среда, 3 февраля 2016 г.

ყოვლისშემძლეობის პარადოქსი

ყოვლისშემძლეობის პარადოქსი - ესაა პარადოქსი, რომელიც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეუძლია ყოვლისშემძლე ღმერთს, მაგალითად, შეუძლია თუ არა ღმერთს ისეთი ქვა შექმნას, რომელსაც თვითონაც კი ვერ ასწევს?
ამ დღეებში ერთმა ჩემმა ნაცნობმა ქალბატონმა გამიზიარა, რომ მას ისეთი შეკითხვა დაუსვეს, რომელზე პასუხიც მან ვერ გასცა. შეკითხვა კი ბავშვური იყო:
"შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს ისეთი ქვა შექმნას, რომელსაც თვითონაც კი ვერ ასწევს?"
парадокс всемогущества

გასაგებია, რომ ეს შეკითხვა საძირკველშივე არაკორექტულია. მაგრამ მრავალი "ჭკვიანი" ათეისტი ცდილობს ასეთი შეკითხვებით მორწმუნე ადამიანების ჩიხში შეყვანას და, უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად ეს მათ გამოსდით. იმისათვის, რომ ასეთი რამ პირადად თქვენც არ დაგემართოთ, მოდი ვიფიქროთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ დიალექტიკურ თავსატეხს.

ყოვლისშემძლეობის პარადოქსი ანუ ქვა ღვთისათვის.



მაშ ასე, შეკითხვაზე: "შეუძლია თუ არა ყოვლისშემძლე ღმერთს ისეთი ქვა შექმნას, რომელსაც თვითონაც კი ვერ ასწევს?" ამგვარად ვპასუხობთ:
- და სად უნდა შექმნას მან ეს ქვა, კოსმოსში თუ დედამიწაზე?
ეს ძალიან კარგი შეკითხვაა, რომელიც მაშინვე საქმეში ჩართავს თანამოსაუბრის გონებრივ შესაძლებლობებს.
დავუშვათ გვეუბნება, რომ კოსმოსში. მაშინ შეგვიძლია მას შევახსენოთ, რომ უწონადობის პირობებში ნებისმიერი ობიექტის წონა, ძალიან დიდისაც კი, ნულის ტოლი იქნება. ამავდროულად, ამგვარ პირობებში არ იარსებებს საყრდენი წერტილი, რათა ეს ქვა "აწეული" იქნას.
ხოლო თუ ის გვეტყვის, რომ ეს ქვა დედამიწის საზღვრებში უნდა შექმნას, აქ უკვე შეზღუდვები არსებობს. თუ ქვა თავად დედამიწაზე დიდი იქნება, მაშინ უკვე დედამიწა კი არ მიიზიდავს ქვას, არამედ პირიქით, ქვა მიიზიდავს დედამიწას.
куриный бог камень
მოკლედ, როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში ექსპერიმენტისათვის საჭირო პირობები არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შესრულება შეუძლებელია და შეკითხვა არაკორექტული და უსაფუძვლოა კლასიკური ფიზიკის თვალსაზრისით.
საერთოდ კი, პარადოქსული შეკითხვების დასმა ყოველთვის მომგებიანია, იმიტომ რომ მოპასუხე ვერასოდეს ვერ უპასუხებს მას პირდაპირ და აუცილებლად არამომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება. ზუსტად ამაზე აქვთ გათვლა მათ, ვინც ამ შეკითხვას სვავენ. მაგრამ როგორც ძველ ანდაზაშია ნათქვამი: "თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო!"
პარადოქსზე პარადოქსითვე რატომ არ გვეპასუხა?




"რატომაა ის, რაც შემთხვევით გაჩნდა, იმაზე გაცილებით რთული, რისი შექმნაც დღეს გონებას შეუძლია?"

ეს რით არაა ყოვლისშემძლეობის პარადოქსი?



ათეისტებთან საუბრისას ყოველთვის ერთ კანონზომიერებას ვხედავ: იმის დანახვის სურვილს, რაც არ არსებობს, და იმაზე თვალის დახუჭვას, რაც აშკარაა.
თანაც ხშირად ადამიანს ეს გაუაზრებლად გამოსდის, უბრალოდ მას პირადმა გამოცდილებამ და სხვა ადამიანების შეზღუდულმა მსჯელობამ ასწავლა ასე.
ერთ-ერთ არამორწმუნე ადამიანთან საუბრისას მე შევამჩნიე სამი ფაქტორი, რომლებიც ყველაზე ხშირად აქცევენ ადამიანს ერთგულ ათეისტად.
ეს ადამიანი მიყვებოდა, რომ ბავშვობიდანვე მართლმადიდებელი მღვდლის მეზობლად ცხოვრობდა და მისი ყოფის ყველა "წვრილმანს" ხედავდა. ამან ძალიან იმოქმედა მის მგრძნობიარე ბავშვურ გონებაზე და მას შემდეგ ის ყველაფერ რელიგიურში მხოლოდ თვალთმაქცობასა და ტყუილს ხედავს.
შემდგომ ის სკოლაში შევიდა, სადაც მას მეოთხე კლასიდან აჩვენებდნენ ბანჯგვლიან, ორ ფეხზე მავალ მაიმუნებსა და მათ თავის ქალებს. შემდგომ ინსტიტუტში მას მარქსისტულ-ლენინისტური მატერიალიტური ფილოსოფიითა და ბაბუა დარვინის ფსევდომეცნიერებით "უტენიდნენ" თავს, მოკლედ ყველა იმ იდეებით, რომლებიც მას ესაჭიროებოდა სახეობათა შორის ბრძოლაში საკუთარი როლის გასაგებად.
შემდეგ მან ბიბლიური კრიტიკისადმი მიძღვნილი რამოდენიმე წიგნი წაიკითხა, სადაც ზედაპირულად, სატირულ-იუმორისტული ფორმით განიხილება ბიბლიური ტექსტი. და ამის შემდეგ მან თუ კიდეც დაიწყო ბიბლიის კითხვა, მისი გონება ყველაფერს იმ შაბლონების მეშვეობით უყურებდა, რომლებიც მის აზროვნებაში ამ მრავალწლიანმა პროპაგანდამ ჩამოაყალიბა. და ამის შემდეგ ის ყველა მოეწმუნეს გონიერ მაიმუნებად მიიჩნევს, რომლებიც ევოლუციის იმავე ტოტზე კი ზიან, რომელზეც თავად ზის, მაგრამ გაცილებით უფრო ქვემოთ. ამიტომ ის საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ მორწმუნე ადამიანებს ზემოდან უყუროს და საჭიროების შემთხვევაში პანჩურიც კი უთავაზოს, თუ ფეხით არა, სიტყვით მაინც. არაფერი პირადი, უბრალოდ გადარჩენისათვის ბრძოლაა......
მაგრამ ასეთი ჭკვიანი "მაიმუნის" გამოფხიზლება ერთი უბრალო შეკითხვით შეიძლება:
- და პირადად თქვენ რა გარწმუნებთ იმაში, რომ ღმერთი არ არსებობს?
არ დაიჯერებთ, მაგრამ მე ყოველთვის ერთ პასუხს ვიღებ: "მე ის არ მინახია!" ეს სულელური პასუხია, რადგან ყოველივე იმის, რაც სამყაროში არსებობს, 99,9999999999 %-ს ჩვენ ვერ ვხედავთ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ.
камень куриный бог купитьჩემი დაკვირვებით, მთელი ათეისტური პროპაგანდა სამ მცდარ საფუძველზეა აგებული:




1. ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ დედამიწაზე მისი წარმოადგენლები ცუდი და სულელი ადამიანები არიან.
2. ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ სიცოცხლე შემთხვევით გაჩნდა.
3. ღმერთი არ არსებობს, იმიტომ რომ  ბიბლია დაუჯერებელია.
მაშინაც კი ეს ყველაფერი რომ ასე ყოფილიყო, ეს ვერანაირად ვერ იქნებოდა იმის მტკიცებულება, რომ ღმერთი არ არსებობს. ღმერთი, დედამიწაზე სიცოცხლის, ბიბლიისა და ყველა რელიგიის შექმნამდე, მილიარდობით წლებით უფრო ადრე არსებობდა.
წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც გეუნებათ, რომ რომელიღაც ადამიანი ამ სამი მიზეზის გამო არ არსებობს:




1. ამ ადამიანის ყველა მეგობარი ცუდი და სულელი ადამიანები არიან.
2. ეს ადამიანი რაღაცის შექმნაში არ მონაწილეობდა.
3. ამ ადამიანის შესახებ წიგნი დაუჯერებელია.
საფუძვლიანი არგუმენტებია? რა თქმა უნდა, არა. ალბათ უფრო აბსურდული. და ასევე მდგომარეობს საქმე ყველა მათ არგუმენტებთან მიმართებაში, თუ შედარებით ღრმად ამოვთხრით.
ათეისტები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარ თავსა და სხვებს დაუმტკიცონ, რომ ღმერთი არ არსებობს, უეჭველად მარცხისათვის არიან განწირულნი, რადგან ჩვენს სამყაროში მრავალი ისეთი რამ არსებობს, რაც ადამიანის თვალისა და გაგებისათვის მიუწვდომელია. და მათ ყველაფერი ზუსტად ისე გამოსდით, როგორც იმ ძველ ანეკდოტშია, ჭიანჭველა რომ მიცოცავს სპილოს ზურგზე და გაბრაზებული ყვირის: "სად არის აბა სპილო? დამანახეთ ერთი სად არის!"
камень для бога
ათეისტებმა ისეთი ქვა შექმნეს, რომლის არა თუ აწევა, ადგილიდან დაძვრაც კი არ შეუძლიათ. არადა მათივე ევოლუციის თეორემას თუ დავუჯერებთ, "შრომამ აქცია მაიმუნი ადამიანად".
ასე რომ დაე ეწვალონ, ეცადონ საკუთარი ქვის აწევა, იქნებ დროთა განმავლობაში ცოტა ჭკვიანები გახდნენ?





ჩვენ კი ღმერთმა იუმორის გრძნობა მოგვცა, იმისათვის, რომ გვერდზე დავდგეთ, კეთილი ღიმილით ვუყუროთ მათ ტანჯვა-წვალებას და მათი გონებრივი ევოლუციის შედეგებს დაველოდოთ.....

Комментариев нет:

Отправить комментарий