пятница, 18 марта 2016 г.

სისხლის გადასხმა

ნათარგმნია: www.teonote.ru

ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის... საერთოდ არ ჭამოთ...  სისხლი. (ლევიანები 3:17) სისხლის გადასხმა უცილობლად რისკთანაა დაკავშირებული...(ხორას კრივერი)
ხანდახან ასეთი რამ ხდება: ადამიანი შემოდგომის ტყეში სეირნობს, ჰაერი ათრობს, ჩიტები ჭიკჭიკებენ, გარშემო აღუწერელი სილამაზეა და გადასარევ ხასიათზეა. ფიქრობს: ეჰ, ნეტა ასე მატარა მარადიულად და ღვთის ამ მშვენიერი ქმნილებებით დამატკბო. მაგრამ მოულოდნელად ფეხქვეშ ქვა ჩნდება, ფეხს წამოკრავს და მტკივნეულად ეცემა მიწაზე.
და აი ის უკვე ჭუჭყიანი, დაკაწრული ხელებით, ფეხზე დგება და უკვე ბრაზით უყურებს იმას, რაც წამის წინ მასში აღფრთოვანებას იწვევდა. ის გაბრაზებული ფეხს ურტყავს ქვას, ტკივილის კიდევ ერთი პორციის გამო წამოიყვირებს და ამ ჩიტებისადმი, ხეებისადმი და განსაკუთრებით კი ამ დაწყევლილი ქვისადმი ზიზღით ტოვებს ამ "სამოთხის მსგავს" ადგილს.
камень преткновения

ქრისტიანული რწმენა ამ მშვენიერ ტყეს ჰგავს. მრავალ იმ ადამიანს, რომლებიც ბიბლიის კითხვას იწყებენ, აღაფრთოვანებს მისი სუფთა და ამაღლებული სწავლებები. ისინი აღფრთოვანებაში მოჰყავთ იმ ადამიანებს, რომელთა რწმენის მაგალითებიც ხანდახან ყველაზე უგრძნობ გულებსაც კი ეხება. მაგრამ, აი წინ მათ პატარა "ქვა-სწავლება" ხვდებათ, რომლის გადაბიჯება, გაგება და მიღებაც მათ არ სურთ. ისინი იქცევიან, ბრაზდებიან და ზურგს აქცევენ იმას, რაც ოდესღაც მშვენიერ რამედ ეჩვენებოდათ. ან სხვა "ტყეში" მიდიან, რომელიც ნაზად "უფენს რბილ ჩალას" მათ თავმოყვარეობას.
რამოდენიმე წლის წინ ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე ერთ მამაკაცს და ბიბლიური სწავლებების გაგებაში ვეხმარებოდი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის შემართებით სწავლობდა ბიბლიას და საკუთარ თავს უკვე ქრისტიანს უწოდებდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ იესოს იმ მცნების განხილვა დავიწყეთ, რომლის საშუალებითაც ის ყველა ქრისტიანს მოუწოდებს, რომ საკუთარ რწმენაზე სხვებს ესაუბრონ:






ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან ... ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. (მათე 28:18-20)
ამის შემდეგ მასში თითქოს რაღაც "გადატყდა". მან უკუსვლით დაიწყო სიარული და ცდილობდა საკუთარი თავის იმაში დარწმუნებას, რომ ბიბლია - ღვთისაგან ნაბოძები წიგნი კი არა, უბრალოდ ლეგენდების კრებულია. მან ბიბლიის ყოველ სიტყვას დაუწყო კირკიტი და მასში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებს ეძებდა. დღემდე მახსოვს, მასთან ერთად როგორ განვიხილავდით მცნებას მოსეს კანონიდან, სადაც იმის შესახებაა საუბარი, თუ რომელი ცხოველის ჭამა შეიძლებოდა კანონის თანახმად და რომლის არა. მან თავის სინოდალურ ბიბლიაში მაჩვენა ეს მუხლი:






...კურდღელი, რომელიც იცოხნის, მაგრამ გაუპობელი ჩლიქი აქვს, უწმინდურია თქვენთვის.  (ლევიანები 11:6 [საპატრიარქოს თარგმანი])
- რატომ წერია, რომ კურდღელს ჩლიქი აქვს? - მკითხა მან,- მოსეს რა კურდღელი არ ენახა?
და როგორც არ ვეცადე იმის ახსნას, რომ აქ პირდაპირი გაგებით კი არ უნდა გავიგოთ, არამედ კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ჩლიქიანი ცხოველებია ჩამოთვლილი, მას მოსმენა აღარ სურდა. მან ფეხი წამოკრა, დაეცა და გაბრაზდა. მისთვის უსამოვნო იყო თავად ის აზრიც კი, რომ მას ისევე უნდა ექადაგა, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები ქადაგებდნენ. და მისი მსგავსი ადამიანების რიცხვი, ჩემი აზრით, მილიონებია. ყველას თავისი ქვა აქვს, მაგრამ შედეგი დაახლოებით ერთნაირია.
მაგრამ, ალბათ, ყველაზე დიდი ქვა, რომელზე გადაბიჯებაც მრავალს არ შეუძლია - ესაა სწავლება სისხლის სიწმინდის შესახებ. ბიბლიაში არის ისეთი მცნება, რომლის არსიც მთელი ბიბლიური ისტორიის განმავლობაში მეორდება, ნოედან - პირველ ქრისტიანულ კრებამდე:






..არამედ მივწეროთ მათ, მოერიდონ კერპებით შებილწულს, სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს(საქმეები 15:20)
თითქმის ХХ საუკუნემდე ყველაფერი ადვილი გასაგები იყო: ქრისტიანები არ სვავდნენ სისხლს, არ ჭამდნენ სისხლიან ძეხვს და მის მსგავს "ჰემატოგენს", რომელიც ასევე სისხლისგანაა დამზადებული. მაგრამ როდესაც მედიცინაში საყოველთაოდ დაიწყეს სისხლის გადასხმის პრაქტიკაში გამოყენება, როდესაც მას მაშინ ნიშნავდნენ როდესაც ვითომდა აუცილებელი იყო და როდესაც საერთოდ არ იყო საჭირო, საზოგადოებისა და თავად ექიმების აზროვნებაში მჭიდროდ ჩაჯდა აზრი:






სისხლის გადასხმა - ტრაგედიისას სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა!

ამ პროცედურის მრავალრიცხოვან მსხვერპლთ, სამედიცინო შეცდომებს მიაწერდნენ, რომელთა თავიდან აცილებაც შეუძლებელია, ისევე როგორც შუშის ტარის ტრანსპორტირებისას ვერ ავიცილებთ თავიდან მათ მტვრევას. (მაგალითად, არყის ბოთლების, მტვირთავების გასახარად, რომლებსაც 1-2 ბოთლი ყოველთვის "უტყდებათ" ხოლმე.)
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ზოგიერთმა ქრისტიანმა სისხლის გადასხმაზე უარის თქმა დაიწყეს, რადგამ მასში ღვთის მცნების დარღვევას ხედავდნენ, წარმოუდგენლად ხმამაღალი ხმაური ატყდა. და დღემდეც კი, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში [სტატიის ავტორი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს], ეს მცნება მრავალი ადამიანისათვის წარმოადგენს უდიდეს დაბრკოლების ქვას. აბა რა, განა სხვაგვარად შეიძლება ყოფილიყო?
მე უკვე ვხვდები, რას იტყვის ზოგიერთი, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა - ეს უკვე ზედმეტია, ფანატიზმია, მცნების არასწორი გაგებაა, რადგან იქ ნათქვამია, რომ სისხლისაგან მორიდებაა საჭირო. ამ სიტყვას ისეთივე აზრი აქვს, როდესაც ამბობენ ცხიმიანს და ტკბილს უნდა მოვერიდოთ, რადგან ის გვასუქებს, მავნეა, მაგრამ თუ ძალიან გვინდა, მაშინ ხანდახან შეიძლებაო. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ: ეს, იგივე აზრი არაა. თუ სტრონგის ბერძნულ ლექსიკონში ჩავიხედავთ და იმ სიტყვის მნიშვნელობას ვნახავთ, რომელიც ნათარგმნია როგორც "მორიდება", მაშინ კიდევ რამოდენიმე მნიშვნელობის დანახვას შევძლებთ:

როგორც ხედავთ, დანარჩენი მნიშვნელობები უფრო კატეგორიული ხასიათისანი არიან და ეს გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რა იგულისხმება ფრაზაში "მოერიდეთ სისხლს" - ესაა სისხლის გადასხმაზე სრული უარის თქმა. ალბათ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ სიძვისაგან მორიდება რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ თუ ძალიან მოგინდება, მაშინ ერთხელ მცნების დარღვევაც შეიძლება? შემდეგ კი ისევ მოერიდები...
კიდევ ერთი მოსაზრება არსებობს, რომ, ბიბლიაში პირდაპირ არაა საუბარი სისხლის გადასხმაზე, არამედ მხოლოდ მისი საკვებად გამოყენებაზე. მართალია, აბა თქვენ რას ელოდით? მაშინ პრაქტიკაში არ არსებობდა სისხლის გადასხმა და მაგიტომაც არ[ვერ] ჩაწერეს. მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ "ღვინით ნუ დათვრებიო", მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ არყით დათრობა შეიძლება? ეს სიტყვაც არ წერია ბიბლიაში, ხომ მართალია? მაგრამ არის პრინციპები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, რომ ბიბლია თანამედროვე რეალიებში გამოვიყენოთ. ზუსტად პრინციპების გაგება ხდის ადამიანს სულიერად მოწიფულს.
перелить кровь
ნებისმიერი საზოგადოება ძალიან სტატიკურია თავის შეხედულებებში და ეს უცილობელი ჭეშმარიტებაა. და თუმცა თითოეული საკუთარ თავს სხვებზე უფრო ჭკვიანად მიიჩნევს, პრაქტიკაში ხშირად აბსოლუტურად საპირისპიროდ გამოდის. ამის ნათელი მაგალითი - ქოლგის გამოგონებაა. ინგლისელმა ჯონას ხანუეიმ, რომელმაც XVIII საუკუნის შუა პერიოდში საწვიმარი ქოლგა გამოიგონა, საკუთარი გამოგონების გამო მრავალი დამცირება და დაცინვა გადაიტანა. როდესაც ის ქუჩაში გამოდიოდა, მეეტლეები ხშირად მისი ტალახით გაწუწვას ცდილობდნენ, როდესაც ეკიპაჟს მის წინ გუბეებში აჭენებდნენ. და დღეს რას ვხედავთ? ქოლგა - ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთია ჩვენს სახლში.
მიმოიხედეთ! რამდენი რამეა ჩვენს გარშემო ისეთი, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ხოლო თავის დროზე მათ დიდი პროტესტით შეხვდნენ. ყველასათვის საყვარელი კარტოფილიც კი თავიდან ჩვენი წინაპრების მიერ უარყოფილი იქნა, როგორც ზღვისგაღმითა საწამლავი, იმიტომ რომ არ ცოდნის გამო მრავალმა მათგანმა ფოჩების ჭამა დაიწყეს და არა ნაყოფის. მე-19 საუკუნეში "კარტოფილის ბუნტებიც" კი ატყდა, რომლებშიც დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამ ზღვისგაღმული და "საზიანო" კულტურის მასიურად დათესვის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
вред переливания крови
და დღესაც, ჩვენს "განათლებულ" საუკუნეში, ადამიანთა უმეტესობა ცოდნის "ფოჩების" ჭამას აგრძელებენ, რომლებიც ინტელექტისათვის საწამლავია. მათ კი, ვინც "ფესვების" ამოთხრას იწყებს, ფანატიკოსებად, სექტანტებად და მსგავს დისიდენტებად აცხადებენ. თუ ამის არ გეშინიათ და თქვენთვის ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი, მაშინ ნიჩაბი აიღეთ, ამოთხრა დავიწყოთ!

პირველი, და ყველაზე ძლიერი მითი სისხლის გადასხმის შესახებ: არსებობს შემთხვევები, როდესაც სისხლის გადასხმის გარეშე თავის გართმევა შეუძლებელია, მხოლოდ სისხლის გადასმას შეუძლია კრიტიკულ დროს ადამიანის სიცოცხლის ხსნა!
მე ექიმი არ ვარ, ამიტომ სიტყვას მათ გადავცემ, ვისაც ამ საქმეში მეტი ესმის.





"მე არ შემიძლია არცერთი შემთხვევის დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის არ გადასხმის გამო მომკვდარიყოს, სამაგიეროდ შემიძლია რიგი შემთხვევების დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა.(ა.ი. ვორობიოვი, РАН-ის და РАМН-ის აკადემიკოსი, РАМН-ის ჰემატოგენური სამეცნიერო ცენტრის დირექტორი)





"ისინი ვინც გადაუდებელ ქირურგიაში, ტრამვატოლოგიაში, რეანიმატოლოგიაში მუშაობს, განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრების რეალიებში, მშვენივრად იციან, რომ მძიმე ავადმყოფების მიღების შემდეგ, უახლოესი საათების განმავლობაში, ჩვეულებრივ კლინიკებში სისხლის მარაგი არ არის. 

და მე არ მინახავს არცერთი ავადმყოფი, რომელიც იმის გამო მოკვდა, რომ მას პირველივე საათებში არ გადაუსხეს სისხლი

მით უმეტეს რომ დონორის სისხლს ძალის ძალად თუ შეგვიძლია ვუწოდოთ ჟანგბადგადამტანი, იმიტომ რომ შენახვისას ერითროციტების ფერმენტული სისტემა იმდენად ირღვევა, რომ მასში არსებულ ჰემოგლობინს პრაქტიკულად აღარ ძალუძს ჟანგბადთან შეერთება და მისი გადატანა. ასეთი სახით, იდეა ძველ ტრადიციებზეა მიბმული, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შირმას ვქმნით ჰემოგლობინის კონცენტრაციის ზრდის სახით, მაშინ როდესაც თავად სცენა შიშველი რჩება. დონორის სისხლის გადასხმა, ა.ი. ვორობიოვის სიტყვების თანახმად, ახდენს კაპილარული სისტემის გადაკეტვას-ჩახერგვას, განსაკუთრებით – ფილტვის ქსოვილის. ფილტვები, მისი შედარების თანახმად, «ერითროციტარულ ჭაობად» იქცევა." (ვ. დ. სლეპუშკინი, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; ბესლანის პრავობერეგის მუნიციპალური რაიონული კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე; ბესლანის ტერაქტის დროს სამედიცინო შტაბის ერთერთი ხელმძღვანელი; სამედიცინო კატასტროფების სპეციალისტი.)
გასაგებია, რომ არსებობს ერთეული შემთხვევები, როდესაც პაციენტი, რომელმაც უარი თქვა და არ გადაისხა სისხლი, მოკვდა. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში ასეთი ადამიანები იმიტომ დაღუპულან, რომ მათი მდგომარეობა უკვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო ან იმის გამო, რომ ექიმებმა არ ინდომეს ან ვერ შეძლეს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება. ბუნებრივია, რომ მატყუარა პრესა, რომელსაც "სისხლი" და სანახაობა სწყურია, ამ შემთხვევებს მაშინვე ასე აშუქებს: "სექტანტმა რელიგიური მრწამსის გამო სისხლი არ გადაისხა და ამის გამო მოკვდა".






და "კარტოფილის ფოჩების" მილიონობით მჭამელი კბილებს ბოროტად გააკრაჭუნებს: შხამმა ტვინსა და გულში შეაღწია!
стоит ли переливать кровь
მეორე მითი სისხლის შესახებ: სისხლს ყოველთვის ამოწმებენ ვირუსებზე, ამიტომ, თუ სადმე სოფელში არ ცხოვრობთ, ეს ოპერაცია უსაფრთხოა.
აი აქ კი ჩემი მხრიდანაც მაქვს სათქმელი. 2004 წელს პირადად მე ვესწრებოდი მცირე კონფერენციას (პროექტორის ოპერატორის რანგში) ბიშკეკში, სადაც პროფესორი სლეპუშკინი და კიდევ ერთი პროფესორი-ქალბატონიც ჩამოფრინდნენ, რათა ადგილობრივი ექიმებისთვის მიეცათ განათლება უსისხლო მედიცინასთან დაკავშირებით. მე უკვე თითქმის აღარაფერი მახსოვს იმიდან, რაზეც იქ საუბრობდნენ, მაგრამ მე კარგად დავიმახსოვრე ერთი მნიშვნელოვანი აზრი:






ყველაზე თანამედროვე საზღვარგარეთული აპარატებიც კი, სისხლს მხოლოდ 7-8 დაავადებაზე ამოწმებენ, ყველაზე გავრცელებული 40 დაავადებიდან.
თანაც, ამ 7-8 დაავადების აღმოჩენის პროცენტი არ შეადგენს 100%-ს. ჩვენს ჩამორჩენილ ქვეყანაზე რაღა უნდა ვთქვათ? თანაც ნახევარწლიან ინკუბაციურ პერიოდსაც თუ გავითვალისწინებთ, როდესაც, მაგალითად, იმავე შიდსის ამოცნობაც კი შეუძლებელა? იმ კონფერენციიდან ბევრი პრეზენტაცია შემომრჩა. აი თემასთან დაკავშირებული ერთი კადრი:
тесты на переливание крови
თანაც თუ იმასაც გავიხსენებთ, თუ რა კატეგორიის ადამიანები აბარებენ ძალიან ხშირად სისხლს, პირადად მე ჟრუანტელი მივლის. სხვისი კბილის ჯაგრისით თუ გაიხეხავდით კბილებს? ფუუ, რა თქმა უნდა, არა! და "ბომჟის", ლოთის ან ნარკომანის სისხლის გადასხმა არ იწვევს თქვენში ზიზღს?
бомжи сдают кровь
მესამე მითი სისხლის შესახებ: მთავარია, რომ სისხლის ჯგუფი ემთხვეოდეს, ასეთ შემთხვევაში სისხლის გადასხმა ზიანს არ მოიტანს.
სიტყვას ექსპერტებს გადავცემ:






"დროთა განმავლობაში სარწმუნო კლინიკურმა დაკვირვებებმა და ფაქიზმა ლაბორატორიულმა კვლევებმა ექიმთა მსოფლიო საზოგადოებას აჩვენა, რომ უცხო სისხლის გადასხმა შეიძლება იყოს არა მხოლოდ სიცოცხლის გადამრჩენი, არამედ ასევე შეიძლება მასში ფარული საფრთხეებიც იმალებოდეს, რომელიც ხშირად თვალისთვის დაფარულია და მალევე არ ვლინდება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან სახიფათოა. ეს საფრთხე შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს.
კარგადაა ცნობილი სისხლის შედედებითი სისტემის პოსტტრანსფუზიური დარღვევები, მძიმე პიროგენული რეაქციები ჰიპერთერმიითა და გულსისხლძარღვთა დეკომპენსაციით, ანაფილაქტიკური რეაქციები, ჰემოლიზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა და ა.შ.
დონორული სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული, უმრავლესი გართულებების მიზეზს წარმოადგენს, ორგანიზმის მიერ უცხო სხეულის არ მიღება, ანუ იმუნიტეტის რთული, მრავალკომპონენტური და ჯერ კიდევ არასაკმარისად შესწავლილი უნივერსალური მექანიზმი." (ე.ს. გორობეცი, ი.ვ. ბუდეინოკი, ე.ვ. ნიკოლაევა რუსეთის РАМН-ის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრი, მოსკოვი.)
დიახ, სისხლი - ცოცხალი სხეულია, რომელსაც ორგანიზმი მთელი ძალებით უარყოფს, თუ ის უცხოა. რის გამოც ძალიან დიდი ზიანი ადგება ადამიანის იმუნიტეტს. მე რამოდენიმე ისეთ ადამიანთან მომიწია საუბარი, რომლებსაც თავის დროზე "წარმატებით" გადაუსხეს სისხლი. ყველა მათგანმა უფრო ხშირად დაიწყო ავადობა, ერთი ქალბატონის მკერდზე კი, უკვე მრავალი წლის განმავლობაში "ცხოვრობს" უზარმაზარი ეგზემა, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას (მის დაუკითხავად) გადაუსხეს დონორული სისხლი.
შესაძლოა ვინმესთვის ეს სიახლე იყოს და გულში თქვას:
- კარგი, მე არაფერი ვიცი, მაგრამ ნუთუ ექიმებმაც არ იციან, რომ სისხლის გადასხმა ასეთი სახიფათოა?
იციან, თანაც ძალიან კარგად. მაგრამ ისინი ამის შესახებ თქვენ არაფერს გეტყვიან, თუ თქვენ არ ჰკითხავთ მათ. ისინიც ადამიანები არიან, თანაც მათი პროფესია მათ ხშირად საკმაოდ ცინიკურ ადამიანებად აქცევს. განა შეიძლება ადამიანი კეთილი და თანამგრძნობი დარჩეს, როდესაც მის გულში ამდენი დარდი, ტანჯვა და სიკვდილიც კი გაივლის? შეიძლება, თუ ის მართლა ადამიანია. ასეთები კი დღეს ძალიან ცოტანი არიან.
врачи кровь не переливают
წარმოიდგინეთ, რომ საავადმყოფოში მოხვდით. უბრალო მიზეზით, დიდი არაფერი. თქვენ რაღაც აბებს გაძლევენ, თქვენ კი მათ უსიტყვოდ სვავთ... მანამ, სანამ ხელში ამ აბების კოლოფი არ გივარდებათ. საქმე მაინც არაფერი გაქვთ და იწყებთ იმის კვლევას, თუ რას გასმევენ. და უცბათ აღმოაჩინეთ, რომ აბები ვადაგასული ყოფილა! გვერდითი მოვლენებიც უამრავი აქვს! და რისთვისაც ნიშნავენ, თქვენს სიმპტომებს საერთოდ არ შეესაბამება! მაშინვე ექიმთან გარბიხართ და განმარტებას ითხოვთ მისგან. მაგრამ როგორ ფიქრობთ, დიდი ალბათობით, რას მოისმენთ თქვენი ბრალდებების საპასუხოდ?
- ექიმი ხარ? შენ რა, ჩვენზე ჭკვიანი ხარ? თუ რამე არ მოგწონს - აგერაა კარი!
ყველაფერი კი ძალზედ იოლია: აბები თუმცა ვადაგასულია, მაგრამ სადმე ხომ უნდა "წაიღონ". გვერდითი მოვლენები შეიძლება სულაც არ გამოვლინდნენ, თუ გამოვლინდებიან - ჩვენ რა შუაში ვართ, ეს აბები ხომ ჩვენ არ დაგვიმზადებია. ხოლო ის, რომ ისინი თქვენი დიაგნოზისათვის არაა განკუთვნილი, ეს წვრილმანებია, სხვა წამალი მაინც არ გვაქვს, მკურნალობა კი აუცილებლად საჭიროა! ხოდა ყველა სვავს და ხმას არ იღებს, და შენ რა, ყველაზე ჭკვიანი ხარ?



სისხლის გადასხმასთან მიმართებაშიც დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა. ვის ეხალისება ყოველ ჯერზე ამ ახალი, პროგრესული მეთოდებით აიტკიოს თავი? სისხლის გადასხმა უფრო იოლია, ხოლო თუ რამე ისე ვერ წავიდა როგორც საჭიროა, თავის მართლების მიზეზებს რა დალევს, ყველაფერი ხდება... ექიმისათვის თავის საქმეში გაუმჯობესება - უფრო მეტი სიცოცხლის ხსნას ნიშნავს, ხოლო ყველაფრის ძველებურად კეთება - საკუთარი თავის არასაჭირო რისკებისაგან ხსნას.
ერთხელ ტელევიზიით გადიოდა ერთი გადაცემა, სადაც ერთ-ერთ საავადმყოფოში პირდაპირი გაგებით აიძულეს ექიმები, რომ "უსისხლო" ოპერაცია ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ ექიმი ჟურნალისტს შესჩიოდა:
- ჩვენ ასეთ ოპერაციას ჩვეულებრივ ერთ საათს ვანდომებთ, ასე კი მთელი 4 საათი მოგვიწია წვალება, იმიტომ რომ ყველაფრის ძალიან აკურატულად კეთება გვიწევდა...
ისე რომ თავადაც კი ვერ მიხვდა, ამ ექიმმა თავადვე გასცა საკუთარი თავი: მისთვის ასე უფრო იოლია - "ჩიკ-ჩიკ" გაჭრა, როგორც გამოუვა, "ბულკ-ბულკ" სისხლი შეუშვა და გაიყვანეს: "ხვალისთვის მგელივით იქნება, თუ არ მოკვდა რა თქმა უნდა..."
აკადემიკოსმა ა.ი. ვორობიოვმა 2002 წელს განაცხადა: «ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა სისხლის გადასხმის შედეგად მიღებული ჰეპატიტებით, შიდსითა და სხვა გართულებებით. ამით შემოიფარგლება თუ არა სისხლის გადასხმის ვირუსული საფრთხე? ამასთან დაკავშირებით არაფერია ნათელი.»
მან, ვინც ჩვენ შეგვქმნა, ყველაზე კარგად იცის იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რას მოაქვს ზიანი.
მაგრამ მაშინ რა, თუ ჩვენ არჩევნის წინაშე დავდგებით: ან სისხლი გადავისხათ, რითაც ღვთის მცნებას დავარღვევთ, ან მოვკვდეთ? იესო როგორ პასუხს გასცემდა ამ შეკითხვას? როგორს და აი ასეთს:






ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას.  (მარკოზი 8:35)
ფანატიკოსი იყო იესო? არა, ის ყველაფერს ღვთის თვალით უყურებდა. ღმერთს შეუძლია ადამიანი მკვდრეთით აღადგინოს, თუ ის მისი ერთგული დარჩება. ქრისტიანი ხარ? გჯერა ამის? ეს იოლი შეკითხვები არაა მათთვის, ვისთვისაც ღვთისადმი რწმენა მხოლოდ ფორმალობაა.
როდესაც მე-17 საუკუნეში სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით ექსპერიმენტირება დაიწყეს, მაშინ ადამიანებს ცხოველების სისხლს უსხავდნენ, ყველაზე ხშირად ცხვრის სისხლს. მას შემდეგ მედიკოსებს შორის პოპულარული გახდა გამოთქმა:






«სისხლის გადასხმა რომ ჩატარდეს, ამისათვის 3 ცხვარია საჭირო. პირველი – ესაა ის ცხვარი, რომელისგანაც სისხლს იღებენ, რათა შემდეგ გადასხმა ჩაატარონ. მეორე ცხვარი – ესაა პაციენტი, რომელიც ცხვრის სისხლის გადასხმაზე თანხმდება. ხოლო, მესამე ცხვარი – თავად ის ექიმია, ვინც ასეთ გადასხმას ატარებს».
переливание крови барана






თუ ჭკვიანი ადამიანი ხარ და საკუთარ სიცოცხლესა და ღმერთთან საკუთარ ურთიერთ დამოკიდებულებას აფასებ, მაშინ ნუ გახდები ამ ცხვართაგან ერთ-ერთი. ცხვრები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий