უკომენტაროდ!"
მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს: ერთ პატარა შექებას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ას დიდ საყვედურს!
დასკვნა: რა თქმა უნდა, ქორწინებაში პრობლემებს ვერ გავექცევით. მაგრამ განა გამოსავალი იქნებოდა ურთოერთობის გაწყვეტა, თუნდაც ქორწინებაში ბზარი რომ გაჩნდეს?
წარმოიდგინეთ, რომ სახლში ძვირფასი ლარნაკი გაქვთ, შეიძლება ძალიან ძველი და იშვიათი. და ისე მოხდა, რომ ლარნაკი ვარდება და ტყდება. განა ცოცხით ნამტვრევების შეგროვებისას და მათი ნაგავში გადაყრისას, იფიქრებდით ასე:
- დიდი ამბავი, რა მოხდა, ბაზრობაზე წავალ და ახალს ვიყიდი, ჩინურს, მადლობა ღმერთს არჩევანი დიდია.
счастливая семья счастливый ребёнок
სავარაუდოდ თქვენ ფრთხილად აკრეფდით ნამტვრევებს და სუპერ წებოთი შეეცდებოდით ძვირფასი ნივთის შეწებებას. და ეს გონივრულიცაა. მაგრამ განა გონივრული არ იქნებოდა ძალისხმევა მოგვეხმარებინა იმისათვის, რომ ის ბზარები შეგვეწებებინა, რომლებიც თქვენს ურთიერთობებში გაჩნდა? თქვენი ქმარი ან თქვენი ცოლი ოდესღაც ხომ ძალიან ძვირფასი იყო თქვენთვის? ამ ადამიანთან გაკავშირებთ წარსული, რომელსაც სხვა ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. თქვენს პირველ სიყვარულს ვერაფრით და ვერასოდეს ჩაანაცვლებთ.
და რა წარმოადგენს ასეთ სუპერ წებოს თქვენს ურთიერთობაში:




... სიყვარული, ... - ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია. (კოლოსელები 3:14)
ამასთანავე ის, ვინც ოჯახის ინსტიტუტი შექმნა, ღმერთი, ძალიან დაინტერესებულია თქვენი კეთილდღეობით. რადგან როდესაც ის ამ კავშირის შექმნაზე ფიქრობდა, მას ასე არ უფიქრია:
- აი ადამი, დადის სამოთხეში, ტკბება, მას ცხოვრება კი არა, ზღაპარი აქვს. მოდი მას ცოლს შევუქმნი, ცხოვრება რომ თაფლად არ მოეჩვენოს.
რა თქმა უნდა, ღმერთს ასე არ უფიქრია. მან ადამს ცოლი იმისთვის კი არ მისცა, რომ მას ეტანჯა, არამედ იმისათვის, რომ უფრო მეტად ბედნიერი გამხდარიყო!
счастливая семья счастливые дети
ცნობილ მწერალს ლევ ტოლსტოის ყველაფერი ჰქონდა, რაზე ოცნებაც ადამიანს შეუძლია: ბევრი ფული, დიდება, ჯანმრთელობა, ნიჭი, კარგი შვილები. მაგრამ ოჯახური პრობლემები ექცა მწარე დინდგელად მისი ტკბილი ცხოვრების თაფლის კასრში. შესაძლოა, მისი ოჯახური ცხოვრება იმიტომ იყო უბედური, რომ მას და მის ცოლს სულ არ უყვარდათ ერთმანეთი? მაგრამ არა, აი როგორი წერილი დაუწერა მან თავის ცოლს მანან სანამ მისგან გაიქცეოდა:
"არ იფიქრო, იმიტომ წავედი, რომ არ მიყვარხარ. მე შენ მიყვარხარ და მთელი გულით ვნანობ, მაგრამ არ შემიძლია სხვაგვარად მოვიქცე... და საქმე რაიმე სახის ჩემი სურვილების ან მოთხოვრების შესრულებაში როდია, არამედ მხოლოდ ცხოვრებისადმი გაწონასწორებულ, მშვიდ და გონივრულ დამოკიდებულებაში, რომელიც არ გაქვს. ხოლო სანამ ეს ყველაფერი არ გაქვს, ჩემთვის შენთან ცხოვრება წარმოუდგენელია... მშვიდობით, ძვირფასო სოფია, ღმერთი იყოს შენი შემწე".
ცოლი ტოლსტოისთან მხოლოდ 7 ნოემბერს შეუშვეს, როდესაც ის უკვე უგონოდ იყო. ის მეუღლესთან მივიდა და ყურში ჩასჩურჩულა:
- მე აქ ვარ, ლიოვოჩკა, მე შენ მიყვარხარ.
მოულოდნელად პასუხად ღრმა ამოსუნთქვა გაისმა.
- მშვიდობით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო საყვარელო ქმარო. მაპატიე.
კვლავ ღრმა ამოსუნთქვა. და ყველაფერი მიჩუმდა...
მაგრამ ცოტაა მარტო იმის თქმა, რომ გიყვარს და აფასებ სხვას. მნიშვნელოვანია, მთელი ძალებით ვეცადოთ იმ გასაღებების შეძენას, რომლებსაც სიყვარული და პატივისცემა ჰქვია. ისინი კარს გაგიხსნიან იმ სამყაროში, სადაც ბედნიერება და სიყვარული მეფობს.
ключ к семейному счастью




რადგან ნამდვილად ბედნიერი ისაა, ვინც საკუთარ სახლშია ბედნიერი!

Комментариев нет:

Отправить комментарий