суббота, 12 марта 2016 г.

დღესასწაულთა დღესასწაული

ნათარგმნია: www.teonote.ru

ჩვენ ახალ წელს უკვე აღარ ავღნიშნავთ — ჩვენ იმას ავღნიშნავთ, ძველში გადარჩენა რომ შევძელით. (ავტორი უცნობია)
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს დღესასწაულის ადგილი: კარგი, კეთილი და ნათელი დღესასწაულის.
რადგან ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება ხომ - რუტინაა, რომელიც სამსახურში წასვლისაგან, სამსახურიდან მოსვლისაგან და სამსახურის შემდეგ მცირე არსებობისაგან შედგება (ყველაზე ხშირად ტელევიზორთან). დასვენების დღეები მდგომარეობას ვერ შველიან: ჩვეულებრივ ისინიც ერთი და იგივე სცენარით გადიან.
აი დღესასწაული კი - სულ სხვა საქმეა, ესაა სინათლე, ცხოვრების ბნელი ოთახის სარკმელში. ხოლო დღესასწაული თუ დიდი და საყოველთაოა, ეს უკვე ნამდვილი მოვლენაა, რომელიც ისე უნდა გაატარო, რომ შემდეგ კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაიხსენო მხიარულების ეს გამონათება რუტინული დღეების დიდ რიგში.
праздник праздников

მაგრამ, თუ ცნობილი სარეკლამო სლოგანის პერეფრაზირებას მოვახდენთ, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას:
ყველა დღესასწაული, ერთნაირად სასარგებლო როდია!
მაგალითად, რისი თქმა შეიძლება ახალ წელზე, დღესასწაულთა დღესასწაულზე?
დღესასწაულთა დღესასწაულზე - დიახ, ზუსტად ასე და არა სხვაგვარად. რადგან ყველა დღესასწაულებიდან ხალხს, ეჭვგარეშეა, რომ ახალი წელი ყველაზე მეტად უყვარს.
გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ახალ წელსგილოცავთ ახალ წელს!
ამ სიტყვებს გაიგებთ  ყველა მხრიდან, და ხანდახან ისეც კი მეჩვენება ხოლმე, რომ ადამიანები რომ გაჩუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს: "
გილოცავთ ახალ წელსგილოცავთ ახალ წელს..."
რატომ უყვარს ხალხს ასე ძალიან ახალი წელი? მრავალი რამის გამო: ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი დასვენების დღეებისთვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად შეკრების შესაძლებლობისათვის, ზღაპრული ატმოსფეროსა და თოვლის ბაბუისათვის, რომელიც მათ ბავშვებს საჩუქრებით გაახარებს.
праздник новый год
მაგრამ, ალბათ, ყველაზე მთავარი, რაც ამ დღესასწაულს სხვა დღესასწაულებისაგან განასხვავებს - ესაა მისი გამაერთიანებელი ზემოქმედება.
რადგან ჩვეულებრივ სხვა დღესასწაულებს ხომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის მართავენ: 8 მარტს - ქალებისთვის, 23 თებერვალს - კაცებისთვის, შობას - ქრისტიანებისთვის, რამადანს - მუსულმანებისთვის, პოლიციის დღეს - გასაგებია ვისთვის... და ასე შემდეგ.
ახალი წელი კი, დღესასწაულთა დღესასწაულია, ის "მართლა" ყველა ადამიანს აერთიანებს და ეს ყოველივე ადამიანებს ხიბლავს. ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც გრძნობს საკუთარ მეზობლებთან, კოლეგებთან, მთელი წლით დავიწყებულ ნათესავებთან და სხვა დანარჩენ ადამიანებთან ერთობას. ეს ნამდვილი "საერო ერთიანობის დღეა", რადგან ამ დღეს ხომ ყველა ადამიანს ერთი იდეა აერთიანებს - კარგად და მხიარულად შეხვდნენ ახალ წელს.
новый год
მაგრამ, ალბათ, როგორც იცით, ახალ წელს ძველი წარმომავლობა აქვს. ათასობით წლის წინ ამ დღეს წარმართები ორსახოვანი ღმერთი იანუსის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. (როგორც ალბათ ხვდებით, იანვრის თვეს სახელი მის საპატივცემულოდ ეწოდა.) და, იცით, სულ ცოტა ხნის წინ მე უკეთ მივხვდი იანუსის ორსახოვნების სიმბოლურ აზრს.
ახალი წლის დადგომამდე იანუსის სახე მხიარულად და ბედნიერად გამოიყურება, როგორიც უნდა იყოს კიდეც დღესასწაულის მომლოდინის სახე. ძალიან ხშირად დღესასწაულისათვის მზადებას თავად დღესასწაულზე მეტი სიხარული მოაქვს.
ახალი წლის შემდეგ კი, იანუსის მეორე სახე ასე მხნედ აღარ გამოიყურება: წითელი თვალები, დაღლილი სახე და ჩალურჯებული თვალი. ის დაღვრემილი უყურებს გასარეცხი ჭურჭლის გროვებს, რომლებზეც საჭმლის ნარჩენებია დარჩენილი, ჯერ კიდევ მძინარე, მთვრალ მეგობრებსა და ნათესავებს. იანუსი მთელი მონდომებით ცდილობს იმის გახსენებას, გუშინ რა ხდებოდა.
Янус
არა, ეს თანამედროვე ახალი წლის ჩანახატი როდია, ესაა ათასობით წლის ასაკის მქონე მოვლენების რესტავრაცია. ლოთობა, ღორმუცლობა, ორგიები, ჩხუბი და კერპთაყვანისმცემლობა - ასე "მხიარულად" აღნიშნავდნენ ჩვენი წინაპრები ამ დღესასწაულთა დღესასწაულს.
ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში იოანე ოქროპირმა დაზუსტებით აღწერა ეს თემა თავის მოხსენებაში, რომელიც ანტიოქიაში მცხოვრებთ მისწერა, ზუსტად 387 წლის 1 იანვარს. კერძოდ ის წერდა:






(წარმართებზე საუბრობს) აკეთებენ საქმეებს... უწმინდურს იმიტომ, რომ ამით დაკავებულნი აღნიშნავენ დღეებს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის (იანვრის) პირველ დღეს სიამოვნებაში და მხიარულებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიც ასე იქნება; აღვირახსნილობით კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ განთიადზე, როგორც ქალები ისე კაცები, ჭიქებსა და თასებს ღვინით ავსებენ და ძალიან უზომოდ თვრებიან. ეს არ შეეფერება ჩვენს სიბრძნის სიყვარულს.....
განა შეიცვალა რამე მას შემდეგ? განა ეს ცრურწმენა იმის შესახებ, რომ ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელსაც ისევე გაატარებ, არ აგრძელებს არსებობას ჩვენს კომპიუტერულ საუკუნეში?
ზუსტად ასეთი საქციელის შესახებ აფრთხილებდა მოციქული პავლე ქრისტიანებს:






ღამე იწურება და დღე ახლოვდება. მაშ, მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ სინათლის საჭურვლით. წესიერებით ვიაროთ, როგორც დღისით, არა ღრეობითა და გადამეტებული სმით, არა უზნეობითა და თავაშვებულობით, არა დავითა და შურით.(რომაელები 13:12,13)
ჩვენი ქვეყანა რომ წარმართული ყოფილიყო, კიდევ არაფერი - რას მოჰკითხავდი მათ, წარმართებს უბრალოდ ასეთი კულტურა და წეს-ჩვეულებები აქვთ. მაგრამ ჩვენმა "ქრისტიანულმა" ქვეყანამ თითქოსდა უკვე 1600 წელია რაც "სიბნელის საქმეები" გაიხადა. თანაც იგივე ხალხი, რომელიც 1 იანვარს იანუსის დაბადების დღეს აღნიშნავენ, ერთი კვირის შემდეგ იესოს დაბადების დღეს აღნიშნავენ, რომლემაც გასაგებად თქვა:






ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. (მათე 6:24)
მართლაც ზუსტად ასე გამოდის ყველაფერი: არც წარმართები არიან და არც ხეირიანი ქრისტიანები.
Карельский демон    ("ეშმაკის" გამოსახულება ქვაზე, რომელიც ენეოლითით თარიღდება (კარელია)
მაგრამ ვინმე აუცილებლად იტყვის:
- დიახ, მე ავღნიშნავ ახალ წელს, მაგრამ არ ვთვრები და მოკრძალებულად ვიქცევი - ეს უბრალოდ ოჯახური დღესასწაულია, რა არის ამაში ცუდი?
საინტერესო ისაა, რომ მე-4 საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანიც ზუსტად ასევე ფიქრობდა. რა უპასუხა ამაზე იოანე ოქროპირმა:






"ნუთუ არ მოგისმენია პავლეს სიტყვები:
დღეებს და თვეებს, წელიწადის დროებსა და წლებს უკვირდებით. ვშიშობ, ვაითუ ამაოდ გავისარჯე თქვენი გულისთვის. (გალატელები 4:10,11)
შენთვის ყველანაირად ბედნიერი წელიწადი მაშინ კი არ იქნება, როდესაც პირველ დღეს ილოთებ, არამედ მაშინ, როდესაც როგორც პირველ, ისე ყოველ დღე ღვთის მოსაწონ საქმეებს გააკეთებ.
ქრისტიანს დღესასწაულობა ახასიათებს არა ცნობილ თვეებში, არა თვის პირველ დღეს, არა კვირა დღეებში, არამედ მთელი ცხოვრება მოკრძალებულად უნდა დღესასწაულობდეს. რომელია მისთვის მოკრძალებული აღნიშვნა? ამასთან დაკავშირებით პავლეს მოვუსმინოთ, რომელიც ამბობს:
ასე რომ, ვიდღესასწაულოთ არა ძველი საფუარით, არა უკეთურებისა და უწმინდურობის საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების უფუარი პურით.   (1 კორინთელები 5:8)
ასე რომ, თუ სინდისი სუფთა გაქვს, მაშინ მუდმივი დღესასწაული გაქვს, კეთილი იმედებით იკვებები და მომავალი სიკეთეებით იმშვიდებ თავს. ხოლო თუ სულში მშვიდი არ ხარ და მრავალ ცოდვაში ხარ დამნაშავე, მაშინ ათასობით დღესასწაულისა და ზეიმის შემთხვევაშიც კი, მოტირალთა უკეთ ვერ იგრძნობ თავს. რა სარგებელი მაქვს ნათელი დღისაგან, როდესაც ჩემი სული სინდისის ქეჯნითაა დაჩრდილული?"
განა იოანე ოქროპირი "ეკლესიის მამა" არაა? განა მისი წიგნები წმინდა გარდამოცემის ნაწილი არაა, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ბიბლიაზე მაღლა აყენებს? მაშინ რატომ აღნიშნავს მართლმადიდებელთა უმეტესობა დიდი სიხარულით ორსახოვანი ღმერთი იანუსის დაბადების დღეს? თავად ორსახოვანი იანუსისაგან ხომ არ სწავლობენ ორსახოვნებას?
                        მითხარი ვინ არის შენი ღმერთი და გეტყვი ვინ ხარ შენ!
пьяный танцует
მე ძალიან მომეწონა ოქროპირის ეს ფრაზა: "...თუ სინდისი სუფთა გაქვს, მაშინ მუდმივი დღესასწაული გაქვს...".
უბედურ ადამიანებს, რომლებიც ცოდვებით არიან დამძიმებულნი, სჭირდებათ ასეთი დღესასწაულები, რათა ერთი წამით მაინც აღმოჩნდნენ სიხარულის, ბედნიერებისა და ძმობის ატმოსფეროში.
ამიტომ თუ გკითხავენ, რატომ არ აღნიშნავ ახალ წელს, უბრალოდ უთხარი:






ბედნიერი ადამიანებისთვის ყოველი დღე დღესასწაულია!

Комментариев нет:

Отправить комментарий