пятница, 25 апреля 2014 г.

ყველაფერი ღვთის ნებაა?



რაც ქვეყნიერებაში ხდება ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება? თუ არის შემთხვევითი მოვლენების ადგილიც, ისეთების რომლის მოხდენაც ღმერთს არ უნებია? ამ საკითხს შუქს ჰფენს შემდეგი სიტყვები წმინდა წერილიდან:
«გავიხედე და დავინახე, რომ მზის ქვეშ ვერც სწრაფები იმარჯვებენ რბოლაში და ვერც ძლიერები - ბრძოლაში; არც ბრძენებს აქვთ საკვები და არც გაგების უნარის მქონეთ - სიმდიდრე; არც მცოდნეთ ეპყრობიან კეთილგანწყობით, რადგან ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს». (ეკლესიასტე 9:11)

  შემთხვევითობები არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ყველა მოვლენაში როდი აირეკლება ღვთის ნება. ვიცოდი რა ეს ჭეშმარიტება, წლების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი ბოლომდე, როგორ მოდიოდა მასთან თანხმობაში სიტყვები წიგნი გოდებიდან 3:37, 38:
«ვის თქმაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა? განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?» (საპატრიარქოს თარგმანი)
ასეთ ფორმაში დასმული რიტორიკული კითხვები თითქოსდა განსჯის მათ, ვისაც შემთხვევითი მოვლენების შესაძლებლობის სჯერა. მუხლი გაიგება შემდეგნაირად: რომ ვითომდა არ ხდება ისეთი არაფერი, რაც ღმერთის ნება არ არის. ეს იდეა ახლოსაა ფატალიზმთან, უარყოფს შემთხვევითობას და ადამიანის არჩევანის თავისუფლებას, და ასევე ყველანაირი ბოროტბისა და «უბედური შემთხვევების» პასუხისმგებლობას სრულიად ღმერთს აკისრებს.

მუხლის ღრმა განხილვის გარეშე, საკუთარ თავს ვუხსნიდი, რომ ის სამართლიანია მხოლოდ წიგნის ვიწრო ისტორიულ კონტექსტში - იერუსალიმის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად ღვთის ნების გამოხატულება იყო და არა შემთხვევითი მოვლენა. მაგრამ სხვადასხვა თარგმანების შედარების შემდეგ, შესაძლებელია უფრო წინ წასვლა და დასკვნის გაკეთება, რომ საპატრიარქოს თარგმანში აზრი არასწორადაა გადმოცემული. აი მაგალითისთვის 37-ე მუხლის რამოდენიმე ვერსია:

  • ვის შეუძლია თქვას და დაუშვას იმის შესრულება, რის შესრულებასაც უფალი არ ინებებს? (აღმოსავლური აზრობრივი თარგმანი, CARS)
  • ვის შეუძლია თქვას და ასეც შესრულდეს, როდესაც უფალს არ უნებებია ეს? (King James Version)
  • ვის შეუძლია თქვას - და შესრულდეს, თუ უფალს არ უნებებია ამის შესრულება? (ახალი ბიბლიური თარგმანი МБО)
  • Хто то скаже і станеться це, як Господь того не наказав? (Огиенко, укр.)
  • ვინ თქვა, რომ უნდა შესრულდეს რაიმე, [თუ] თვით იეჰოვამ არ ინება? (NWT, ინგ.)

აქ არავითარი მინიშნებაც კი არ არის ღვთის მიერ ყველა მოვლენების კონტროლის შესახებ, მუხლი საერთოდ სხვა რამეზეა. თქვენ შეამჩნიეთ, რაშია განსხვავება? რაში მდგომარეობს ძირითადი აზრი?

ადამიანების მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობა უპირისპირდება იეჰოვას შესაძლებლობას. ადამიანებს არ ძალუძთ წინასწარმეტყველების წარმოთქმა და მისი სისრულეში მოყვანა, თუ ღმერთს სხვაგვარადა აქვს ჩაფიქრებული. ამასთანავე მას შეუძლია უბრალოდ არ ჩაერიოს და დაუშვას გარკვეული მოვლენები, ისე რომ არ გახდეს მათი თანამონაწილე. გარდა ამისა, თუ ღმერთმა წინასწარმეტყველს უფლება მისცა რაიმეს წინასწარმეტყველებისა და ის შესრულდა, ასეთმა წინასწარმეტყველმა არ უნდა მიიწეროს საკუთარ თავზე ძალიან დიდი როლი. ასეთი სახით, ეს სიტყვები შეგვიძლია აღვიქვათ როგორც იერემიას თავმდაბლობის გამოხატულება, რომელიც მისივე პირით წარმოთქმული წინასწარმეტყველებების შესრულების მოწმე გახდა.

_____________________________________________________
იგავნი 19:21: ...კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს, 
მაგრამ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს.
_____________________________________________________

-----------------------------------------------------

თარგმნილია: http://bibleapology.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий