понедельник, 1 февраля 2016 г.

ვნებები სისხლის გარშემო. რას ამბობენ ისტორია, სპეციალისტები და ფაქტები?


   

  ამ საკითხს თუ ბიბლიური თვალსაზრისით განვიხილავთ, მაშინ იეჰოვას მოწმეებს სავსებით სერიოზული მიზეზი აქვთ იმისათვის, რომ მსგავსი პოზიცია ეკავოთ. ბიბლია არაერთხელ და საკმაოდ ერთმნიშვნელოვნად საუბრობს იმის შესახებ, რომ ღვთის მსახურები უნდა «მოერიდონ... სისხლს» (საქმეები 15:20,29; დაბადება 9:4; ლევიანები 7:26; 17:10; კანონი 12:16,23; 2 სამუელი 23:17). 

  ბიბლეისტი ადამ კლარკი ამასთან დაკავშირებით წერდა: «სისხლის საკვებად გამოყენება კანონით იკრძალებოდა, იმიტომ რომ ის იმ სისხლზე მიუთითებდა, რომელიც ქვეყნიერების ცოდვებისათვის დაიღვრებოდა; მის გამოყენებას კრძალავდა ასევე სახარებაც, იმიტომ რომ ის ყოველთვის ისე უნდა იყოს განხილული, როგორც შეხსენება იმ სისხლის შესახებ, რომელიც ცოდვების მისატევებლად იყო დაღვრილი».

 
მეცნიერი ჯოზეფ პრისტლი ასეთივე დასკვნას აკეთებს: «სისხლის გამოყენების აკრძალვა რომელიც ნოეს მიეცა, როგორც ჩანს, მთელი მისი შთამომავლობისთვისაა სავალდებულო... თუ მოციქულთა აკრძალვას ისე განვიხილავთ როგორც პირველი ქრისტიანების ჩვეულებას, რომელთა შესახებაც ძალიან ძნელია დავასკვნათ, რომ მათ არასწორად გაიგეს მისი არსი და საზღვრები, მაშინ არ შეიძლება არ დავასკვნათ, რომ ის აბსოლუტური და უვადო იყო, რადგან მრავალი ასწლეულის განმავლობაში არცერთი ქრისტიანი არ ჭამდა სისხლს».


  ისტორიული მონაცემები ადასტურებენ სისხლთან მიმართებაში ადრეული ქრისტიანების პოზიციასთან დაკავშირებულ ამ მტკიცებულებას. მაგალითად, ტერტულიანე წერდა: «სად არიან ისინი, რომლებიც, რადგან სურთ დაავადებებისაგან განკურნება, ხარბად სვავენ გლადიატორთა ბრძოლებისას არენაზე დახოცილი დამნაშავეების სისხლს?». წარმართებისაგან განსხვავებით, რომლებიც სისხლს საჭმელად იყენებდნენ, ქრისტიანები, ტერტულიანეს სიტყვების თანახმად, «ცხოველების სისხლსაც კი არ ჭამენ, …თავს შორს იჭერენ ყოველგვარი დამხრჩვალისა და მძორისაგან, რადგან არ სურთ მათ შიგნით არსებული სისხლით წაიბილწონ. და ბოლოს წამების იმ მეთოდებს შორის რომლებსაც თქვენ იყენებთ ქრისტიანების მიმართ არის ასევე ბოტულები [ძეხვი], რომლებიც სისხლითაა სავსე. თქვენ მშვენივრად იცით, რომ ქრისტიანებისათვის დაშვებული არაა ის, რისი დახმარებითაც თქვენ გინდათ მათი ქრისტიანობისაგან ჩამოცილება» (ტერტულიანე «აპოლოგია»).

  მინუციუს ფელიქსი თავის თანამედროვე ადამიანებზე, რომლებიც II საუკუნის რომში ცხოვრობდნენ, წერდა, რომ მათ «ისწავლეს ეპილეფსიის, ადამიანის სისხლით მკურნალობა», და ის ამ ქმედებას «დიდ ბოროტებას» უწოდებდა. ის ასევე ამატებს: «მათზე არანაკლებ დამნაშავეები არიან ასევე ისინიც, რომლებიც საჭმელად იყენებენ ცხოველებს, რომლებსაც არენებზე ადამიანის სისხლი მიესხათ ან ადამიანის ხორცით გაძღნენ. ხოლო რაც გვეხება ჩვენ, ჩვენთვის დაუშვებელია როგორც ადამიანთა მკვლელობების ყურება, ასევე მოსმენა ამის შესახებ; ადამიანის სისხლის დაღვრის კი ჩვენ ისე გვეშინია, რომ იმ ცხოველების სისხლისგანაც კი ვიკავებთ თავს, რომლებსაც საჭმელად ვიყენებთ. (მინუციუს ფელიქსი «ოქტავიანე»).

  ამ ყველაფრიდან კარგად ჩანს, რომ ადრეული ქრისტიანები დაუშვებლად მიიჩნევდნენ სისხლის გამოყენებას მძიმე დაავადებებისაგან განკურნების მიზნითაც კი! ამასთანავე, ქრისტეს მოწაფეები სისხლს არ ჭამდნენ მაშინაც კი, თუ მათ შიმშილით სიკვდილი ელოდათ! ისინი უფრო მზად იყვნენ საკუთარი სიცოცხლეები გაეღოთ, ვიდრე სხვისი სისხლი გამოეყენებინათ.

  კლიმენტი ალექსანდრიელი გადაჭრით განსჯიდა იმ წარმართებს, რომლებსაც მისაღებად მიაჩნდათ საკვების არქონის შემთხვევაში აქლემის სისხლის საკვებად გამოყენება. ასეთი ადამიანების შესახებ ის წერდა: «და თუ საკვები არ ჰყოფნით, ისინი მათ სისხლსაც კი არ ინდობენ, როგორც ამას ცოფიანი მგლები აკეთებენ. მაგრამ ეს ცხოველები, უფრო თავმდაბლები არიან, ვიდრე ბარბაროსები, არ იმახსოვრებენ უსამართლობას, რომელიც მათ გაუკეთეს, გაბედულად კვეთენ უდაბნოებს, თავისი ბატონები ზურგით გადაჰყავთ და თან კვებავენ მათ. დაე მოისპონ, ეს გამხეცებული აქლემების გადამრეკები, რომლებიც ამ ცხოველების სისხლს საკვებად იყენებენ!» (კლიმენტი ალექსანდრიელი «პედაგოგი», წიგნი მესამე).

  ამასთან დაკავშირებით სამაგალითოა კიდევ ერთი ისტორიული ამბავი, როდესაც იმპერატორმა იულიანე განდგომილმა ბრძანა, რომ გამონაკლისის გარეშე მთელი იმ საკბევისათვის კერპშენაწირის სისხლი ეპკურებინათ, რომელიც კონსტანტინოპოლის ბაზრებში იყიდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ იულიანე განდგომილის მიერ შეძულებული ქრისტიანები უბრალოდ შიმშილით უნდა დახოცილიყვნენ, რადგან, როგორც იმპერატორს ესმოდა, იმ საკვებს, რომელზეც წარმართული ღვთაებებისათვის შენაწირის სისხლი იყო ნაპკურები, ქრისტიანები არანაირი სახით არ გამოიყენებდნენ საკვებად. მაშინაც კი, თუ მათ შიმშილით სიკვდილი ელოდათ! თუმცაღა, უსამართლო იმპერატორის ბრძანება ქრისტიანების საშინაო მარაგზე და ხორბლისა და თაფლის მარაგებზე ვერ გავრცელდებოდა, რომლებიც მაშინ ძალიან ფართოდ გავრცელებულ საკვებს წარმოადგენდნენ და ამიტომ მათ საკმარისი რაოდენობით ინახავდნენ სახლებში. საეკლესიო ისტორიის თანახმად, ქრისტიანები ერთმანეთში ურევდნენ მოხარშულ ხორბალსა და თაფლს და ისე იყენებდნენ საკვებად, რაც მათ დაეხმარა, რომ შიმშილით არ დახოცვილიყვნენ და ამავდროულად არ უარეყოთ ქრისტიანული რწმენა სისხლის საკვებად გამოყენებით.


  ბოლოს და ბოლოს, იეჰოვას მოწმეები, უარს ამბობენ რა საკუთარ ორგანიზმში სისხლის გადასხმაზე, მიუხედავად ამისა, ისინი უარს არ ამბობენ მკურნალობის სხვა მეთოდებზე. და ამ საკითხში ისინი არ წარმოადგენენ რაიმე გამონაკლისს. სხვათა შორის, დღეს-დღეობით ამგვარად სულ უფრო და უფრო მეტი რაოდენობის ხალხი იქცევა, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ მკურნალობასა და შემდგომ ჯანმრთელობას. მაგალითად, აშშ-ში იმ პაციენტთა საერთო რიცვიდან, რომლებიც უსისხლო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ, იეჰოვას მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ ერთ მესამედზე ნაკლებს შეადგენენ.

  როგორც რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალი «რელიგია ი პრავო»-ს მთავარი რედაქტორი, ანატოლი პჩელინცევი აღნიშნავს, «ის, რომ [იეჰოვას მოწმეები] უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე, – ეს მათი უფლებაა. ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი ამბობს უარს ამ პროცედურაზე ეთიკური ან სამედიცინო მოსაზრებების გამო, რადგან სისხლის გადასხმას ხშირად ცუდი შედეგები მოსდევს. გარდა ამისა, 32 და 33 მუხლების შესაბამისად (რუსეთის ფედერაცისს კანონმდებლობის) მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საფუძვლების შესახებ, სისხლის გადასხმა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ოპერაცია, ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის ნებაყოფლობითი თანხმობის საფუძველზე. ეს ნებისმიერი პაციენტის სუვერენული უფლებაა, მიუხედავად მისი რელიგიური თუ სხვა შეხედულებებისა» ("ნეზავისიმაია გაზეტა", «მოაშორეთ მოწმეები», 5 აგვისტო 2009 წ.).

  ანატოლი პჩელინცევი სხვა ინტერვიუში კვლავ შეეხო ამ საკითხს, მან თქვა: «ეს მათი უფლებაა! კანონის თანახმად ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პაციენტის თანხმობით. სულ უბრალო აპენდიციტის (ბრმა ნაწლავი) ოპერაციისასაც კი, პაციენტს თანხმობის ფურცელზე აწერინებენ ხელს» (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ოტკრიტაია. დლია ვსეხ ი კაჟდოგო", «თუ არ იცი როგორ მოიქცე – კანონის თანახმად მოიქეცი», 21 თებერვალი 2010 წ.).

  მაშინ რათომ მუსირებენ იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგეები სისხლის გადასხმის საკითხით ასე ჯიუტად? იმიტომ ხომ არა, რომ მოწმეების პოზიცია საღ აზრსაა მოკლებული და გაუგებრობას ხვდება ჰემოტრანსფუზიის დარგში მომუშავე ექიმი-სპეციალისტების მხრიდან? ან იქნებ, იმიტომ, რომ ამის მიმეზი "სისხლიან მკურნალობაზე" უარის მთქმელ ქრისტიანთა მრავალრიცხოვანი სიკვდილიანობა გახდა?

  როგორც ჩანს, ამ და სხვა მსგავს შეკითხვებზე საუკეთესო პასუხები, თავად ჰემოტრანსფუზიის დარგში მოღვაწე სპეციალისტების პასუხები იქნება.

  «სისხლის გადასხმაზე უარის თქმა არ წარმოადგენს მათ მთავარ რელიგიურ სწავლებას, თანაც იეჰოვას მოწმეები უარს არ ამბობენ სამედიცინო დახმარების სხვა სახეობებზე. ისინი უარს ამბობენ მხოლოდ მთლიანი სისხლის, ერითროციტების, თრომბოციტების, ლეიკოციტების და პლაზმის გადასხმაზე, ასევე საკუთარი სისხლის გადასხმაზე, რომელიც სადმე ინახებოდა. მოწმეები ასეთ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით იღებენ. ეს სწავლება ბიბლიურ მუხლებზეა დაფუძნებული, რომლებიც ძველი და ახალი აღთქმებიდანაა აღებული, რომლებშიც საუბარია სისხლის ნებისმიერი სახით გამოყენების აკრძალვაზე, რადგან ის სიცოცხლეს ასიმბოლოებს. იეჰოვას მოწმეებს ეს მცნება ბუკვალურად ესმით — ისევე, როგორც, მაგალითად, მცნებები ცოლქმრული ორგულობის და მკვლელობის შესახებ. თუმცა ეს სწავლება კი გამოარჩევს იეჰოვას მოწმეებს სხვა რელიგიური ჯგუფებისაგან, მას არაფერი საერთო არ აქვს ქრისტიანულ მოწამეობასთან ან "სიკვდილის უფლების" მოთხოვნასთან. იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, რომ ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ. თუმცა სისხლის საკითხში მათი პოზიცია უკომპრომისოა, უმეტეს შემთხვევებში არსებობს შესაბამისი მეთოდები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ავადმყოფის სურვილებსა და სამედიცინო მაჩვენებლებს. როგორც უკვე ვთქვით, ამ პაციენტებისთვის მისაღებია ალტერნატივები. მათ სიაშია სისხლის დანაკარგის შემცირების ქირურგიული მეთოდები (მაგალითად, ელექტროკოაგულაციის, მიკროტალღური სკალპელების, არტერიული ემბოლიზაციის გამოყენება), ანეთეზიური მეთოდები, რომლებიც პაციენტის სისხლის შენარჩუებისკენაა მიმართული (მაგალითად, მართვადი ჰიპოტონია), სხვადასხვა სახის სისხლის შემცვლელები, ჰემოსტატური პრეპარატები (მაგალითად, დესმოპრესინი, ეპსილონ-ამინოკაპრონული მჟავა), ანემიაბთან ბრძოლის მეთოდები (მაგალითად, რკინის დექსტრანი, ფოლის მჟავა, ჰიპერბარიული ოქსიგენაცია)» (შ. ოზავა, პროგრამა "უსისხლო მედიცინა" კოორდინატორი,კლინიკა ინგლვუდის უსისხლო მედიცინის ცენტრი, ნიუ-ჯერსი, აშშ. სიმპოზიუმი «უსისხლო მედიცინა XXI საუკუნის ზღურბლზე — თანამედროვე შეხედულებები ჰემოტრანსფუზიურ თერაპიაზე», 19.04.1999 წ.).



   «სისხლის დასნებოვნებულობა. ეს საფრთხე წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება, თანაც თუ ადრე ძირითადად სისხლის ბაქტერიებითა და В ჰეპატიტის ვირუსით დასნებოვნებისა გვეშინოდა, დღეს უკვე ესაა აივ-ინფექცია, მეგალო ვირუსები, ჰეპატიტი С და სხვა ჰეპატიტები, რომელთათვისაც მალე ლათინური ანბანი საკმარისი აღარ იქნება. და ესაა არა სავარაუდო საფრთხეები, არამედ სრულიად რეალური დასნებოვნება... უბედურება კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ დონორები შეიძლება უკვე დასნებოვნებულები იყვნენ, როდესაც დიაგნოსტიკა ჯერ ვერ ადგენს ამას. და ამგვარი პერიოდი შეიძლება 2-3 თვე გაგრძელდეს! განა გასაკვირია, რომ დღეს ცივილიზებულ სამყაროში ჰემოტრანსფუზიაზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს უარს!» (ა.პ. ზილბერ, მედიცინის მეცნიერებათა დიქტორი, აკადემიკოსი).


  «უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ იეჰოვას მოწმეები სასარგებლონი გამოდგნენ მედიცინისათვის, რამდენადაც სისხლზე უარის თქმით მათ აჩვენეს, რომ სისხლის დანაკარგის საფრთხე კლინიკური შეფასებებისას გაზვიადებული იყო. სინამდვილეში აუტორეგულაციის მექანიზმების წყალობით ადამიანს სისხლის გაცილებით უფრო სერიოზული დანაკარგი შეუძლია გადაიტანოს, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა. მათაც აიძულეს ექიმები რომ გადაეხედათ ჰემოტრანსფუზიის ეფექტურობისათვის, აღძრეს ალტერნატიული მეთოდების ძიებისაკენ და, ბოლოს, ყურადღება გააძლიერეს პაციენტთა უფლებების მიმართ. ამგვარად, თუ ვოლტერის პერეფრაზირებას მოვახდენთ, რომელიც მან თავისი წერილის 22-ე მუხლში ჩაწერა — “ღმერთი რომ არ არსებულიყო, საჭირო იქნებოდა მისი მოგონება”, მე ასე ვიტყოდი — “იეჰოვას მოწმეებს რომ არ ეარსებათ, საჭირო იქნებოდა მათი მოგონება”, რათა ჩვენ სწრაფად მიგვეღო სწორი წარმოდგენა სისხლის დიდი დანაკარგისა და ჰემოტრანსფუზიის როლის შესახებ.
  […]
  ყელაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც დღეს ვხვდებით იეჰოვას მოწმეების მიმართ ექიმების დამოკიდებულებაში, იმაში მდგომარეობს, რომ ჰემოტრანსფუზიაზე უარის თქმაზე მათ უფლებას არა უბრალოდ არ ითვალისწინებენ, არამედ რეპრესიული ზომის სახით მათ საავადმყოფოებიდან წერენ, ისე რომ არ იყენებენ მკურნალობის არავითარ ალტერნატიულ მეთოდს. ხანდახან მიზეზი ექიმების არასაკმარის კვალიფიკაციაში იმალება, ზოგჯერ კი — იმაში, რომ ისინი შეურაცხყოფილნი არიან თავის საუკეთესო გრძნობებში, რადგან ვიღაც სამედიცინო საკითხებში გაუნათლებელი პაციენტი თავს პირობების კარნახის უფლებას აძლევს. ეს პრობლემის არსზე არასწორი წარმოდგენაა, იმიტომ რომ თითოეულ მოქალაქეს, მათი განათლების მიუხედავად, თანაბარი უფლებები აქვთ» (ა.პ. ზილბერი. სიმპოზიუმი «უსისხლო ქირურგია XXI საუკუნის მიჯნაზე — თანამედროვე შეხედულებები ჰემოტრანსფუზიურ თერაპიაზე», 19.04.1999 წ.).

  ჩვენთვის საინტერესო საკითხის ზუსტ განმარტებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვ. დ. სლეპუშკინი იძლევა.

  ის წერს:
  «მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის საფუძველზე აღვნიშნავ: იმის მტკიცებულება, რომ არის ისეთი სიტუაციები, როდესაც მხოლოდ სისხლის გადასხმამ შეიძლება ადამიანს  გადარჩენის შანსი მისცეს, როგორც მინიმუმ სადავოა და არ დასტურდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის მონაცემებით. როგორც РАН-ის და РАМН-ის აკადემიკოსმა, РАМН-ის ჰემატოგენური სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ა.ი. ვორობიოვმა აღნიშნა, ერთერთ კონფერენციაზე ეგრეთწოდებული უსისხლო მკურნალობის მეთოდების შესახებ, მას არ შეუძლია არცერთი შემთხვევის დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის არ გადასხმის გამო მომკვდარიყოს, სამაგიეროდ შეუძლია რიგი შემთხვევების დასახელება, როდესაც ავადმყოფი სისხლის გადასხმის შედეგად მოკვდა. იეჰოვას მოწმე - პაციენტების მკურნალობის გამოცდილების საფუძველზე - რუსეთის ჰემატოლოგიის ამ პატრიარქმა აღნიშნა, რომ სისხლის მიმოქცევის გაჩერების დროსაც კი, რომელიც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს, ექიმები პოულობენ ამ პრობლემიდან გამოსავალს იეჰოვას მოწმეების რელიგიური პოზიციის გათვალისწინებით. 
  […]
  ა.პ. ზილბერმა ასევე აღნიშნა, რომ მრავალი მედიცინის მუშაკი და მოსახლეობა «სისხლს ისევ ძველებურად პოეტური გაგებით აღიქვამენ, მას ისეთ საშუალებად თვლიან რომელიც აზროვნებაზე იდეოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს, რომელიც ყოველთვის ჯანსაღ აზრსა და რეალურობაზე ზევით იდგა». თუმცა «ნამდვილ გემორაგიულ შოკს (როგორც წესი, ზუსტად მის გარშემო წარმოიშვება ეს ჰემოტრანსფუზიური შოუ და ინფორმაციული ბუმი) უკვე დიდი ხანია რაც ჰემოტრანსფუზიით კი არ მკურნალობენ, არამედ სულ სხვა მეთოდებით, ხოლო ჰემოტრანსფუზია ასეთ სიტუაციაში მავნე უფროა, ვიდრე სასარგებლო!» [ ««სისხლნაკლებობა და ჰემოტრანსფუზია. უსისხლო ქირურგიის პრინციპები და მეთოდები». პეტროზავოდსკის უნივერსიტეტის გამომცემლობა, პეტროზავოდსკი, 1999. გვ. 9, 102, 103.
  […]
  არცთუ იშვიათად იეჰოვას მოწმეების კრიტიკოსებს ძალიან გაუბრალოებული და ტენდენციური შეხედულება აქვთ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებით მათ რელიგიურ შეხედულებებზე, რაც რეალურ სურათს ამახინჯებს. იეჰოვას მოწმეები პრაქტიკაში არ იყენებენ ეგრეთ წოდებულ «რწმენის მეშვეობით განკურნებას». ისინი ცდილობენ, საკუთარი, როგორც პაციენტის უფლებების რეალიზებით, ხარისხიანი სამედიცინო დახმარება მიიღონ და თანხმდებიან სამედიცინო ჩარევის მრავალრიცხოვან მეთოდებს, ორგანოების ტრანსპლანტაციის ჩათვლით, მხოლოდ ერთის გამოკლებით — დონორული სისხლის ან მისი ოთხი ძირითადი კომპონენტის გადასხმისა (ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები და პლაზმა). ამავდროულად მათი უმრავლესობა თანხმობას აცხადებს საკუთარი სისხლის რეინფუზიაზე (სისხლის უკან დაბრუნება), თუ ის სადმე ცალკე არ იყო შენახული, არამედ მათ ორგანიზმში რჩებოდა ან დახურულ კონტურში ცირკულირებდა სპეციალური სამედიცინო აპარატურის მეშვეობით, რაც მათ უფლებას აძლევს ეს განიხილონ, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემის გაგრძელება. ზოგიერთი იეჰოვას მოწმე კი, ხელმძრვანელობს რა საკუთარი სინდისით, სისხლის მცირე ფრაქციების გადასხმაზეც კი თანხმდება (შედედების ფაქტორები, ალბუმინი, იმუნოგლობულინი და სხვა მსგავსი.).
  […]
  იეჰოვას მოწმეებს არ სურთ ბიბლიით განსწავლული საკუთარი სინდისისა და ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ,რომელთან ურთიერთობასაც ისინი ძალიან უფრთხილდებიან. მათთვის მთავარი — ღვთის თვალსაზრისია და არა ადამიანების. ამიტომ ისინი უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, რომლის შენარჩუნებასაც ისინი იმ გზებით ცდილობენ, რომლებიც არ არღვევენ მათ პირად ურთიერთობას ღმერთთან. 
  წარმოადგენს თუ არა მათი პოზიცია დაუსაბუთებელს? არა. აკადემიკოსმა ა.ი. ვორობიოვმა ჯერ კიდევ 1999 წელს სამართლიანად აღნიშნა: იეჰოვას მოწმეების პოზიციას, რომლებიც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევაზე თანხმდებიან, მათ შორის, დონორთა სისხლისა და მისი ძირითადი ოთხი კომპონენტის ნაცვლად, ალბუმინის, VIII ფაქტორის, შედედების სტიმულატორების, სისხლის შემცვლელების, უშუალოდ ოპერაციისას სისხლის რეინფუზიის გამოყენებაზე, ვერ აღიქმება როგორც სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა და ეს პოზიცია საერთოდ არ ეწინააღმდეგება თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს. მითუმეტეს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, აბსოლუტურად უსაფრთხო სისხლის გადასხმა, უბრალოდ არ არსებობს, მიუხედავად ყველა იმ ძალისხმევისა, როგორებიცაა: დონორთა და სისხლის კომპონენტების ტესტირება, საორგანიზაციო ზომები და მედპერსონალის ტრეინინგები. იმის საჩვენებლად თუ რამდენად სახიფათოა მკურნალობის ეს მეთოდი, აკადემიკოსმა ა.ი. ვორობიოვმა 2002 წელს განაცხადა: «ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა სისხლის გადასხმის შედეგად მიღებული ჰეპატიტებით, შიდსითა და სხვა გართულებებით. ამით გამოირიცხება სისხლის გადასხმის ვირუსული საშიშროება? ამ მხრივ არაფერია ნათელი».
   და საერთოდ, ბოლოს და ბოლოს, «საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» მე-2 თავის, 6-9 მუხლების თანახმად, ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია პაციენტის ზეპირი ან წერილობითი თანხმობის გარეშე, რომელსაც უფლება აქვს უარი თქვას სამედიცინო მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდზე. იმიტომ რომ პაციენტს უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს, რისი გაკეთება შეუძლიათ ექიმებს მისთვის და მისი ორგანიზმისთვის და რისი გაკეთება არ შეუძლიათ. და დღეს სამედიცინო პრაქტიკაში არ წარმოადგენს იშვიათობას, როდესაც სხვადასხვა პაციენტები (არა-იეჰოვას მოწმეები) ოპერაციის წინ უარს აცხადებენ რეანიმაციული ღონისძიებებისაგან, ან ავადმყოფები, ონკოლოგიური დაავადებებით, უარს აცხადებენ ქიმიოთერაპიაზე, იმიტომ რომ არ სურთ იმ ნეგატიური შედეგების ზიდვა, რაც შეიძლება ასეთი სახის სამედიცინო ჩარევას მოჰყვეს. დასავლეთის ქვეყნების სამედიცინო კანონმდებლობაში ამასთან დაკავშირებით გამოიყენება ისეთი გაგება, როგორიცაა "სიცოცხლის ხარისხი". "ჩემს პირად პრაქტიკაში ასევე იყო, 6 არა-იეჰოვას მოწმე პაციენტის მკურნალობის შემთხვევა, რომელთაც ასევე ჰქონდათ ტრამვული და გემორაგიული შოკი, რომელთა მიმართაც ასევე არ მომხდარა სისხლის გადასხმა ტექნიკური მოსაზრებებით ან მათი ინფორმირებული უარის გამო" ამ შემთხვევებში წარმატებით იქნა გამოყენებული სისხლის შემცვლელები და პერფთორანი.
  […]
  გარდა ამისა, ისინი ვინც გადაუდებელ ქირურგიაში, ტრამვატოლოგიაში, რეანიმატოლოგიაში მუშაობს, განსაკუთრებით თანამედროვე ცხოვრების რეალიებში, მშვენივრად იციან, რომ მძიმე ავადმყოფების მიღების შემდეგ, უახლოესი საათების განმავლობაში, ჩვეულებრივ კლინიკებში სისხლის მარაგი არ არის. და მე არ მინახია არცერთი ავადმყოფი, რომელიც იმის გამო მოკვდა, რომ მას პირველივე საათებში არ გადაუსხეს სისხლი. მით უმეტეს რომ დონორის სისხლს ძალის ძალად თუ შეგვიძლია ვუწოდოთ ჟანგბადგადამტანი, იმიტომ რომ შენახვისას ერითროციტების ფერმენტული სისტემა იმდენად ირღვევა, რომ მასში არსებულ ჰემოგლობინს პრაქტიკულად აღარ ძალუძს ჟანგბადთან შეერთება და მისი გადატანა. ასეთი სახით, იდეა ძველ ტრადიციებზეა მიბმული, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შირმას ვქმნით ჰემოგლობინის კონცენტრაციის ზრდის სახით, მაშინ როდესაც თვითონ სცენა შიშველი რჩება. დონორის სისხლის გადასხმა, ა.ი. ვორობიოვის სიტყვების თანახმად, ახდენს კაპილარული სისტემის გადაკეტვას-ჩახერგვას, განსაკუთრებით – ფილტვის ქსოვილის. ფილტვები, მისი შედარების თანახმად, «ერითროციტარულ ჭაობად» იქცევა.
  მაშინ რატომღა წარმოიშობა, იეჰოვას მოწმეების მკურნალობის ზოგიერთ შემთხვევაში, კონფლიქტები? თუ რელიგიური განსხვავებული აზრისადმი შეუწყნარებლობას ან ექიმის შეცდომის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას გვერდზე გადავდებთ, რასაც ასევე ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ შეგვიძლია ავღნიშნოთ შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოებები.
  ტრადიციული დონორის სისხლის გადასხმა ექიმისთვის უფრო ჩვეული და მოხერხებულია, ხოლო ალტერნატივების გამოყენება უფრო დიდ ყურადღებას მოითხოვს პაციენტის მიმართ. მითუმეტეს, რომ დონორის სისხლისა და მისი ოთხი კომპონენტის გადასხმას თან ახლავს მრავალი ხიფათი, რომლებმაც შეიძლება პაციენტის სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერის შემდეგ იჩინონ თავი. საკმარისია გავიხსენოთ სიუჟეტები ტელეარხ ОРТ-ზე და მასმედიის სხვა საშუალებებში სისხლის დამზადების, შენახვისა და დონორული სისხლის გამოყენების პრობლემატიკის შესახებ. 
  სხვა ფაქტორს ის წარმოადგენს, რაზეც ა.პ. ზილბერმა მიუთითა: «კონფლიქტების მთავარ მიზეზს არ წარმოადგენს თვითონ იეჰოვას მოწმეების რელიგიური დოგმები. უბრალოდ ისინი სხვა პაციენტებთან შედარებით უფრო ჩახედულები არიან არა მარტო ჰემოტრანსფუზიის პრობლემებში, არამედ ასევე პაციენტთა უფლებებშიც». ამ შემთხვევაში საუბარია, ექიმისა და პაციენტის, ძველ «პატერნალისტურ» მოდელზე, როდესაც ექიმი პაციენტისთვის თავისებურ «ღმერთს» წარმოადგენს, რომლის აზრიც განხილვას არ ექვემდებარება, ხოლო ყველა მისი მითითება კი უსიტყვოდ უნდა იქნეს შესრულებული, და ახალ მოდელზე, როდესაც ექიმმა უნდა მოახდინოს პაციენტის ინფორმირება, ხოლო მას შეუძლია გააკეთოს თავისი არჩევანი, რომელიც შეიძლება არ დაემთხვეს ექიმის არჩევანს, მაგრამ რომელიც ვალდებულია დააფასოს ეს არჩევანი და მკურნალობის სხვა მეთოდები გამოიყენოს. ზუსტად ეს მოდელია ჩადებული საქართველოს რესპუბლიკის კანონში მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. მაგრამ რუსეთში, როგორც ცნობილია, არსებობს სამართლებრივი ნიჰილიზმი, რაც გამოხმაურებას ექიმებს შორისაც პოულობს. ამიტომ როდესაც იეჰოვას მოწმეები თავისი უფლებების პრაქტიკაში რეალიზებას ცდილობენ, ეს ყველას როდი მოსწონს. თუმცა ობიექტურად, მათი ასეთი საქციელი, სასარგებლოა როგორც სამედიცინო საზოგადოებისთვისა და ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ყველა მოქალაქისათვის.
  […]
  და ბოლოს. მე მიმაჩნია, რომ ექიმების საქმე არაა სუფთა რელიგიურ სფეროში და ადამიანების პირად შეხედულებებში ჩარევა. ისინი ისე უნდა მივიღოთ როგორებიც არიან და პატივისცემით მოვებყროთ ადამიანის პიროვნებასა და მის ფასეულობებს, იმით რომ გამოვიყენებთ საკუთარ პროფესიონალურ შესაძლებლობებს, რათა აღმოვუჩინოთ კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება ადამიანთა ყველა კატეგორიას, რომელთაც თვითგანსაზღვრისა და სამედიცინო მკურნალობის სახეობის არჩევის კანონიერი უფლება აქვთ.» (ვ. დ. სლეპუშკინი, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე; ბესლანის პრავობერეგის მუნიციპალური რაიონული კლინიკური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების გამგე; ბესლანის ტერაქტის დროს სამედიცინო შტაბის ერთერთი ხელმძღვანელი; სამედიცინო კატასტროფების სპეციალისტი, მოცემულ პრობლემაზე მონოგრაფის ავტორი.
(«იეჰოვას მოწმეები და სისხლის გადასხმა», ჟურნალი «რელიგია ი პრავო», 2004, № 2).





«სამწუხაროდ... მე სისხლის გადასხმით გამოწვეული სიკვდილი უფრო ბევრი მინახავს, ვიდრე სისხლის არ გადასხმით გამოწვეული სიკვდილი... ვფიქრობ, რომ ახალი ათასწლეულის ქირურგია – ეს იქნება სისხლის დაზოგვის ქირურგია. [...] მე ჩემს კლინიკაში მყავდა პაციენტები – იეჰოვას მოწმეები, და მე ძალიან კორექტულად და დიდი პატივისცემით ვებყრობი მათ შეხედულებებს, ისევე როგორც დიდი პატივისცემით ვებყრობი საერთოდ ადამიანის უფლებებს... მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ასეთი შეხედულებების [ნეგატიური] შეფასებებისა... სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით, ჩემი შეხედულებები მათ შეხედულებებს ემთხვევა, რომლებიც მე გამომიმუშავდა... პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების გამოცდილების საფუძველზე ნახევარი საუკუნის განმავლობაში» (РАМН-ის აკადემიკოსი კალნბერზი ვიქტორ კონსტანტინეს-ძე, მრავალი ქვეყნის ტრავმატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი).




 «ჩემთვის ცნობილი არ არის მონაცემები იმის შესახებ, რომ რომელიმე იეჰოვას მოწმე იმის გამო დაიღუპა, რომ სისხლის გადასხმაზე თქვა უარი» (ვიქტორ ეფემი-ძე კაგანი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰსიქიატრი ).



  ვფიქრობ, წაკითხულთან დაკავშირებით კომენტარები ზედმეტია. ჰემოტრანსფუზიის სფეროში გამოჩენილი სპეციალისტების ობიექტური დასკვნების კითხვისას, ძნელია არ მიხვიდე დასკვნამდე, რომ იეჰოვას მოწმეების "სისხლის გადასხმასთან დაკავშირებულ დანაშაულობების" გარშემო ატეხილი ხმაური, მათი რელიგიური მოწინააღმდეგეების, მიკერძოებული ჩინოვნიკებისა და ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ექიმის სინდისზე რჩება, რომელთაც დაივიწყეს საკუთარი პირადი ვალდებულების შესახებ, რომ პაციენტს დახმარება მის სინდისთან შეთანხმებით უნდა გაუწიონ. იმავე "ოპერიდანაა" ასევე სენსაციური განცხადებები თითქოსდა «იმ ათასობით იეჰოვას მოწმის სიკვდილზე, რომლებმაც უარი თქვეს სისხლის გადასხმაზე». РАН-ისა და РАМН-ის ცნობილმა აკადემიკოსმა, РАМН-ის ჰემატოლოგიური სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ა.ი. ვორობიოვმა, რომელსაც მრავალჯერ ჰქონია საქმე იეჰოვას მოწმე-პაციენტებთან და მათ პოზიციასთან უსისხლო მეთოდებით მკურნალობასთან დაკავშირებით, როგორც უკვე ნათქვამი იყო, საჯაროდ აღნიშნა, რომ არ იცის არცერთი შემთხვევის შესახებ (!), როდესაც ავადმყოფი უშუალოდ სისხლის გადაუსხმელობის გამო მომკვდარიყოს, სამაგიეროდ მას შეუძლია დაასახელოს მთელი რიგი შემთხვევებისა, როდესაც ავადმყოფი უშუალოდ სისხლის გადასხმის გამო მოკვდა.

  გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს ზოგიერთი ექიმის არსებითად უხეშ საქციელზე, რომლებიც, როგორც მასმედიაში მათ მიერვე გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, იმის მაგივრად, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ ავადმყოფისათვის მისაღები სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რომელიც უარს აცხადებს სისხლის გადასხმაზე, საოპერაციოს მაგივრად პროკურატურებსა და სასამართლოებში მიდიან, რითაც უძვირფასეს დროს კარგავენ. და რატომ არ მიდიან საოპერაციოში? პროფესორი ვ.დ. სლეპუშკინის სიტყვების თანახმად, იმიტომ, რომ «ექიმისთვის ტრადიციული დონორული სისხლის გადასხმით მკურნალობა უფრო ადვილი ან მოსახერხებელია, ალტერნატივების გამოყენება კი პაციენტის მიმართ მეტ ყურადღებას მოითხოვს», ასევე იმიტომ, რომ სისხლის გადასხმის მეთოდის გამოყენებისას ექიმისთვის უფრო იოლია პასუხისმგებლობისაგან თავის დაზღვევა ამგვარი მეთოდის გამოყენების შემდგომ წარმოშობილი სირთულეებისას, რომლებიც «შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდნენ, როდესაც პაციენტი სამკურნალო დაწესებულებიდან გაეწერება».

  და, გარდა ამისა, მოწინააღმდეგეები აშკარად არაპატიოსნად იქცევიან, როდესაც იმ ლეტალურ შემთხვევებს, რომლებიც იეჰოვას მოწმეებთან არიან კავშირში, ისე წარმოგვიდგენენ როგორც სისხლის არ გადასხმისაგან გამოწვეულ შედეგებს და არა როგორც მიღებული ტრავმის სირთულისაგან ან პაციენტის დაავადების უიმედო სტადიისაგან გამოწვეულს. რა თქმა უნდა, რა საჭიროა ლეტალური შედეგების რეალურ მიზეზებზე საუბარი, როდესაც შესაძლებელია, მნიშვნელოვანი დეტალების წარმატებით გამოტოვებით, მხოლოდ ისინი დატოვო, რომლებიც უცხო ადამიანს "საჭირო" წარმოდგენას შეუქმნის მომხდარზე? მაგალითად, ერთ-ერთ მორიგ საგაზეთო სტატიაში ხმამაღალი სათაურით, რომელიც იეჰოვას მოწმეებს ბრალს სდებმა ერთ-ერთი თანამორწმუნის სიკვდილში, რომელმაც უარი თქვა სისხლის გადასხმაზე და მთლიანად იმაზე იყო მიძღვნილი, თუ როგორი ცუდები არიან ამის გამო მოწმეები, მხოლოდ და მხოლოდ სულ ბოლოში იყო ძალიან მოკლედ მოყვანილი ექიმის აღიარება, რომ ავადმყოფის მდგომარეობა მისი საავადმყოფოში მოთავსების მომენტში იმდენად მძიმე იყო, რომ არავითარი იმედი არ არსებობდა მისი გამოჯანმრთელებისა. შესაბამისად, ვერც სისხლის გადასხმა, ვერც მკურნალობის უსისხლო მეთოდები და ვერც ვერავითარი სხვა მეთოდი ვერ დაეხმარებოდა უკვე ავადმყოფს. მაგრამ განა ეს აინტერესებთ კრიტიკოსებს, მაშინ როდესაც შანსი ეძლევათ, რომ სხვისი ჭირი იეჰოვას მოწმეების დისკრედიტაციისათვის გამოიყენონ? თუნდაც სიცრუის ხარჯზე…


მეტი ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც სისხლის გადასხმასთანაა დაკავშირებული, იხილეთ საიტზე "Никакой крови!"    jw-noblood.ucoz.ru

იხილეთ ასევე სტატია o-religii.ru/blog.php?id=9







ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий