среда, 30 апреля 2014 г.

ახალი ქვეყნიერების თარგმანი: სპეციალისტების დადებითი გამოხმაურებები



   ნებისმიერი ადამიანს თვითონ შეუძლია თავისთვის გადაწყვიტოს, თუ ბიბლიის რომელ თარგმანს გამოიყენებს. დღეისათვის ასობით ასეთი თარგმანი არსებობს. ქართულ ენაზე, საპატრიარქოს თარგმანის გარდა, კიდევ რამოდენიმე თარგმანი არსებობს. 

  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანი» პრეტენზიას არ აცხადებს იდეალური თარგმანის წოდებაზე. სპეციალისტების მხრიდან მის მიმართ არსებობს, როგორც კრიტიკული, ასევე დადებითი გამოხმაურებები. რადგან, ალბათ, ბიბლიის დღეს არსებულ ნებისმიერ თარგმანს აქვს, როგორც თავისი ძლიერი მხარეები, ასევე სუსტი მხარეებიც. წიგნში «ასე ბევრი თარგმანი?» («So Many Versions?») საკაი კუბო და უოლტერ სპექტი აღნიშნავენ: «ბიბლიის არცერთი თარგმანი არ შეიძლება ჩაითვალოს საბოლოოდ. თარგმანები ბიბლეისტიკის განვითარებას უნდა მიჰყვებოდნენ კვალდაკვალ და უნდა ირეკლავდნენ ენაში წარმოქმნილ ცვლილებებს». 

  შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ XVI საუკუნეში მოწინააღმდეგეები მარტინ ლუთერის ბიბლიის თარგმანზე ამბობდნენ, რომ ის «სავსეა დამახინჯებებით!». მათ მიაჩნდათ რომ  შეეძლოთ იმის დამტკიცება, რომ ლუთერის ბიბლია შეიცავს «1 400 ერეტიკულ შეცდომასა და სიცრუეს». დღეს ლუთერის ბიბლია განიხილება როგორც მნიშვნელოვანი მომენტი ბიბლიის თარგმნის ისტორიაში. წიგნი «Translating the Bible» («ბიბლიის თარგმნა») მას «გენიოსის ნაშრომსაც» კი უწოდებს! 

  XX
საუკუნეში ახალ ქვეყნიერების თარგმანსაც სდებდნენ ბრალს დამახინჯებებში. რატომ? იმიტომ რომ ის მრავალი მუხლის ტრადიციულ თარგმანს განუდგა და ხაზს უსმევს ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენებას. შესაბამისად, ის არ მისდევს ტრადიციებს. მაგრამ ნუთუ ამის გამო ის არასწორია? არა. ის დიდი გულმოდგინებითა და დეტალების მიმართ დიდი ყურადღებით იქნა შედგენილი და წარმოადგენს დედანი ენების ნიუანსების რაც შეიძლება ზუსტად გადმოცემის მცდელობას. თეოლოგი ს. ხოუტმანი ხსნის, თუ რატომ არ მისდევს ახალი ქვეყნიერების თარგმანი მიღებულ შეხედულებებს: «ორიგინალის მნიშვნელოვანი ტერმინების სხვადასხვა ტრადიციული თარგმანები ურყოფილი იქნა, სავარაუდოდ, რაც შეიძლება ადვილი გაგების მიღწევის მიზნით». 

 
მარტინ ლუთერის ბიბლიას იმიტომ აკრიტიკებდნენ, რომ ის იმ ადამიანმა მოამზადა, რომელიც თავისი დროის ტრადიციული რელიგიის ნაკლოვანებებს ააშკარავებდა. მისმა თარგმანმა უბრალო ხალხს საშუალება მისცა დარწმუნებულიყვნენ  ბევრი ისეთი რამის ჭეშმარიტებაში, რაზეც ის (ლუთერი) ლაპარაკობდა. მსგავსადვე «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» იმიტომ ხვდება ამდენ კრიტიკას, რომ ის იეჰოვას მოწმეების მიერ გამოიცემა, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ეგრეთწოდებული «ქრისტიანობის» მრავალი სწავლების პოვნა ბიბლიაში შეუძლებელია. «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» - და საერთოდ ნებისმიერი ბიბლია - ამას თვალნათელს ხდის. 

 
ამის გამოა, რომ ზოგიერთი მიკერძოებული კრიტიკოსი ცდილობს კონცენტრირება მხოლოდ გამორჩეულად ნეგატიურზე გააკეთოს, ამ თარგმანთან დაკავშირებით და ცდილობენ ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რომ თითქოს ის აბსოლუტურად შეუმდგარი თარგმანია იმ სპეციალისტთა თვალში, რომლებიც იმ ძველ ენებს იკვლევენ, რომლებზეც ბიბლია იქნა დაწერილი. ამიტომ საჭიროა მოვიყვანოთ მათგან აბსოლუტურად საპირისპირო მოსაზრება, არა იეჰოვას მოწმე სპეციალისტებისა, რომლებიც ამ თარგმანზე პოზიტიურ და დადებით პოზიციას გამოხატავენ. 


 
დასაწყისისთვისმცირე ინფორმაცია თვითონ «ახალი ქვეყნიერების თარგმანზე». 

  XIX
საუკუნის ბოლოს, იეჰოვა ღმერთის ერის ორგანიზაცია, დიდი რაოდენობით ბიბლიებს ყიდულობდა და ჭეშმარიტებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობდა ფასად, რომელიც საცალო ფასზე სამჯერ დაბალი იყო. 1926 წლიდან კი ამ ქრისტიანებმა თვითონ დაიწყეს ბიბლიის ბეჭდვა და აკინძვა, მათ შორის «ემფეტიკ დიაგლოტიკ», «მეფე იაკობის ბიბლია» და «ამერიკული სტანდარტული თარგმანი». 

მაგრამ რისთვის გახდა საჭირო ბიბლიის ახალი თარგმანი? 

 
თუმცა ის თარგმანები,რომლებითაც იეჰოვას მოწმეები დიდი ხნის განმავლობაში სარგებლობდნენ, არ იყვნენ ღირსებებს მოკლებული, ხშირად მათში ქრისტიანული სამყაროს რელიგიური ტრადიციები და დოგმატები ირეკლებოდა (მათე 15:6). აი რატომ მივიდნენ იეჰოვას მოწმეები დასკვნამდე, რომ საჭირო იყო ბიბლიის თარგმანი, რომელიც უფრო ზუსტად მოახდენდა ორიგინალის აზრების გადმოცემას. 

 
1947 წლის 2 დეკემბერს მუშაობას შეუდგა «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» კომიტეტი. მათი ამოცანა იყო გაეკეთებინათ ისეთი თარგმანი, რომალიც იქნებოდა ზუსტი, აირეკლავდა იმ ბოლო მეცნიერულ მონაცემებს, რომლებიც მიღებული იქნა ახლად აღმოჩენილი ბიბლიური ხელნაწერების კვლევებისას, და რომელიც შესრულებული იქნებოდა გასაგებ, თანამედროვე ენაზე. საფუძვლად აღებულ იქნა, ვესტკოტისა და ხორტის მიერ საგულდაგულოდ გადამუშავებული ბერძნული ტექსტი. შემდეგ შესრულებულ იქნა შრომატევადი სამუშაო, რათა ის, რაც შეიძლება ზუსტად და პირდაპირ ეთარგმნათ, თანაც ამ დროს გამოეყენებინათ უბრალო თანამედროვე ენა. ყოველივე ამის წყალობით იქნა გადმოცემული ორიგინალის ენის მრავალი მახასიათებელი თავისებურებები და ორიგინალის სული. 

 
1950 წელს, როდესაც «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» პირველი ნაწილი გამოვიდა, უფრო ზუსტად კი ქრისტიანული ბერძნული წერილები, ნათელი გახდა, რომ მთარგმნელებმა ამოცანას თავი გაართვეს. ის ბიბლიური მუხლები, რომელთა აზრის გაგებაც არც თუ ისე ადვილი იყო, უფრო გასაგები და ნათელი გახდა. მაგალითისთვის ავიღოთ, ძნელად გასაგები ტექსტი მათეს 5:3. ინგლისურ «მეფე იაკობის ბიბლიაში» ჩვენ თითქმის იგივეს ვკითხულობთ, რასაც რუსულ «სინოდალურ თარგმანში» (და ასევე ქართულ „საპატრიარქოს თარგმანში“): «ნეტარ არიან გლახაკნი სულითა». «ახალი ქვეყნიერების თარგმანში» ეს მუხლი ასე ჟღერს: «ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი». 

 
მოციქული პავლეს დარიგება, რომელიც «მეფე იაკობის ბიბლიაში» და «სინოდალურ თარგმანში» (და ასევე ქართულ „საპატრიარქოს თარგმანში“) გადმოცემულია სიტყვებით: «ნუ შეგაურვებთ ნურავითარი საზრუნავი», თარგმნილია როგორც «ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს» (ფილიპელთა 4:6). 

 
მოციქული იოანეს მიერ გამოყენებულ გამონათქვამში, ასევე შეიმჩნევა სხვაობა: ინგლისურ «დუეის თარგმანში» და «სინოდალურ თარგმანში» (და ასევე ქართულ „საპატრიარქოს თარგმანში“) ესაა «გულისთქმა ხორცის», ხოლო «ახალი ქვეყნიერების თარგმანში» — «ხორცის სურვილი» (1 იოანე 2:16). 

 
მთარგმნელთა დიდი ნაწილი ასხვაფერებს ან საერთოდ იღებს წმინდა წერილების ზოგიერთ მონაკვეთებს. მაგალითად, იმისათვის რომ ქალთა უფლებების დამცველთათვის ეამებინათ, ნაშრომის «ახალი აღთქმა და ფსალმუნები: ჩართულობითი თარგმანი»-ს მთარგმნელები, ღმერთს უწოდებენ არა მამას, არამედ მამა-დედას, იესოს კი უბრალოდ „კაცისა“-ს («Человеческий») უწოდებს, და არა «ძე კაცისას» («The New Testament and Psalms: An Inclusive Version»). 

 
ამასთანავე ბიბლიის მრავალ თარგმანში ხშირად დაფარულია ბიბლიის ძირითადი სწავლებები. აი ტიპიური მაგალითი. ერთერთ სამხრეთ-ევროპულ ენაზე თარგმანილ ბიბლიაში, წაშლილია მნიშვნელოვანი განაცხადი იმის შესახებ, რომ ღმერთს აქვს სახელი: იესო ქრისტეს სიტყვები «წმინდა იყოს სახელი შენი» იქ ასე ჟღერენ «დაე პატივი მოგაგონ ხალხმა» (მათე 6:9). ზოგიერთ სხვა თარგმანებში, ღვთის სახელი ადგილობრივი ღვთაებების სახელებითაც კია ჩანაცვლებული! 
თუმცა, ის, რომ მხოლოდ ეგრეთწოდებულ ძველ აღთქმაში, ებრაულ ენაზე ღვთის სახელი თითქმის 7000-ჯერ ჩნდება, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ შემომქმედს სურვილი აქვს, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა გამოიყენონ მისი სახელი და ღმერთს იცნობდნენ როგორც პიროვნებას (გამოსვლა 34:6, 7). «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» მილიონობით ხალხს დაეხმარა ამაში. 

 
1950 წლის 3 აგვისტოს, ნიუ-იორკში მიმდინარე იეჰოვას მოწმეების კონგრესზე «თეოკრატიული ზრდა», გამოცხადებული იქნა «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» პირველი ნაწილის გამოსვლის შესახებ. 

 
თუმცა საჭირო იყო წმინდა წერილის სრული თარგმანის გაკეთება. შრომატევადი მუშაობა გრძელდებოდა 12 წელი, 3 თვე და 11 დღე. და აი, 1960 წლის 13 მარტს, დასრულებული იქნა ბიბლიის ბოლო მონაკვეთის თარგმნა. ნაშრომმა მიიღო სახელწოდება «წმინდა წერილებიახალი ქვეყნიერების თარგმანი». 

  1961
წელს გამოვიდა «წმინდა წერილებიახალი ქვეყნიერების თარგმანი»-ს სრული გამოცემა ინგლისურ ენაზე, ერთ ტომად. 1961 წლის გამოცემა გამოიცა ერთ მილიონიანი ტირაჟით და მას მხოლოდ ერთ ამერიკულ დოლარად სთავაზობდნენ მსურველებს, რაც ყველას აძლევდა საშუალებას, რომ შეეძინათ ღვთის სიტყვა, მიუხედავად იმისა თუ როგორი მატერიალური მდგომარეობა ჰქონდა მას. 
 
იმავე წელს დაიწყეს «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» ტექსტის ინგლისურიდან  სხვა ენებზე თარგმნა. სულ რაღაც 2 წლის შემდეგ «ახალი ქვეყნიერების თარგმანიქრისტიანული ბერძნული წერილები» ექვს ენაზე იქნა გამოცემული, რისი საშუალებითაც, იეჰოვას მოწმეთა სამ მეოთხედს, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, საშუალება მიეცა ბიბლიის ამ თარგმანის საკუთარ, მშობლიურ ენაზე წაკითხვისა. 

 
იმისათვის რომ დახმარებოდნენ ღვთის სიტყვის დამფასებლებს ქრისტიანული ბერძნული წერილების პირველწყაროს გაცნობაში, ტექსტისა რომელიც კოინეზეა (საერთობერძნულ ენაზე), «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» კომიტეტმა შეადგინა «ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივი თარგმანი». ამ ნაშრომის პირველი გამოცემა საგუშაგო კოშკის საზოგადოებამ 1969 წელს გამოსცა, მეორე – 1985 წელს. მასში შედის «ბერძნული ახალი აღთქმა» ბ. ფ. ვესტკოტისა და ფ. ჯ. ხორტის რედაქციით. მარჯვენა სვეტში მოყვანილია «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» (1984 წლის გამოცემა). ხოლო ბერძნული ტექსტის სტრიქონებს შორის კი მოთავსებულია სხვა - პირდაპირი თარგმანი, ბერძნული ტექსტის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, ცალკეულად აღებული ყოველი სიტყვის ძირითადი მნიშვნელობებითა და გრამატიკული ფორმებით. ამის წყალობით, მათაც კი, ვინც ბერძნული არ იცის, შეუძლიათ იმის გაგება, თუ რაზეა საუბარი სინამდვილეში ძველბერძნულ ტექსტში. 

  1989
წელს იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში ჩამოყალიბებული იქნა მთარგმნელობითი ჯგუფების მომსახურების განყოფილება. ამ განყოფილებამ თარგმნის ისეთი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ბიბლიური სიტყვების კომპიუტერის მეშვეობით კვლევის საშუალებას იძლევა. ამ სისტემის წყალობით, ბიბლიის სხვა ენებზე თარგმნა უფრო სწრაფი ტემპებით მოხერხდა. 

 
დღესდღეობით (2008 წლის ივნისი) სრული «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» ხელმისაწვდომია 43 ენაზე (3 ენაზე ასევე ბრაილის შრიფტით), ხოლო «ახალი ქვეყნიერების თარგმანიქრისტიანული ბერძნული წერილები» კიდევ 22 ენაზე (ერთ მათგანზე ასევე ბრაილის შრიფტით). ის გამოიცემა როგორც წიგნის სხვადასხვა ფორმატით, ასევე აუდიო კასეტებზე და კომპაქტ დისკებზე. ყველა გამოცემის საერთო ტირაჟმა, 2007 წლის ივლისისთვის შეადგინა 143 458 577 ეგზემპლარირის გამოც «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» ბიბლიის ყველაზე გავრცელებულ თარგმანად იქცა დედამიწაზე. 

  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანიქრისტიანული ბერძნული წერილების» რუსულ ენაზე გამოსვლა გამოცხადებული იყო 2001 წლის 15 ივნისს. ხოლო 2007 წლის იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე ცნობილი გახდა რომ მისი სრული თარგმანი (ებრაული და ბერძნული წერილები) გამოიცა რუსულ ენაზე. 

 
  დღეისათვის ბიბლიის თარგმნაზე შრომობს დაახლოებით 40 ბიბლიის მთარგმნელობითი ჯგუფი. ერთნი ებრაული წერილების თარგმანზე მუშაობენ, სხვებიქრისტიანული ბერძნული წერილების თარგმნაზე, ხოლო სამი ჯგუფი მუშაობს «ბიბლიაზე შენიშვნებით». ჩვეულებრივ ბიბლიური ჯგუფი 3-6 მთარგმნელისაგან შედგება. 

  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანის» წინასიტყვაობაში, კომიტეტი, რომელიც მის შექმნაზე იყო პასუხისმგებელი, აღიარებს, რომ წმინდა წერილის ორიგინალი ენიდან თანამედროვე ენაზე თარგმნა – «ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა». წინასიტყვაობაში ასევე ნათქვამია: «მთარგმნელები, რომლებმაც ეს გამოცემა მოამზადეს, ღვთის, ბიბლიის ავტორის სიყვარულის გამო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ მისი აზრებისა და სიტყვების მაქსიმალური სიზუსტით გადმოცემას». 

 
მაშ ასე, ცალმხრივი კრიტიკის საპირისპიროდ, გთავაზობთ გაეცნოთ გაკეთებულ დადებით შეფასებებს, რომლებიც «ახალი ქვეყნიერების თარგმანზე» ბიბლიური ენების სფეროს სპეციალისტებმა გააკეთეს.


--------------------------


 
1950 წლის 15 სექტემბრის «საგუშაგო კოშკში» (ინგლ.) ნათქვამი იყო: «ადამიანებმა, რომლებმაც მთარგმნელობითი კომიტეტი შეადგინეს, გამოხატეს საკუთარი სურვილირომ მათი ვინაობა უცნობი დარჩენილიყო, კერძოდ კი, მათ არ სურდათ, რომ მათი სახელები გამოქვეყნებული ყოფილიყო არც მათ სიცოცხლეში და არც მათი სიკვდილის შემდეგ. რადგან თარგმანის მიზანიაცოცხალი ჭეშმარიტი ღმერთის სახელის განდიდება». 

 
თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი-სკეპტიკოსის აზრით, რადგან არაა მითითებული მთარგმნელთა სახელები და მათი სტატუსი, რომელიც მათ სამეცნიერო სამყაროში უკავიათ, ეს ნაშრომი წარმოადგენს დილეტანტურს და არ იმსახურებს ნდობას. 
მაგრამ ყველა მეცნიერმა როდი დაიკავა ასეთი არაგონივრული პოზიცია. მაგალითად, ბიბლეისტი ალან დატი თავის წიგნში «ბიბლიის თარგმანები: რომელ მათგანს მივანიჭოთ უპირატესობა» წერს: «თუნდაც ცნობილი რომ იყოს, თუ ვინ თარგმნა ესა თუ ის ბიბლიის თარგმანი, ნუთუ ეს უფრო გაგვიადვილებს იმის განსაზღვრას, კარგი თარგმანია ეს თუ ცუდი? მაინც და მაინც არა. საჭიროა თვითონ თარგმანის თავისებურებების გამოკვლევა და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით» («Bible Translation: And Now to Choose Between Them»). 

 
მაგალითად, «ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლიის» შენიშვნებით, სუპერყდაზე, რომელიც 1971 წელს იქნა გამოცემული, წერია: «ჩვენ არცერთი მეცნიერის სახელს არ ვციტირებთ, რადგან გვჯერა, რომ ღვთის სიტყვამ თვითონ უნდა ისაუბროს საკუთარ თავზე» («New American Standard Bible»). 



------------------------
 

 
  ჟურნალში «The Classical Journal» (აპრილი-მაისი 1974 წელი, გვ.375,276) გამოქვეყნდა გამოხმაურება, რომელიც ტომას ვინტერმა გააკეთა ნებრასკის უნივერსიტეტიდან «ბერძნული წერილების სამეფოს სტრიქონობრივ თარგმანზე»: «ეს სტრიქონობრივი თარგმანი სხვებს არ ჰგავს: მასში ტექსტის მთლიანობაა შენარჩუნებული, ინგლისური სიტყვები კი, რომლებიც ბერძნულის ქვეშაა მოცემული, მხოლოდ მათ ძირითად მნიშვნელობას გადმოსცემენ. არსებითად, ეს სტრიქონობრივი თარგმანი სავსებით არ წარმოადგენს თარგმანს. ის უფრო მეტად მოხერხებულ ლექსიკონად წარმოგვიდგება. ხარისხიანი ინგლისური თარგმანი კი მარჯვენა ვიწრო სვეტშია მოთავსებულისაფუძვლად აღებულია ბრუკ ვესტკოტისა და ფენტონ ხორტის ტექსტი (1881 წლის გამოცემა), მაგრამ თარგმანის კომიტეტი, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, უკანასკნელ კვლევებს ითვალისწინებს და გამოირჩევა სიზუსტითა და თანმიმდევრულობით».


--------------------------
 



  1963 წლის იანვარში «Andover Newton Quarterly»-ში  «ახალი ქვეყნიერების თარგმანზე» გაკეთებული იყო შემდეგი განაცხადი: «ახალი აღთქმის თარგმანი ადასტურებს, რომ ამ ორგანიზაციაში არიან სპეციალისტები, რომელთაც ძალუძთ საქმის ცოდნით გადაჭრან ბიბლიის თარგმნის მრავალი პრობლემები». 



---------------------------
 



  როდესაც «ახალი ქვეყნიერების თარგმანიებრაული წერილები»-ს პირველი ტომი გამოვიდა, ძველებრაული და ძველბერძნული ენების ბრიტანელმა სპეციალისტმა ალექსანდრე ტომსონმა აღნიშნა: «სამწუხაროდ, ებრაული წერილების ინგლისური თარგმანები იშვიათად გამოირჩევიან ორიგინალურობით. ამიტომ ჩვენ დიდი სიხარულით მივესალმებით «ახალი ქვეყნიერების თარგმანის [ებრაული წერილები] პირველი ტომის გამოცემას, დაბადებიდან რუთამდენათელია, რომ ამ თარგმანზე მუშაობისას განსაკუთრებული ძალისხმევა იქნა მოხმარებული იმისათვის, რომ ტექსტი ადვილად იკითხებოდეს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ თარგმანს სიახლე და ორიგინალურობა აკლია. მისი ტერმინოლოგია არ არის დასესხებული შედარებით ადრეული თარგმანებიდან» («The Differentiator», 1954 წლის ივნისი, გვ.131). 

 
შედარებით უფრო ადრე, იმავე გამოცემაში, ტომსონმა კიდევ ერთი შეფასება გაუკეთა ამ თარგმანს: «თარგმანი მცოდნე და ნიჭიერი ფილოლოგების მიერაა შესრულებული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ იმდენად ზუსტად გადმოეცათ ბერძნული ტექსტის აზრი, რამდენადაც ამის საშუალებას თანამედროვე ინგლისური ენა იძლევა» («The Differentiator», 1952 წლის აპრილი, გვ.52-57). 

 
ალექსანდრე ტომსონმა აღნიშნა, რომ «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» განსაცვიფრებლად ზუსტად გადმოსცემს ბერძნული ზმნების მნიშვნელობებს აწმყო დროში. მაგალითად, ეფესელთა 5:25-ში, ჩვენ ვკითხულობთ: «ქმრებო, არ შეწყვიტოთ თქვენი ცოლების სიყვარული» (ინგლ.), და არა უბრალოდ: «ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები», როგორც ეს «მეფე იაკობის ბიბლიაში» ან «სინოდალურ თარგმანშია». «მე არ ვიცი სხვა თარგმანი, სადაც ეს ასევე საგულდაგულოდ და თანმიმდევრულად არის გაკეთებული». 



--------------------------
 



 
ედგარ გუდსპიდმა, «An American Translation»-ში «ახალი აღთქმის» მთარგმნელმა, 1950 წლის 8 დეკემბრით დათარიღებულ თავის წერილში დაწერა: «მე დაინტერესებული ვარ თქვენი ხალხის მისიონერული საქმიანობითა და მისი მსოფლიო მაშტაბებით, და მე ძალიან მომწონს თქვენი თავისუფალი, ბუნებრივი და ცოცხალი თარგმანი. შემიძლია დავასკვნა, რომ ის უდიდესი კვლევითი სამუშაოს შესრულების საფუძველზე გაკეთდა». 



-------------------------
 



  «ერთხელ გამოვთვალეთ, რომ 1952 წლიდან 1990 წლამდე ინგლისურ ენაზე, ქრისტიანული ბერძნული წერილების დაახლოებით 55 ახალი თარგმანი გამოვიდა. და ყველა მათგანი ძალიან განსხვავდება ერთნანეთისაგან. მთარგმნელთა შრომის ხარისხის შეფასება ჯეისონ ბედუნმა აიღო საკუთარ თავზე, რომელიც გახლავთ ფლაგსტაფში (აშშ, არიზონას შტატი) ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და რელიგიათმცოდნეობის ადიუნკტ-პროფესორი. მან გამოიკვლია და შედარება გააკეთა, თუ რამდენად სწორად იყო თარგმნილი, რვა ძირითადი თარგმანი, რომელთა შორისაც იყო გამოცემა «წმინდა წერილებიახალი ქვეყნიერების თარგმანი», რომელიც გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. როგორ დასკვნებამდე მივიდა ეს მეცნიერი? 

 
თუმცა თავის წიგნში «ჭეშმარიტება თარგმანში: ერთგულება და მიკერძოება ახალი აღთქმის ინგლისურ თარგმანებში» ბედუნი აკრიტიკებს «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» რიგ მთარგმნელობით გადაწყვეტილებას, მიუხედავად ამისა ის მას უწოდებს «შესანიშნავ თარგმანს», «ბევრად უკეთესს» და «თანმიმდევრულად უკეთესს» ზოგიერთ სხვა თარგმანებთან შედარებით, რომლების კვლევაც მან ჩაატარა. საერთო ჯამში, როგორც ბედუნმა დაასკვნა, «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» - «ერთერთი ყველაზე სწორი თარგმანია ახალი აღთქმის დღეს არსებულ ინგლისურ თარგმანთა შორის» და «ყველაზე სწორი თარგმანია იმ თარგმანთა შორის, რომელთა კვლევაც ჩატარდა» («Truth in Translation: Accuracy and Bias in English Translation of the New Testament»). 

  «
ეს, არსებული ახალი აღთქმის სტრიქონობრივ თარგმანთა შორის საუკეთესო თარგმანია» - ასე გამოეხმაურა ჯეისონ ბედუნი ბერძნული წერილების სტრიქონობრივ თარგმანს «The Kingdom Interlinear Translation of the Greek Scriptures». ის განმარტავს: «მე ესესაა რაც დავასრულე ლექციების კურსის კითხვა ბლუმინგტონში (აშშ) ინდიანას უნივერსიტეტის რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე... ძირითადად ის სახარებებს ეძღვნება. თქვენი სტრიქონობრივი თარგმანი „The Kingdom Interlinear Translation of the Greek Scriptures" წარმოადგენდა ერთერთ დიდ დამხმარეს, ჩემი სტუდენტები მისით ისე სარგებლობდნენ, როგორც ერთერთი სახელმძღვანელოთი. ეს პატარა წიგნი შეუფასებელი გამოდგა სასწავლო პროცესისათვის და ძალიან მოეწონათ სტუდენტებს». 

  
რატომ აირჩია დოქტორმა ბედუნმა ეს სტრიქონობრივი თარგმანი როგორც ლექციების ჩასატარებელი სახელმძღვანელო უნივერსიტეტში? ის გვპასუხობს: «უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არსებული ახალი აღთქმის სტრიქონობრივ თარგმანთა შორის საუკეთესო თარგმანია. მე დიდი ხანია რაც ბიბლიას ვიკვლევ, ვიცნობ თანამედროვე ბიბლეისტიკის ტექსტებსა და ლიტერატურას და სხვათა შორის, არ ვარ იეჰოვას მოწმე. სასიამოვნოა, როდესაც ისეთ ნაშრომებს ხვდები, რომლებიც ხარისხიანადაა შესრულებული, და თქვენმა კომიტეტმა, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ქვეყნიერების თარგმანზე", კარგად გაართვა თავი თავის ამოცანას. თქვენი სტრიქონობრივი თარგმანი ინგლისურ ენაზე იმდენად ზუსტია და იმდენად თანხმობაშია ორიგინალთან, რომ მკითხველი იძულებულია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ენობრივ, კულტურულ და აღქმის სხვაობებს, რომლებიც ბერძნულ ენაზე მოლაპარაკეთა და მას შორის არსებობს. თქვენიახალი ქვეყნიერების თარგმანი" - მშვენიერი ზუსტი თარგმანია, რომელშიც არ არის ტრადიციული ინტერპრეტაციები, რადგან ის ზუსტად გადმოსცემს ბერძნულ ორიგინალს. ის ძალიან ბევრ რამეში უსწრებს ყველაზე წარმატებულ თარგმანებს, რომლებითაც დღეს სარგებლობენ». 

 
ბედუნმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალი მთარგმნელი მიდრეკილნი არიან «ფართოდ გადმოსცენ ის, რასაც ბიბლია ამბობს, თანამედროვე მკითხველის მოლოდინებზე და მოთხოვნებზე ორიენტირებით». თუმცა «ახალი ქვეყნიერების თარგმანი», როგორც ბედუნმა აღნიშნა, განსხვავდება «იმ ფრაზების, ზუსტი და პირდაპირი, ფრთხილი თარგმნით, რომლებსაც ახალი აღთქმის მწერლები იყენებენ». 



------------------------
 



  1989 წელს «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» შესახებ, ძველებრაული ენის ისრაელელმა სპეციალისტმა, პროფესორმა ბენიამინ კედარმა, თქვა: «ჩემს ლინგვისტურ კვლევებში, რომელიც დაკავშირებულია ბიბლიის ებრაულ ტექსტთან და თარგმანთან, მე ხშირად მივმართავ ინგლისურ გამოცემას, რომელიც ცნობილია სახელწოდებით «ახალი ქვეყნიერების თარგმანი». და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ ეს ნაშრომი ირეკლავს კეთილსინდისიერ მცდელობას იმისა, რომ მიეღწიათ ტექსტის რაც შეიძლება ზუსტი გაგებისათვის. ორიგინალის სიტყვები სხვა ენაზე გადმოიცემა გასაგებად, ებრაული სპეციფიური სტრუქტურიდან უსარგებლო გადახვევების გარეშე, რაც ძირი ენის კარგ ფლობაზე მეტყველებსორიგინალის ნებისმიერი ფრაზა უშვებს განსაზღვრულ თავისუფლებას განმარტებისას ან თარგმნისას. შესაბამისად, ლინგვისტიკური გადაწყვეტილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება დისკუსიის საგნად იქცეს. მაგრამ «ახალი ქვეყნიერების თარგმანში» მე ვერცერთხელ ვერ აღმოვაჩინე მიდრეკილება იმისა, რომ ჩაესვათ ტექსტში რაიმე ისეთი, რასაც ის სინამდვილეში არ შეიცავს». 



-------------------------
 



  ძველბერძნული ენის სფეროს სპეციალისტმა დოქტორმა რეიკელ ტენ კატემ, ყურადღება გაამახვილა რიგი ძველბერძნული სიტყვების არასწორ თარგმნაზე, რომელიც, მისთვის ცნობილ ნიდერლანდების ბიბლიის ყველა თარგმანებში ნათელი იყო. ჟურნალის «ბიბლია და მეცნიერება» («Bijbel en Wetenschap») 1993 წლის მარტის ნომერში მან დაწერა: «რამდენადაც მე ვიცი, არცერთი ნიდერლანდური თარგმანი არ გადმოსცემს ამ სიტყვების მნიშვნელობებს სწორად და ამიტომაც არცერთი მათგანი არ შეესაბამება სრულად ორიგინალის ტექსტს». 
თუმცა მოგვიანებით, მას შენდეგ რაც გაეცნო «ახალი ქვეყნიერების თარგმანს», მან თქვა შემდეგი: «მე ძალიან გაკვირვებული ვარ! ეს ფაქტიურად ერთადერთი ბიბლიაა ნიდერლანდურ ენაზე, რომელშიც სათანადო სახით ექცევა ყურადღება ბერძნული სიტყვების განსხვავებული სახით გამოყენებას». მან აღნიშნა, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა «ახალი ქვეყნიერების თარგმანში» «სრულიად» შეესაბამება ორიგინალის ბერძნულ ტექსტს. 



--------------------------
 



  განსაზღვრული უჩვეულო გამონათქვამები, რომლებიც თითქოსდა იეჰოვას მოწმეებმა მოიგონეს, ბიბლიის მრავალ სხვა თარგმანებში და სახელმძღვანელოებში პოულობენ მხარდაჭერას. ლუკას 23:43-ში ჩაწერილია იესოს სიტყვები, რომელიც მიმართულია დამნაშავის მიმართ,რომელიც მასთან ერთად იქნა დასჯილი სიკვდილით. «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» თანახმად, იესომ უთხრა: «ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში». თავდაპირველ ბერძნულ ენაში სასვენი ნიშნები არ იყო, ისეთი როგორიცაა, მაგალითად, მძიმე. მაგრამ მთარგმნელები ჩვეულებრივ, სვავენ ამა თუ იმ პუნქტუაციას, იმისათვის რომ კითხვა გაადვილდეს. თუმცა, უმეტესობა, ამ მუხლს ისეთ აზრს აძლევს, თითქოს იესო და დამნაშავე აუცილებლად უნდა მოხვედრილიყვნენ სამოთხეში იმავე დღეს. «ახალი აღთქმის ახალი თარგმანი» შემდეგნაირად გადმოსცემს ამ მუხლს: «ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში». 
თუმცა ყველა როდი გადმოსცემს ამ აზრს ამგვარად. პროფესორი ვილგელმ მიხაელისი ამ მუხლს შემდეგი სიტყვებით თარგმნის: «ჭეშმარიტად, უკვე დღეს გაძლევ იმის დასტურს: (რომ ოდესღაც) შენ ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში». ეს გადმოცემა უფრო ლოგიკურია, ვიდრე ზოგიერთ სხვა თარგმანებში. მომაკვდავი დამნაშავე ვერ მოხვდებოდა იმავე დღეს იესოსთან ერთად სამოთხეში. რადგან იესო სიკვდილიდან მხოლოდ მესამე დღეს იქნა აღდგენილი. მანამდე კი ის ჰადესში იყო, საერთო საკაცობრიო სამარეში (საქმეები 2:27, 31; 10:39, 40). 



-------------------------------
 



  ახალი ქვეყნიერების თარგმანში მათეს 26:26-ის თანახმად, იესომ, როდესაც უფლის სერობას აწესებდა, თავის მოწაფეებს გადასცა პური და უთხრა: «ეს ჩემს სხეულს ნიშნავს». სხვა თარგმანთა უმეტესობაში ეს მუხლი ასე გადმოგვცემს: «ეს არის ჩემი ხორცი». ეს ფორმულირება იმისათვის გამოიყენება, რათა მხარი დაუჭირონ სწავლებას, რომ თითქოსდა უფლის სერობისას პური პირდაპირი გაგებით იქცევა ქრისტეს ხორცად. სიტყვა, რომელიც ახალი ქვეყნიერების თარგმანში გადმოცემულია გამოთქმით «ნიშნავს» (ესტინ, სიტყვა ეიმი-ს ფორმა), თარგმნილია ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს «ყოფნას», მაგრამ ის ასევე შეიძლება ნიშნავდეს «მნიშვნელობა»-ს. ამიტომ ტაიერის ნაშრომში «GreekEnglish Lexicon of the New Testament» («ახალი აღთქმის ბერძნულ-ინგლისური ლექსიკონი») ნათქვამია, რომ ეს ზმნა «ხშირად ატარებს ამა თუ იმ აზრის ქონის, მნიშვნელობის, გამოხატვის აზრს". დიახ, აქ სიტყვა «ნიშნავს»-ით თარგმნა, სავსებით ლოგიკურს წარმოადგენს. როდესაც იესომ უფლის სერობა დაადგინა, მისი ხორცი ჯერ კიდევ მის ძვლებზე იყო. მაშ როგორ შეიძლება რომ პური პირდაპირი მნიშვნელობით ყოფილიყო მისი ხორცი? 



----------------------------------------------
 



  იესო - ღმერთის მსგავსი, ღვთაებრივი.

იოანეს 1: 1 - «და ღმერთი იყო სიტყვა (ღვთის მსგავსი, ღვთაებრივი 
ბერძ. kai Teos en o logos (კე თეოს ინ ო ლოგოს) 

(განმარტება: ამ მუხლში და საერთოდ ამ ქვესათაურში საუბარია ისეთ გრამატიკულ მოვლენაზე რომელიც ქართულ ენაში არ გვხვდება, დიდი და პატარა საწყისი ასო-ბგერა. (Бог და бог). ამიტომ წარმოდგენისთვის ტექსტს თან დავურთავ რუსულ სიტყვებს.)


 
ახალი ქვეყნიერების თარგმანში იოანეს 1:1 გვეუბნება: «სიტყვა იყო ღმერთი(бог)». მოცემული ადგილი რიგ სხვა თარგმანებში გადმოცემულია როგორც «ღმერთი იყო სიტყვა (Слово было Бог)» და სამების სწავლების მხარდასაჭერად გამოიყენება. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ სამების დოგმატის მხარდამჭერებს «ახალი ქვეყნიერების თარგმანის» ფორმულირება არ მოსწონთ. თუმცა, მრავალ სხვასთან ერთად, იეჰოვას მოწმეები, სიტყვა «ღმერთის (бог)» დიდი ასოთი დაწერის წინააღმდეგ, ახალი ქვეყნიერების თარგმანის გამოსვლამდე დიდი ხმით ადრე გამოდიოდნენ. ბიბლიის ამ მუხლში ასეთივე სახით იყენებს ტერმინს «ღმერთი (бог)» ბიბლიის ხუთი გერმანელი მთარგმნელი.# 

 
როგორც მინიმუმ, 13 სხვა მთარგმნელი იყენებს ისეთ გამონათქვამებს, როგორებიცაა «ღვთაებრივი სახის» ან «ღმერთის მსგავსი სახის». ეს თარგმანები თანხმობაშია ბიბლიის სხვა ადგილებთან, საიდანაც ნათელი ხდება, რომ იესო ზეცაში მანდვილად წარმოადგენს ღმერთს იმ გაგებით, რომ ის ღვთაებრივია. მაგრამ იეჰოვა და იესო არ არის ერთი და იგივე არსება და ერთი და იგივე ღმერთი (იოანე 14:28; 20:17).
# იურგენ ბეკერი, ფრიდრიხ რიტელმაიერი, ერემიას ფელბინგერი, ოსკარ ხოლცმანი და ზიგფრიდ შულცი. 

ემილ ბოკი ამბობს «ღვთაებრივი არსება». 
ნახეთ ასევე ინგლისური თარგმანები «Today's English Version», «The New English Bible», «Moffatt», «Goodspeed». 

 
ამ ტექსტის მიმართ მსგავსი თვალსაზრისი გააჩნია და მისდევენ ამ თვალსაზრისს ასევე სხვა ცნობილი თარგმანები:

1808 «and the word was a god» «
და სიტყვა იყო ღმერთი (бог)» - The New Testament, in An Improved Version, Upon the Basis of Archbishop Newcome''''s New Translation: With a Corrected Text, London. 

1829 «and the Logos was a god» «და ლოგოსი იყო ღმერთი (бог)» - The Monotessaron; or, The Gospel History, According to the Four Evangelists, Vol. 1, by John S. Thompson, Baltimor. 

1864 «and a god was the Word» «
და ღმერთი (бог) იყო სიტყვა» - The Emphatic Diaglott (J21,სტრიქონობრივი თარგმანი), by''''Benjamin Wilson, New York and London. 

1879 «et la Parole etait dieu» «
და სიტყვა იყო ღმერთი (бог)» - La Sainte Bible, Segond-Oltramare, Geneva and Paris. 

1928 «et le Verbe etait un etre divin» «
და სიტყვა იყო ღვთაებრივი არსება» - La Bible du Centenaire, Societe Biblique de Paris. 

1935 «and the Word was divine» «
და სიტყვა იყო ღვთაებრივი» - The Bible - An American Translation, by J. M. P. Smith and E. J. Goodspeed, Chicago. 

1946 "
და ღვთაებრივი სახის იყო სიტყვა" (ლუდვიგ ტიმე, "Das Neue Testament" ). 

1975 «und ein Gott (oder: Gott von Art) was das Wart» «
და ღმერთი (бог) (ან ღვთაებრივი ბუნების) იყო სიტყვა» - Das Evangelium nach Johannes, by Siegfried Schulz, Gottingen, Germany. 

1978 «und gottlicher Art war der Logos» «და ღვთის მსგავსი სახის იყო ლოგოსი» - Das Evangelium nach Johannes, by Johannes Schneider, Berlin. 

1979 «und ein Gott war der Logos» «
და ღმერთი (бог) იყო ლოგოსი» - Das Evangelium nach Johannes, by Jurgen Becker, Wurzburg, Germany. 

  ამ ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ თარგმანებში გამოიყენება ისეთი სიტყვები, როგორებიცაა ღმერთი «бог», «ღვთაებრივი» ან «ღვთის მსგავსი», რადგან ბერძნული სიტყვა θεός (თეოს) აქ გამოდის ძირითადი წარმოსათქმელის (პრედიკატი) ნომინალური ნაწილის როლში, რომელიც გამოხატულია არსებითი სახელით მხოლობით რიცხვში, რომელიც ზმნის წინ დგას და არ უდგას წინ არტიკლი. თუმცა, როდესაც საუბარია ღმერთზე (Бог), რომელთანაც თავდაპირველად სინამდვილეში იყო სიტყვა, ან ლოგოსი, იმავე მუხლში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა θεός, ანუ თეოს რომელსაც წინ უდგას არტიკლი . არსებითი სახელი, რომელიც არტიკლით იხმარება, მიუთითებს რაიმე პიროვნებაზე, მაშინ როდესაც პრედიკატიული არსებითი სახელი არტიკლის გარეშე, რომელიც მხოლობით რიცხვშია გამოყენებული და ზმნის წინ დგას, პიროვნების რაიმე თვისებაზე მიუთითებს. შესაბამისად, იოანეს მტკიცება იმის შესახებ, რომ სიტყვა, ანუ ლოგოსი, იყო «ღმერთი (бог)», «ღვთაებრივი» ან «ღვთის მსგავსი», არ ნიშნავს, რომ ის ის ღმერთია, რომელთანაც ის იყო. აქ საუბარია მხოლოდ განსაზღვრულ თვისებაზე, რომელიც სიტყვას, ანუ ლოგოსს ახასიათებს, მაგრამ არანაირად იმაზე, რომ ის წარმოადგენს თავად ღმერთს (Бог).
  ბერძნულ ტექსტში ხშირად გვხვდება კონსტრუქცია, რომელშიც ძირითადი წარმოსათქმელის ნომინალური ნაწილი გამოხატულია არსებითი სახელით მხოლობით რიცხვში, რომელიც ზმნის წინ დგას და წინ არ უდგას არტიკლი. მაგალითად, ნახეთ მარკოზი 6:49; 11:32; იოანე 4:19; 6:70; 8:44; 8:48; 9:17; 10:1, 13, 33; 12:6; 18:37. რუსულ ენაში მსგავს კონსტრუქციებში არსებით სახელს პატარა ასოთი წერენ (бог), რაც თვისებაზე ან ხასიათზე მიუთითებს. ამიტომ იოანეს 1:1-ში მსგავსი კონსტრუქცია, უნდა ითარგმნოს როგორც «იყო ღმერთი (было богом)» (და არა «было Бог»). წმინდა წერილი ადასტურებს ასეთი თარგმნის სისწორეს. 

 
თავის სტატიაში («Qualitative Anarthrous Predicate Nouns; Mark 15:39 and John 1:1»), რომელიც გამოქვეყნდა «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში», 85-ე გვერდზე, ფილიპ ჰარნერი (Philip В. Harner) წერს, რომ რთული წინადადებების ნაწილები, როგორც მაგალითად, იოანეს 1:1-ში, «რომლებშიც ზმნის წინ ძირითადი წარმოსათქმელის ნომიმანული ნაწილი დგას არტიკლის გარეშე, როგორც წესი თვისობრივ მახასიათებლებს შეიცავენ. ისინი აჩვენებენ, რომ თავისი ბუნებით ლოგოსი იყო როგორც თეოსი. არ გვაქვს იმის საფუძველი რომ არსებითი სახელი თეოს, რომელიც ძირითადი წარმოსათქმელის ნომინალურ ნაწილს წარმოადგენს, განმსაზღვრელად ჩავთვალოთ». იმავე სტატიის 87-ე გვერდზე ჰარნერი დასკვნას აკეთებს: «მე ვთვლი, რომ იოანეს 1:1-ში ძირითადი წარმოსათქმელის ნომინალური ნაწილის თვისობრივი მახასიათებელი იმდებად თვალნათელია, რომ ამ არსებითი სახელის  განხილვა განსაზღვრებად არ შეიძლება» («Journal of Biblical Literature», . 92, ფილადელფია, 1973). 



-------------------------------
 



  "
ღვთის სწორი" ? 

 
ფილიპელთა 2:6-ში სინოდალურ თარგმანში (1876 წელი) იესოზე ნათქვამია: "ის, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა" (თითქმის იგივეა ნათქვანი "საპატრიარქოს თარგმანში"). ეს მუხლი ასევე ითარგმნება "მეფე იაკობის ბიბლიაში", რომელიც 1611 წელსაა გამოცემული. ზოგიერთი დღემდე იყენებს მსგავს თარგმანებს იმ წარმოდგენის დასადასტურებლად, თითქოსდა იესო ღვთის თანასწორი იყო. მაგრამ «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» აბსოლუტურად განსხვავებულ აღწერას იყენებს: «თუმცა ის ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა». 

მსგავსადვე ციტირებენ ამ მუხლს ასევე სხვა თარგმანებიც: 

1869: "
რომელიც, ღვთის ხატებაში მყოფი, არ თვლიდა საჭიროდ რომ მიეტაცებინა ის, რომ გამხდარიყო ღვთის თანასწორი" (ნოიზი, "The New Testament" ). 

1965: "
ის - ჭეშმარიტად ღვთაებრივი ბუნების! - არასოდეს არ უტოლებდა თავდაჯერებულად თავს ღმერთს" (ფრიდრიხ პფეფლინი, "Das Neue Testament", გადახედილი გამოცემა). 

1968: "
რომელიც, თუმცა კი იყო ღვთის ხატებაში, არ თვლიდა ღმერთთან თანასწორობას იმად, რისკენაც საჭირო იყო სწრაფვა" ("La Bibbia Concordata" ). 

1976: "
მას ყოველთვის ჰქონდა ღვთის ბუნება, მაგრამ ის არ ფიქრობდა, რომ ძალით უნდა ეცადა ღვთის თანასწორად გახდომა" ("Today''''s English Version" ). 

1985: "
რომელიც, ღვთის ხატებაში მყოფი, არ თვლიდა, რომ საჭირო იყო ღვთის თანასწორობის ხელყოფა" ("The New Jerusalem Bible" ). 



 
და მაინც ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ  ეს შედარებით ზუსტი თარგმანებიც კი იმას გულისხმობენ, რომ 1) იესო უკვე იყო ღვთის თანასწორი, მაგრამ არ ცდილობდა ამ თანასწორობის შენარჩუნებას, ან 2) მას არ სჭირდებოდა ღვთის თანასწორობის მიტაცება, რადგან მას უკვე ჰქონდა ის. 

  ამასთან დაკავშირებით, თავდაპირველ ბერძნულ ტექსტზე საუბრობს რალფ მარტინი: «თუმცა, საეჭვოა, რომ ზმნის აზრს სახე ეცვალა მისი თავდაპირველი მნიშვნელობიდანმიტაცება“, „მისაკუთრება, მნიშვნელობაზემაგრად ჩაჭიდება“» («The Epistle of Paul to the Philippians»). სხვა ნაშრომში ნათქვამია: «ვერსად ვერ ვნახავთ ისეთ მუხლს, რომელშიც სიტყვა ρπάζω [ხარპაზო] ან რომელიმე მისგან წარმოებულ სიტყვას ჰქონდეს მნიშვნელობაფლობა“, „შენარჩუნება“. ის პრაქტიკულად ყოველთვის ნიშნავსმიტაცებას“, „მითვისებას“. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის,ხელყოფა, აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობის აზრით, მაგრად ჩაჭიდებით ჩანაცვლება» («The Expositor’s Greek Testament»).
  ზემოთ ნათქვამიდან ნათელი ხდება, რომ მთარგმნელები, რომლებიც ისეთ თარგმანებზე მუშაობდნენ, როგორებიცაა სინოდალური თარგმანი და «მეფე იაკობის ბიბლია» (და ასევე "საპატრიარქოს თარგმანი"), წესებს ამახინჯებდნენ, იმისათვის რომ მხარი დაეჭირათ სამების დოგმატისათვის. ჩვენ თუ ბერძნულ ტექსტს წინასწარაკვიატების გარეშე წავიკითხავთ, მაშინ ფილიპელთა 2:6-ში საუბარი არაა იმაზე, რომ იესო მართებულად მიიჩნევდა ღვთის სწორად ყოფნას, არამედ აბსოლუტურად პირიქითიქ საუბარია იმაზე, რომ იესოს არ მიაჩნდა ეს თანასწორობა მართებულად.
  მე-6 მუხლის სწორი მნიშვნელობა მისი კონტექსტით ხდება ნათელი (მუხლები 3—5, 7, 8). ფილიპელებს მოუწოდებენ: «თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად». შემდეგ პავლეს, ასეთი საქციელის გამორჩეულ მაგალითად ქრისტე მოჰყავს: «ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა». როგორი «აზროვნება»? ‘ნაძარცვად არ ჩათვალოთ ღვთის თანასწორად ყოფნა’? არა, ეს იქნებოდა იმის სრულიად საპირისპირო, რაზეც პავლე სინამდვილეში საუბრობდა!
  რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ სიტყვების ყოვლისშემძლე ღმერთის შემადგენელ ერთერთი ნაწილისთვის მიწერა. ეს ნათქვამი იყო იესო ქრისტეზე, რომლის შესანიშნავი პირადი მაგალითიც გამოიყენა პავლემ, იმისათვის რომ ხაზი გაესვა მთავარი აზრისათვის — თავმდაბლობის და ყოვლისშემძლე შემომქმედის, იეჰოვა ღმერთის მიმართ მორჩილების მნიშვნელობისთვის.

-------------------------------
 



  "
მე ვარ" 



  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანი» იოანეს 8:58-ში იესოს სიტყვებს შემდეგნაირად გადმოგვცემს: «ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: სანამ აბრაამი გაჩნდებოდა, მე უკვე ვიყავი». თუმცა ზოგიერთ თარგმანებში, მაგალითად სინოდალურში (მცხეთის ხელნაწერში, სბს-2013, სბს-სტოკჰოლმი 2001) იესოს სიტყვები შემდეგნაირადაა გადმოცემული: "სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ". ასწავლიდა თუ არა იესო აქ, როგორც ამას სამების დოგმატის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის ცნობილი იყო ტიტულით "მე ვარ"? და ნიშნავს თუ არა ეს, როგორც ისინი ამტკიცებენ, რომ ის ებრაულ წერილებში იეჰოვა იყო, ვინაიდან გამოსვლის 3:14-ში (საპატრიარქოს თარგმანი) ნათქვამია: "უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ"? 

 
გამოსვლის 3:14-ში ფრაზა "მე ვარ" გამოიყენება როგორც ღმერთის ტიტული, და აჩვენებს, რომ ის ნამდვილად არსებობს და ასრულებს იმას, რასაც ჰპირდება. ერთ ნაშრომში, რომლის გამომცემელიც დოქტორი ი. გ. გერცი იყო, ამ ფრაზის შესახებ ნათქვამია: "ისრაელი ტყვეებისთვის ის ნიშნავდა: „თუმცა მას ჯერ არ უჩვენებია თქვენთვის თავისი ძალა. ის გააკეთებს ამას; ის მარადიულია და აუცილებლად გადაგარჩენთ თქვენ". თანამედროვე თარგმანების უმეტესობა, რაშის [ბიბლიისა და თალმუდის ფრანგი კომენტატორი] ჰბაძავს, როდესაც [გამოსვლა 3:14] თარგმნის წინადადებითმე ვიქნები ის, რაც ვიქნები"" (" Pentateuch und Haftaroth" ). 

 
იოანეს 8:58-ში მოყვანილი ფრაზა შესამჩნევად განსხვავდება გამოსვლის 3:14-ში მოცემული ფრაზისაგან. იესომ ის როგორც სახელი ან ტიტული კი არ გამოიყენა, არამედ როგორც იმის მტკიცება, რომ ის არსებობდა მანამ, სანამ ადამიანი გახდებოდა. 
ვნახოთ, მსგავსი სახით როგორ გადმოგვცემენ იოანეს 8:58-ს ბიბლიის სხვა თარგმანები: 

1869: "
აბრაამამდე დროიდან ვარ მე" (ნოიზი, "The New Testament" ). 
1935: "
მე ვარსებობდი მანამ, სანამ აბრაამი გაჩნდებოდა!" (სმიტი და გუდსპიდი, "The Bible-An American Translation" ). 
1965: "
სანამ აბრაამი დაიბადებოდა, მე უკვე ვიყავი ის, ვინც ვარ" (იორგ ცინკი, "Das Neue Testament" ). 
1981: "
მე ვცხოვრობდი მანამდე, სანამ აბრაამი გაჩნდებოდა!" ("The Simple English Bible" ). 
1990: "
მე ვიყავი მანამდე, სანამ აბრაამი გაჩნდა" (перевод Л. Лутковского). 

 
მაშ ასე, აზრი, რომელსაც ამ მუხლში ბერძნული ენა გადმოსცემს, მდგომარეობს იმაში, რომ  "ყველა ქმნილებაზე უწინარესი" ღვთის პირმშო, იესო, აბრაამის გაჩენამდე დიდი ხნით ადრე უკვე არსებობდა (კოლოსელთა 1:15; იგავნი 8:22, 23, 30; გამოცხადება 3:14). 
  და კვლავ ასეთი გაგების სისწორეზე აქაც კონტექსტი მოწმობს. ამ შემთხვევაში იუდეველებს იესოს ჩაქოლვა უნდოდათ იმის გამო, რომ ამბობდა "აბრაამი მინახავს", თუმცა, როგორც მათ თქვეს, ის ჯერ 50 წლისაც არ იყო (მუხლი 57). ამაზე იესოს ბუნებრივი რეაქცია იყო, რომ სიმართლე ეთქვა თავისი ასაკის შესახებ. ამიტომ მან, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ უთხრა, რომ "მე ვიყავი მანამდე, სანამ აბრაამი გაჩნდა" (перевод Л. Лутковского). 



--------------------------------
 


 
ღმერთის პირადი სახელის (jhwh) ბერძნულ წერილებში აღდგენა 




  აღსანიშნავია, რომ ახალი ქვეყნიერების თარგმანი არ წარმოადგენს ერთადერთ ბიბლიას, რომელშიც ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში ღვთის სახელია გამოყენებული. ის ასევე ჩნდება ქრისტიანული ბერძნული წერილების ებრაულ თარგმანებში იმ ადგილებში, სადაც პირდაპირ ღვთივშთაგონებული ებრაული წერილებიდან ხდება ციტირება. ევანგელისტი თეოლოგი იოჰან ხ. ფ. შულცი თავის «ახალ აღთქმაში» (1774) სახელს იეჰოვა სულ მცირე 20-ჯერ იყენებს, იოჰან ი. შტოლცი (1798) - სულ მცირე 108-ჯერ, ასევე დოქტორმა იოჰან ბარბორმა ჩართო ღვთის სახელი თავის თარგმანში (1805). ქრისტიანული ბერძნული წერილების სხვადასხვა ენებზე თარგმანებში ღვთის სახელი მინიმუმ 38-ჯერ გვხვდება ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც ჩვეულებრივ იყენებენ მას ამ ენებში.

 
იესო ქრისტემ ხაზი გაუსვა თავისი მამის სახელს, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ის თვითონ იყენებდა მას ხშირად (მათე 6:9; იოანე 17:6, 26). ახ.წ. მე-4 ს. იერონიმეს თანახმად, მოციქულმა მათემ თავისი სახარება თავდაპირველად ებრაულად დაწერა, და მის სახარებაში მრავალ ციტატას ვხვდებით ებრაული წერილებიდან, რომლებიც ღმერთის სახელს შეიცავენ. ქრისტიანული ბერძნული წერილების სხვა მწერლები ბერძნული სეპტუაგინტიდან (ებრაული წერილების ბერძნული თარგმანი, რომლის თარგმნაც დაახლოებით ძვ. წ. 280 წელს დაიწყო) ციტირებენ, სეპტუაგინტის ძველ ასლებში კი ღვთის სახელი ასოების სახით გვხვდება, როგორც ეს დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტებიდან ჩანს.

 
ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჰოვარდი წერდა: «რამდენადაც ტეტრაგრამატონს [ოთხი ებრაული ასო-ბგერა, რომლებიც ღვთის სახელს შეადგენს] ჯერ კიდევ წერდნენ ბერძნული ბიბლიის ასლებში, რომლებიც ადრეული ეკლესიის შემადგენელს წარმოადგენდა, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ ა[ხალი] [ღთქმის] მწერლებიც წერდნენ  ტეტრაგრამატონს ბიბლიურ ტექსტში, წერილების ციტირებისას» (ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალი [JournalofBiblicalLiterature], მარტი 1977, გვ. 77).

 
ლუკას 4:18-ში იესომ, "ახალი ქვეყნიერების თარგმანის" თანახმად, საკუთარი თავის მიმართ გამოიყენა ესაიას წინასწარმეტყველება, როდესაც თქვა: «იეჰოვას სულია ჩემზე» (ესაია 61:1). ზოგიერთი კრიტიკოსი ეწინააღმდეგება ამ ადგილას იეჰოვას სახელის გამოყენებას. თუმცა ეს მხოლოდ ერთია იმ 237 ადგილიდან, სადაც «ქრისტიანული ბერძნული წერილები - ახალი ქვეყნიერების თარგმანში» ეს სახელი გვხვდება. თუმცა, «ახალი აღთქმის» არცერთი შემორჩენილი ბერძნული ხელნაწერი არ შეიცავს ღვთის პირად სახელს. მიუხედავად ამისა სახელი "ახალი ქვეყნიერების თარგმანში" მოპრიანებით კი არ იქნა ჩასმული, არამედ საპატიო მიზეზების გამო. 

  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანი»-ის დანართში, ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში ღვთის სახელის აღდგენის შესახებ ნათქვამია: «იაჰ» - ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა - გვხვდება ბერძნულ გამოთქმაში «ალილუია», რომელიც მომდინარეობს ებრაული ხალელუ-იახ, «ადიდეთ იაჰ!» (გამოცხადება 19:1, 3, 4, 6; შეადარეთ ახ.ქვყ. დანართს., ფსალმუნი 104:35, სქოლიო [103: 35, სთ]). 
მთარგმნელის უფლებამოსილების ფარგლებს რომ არ გავცდენოდით და განმმარტებლები არ გავმხდარიყავით, უდიდესი სიფრთხილით მოვეკიდეთ ღვთის სახელის გამოყენების საკითხს და ყოველთვის გულმოდგინედ ვამოწმებდით ებრაულ წერილებს და ვცდილობდით, შესაბამისობა მოგვეძებნა ებრაულ თარგმანებში. ჩვენი თარგმნის 237-ვე ადგილას იეჰოვას სახელი ერთი ან მეტი ებრაული თარგმანის შესაბამისად არის აღდგენილი». 

 
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ებრაული თარგმანი, რომელიც XIX საუკუნეში ფ. დელიჩმა (F. Delitzsch) შეასრულა; ამ თარგმანში მათეს სახარებაში სახელი იეჰოვა 18-ჯერ გვხვდება. 

 
მსგავსი გზით წავიდნენ სხვებიც. 
 
მხოლოდ გერმანულ ენაზე, სულ მცირე 11 თარგმანში, «ახალი აღთქმის» ტექსტში გამოიყენება სახელი «იეჰოვა» (ან «იაჰვე», ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია), მაშინ როდესაც ოთხი მთარგმნელი სახელს ამატებს სიტყვა «უფლის» შემდეგ ბრჭყალებში.* 70 გერმანულ თარგმანზე მეტი იყენებს მას აბზაცქვედა შენიშვნებში ან კომენტარებში. 
*
იოჰან ბაბორი, კარლ ფ. ბარდტი, გეორგ ფ. გრიზინგერი, პეტრუს დაუში, ვილჰელმ მ. ლ. დე ვეტტე, ჰენრიხ ა. ვ. მაიერი, სებასტიან მუტშელე, ფრიდრიხ მიუნტერი, დომინიკუს ფონ ბრენტანო, იოჰან უ. შტოლცი და იოჰან კ. ფ. შულცი. 
ავგუსტ დეხსელს, იოჰან პ. ლანგეს, ლუდვიგ რეინხარდტს და ფრიდრიხ ხაუკს სახელი ბრჭყალებში მოჰყავთ. 

  «
ახალი ქვეყნიერების თარგმანი» ბიბლიის ტექსტში სახელს აღადგენს ყველა იმ ადგილას, სადაც ამისათვის არსებობს არსებითი, მეცნიერული საფუძველი. (ნახეთ დანართი 1D  «New World Translation of the Holy Scriptures-With References» [«წმინდა წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი - შენიშვნებით»]). 



-------------------------------
 



 
ისრაელში ღმერთის სახელი დაუბრკოლებლად წარმოითქმებოდა ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს ის სახელია, რომელიც ებრაულ წერილებში ძველი აღთქმა») ყველაზე ხშირად გვხვდება. ებრაულ წერილებში უმეტეს შემთხვევაში ღმერთი საკუთარ თავს ტიტულებით კი არ გვაცნობს, არამედ თავისი საკუთარი სახელით. აი ებრაულ წერილებში მოცემული სიტყვების რაოდენობრივი სია: 

იეჰოვა – 6973-ჯერ. 
ღმერთი – 2605-ჯერ. 
ყოვლისშემძლე – 48-ჯერ. 
უფალი – 40-ჯერ. 
შემოქმედი32-ჯერ. 
მამა – 7-ჯერ. 
ძველი დღეთა – 3-ჯერ. 
დიდებული დამმოძღვრავი – 2-ჯერ. 


 
არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ღმერთის სახელი არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის. იუდაიზმის მკვლევარმა ტრეისი რიჩიმ, ავტორმა საიტისა «იუდაიზმი 101», ამასთან დაკავშირებით შემდეგი რამე თქვა: «თორაში ადამიანს არაფერი არ უკრძალავს ღმერთის სახელის წარმოთქმას. პირიქით, როგორც წერილებიდან ჩანს, ღვთის სახელის წარმოთქმა ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენდა». (შეადარეთ რუთი 2:4) 

 
ასევე უსაფუძვლოა ის მოსაზრება, რომ ღვთის სახელის წარმოთქმა დავიწყებული იყო ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნისთვის, მაშინ როდესაც იუდეველი ქრისტიანები შთაგონებულნი იყვნენ «ახალი აღთქმის» წიგნების დასაწერად. ცნობილია, რომ სეპტუაგინტის ადრეულ ეგზემპლარებშიებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, რომლითაც იესოს მოწაფეები სარგებლობდნენ,— ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით იყო მოცემული, რომელიც ებრაული ასოებით იყო დაწერილი. 

 
ჰქონდათ იესო ქრისტესა და იმ მოწაფეებს, რომლებიც ქრისტიანულ ბერძნულ წერილებს წერდნენ, ბერძნული სეპტუაგინტის იმ ასლებით სარგებლობის საშუალება, რომელშიც ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით იყო მოცემული? დიახ! LXX-ის ასლებში, ტეტრაგრამატონი ქრისტესა და მისი მოციქულების სიკვდილის შემდეგ რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში შენარჩუნდა. დაახლოებით ახ. წ. II საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც აკვილას ბერძნული თარგმანი გამოჩნდა, ტექსტში კვლავ ისევე იყო ტეტრაგრამატონი, რომელიც წარმოდგენილი იყო ძველებრაული დამწერლობით. 

 
ასე, მაგალითად, ცნობილმა მთარგმნელმა იერონიმემ, რომელიც ახ. წ. IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა, სამუელისა და მეფეების წიგნების წინასიტყვაობაში თქვა: «და ჩვენ ვნახულობთ ღმერთის სახელს, ტეტრაგრამატონს [jhwh], ზოგიერთ ბერძნულ ხელნაწერებში დღემდეც კი, გამოსახულია ძველებური ასოებით». ასე რომ იერონიმეს დროსაც კი, რომელიც ლათინური ვულგატის ძირითადი მთარგმნელი იყო, ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანებში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ღვთის სახელი, ოთხი ებრაული ასოს სახით. 

   ტეტრაგრამატონის ქრისტიანულ ბერძნულ წერილებში გამოყენების შესახებ, ჯორჯიის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჰოვარდსი, წერდა «ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში»: «არტეფაქტები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ იქნა აღმოჩენილი ეგვიპტესა და იუდეის უდაბნოში, საშუალებას გვაძლევს თვითონ დავინახოთ, თუ როგორ გამოიყენებოდა ღვთის სახელი ქრისტიანობამდელ დროს. ეს აღმოჩენები ახალი აღთქმის კვლევისათვის იმითაა სასარგებლო, რომ ტექსტუალური მსგავსებები აქვთ ყველაზე ადრეულ ქრისტიანულ დოკუმენტებთან და შეუძლიათ ახსნან ის, თუ როგორ გამოიყენებდნენ ახალი აღთქმის დამწერები ღვთის სახელს. მომდევნო ფურცლებზე ჩვენ განვავითარებთ იმის თეორიას, რომ ღმერთის სახელი, jhwh (და შესაძლოა მისი შემოკლებული ფორმაც კი), თავდაპირველად დაწერილი იყო ახალ აღთქმაში იქ სადაც ძველი აღთქმის ციტირება ხდება და რომ დროთაგანმავლობაში ეს სახელი  შეცვლილი იქნა არასწორი  [კირიოსის შემოკლებული ფორმა, «უფალი»]. ტეტრაგრამატონის ამ ამოღებამ, ჩვენი აზრით, დაბნეულობა გამოიწვია პირველი, წარმართობიდან გამოსული ქრისტიანების აზროვნებაში, იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი იყო «უფალ ღმერთსა» და «უფალ ქრისტეს» შორის, რაც ახალი აღთქმის ხელნაწერთა ტრადიციაშიც აისახა» («Journal of Biblical Literature», . 96, 1977, გვ. 63). 

 
იეზუიტურ ჟურნალში «Entschluss/Offen» (აპრილი 1985) ვოლფგანგ ფენებერგი შემდეგ სიტყვებს წერდა: «მას [იესოს] არ დაუმალავს ჩვენთვის თავისი მამის სახელი იჰვჰ, პირიქით, მან ის ჩვენ მოგვანდო. სხვაგვარად ვერ აიხსნება, თუ რატომ წარმოითქმება ერთერთ პირველ სათხოვრად «მამაო ჩვენოში»: "წმინდა იყოს სახელი შენი!"». 
 
შემდგომ ფენებერგი აღნიშნავს, რომ «ბერძნულად მოსაუბრე ებრაელთა ქრისტიანობამდელ მანუსკრიპტებში ღვთის სახელი არ პერეფრაზირდებოდა როგორც კირიოს [უფალი], არამედ იწერებოდა როგორც ტეტრაგრამატონი [იჰვჰ] ებრაული ან არქაული ებრაული ასოებით... ღვთის სახელის მოხსენიებას ასევე ეკლესიის მამების წერილებშიც ვხვდებით». 



-------------------------
 



 «
ახალი ქვეყნიერების თარგმანში» ღვთის პირადი სახელის აღდგენის მხარდაჭერას ვპოულობთ იქაც კი, სადაც თითქოსდა, ყველაზე ნაკლებად ველოდით,— ბაბილონურ თალმუდში. 

 
ამ იუდაური რელიგიური ნაშრომის პირველი ნაწილი დასათაურებულია როგორც «შაბატ» (შაბათი) და იმ წესების უამრავ რაოდენობას შეიცავს, რომელიც შაბათ დღეს უნდა დაეცვათ. ერთერთ განყოფილებაში განხილულია, შეიძლება თუ არა შაბათს ბიბლიური ხელნაწერების ხანძრისაგან გადარჩენა, რის შემდგომაც ჩვენ შემდეგს ვკითხულობთ: «ტექსტში ნათქვამი იყო: ხარვეზები [გილ-იოხ-ნიმ] და წიგნები, რომლებიც მინიმს ეკუთვნიან,— არ გადაარჩინო ხანძრისას. რაბინმა იოსემ თქვა: კვირის განმავლობაში უნდა ამოიჭრას ის ადგილები, რომლებიც ღვთის სახელს შეიცავენ, ისინი უნდა დამალონ, დანარჩენი კი დაწვან. რაბინმა ტარფონმა თქვა: დაე ჩემი საკუთარი ძის სიკვდილი ვრახო, თუ არ დავწვა ჩემთვის ხელში ჩავარდნილი წიგნები ღვთის სახელთან ერთად» (დოქტორი ხ. ფრიდმანის თარგმანიდან [ინგლ.]). 
ვინ არიან «მი-ნიმ»-ები? ეს სიტყვა ნიშნავს «სექტანტებს» და შესაძლოა სადუკეველებს ან სამარიტელებს ეხებოდა. მაგრამ დოქტორი ფრიდმანის მოსაზრებით, ამ ტექსტში ის, ძალიან დიდი ალბათობით, ებრაელ-ქრისტიანებს ეხება. ამიტომ, რას წარმოადგენდნენ გილ-იოხ-ნიმ, დოქტორ ფრიდმანის მიერ ნათარგმნი, როგორც «ხარვეზები»? ორი შესაძლო ვარიანტია. ეს შესაძლოა გრაგნილის სუფთა მინდვრები ან სუფთა გრაგნილები იყო. ან კიდევირონიული მოსაზრებითეს შესაძლოა მი-ნიმების წერილები იყო, იმ გაგებით, რომ ამ წერილებს იმდენივე სარგებლის მოტანა შეეძლოთ რამდენიც სუფთა გრაგნილებს. ეს მეორე მნიშვნელობა ლექსიკონებში თარგმნილია როგორც «სახარებები»». 

 
ამის შესაბამისად, ლორენს ხ. შიფმანის წიგნში «ვინ იყო იუდეველი?» (ინგლ.) თალმუდიდან ციტირებული ციტატა თარგმნილია შემდეგი სახით: «ჩვენ არ გადავარჩენთ ხანძრისას (შაბათს) სახარებებს და მინიმების (''ერეტიკოსების'') წიგნებს. პირიქით, ისინი მათ ადგილეზევე წვავენ, მათ ტეტრაგრამებთან ერთად. რაბინი იოსე ხა-გელილი ამბობს: კვირის განმავლობაში უნდა ამოიჭრას ის ადგილები, რომლებიც ტეტრაგრამას შეიცავს, და უნდა დაიმალოს, დანარჩენი ყველაფერი კი დაიწვას. რაბინმა ტარფონმა თქვა: სჯობს ჩემი ვაჟების სიკვდილი ვნახო! თუ (ეს წიგნები) ხელში ჩამივარდებიან, დავწვავ მათ მათში მოცემულ ტეტრაგრამებთან ერთად». შემდგომ დოქტორი შიფმანი ამტკიცებს, რომ «მი-ნიმ» აქ არიანებრაელი-ქრისტიანები. 
მართლა ადრეულ ებრაელ-ქრისტიანებზეა საუბარი თალმუდის ამ ნაწილში? თუ დიახ, მაშინ ეს დამაჯერებელი მტკიცებულებაა იმისა, რომ ქრისტიანები თავის სახარებებში და წერილებში წერდნენ ტეტრაგრამატონს, ანუ ღმერთის სახელს. ხოლო ის, რომ თალმუდის ამ მონაკვეთში მართლა ებრაელ-ქრისტიანებზეა საუბარი, პრაქტიკულად უდავოა. ასეთ მოსაზრებას მეცნიერული საფუძველი აქვს, თალმუდის კონტექსტი კი, როგორც ჩანს, დამატებით მტკიცებულებებს გვთავაზობს. განყოფილებაში, რომელიც ზემოთმოყვანილ ციტატას მოსდევს «შაბატ»-იდან, მოთხრობილია გამალიელზე და მოსამართლე-ქრისტიანზე და სამთო ქადაგების ნაწყვეტებია მოხსენიებული. 

 
ჯორჯიის შტატის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ჯორჯ ჰოვარდმა, 1978 წლის მარტის «ბიბლიურ არქეოლოგიურ მიმოხილვაში» გამოქვეყნებულ სტატიაში, ასეთი დასკვნის მხარდამჭერი სერიოზული არგუმენტები მოიყვანა («Biblical Archaelogy Review»). ის იმავე «ცნობილ რაბინულ ნაწყვეტს (თალმუდი შაბატ 13.5)» მოიხსენიებს, რომელშიც «ერეტიკული ტექსტების განადგურების საკითხი განიხილება (როგორც ჩანს, ასევე ქრისტიანი-იუდეველების წიგნებისაც)… ერეტიკული ტექსტები ღვთის სახელს შეიცავენ, და მათი ერთობლივი განადგურება ღვთის სახელის განადგურებას გამოიწვევდა». 
 
შემდგომ პროფესორმა ჰოვარდმა დაამატა: «ტეტრაგრამატონის წაშლამ, როგორც ჩანს, განსხვავებული თეოლოგიური სფეროს წარმოქმნა გამოიწვია, რომელიც განსხვავდებოდა იმისაგან, რომელიც ახალი აღთქმის პერიოდში არსებობდა I საუკუნის პერიოდში. იუდეველთა ღმერთმა, რომლის სხვა ღმერთებისაგან განსხვავებასაც ყოველთვის ცდილობდნენ მისი ებრაული სახელის დახმარებით, ტეტრაგრამატონის გაქრობასთან ერთად დაკარგა თავისი სხვაობა». 

 
მხოლოდ, როდესაც განდგომილმა ქრისტიანობამ გადაუხვია იესოს უბრალო სწავლებებს, მაშინ შეწყდა ღვთის სახელის გამოყენება ქრისტიანული მრწამსის მქონე ხალხში და წაშლილ იქნა როგორც სეპტუაგინტის ხელნაწერებიდან, ასევე სახარებებიდან და ბიბლიის სხვა დანარჩენი წიგნებიდან. 



--------------------------
 



 
 იეჰოვა თუ იაჰვე? 



  ზოგიერთი ფორმა «იეჰოვა»-ს აკრიტიკებს, რომელიც «ახალი ქვეყნიერების თარგმანში» გამოიყენება ღვთის სახელის გადმოსაცემად. ებრაულ ხელნაწერებში სახელი მხოლოდ ოთხი თანხმოვანის სახით გვხვდება „იჰვჰ“ და მრავალი უჭერს მხარს მოსაზრებას, რომ სწორი გამოთქმაა - «იაჰვე» და არა «იეჰოვა». ანუ, მათი აზრით, სიტყვა «იეჰოვა»-ს გამოყენება შეცდომაა.

 
სინამდვილეში კი მეცნიერები სავსებით ვერ თანხმდებიან იმაში, რომ ფორმა «იაჰვე» წარმოადგენს გამოთქმის პირვანდელ ვარიანტს. ფაქტი ისაა, რომ ღმერთმა თავისი სახელის წერილობითი ფორმა «იჰვჰ» ბიბლიაში 6000-ზე მეტჯერ შემოინახა, მაგრამ არ შემოგვინახა მისი წარმოთქმის ის ფორმა, რომელიც მოსემ მოისმინა სინას მთაზე (გამოსვლა 20:2). შესაბამისად, წარმოთქმის ფორმას დღესდღეობით არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. 

 
ფორმა «იეჰოვა» ევროპაში უკვე ასწლეულებია რაც ფართოდ გამოიყენება, როგორც სასაუბრო ენაში ასევე ბიბლიის თარგმანებში, მათ შორის იუდაურ თარგმანებში. ის აურაცხელად ბევრჯერ გვხვდება შენობებზე, მონეტებზე და სხვა საგნებზე, ასევე მრავალ ბეჭდურ გამოცემებზე და მრავალ საეკლესიო ჰიმნებში. ამიტომ «ახალი ქვეყნიერების თარგმანი» არ ცდილობს თავდაპირველი ებრაული გამოთქმის აღდგენას, არამედ ყველა ენაზე, რომელზეც ის ხელმისაწვდომია, იყენებს იმ ენაზე მიღებულ ღვთის სახელის ფორმას. ზუსტად ასევე ებყრობიან სხვა თარგმანები ბიბლიაში მოცემულ სხვა სახელებს. 



-------------------------------
 



 
რისი თქმა შეუძლიათ სახელებს?

  ძველებრაულად ღმერთის სახელი ასე იწერება יהוה. ამ ოთხ ასოს, რომლებიც მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ტეტრაგრამატონს უწოდებენ. ბიბლიაში მრავალ სახელებში და გეოგრაფიული ადგილების დასახელებებში გვხვდება ღმერთის სახელის შემოკლებული ფორმა. შესაძლოა თუ არა, რომ ეს პირადი სახელები გახდნენ იმაში დამხმარეები, რომ გარკვეულიყო ღვთის სახელის წარმოთქმის სწორი ფორმა?
  ჯორჯ ბუკანანი, ვაშინგტონის (აშშ) უესლის თეოლოგიული სემინარიის პროფესორი, გვპასუხობს, რომ შესაძლოა. პროფესორი ბუკანანი განმარტავს: «ძველ დროს მშობლები ხშირად არქმევდნენ თავის შვილებს სახელებს, რომლებიც წარმოებული იყო მათი ღვთაებების სახელებიდან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვების სახელების წარმოთქმის ფორმა, მათი ღვთაების სახელის წარმოთქმის ფორმას ჰგავდა. ტეტრაგრამატონი გვხვდება ადამიანის სახელებში და თანაც ყოველთვის შუაში ხმოვანით».
  აი პირადი სახელების რამოდენიმე მაგალითი ბიბლიიდან, რომლებიც ღვთის სახელის შემოკლებულ ფორმას შეიცავს. სახელი იონათანი, პროფესორი ბუკანანის მონაცემებით, ბიბლიაში ებრაულ ებაზე ჟღერს როგორც იოჰნათან ან იეჰონათან, რაც ნიშნავს «იაჰოს ან იაჰოვას წყალობა». წინასწარმეტყველი ელიას სახელი ძველებრაულად ჟღერს როგორც ელიია ან ელიიაჰუ. პროფესორი ბუკანანი ამ სახელის მნიშვნელობას განსაზღვრავს როგორც «ჩემი ღმერთიაიაჰუ ან იაჰუვა». ასევე ძველებრაული სახელი იოშაფატი ჟღერს როგორც იეჰოშაფატ, რაც ნიშნავს «იაჰო ასამართლებს».
  «იაჰვე», ტეტრაგრამატონის ორმარცვლიანი გამოთქმა, გამორიცხავს ხმოვანი „“-ს წარმოთქმას ღვთის სახელში. მაგრამ ათობით ბიბლიურ სახელებში, რომლებიც ღვთის სახელიდანაა წარმოებული, ეს ხმოვანი წარმოითქმება როგორც თავდაპირველ ვარიანტში, ასევე მის შემოკლებულ ფორმაში. მაგალითად იეჰხანან და ინატან. ამიტომ ღვთის სახელთან დაკავშირებით პროფესორი ბუკანანი ამტკიცებს: «ხმოვანი „“-ს ან „“-ს გამოტოვება შეუძლებელია. ჩვენ შეიძლება შევხვდეთ შემოკლებას ია“, მაგრამ არასოდეს არ გვხვდება შემოკლებაიავე“... როდესაც ტეტრაგრამატონს წარმოთქვავდნენ როგორც ერთმარცვლიან სიტყვას, მაშინ ის შესაძლოა ჟღერდა როგორციაჰანიო“. როდესაც მას წარმოთქვავდნენ როგორც სამმარცვლიან სიტყვას, მაშინ ის გამოიყურებოდა როგორც იაჰოვაანიაჰუვა“. თუ საერთოდ არსებობდა ორმარცვლიანი შემოკლება, მაშინ მას უნდა გაეჟღერა როგორც იაჰო“» («Biblical Archaeology Review»).
  ეს კომენტარი მე-19 საუკუნის გებრაისტის, გენეზიას წამოყენებული მტკიცების გაგებაში გვეხმარება: «მათ, ვინც აცხადებს, რომ ღმერთის სახელი გამოითქმოდა როგორც יהוה [იე-ჰ-ვა], ამისათვის საფუძველი გააჩნიათ, რომელიც მათ თვალსაზრისს მართებულს ხდის. ამ სახელს თუ ასეთი სახით წარმოვთქვავთ, მაშინ უფრო გასაგები ხდება შემოკლებული წარმოთქმა יהו [იეჰო] და יו[იო], რომლებითაც მრავალი პირადი სახელი იწყება» («Hebrew and Chaldee Lexicon to the Old Testament Scriptures»).


--------------------------------
 




  «
ერთერთი ჩემი რეცენზენტის აზრით, მე შევცოდე, როდესაც გამოვიყენე სიტყვაიეჰოვა" ნაცვლად სიტყვისაუფალი", რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა პირველის ფართოდ გავრცელებული ეკვივალენტს». 
 
ასეთი რამ თქვა ჯ. ჯ. სტიუარტ პეროუნმა მის მიერ თარგმნილი ფსალმუნების მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში, რომელიც პირველად 1864 წელს გამოიცა. რეცენზენტმა, რომელმაც სტატია გამოაქვეყნა 1864 წლის 2 ივლისის «სატერდეი რევიუ»-ს გამოცემაში, უკმაყოფილება იმის გამო გამოხატა, რომ თარგმანში ჩნდება ღვთის სახელი, რომელიც მეტად აღარ გამოიყენება არც იუდაურ და არც ქრისტიანულ ეკლესიებში. მან განაცხადა, რომ სახელი იეჰოვა ძალიან მჭიდროდ ასოცირდება ებრაელებთან და სათანადო იქნებოდა, რომ სხვა სიტყვა გამოყენებულიყო, ვთქვათ, «უფალი» ან «ღმერთი», «რომლებსაც არ აქვთ ადგილობრივი ან ნაციონალური ელფერი». 
 
პეროუნი არ დაეთანხმა წამოყენებულ მოსაზრებებს, იმიტომ რომ «სურვილი არ ჰქონდა რომ ერთი ასო მაინც ამოეშალა» ადამიანებისათვის მიცემული ღვთიური გამოცხადებიდან. ის სამართლიანად ამტკიცებდა, რომ მთარგმნელები, რომლებიც ღვთის ებრაულ სახელს სიტყვა «უფლად» თარგმნიან, ვერ ხედავენ ამ ორ ებრაულ სიტყვას შორის განსხვავებას. 

 
გარდა ამისა, პეროუნმა განაცხადა, რომ ღვთის სახელის აღდგენა ასევე ზოგიერთმა ძალიან ავტორიტეტულმა სპეციალისტებმაც ამჯობინა. მან ცნობილი ინგლისელი პოეტის, სემუელ ტეილორ კოლრიდჯის სიტყვები მოიყვანა: 
  «
რატომ აგრძელებენ ებრაულიდან ინგლისურად მეორე ხელიდან — სეპტუაგინტიდან თარგმნას? ნუთუ ჩვენთვის მიუღებელია ებრაული სიტყვაიეჰოვა"? ნუთუ, უფალი, სიტყვა, რომელიც მრავალ ადგილას გვხვდება სეპტუაგინტაში,— ებრაული სიტყვა ... იეჰოვას შემცვლელი არ არის"? რატომ არ გვინდა რომ აღვადგინოთ თავდაპირველი სიტყვა და სკურპულოზურად არ ვთარგმნოთ იეჰოვა" სიტყვითიეჰოვა" ძველ აღთქმაში, ხოლო ყოველი მუხლი ახალ აღთქმაში, სადაც ძველის ციტირება ხდება, ებრაული სახელის შენარჩუნებით ვთარგმნოთ, ისე როგორც ტექსტშია ის ციტირებული?». 

 
პეროუნმა აღიარა, რომ ტეტრაგრამატონის სწორი წარმოთქმა ცნობილი არაა, მაგრამ აღნიშნა: «სახელის გამოყენება თუ მხოლოდ იუდაური ეკლესიის ცრურწმენის გამო ამოვარდა გამოყენებიდან, ხოლო ჩვენ [ინგლისურ] თარგმანში, ის ბერძნული და ლათინური თარგმანების, ძალიან მონური კოპირების გამო არაა, მაშინ ეს მიზეზებიარასაკმარისად საფუძვლიანია იმისათვის, რომ არ დავუბრუნდეთ სახელის თავდაპირველ გამოყენებას». პეროუნმა აიღო ფორმა «იეჰოვა», რადგან ის საყოველთაოდ ცნობილია. 

 
ფსალმუნების საკუთარ თარგმანში, პეროუნი ცდილობდა რომ მიჰყოლოდა «ებრაულის ნიმუშს, რათა შეენარჩუნებინა ენის თავისებურებები და წინადადებების წყობა». ფსალმუნის 68:5,6-ის თარგმნისას ის მიხვდა, რომ საჭირო იყო, რომ სხვადასხვაგვარად ეთარგმნა სამი განსხვავებული ებრაული სიტყვაელიჰიმ (ღმერთი), ადონაი (უფალი) და «იეჰოვა»: «ღმერთო [ელოჰიმ]! შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან. ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო [ადონაი], ღმერთო [იეჰოვა] ძალთა. ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა». 

------------------------------------------

თარგმნილია: http://sergeiivanov.blogspot.com


ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий