среда, 23 марта 2016 г.

კითხვები მათთვის ვისაც სწამს სამება



«ჭეშმარიტების ყველაზე ნათელი ნიშანი – უბრალოება და სწავლების იოლი გაგებაა. სიცრუე კი ყოველთვის რთული, პრეტენზიული და სიტყვაუხვია» (ლევ ტოლსტოი)




  თუ თქვენ სამების შესახებ «ქრისტიანობაში» ფესვგადგმული სწავლების გწამთ, მაგრამ ამავდროულად მაინც გულწრფელი ადამიანი ხართ, რომლისთვისაც ბიბლიური ჭეშმარიტებაა მნიშვნელოვანი და არა «ადამიანური გადმოცემები» და უაზრო ქვეყნიური ფილოსოფია (კოლოსელები 2:8), მაშინ შეეცადეთ ქვემოთ მოყვანილი ბიბლიურ მუხლებსა და თანდართულ კითხვებს გადაავლოთ თვალი. აიღეთ ხელში თქვენი ბიბლია და მოთმინებით შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა სამების შესახებ სწავლება იმას, რასაც ღვთის სიტყვა ამბობს. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, შეეცადეთ გულწრფელი იყოთ ღვთისა და საკუთარი თავის წინაშე!
  

  თქვენს პასუხებში იესო ქრისტეს მაგალითს მიბაძეთ, რომლის სწავლებაც უბრალო, გასაგები და ნათელი იყო. იესოს არ სჭირდებოდა სიტყვა უხვობა იმისათვის, რომ გასაგები სახით მიეტანა ადამიანებამდე ჭეშმარიტება! ამიტომ არც ჩვენ უნდა გადავუხვიოთ «ქრისტეს საკადრის გულწრფელობას» (2 კორინთელები 11:3). არანაირი სწავლება, ყველაზე პოპულარულიც კი, არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, თუ მის დასამტკიცებლად ნათელი ბიბლიური არგუმენტები «არასაკმარისია» და რაღაცეების დამატებაა საჭირო!

  შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა, სამების უბრალო და გასაგები სახით ახსნა? ადასტურებს თუ არა ბიბლია ამ სწავლებას? დღეს უკვე მილიონობით ხალხი, რომლებიც ღვთის სიტყვას, ბიბლია იკვლევენ, პასუხობენ: «არა», უარს ამბობენ ამ გადმოცემაზე და ცოცხალ, ჭეშმარიტ და ერთადერთ ღმერთს სცემენ თაყვანს!

 ხოლო თუ ეს სწავლება თქვენი ეკლესიის "მოძღვრებმა" გასწავლეს, მაშინ შეეცადეთ, რომ მისი ჭეშმარიტება ქვემოთ მოყვანილი კითხვებისა და მათზე მსჯელობის დახმარებით შეამოწმოთ. მსჯელობისას კი, უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხები დაფუძნებული უნდა იყოს რა ვარაუდებზე ან იმაზე, რაც თქვენთვისაა მოსახერხებელი, არამედ ღვთის სიტყვის - ბიბლიის ნათელ და სარწმუნო არგუმენტებზე!



  მაშ ასე, შეგიძლიათ თუ არა, იესო ქრისტეს მიბაძვით, მოკლედ, უბრალოდ და გასაგებად გასცეთ ქვემოთ მოყვანილ ბიბლიურ კითხვებს პასუხი?


*******


  რატომაა, რომ სიტყვები «სამება», «სამერთობა» ან მათგან ნაწარმოები სხვა სიტყვები, საერთოდ არ გვხვდება ბიბლიაში? რატომაა წმინდა წერილებში ყოვლისშემძლე ღმერთზე საუბარი ყოველთვის, როგორც ერთზე და ერთადერთზე (მეორე რჯული 6:4; ნეემია 9:6; ზაქარია 14:9; 1 კორინთელები 8:4; 1 ტიმოთე 2:5; ებრაელები 2:11).

  განა ლოგიკური არ არის, რომ ფრაზა «მამა ღმერთი» იმას ნიშნავს, რომ ისაა ყველას ღმერთი და მამა; «ძე» - იმას, რომ ის მამის ძეა; ხოლო «წმინდა სული» (ებრაულ და ბერძნულ ენებში ნიშნავს «ქარს», «სუნთქვას», «ქროლვას») – ესაა მისი ძალა და არა ცალკეული პიროვნება? განა საჭიროა რაიმეს მოფიქრება და დამატება? (1 კორინთელები 4:6).

  რით ხელმძღვანელობდა ღმერთი, როდესაც ტერმინ «მამა»-ს და ტერმინ «ძე»-ს ქმნიდა? თუ მამა და ძე აბსოლუტურად თანასწორნი არიან, მაშინ რატომ არ გამოიყენა ღმერთმა უფრო გასაგები და ხალხისათვის უფრო ჩვეული გამოთქმა «ძმა» და «ძმა»?

  თუ ღმერთის ერთი ნაწილი მამაა, მეორე ნაწილი კი – ძე, მაშინ შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ ღმერთის მეორე ნაწილი ოდესღაც პირველი ნაწილის მიერ იქნა შობილი? თუ ასეა, მაშინ შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ თავდაპირველად ღმერთი არ იყო სამერთობა?

  როგორ იქნა გადაწყვეტილი, თუ სამების რომელი პირი ჩამოვიდოდა დედამიწაზე და გახდებოდა იესო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამების სამივე პირი აბსოლუტურად ერთნაირნი არიან და თანაბარი უფლებებით შეეძლოთ დათანხმება დედამიწაზე ჩამოსვლაზე, ან ასეთივე თანაბარი უფლებებით შეეძლოთ ამ საპატიო მისიის სხვისთვის დათმობა? (პასუხის შემთხვევაში საჭიროა მისი ბიბლიური მკიცებულების მოყვანა).

  არის თუ არა ბიბლიაში თუნდაც ერთი ადგილი, სადაც იესომ საკუთარ თავს უწოდა ღმერთი? (პასუხის შემთხვევაში საჭიროა მისი ბიბლიური მკიცებულების მოყვანა).

  


თანასწორნი არიან თუ არა მამა და ძე?




1. ცოდნით


 მარკოზი 13:32
1)    რატომ არ იცის ძემ, ანგელოზების მსგავსად, ის რაც მამამ იცის, თუ ისინი თანასწორნი არიან?
2)    რატომ არ იცის არც წმინდა სულმა (ნათქვამია, რომ "მხოლოდ მამამ" იცის)?


იოანე 3:32
1)    ვისთან იხილა და ვისგან მოისმინა ძემ?
2)    თუ იესო – ყოვლისშემძლე ღმერთია,  მაშინ რატომაა დამოკიდებული სხვის ცოდნაზე?
3)    რატომ არ შეუძლია ძეს დამოწმება მანამ, სანამ ჯერ არ იხილავს და მოისმენს მამისაგან?
4)    შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძეს ჯერ რაიმეს გაგება, ანუ სწავლა სჭირდებოდა?


იოანე 8:26-29,38. შეადარეთ იოანე 15:15
1)    ძე ამბობს, რომ მთელი ცოდნა მან მამისაგან მიიღო («რაც მისგან მსმენია», «რაც მასწავლა მამამ», «რაც მსმენია მამაჩემისგან»).  თუ ძე ღმერთია, მაშინ, როგორ გავიგოთ ის, რომ მას რაღაცის სწავლა სჭირდებოდა? 
2)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ძეს შეიძლება რაიმე არ სცოდნოდა და მამა უხსნიდა მას?
3)    რატომ არსად და არასოდეს წერია ბიბლიაში, რომ მამამ ისწავლა რაიმე ძისაგან, ან, რომ ძემ რაიმე აუხსნა მამას, არამედ ყოველთვის და ყველგან მხოლოდ მამა ასწავლის და უხსნის ძეს?


იოანე 5:20
1)    ის, რომ მამა აჩვენებს ძეს და მომავალში კიდევ მეტსაც აჩვენებს, ნიშნავს თუ არა, რომ ძეს მანამდე არ უხილავს ის, რაც მამას უკვე უხილავს?
2)    ძე რატომ არ აჩვენებს რამეს მამას, არამედ მხოლოდ მამა ძეს?


ებრაელები 5:8-10
       «ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება» (საპატრიარქოს თარგმანი);
       «მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება» (სბს-სტოკჰოლმი 2001);
       «ტანჯვით ისწავლა მორჩილება» (სბს-2013);
       «ისწავა, ვინაითგან იგი ივნო მორჩილებაი» (მცხეთური ხელნაწერი - გ. მთაწმინდელი).
       «ისწავა, ვინაითგან ივნო, მან მორჩილებით» (ოდიშის ოთხთავი 897 წ.-ძველი მანუსკრიპტები).
       «ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება» (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).
       «მორჩილება ისწავლა იმით, რაც გადაიტანა» (ახალი ქვეყნიერების თარგმანი).                                                                                             
     

   1)   რატომ საჭიროებდა იესო  მორჩილების სწავლას (გაუმჯობესებას)?
   2)   არსებობს თუ არა მისი მორჩილების ხარისხში განსხვავება, მიწიერი ტანჯვის დაწყებასა და მის დამთავრებას შორის?  
3)    ეთანხმებით თუ არა, რომ მხოლოდ მას შეიძლება დაემორჩილო, ვინც შენზე მაღლა დგას?
4)    ვისადმი მორჩილება ისწავლა უფრო მეტად იესომ?
5)    შეუძლია ღმერთს საკუთარ თავს რომ დაემორჩილოს?
6)    ამბობს თუ არა ღმერთი ბიბლიაში ერთგან მაინც, რომ ის ვინმეს ემორჩილება ან, რომ ის მორჩილებას გამოავლენს ვინმეს მიმართ, ვინც არ უნდა იყოს ის?
7)    რატომ ამბობს ბიბლია, რომ «სწავლის» მეშვეობით, «სრულქმნილი» გახდა - ანუ უფრო უკეთესი გახდა? (მე-9 მუხლი). იესოში ცვლილებები მოხდა. ნიშნავს ეს იმას, რომ იესო დედამიწაზე მოსვლამდე არ ფლობდა გარკვეულ ჩვევებს, რომლებიც მხოლოდ ტანჯვის დახმარებით შეიძინა?
8)    ეთანხმებით თუ არა, რომ ასეთმა გაუმჯობესებამ ღვთის ძის მომავალ ზეციურ მდგომარეობაზეც კი იმოქმედა, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალა ღმერთმა დასაშვებად მისი, მელქისედეკის წესით მღვდელმთავრად დანიშვნა! (მუხლები 9,10).
9)    ესაჭიროება თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს რაიმეს სწავლა, თითქოსდა მან რაიმე არ იცოდეს? სჭირდება თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს გაუმჯობესება და გასრულყოფილება, თითქოსდა ის არ იყოს ყოვლისშემძლე და სრულყოფილი? (შეადარე იოაბი 21:22; ფსალმუნები 91:6; 118:96; 138:6,17; 146:5; ესაია 40:13,14,28; 55:8,9; რომაელები 11:33-36).
10) როგორ დავაკავშიროთ იესოში მომხდარი ეს ცვლილებები იმასთან, რაც მალაქიას 3:6-სა და იაკობის 1:17-ში წერია?

გამოცხადება 1:1

1)    როგორ გავიგოთ «მისცა მას ღმერთმა»?
2)    ფლობდა თუ არა ძე ამ ინფორმაციას ამ მომენტამდე? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადრე არ იცოდა, შემდეგ კი გაიგო?
3)    რატომ გამოიყენება გამოცხადების გადაცემის ასეთი სქემა: ღმერთი აძლევს იესოს, იესო მას ანგელოზს აძლევს, ანგელოზი - იოანეს, იოანე კი – დანარჩენ ქრისტიანებს?





2. ძალაუფლებით





მათე 27:46
1)    როგორ ავხსნათ იესოს ეს საქციელი სამების შესახებ სწავლების შუქში?
2)    რატომ საჭიროებდა იესო ღვთის მხარდაჭერას? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იესოს დამატებით ძალები და მხარდაჭერა სჭირდებოდა?
3)    თუ ძე ამავდროულად ყოვლისშემძლე ღმერთიცაა, მაშინ რატომ არ ჰქონდა მას იმის ღვთაებრივი ძალა, რომ საკუთარი თავისთვის დაეჭირა მხარი?
4)    რა სახით მიატოვა მამამ ძე? სამება დაიყო?


მათე 20:20-23

1)    რატომ ამბობს იესო, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება მომავალში, როდესაც ძე კვლავ ზეცაში იქნება, არა მას, არამედ მხოლოდ მამამისს აქვს?


იოანე 3:35; 13:3; 17:1,2

1)    რას ნიშნავს, რომ მამამ ძეს მისცა ხელმწიფება (ძალაუფლება)?
2)    ნიშნავს ეს იმას, რომ მანამდე ძეს არ ჰქონდა ასეთი ძალაუფლება?
3)    ძემ თავად რატომ არ აიღო ძალაუფლება, რატომაა ყველგან ნათქვამი, რომ მამა აძლევს მას ძალაუფლებას?
          4)  რა განსხვავებაა მათ შორის ვინც რაღაცას აძლევს და ვინც რაღაცას იღებს? 


იოანე 17:22

1)    როგორ გავიგოთ, რომ დიდებას ძე მამისაგან იღებს?
2)    როგორ გავიგოთ, რომ თავის მხრივ მოწაფეები იესოსაგან იღებენ დიდებას?
3)    თუ ძე მამის ტოლია, მაშინ მოწაფეებიც ძის ტოლები უნდა იყვნენ. თუ არა?


იოანე 5:19

1)    რატომ მიუთითებს იესო თავის მორჩილებაზე?
        2)  რატომ აღწერს იესო ასეთ თანმიმდევრობას:
        ა) მამა აკეთებს.
        ბ) ძე ამას ხედავს.
        ვ) და მხოლოდ მას შემდეგ აკეთებს, რაც დაინახა.
          3)  რატომ ეკუთვნის ინიციატივა ყველა შემთხვევაში მამას, თუ სამების პირები თანაბარნი არიან?

  

იოანე 6:37,44,65
1)    როგორ გავიგოთ იესოს სიტყვები, რომ ადამიანი მასთან მისვლას მხოლოდ მაშინ შეძლებს, თუ მამამ მიიყვანა?
2)  რატომ არ შეუძლია ძეს, რომ თავად მიიყვანოს ადამიანი?


იოანე 17:4
          1)  როგორ გავიგოთ, რომ ღმერთმა მისცა ძეს საქმე აღსასრულებლად?
2)    ერთი მაგალითი მაინც თუ იცით ბიბლიაში, სადაც ძე აძლევს რაიმე დავალებას მამას?


იოანე 17:24

1)    რატომ სთხოვს ძე მამას, რომ მისი მოწაფეებიც მასთან ერთად იყვნენ ზეცაში? რატომაა ამ საკითხის გადაწყვეტა პირველ რიგში მამაზე დამოკიდებული და არა ძეზე?
2)    ზეცაში დაბრუნებული იესო თუ ღმერთი იქნებოდა, განა არ ექნებოდა მას ასეთი საკითხის გადაწყვეტის ძალაუფლება?



1 კორინთელები 15:24-28
1)    რატომ გადასცემს ძე მეფობას (სუფევას) მამას? (მუხლი 24).
2)    რატომ ეკუთვნის მას მეფობა «ვიდრე», ანუ დროის შეზღუდული მონაკვეთი? (მუხლი 25).
3)    თავად რატომ არ დაიმორჩილა და ფეხქვეშ რად არ დაიმხო ძემ ყველაფერი, მამამ რატომ გააკეთა ყველაფერი მისთვის? (მუხლი 27).
4)    რატომ დაემორჩილება ძე მამას? მამა რატომ არ დაემორჩილება ძეს? უნდა ვიგულისხმოთ თუ არა აქ, რომ დამორჩილებულ ძეს, მამასთან შედარებით, დაბალი მდგომარეობა უკავია? (მუხლი 28).

 


იოანე 5:19,30,36
1)     რატომ არ შეუძლია ძეს არაფრის კეთება თავად?
2)     რატომ ქმნის და აკეთებს მამა თავისი ინიციატივით, ძეს კი «არაფერი შეუძლია»? რით აიხსნება ასეთი განსხვავება?
3)    როგორ გავიგოთ, რომ ძე «[თავის] ნებას კი არ ეძებს, არამედ მისი მომავლინებლის ნებას»?
4)    რას ნიშნავს, რომ მამამ მისცა ძეს საქმენი აღსასრულებლად და არა თვითონ გადაწყვიტა მათი აღსრულება?




იოანე 18:11
1)    რა იგულისხმება იმ თასში, რომელიც მამამ მისცა იესოს?
2)    ახსენით, ძის როგორი განწყობაა ამ სიტყვებში არეკლილი?
3)    როგორ შეუძლია სამების შესახებ მოძღვრებას იმის ახსნა, თუ რატომ არ შეუძლია ძეს, რომ თავად აირჩიოს თავისთვის «თასი» და თუ რატომ ემორჩილება უსიტყვოდ იმას, რაც მამამ განსაზღვრა მისთვის?




ლუკა 22:42,43
1)    მხოლოდ ვის ძალაუფლებაში იყო იმის გადაწყვეტა, თუ სად აღმოჩნდებოდა სიმბოლური თასი (მუხლი 42)?
2)    რატომ განსხვავდება იესოსა და მამის ნება? თუ ძე აბსოლუტურად მამის ტოლია და აბსოლუტურად მისი იდენტურია, შეიძლება თუ არა ამ ადგილის ასე წაკითხვა: «თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ ჩემ»?
3)    ახსენით, როგორ შეეძლო ანგელოზს დაუსაბამო ღმერთის განმტკიცება, თუ იესო მართლა ღმერთია?  (მუხლი 43).
4)    კონკრეტულად რით განამტკიცებდა ანგელოზი იესოს?
5)    ისეთი რისი თქმა შეეძლო ანგელოზს ღმერთისათვის, რაც მან უკვე არ იცოდა?

  

ლუკა 23:46
1)    ვისზე იყო დამოკიდებული ძის მკვდრეთით აღდგენა?
2)    როგორ ჩანს ეს თავად იესოს სიტყვებიდან?




საქმეები 2:24
1)    იესო თუ  - ღმერთია, მაშინ შეიძლება თუ არა ამ ადგილის ასე წაკითხვა: «მაგრამ ღმერთმა აღადგინა ღმერთი»?
2)    ძემ რატომ არ «დახსნა სიკვდილის სალმობანი», არამედ ღმერთმა.
3)    შეეძლო თუ არა ძეს საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგენა?




საქმეები 10:38
1)    თქვენ როგორ გესმით ბიბლიის სიტყვები, რომელიც განმარტავს იმას, რომ იესოს სასწაულების მოხდენა იმის წყალობით შეეძლო, რომ მას ღმერთმა მისცა ძალა და წმინდა სული და იმიტომ, რომ «მასთან იყო ღმერთი»?
2)    რატომ ჰქონდა იესოს სასწაულმოქმედების ძალა მხოლოს ზეციდან, ანუ ღვთისაგან დახმარების შემთხვევაში?  




ფსალმუნები 109:1,2
1)    რატომ უბრძანებს და რატომ აძლევს დავალებებს მამა ძეს? პირიქით რატომ არ ხდება?




იოანე 3:16,17
1)    მხოლოდ მამას რატომ შეუძლია დავალებით ძის წარგზავნა და პირიქით რატომ არ ხდება არასოდეს?




იოანე 4:34 და 38 (შეადარეთ)
1)    რა განსხვავებაა მიმავლინებელსა და მივლინებულს შორის?
2)    შეეცადეთ გასაგები პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას, მას შემდეგ რაც ზემოთ მოყვანილ მუხლებს შეადარებთ ერთმანეთს.




იოანე 7:28,29; 8:42
1)    რატომ ამბობს ძე, რომ თავისით კი არ მოვიდა, არამედ მამამ მოავლინა?
2)    ხედავთ თუ არა განსხვავებას მიმავლინებელ მამასა და მივლინებულ ძეს შორის?
3)    თუ ძე იგივე მამაა, მაშინ შეგვიძლია თუ არა ამ სიტყვების ასე გაგება: «რადგან ჩემით კი არ მოვსულვარ, მე მივავლინე საკუთარი თავი»?




იოანე 13:16 და 20 (შეადარეთ)

   1)  (16 მუხლი) – რატომაა წარმგზავნელი ბატონთან შედარებული, წარგზავნილი კი – მონასთან?
   2)  რისი ჩვენება უნდოდა ამ შედარებით იესოს?
3)    (20 მუხლი) – ქრისტეს მიერ მოცემული ამ შედარების გათვალისწინებით, უპასუხეთ: შეიძლება თუ არა იესოს მიერ გაგზავნილი, გამგზავნელის, ანუ იესოს სწორი იყოს?
4)    ასეთ შემთხვევაში, შეიძლება თუ არა, რომ ღვთის მიერ წარგზავნილი იესო, მისი წარმგზავნელის, ანუ ღვთის სწორი იყოს?




იოანე 17:18; 20:21
1)     მამა გზავნის ძეს, ძე გზავნის მოწაფეებს. მეთაურობის როგორი პრინციპია დაცული იესოს ამ სიტყვებში?
(შეადარეთ 1 კორინთელები 11:3).
2)    ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თუ ღმერთი და მის მიერ წარგზავნილი ძე თანასწორები არიან, მაშინ ძე და მის მიერ წარგზავნილი მოწაფეებიც თანასწორნი არიან?
     
        


იოანე 6:38
1)    თუ ჩავთვლით, რომ ძე და მამა ერთი პიროვნებაა, მაშინ რატომ საუბრობს ის, თავისი ნებისა და მამის ნების შესახებ, როგორც ცალ-ცალკე მდგომზე?
2)    რატომ აყენებს იესო ღმერთის ნებას თავის ნებაზე მაღლა, თუ ისიც  მამის თანასწორია?




იოანე 12:49,50
   1)  რატომ წყვეტს მაინც და მაინც მამა, თუ რის შესახებ უნდა ილაპარაკოს და თუ რა უნდა აკეთოს ძემ? 




იოანე 14:16
1)    რატომ უნდა ეთხოვა, ზეცაში დაბრუნებულ იესოს მამისათვის, რომ მას წმინდა სული მოევლინა მოწაფეებისთვის?
2)    რატომ შეეძლო წმინდა სულის მოვლენა მხოლოდ მამას?
3)    ძეს თავად რატომ არ შეეძლო ამის გაკეთება?
4)    (წმინდა სული თუ პიროვნებაა) მას თავად რატომ არ შეეძლო მოსვლა?




იგავნი 8:22-31
1)    როგორ გავიგოთ ფრაზა, რომ ძე «დადგენილი» იყო, ანუ დანიშნული ან ღვთისაგან გარკვეული დავალების შესასრულებლად განსაზღვრული (მუხლი 23)?
2)    (მუხლი 30) «მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი» (საპატრიარქოს თარგმანი);
                «მე ვიყავ მის წინაშე აღმშენებლად» (სბს-2013);
                «მე ვიყავი მის გვერდით აღმშენებლად» (სბს-სტოკჰოლმი 2001);
                «ხუროთმოძღვარივით გვერდში ვყავდი» (ახალი გადამუშავებული გამოცემა 2015).
                «ვიყავ მის თანა მომზავებელ» (მცხეთური ხელნაწერი-გ. მთაწმინდელი).
                «მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი» (ახალი ქვეყნიერების თარგმანი).
                
         კითხვა: რატომ უკავია ძეს ხელქვეითის მდგომარეობა, მხოლოდ «ეხმარება» ღმერთს და მისი საქმით ხარობს?
3)    რატომ არაა ძეზეც ისევე საუბარი, როგორც თავად ღმერთზე, არამედ, პირიქით, ნათქვამია, რომ ის  იყო მის «გვერდით», «მის წინაშე»?




ესაია 11:3
1)    როგორ გავიგოთ, რომ ღვთის ძე «უფლის შიშით ისულდგმულებს»?
2)    შეიძლება ყოვლისშემძლე ღმერთს საკუთარი თავის წინაშე გააჩნდეს შიში?




ესაია 53:11; ეზეკიელი 34:23,24 და 37:24,25
1)    რატომ ეწოდება ღვთის ძეს წინასწარმეტყველური სახით ღვთის «მორჩილი»?
2)    რატომ ეწოდება ძეს ღვთის «მორჩილი» ისევე, როგორც იაკობს ეწოდება ღვთის «მორჩილი»?
3)    ესაიას 53:12-ში რატომ იღებს ძე, ღვთისაგან, «წილს» სხვების მსგავსად? რატომ არ შეუძლია, რომ ეს «წილი» თავადვე აიღოს?



იერემია 30:9
1)    ღვთისგან განსხვავებით, რატომ ეწოდება ღვთის ძეს მხოლოდ «მეფე»?
2)    როგორ გავიგოთ ის, რომ ძე ღვთის მიერ იქნება «აღდგენილი» და არა თავად აღადგენს თავს?




ებრაელები 1:6,9
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ღმერთი ხელმძღვანელობს ძეს, როდესაც ის ქვეყნად «შემოჰყავს»?
2)    რატომ არ «შემოვიდა» ძე დამოუკიდებლად და რატომ სჭირდება ღმერთის დახმარება?
3)    ღვთისაგან რატომ იღებს ძე ზეთის ცხებას და არა პირიქით? თვითონვე რად არ იცხო ძემ ზეთი (თუ ის ღმერთია)?




საქმეები 2:36
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ «ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა» თავისი ძე და არა თავად ძემ მიანიჭა საკუთარ თავს ასეთი ტიტული?




ფილიპელები 2:9-11
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ თავისი განსაკუთრებული მდგომარეობა ძემ ღვთისაგან მიიღო?
2)    რაზე მიუთითებს ის ფრაზა, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობა იესოს, მამის სადიდებლად მიეცა?




ებრაელები 5:4-6, 10
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ იესომ, აარონის მსგავსად, თვითონ კი არ დანიშნა საკუთარი თავი მღვდელმთავრად, არამედ ღვთის მიერ იქნა დანიშნული? (კონტექტიდან ჩანს, რომ ეს დანიშვნა უკვე იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოხდა, როდესაც ის ზეცაში დაბრუნდა).




ებრაელები 10:5
1)    რატომაა ნათქვამი, რომ ძემ თავად კი არ აიღო ადამიანური სხეული, არამედ ღვთისაგან მიიღო ის? განა არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ მამა ძეზე მაღლა დგას?




ებრაელები 10:7,9
1)    ვისი ნება უნდა აღესრულებინა ძეს – საკუთარი თუ ღმერთის?
2)    თუ ძე იგივე მამაა, მაშინ რატომ საუბრობს ის მამაზე, როგორც სხვა პიროვნებაზე?




გამოცხადება 14:14-16
1)     ძე თუ – ყოვლისშემძლე ღმერთია, მაშინ რის საფუძველზე უბრძანებს მას უბრალო ანგელოზი?





3. დიდებით





ეზეკიელი 37:24,25
1)    წინასწარმეტყველების ეს სიტყვები ჯერ არ შესრულებულა. ისინი ჯერ მხოლოდ ელიან თავის შესრულებას მომავალში. თუმცა იესოს (დავითი) კვლავ ღვთის მორჩილი ეწოდება.
2)    ეთანხმებით იმას, რომ თუ იესო მეფე და მთავარი მარადიულად იქნება, მაშინ ღვთის მორჩილიც მარადიულად იქნება?




იოანე 8:50,54
1)    როგორ გავიგოთ იესოს სიტყვები, რომ ის თავის დიდებას კი არ ეძებდა, არამედ თავისი მამისას, თუ სამების თეორიის თანახმად ის და მამა ერთიდაიგივე პიროვნებაა?
2)    რატომ ამბობს იესო, რომ ის თავად კი არ განადიდებს საკუთარ თავს, არამედ მამა?
3)    სამების თეორიიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა ეს სიტყვები ასე გავიგოთ: «ჩემს დიდებას როდი ვეძებ, არამედ ჩემსას… მე ჩემსავ თავს [კი არ] ვადიდებ, არამედ ჩემსავ თავს»?




იოანე 8:55
1)    თუ იესო ამბობს, რომ ის მამის სიტყვას იცავს, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ძე მამას ემორჩილება?


იოანე 14:28

1)    რით ავხსნათ იესოს სიტყვები: «მამა ჩემზე უმეტესია»?
2)    როგორ ხსნის იესოს ამ სიტყვების აზრს კონტექსტი?


იოანე 17:5

          1)   რომელ წინანდელ დიდებაზე საუბრობს იესო?
          2)   რატომ ამბობს იესო, რომ ეს დიდება მას მამასთან ჰქონდა, (ანუ მამამ დააჯილდოვა ძე ამ დიდებით), და არა საკუთარ თავთან?
       

იოანე 17:6

1)    როგორ გავიგოთ იესოს სიტყვები, რომ ეს ადამიანები მამას ეკუთვნოდნენ და შემდეგ მამამ მისცა ისინი ძეს?
2)    ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მანამდე ეს ადამიანები მხოლოდ მამას ეკუთვნოდნენ და არა ძეს?
     


იოანე 17:7-9

1)    რატომ წარმოადგენს იმ ყოველივეს წყაროს, რაც ძეს გააჩნია, ყოველთვის მამა?
2)    რატომ არ შეუძლია ძეს, რომ თავადვე მისცეს რაიმე საკუთარ თავს (ის თუ ღმერთია), არამედ ყველაფერს და ყოველთვის მამა აძლევს მას?

1 კორინთელები 11:3

1)    როგორია ბიბლიის ამ სიტყვების აზრი: «ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი»? (ეს სიტყვები იმ დროს იყო ნათქვამი, როდესაც იესო უკვე ზეცაში იმყოფებოდა, ღმერთთან).
2)    როგორი აზრი დევს მთლიანად ამ ბიბლიურ მონაკვეთში, ანუ კონტექსტის შუქში?
3)    რისი სწავლება უნდოდა მკითხველისათვის პავლეს, რომელიც წერდა: «ასევე მინდა იცოდეთ…»? რა უნდა სცოდნოდათ ყველა ამ სიტყვების წამკითხველებს? როგორაა ეს თანხმობაში ზემოთ მოყვანილ მუხლთან?


ებრაელები 2:11

1)    როგორ გავიგოთ ის, რომ როგორც განმწმენდელი (იესო), ისევე განწმენდილნი (ქრისტიანები), ყველანი – ერთისაგან არიან (ანუ ღმერთისაგან)?
2)    რატომაა ძე სხვების მსგავსად, ერთნაირად დამოკებული ღმერთზე? (გაუგებარია, თუ ვიფიქრებთ, რომ იესო იგივე ღმერთია!)




რომაელები 15:3
1)    ვის სიამოვნებას ეძებდა ქრისტე, თუ თავისას არ ეძებდა?
2)  როგორ ეთანხმება ეს იმ აზრს, რომ იესო იგივე ღმერთია?




ებრაელები 5:7
1)    რატომ გახდა საჭირო ასეთი ემოციების გამოხატვა, რათა შესმენილი ყოფილიყო, თუ მივიჩნევთ, რომ იესო – ღვთაებრივი სამების ნაწილია?
2)    რომელმა ღმერთმა შეისმინა იესოს ლოცვა?
3)    როგორ გავიგოთ სიტყვა «ღვთისმოშიშება»? როგორ ავლენენ მას? იესომ როგორ გამოავლინა ის?
4)    შეისმენდა თუ არა ღმერთი, ასეთი ღვთისმოშიშება რომ არ ყოფილიყო?




1 კორინთელები 3:21-23
1)    თქვენ როგორ გესმით ეს თანმიმდევრული კუთვნილება?
2)    შეამჩნიეთ, რომ ქრისტიანები ქრისტეს ეკუთვნიან, ხოლო ქრისტე ღმერთს ეკუთვნის. რამდენად რთულია იესოს, ღვთისადმი აშკარა დაქვემდებარებულობის დანახვა?
3)    ხოლო თუ ეს მუხლი, თქვენი აზრით, მიუთითებს არა დაქვემდებარებულობაზე, არამედ ქრისტეს ღმერთთან თანასწორობაზე, მაშინ განა იმავე პრინციპით «ქრისტესნიც» (ანუ ქრისტიანები, მუხლი 23) ღმერთს არ უნდა გავუტოლოთ? რამდენად გამართლებულია ასეთი გაგება?




ტიტე 1:1
1)    რატომ აკეთებს პავლე ასეთ დაყოფას, რომ ის «ღვთის – მონაა», ხოლო «ქრისტეს – მოციქული»?
     



საქმეები 9:20; რომაელები 8:3; გალატელები 4:4; 1იოანე 4:9-15
1)    რატომ უწოდებს ბიბლია იესოს ღვთის ძეს არა მხოლოდ მისი დედამიწაზე ყოფნის დროს, არამედ მაშინაც, როცა ის უკვე ზეცაში იმყოფება?
2)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ იესოს მამასთან მიმართებაში, ზეცაშიც დაქვემდებარებულის მდგომარეობა უკავია?




4. მარადიულობით



იოანე 1:14,18; 3:16

1)    რატომ ეწოდება ძეს მხოლოდშობილი? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ოდესაღაც ის არ არსებობდა, მაგრამ ის შობილი იქნა ღვთის მიერ?
2)    ეთანხმებით თუ არა, ამ მუხლებიდან გამომდინარე, რომ ძე ჯერ კიდევ დედამიწაზე მოსვლამდე იყო მხოლოდშიბილი?
3)    როდის მოხდა ძის შობა, თუ, ამ მუხლებიდან გამომდინარე, ღმერთმა დედამიწაზე ის უკვე «მხოლოდშობილი» გამოგზავნა?
4)    როგორი აზრის მატარებელია იგივე ებრაული სიტყვა ებრაელების 11:17-ში? შეადარეთ ამ ფრაზის აზრი, «მხოლოდშობილი» ძის შესახებ თქვენს მოსაზრებას.


კოლასელები 1:15; ებრაელები 1:6

1)    რას ნიშნავს პირმშო? როგორია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა ქართულ ენაში?
2)    რა იგულისხმება გამოსვლის 12:29-ში, როდესაც საუბარია პირმშოებზე? 
3)    როდის მოხდა ძის, როგორც პირმშოს დაბადება?


გამოცხადება 3:14

1)    რატომაა ძეზე ნათქვამი, რომ ის «ღვთის ქმნილების დასაბამია»?
2)    არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი მივიჩნიოთ, რომ სიტყვა «დასაბამის» ნაცვლად აქ სხვა სიტყვის გამოყენებაა საჭირო, მაგალითად, «დასაწყისი»? (შეადარეთ მარკოზი 1:1; 13:8).  
3)    არსებობს თუ არა ბიბლიის რომელიმე თარგმანები ასეთი მნიშვნელობებით?




იგავნი 8:22-25
1)    ცნობილია, რომ ამ ტექსტში სიბრძნე, ღვთის ძეს ასიმბოლოებს. რატომაა ძეზე ნათქვამი, რომ ის «გაჩნდა» და ის იყო ღვთის «გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით» (მუხლები 22-25)?




გალატელები 4:4
1)    როდის გახდა ძე მხოლოდშობილი – მხოლოდ დედამიწაზე გაჩენისას თუ გაცილებით ადრე?
2)    რატომაა ნათქვამი, რომ ღმერთმა მოავლინა ძე, მაშინ როდესაც ის უკვე მხოლოდშობილი იყო?


გამოცხადება 1:17,18; 2:8

1)    შეიძლება თუ არა, რომ ღმერთი მოკვდეს? შეადარეთ აბაკუმის 1:12-ს (Современный Перевод): «Ты вечно живущий! Ты – Святой мой Бог, никогда не умирающий!»


1 კორინთელები 6:14

1)    «ღმერთმა აღადგინა თვით უფალი». ვინაა წარმოდგენილი ღმერთით და ვინ - უფლით?
2)    რატომ არ შეეძლო უფალ იესოს საკუთარი თავის მკვდრეთით აღდგენა? რატომ იყო მკვდრეთით აღდგენა ღმერთზე დამოკიდებული?






მაშ ვინ წარმოადგენს ყოვლისშემძლე ღმერთს?




იოანე 17:3

1)    რატომ უწოდებს ძე მაინც და მაინც მამას ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს?
2)    რატომაა ერთადერთი ღმერთი ძისგან განცალკევებით მოხსენიებული? (ასევე იხილეთ 1 ტიმოთე 2:5).
3)    საკუთარ თავს რატომ არ უწოდებს ძე ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს?
4)    რა განსხვავებაა წარმგზავნელსა და წარგზავნილს შორის? (შეადარეთ იოანეს 13:16-ს და მის კონტექსტს).


იოანე 17:23,24

1)    თუ ძე და მამა ერთია, მაშინ, როგორ გავიგოთ ის, რომ მამამ შეიყვარა ძე (შეიყვარა, ანუ ძისადმი სიყვარულს დასაბამი ჰქონდა)?
2)  შეგვიძლია ეს ისეც გავიგოთ, რომ მამამ საკუთარი თავი შეიყვარა (თუ ის და ძე ერთი პიროვნებაა)?



მარკოზი 16:19 რომაელები 5:1,10,11; 6:23; 7:25; 8:34; 10:9; 1კორინთელები 1:9; 15:57; ეფესელები 5:20; ებრაელები 1:3; 8:1; 10:12; 12:2
1)    რატომ მოიხსენიება უფალი იესო, როგორც ღვთისაგან ცალკე მდგომი პიროვნება?



1 კორინთელები 8:6

1)    რატომ საუბრობს ბიბლია ღმერთზე განცალკევებით და ქრისტეზე განცალკევებით?
2)    როგორ ავხსნათ ის, რომ ჯერ საუბარია «ერთ ღმერთზე» და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსენიება «ერთი ქრისტე»?
3)    რატომ გამოიყენება ქრისტეს მიმართ ტიტული «უფალი» და არა ტიტული «ღმერთი».
4)    რატომ არაა ნახსენები წმინდა სული (თუ ისიც ღმერთია)?




კოლასელები 3:1
1)    რატომ მოიხსენიება ქრისტე, როგორც ღვთისაგან ცალკე მდგომი პიროვნება?




გამოცხადება 7:10 და 21:22
1)    რატომ მოიხსენიება კრავი, როგორც ღვთისაგან ცალკე მდგომი პიროვნება?



1 პეტრე 1:3; 2კორინთელები 1:3; 11:31; ეფესელები 1:3,17

1)    რატომ უწოდებენ პეტრეცა და პავლეც, მამას - იესო ქრისტეს ღმერთს?
2)    არის თუ არა ბიბლიაში თუნდაც ერთი მუხლი, სადაც ძე, მამის ღმერთადაა მოხსენიებული? როგორ ფიქრობთ, რატომ?




იოანე 20:17 და გამოცხადება 3:12
        1)  რატომ უწოდებს იესო, როგორც დედამიწაზე ყოფნისას, ისე უკვე ზეცაში ყოფნისას, მამას «ჩემი ღმერთი»?
2)    ღმერთი თუ სამებაა, არის თუ არა ბიბლიაში ერთი ადგილი მაინც, სადაც არა ძე მამას, არამედ პირიქით, მამა უწოდებს ძეს «ჩემი ღმერთი»? (იგივე შეეხება წმინდა სულსაც).




ფსალმუნები 88:26
1)    რატომ უწოდებს წინასწარმეტყველურად აღწერილი ღვთის ძე, მამას «მამაჩემი ხარ, ჩემი ღმერთი»?




მიქა 5:4
1)    რატომ უწოდებს ღვთის ძე, მამას თავის ღმერთს?




რომაელები 5:17; 1 ტიმოთე 2:5
1)    რა აზრს გადმოგვცემს ბიბლია, როდესაც ხაზს უსვამს, რომ ღმერთიც ერთია და ქრისტეც ერთია?
2)    რატომ ესმება ხაზი ამ მუხლებში ღვთის ერთადერთობას, იესოსაგან განცალკევებით? განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ მამა და ძე - ცალცალკე პიროვნებები არიან?
3)    რატომაა ღმერთი აღწერილი დამოუკიდებლად, იესოს მიმართ კი მხოლოდ შუამავლის მნიშვნელობა გამოიყენება (ანუ მისი, ვინც ღმერთისა და ადამიანებს შორის იმყოფება)?




იგავნი 8:30
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ძე ღვთის «გვერდით» და «მის წინაშე» იმყოფებოდა, ანუ ღვთისაგან განცალკევებით და არა ღმერთში ან მისი ნაწილი?




ებრაელები 9:24
1)    როგორ აიხსნება ეს ფრაზა სამების თეორიის შუქში? რას გულისხმობდა ბიბლია, როდესაც ამბობდა «წარუდგეს ღმერთს», თუ იესო ამ პირს წარუდგება, მაშინ როგორ შეიძლება თავადვე იყოს ის პირი?




მათე 19:16,17
1)    იესო თუ ღმერთი იყო, მაშინ რატომ თქვა უარი ღვთისთვის შესაფერის მიმართვაზე?




გალატელები 3:20
1)    რატომ მიუთითებს ბიბლია აბსოლუტურად კონკრეტულად, რომ ღმერთი – ერთია, იესოს კი როგორც შუამავალს ისე მოიხსენიებს?
2)    რატომაა იესო – შუამავალი? (შუამავალი – ესაა ის, ვინც ორ მხარეს შორის იმყოფება, ანუ შუაშია). შეიძლება თუ არა, რომ ვინმე ორ მხარეს შუაც იყოს და ამავდროულად ერთ მხარესაც წარმოადგენდეს?




იოანე 1:17

1)    რატომ ადარებს ღმერთი ძის, როგორც შუამავლის როლს, მოსეს, რომელსაც ასეთივე როლი ეკისრა?
2)    თუ მოსე ღმერთსა და ისრაელს შორის შუამავალი იყო, განა შეიძლება ამის გამო ღმერთობაზე ჰქონოდა პრეტენზია?
3)    და შუამავალ იესოზე რას იტყვით?




ეფესელები 1:3,5; 2:18

1)    ბიბლია სავსებით გასაგებად საუბრობს, რომ ადამიანი ღმერთთან ქრისტეს მეშვეობით უნდა მივიდეს.
დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რომ იესოს არასოდეს მოუხსენიებია თავი "ბოლო წერტილად", რომელთანაც უნდა მისულიყვნენ, არამედ პირიქით, ამბობდა, რომ მისი მეშვეობით უნდა მისულიყვნენ ღმერთთან? (შეადარეთ იოანე 14:6).



იოანე 5:31-37; 8:17,18

1)    რატომ უწოდებს იესო მამას და საკუთარ თავს ორ ცალკეულ მოწმეს, როდესაც მოსეს კანონს ციტირებს?
რა აზრი იდო მოსეს კანონის ამ ნაწილში?
2)    ორი მოწმის არსებობა გულისხმობს ორი აზრის ან ორი ჩვენების არსებობას, რომლებიც შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს საკვანძო ფაქტორია რაიმეს ჭეშმარიტების დასადგენად. ის, რომ ორი განსხვავებული მოწმე, ისეთ ჩვენებებს იძლევიან რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა, ჭეშმარიტების დადასტურებას ემსახურება. ამიტომ, თუ მამა და ძე – ერთარსნი არიან, ისინი ვერ იქნებიან ორი განსხვავებული მოწმე, არამედ მხოლოდ ერთი. და შესაბამისად, იესო არამართლზომიერად ციტირებდა კანონს.
რას ფიქრობთ ამის შესახებ?
      

ლუკა 20:9-16

1)    ვის წარმოადგენენ მამა და ძე, მევენახის შესახებ მოყოლილ იგავში? რა განსხვავებაა «ვენახის პატრონსა» და «მემკვიდრეს» შორის?
2)    თუ ძე – იესოა, რატომ ეწოდება აქ და ბიბლიის სხვა ადგილებში მას მემკვიდრე? განა ეს მამის წინაშე უფრო დაბალ და დამოკიდებულ მდგომარეობას არ გულისხმობს, რომელზეცაა დამოკიდებული მიიღებს თუ არა ძე ამ სამკვიდროს?



ებრაელები 1:2

1)    იესომ თავად რატომ არ დაადგინა საკუთარი თავი მემკვიდრედ, რატომ ადგენს მას მამა?
2)    არსებობს თუ არა განსხვავება მათ შორის, ვინც ადგენს და ვისაც ადგენენ?


რომაელები 8:17

1)    რატომ უთანაბრებს პავლე საკუთარ თავსა და სხვა ქრისტიანებს იესოს, როდესაც ქრისტიანებს თანამემკვიდრეებს უწოდებს, ანუ საკუთარ თავს იმავე სამართლებრივ პოზიციაზე აყენებს, რომელზეც იესო დგას? (ეს გაუგებარია, თუ მივიჩნევთ, რომ იესო - ღმერთია).
2)    რატომ არსებობს განსხვავება ღმერთთან და ქრისტესთან მიმართებით: ღვთის – «მემკვიდრეები», ხოლო ქრისტეს – «თანამემკვიდრეები»? (მემკვიდრეობას ღმერთი იძლევა, ქრისტე კი, ისევე როგორც ქრისტიანები, ამ მემკვიდრეობას იღებენ).




იოანე 4:22
1)    ეს მუხლი და საერთოდ მისი კონტექსტი (კერძოდ კი 9,19,20 მუხლები) გვიჩვენებენ, რომ იესო სამარიელ ქალთან ისე საუბრობდა, როგორც იუდეველი ერის წარმომადგენელი. საუბარი შეეხებოდა ღვთის სწორად თაყვანისცემას. იესო ამბობს, რომ «ჩვენ (იუდეველებმა) ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის». რომელ ღმერთს სცემდნენ თაყვანს იუდეველები «ცოდნით», ანუ სწორად, იესო ქრისტეს დღეებში?
2)    სცემდნენ თუ არა იუდეველები ოდესმე მაინც (იესოს დედამიწაზე ცხოვრებამდე, ცხოვრებისას ან აღდგომის შემდეგ) თაყვანს სამერთიან ღმერთს? არსებობს თუ არა ცნობები იმის შესახებ, რომ, ისრაელის "დაბადებიდან" და დღემდე, ებრაელები ღმერთს იცნობდნენ და ეპყრობოდნენ როგორც სამებას?
3)    იგივე კითხვა შეეხება წმინდა სულსაც, როგორც პიროვნებას!




იოანე 4:23
1)    ვის უნდა სცენ თაყვანი, თუ არა მამას, ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა, იესოს სიტყვების თანახმად?




იოანე 11:21,22
1)    რატომ აღიქვავს მართა იესოს, როგორც ღვთისაგან ცალკე მდგომ პიროვნებას?
2)    რატომ უნდა ეთხოვა იესოს ღმერთისათვის და თავადვე რატომ არ შეეძლო ამის გაკეთება?




იოანე 13:3
1)     რატომ არაა იესო გაიგივებული ღმერთთან, არამედ ნათქვამია, რომ «ღმერთისგან გამოსული ღმრთისკენვე მიდის»? რატომაა იესო ღმერთისაგან განცალკევებით ნაჩვენები?
   2)  რატომაა ნათქვამი, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ძე დედამიწაზე იყო, თავად ღმერთი ზეცაში რჩებოდა?




იოანე 14:1
  1)   რატომ განაცალკევებს იესო საკუთარ თავს ღმერთისაგან?




იოანე 16:3
1)      თუ ძე იგივე მამაა, მაშინ რატომ განასხვავებს იესო მამისა და ძის შეცნობას?




იოანე 15:1,2,5
1)      რამდენად დიდი განსხვავებაა ვაზს, მის ლერწებსა  და მევენახეს შორის, რომელიც ამ ვაზს ზრდის?
2)      რატომ აჩვენებს ძე, მამაზე - მევენახეზე (მასზე, ვინც ზრდის) სრულ დამოკიდებულებას, როდესაც საკუთარ თავს ვაზს უწოდებს (ანუ მას ვისაც ზრდიან), ხოლო თავის მოწაფეებს-ლერწებს (ასევე მათ, ვისაც ზრდიან)?
3)      რატომ აყენებს ამ მხრივ ძე საკუთარ თავს მოწაფეების დონეზე და არა ღმერთის დონეზე?
     
       


იოანე 15:14
1)    რის საფუძველზე აქვს იესოს უფლება, რომ თავის მოწაფეებს მცნებები მისცეს და მათგან მორჩილებას მოელოდეს? იმის საფუძველზე, რომ მას მათზე ძალაუფლება გააჩნია, ხომ ასეა?
2) შეადარეთ იოანეს 14:31-ს და ახსენით, რის საფუძველზე აქვს მამას, ძისათვის მცნებების მიცემის უფლება და მისგან მორჩილების მოლოდინის უფლება?  
    დასკვნა ნათელია!
   



იოანე 16:5,7
   1)  ახსენით ეს განსაკუთრებული თავისებურება:
       ა) მამა ყოველთვის გზავნის ძეს;
       ბ) ძე გზავნის წმინდა სულ.
   2) როგორ თანხმობაშია ეს სამების თეორიასთან, სადაც სამივე პირი ერთმანეთს შორის აბსოლუტურად თანაბარი პიროვნება-ღმერთები არიან?




რომელ ღმერთს ემსახურებოდა მოციქული პავლე მანამდე, სანამ ქრისტიანი გახდებოდა?
რომელ ღმერთს გულისხმობს ის 2 ტიმოთეს 1:3-ში, რომელსაც მისი წინაპრებიც ეთაყვანებოდნენ?

წარმოადგენს თუ არა იესო უზენაესს? ერთხელ მაინც თუ უწოდებს ბიბლია ძეს უზენაესს?

მოცემულ სიტყვათაგან რომელი შეესაბამება ღმერთს – მოკვდავი თუ უკვდავი? განიცადა თუ არა ღვთის ძემ სიკვდილი?





ლოცვა






1)    ვის მიმართ ლოცვას გვასწავლის ბიბლია: მამის, იესოს თუ წმინდა სულის?
2)    ვის მიმართ ლოცვას ასწავლიდა იესო? ასწავლიდა თუ არა ის, რომ მასზე ელოცათ? (შეადარეთ მათე 6:9; იოანე 14:13,14, 16:23,24; იუდა 25; რომაელები 1:8; 14:26; კოლოსელები 3:17 – ყველა ლოცვა მიმართული უნდა იყოს მამის-ღმერთის მიმართ, იესოს მეშვეობით (ანუ მისი სახელით)).
3)    იცით თუ არა ბიბლიაში ჩაწერილი ერთი მაგალითი მაინც, სადაც იესოს მიმართავენ ლოცვით? (ღვთის ძის ადამიანებისათვის გამოცხადებებისა და საუბრების შემთხვევები, როგორც ეს სავლეს, სტეფანესა და იოანეს შემთხვევებში იყო, არ წარმოადგენენ ლოცვებს, რადგან იესო თავად ეცხადენოდა ადამიანს და მის ყურადღებას იპყრობდა).





მარკოზი 14:35,36
1)    ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ იესოს ამგვარი რეაქცია, თუ იმას დავიჯერებთ, რომ ის თავადვე იყო ღმერთი?
2)    ნიშნავს თუ არა ეს სიტყვები იმას, რომ ის საკუთარ თავს სთხოვდა შეწყალებას (თუ ღმერთი – სამებაა)?




ებრაელები 5:7
1)    რატომ გახდა საჭირო ასეთი ემოციების გამოხატვა, რათა შესმენილი ყოფილიყო, თუ ჩავთვლით, რომ იესო – ღვთაებრივი სამების ნაწილია?




ლუკა 22:44
1)    რატომ ლოცულობდა იესო თავდახრილი? რა აზრს დებს ის მუხლმოდრეკაში?
2)    რას ნიშნავს «გულმხურვალედ ლოცულობდა»? გულმხურვალედ ლოცულობდა საკუთარი თავის მიმართ?




საქმეები 4:23-31
1)    ვის მიმართავენ ქრისტიანები ლოცვით?
2)    რატომ მოიხსენიება იესო მესამე პირში?




მათე 27:46
1)    როგორ ავხსნათ იესოს ეს საქციელი სამების შესახებ სწავლების შუქში?
2)    რატომ სჭირდებოდა იესოს ასე ძალიან ღვთის მხარდაჭერა? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ იესო, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი, დამატებით ძალასა და გაძლიერებას საჭიროებდა?

 

იოანე 11:41,42

  1)  რატომ უხდის ძე, მამას მადლობას იმისათვის, რომ მან ისმინა მისი? ეს გაუგებარია, თუ მივიჩნევთ, რომ ძე იგივე ღმერთია.
  2)  ახსენით, შეიძლება თუ არა, რომ ვინმემ მადლობა გადაუხადოს საკუთარ თავს იმისათვის, რომ საკუთარი თხოვნა ისმინა?      




იოანე 12:27
1)    ახსენით, რატომ სთხოვს ძე მამას, რომ მან იხსნას ის? ძეს თავად არ შესწევს საკუთარი თავის დახსნის ძალა?
2)    როგორ გავიგოთ ის, რომ იესო თუმცა «სწორედ ამისთვის მოვ[იდა] ამ ჟამს», მაგრამ ამავდროულად მამას სთხოვს «მიხსენ ამ ჟამისგან»? როგორ შეუძლია სამების თეორიას, რომ ნათლად და გასაგებად განმარტოს ეს?




კოლასელები 3:17
1)    ვის უნდა მივმართავდეთ ლოცვით?
2)    პირადად იესოს უნდა მივმართავდეთ ლოცვით თუ, საჭიროა რომ მისი მეშვეობით (მისი სახელით) მივმართოთ ღმერთს, მამას?




წმინდა სული







დანიელი 7:9-15; საქმეები 7:55,56 და ა.შ.
1)    ვინ ჩანს ამ ხილვებში?
2)    რატომ ჩანს ყველა ხილვაში ღმერთი, ძისაგან ცალკე მდგომი (ან მჯდომი)?
3)    ხილვებში, რომლებიც ღვთის ციურ დიდებას გვიჩვენებენ, რატომ არ ჩანს არასოდეს წმინდა სული (თუ ისიც პიროვნება და ღმერთია), არამედ მხოლოდ მამა და მხოლოდ ძე?




1 ტიმოთე 5:21
1)    რატომ მოიხსენიებს პავლე ღმერთს, იესოსა და ანგელოზებს, ხოლო წმინდა სულზე არაფერს ამბობს?




1 ტიმოთე 6:13
   1)  რატომ საუბრობს კვლავ პავლე ცალკე ღმერთზე და ცალკე იესო ქრისტეზე?
2)    წმინდა სულს რატომ არ მოიხსენიებს, თუ ისიც პიროვნება და ღმერთია?




2 იოანე 9; გამოცხადება 5:13; 7:10; 21:22; 22:3
   1)  რატომაა კვლავ მხოლოდ ორი პიროვნება ნახსენები და რატომ არ არის კვლავ ნახსენები წმინდა სული?


მათე 12:31,32

1)    რატომ არ მიეტევება ადამიანს წმინდა სულის გმობა, ძის გმობა კი მიეტევება (მომავალშიც კი, როდესაც იესო ზეცაში იქნება)?
2)    შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ მიტევებაზე და განსხვავებული რეაქცია შეურაცხყოფაზე?




იოანე 16:7. შეადარეთ იოანე 3:34
          1)  რატომ ამბობს ძე წმინდა სულზე, რომ მას თვითონ არ შეუძლია მოსვლა?
          2)  ძე რატომ გზავნის წმინდა სულს, მას თავად რატომ არ შეუძლია მოსვლა?




იოანე 16:13
1)    თქვენ როგორ გესმით იესოს სიტყვები, რომ სული «თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს»?  ვისგან უნდა მოესმინა სულს, რომ შემდეგ ქრისტიანებისთვის გადაეცა?
         2)  რატომ არ შეუძლია სულს, რომ თავად ილაპარაკოს, ის თუ პიროვნება და ღმერთია?
       


დაბადება 41:8. შეადარეთ რიცხვნი 27:18; ეზეკიელი 36:27
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ იოსებში იყო ღვთის სული?
2)    შეიძლება თუ არა, რომ ღვთის პიროვნება იყოს ადამიანში?




გამოსვლა 15:10. შეადარეთ იოანე 20:22
1)    შეუძლია ღმერთს, რომ პიროვნებით დაუბეროს?




მსაჯული 6:34
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ წმინდა სულს შეუძლია ადამიანი მოიცვას?




გამოსვლა 31:3. შეადარეთ ესაია 11:2; საქმეები 6:3,5,10; 11:24; 13:52; 1კორინთელები 3:16; 6:19
1)    შეიძლება თუ არა ადამიანი აივსოს ღმერთით?
2)    რატომაა ღვთის სული მოხსენიებული სიბრძნესთან, გონიერებასთან, შეგნებასთან, ხელოვნებასთან და სხვა მსგავს თვისებებთან? თუ ისინიც პიროვნებებად უნდა მივიჩნიოთ?




მათე 10:20
         1)  როგორ გავიგოთ ეს სიტყვები?
2)    უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ ღმერთს პირდაპირი გაგებით შეუძლია ადამიანში "ჩასახლდეს"?




1 კორინთელები 6:17
1)    რას ნიშნავს ის, რომ ქრისტიანი ერთი სული ხდება ღმერთთან?
2)    უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ ქრისტიანი, წმინდა სული, ანუ თავად ღმერთი ხდება?
3)    სიტყვა «სულის» როგორ მნიშვნელობას იყენებთ ამ მუხლში?




ლუკა 11:11-13
1)    რატომ განიხილავს იესო წმინდა სულის წმინდა ძღვენს, პურის, ქვისა და ცხოველების მაგალითზე?




გამოსვლა 31:18. შეადარეთ ეზეკიელი 8:1-3, მათე 12:28 და ლუკა 11:20
1)    რატომ ეწოდება წმინდა სულს ღვთის «ხელი» ან «ღვთის თითი»?




2 კორინთელები 3:3
1)    რატომაა წმინდა სული შედარებული მელანს?
2)    შეიძლება თუ არა, რომ პიროვნება შევადაროთ "არა პიროვნებას"?
3)    რას ნიშნავს, რომ ღმერთი წმინდა სულით წერს?




2 კორინთელები 6:6
1)    რატომ მოიხსენიება წმინდა სული სხვა თვისებებთან ერთად?




რიცხვნი 11:17,25
1)    რას ნიშნავს ის, რომ ღმერთმა «აიღო ნაწილი სულისაგან»?
2)    ნიშნავს თუ არა ეს, რომ პიროვნება რამოდენიმე ათეულ ნაწილად დაიყო?




1 იოანე 4:13
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ღმერთი იძლევა წმინდა სულს?
2)    შესაძლებელია ღმერთის ნაწილ-ნაწილ დარიგება?




იობი 27:3 და 32:8
1)    შეიძლება თუ არა, რომ ღვთის პიროვნება ადამიანის «ნესტოებში» იყოს?
2)    რატომაა წმინდა სული სუნთქვას შედარებული?




იგავნი 1:23; ესაია 44:3; საქმეები 2:33; რომაელები 5:5; ტიტე 3:5,6
1)    შეიძლება თუ არა, რომ ღვთის პიროვნება გადმოიღვაროს (მოეფინოს)?




ესაია 42:1. შეადარეთ ლუკა 1:35, 24:49
1)    შეიძლება თუ არა, რომ ღვთის პიროვნება გადმოვიდეს ადამიანზე?




ესაია 44:3
1)    რატომ დგას წმინდა სული ერთ ხაზში კურთხევასთან ერთად? კურთხევაც პიროვნებად უნდა მივიჩნიოთ?




ეზეკიელი 36:26,27. შეადარეთ რომაელები 8:11
1)    შეიძლება თუ არა ადამიანში ღმერთის ჩადგმა?




1 კორინთელები 12:13
1)    როგორ შეიძლება ღვთის პიროვნების დალევა?




მათე 3:11; საქმეები 1:5; 1 კორინთელები 12:13
1)    შესაძლებელია თუ არა ადამიანის ღმერთით მონათვლა?
2)    რატომ დგას ღვთის სული ერთ ხაზზე წყალთან და ცეცხლთან?




საქმეები 10:38
1)    შეიძლება თუ არა, რომ ღმერთი ცხების საშუალება იყოს?




ლუკა 1:35 და 24:49. შეადარეთ საქმეები 1:8; 10:38
1)    რატომაა წმინდა სული შედარებული უზენაესის ძალასთან?




იოანე 6:63
1)    რატომ აღწერს იესო ღვთის სულს, როგორც თავის სიტყვებს?




საქმეები 8:17-20
1)    შეიძლება თუ არა, რომ ღმერთი ხელის დადებით გადაეცემოდეს?



  შეგიძლიათ თუ არა, რომ ბიბლიაში იპოვოთ ფრაზა «სული წმინდა ღმერთი»?

  ყველა გონიერ პიროვნებას თავისი სახელი გააჩნია. მამის სახელია – იეჰოვა, ძეს ჰქვია სიტყვა ან იესო ქრისტე. ანგელოზებს, ადამიანებს – ყველა მათგანს აქვთ სახელები. წმინდა სული თუ – პიროვნებაა, მაშინ რატომ არ აქვს მას სახელი?


  პავლე მოციქულის წერილებში, ყველა მისალმება რატომ შეიცავს სიტყვებს «მადლსა და მშვიდობაზე», რომელსაც მამა ღმერთი და უფალი იესო ქრისტე გზავნიან, წმინდა სული კი არასოდეს არ მოიხსენიება? ღმერთისაგან და ძისაგან განსხვავებით, რატომ არ გადასცემს წმინდა სული მსგავს მისასალმებელ სიტვებსა და კურთხებევს, თუ ისიც პიროვნება და ღმერთია?






დამატებითი შეკითხვები:






რად მიიჩნევდნენ იესოს?

1)    რად მიიჩნევდა ხალხი იესოს? (იოანე 3:1,2; 19:7)
2)    რად მიიჩნევდნენ იესოს მისი მოწაფეები? (მათე 16:16; ლუკა 9:20; იოანე 1:34-36, 40,41,49; 6:68,69; 11:27; 20:31; საქმეები 9:20; 1იოანე 2:22; 4:15)
3)    რად მიიჩნევდნენ იესოს მისი მტრები? (ლუკა 23:35)                                                               
4)    თავად იესო რას უწოდებდა თავს? (იოანე 10:36; 13:13,14)
5)    ერთხელ მაინც თუ უწოდებია იესოს საკუთარი თავისთვის ღმერთი?


იოანე 7:16

1)    რატომ ამბობს იესო, რომ მისი სწავლება მისი არ არის?
2)    მაშ ვინ წარმოადგენს ამ სწავლების წყაროს?




ლუკა 4:2
1)    ვისადმი დაუმორჩილებლობისაკენ უნდოდა ეშმაკს იესოს დაყოლიება: ღვთისადმი დაუმორჩილებლობისაკენ თუ საკუთარი თავისადმი დაუმორჩილებლობისაკენ?
2)  შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ ღმერთის რაიმეთი ცდუნება შეიძლება? მაშინ რა აზრი იდო ამგვარ გამოცდაში (თუ იესო ღმერთია)?    
3)    საერთოდ შესაძლებელია თუ არა ღვთის გამოცდა იმით, რომ ცოდვა ჩაიდინოს? (შეადარეთ იაკობი 1:13 - მხოლოდ ღვთისადმი ერთგულებაში გამოცდაა შესაძლებელი და არა თავად ღმერთის გამოცდა!).

   

ლუკა 4:6,7

1)    რისი მიღწევა სურდა ეშმაკს? რას აჩვენებდა იესო იმით, თუ დაემხობოდა?
იესო თუ ყოვლისშემძლე ღმერთი იყო, შეიძლება თუ არა ეშმაკს იმის იმედი ჰქონოდა, რომ იქნებ როგორმე აიძულებდა ღმერთს და ის ეშმაკს თავის თავზე მაღლა აღიარებდა?
2)    თუ იესო ყოვლისშემძლე ღმერთია, რომლის ძალაუფლებაშიც მთელი სამყაროა, მაშინ როგორ შეიძლება ეშმაკს ეფიქრა, რომ ის მის "შეცდენას", პაწაწინა დედამიწაზე არსებული არასრულყოფილი სამეფოებით შეძლებდა?





მათე 28:10; იოანე 20:17; ებრაელები 2:11, 12,17
1)    თუ იესო – ღმერთია, რატომ ეძახის თავის მოწაფეებს ძმებს?
2)    შეიძლება თუ არა, რომ ქმნილება ღვთის ძმა იყოს?
3)    უთქვამს თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს როდისმე მაინც, რომ მას ძმა ან ძმები ჰყავს (ან ეყოლება)?



რომაელები 8:14, 28,29
1)    როგორ ავხსნათ ის, რომ ღვთისათვის ქრისტიანები ძეებს წარმოადგენენ, ქრისტესთვის კი – ძმებს?
2)    რა განსხვავებაა:
      ა) მამასა და შვილებს შორის?
      ბ) ძმებს შორის?
3)    როგორ შევუთანხმოთ ეს იმ მოსაზრებას, რომ იესო იგივე მამა ღმერთია?





მათე 6:9
1)    ვისი სახელის განწმენდისაკენ მოუწოდებდა იესო? (იესო თავისი მამის სახელზე საუბრობს და არა ძის სახელზე).
2)    რა სახელია ეს? როგორ ჟღერს ის?
3)    ასრულებთ თუ არა ამ სიტყვებს ზუსტად ისე, როგორც ქრისტემ დაგვავალა?





საქმეები 24:14
   1)  რომელ «მამების ღმერთს» ემსახურებოდა პავლე?
   2)  ჩვენ ამის გაგებას შევძლებთ, თუ შემდეგ ბიბლიურ მუხლებს შევადარებთ ერთმანეთს: მეორე რჯული 26:7; 2 ნეშტთა 11:16; 19:4; ეზდრა 8:28.
   3)  ყველა ამ ბიბლიურ მუხლში «მამების ღმერთი» იეჰოვას ეწოდება. არსებობს თუ არა იმის რაიმე საბაბი, მიგვაჩნდეს, რომ მოციქული პავლეს შემთხვევაში «მამების ღმერთი» მოულოდნელად შეიცვალა და სხვა სახელის ტარება დაიწყო?
       




რამდენად საფუძვლიანია სამების დასაცავად გამოყენებული მოსაზრებები?





  იმ ადამიანებმა, რომელთაც სამების სწავლების სწამთ, შეიძლება მოიყვანონ რიგი ბიბლიური მუხლებისა, რომლებიც, მათი აზრით, მათი შეხედულებების სისწორის დამტკიცების საშუალებას იძლევიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როგორც თავად ამ მუხლების, ისე მათი კონტექსტის საგულდაგულო გამოკვლევისა და ასევე მათი სხვა მსგავს ბიბლიურ მუხლებთან შედარების შემთხვევაში, ყოველგვარი შრომის გარეშე შეიძლება ამგვარი «სამმაგი» ინტერპრეტაციების უსაფუძვლობის დადგენა. ძალიან ხშირად, ასეთ სიტუაციებში, მოცემული მუხლის შინაარსის მიმართ ცალხრივობა და ერთგვარი «ორმაგი სტანდარტებიც» კი ვლინდება, როდესაც ერთ შემთხვევაში მუხლის პირდაპირი გაგების პრინციპი გამოიყენება, ხოლო მსგავს მეორე შემთხვევაში კი – მას თავგამოდებით უკეთებენ იგნორირებას. განვიხილოთ კონკრეტული ბიბლიური მუხლები თანდართული კითხვების დახმარებით.     




სამების მომხრეების მტკიცებულება:

  «მე და მამა ერთი ვართ» (იოანე 10:30). განა აქ იესო იმას არ ამბობს, რომ ის თავად მამა ღმერთია?


  ბერძნული სიტყვა «ერთი» - დგას მხოლობით რიცხვში საშუალო სქესში. ეს იგივე ბერძნული სიტყვაა, რომელიც იოანეს 17:21-შია გამოყენებული "და ყველანი (ქრისტიანები) ერთი იყვნენ". ეს არა ერთი არსება, არამედ რამოდენიმე პიროვნების ერთობაა!

შეადარეთ:


იოანე 17:20-23
1)    რატომ თქვა იესომ, რომ ის «ერთია მამასთან», ისევე როგორც მოწაფეებიც «ერთნი» არიან მასთან და მამასთან? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა, ვინც იესოს მოწაფე ხდება, ავტომატურად ხდება ყოვლისშემძლე ღმერთის შემადგენელი ნაწილი?



1 კორინთელები 3:6,8
1)    რატომაა მოციქულ პავლეზე და აპოლოსზე ნათქვამი, რომ ისინი «ერთი არიან» (გამოყენებულია იგივე ბერძნული სიტყვა, რაც იოანეს 10:30-ში)? ეს სიტყვები ისე უნდა გავიგოთ თუ არა, რომ სინამდვილეში ეს ორი ადამიანი ერთი პიროვნება იყო?



მათე 19:4-6
1)    ისე უნდა აღვიქვათ თუ არა ქმრისა და ცოლის ერთობა, როგორც პირდაპირი გაგებით ერთი პიროვნება?
2)    როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები, რომ ქმარი და ცოლი – «ერთ ხორც» არიან?



1 კორინთელები 1:10
1)    რას ნიშნავს ბიბლიის მოწოდება, რომ ქრისტიანებმა «ერთი» უნდა ილაპარაკონ და «ერთი გონებით და ერთი აზრით» უნდა იყვნენ გაერთიანებულნი? მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ მოწაფეები ერთგვარ ერთიან პიროვნებას წარმოადგენდნენ? თუ ეს მათ სრულ ერთსულოვნებას ნიშნავდა მიზნებსა და შეხედულებებში?



ეფესელები 2:13-18
1)    რომელ «ერთ ახალ კაცზე» საუბრობს ბიბლია?
2)    შეგვიძლია თუ არა იმის მტკიცება, რომ ქრისტიანები პირდაპირი გაგებით ერთგვარ ერთ პიროვნებად იქცევიან?





კოლასელები 3:15
1)    ნიშნავს თუ არა სიტყვები, რომ ქრისტიანები «ერთ სხეულად [არიან] ხმობილნი», რომ ისინი პირდაპირი გაგებით ერთ პიროვნებას წარმოადგენენ?






სამების მომხრეების მტკიცებულება:

 რატომ ამბობს იესო: «მე მამაში ვარ და მამა ჩემში» (იოანე 14:10,11)?


შეადარეთ:


იოანე 14:20
   1)   განა მხედველობიდან უნდა გამოვტოვოთ იესოს შემდეგი სიტყვები, რომელშიც მან დააზუსტა: «მე მამაში ვარ, თქვენ კი - ჩემში და ხოლო მე - თქვენში»? 
        2)   იესოს ამ სიტყვების შუქში უნდა მივიჩნიოთ თუ არა, რომ მისი მოწაფეები პირდაპირი გაგებით ხდებიან მისი პიროვნების ნაწილი?
     


იოანე 15:4-7 და 9,10
1)    რა გაგებით რჩებიან მოწაფეები იესოში და იესო მოწაფეებში?
2)    რატომ აკავშირებს იესო მის მოწაფეებში მის ყოფნას, მოწაფეებში მისი სიტყვის ყოფნასთან? იესოს სიტყვა – ღვთის კიდევ ერთი ნაწილია?
3)    რატომ ადარებს იესო მოწაფეების მასში ყოფნას, იესოს მამაში ყოფნას?



იოანე 17:11,21-23,26
1)    თქვენ როგორ გესმით იესოს სიტყვები, რომ მისი მოწაფეები ისევე უნდა «იყვნენ ერთი», როგორც ძე მამასთან?
2)    რას ნიშნავს ის, რომ იესოს მოწაფეები ერთნი უნდა ყოფილიყვნენ როგორც მამასთან, ისე ძესთან?



იოანე 6:56,57
1)    იესოს ამგვარი ერთიანობა უნდა აღვიქვათ თუ არა ისე, როგორც პირდაპირი გაგებით ერთი სხეული ან პიროვნება?



1 იოანე 2:24. შეადარეთ 2იოანე 9
1)    პირდაპირი გაგებით «ძეში და მამაში» რჩებიან თუ არა ქრისტიანები?



1 იოანე 3:6,24; 4:13-16
1)    პირდაპირი გაგებით მკვიდრობენ თუ არა ქრისტიანები ღმერთში?







სამების მომხრეების მტკიცებულება:


  ესაიას 9:6-ში, იოანეს 1:1-სა და 20:28-ში იესო მიმართ გამოიყენება გამოთქმა «ღმერთი». განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთია?


  ბიბლია მრავაჯერ იყენებს გამოთქმა «ღმერთს» სხვადასხვა პირებთან მიმართებაში – როგორც ადამიანების, ისე ანგელოზების მიმართ. თავად სიტყვა «ღმერთი» ნიშნავს «ძალაუფლების მქონეს, ძლევამოსილს». თუ ძალაუფლების მქონე არასრულყოფილ ადამიანებს და იეჰოვას მიერ წარგზავნილ ანგელოზებს უწოდებს წმინდა წერილი «ღმერთებს», მაშინ განა ღვთის ძეს არ ჰქონდა ასეთივე წოდების უფლება?
  თუმცა, ბიბლიაში არც იესოს, არც ანგელოზებსა და არც ადამიანებს არ ეწოდებათ არასოდეს ყოვლისშემძლე ღმერთები. ამ წოდებას მხოლოდ ზეციერი მამა, იეჰოვა ღმერთი ატარებს!

შეადარეთ:


ფსალმუნები 81:1-8 (82:1-8, აქ); იოანე 10:34-36
        1)  შეუძლია თუ არა სამების შესახებ სწავლებას, რომ ნათლად და გასაგებად განმარტოს ეს მუხლები?
2)    შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებიც ყოვლისშემძლე ღმერთის ნაწილები არიან?



საქმეები 28:4-6
1)    რატომ უწოდეს პავლეს ღმერთი იმ ადამიანებმა, რომლებიც მას აკვირდებოდნენ და თავიდან ფიქრობდნენ, რომ ის მკვლელი იყო? რისი ჩვენება უნდოდათ მათ ამ სიტყვებით?
2)    არსებობს თუ არა იმის რაიმე საფუძველი, რომ ეს სიტყვები პირდაპირი გაგებით გავიგოთ (ანუ, რომ პავლე – ღმერთია)?



საქმეები 12:21,22
1)    რატომ საუბრობდა ხალხი ჰეროდეზე, როგორც ღმერთზე? მართლა იმას გულისხმობდა თუ არა ეს ხალხი, რომ ჰეროდე პირდაპირი გაგებით ღმერთი იყო?



1 კორინთელები 8:5
1)    ვინ იგულისხმებოდნენ «ღმერთებში» ცაში და დედამიწაზე?
2)    რატომ იყენებს ბიბლია მათ მიმართ სიტყვა «ღმერთს»? ასეთ შემთხვევაში რა აზრს ატარებს სიტყვა «ღმერთი»?



2 კორინთელები 4:4
1)    ვინაა ნაგულისხმები ამ მუხლში სიტყვა «ღმერთში»?
2)    რატომ იყენებს ამ პიროვნების მიმართ ბიბლია მაინც და მაინც ამ სიტყვას?
3)    შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ ეს პიროვნება ყოვლისშემძლე ღმერთს წარმოადგენს?



1 პეტრე 3:6
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ სარა აბრაამს ბატონს ეძახდა (ბერძ. სიტყვა "კირიოს" - "უფალი")?
2)    უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ აბრაამი ღმერთი გახდა?




დაბადება 16:7,13
2)    რატომ საუბრობს აგარი ანგელოზზე, როგორც უფალზე და ღმერთზე?



დაბადება 32:24-30 და ოსია 12:3,4
1)    ვის ებრძოდა იაკობი - ანგელოზს თუ ღმერთს?
2)    რატომ გამოდის ანგელოზი ღვთის სახელით? შეიძლება თუ არა ამის გამო ის ყოვლისშემძლე ღმერთად რომ ჩავთვალოთ?
2)    რატომ ჟღერენ ანგელოზის სიტყვები ისე, როგორც თვით ღმერთის სიტყვები? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ანგელოზი პირდაპირი გაგებით ღმერთი იყო?



 გამოსვლა 3:2-6. შეადარეთ საქმეები 7:30,35
1)    ის ვინც მოსეს ელაპარაკებოდა, რატომაა ერთდროულად მოხსენიებული როგორც უფლის ანგელოზი, როგორც უფალი და როგორც ღმერთი?




გამოსვლა 19:3; მეორე რჯული 5:4; ესაია 63:9; საქმეები 7:38,53; გალატელები 3:19 და ებრაელები 2:2
1)    ვის ესაუბრებოდა მოსე სინას მთაზე – ღმერთს თუ მის ანგელოზს?
2)    რატომაა გამოსვლაში ნათქვამი რომ ეს უფალი და ღმერთი იყო, ხოლო საქმეებში ანგელოზზეა საუბარი?
3)    ამის გამო უნდა დავასკვნათ თუ არა, რომ ანგელოზი ყოვლისშემძლე ღმერთი იყო?




გამოსვლა 4:13-16
1)    როგორ გავიგოთ ღვთის სიტყვები, რომ მოსე აარონის ღმერთი იქნებოდა? ყოვლისშემძლე ღმერთი გახდა მოსე?
2)    რას ნიშნავს ღვთის მითითება, რომ ის იქნებოდა მოსესა და აარონის «ბაგესთან»? შესაბამისად ხდიდა თუ არა ეს მათ ყოვლისშემძლე ღმერთებად?




გამოსვლა 7:1,2
1)    როგორ გავიგოთ ღვთის სიტყვები, რომ მოსე იქნებოდა ფარაონის ღმერთი? მოსე ყოვლისშემძლე ღმერთი გახდა?




გამოსვლა 13:21 და 14:19
1)    რატომ ეწოდება ღვთის ანგელოზს უფალი?




იესო ნავეს ძე 5:13-6:1
1)    ვის ესაუბრებოდა იესო ნავეს ძე - უფლის მხედრობის თავს თუ თავად ღმერთს?
2)    ვინ იყო ის: ანგელოზი თუ ღმერთი?




მსაჯული 6:11-16
1)    ვინ გამოეცხადა გედეონს – ღვთის ანგელოზი თუ თავად ღმერთი?




მსაჯული 13:21,22
1)    ვინ იხილეს მანოახმა და მისმა ცოლმა – ღვთის ანგელოზი თუ ღმერთი?




საქმეები 10:3,4
1)    რატომ უწოდებს კორნელიუსი ანგელოზს უფალს?




საქმეები 10:33
        1)  პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ არა, პეტრეს მიმართ წარმოთქმული კორნელიუსის სიტყვები, რომ ის და მისი ოჯახობა ღვთის წინაშე იდგნენ?
2)    შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ამ მომენტში ღმერთმა პეტრეს იერი მიიღო?









სამების მომხრეების მტკიცებულება:

  იოანეს 14:9-ში იესო ამბობს: «ვინც მე მიხილა, მამაც იხილა». განა ეს იმის მტკიცებულება არ არის, რომ იესო იგივე მამაა?



  კი მაგრამ, რა უნდა დაენახათ მოციქულებს იესოში? პირდაპირი გაგებით ყოვლისშემძლე ღმერთის პიროვნება? ასეთ შემთხვევაში იმის მტკიცება გახდებოდა საჭირო, რომ ღმერთიც ხორცისა და სისხლისაგან შედგება, ანუ იმ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორშიც იესო იყო იმ მომენტში მოწაფეების წინაშე.
  თუმცაღა, იესო სულაც არ ცდილობდა მოწაფეებისთვის პირდაპირი გაგებით ყოვლისშემძლე ღმერთის პიროვნების დანახვებას (რასაც არავითარი აზრი არ ექნებოდა), არამედ მისი მშვენიერი თვისებებისა (კოლასელები 1:15; 2:9,10). იესოში, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილ ღვთის წარმომადგენელში, მოწაფეებს შეეძლოთ დაენახათ იეჰოვას გრძნობების, აზრებისა და განზრახვების მკაფიო ანარეკლი (2 კორინთელები 4:4; ებრაელები 1:3). ღვთისა და მისი ძის თვისებების მსგავსადვე არეკვლას მოელის იეჰოვა ასევე ყველა თავისი ჭეშმარიტი მსახურისაგან (შეადარეთ დაბადება 1:26,27; რომაელები 8:29; ფილიპელები 2:5; კოლასელები 3:10). იესო, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი წარმომადგენელი, იეჰოვა ღმერთის სახელით მოქმედებდა (შეადარეთ რომაელები 2:16; 5:1; 2კორინთელები 4:14; ტიტე 3:4-6; 1პეტრე 4:11).


შეადარეთ:


იოანე 1:18; 1იოანე 4:12
1)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ «ღმერთი არავის არასოდეს უხილავს»?




გამოსვლა 33:20
1)    რატომ არ შეუძლია ადამიანს ღვთის ნახვა და ცოცხალი დარჩენა?
2)    ღვთისაგან მოცემული ამ მითითების მიმართ გაკეთებული ერთი გამონაკლისი მაინც თუ იცით ბიბლიაში?




გამოსვლა 33:11
1)    ასეთ შემთხვევაში მაშინ როგორ უნდა გავიგოთ ის სიტყვები, რომ მოსეს «პირისპირ ელაპარაკებოდა უფალი»?
2)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ამ ფრაზაში ცოტა სხვა აზრი იგულისხმება?




რიცხვნი 12:6-8
1)    რა გაგებით ელაპარაკებოდა ღმერთი მოსეს «პირისპირ», «ცხადლივ და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი»?




გამოსვლა 24:9-11
1)    რა გაგებით «იხილეს ღმერთი» მოსემ, აარონმა, ნადაბმა, აბიჰუმ და ისრაელის სამოცდაათმა უხუცესმა?




გამოსვლა 23:20-22
1)    როგორ დავაკავშიროთ ანგელოზის შესახებ ეს მითითება ბიბლიის სხვა მუხლებთან, სადაც საუბარია, რომ ისრაელს თავად ღმერთი მიუძღვოდა წინ (გამოსვლა 33:14-16)?
2)    რას ნიშნავს, რომ ამ ანგელოზში იყო ღვთის სახელი? ეს ანგელოზი რა, ყოვლისშემძლე ღმერთი გახდა?
3)    (22-ე მუხლი) ვისი ხმა უნდა მოესმინათ ისრაელებს - ანგელოზის თუ ღმერთის? ანგელოზი ღმერთად იქცა?




გამოსვლა 33:1-3 და რიცხვნი 14:13,14
1)    რატომ ამბობს უფალი გამოსვლაში, რომ ის აღარ ივლის ისრაელიანებს შორის, არამედ ანგელოზს გაგზავნის თავის მაგივრად, წიგნ რიცხვნში კი მოსე ამბობს, რომ «უფალი, ამ ხალხს შორისაა» და «მათ წინ მიდის»?
2)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ღმერთი პირადად კი არ "იმყოფებოდა" ისრაელიანთა შორის, არამედ თავისი წარმომადგენლის - ანგელოზის მეშვეობით, რომელიც ღვთის ნებას აღასრულებდა?




ნეემია 9:13,14
1)    ვინ მისცა ისრაელს მცნებები – იეჰოვამ თუ მოსემ?
2)    ესმოდათ თუ არა ისრაელიანებს ის, რომ თუმცა მცნებები მათ მოსესაგან მოისმინეს (სინაის კანონს მისი სახელიც კი ეწოდა), მაგრამ ჭეშმარიტი კანონმდებელი იეჰოვა იყო?
3)    შეგვიძლია თუ არა, მოსეს იეჰოვასთან გაიგივება?




1 მეფეთა 13:1-4
1)    თუ ფილისტიმელთა ჯარი იონათანმა დაამარცხა, მაშინ რატომ წერია, რომ ეს საულმა გააკეთა?
2)    შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ იონათანი საულის წარმომადგენლად მსახურობდა და მისი სახელით მოქმედებდა?
3)    ამის გამო ერთ პიროვნებად უნდა მივიჩნიოთ თუ არა იონათანი და საული?




ზაქარია 12:8
1)    პირდაპირი გაგებით უნდა აღვიქვათ თუ არა იერუსალიმის მკვიდრთა - დავითთან, ხოლო დავითის სახლის - ღმერთთან შედარება?




მათე 11:7,10,14
1)    რა ჰქონდა მხედველობაში იესოს, როდესაც იოანე ნათლისმცემელს «ანგელოზი» და «ელია» უწოდა?
2)    ამის გამო უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ იოანე ნათლისმცემლის სახით დედამიწაზე ანგელოზი მოვიდა ან შორეულ წარსულში მცხოვრები და გარდაცვლილი წინასწარმეტყველი ელია დაიბადა ხელახლა?




მარკოზი 8:33
1)    რატომ უთხრა იესომ პეტრეს: «გამშორდი, სატანა»?
2)    უნდა ვიფიქროთ, რომ იმ მომენტში სატანამ პეტრეს სახე მიიღო?




მათე 25:34-45
1)    რატომ აიგივებს იესო საკუთარ თავს თავის «მცირე ძმებთან»?
2)    ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი მოწაფეები მასთან ერთად პირდაპირი გაგებით ერთ პიროვნებას წარმოადგენენ?




ლუკა 10:16
1)    თქვენ როგორ აღიქვავთ ღმერთს, იესოსა და მის მოწაფეებს შორის ამ კავშირს?
2)    უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ მოწაფეები პირდაპირი გაგებით იესოსა და ღმერთის ნაწილებს წარმოადგენენ?




გალატელები 4:14
1)    რატომ იყენებს პავლე ამგვარ შედარებას ღვთის ანგელოზთან და იესო ქრისტესთანაც კი?
2)    რისი ჩვენება უნდოდა ამით პავლეს?
3)    შეგვიძლია თუ არა, რომ ბიბლიის ეს მუხლები პირდაპირ გავიგოთ და პავლეს იესო ქრისტე ან ზეციური ანგელოზი ვუწოდოთ?




მარკოზი 13:11
1)    შეგვიძლია იმის მტკიცება დავიწყოთ, რომ ქრისტიანები იგივე წმინდა სული არიან?




იოანე 4:1,2
1)    რა გაგებით გამოიყენება იესოს მიმართ ფრაზა, რომ ის ნათლავდა მოწაფეებს, თუ პირადად ის ამას არ აკეთებდა?
2)    ამ მუხლებში ნათქვამი სიტყვები იწვევს თუ არა თქვენში რაიმე გაუგებრობას?
3)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ იესო თავის მოციქულებს იყენებდა როგორც თავის წარმომადგენლებს?




იოანე 14:24,31
1)    რას ნიშნავს ის, რომ იესოს სიტყვები მისი არ არის, არამედ – მამისაა, რომელმაც ის გამოგზავნა?




საქმეები 28:25
1)    მაშ, ვინ ესაუბრებოდა ისრაელიანებს – ღვთის სული თუ ესაია?
2)    უნდა ვიფიქროთ თუ არა, რომ ესაიას სახით ღმერთი მოვიდა დედამიწაზე?




ებრაელები 1:1,2
1)    თქვენ როგორ გესმით ეს სიტყვები?
2)    თუ მამა ძის მეშვეობით საუბრობდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ძე - ღმერთია?
3)    ხოლო ღმერთი თუ წინასწარმეტყველების მეშვეობითაც საუბრობდა, გამოდის რომ წინასწარმეტყველებიც – ღვთის ნაწილები არიან?




სამების მომხრეების მტკიცებულება:

  ლუკას 5:20,21-ში იმის მაგალითია მოყვანილი, რომ იესო პატიობს ცოდვებს ადამიანს. ფარისევლები კითხვას სვავენ: «ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?». განა ცოდვების მიტევების უფლება ღმერთს არ ეკუთვნის? ესე იგი, იესო - ღმერთია.


  ცოდვების მიტევების შესაძლებლობას რიგ შემთხვევებში ღმერთი ანგელოზებსა და ადამიანებსაც კი აძლევდა. ეს მათ სულაც არ ხდიდა ღვთის სწორად, არამედ ღვთის განზრახვებში მათთვის დაკისრებული განსაკუთრებული როლის ნიშანს წარმოადგენდა. 

შეადარეთ:


გამოსვლა 23:20,21
1)    რატომაა ნათქვამი, რომ იეჰოვას მიერ გაგზავნილ ანგელოზს უფლება ჰქონდა არ ეპატიებინა ისრაელისთვის ცოდვები, თუ ცოდვების პატიება მხოლოდ ღმერთზე იყო დამოკიდებული?



იოანე 20:23
1)    რატომ დაუტოვა იესო მოციქულებს ცოდვების მიტევების უფლება?
2)    ანუ აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოციქულები ღვთის სწორნი არიან?








სამების მომხრეების მტკიცებულება:

  ფილიპელების 2:9,10-ში ნათქვამია, რომ იესოს სახელი ყველა სახელზე უზენაესია. განა ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იესო უზენაეს ღმერთად მივიჩნიოთ?


  ძალაუფლება და დიდება იესომ მამისაგან მიიღო. მიზანს წარმოადგენდა არა იესოს მამის დონემდე ამაღლება და მისთვის მამის სწორი ძლევამოსილების მიცემა, არამედ ძის დიდების მეშვეობით მთელი კაცობრიობის ჭეშმარიტი ღვთისაკენ - იეჰოვასაკენ, შემობრუნება.



შეადარეთ:


ფილიპელები 2:9-11
1)    ვისგან მიიღო იესომ დიდება და უზენაესი სახელი?
2)    (11-ე მუხლი) ვის დიდებას უნდა მომსახურებოდა ძის ამაღლებული მდგომარეობა?




1 პეტრე 1:21
1)    ვინ უნდა ეწამათ ადამიანებს ქრისტეს მეშვეობით?




იოანე 14:1
1)    პირველ რიგში ვისი უნდა ეწამათ ადამიანებს?




იოანე 14:6
1)    ადამიანების ვისთან მიყვანის სურვილი ჰქონდა იესოს?
2)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ იესო საკუთარ თავს არა ბოლო წერტილად, არამედ მხოლოდ «გზად» მიიჩნევდა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი მამასთან უნდა მივიდეს?
3)    ცდილობთ თუ არა მამასთან მისვლას, თუ უბრალოდ «გზაზე» გაჩერდით?







სამების მომხრეების მტკიცებულება:

  ფილიპელების 2:9,10-ში ნათქვამია, რომ იესოს სახელის წინაშე უნდა მოიდრიკოს ყოველი მუხლი. განა შეიძლება ღვთის გარდა ვინმეს წინაშე მუხლმოდრეკა? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო ღმერთია?


  ბიბლიაში მუხლმოდრეკა (მდაბლად თაყვანისცემა) მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის აქტის აზრს კი არ ატარებს, არამედ შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას, როგორც ვინმეს მიმართ ღრმა პატივისცემის გამოსახატავად ან მისი ძალაუფლების აღიარების მიზნით. მსგავსი შემთხვევები წმინდა წერილში ძალიან ბევრია! ამიტომ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს მოვიყვანთ. როდესაც ეს სწორად გვესმის, არავითარი გაუგებრობა აღარ წარმოიშობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ საუბრობს ბიბლია ღვთის ძის წინ მუხლის მოდრეკის შესახებ. თუ ღმერთი სრულიად ნორმალურ ქმედებად მიიჩნევდა მსგავს საქციელს ზოგიერთი ადამიანისა და ანგელოზის მიმართ, მაშინ ამას მით უმეტეს იმსახურებს იესო ქრისტე!


შეადარეთ:


დაბადება 18:2
   1)  რატომ სცა "დაბლად" თაყვანი აბრაამა ანგელოზებს?




დაბადება 19:1,2
   1)  ლოტმა რატომ სცა ანგელოზებს "მდაბლად" თაყვანი, მით უმეტეს, რომ ფიქრობდა ისინი ჩვეულებრივი მგზავრები იყვნენ?




დაბადება 23:7,12
1)    რატომ სცა თაყვანი აბრაამა ხალხს?




დაბადება 33:3-7
1)    რატომ სცემდნენ თაყვანს იაკობი და მისი ოჯახი ესავს?




დაბადება 42:6; 43:28
1)    იოსების ძმები რატომ სცემდნენ მას მდაბლად თაყვანს?




დაბადება 48:11,12
1)    იოსებმა რატომ სცა თაყვანი მამამისს?




გამოსვლა 18:7
1)    მოსემ რატომ სცა თაყვანი თავის სიმამრს?




რიცხვნი 22:31
1)    ამგელოზმა რატომ მიიღო ბალაამის თაყვანისცემა?




იესო ნავეს ძე 5:13,14
1)    რატომ დაეცა პირქვე და თაყვანი რატომ სცა იესო ნავეს ძემ ანგელოზს?




მსაჯული 13:20
1)   რატომ დაემხნენ მიწაზე მანოახი და მისი ცოლი ანგელოზის წინაშე?




რუთი 2:10
1)    რატომ სცა მდაბლად თაყვანი რუთმა ბოყაზს?




1 მეფეთა 24:8
   1)   რატომ სცა თაყვანი დავითმა საულს?




1 მეფეთა 25:40,41
1)    რა აზრის მატარებელი იყო აბიგაილის თაყვანისცემა დავითის მსახურების მიმართ?




2 მეფეთა 14:4 და 16:4
   1) რატომ სცეს ამ ადამიანებმა დავითს თაყვანი?




3 მეფეთა 2:19
1)    რატომ სცა სოლომონმა თაყვანი დედამისს?




4 მეფეთა 1:13
   1) რატომ მოიყარა მუხლი ორმოცდათისთავმა ელიას წინაშე?




4 მეფეთა 2:15
   1) რატომ სცეს თაყვანი წინასწარმეტყველთა ძეებმა ელისეს?




4 მეფეთა 4:36,37
   1) რატომ სცა ელისეს თაყვანი ქალმა?




1 ნეშტთა 29:20
   1)   რატომ სცა ხალხმა თაყვანი არამარტო იეჰოვას, არამედ მეფე დავითსაც?
   2)   მიაჩნდათ თუ არა ისრაელებს დავითი იეჰოვას სწორად?



დანიელი 2:46
1)    რატომ სცა თაყვანი ნაბუქოდონოსორმა დანიელს?




მათე 18:26
1)    რატომ გამოიყენა იესომ იგავში ერთი ადამიანის - მეორე ადამიანისადმი თაყვანისცემის მაგალითი?




გამოცხადება 3:9
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ეს ადამიანები ღვთის მითითებით ანგელოზს სცემენ თაყვანს?


ასევე იხილეთ: ესაია 49:23; 45:14; 60:14; 1 კორინთელები 49:23.






სამების მომხრეების მტკიცებულება:


  ბიბლიაში იესოს მხსნელი (მაცხოვარი) ეწოდება (1 იოანე 4:14). იეჰოვაც საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც მხსნელზე. ეს ნიშნავს, რომ იესო - ყოვლისშემძლე ღმერთია.


  ბიბლიას იმის მაგალითები მოჰყავს, თუ როგორ იხსნიდა, ჭეშმარიტი მხსნელი იეჰოვა, წარსულში თავის მსახურებს სხვა ადამიანთა მეშვეობით. და მათაც მხსნელები ეწოდებოდათ. მაგრამ განა ეს შეიძლება იმის საბაბი იყოს, რომ მათაც ყოვლისშემძლე ღმერთები ვუწოდოთ?

შეადარეთ:


მსაჯული 3:9,10,15; ნეემია 9:27; ესაია 63:9
1)    თქვენ როგორ ახსნით ამ ყოველივეს, თუ «არ არსებობს მხსნელი გარდა ღმერთისა»?
2)    რა გიშლით ხელს იმაში, რომ ამ მუხლების თქვენეული ახსნა გამოიყენოთ მხსნელი იესოს მიმართაც?




საქმეები 5:31 და 13:23,24
1)    ვინ «აამაღლა» და «აღადგინა» იესო მხსნელად: ღმერთმა თუ იესომ თავად მიითვისა ეს წოდება?









სამების მომხრეების მტკიცებულება:


  სამყაროს შექმნა მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს მიეწერება (ესაია 44.24). ასეთ შემთხვევაში, რადგან ბიბლია იესოს შემოქმედს უწოდებს (იხილეთ იოანე 1.3; კოლასელთა 1.16-17; ებრაელები 1.10), გამოდის, რომ იესო - იგივე იეჰოვაა.

  წაიკითხეთ იგავნის 8:22-31. მრავალი ღვთისმეტყველი ეთანხმება იმას, რომ აქ წინასწარმეტყველურად ღვთის ძეა წარმოდგენილი. ეს ნაწყვეტი, იმის შესახებაა ვინც ქვეყნის შექმნამდე «გაჩნდა», ვისი სიხარულიც ადამიანთა მოდგმაში იყო და ვინც იყო როგორც «ოსტატი» იეჰოვასთან. ღვთის ძე თავისი მამის დამხმარე იყო სამყაროსა და ყოველივე იმის შექმნისას, რაც მასზე არსებობს (კოლასელთა 1:15-17).


შეადარეთ:


დაბადება 1:26
1)    ვის ეუბნება ღმერთი: «გავაჩინოთ»?
2)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ღვთის გვერდით იყო კიდევ ვიღაც, ვინც ასევე იღებდა მონაწილეობას შემოქმედებაში?





სამების მომხრეების მტკიცებულება:


  გამოცხადების 3:21-ში იესო ამბობს, რომ ის მამის ტახტზე ზის. განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესოს ყოვლისშემძლე ღვთის ძალაუფლება აქვს?


  არა, არ ნიშნავს. ბიბლია სხვა მსგავს მაგალითებსაც შეიცავს, მაგრამ ისინი სულაც არ მიუთითებენ იმაზე, რომ იეჰოვას ტახტზე მჯდომები, ყოვლისშემძლე ღმერთის სწორები არიან. 


შეადარეთ:


გამოცხადება 3:21
1)    იგნორირება უნდა გავუკეთოთ თუ არა იესოს სიტყვებს იმის შესახებ, რომ ასევე მის მოწაფეებსაც შეუძლიათ მის ტახტზე დაჯდომა?
2)    უნდა მივიჩნიოთ თუ არა, რომ იესოს მოწაფეებიც მისი ტოლნი ან თავად იესოს ნაწილნი ხდებიან?



2 ნეშტთა 9:8
           1) სოლომონი თუ იეჰოვას ტახტზე იჯდა, მაშინ ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მისთვის ისევე უნდა ეცათ თაყვანი, როგორც ღმერთისთვის?
   





სამების მომხრეების მტკიცებულება:


  იესო ისე საუბრობდა ღმერთზე, როგორც საკუთარ მამაზე. განა შეიძლება, რომ ქმნილება ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდეს? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო ყოვლისშემძლე ღმერთია?


  არა, არ ნიშნავს. წმინდა წერილებში ჩვენ იმის საკმარისი მაგალითები შეგვიძლია ვიპოვოთ, რომ ღვთის მსახურები მას ისე აღიქვავდნენ როგორც მამას. მაგრამ ეს, ბუნებრივია, არანაირად არ ხდიდა მათ, მის სწორად. 


შეადარეთ:


ესაია 63:16; 64:8
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ისრაელი იეჰოვას საკუთარ მამას უწოდებს?




მათე 6:9
1)    რატომ მოგვიწოდებს იესო, რომ ღმერთს მივმართოთ, როგორც მამას?




რომაელები 8:14-16
1)    პავლეს მითითება იმის შესახებ, რომ «ღვთის შვილები ვართ», წარმოადგენს თუ არა ქრისტიანების გაღმერთებას?






სამების მომხრეების მტკიცებულება:


  მათეს 28:19-ში იესომ თქვა «სული წმინდის სახელით» ნათლობაზე. განა შეიძლება "არა პიროვნებას" სახელი ჰქონდეს?


  «სახელი» შეიძლება ნიშნავდეს არა რაიმე კონკრეტულ «პირად სახელს», არამედ რეპუტაციას, ვინმეს პირად თვისებებს. როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანმა «კარგი (ან ცუდი) სახელი დაიმსახურა», ჩვენ ვგულისხმობთ არა სიტყვას ან ფრაზას, რომელსაც მას უწოდებენ, არამედ იმ რეპუტაციას, რომელიც მან დაიმსახურა. «სახელი» ასევე შეიძლება ნიშნავდეს იმ ძალაუფლებას, რომლის მეშვეობითაც სრულდება რაიმე. ზუსტად ამ გაგებით ვიყენებთ სიტყვა «სახელს», როდესაც ვიყენებთ ფრაზებს «კანონის სახელით» ან «მეფის სახელით».


შეადარეთ:


იგავნი 10:7; 22:1; ეკლესიასტე 7:1
          1)   როგორ გესმით სიტყვა «სახელი» ბიბლიის ამ მუხლებში?




მათე 10:41
1)    რა იგულისხმება სიტყვებში «წინასწარმეტყველის სახელით» და «მართლის სახელით»?
2)    პირდაპირი გაგებით ადამიანის სახელის ნაგულისხმები ამ მუხლებში?





ეფესელები 1:21
1)    ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ფრაზა «მთავრობასა და ხელმწიფებაზე, ძალსა თუ უფლებაზე, ყველა იმ სახელზე»  გვიჩვენებს, რომ «სახელი» ხშირად ძალაუფლებასა და მდგომარეობას წარმოადგენს?





სამების მომხრეების მტკიცებულება:




  ბიბლიაში აღნიშნულია, რომ ღვთის სულს შეუძლია ისაუბროს (საქმეები 13:2). ასევე აღნიშნულია, რომ ღვთის სული შეიძლება შეურაცხყო (მარკოზი 3:29; ეფესელთა 4:30).  განა ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ის პიროვნებაა?


  როდესაც ღვთის სულის ქმედებებზეა საუბარი, პრაქტიკულად თავად ღმერთის ქმედებებზეა საუბარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც წმინდა სული ასწავლის - ესე იგი ღმერთი ასწავლის თავისი სულის მეშვეობით (მოქმედი ძალით); როდესაც წმინდა სული შთააგონებს - ესე იგი ღმერთი შთააგონებს თავისი სულის მეშვეობით (მოქმედი ძალით) (2 ტიმოთე 3:16); როდესაც წმინდა სული იცავს - ესე იგი ღმერთი იცავს თავისი სულის მეშვეობით (მოქმედი ძალით).
  ამასთანავე უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა წერილებში ხშირადაა საუბარი უსულო საგნებზე ისე, თითქოს სულიერნი ყოფილიყვნენ.

შეადარეთ:


დაბადება 4:7
          1)   რატომაა ცოდვაზე საუბარი, როგორც ერთგვარ ცოცხალ არსებაზე?
2)      აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ცოდვა - ერთგვარი პიროვნებაა?




დაბადება 31:44-53
1)    როგორ შეიძლება გორა რაიმეს მოწმობდეს?
2)    შეგვიძლია ისიც პიროვნებად რომ ჩავთვალოთ?





ფსალმუნები 88:51
1)    როგორაა შესაძლებელი ღვთის ცხებულის «კვალის გალანძღვა»?
2)    ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ «კვალი» პიროვნებაა?
3)    რას ნიშნავს ეს სიტყვები?





ფსალმუნები 64:13 და 95:11,12
1)    რას ნიშნავს ის, რომ ბუნება «იღაღადებს», «იმღერებს», «გამხიარულდება» და «იზეიმებს»?
2)    ბუნება – პიროვნებაა?





ესაია 14:9 და გამოცხადება 6:8
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ქვესკნელი და ჯოჯოხეთი ასეთ აქტიურ ქმედებებს ახდენენ?
2)    შეგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ ქვესკნელი და ჯოჯოხეთი – ერთგვარი პიროვნებები არიან?




ესაია 60:17
1)    როგორაა შესაძლებელი ის, რომ ისეთი გაგებები, როგორებიც არიან მშვიდობა და სიმართლე, გამგებლებისა და ზედამხედველების მოვალეობას აღასრულებენ?




ლუკა 7:35
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ სიბრძნეს შვილები ჰყავს?




გალატელები 3:8,22; ლუკა 11:49
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ წმინდა წერილს შეუძლია «საუბარი», «განჭვრეტა» და «ხარება»?
2)    რატომაა ნათქვამი, რომ «წერილმა ცოდვის ქვეშ მოამწყვდია ყველა»?
3)    ამის საფუძველზე შუგვიძლია თუ არა დავასკვნათ, რომ ამგვარი ქმედებები ბიბლიას ისე წარმოაჩენს როგორც პიროვნებას და არა როგორც წიგნს?




გალატელები 3:23
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ რჯულმა ადამიანები მეთვალყურეობის ქვეშ მოიმწყვდია?




რომაელები 5:14,21
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ სიკვდილი და ცოდვა სუფევდნენ (მეფობდნენ)?




დაბადება 4:10,11
1)    რა გაგებით შეჰღაღადებს სისხლი ღმერთს?
2)    რას ნიშნავს, მიწამ «გახსნა პირი»?
3)    რამენაირად გაბნევთ ის ფაქტი, რომ ბიბლია სისხლზე და მიწაზე ისე საუბრობს, როგორც თითქოსდა ცოცხალ პიროვნებებზე?




ებრაელები 9:14
1)    სისხლი განწმენდს სინდისს. ნიშნავს თუ არა მისი ეს თვისება იმას, რომ სისხლი პიროვნებაა?




ებრაელები 12:24
1)    როგორაა შესაძლებელი, რომ სისხლი მეტყველებდეს?




1 კორინთელები 15:10
1)    როგორ გავიგოთ ის, რომ ღვთის მადლს შეუძლია იღვაწოს (იშრომოს)?
2)    შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღვთაებრივი მადლი - პიროვნებაა?




1 იოანე 5:6,8. შეადარეთ მათე 3:11; მარკოზი 1:8
1)    როგორაა შესაძლებელი, რომ წყალი და სისხლი - წმინდა სულის მსგავსად, მოწმობდნენ?
2)    წმინდა სული თუ – პიროვნებაა, მაშინ წყალი და სისხლიც პიროვნებები გამოდიან?




მათე 10:19, 20; საქმეები 4:24, 25; 28:25; ებრაელები 1:2
1)    თუმცა ბიბლიის ზოგ მუხლში ნათქვამია, რომ სული საუბრობს, სხვა მუხლები გვიჩვენებენ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანებისა და ანგელოზების დახმარებით კეთდებოდა.







სამების მომხრეების მტკიცებულება:




  იოანეს 4:24-ში ნათქვამია, რომ «ღმერთი სულია». განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულიწმინდა ღმერთია?


  ამ მუხლში საუბარია იმის შესახებ, რომ ღმერთი სულიერ პიროვნებას წარმოადგენს (და არა ხორციელს) (შეადარეთ ესაია 31:3). თუ ზემოთ მოცემული პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ისეთ დასკვნამდე მივიდოდით, რომ ღმერთს გაცილებით მეტი ჰიპოსტასი აქვს, მაგალითად, სიყვარული და სიბრძნე. შედეგად, სამება - ხუთება ხდება! 


შეადარეთ:


იგავნი 2:6
1)    "უფალი იძლევა სიბრძნეს". სიბრძნე იეჰოვასაგან გამოდის, ისევე როგორც წმინდა სული.
2)    წმინდა სული თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




იგავნი 2:10
1)    "თუ სიბრძნე შევიდა შენს გულში". წმინდა სულის მსგავსად სიბრძნესაც შეუძლია ადამიანში "შესვლა".
2)    წმინდა სული თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც ღმერთი ყოფილა?




იგავნი 1:20,21
1)    სიბრძნეს შეუძლია იმღეროს და ილაპარაკოს.
2)    ასევე სიბრძნეს წმინდა სულის მსგავსად შეუძლია იქადაგოს, ამხილოს, მოუწოდოს, იცინოს, გაიხაროს. შეუძლია ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს. გამოდის რომ, სიბრძნე - ღმერთია?




იგავნი 3:19
1)    "უფალმა სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა".
2)    თუ ძე – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?



იგავნი 8:30
1)    სიბრძნე მამის გვერდით იმყოფებოდა, ისევე როგორც ძე.
2)    ძე თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც ღმერთი ყოფილა?




დანიელი 5:14
1)    დანიელში წმინდა სულთან ერთად სიბრძნეც იყო.
2)    თუ წმინდა სული – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




1 კორინთელთა 1:24,30 და კოლასელთა 2:3
1)    ეს მუხლები ქრისტეს ღვთის სიბრძნედ მოიხსენიებს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სიბრძნე – ცალკე ჰიპოსტასია?




შეადარეთ იოანე 1:1 და იგავნი 8:22-23
1)    თავდაპირველად  იყვნენ სიტყვა და სიბრძნე.
2)    სიტყვა თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




შეადარეთ იოანე 1:1 და იგავნი 8:30
1)    სიტყვა და სიბრძნე იყვნენ ღმერთთან.
2)    სიტყვა თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




შეადარეთ იოანე 1:1-3 და იგავნი 3:19; 8:25
1)    სიტყვა და სიბრძნე შემოქმედებაში მონაწილეობდნენ.
2)    სიტყვა თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




შეადარეთ იოანე 11:25 და იგავნი 3:16; 8:35
1)    ქრისტეც და სიბრძნეც - სიცოცხლის წყარონი არიან.
2)    ქრისტე თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




შეადარეთ იოანე 14:6 და იგავნი 3:17; 8:32-35
1)    ქრისტეც და სიბრძნეც - ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზები არიან.
2)    ქრისტე თუ – ღმერთია, მაშინ სიბრძნეც - ღმერთი ყოფილა?




1 იოანე 4:8
1)    «ღმერთი სიყვარულია» (გავიხსენოთ, «ღმერთი სულია»).
2)    სული თუ – ღმერთია, მაშინ სიყვარულიც - ღმერთი ყოფილა?




1 კორინთელები 13:4-8
1)    სიყვარულს "მოქმედებები" ახასიათებს. სიყვარული ბევრ რამეს აკეთებს. ნიშნავს ეს იმას, რომ სიყვარული - პიროვნებაა?
2)    გარდა ამისა "სიყვარული არასოდეს მთავრდება" – ის მარადიულია! ნიშნავს ეს იმას, რომ სიყვარული - ღმერთია?




ებრაელები 12:29
1)    "რადგან ჩვენი ღმერთი შთანმთქმელი ცეცხლია". აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცეცხლი, როგორც ასეთი – ღმერთია?




ფსალმუნები 83:12
1)    "რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი". შეგვიძლია მზე ისე აღვიქვათ, როგორც ღმერთის ჰიპოსტასი?






კიდევ რა უნდა თქვას ღმერთმა თავის სიტყვაში, ბიბლიაში, რომ იმ ადამიანმა, რომელსაც სამების სწამს, ბოლოს და ბოლოს, დაინახოს, რომ ის არ წარმოადგენს სამერთობას?         

  "ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?" (ესაია 46:5).







დასკვნა





  ძალიან ხშირად, ის ადამიანები რომლებსაც სამებისადმი რწმენა "ასწავლეს", მიუხედავად ამ სწავლების ბიბლიასთან ყველანაირი წინააღმდეგობისა, ჯიუტად აგრძელებენ საკუთარი მრწამსის მიყოლას. აქ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: სურვილის შემთხვევაში, მგონი ყველა შეძლებს ბიბლიაში იმის პოვნას, რაც მის იმ წარმოდგენებს გაამართლებს, რისი დაჯერების სურვილიც მას აქვს. თუმცა ბიბლია მთლიანად უნდა განვიხილოთ და არა ნაწილობრივ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჭეშმარიტების შეცნობაზე საუბარი!

  მოდით მაგალითი მოვიყვანოთ. თუ რომელიმე მოწაფე აიღებს განსაზღვრულ ქიმიურ ხსნარს და მას შემდეგ რაც მისგან მცირეოდენ წყალს გამოყოფს, იტყვის: «ეს ხსნარი - წყალია!», განა ამის გამო იქცევა ხსნარი წყლად? თუ ისევ იმ ხსნარად დარჩება, რომელშიც წყლის ლოგიკური რაოდენობაცაა? მთლიანად გამოკვლევაა საჭირო და არა ნაწილობრივ.

  სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სამების მომხრეებმა საკუთარი "ღმერთი" შექმნეს "თავის ხატად და თავის მსგავსებად" (ანუ საკუთარი სურვილისამებრ) და ის საკუთარ აზროვნებაში განათავსეს. თუმცა, ნუთუ ადამიანისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ბიბლიური ტექსტის, სხვა გართულებულ ენაზე ტრანსფორმირებას უნდა ვცდილობდეთ, იმისათვის, რათა ის იდეები გადმოსცეს, რომლებიც მსგავსი შეხედულებების ადამიანებს ახასიათებთ? 

  ბიბლიური ტექსტი არსებითად არ შეცვლილა. მაგრამ მასში ისეთი აზრი ჩადეს, რომელიც სრულიად გაუგებარია უბრალო ადამიანისათვის. შედეგად ყველაფერი გაუგებრობამდე და უაზრობამდე გაართულეს. სამების იდეის გამო უამრავი ახალი შეკითხვა ჩნდება, რომლებზე პასუხებიც ვერანაირად ვერ ხდიან ნათელს ღვთის შესახებ ადამიანების გაგებას, პირიქით, სულ უფრო მეტად აბნევენ უბრალო ადამიანებს!

  მაგალითად. დედამიწაზე მოსვლამდე, ძე ზეცაში ძე იყო? თუ ვინმე სხვა? იქნებ, ის საერთოდაც მამა იყო და ზეცაში არავითარი ძე არ არსებობდა? ან, იქნებ, ძე საკუთარი თავის მამას წარმოადგენს? ვინ მოვიდა დედამიწაზე როგორც ადამიანი, ძე თუ მამა (იეჰოვა)? თუ ორივე ერთად? ზეცაში ვინ დარჩა მაშინ, როდესაც იესო ადამიანად დაიბადა დედამიწაზე? როდესაც ძე დედამიწაზე მოვიდა, ის ისევ ძედ რჩებოდა თუ არა? იმ დროის განმავლობაში, როდესაც ის დედამიწაზე იყო როგორც ადამიანი, ზეცაშიც რჩემოდა ის როგორც ძე (ან მამა) თუ ის მთლიანად დედამიწაზე ჩამოვიდა და ზეცაში ძე აღარ იყო? ამაღლების შემდეგ, ძე მამის მარჯვნივ დაჯდა როგორც ძე თუ როგორც  რომელიმე სხვა პიროვნება? იჯდა თუ არა იქ სხვა მხოლოდშობილი ძე, მანამ სანამ ძე დაბრუნდებოდა მამასთან დედამიწიდან? იესო დედამიწიდან ამაღლდა, როგორც მამა (იეჰოვა) თუ როგორც ძე? თუ ისინი ორივე ამაღლდნენ ზეცად? თვლით თუ არა, რომ ძე ერთი ნახევრით საკუთარ მამას ემორჩილებოდა, ხოლო მეორეთი - მამის თანასწორი იყო, როგორც ღმერთი?

  ერთი ღმერთის "მამად", "ძედ" და "სული წმინდად" დაყოფას, გაბედულად შეგვიძლია ვუწოდოთ ფილოსოფია. თუ ღმერთი – ისეთი ღმერთია, როგორადაც მას ბიბლია წარმოგვიდგენს, მაშინ მისი დაყოფა შეუძლებელია. იმიტომ რომ ის თავად უწოდებს საკუთარ თავს - ერთს! (მეორე რჯული 6:4). წინააღმდეგ შემთხვევაში, სამების მომხრეები მზად უნდა იყვნენ იმის საღიარებლად, რომ ღვთის მილიონობით ნაწილად დაყოფა შეიძლება.

  ასეთი ადამიანებისაგან განსხვავებით, მილიონობით ქრისტიანი მივიდა მტკიცე დასკვნამდე, რომ სამსახოვანი ღმერთი - მხოლოდ და მხოლოდ არასრულყოფილი გონების წარმოსახვის ნაყოფია!

  გარდა ამისა. უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანი, რომელიც ღმერთზე ისე ფიქრობს როგორც სამებაზე, სინამდვილეში ასეთ დაკვნამდე საკუთარი ღრმა კვლევების შედეგად კი არ მივიდა, არამედ უბრალოდ ოდესღაც ვიღაცამ ასწავლა მას ასეთი წარმოდგენა, მან ვისაც ამგვარი სამსახოვნებისა სწამს. განა იმ ადამიანს, რომელსაც არასოდეს არაფერი გაუგია არავითარ სამებაზე და რომელიც გადაწყვეტს, რომ ბიბლია წაიკითხოს, მივა ამ არაბიბლიური სწავლების რწმენამდე? არანაირად.

  შემოქმედმა თავისი სიტყვა უბრალო და გასაგებ ენაზე დაწერა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მას სურს, რომ ადამიანებს ესმოდეთ, თუ ვინ წარმოადგენს ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს (იოანე 17:3). მასში ის მრავალჯერ საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც მამაზე და ღმერთზე. მაგრამ შემოქმედს ბიბლიაში არსად მოუხსენიებია ფრაზები "ღმერთი იესო" ან "ძე-ღმერთი", ისევე, როგორც "სული წმინდა-ღმერთი". არც ისეთი სიტყვები არსებობს მასში, როგორებიცაა «სამება», «სამერთობა», «სამსახოვნება» და ა.შ.!

  თანაც ამავდროულად, ღმერთმა ბიბლიაში საკუთარი სახელი - იეჰოვა ჩაწერა, თანაც თითქმის 7000-ჯერ. ესაა ბიბლიაში ყველაზე ხშირად მოხსენიებული სახელი! სხვა ვერცერთი სახელი, ადამიანების სახელებისა და თავად იესოს სახელის ჩათვლითაც კი, ვერ შეედრებიან ბიბლიაში ჩაწერის სიხშირით ამ სახელს. განა უცნაურად არ გეჩვენებათ ის, რომ თავისი სახელის ასე ხშირად მოხსენიების ფონზე, მან არცერთხელ არ მოიხსენია თავი როგორც სამება?


  რაც შეეხება ღვთის ძეს, მას ბიბლიაში არსად არ ეწოდება ყოვლიშემძლე ღმერთი. პირიქით, ძის შემთხვევაში ყოველთვის ხაზი ესმება მამისადმი მის დაქვემდებარებულობას, მიუხედავად იმისა, ეს მის ადამიანად დაბადების პერიოდს ეხება, დედამიწაზე მისი მსახურების პერიოდს თუ მისი ზეცაში დაბრუნების შემდეგ პერიოდს. იესო გამუდმებით იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ის მამას "ემსახურებოდა" და "მის ნებას ასრულებდა".
  ზუსტად ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ «ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც» (1 კორინთელები 8:6).

  იესო ქრისტეს როლი იმაში მდგომარეობდა, რომ ძის მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენით, კაცობრიობა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთთან მიეყვანა (იოანე 14:1,6; ფილიპელები 2:9-11; 1პეტრე 1:21). იესომ თავადვე აჩვენა ეს, როდესაც საკუთარ თავზე ისაუბრა, როგორც «მამამდე მისასვლელ… გზაზე» (იოანე 14:6). თუმცა სამებისადმი რწმენა ამგვარ ხსნას შეუძლებელს ხდის იმის გამო, რომ ცდილობს ადამიანი მხოლოდ «გზაზე» მდგომი დატოვოს და საშუალებას არ აძლევს, რომ ამ გზის საბოლოო მიზნამდე – იეჰოვა ღმერთამდე მივიდეს. საბოლოო ჯამში, ასეთი ადამიანები ძის დახმარებით ღმერთის რწმენას კი არ ავლენენ, არამედ არსებითად ღმერთს - ძით ცვლიან! ეს – საშინელი ხაფანგია, რომელშიც უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გაება!

  გვქონდეს იესოსადმი რწმენა, მაგრამ ამასთანავე ვუარყოფდეთ მამას, რომელსაც თავად იესო ემსახურებოდა, - განა ესაა ჭეშმარიტება? განა ესაა ქრისტიანობა?

  ამის ნათლად დასანახავად ამგვარი მაგალითი მოვიყვანოთ.

  წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი ზღვაში იხრჩობა. მას გემის კაპიტანი ამჩნევს. ის თავის გემს მისკენ მიმართავს და ბრძანებს, რომ სამაშველო რგოლი გადაუგდონ. შედეგად, კაპიტნის ბრძნული და მოწყალე ქმედებების წყალობით, ადამიანი გადარჩა. უმთავრესად, ვის მიმართ უნდა გამოავლინოს გადარჩენილმა მადლიერება? არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ კაპიტნის მიმართ! მაგრამ, რამდენად უგუნური იქნება ამ ადამიანის მოქმედება, თუ ის იტყვის: «არა! მე სამაშველო რგოლმა გადამარჩინა!» ან «მე იმ მეზღვაურმა გადამარჩინა, რომელმაც კაპიტნის ბრძანება შეასრულა და სამაშველო რგოლი გადმომიგდო!». გასაგებია, რომ ადამიანის მადლიერება ყველა მათგანზე უნდა ვრცელდებოდეს, ვინც მის გადარჩენაში იღებდა მონაწილეობას. მაგრამ განა პირველ რიგში, იმ კაპიტნის მადლიერი არ უნდა იყოს, რომელმაც მისი გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ამისათვის ყველაფერი სათანადოდ გააკეთა? რა თქმა უნდა!
  თუმცა, ცოდვისაგან გადარჩენის შემთხვევაში, მრავალი «ქრისტიანი» ზუსტად ასე უგუნურად იქცევა. ისინი იესოს კი «უხდიან მადლობას», მაგრამ ამასთანავე ჯიუტად არ სურთ მადლიერების სიტყვებით მასთან მიახლოება, ვისთან მათი მიყვანაც თავად იესოს სურს – ანუ მამასთან! მაშ ასეთ შემთხვევაში, როგორ შეფასებას მისცემს მათ «მადლიერებას» ძე? ან მამა?

  

  წმინდა წერილის კითხვისას, ჩვენ შემდეგ ჭეშმარიტებებს ვხედავთ:

  ღმერთი, რომელსაც თაყვანს უნდა ვცემდეთ - ყოველთვის ზეციერი მამაა.

  ჩვენი უფალი, ვისაც ვემორჩილებით და ვისი მეშვეობითაც ვუახლოვდებით ღმერთს - არის ძე. იესო თავის მამას ყოველთვის -  თავის და ჩვენ ღმერთად აღიარებს.

  წმინდა სული - ყოველთვის ღვთის სულია, რომლის მეშვეობითაც ის ზემოქმედებს, რომლითაც ასაჩუქრებს, რომლითაც სჯის და რომლითაც მოქმედებს.
  ეს ჭეშმარიტებები ძალიან იოლი და გასაგებია იმ ადამიანისათვის, ვინც ბიბლიას კითხულობს.


  ამ ყოველივეს საფუძველზე, საკმაოდ უცნაურად ჩანს სამების მომხრეების მცდელობები, რომ ბრალი დასდონ მათ, ვისაც ამ სწავლების არ სწამს. და მართლაც, ასწავლიდა თუ არა თავად ქრისტე, რომ მას ისე უნდა სცენ თაყვანი, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს? არა. საუბრობდა თუ არა ის იმის შესახებ, რომ ღმერთი -  ერთგვარი სამებაა? არა. ასწავლიდა თუ არა ის, რომ თაყვანი ეცათ და ლოცვით მიემართათ წმინდა სულისთვის? ისევ არა. მაშინ რაში შეიძლება იმ ქრისტიანებისთვის ბრალის წაყენება, რომლებსაც სამების შესახებ ადამიანური გადმოცემების არა სწამთ?

  ჭეშმარიტი ქრისტიანები იესოს აღიარებენ ღვთის ძედ და ქრისტედ, რომელმაც კაცობრიობა ცოდვის მონობისაგან იხსნა. ისინი მის მამას აღიარებენ ღმერთად, რომელმაც ძე მოავლინა ამ "სამაშველო" მისიის შესასრულებლად. ისინი იესოს ღმერთს ემსახურებიან და ძეს, როგორც მეფეს განადიდებენ!

  სამების მომხრეები ამბობენ, რომ ამ დოქტრინისადმი რწმენის არქონა ადამიანს გადარჩენის შესაძლებლობას ართმევს. თუმცა, როგორც ცნობილია, სამების, არც ძველ ისრაელებს სწამდათ! თუ «სამება» გადარჩენისათვის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა, მაშინ რატომ არ იქნა ის "გახსნილი" ებრაელებისათვის? ან იქნებ ისრაელი ღვთის ერი არ იყო? ან იქნებ ისრაელიანთაგან არავინ გადარჩება? არც აბრაამი, არც იობი, არც მოსე, არც დავითი… აკი არცერთ მათგანს არ სწამდა სამების!

  ხოლო თუ ვინმეს სურს იმაში დაგვარწმუნოს, რომ ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია იმის რწმენაზე, რომ ღვთის ძე – ეს კიდევ ერთი ყოვლისშემძლე ღმერთია, ან, რომ წმინდა სული – ეს იგივე ღმერთია, მაშინ დაე მან წარმოადგინოს კონკრეტული და ნათელი ბიბლიური მუხლი, რომელიც ამას ადასტურებს! მუხლი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ამ «სამმაგი» სწავლებების არმიღებას სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ასეთი უცნაური პირობები ბიბლიაში არ არის მოცემული. ეს მხოლოდ სამების მომხრეების გაუგებარი სურვილის ნაყოფია, სურვილისა, რომ საკუთარი, ბიბლიისაგან განსხვავებული შეხედულება მოგვახვიონ თავს ღმერთის არსის შესახებ. 
  პირიქით, იესომ თქვა: «მამა… მარადიული სიცოცხლის მისაღებად ინდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს» (იოანე 17:1,3).

  ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც პატივს სცემენ ღვთის სიტყვას და არ სურთ ადამიანთა მიერ გამოგონილი ზღაპრების მიღება, იესოს სიტყვებს მიჰყვებიან. ისინი ცდილობენ, რომ ზუსტი შემეცნება ჰქონდეთ ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვაზე და მის ძეზე იესო ქრისტეზე, რომელიც მან დედამიწაზე იმისათვის გამოგზავნა, «რომ ჭეშმარიტების შესახებ დაემოწმებინა»! (იოანე 18:37).


"რატომაა, რომ ქრისტიანებს სამების სწამთ, მაგრამ ამავდროულად ამბობენ, რომ მათ ერთი ღმერთი ჰყავთ?"
----------------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

ასევე შეგიძლიათ იხილოთ:



2 комментария:

  1. არ გახლავართ სამების სწავლების მომხრე,მაგრამ რამდენადაც ვიცი,მრავალი ტრინიტარული კონფესია ასწავლის,რომ მამა, ძე და სული წმინდა ცალ-ცალკე პიროვნებები არიან, მაგრამ ერთი ღმერთი.გაუგებარი და ალოგიკურია მხოლოდ ის, რომ მათი თქმით ცალკე მამა ყოვლისშემძლე ღმერთია, ცალკე ძეც ყოვლისშემძლე ღმერთია და იგივენაირად სული წმინდა- ანუ,მათი სწავლებიდან გამომდინარე,არსებობს ერთი ყოვლისშემძლე ღმერთი,რომელიც სამი სხვადასხვა პიროვნებისგან შედგება,მაგრამ ცალ-ცალკე აღებული ეს სამივე პიროვნება მაინც ყოვლისშემძლე ღმერთია და მიუხედავად ამისა,ღმერთი მაინც ერთია და არა სამი(არც ოთხი!)

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ყველაფერი სწორად იცით, სამების მოძღვრების მიხედვით ყველაფერი მართლაც ასეა. თუმცა ამ სტატიის (შეკითხვების) მიზანი სულ სხვა რამაა. ტრინიტარები ცდილობენ დაარწმუნონ ადამიანები რომ ეს მოძღვრება ბიბლიურია, ანუ ბიბლიაზეა დაფუძნებული. რაც სინამდვილეს არ შეეფერება. იცით როგორაა საქმე: თუ თქვენ გჯერათ რომ ყვავი თეთრია, მე გრამი წინააღმდეგი არ ვარ ამის, მაგრამ ნუ დამიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს ბიოლოგიურად ასეა. ასეთი სიტუაცია გვაქვს ამ მოძღვრებასთან დაკავშირებითაც. მე წინააღმდეგი არ ვარ ადამიანს სწამდეს იმის რაც სურს, ოღონდ ნუ მეტყვის, რომ ეს ბიბლიური მოძღვრებაა, როცა ეს ასე არ არის.

      Удалить