пятница, 25 апреля 2014 г.

გადარჩენა = გწამდეს იესო-ღმერთი?



 ტრინიტარებთან ურთიერთობის გამოცდილება მოწმობს ერთ სავსებით არაორდინალურ კანონზომიერებაზე: მრავალრიცხოვანი ბიბლიური მუხლების გამოყენებით, "მხარდამჭერი" და "საწინააღმდეგო", ხანგრძლივ დისკუსიას, როგორც წესი შემდეგი შედეგი მოაქვს: ნაწყენი და შეცოდების გამომხატველი ხმით ისმის ფრაზა (დაახლოებით ასეთი) «შენ თუ არ გწამს, რომ იესო — ღმერთია, მაშინ შენ არ გაქვს გადარჩენის შანსი». ზოგიერთი ტრინიტარი უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ასეთი «უცილობელი» პირობა, თითქოსდა მათ წმინდა წერილიდან მოყავთ. მაგრამ ამ დროს მიჩნდება სურვილი რომ შევეკითხო, მართლა ღვთის სიტყვის ნაწილია მოცემული «გადარჩენის ფორმულა», თუ აქაც მორიგი შემთხვევაა როდესაც ადამიანური წარმოების პროდუქტთან გვაქვს საქმე?

  რამდენიც არ უნდა ვიკვლიოთ წმინდა წერილი, ჩვენ ვერ ვიპოვით ასეთ ფორმულას. ჩვენ ვერ შევხვდებით ფრაზებს «მაშინ გადარჩები, როდესაც იესოს მიიღებ როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს» ან «ვისაც სამება სწამს გადარჩება», ან ამათ მსგავს სხვა წინადადებებს. და თანაც ეს მაშინ, როდესაც ბიბლია სავსებით ბევრს და დაზუსტებით ლაპარაკობს იმ პირობებზე, რომლებიც აუცილებელია ადამიანის გადასარჩენად. ესენია შემოქმედის რწმენა, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მიღება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, კეთილი საქმეები, ადამიანის შინაგანი სულის განახლება... კი, ყოველივე ამის შესახებ, რა თქმა უნდა ვკითხულობთ წერილებში, მაგრამ ფორმულის მსგავსს «გწამდეს იესოსი როგორც ყოვლისშემძლე ღმერთისა და გადარჩები» ჩვენ ვერსად შევხვდებით. უცნაურია, ხომ? 



  მაგალითად ავიღოთ იეჰოვას მოწმეების მრწამსი. მათ ძალიან ხშირად უხდებათ მსგავსი ტრინიტარული ვერდიქტის მოსმენა ვერ გადარჩენაზე, რადგან მათ არ სწამთ იესოსი როგორც ყოვლისშემძლე ღმერთისა. ისინი ყურადღებას არ აქცევენ უსაფუძვლო ბრალდებებს, რადგან თავის მრწამსს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ისინი ბიბლიურ პრინციპებს უთანხმებენ და არა ადამიანების მოსაზრებებს. ჩვენც შევეცდებით გავერკვიოთ შეესაბამება თუ არა სიმართლეს ფორმულა  «გადარჩენა = გწამდეს იესო-ღმერთი», ასევე, თუ რამდენად ზუსტად მისდევენ იეჰოვას მოწმეები წერილებში მოცემულ ღვთის მოსაწონ პირობებს. 

  უპირველესად გავარკვიოთ, ასწავლიდა თუ არა თვითონ იესო, რომ გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე მივიღებთ თუ არა მას როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს. და კვლავ, მათდა სამწუხაროდ, გვიწევს ფაქტის კონსტატაცია, რომ იესოს არასოდეს უთქვია მზგავსი რამ. აღსანიშნავია, რომ ბიბლია პირდაპირ აღწერს შემთხვევას, როდესაც იესომ პირდაპირ ჰკითხა თავის მოწაფეებს: «რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?» სიმონ-პეტრემ მიუგო: «შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე». მაშინ იესომ უთხრა: «ბედნიერი ხარ, სიმონ იონას ძეო, რადგან ეს ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიმჟღავნა, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამ» (მათე 16:13-17). როგორც ვხედავთ, პეტრემ იესოს მოწონება იმის გამო კი არ დაიმსახურა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი უწოდა მას, არამედ იმის გამო რომ ის ქრისტედ და ღვთის ძედ აღიარა. იესოს მსგავსი დახასიათება წერილების მრავალ მუხლში გვხვდება (იოანე 1:49). ამასთანავე, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თვითონ ღმერთმა უწოდა იესოს არაერთხელ «ჩემი საყვარელი ძე» (მათე 3:17;  17:5).

  იოანეს ცნობილი თეზისი, რომელსაც ასევე «მინიატურულ სახარებას» უწოდებენ, პირდაპირ აკავშირებს ადამიანის გადარჩენას იესოს ღვთის ძედ და 
არა თვით ღმერთად აღიარებასთან. «ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს. ღმერთმა იმიტომ კი არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო ქვეყნიერება. ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება, ვისაც არა სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი» (იოანე 3:16-18). ანალოგიური აზრია ასევე იესოს ლოცვაში თავისი ღვთის მიმართ იოანეს 17:1-5-ში. 

  მხოლოდ ეს ხდის უაზროს გადარჩენის ტრინიტარულ ფორმულას იესო-ღმერთის რწმენასთან დაკავშირებით. სულ სხვა რამაა, რასაც ამბობენ თვითონ ტრინიტარები, და სულ სხვა პირობას ვხედავთ წმინდა წერილში. წმინდა წერილი იესოს - როგორც ღვთის ძის რწმენის საშუალებით გადარჩენაზე ლაპარაკობს. სწამთ თუ არა იეჰოვას მიწმეებს იესო როგორც ღვთის ძე? რა თქმა უნდა! ისინი ღიად აღიარებენ ამას და სხვებსაც ასწავლიან ამ ჭეშმარიტებას. მაშინ, როგორ შეიძლება იეჰოვას მოწმეები დავადანაშაულოთ იმაში, რომ ისინი «არ აღიარებენ ძეს» და ამის გამო არ აქვთ გადარჩენის შანსი?

  პეტრე იესოს «ქრისტეს» უწოდებს (მათე 16:16. შეადარეთ იოანე 17:3; 1 კორინთელთა 7:22; ეფესელთა 5:23). მსგავსი აზრის მატარებელია ასევე ებრაული სიტყვა «მესია» (საქმეები 9:25,26). მოციქულმა ანდრიამ თავისი რწმენა გამოხატა იესოს მიმართ, როდესაც მასზე თქვა: «მესია ვიპოვეთ» (რაც "ქრისტედ" ითარგმნება)» (იოანე 1:41). იესოსთან მოსაუბრე სამარიელმა ქალმა, ასევე თქვა: «ვიცი რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული. როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს». იესომ უთხრა მას: «ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები» (იოანე 4:25,26). აღსანიშნავია, რომ «იმ ქალაქში მცხოვრებმა ბევრმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით» (იოანე 4:39). ქრისტე-მესიის რწმუნების ყველა შემთხვევაში აბსოლუტურად არ იგულისხმებოდა რწმენა იესოს - როგორც ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ. ეს განსაკუთრებულად კარგად ჩანს სამარიელი ქალისა და მისი თანაქალაქელების შემთხვევაში, რომლებიც მესიას ელოდნენ და არა ღმერთს. მაგრამ, რაც ყურადსაღებია, იესოს არ დაუდანაშაულებია ეს ხალხი, რომ ისინი არ უტოლებდნენ მას ღმერთს! ყოველივე ეს კიდევ ერთხელ გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ თვითონ იესო არანაირად არ უკავშირებს ადამიანის გადარჩენას, მისადმი -  როგორც ყოვლისშემძლე ღვთისადმი რწმენას, როგორც ტრინიტარებს უნდათ ამის ჩვენება. როგორც გამოკვეთილად ჩანს ბიბლიური მაგალითებიდან, იესოს მოწონებას იმსახურებდა მისადმი, როგორც ქრისტე-მესიისადმი რწმენის გამოვლენის ფაქტი. 


  და კვლავ კითხვა ისმის: აღიარებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები იესოს როგორც ღვთის წარმოგზავნილ ქრისტეს? რა თქმა უნდა. მათ სწამთ მისი და ქადაგებენ მასზე როგორც ქრისტე-მესიაზე, რასაც მათი მოწინააღმდეგეებიც კი ვერ უარყოფენ!

  წერილი ასევე არაერთხელ უწოდებს იესოს «მხსნელს» (იოანე 4:42; ეფესელთა 5:23; 2 ტიმოთე 1:10). ჯერ კიდევ ღვთის ძის შობისას ანგელოზებმა სასიხარულო ცნობა მის შესახებ შემდეგი სიტყვებით ამცნეს: «დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე» (ლუკა 2:11). მოციქულმა პეტრემ სინედრიონში თავისი გაბედული ქადაგებისას იესოზე თქვა: «ღმერთმა ის თავის მარჯვნივ აამაღლა მეთაურად და მხსნელად, რათა მონანიებისა და ცოდვების მიტევების შესაძლებლობა მიეცა ისრაელისთვის» (საქმეები 5:31). ასევე პავლე ამბობდა, რომ «მისი შთამომავლობიდან, თავისი დანაპირების თანახმად, ღმერთმა ისრაელს მხსნელი, იესო მოუვლინა» (საქმეები 13:23). მსგავსადვე გვარწმუნებს იოანეც: «ჩვენ თვითონ ვიხილეთ და ვმოწმობთ, რომ მამამ ქვეყნიერების მხსნელად გამოგზავნა თავისი ძე» (1 იოანე 4:14). იესოს გოლგოთაზე სამსხვერპლო სიკვდილი იქცა საფუძვლად ყოველი ადამიანის გადარჩენისა, ვისაც ის სწამს (გალატელთა 3:13). 


  და ამ შემთხვევაშიც, იეჰოვას მოწმეები ამ უცილობელ ჭეშმარიტებას ასწავლიან სხვებს. მათ სწამთ ქრისტესი როგორც მათი მხსნელისა და მოციქული პეტრეს მსგავსად, ხმამაღლა აცხადებენ, რომ «სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით» (საქმეები 4:12). აქედან გამომდინარეც, იეჰოვას მოწმეების იესოს უარყოფაში დადანაშაულება აბსოლუტური უგუნურებაა.

  «მოძღვარი». იესოსადმი ასეთი სახის მიმართვას მრავალჯერ ვხვდებით სახარებებში (იოანე 1:49; 20:16). თვითონ იესო ამბობდა: «თქვენ მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ და მართალს ამბობთ, რადგან ასეც არის» (იოანე 13:13. შეადარეთ მათე 23:8). იესოსკენაა მიმართული ასევე სხვა ტიტულები, ისეთები როგორებიცაა «მაგალითი, ნიმუში» (იოანე 13:15; 1 ტიმოთე 1:16; 1 პეტრე 2:21). 


  და კვლავ სავსებით აშკარა დასკვნამდე მივდივართ: იეჰოვას მოწმეები ერთმნიშვნელოვნად თვლიან იესოს თავის მოძღვრად, მაგალითად და ნიმუშად, რომელსაც უნდა მიბაძონ. და ამ მხრივ იესოს მათმიერი აღქმა სრულ თანხმობაშია ბიბლიის თვალსაზრისთან. შეიძლება მათი ამ საკითხში ბრალდება? 


  როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული, იესო იწონებდა მისადმი მიმართვას როგორც უფალი (იოანე 20:18; 1 კორინთელთა 8:6; იაკობი 2:1). ბიბლია გვასწავლის, «რათა ...ყველა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი» (ფილიპელთა 2:10,11). აღიარებენ თუ არა იეჰოვას მოწმეები იესოს თავის უფლად? რა თქმა უნდა. აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, ვხედავთ მათი თვალსაზრისის ბიბლიურ თვალსაზრისთან სრულ თანხმობას. 

  ზემოთჩამოთვლილთა გარდა, ბიბლიაში იესოს მიმართ სრულიად საფუძვლიანად გამოიყენება ტიტული «მეფე» (მათე 21:5; 27:37; იოანე 1:49). მას ეწოდება «თავი» (1 კორინთელთა 11:3; ეფესელთა 1:22; 5:23; კოლოსელთა 1:18). იესო არის - «წინამძღოლი» და «მეთაური» (მათე 23:10; საქმეები 5:31; ებრაელები 2:10; 12:2). იესო არის - «მწყემსი» (მათე 26:31; ებრაელები 13:20; 1 პეტრე 5:4). 

  იესოს ყველა ამ ტიტულს აბსოლუტურად და უსიტყვოდ აღიარებენ იეჰოვას მოწმეები. მათთვის საუბარიც კი ზედმეტია იმაზე რომ რაიმე სახით დაამდაბლონ ღვთის ძე მის წოდებებში «მეფე», «წინამძღოლი» ან «მწყემსი». და ამაში დარწმუნება შეძლო ყველამ, ვისაც ასე თუ ისე სერიოზული ურთიერთობა ჰქომდა ამ ქრისტიანებთან.

  მაშ ასე, როგორ დასკვნებამდე მივდივართ ჩვენ შედეგად? გააზრებულად თუ გაუაზრებლად გავრცელებული მოსაზრებების, რომ თითქოსდა იეჰოვას მოწმეები «არ აღიარებენ იესო ქრისტეს», საპირისპიროდ, რეალობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქრისტიანები იესოს მიიჩნევენ ქრისტედ, ღვთის ძედ, მხსნელად, მოძღვრად, დამრიგებლად, მაგალითად, უფლად, მეფედ, თავად, წინამძღოლად და მწყემსად. იესოს პიროვნებას და როლს ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იეჰოვას მოწმეების მსახურებაში. ამიტომ, იმაზე საუბარი რომ ისინი თითქოსდა არ აღიარებენ იესო ქრისტეს, როგორც მინიმუმ, უაზრობა და აბსურდია. 


  კითხვის სხვა მხარე: რამდენად გამართლებულია იეჰოვას მოწმეების მისამართით ნასროლი ბრალდება, რომ რადგან არ ცნობენ იესოს როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს, ისინი გადარჩენის უფლებას კარგავენ? მოცემული ბრალდება ვერანაირად ვერ იქნება მიღებული სერიოზულად თუნდაც იმიტომ, რომ თვითონ ფორმულა «გადარჩენა = გწამდეს იესო-ღმერთი» როგორც ასეთი ბიბლიაში არ არის. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ბიბლიაში ჩვენ ვერ ვნახავთ ფრაზებს «გადარჩები, თუ იესოს აღიარებ ყოვლისშემძლე ღმერთად» ან «ვისაც სამება სწამს გადარჩება», ან კიდევ რაიმე მზგავსი სახის წინადადებებს.

 მსგავსი განცხადებები იმ ადამიანთა სინდისზე რჩება, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ მათი საყვარელი დოგმატები აამაღლონ და აქციონ თითქოსდა ბიბლიურ სწავლებებად და სხვები დაავალდებულონ რომ ბრმად მისდიონ მათ.

  სახარების ვერცერთ მონაკვეთში ვერ ვნახავთ შემთხვევას, სადაც იესო გადარჩენას უკავშირებს მის ყოვლისშემძლე ღმერთად აღიარებასთან. როგორც ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, იესოს მოწონებას ისინი იმსახურებდნენ, ვინც მას ირწმუნებდა როგორც ღვთის ძესა და ქრისტეს. მას უხაროდა, როდესაც მას ადამიანი მოძღვრად და მხსნელად იღებდა. მაგრამ იესოს არასოდეს არ უსწავლებია, რომ ადამიანი იმ პირობით გადარჩება, თუ მას აღიარებს ყოვლისშემძლე ღმერთად. მოდით კვლავ გავიხსენოთ ცნობილი სიტყვები იოანეს 3:16-18-დან: 

  «
ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს. ღმერთმა იმიტომ კი არ გამოგზავნა თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რომ მას ქვეყნიერება გაესამართლებინა, არამედ იმიტომ, რომ მისი მეშვეობით გადარჩენილიყო ქვეყნიერება. ვისაც ის სწამს, არ გასამართლდება, ვისაც არა სწამს, უკვე გასამართლებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი» (იოანე 3:16-18).

 
  რა არის აუცილებელი ადამიანის გადასარჩენად, როგორც ეს უფალი იესოს სიტყვებიდან ჩანს? ღვთის მხოლოდშობილი ძისადმი რწმენა, რომელიც ღმერთმა წარმოგზავნა ცოდვილი კაცობრიობის გამოსასყიდად! ყველაფერი იოლი და გასაგებია, ადამიანური ფილოსოფიის ღრმა მღვრიე წყლებისა და დოგმატური აკვიატებების გარეშე. აქ ერთი სიტყვაც კი არ არის იესოს «ღვთაებრიობის» აღიარების შესახებ. თანამედროვე ტრინიტარებისაგან განსხვავებით, იესოს არასოდეს არ წამოუყენებია ასეთი მოთხოვნა მისი მსმენელი ადამიანების მიმართ. ამაში ვრწმუნდებით როგორც სახარებებში იესოს სიტყვების კითხვისას, ასევე როდესაც ვაკვირდებით მის რეაქციებს არასრულყოფილი ადამიანების მიერ რწმენის გამოვლენის ფაქტებზე. თვითონ ფაქტი, როდესაც მას ქრისტედ და ღვთის ძედ აღიარებდნენ, იესოს აღძრავდა, რომ სიხარულის სიტყვები გამოეხატა იმ ადამიანის მიმართ, და არანაირად ბრალდების სიტყვები, ისეთები როგორებიც ტრინიტარებს სჩვევიათ: «შენ არ გჯერა, რომ მე ყოვლისშემძლე ღმერთიც ვარ?». 

  რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ვიყოთ, საკმარისი არ არის მხოლოდ ღვთის ძისადმი რწმენაზე საუბარი. ასევე აუცილებელია ჩვენს მაგალითს, იესო ქრისტეს მივბაძოთ. რადგან უფალმა თქვა: «ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე აკეთოთ» (იოანე 13:15; ფილიპელთა 2:5; 1 პეტრე 2:21; 1 იოანე 2:6). საკუთარი "რწმენის" მხოლოდ სიტყვებით გამოხატვის შესახებ იესომ შემდეგი რამ თქვა: «რატომ მომმართავთ: „უფალო! უფალო!" — მაგრამ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით?» (ლუკა 6:46). «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო", ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. ბევრი მეტყვის იმ დღეს: „უფალო, უფალო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?" მაშინ მე განვუცხადებ მათ: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო"» (მათე 7:21-23).

  აი კითხვაზე «თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?» პეტრეს პასუხის შემდეგ: «ღვთის ქრისტე», რატომ გააფრთხილა იესომ მკაცრად: «თუ ვინმეს უნდა, რომ მომვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს» (ლუკა 9:18-23). იესო ქრისტეს არა მხოლოდ სიტყვით რწმენა და მითუმეტეს, წერილებში არ არსებული ფორმულა «გადარჩენა = გწამდეს იესო-ღმერთი», არამედ «მისი ნაკვალევის ერთგულად მიყოლა» აქცევს ადამიანს ნამდვილ ქრისტიანად თვითონ ქრისტეს თვალში (1 პეტრე 2:21).

  როგორც ცოდვილ ზაქესათვის «დადგა ხსნის დღე» არა მაინცდამაინც ტრინიტარული ფორმულის რწმენისათვის (ლუკა 19:9), როგორც ცოდვილი ქალს, რომელმაც ზეთი სცხო იესოს ფეხებს, გადარჩენა მიეცა არა იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად აღიარების გამო (ლუკა 7:50), როგორც უსინათლო მათხოვარის მიმართ იქნა გამოთქმული მოწონება, არა იესოსადმი როგორც ყოვლისშემძლე ღმერთისადმი რწმენის გამო, არამედ როგორც მოძღვრისა და დავითის ძისა (მარკოზი 10:46-52), ასევე დღესაც უფალი თავის წყალობას ცოდვილი ადამიანის მიმართ წმინდა წერილში არარსებული ფორმულის გამო კი არ ავლენს, არამედ მის მიმართ გულწრფელი რწმენის გამო, როგორც ქრისტეს და მოძღვრის მიმართ. რწმენის გამო, რომელიც ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულითაა დამკიცებული (მათე 22:36-40).

-------------------------------------------------------------------------------- 

თარგმნილია: http://sergeiivanov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:

"იესო არის Kyrios": რა გაგებით?

ასწავლიდა თუ არა პეტრე, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვას სახელს ცვლის?

იესო იუდაიზმის წყაროებში

Комментариев нет:

Отправить комментарий