четверг, 10 марта 2016 г.

ძირითადი ინსტინქტი

ნათარგმნია: www.teonote.ru

პორნოგრაფია - თეორიაა, გაუპატიურება - პრაქტიკა. (რობინ მორგანი, 1980 წ.)
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღეს ინტერნეტი - მსოფლიოში მრავალი მილიონი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის შეიძლება უნივერსალურ იარაღს, მაგალითად, დანას შევადაროთ, რომლის დახმარებითაც მრავალი საჭირო ოპერაციის შესრულება შეიძლება: კარტოფილის გაფრცქვნა, პურის დაჭრა ან ფანქრის გათლა.
მაგრამ მისი დაუდევრად გამოყენების შემთხვევაში, ამ საშიშ იარაღს სერიოზული ზიანის მოტანაც შეუძლია: მისით შეიძლება ხელი გავიჭრათ ან ადამიანიც კი მოვკლათ, ინტერნეტმა კი შეიძლება ჩვენ სინდისს მიაყენოს ჭრილობა ან ჩვენი სულიერებაც კი მოკლას, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა.
თანაც ამ ვირტუალური იარაღის ყველაზე მჭრელ მხარეს, რომელიც ყველაზე ხშირად აყენებს ჭრილობას ადამიანების სულებს, წარმოადგენს პორნოგრაფია. ეს მხარე იმდენად ძლიერაა გალესილი, რომ ერთი არასწორი მოძრაობა და ძალიან სერიოზულ ჭრილობას იღებ. შენი გონება ძალიან დიდი ხნით დაიმახსოვრებს უხამს სურათს, რომელიც აუცილებლად დატოვებს ჭრილობას შენს სინდისზე.
Основной инстинкт

რა თქმა უნდა, მრავალი ისეთი ადამიანი არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ პორნოგრაფიას არავითარი ზიანი არ მოაქვს, ზოგიერთი "ექიმი" კი თავის პაციენტებს პორნოგრაფიის ყურებას "უწერენ", როგორც საოჯახო "სექსუალურ" თერაპიას.
მაგრამ ასევე არანაკლები რაოდენობის ადამიანები არსებობენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პორნოგრაფიით გატაცება ისეთივე მიჩვევას იწვევს, როგორსაც ნარკოტიკები. ის იწვევს ოჯახისა და ადამიანის პიროვნების ნგრევას, რომელიც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს ისე უწყებს ყურებას, როგორც ჟინის მოსაკლავ ობიექტს.
მაგრამ ეს არგუმენტები ნაკლებად მოქმედებენ მათზე, ვინც ამ "გართობაშია" ჩაფლული, ისევე როგორც მწეველზე არ მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მოწევა კლავს. მრავალი მათგანი იმ დასკვნებს უფრო სანდოდ მიიჩნევს, რომლებიც მათი გულისთვის უფრო სასიამოვნოა, რისკენაც მათი ძირითადი ინსტინქტი აღძრავს მათ. დარწმუნებული ვარ, თქვენ მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით.
მაგრამ მათთვისაც კი, ვინც ღრმადაა იმაში დარწმუნებული, რომ პორნოგრაფია - ბოროტებაა, ხანდახან ძალიან რთულია იმ ცდუნებასთან ბრძოლა, რომ ერთი თვალით მაინც შეხედონ ამ "აკრძალულ ხილს". და ამაში საკვირველი არაფერია. ჩვენ ისე ვართ შექმნილი, რომ სექსუალური ინსტინქტი ადამიანური ინსტინქტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, ის ხანდახან თვითგადარჩენის ინსტინქტზე უფრო ძლიერიც კია.
მაგრამ ეს ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, ნარკოტიკის პირველ დოზას ჰგავს, რომლის შემდეგაც მეორე დოზაზე უარის თქმა უფრო რთულია, ვიდრე პირველზე, მესამეზე უფრო რთულია, ვიდრე მეორეზე და ამგვარად არითმეტიკულ პროგრესიაში. ამიტომ ყველაზე მთავარი ამოცანა, თუ არ გსურთ რომ პორნონარკომანი გახდეთ, - ესაა, შეძლოთ "პირველ დოზაზე" უარის თქმა.
ხოლო თუ თქვენ ოდესღაც უკვე გასინჯეთ ეს "ნარკოტიკი", მაშინ ყველაფრის გაკეთება იმისათვის, რომ რეციდივი არ მოხდეს. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? როგორ არ მოვექცეთ ძირითადი ინსტინქტის ძალაუფლების ქვეშ?
Основной инстинкт фильм
ნებისმიერ რთულ საქმეში, ყველაზე მთავარი - ესაა მოტივაცია. როდესაც მწეველებთან მიწევს საუბარი, რომლებსაც ამ მავნე ჩვევის გადაგდება უნდათ, მაგრამ ვერანაირად ვერ ართმევენ თავს, მე მათ ყოველთვის ჯადოსნურ ფორმულას ვუმეორებ: "ნებისყოფა - ეს მოტივაციის ძალაა".
თუ იმ ადამიანის, რომელსაც მოწევისათვის თავის დანებება სურს, ერთადერთი მოტივი - უბრალოდ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა, მაშინ ეს ძალიან სუსტი მოტივია. მოწევა ძალიან ნელა კლავს და ადამიანი მიდრეკილია ასე იფიქროს: "ამით არაფერი დაშავდება, ერთსაც მოვწევ და დავანებებ თავს. ერთი სიგარეტით რა დაშავდება..." და ასე, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე და მესამე და გამარჯობა ფილტვების კიბო.
ამის მსგავსად პორნოგრაფიის ყურებასაც არ მოაქვს მომენტალური ზიანი, ამიტომ ადამიანი ანალოგიურად ფიქრობს: "კარგი, ბოლოჯერ ვუყურებ, საშინელი არაფერი მოხდება..."
სამსახურში ერთ ჩემ ნაცნობ ქალბატონს ძალიან უნდა მოწევისათვის თავის დანებება იმავე მოსაზრებით, რომლის შესახებაც ზემოთ დავწერე. მაგრამ ის ცოტა უფრო შორს წავიდა: ალბათ, რადგან ქვეცნობიერად ხვდება თუ რამხელა ძალა აქვს მოტივაციას, ის მოწევის შემდეგ დაცლილი კოლოფებიდან გამაფრთხილებელ ფრაზებს ჭრის, რომლებიც დღეს სიგარეტის ყველა კოლოფზეა და ერთგვარ იმპროვიზირებულ სტენდს ქმნის, რომელსაც რეგულარულად უყურებს და შეახსენებს-ჩააგონებს საკუთარ თავს ამ ჩვევის მავნებლობას.
ეს არც თუ ცუდი სვლაა, რომელიც, შესაძლოა, დაეხმარება მას ძლიერი მოტივაციის განვითარებაში, რომელიც ამ ჩვევისადმი ზიზღში გადაიზრდება.



პორნოგრაფიასთან მიმართებაშიც მსგავსი ილეთის გამოყენებაა საჭირო, როგორც ამას ბიბლია გვირჩევს, სწორი მოტივაცია უნდა განვავითაროთ:





იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება. ის იცავს თავის ერთგულთა სულებს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ. (ფსალმუნები 97:10)
გამუდმებით პორნოგრაფიის მავნებლობაზე ფიქრით და საკუთარი თავისათვის მისი საზიანო მხარეების დამადასტურებელი  მტკიცებულებების მოყვანით, შეგვიძლია საკუთარ თავში ძლიერი მოტივაცია და ამ დამანგრეველი "ნარკოტიკისადმი" ზიზღი განვივითაროთ.
половые инстинкты
ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმის შესახებ, თუ როგორი მტკიცებულებების მოყვანა შეიძლება საკუთარი თვისათვის, რათა გავიძლიეროთ იმის სურვილი, რომ "უწმინდურს არ მივეკაროთ". (ესაია 52:11)
არ დაგიმალავთ, რომ პირადად მე პორნოგრაფიას საკმაოდ ადრეულ ასაკში გავეცანი, როდესაც მშობლებს უხამსი გამოსახულებების შემცველი სლაიდები ვუპოვე. როდესაც ქრისტიანი გავხდი, მე, რა თქმა უნდა, დიდი შრომა დამჭირდა იმისათვის, რათა საკუთარ თავში სწორი დამოკიდებულება განმევითარებინა იმის მიმართ, რაც მანამდე ჩემში სიყვარულს თუ არა, "ბუნებრივ ინტერესს" ნამდვილად იწვევდა.
მაგალითად, ერთი ჩემი კოლეგა სამსახურში როგორღაც ჩემი ქრისტიანული უბიწობის გამოცდას ცდილობდა, როდესაც ცხვირწინ პორნო ჟურნალს მიდებდა, რომელიც მან სამსახურში მოიტანა. მან რა თქმა უნდა დიდად ვერ გამაკვირვა თავისი გამოხტომით: რადგან მას შემდეგ, რაც სამსახურში მასთან ერთად არყის სმას დავანებე თავი, ის ძალიან გაბრაზდა ჩემზე და გამუდმებით ცდილობდა ჩემი ახალი რწმენის გამოცდას სხვადასხვა მეთოდებით, იმ იმედით, რომ ძველ "ჭიქის ძმაკაცს" დაიბრუნებდა.
მახსოვს, რომ მაშინ მას ვუთხარი: "მითხარი, შენ ცოლს რომ გადაეღო ასეთი ჟურნალისათვის ფოტოები, იმასაც ყველას აჩვენებდი?" მან პარირება სცადა, რომ, რა მოხდა, არაფერი ისეთი აქ არ არისო! რაზეც მე მას შევთავაზე, რომ თავის მეუღლესთან ერთად გადაეღო სურათები ამავე "რაკურსში" და ყველასთვის ეჩვენებინა.
მან ეს რა თქმა უნდა არ გააკეთა და საუბარი ამით ამოიწურა. ეს ძალიან კარგი არგუმენტია: ვის აქვს იმის სურვილი, რომ მისმა ცოლმა ან მისმა ქალიშვილმა მიიღოს მსგავს ფოტოსესიებში მონაწილეობა, და დაათვალიერებდა მერე ის მსგავს "ხელოვნებას" და აჩვენებდა სხვებსაც? პასუხი ნათელია.
მაგრამ ეს შემთხვევა მხოლოდ მოკლე ეპიზოდი იყო. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ მაშინ გამოვლინდა, როდესაც ინტერნეტი ჩავრთე და გამოუცდელობის გამო, რამოდენიმეჯერ, სრულიად შემთხვევით მოვხვდი უზნეო საიტებზე. მაშინვე გავაცნობიერე, რომ სასწრაფოდ უნდა მიმეხედა ამ პრობლემისათვის ჩემს გონებაში. ინტერნეტში დავიწყე სტატიების ძიება "პორნოგრაფიის მავნებლობის შესახებ". იმ მომენტისათვის ესეც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემი პორნოიმუნიტეტი გამეძლიერებინა.
порно иммунитет
ამის შემდეგ დავიწყე ცოდნის მიღება იმის შესახებ, თუ როგორ დამეცვა თავი "მხიარული სურათების" შემთხვევით დათვალიერებისაგან, რომლებიც შესაძლოა მაშინაც კი ამოტივტივებულიყვნენ, როდესაც მათთვის არც კი "დაგიძახია". ამ საშინელებასთან ყველაზე იოლი და საიმედო ბრძოლის მეთოდი ძალიან მალევე ვიპოვე. ეს მეთოდი იმდენად იოლი იყო, რამდენადაც რადიკალური: მე უბრალოდ ყველა გამოსახულება გავთიშე ბრაუზერებში. არ არის გამოსახულებები - არ არის პორნოგრაფია.
ეს შესანიშნავი მეთოდია მათთვის, ვისი იმუნიტეტიც ჯერ კიდევ ძალიან სუსტია იმისათვის, რომ საკუთარი სულიერი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს და ვისთვისაც ინტერნეტში მხოლოდ ტექსტია მნიშვნელოვანი. ცოტა მოგვიანებით მე აღმოვაჩინე, რომ პრაუზერში Opera შესაძლებელია პანელზე სპეციალური ღილაკის დაყენება, რომლის მეშვეობითაც ოპერატიულად შეიძლება გამოსახულებების ჩართვა-გამორთვა.
ეს უფრო მოსახერხებელი იყო. სტანდარტულად გამოსახულებები გამორთული იყო, მაგრამ მე თუ დარწმუნებული ვიყავი, რომ საიტი უსაფრთხო იყო, მე ღილაკს ვაწვებოდი და გამოსახულებები ირთვებოდა. შემდგომ ასეთი ღილაკი ბრაუზერ Firefox-ზეც დავაყენე დამატებითი აპლიკაცია ImgLikeOpera-ს საშუალებით.
ამჟამად მე ვსარგებლობ დამატებითი პროგრამით adblock, რომელიც რეკლამებსა და ბანერებს ბლოკავს, და ასევე ვსარგებლობ flashblock-ით, რომელიც მომაბეზრებელ მოციმციმე "ფლეშ" რეკლამებს თიშავს. ეს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევებშია დამხმარე, თუ ინტერნეტში ძალიან დიდხანს არ "დაეხეტებით" და მხოლოდ საკმაოდ ცნობილი საიტებით სარგებლობთ.
ხოლო თუ ვინმე, მაგალითად, თქვენი შვილი, უხამსი გამოსახულების პოვნას მოინდომებს, მაშინ ეს ფილტრები ვერაფერ დახმარებას ვერ გაგიწევენ. ამასთანავე თავად დაბლოკვის სისტემას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. საიტების შავ სიაში ყველა ასეთი საიტის შეყვანა უბრალოდ არარეალურია: მათი რიცხვი ძალიან დიდია და ისინი ისე მრავლდებიან როგორც სოკოები წვიმის შემდეგ.
ამიტომ მათ, ვისაც ბავშვები ჰყავთ, ან მათ, ვინც გამუდმებით ინტერნეტში "დაეხეტებიან" რაიმე სახის ინფორმაციის საძიებლად, მე შედარებით საიმედო თავდაცვის საშუალებებს ვურჩევდი, რომლებსაც იმავე Firefox-ის ორი დამატებითი პლაგინი იძლევა. ესენია foxfilter და censureblock, რომელთა პოვნა და დაყენებაც რთული არაა, შედიხართ მენიუს პუნქტში "ინსტრუმენტები" - "დამატებითი" და საძიებო გრაფაში აკრიფეთ სიტყვა "porno".
შეგიძლიათ მათგან რომელიმე ერთი გამოიყენოთ, მაგრამ თუ გსურთ რომ 100%-ით დაიცვათ თავი, ორივეს დაყენება სცადეთ. თუმცა, მათი დაყენების შემდეგ თქვენ ამ პოსტის წაკითხვას უკვე ვეღარ შეძლებთ, რადგან ეს აპლიკაციები ყველა იმ გვერდს დაბლოკავენ, სადაც ცუდი სიტყვებია ნახსენები, მაგალითად "პორნოგრაფია". ეს რადიკალური ნაბიჯია, მაგრამ სამაგიეროდ საიმედო. თქვენ თავად შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება და საუკეთესო ვარიანტის ამორჩევა.
მაგრამ როგორც საბჭოთა კავშირის დროს წერდნენ ავტობუსებში: "სინდისი - საუკეთესო კონტროლიორია!" და ეს მართლაც ასეა.
ადამიანი ცხოველისაგან იმით განსხვავდება, რომ საკუთარი სურვილებისა და ინსტინქტების გაკონტროლება შეუძლია.
ჯერ კიდევ კაცობრიობის განთიადისას ღმერთმა ნათლად გამოხატა ეს აზრი, როდესაც კაენს მიმართავდა:





თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენსკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?! (დაბადება 4:7)
მისცემ უფლებას, რომ შენმა ინსტინქტებმა შენზე იბატონონ, თუ თავად გახდები მათი ბატონი?





... ვინც ვისგან არის ძლეული, იმისივე მონაა. (2 პეტრე 2:19)

Комментариев нет:

Отправить комментарий