среда, 2 апреля 2014 г.

დაე ბიბლიამ თვითონ განმარტოს თავისი თავი


სასიხარულო ცნობის ნებისმიერი მქადაგებლისთვის ნაცნობია გულგრილი ფრაზა: "ბიბლიას ყველა თავისებურად განმარტავს". ძნელია ამას არ დაეთანხმო. გაიხსენეთ, რა ხშირად შეხვედრიხართ ასეთ რამეს, როდესაც ადამიანს მოჰყავს ორი - სამი ცალკეული მუხლი და ბოლომდე თავის აზრზე რჩება, რადგან გულწრფელად სწამს, რომ მათ სწორად განმარტავს. ასეთი ადამიანები იმ მეოცნებეებს გვაგონებენ, რომლებიც ღრუბლემში რაიმე სილუეტის დანახვას ცდილობენ, მაგრამ ამ დროს ყველას სხვადასხვა ფიგურა ეჩვენება. ჩვენ თვითონ ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ ჯერ მისი დაწერაც კი არ იყო დასრულებული, რომ მას  უკვე სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. რატომ ხდება ასე? ამის როგორც მინიმუმ ორი წინაპირობა არსებობს.


წინასწარშექმნილი აზრი.* ვერცერთ ჩვენთაგანს ვერ შევადარებთ ქაღალდის სუფთა ფურცელს. ყველა ადამიანმა, გამონაკლისის გარეშე, მანამ სანამ ბიბლიის კითხვას დაიწყებდა, ჩამოიყალიბა ან ნება დართო გარემოს რომ მისთვის ჩამოეყალიბებინა, წინასწარშექმნილი აზრი. იმის მაგივრად, რომ ეს წინასწარაკვიატებული აზრები შიშის გარეშე დაუქვემდებაროს ჭეშმარიტებაზე გამოცდას, ჭეშმარიტების საზომად წერილების გამოყენებით, იმის მაგივრად რომ უარყოს ისინი ჭეშმარიტების სანაცვლოდ, ადამიანი ბიბლიაში ქვეცნობიერად იწყებს თავისი აზრების მტკიცებულებების ძიებას. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ჩვენი წინასწარშექმნილი აზრები, ისინი პირადად ჩვენს ნაწილს წარმოადგენენ და ჩვენ ახლის ასაშენებლად მათი დამსხვრევით, ფსიქოლოგიურ ტრავმას განვიცდით. ეს საერთოსაკაცობრიო მიდრეკილებაა - ჩემი, თქვენი, ყველასი - აქ არ არსებობს გამონაკლისი. კარგი ვთქვათ ეს ასეა, მაგრამ საიდან შეიძლება გაჩნდეს ბიბლიაში ჩვენი საკუთარი აზრების გამოძახილი?

არაერთმნიშვნელოვნება.** როგორც წარმოთქმული ან დაწერილი ტექსტის სხვა ნებისმიერი ნიმუშის, ასევე პირობითად ბიბლიის დაყოფაც შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ერთმნიშვნელოვან ნაწყვეტებად. არა, მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას, რომ თითქოს იყოს ბიბლიის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ნაწილები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ ვუარყობთ, რომ მასში არის ერთმნიშვნელოვანი და არაერთმნიშვნელოვანი მონაკვეთები. ერთმნიშვნელოვანს ვერ ახსნი ორი სხვადასხვა საშუალებით ისე, რომ ამავდროულად სულელურად არ გამოჩნდე. მათი მნიშვნელობა ცხადია და საღ აზროვნებას უნდა გადააბიჯო რომ მისი სხვაგვარი განმარტება მიიღო.

არაერთმნიშვნელოვანი მონაკვეთების შემთხვევაში სავსებით დასაშვებია, რომ მათ ჰქონდეს განმარტების ორი და მეტი გონივრული და თითქმის თანაბარუფლებიანი ვარიანტი. მრავალმნიშვნელობა შეიძლება წარმოიშვას ალტერნატიული პუნკტუაციისა და სინტაქსური კავშირების, ორიგინალ ენაში იდიომების ან სიტყვების მნიშვნელობის სხვადასხვა ვარიანტების, ამა თუ იმ ფრაზის ალეგორიული მნიშვნელობის ვარიანტების და სხვა ფაქტორების გამო. არაერთმნიშვნელობის დამტკიცება ძალიან იოლია, ბიბლიიდან იგივე სიტყვის ან სიტყვათა ბრუნვის დამატებითი მაგალითების მოყვანით. ხანდახან არაერთმნიშვნელობის გამორკვევაში უახლოესი კონტექსტი გვეხმარება, ხანდახან კი არა. და თუ არა, მაშინ განმარტების რომელი ვარიანტი ავირჩიოთ?

და აი ზუსტად აქ ჩნდება განმარტების მოჩვენებითი თავისუფლება. შემიძლია თუ არა მე გადავწყვიტო, რომ უფლება მაქვს ავირჩიო და მივსდიო მნიშვნელობის ნებისმიერ დასაშვებ ვარიანტს, რომელსაც მე შინაგანი გრძნობა, სული, გული, ინტუიცია მკარნახობს, ხოლო თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, მკარნახობს -წინასწარშექმნილი აზრი? ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ზუსტად ასე იბადება სამწუხარო სინამდვილე, რომელიც თითქმის ხალხურ სიბრძნედ იქცა - "ბიბლიას ყველა თავისებურად განმარტავს". ასე ჩნდებიან "ბიბლიური" საფუძვლები ფსევდომედიცინისთვის, ფეტიშიზმისთვის, ფატალიზმისთვის, რეინკარნაციის რწმენისთვის, სამებისთვის და სხვა მსგავსი ცდომილებებისთვის და ცრურწმენებისთვის, რომლებიც მანამდე ჩამოყალიბდნენ, სანამ ადამიანი ხელში ბიბლიას აიღებდა. ყველა ამ დოგმის, პრაქტიკისა და ჰიპოთეზის მომხრეები ბიბლიის ზუსტად ამ არაერთმნიშვნელოვან ადგილებს იყენებენ, მაშინ როდესაც ერთმნიშვნელოვანი ადგილები მათ პირდაპირ ეწინააღმდეგებიან. წმინდა წერილის ერთმნიშვნელოვანი ადგილების იგნორირებით, ადამიანი ბიბლიას ნაწილებად გლეჯს, რითაც უარყოფს მის არაწინააღმდეგობრიობას და მთლიანობას, ხოლო აქედან გამომდინარე, მის ღვთივშთაგონებრიობას.

თუ ეს განმარტების აშკარად მცდარი მეთოდია, მაშინ რომელია სწორი? ეს ძალიან იოლია - იმის მაგივრად რომ ეს თვითონ გავაკეთოთ, საჭიროა უფლება მივცეთ, რომ ბიბლიის ერთმნიშვნელოვანი ადგილების ერთობლიობამ გვიკარნახოს არაერთმნიშვნელოვანი ადგილების მნიშვნელობა. ეს გერმენევტიკისა და ეგზეგეზისის უნივერსალური წესია - არაერთმნიშვნელოვანი მონაკვეთების ერთმნიშვნელოვანის შუქში დანახვა. მათემატიკური განტოლების მზგავსად - ცნობილი ციფრებით უცნობი ციფრის დადგენა. ამ წესს, ყველა თავის სფეროში, იყენებენ ლიტერატურული კრიტიკოსები, სამართალმცოდნეები, ისტორიკოსები და მთარგმნელები. მაგრამ ამ წესის შესათვისებლად აუცილებელი არაა პროფესიონალები ვიყოთ. ის იმდენად ნათელია, რომ ჩვენ ინტუიტიურად მსარგებლობთ მისით ყოველდღიურ ცხივრებაში, როდესაც ვთქვათ ჩვენი მეგობრის ორაზროვან ფრაზას ვუფიქრდებით, რათა არასწორად არ გავიგოთ ის. ეს ელემენტარული ლოგიკის ერთერთი საფუძველია, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება აბსოლუტური ქაოსი იქნებოდა. 

მე არაფერ ახალს არ ვწერ. თქვენ ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ამ წესის გაიოლებულ ფორმულირებას: "დაე ბიბლიამ თავად განმარტოს თავისი თავი". ამ წესს წმინდა წერილების მიმართ იესო იყენებდა. მაგალითად, ნახეთ როგორი რეაქცია ჰქონდა მას, როდესაც ეშმაკმა წმინდა წერილის არაერთმნიშვნელოვანი ადგილის ციტირება გააკეთა, მისი დაბნევის მიზნით: 

მათე 4:5-7: ...ეშმაკმა ის წმინდა ქალაქში წაიყვანა, ტაძრის გალავანზე დააყენა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი, რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“». იესომ მიუგო: «ისიც დაწერილია: „არ გამოსცადო იეჰოვა, შენი ღმერთი“»...

იესოს არ დაუწყია წვრილმანებზე საუბარი, მაგრამ ნათელია, რომ ფსალმუნის 91:11-ს ის სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდა, და მას კანონის არაერთმნიშვნელოვანი მცნების შუქში ხედავდა. ასევე ნახეთ, რას იწვევდა ბიბლიურ დროში ასეთი კრიტერიუმის იგნორირება:

 იერემია 8:8-9: ...როგორ ამბობთ, ბრძენები ვართ და იეჰოვას კანონიაო ჩვენთან?! მწერალთა ცრუ კალამი აშკარა სიცრუეს წერს... ისინი იეჰოვას სიტყვას იარყოფენ და რაღა სიბრძნე აქვთ?! 
მათე 15:6: ...თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას... 
2 პეტრე 3:16: ...წერილში... ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც, წმინდა წერილების სხვა ადგილების მზგავსად, უმეცარნი და არამტკიცენი თავიანთ დასაღუპავად ამახინჯებენ. 

ის, რაც ბიბლიას ერთმნიშვნელოვნების კრიტერიუმით ჰყოფს რომ სწორი და აუცილებელია, იმ მეტაფორიდან ჩანს, რომელიც მოციქულმა პავლემ გამოიყენა. "ჩაეჭიდე ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს", - მოუწოდებდა მოციქული პავლე ტიმოთეს, მეორე წერილში, უფრო ადრე კი აღწერა, თუ რა სავალალო შედეგებს იწვევს ამ რჩევის იგნორირება. (2 ტიმოთე 1:13; 1 ტიმოთე 6:3,4)

სიტყვა hypotyposin, რომელიც თარგმინია როგორც "ნიმუში", სიტყვასიტყვით ნიშნავს ესკიზს, მონახაზს, გეგმას - სადაც მკვეთრადაა გამოკვეთილი ძირითადი სილუეტი ან კონტური და არა დამუშავებული დეტალები. ბიბლიის ზუსტად ის ადგილები, რომლებიც თავისი არაორაზროვნებით გამოირჩევიან, განხილული უნდა უქნენ როგორც ამომავალი წერტილები, როგორც ესკიზის ელემენტები, რომლებიც დარჩენილი მონაკვეთების არაერთმნიშვნელოვნებას ხსნიან.



________________________________________________________________

"ჩაეჭიდე ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს"
(2 ტიმოთე 1:13)
________________________________________________________________


ბიბლიის მონაკვეთების ერთნაირად, ერთმნიშვნელოვნებად და არაერთმნიშვნელოვნებად დაყოფის გარეშე განხილვის მცდელობა - შესაძლოა გვეჩვენებოდეს რომ ეს ბიბლიას იცავს - სინამდვილეში კი ეს მკითხველის საკუთარ წინასწარშექმნილ აზრებს იცავს და ფაქტიურად წმინდა წერილების მთელი მონაკვეთების უარყოფამდე მივყავართ. ეს კი მწვარე შუქია ცრურწმენებისთვის.

ამის საპირისპიროდ კი, მნიშვნელოვანი მუხლების კრებულის გამოყოფით, რომლის შუქშიც შემდეგ სხვა დანარჩენი მუხლების ახსნა ხდება - ბიბლიის მთლიანობას და ჰარმონიულობას ამტკიცებს. ჩვენთვის კარგი იქნება პერიოდულად თუ შევამოწმებთ, ხომ არ განგვივითარდა წმინდა წერილის თვითნებურად განმარტების ჩვევა, ჩვენი წინასწარშექმნილი აზრის სასარგებლოდ, თუმდაც ის სავსებით სწორი იყოს.

_____________________________________
* აქაც და ამის შემდგომაც სიტყვა წინასწარშექმნილი აზრი გამოყენებულია ნეგატიური შუქის გარეშე - იგულისხმება აზრი, რომელიც ავტორიტეტულ წყაროსტან შეხებამდე ჩამოყალიბდა.

** უბრალოებისათვის ამ სტატიაში მე ვიყენებ ორ უკიდურესობას - ერთმნიშვნელოვნება და არაერთმნიშვნელოვნება, თუმცა პრაქტიკაში ასრებობს მეტნაკლებად ერთმნიშვნელოვანი მონაკვეთები.


ასევე წაიკითხეთ სტატია "მოდი შევადაროთ ბიბლიური მუხლები ერთმანეთს" (w06 15/8 გვ. 12—15)

Комментариев нет:

Отправить комментарий