понедельник, 8 февраля 2016 г.

რწმენის საძირკველი

თარგმნილია: www.teonote.ru


წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დიდი, ორსართულიანი სახლის აშენება გადაწყვიტეთ, ავტოფარეხითა და ვერანდით. მას შემდეგ რაც საკუთარ ფანტაზიაში თქვენი სახლი დახატეთ და საკმარისი თანხა მოაგროვეთ, თქვენ შესაბამის ორგანოში მიხვედით და მიწის ნაკვეთი იყიდეთ. უახლოეს შაბათ-კვირას თქვენ თქვენი საკუთრების დასათვალიერებლად წახვედით და განცვიფრებულმა აღმოაჩინეთ, რომ თქვენი მიწის ნაკვეთზე საძირკველი უკვე აშენებულია! დიდი ხნის წინ, ალბათ ასეულობით წლის წინ, აქ სახლი იდგა, მაგრამ გავიდა საუკუნეები, სახლი დაინგრა, ხოლო საძირკველი ისევ დგას.
фундамент веры
და ამ დროს თქვენ დილემის წინაშე დგებით: ამ ძველ საძირკველზე ააშენოთ, თუ ბოლომდე დაანგრიოთ ის და ახალი, თქვენი საძირკველი ჩაასხათ? პირველი ვარიანტის განხორციელება გაცილებით ადვილია, მაგრამ არსებობს ორი "მაგრამ":
  1. ძველ საძირკველს, რომელიც გარედან მაგარი ჩანს, შეიძლება თვალისათვის უხილავი დეფექტები ჰქონდეს მისი სიძველიდან და უცნობი ავტორისაგან გამომდინარე.
  2. ასევე, ძველი საძირკველი თქვენ ჩარჩოში გაქცევთ. თქვენ ვერ შეძლებთ, რომ თქვენი სახლი ცოტა ფართე ან ცოტა ვიწრო ააშენოთ, თქვენ ზუსტად უნდა დაიცვათ პირველი სახლის ზომები.
თქვენ როგორ მოიქცეოდით? ზარმაცი ადამიანი მოერიდებოდა ბევრი ოფლის ღვრას და საკუთარ ფარდულს ძველ, «დროისაგან გამოცდილ» საძირკველზე ააშენებდა. მაგრამ ნებისმიერი ნორმალური მეპატრონე არ გასწევდა ამხელა რისკს, და ის სახლიც, რომლის აშენებაც მას უნდა, ალბათ არ ჯდება ძველი საძირკვლის ზომებში.
საინტერესოა, მაგრამ როდესაც საქმე რელიგიის არჩევას ეხება, მაშინ უმეტესობა ზუსტად პირველ ვარიანტს ირჩევს. ადამიანი უკვე მზა რწმენის საძირკველს ხედავს საეკლესიო დოგმატებისა და ტრადიციების სახით, ისეთების როგორებიცაა სწავლება სამების შესახებ, დოგმატი სულის უკვდავების შესახებ, სამოთხის და ჯოჯოხეთის შესახებ და ასე შემდეგ. და მას არც კი სურს რწმენის ამ საძირკვლის სიმყარის შემოწმება, თუნდაც უბრალოდ მასზე ხტუნვით ან იმით დაინტერესებით, თუ საიდან გაჩნდა ის აქ და რამდენი ხნის წინ. ის კი, ვინც მაინც წყვეტს ამის გაკეთებას, მაშინვე ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება. მაშინვე უამრავი ადამიანი ესევა, ხელებს უჭერს მას და ყვირის:
- როგორ გაბედე რწმენის ამ საძირკვლის დანგრევა, ეს ხომ ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა, არქიტექტურული შედევრია, რომელსაც სახელმწიფო იცავს! თუ მასზე აშენება გინდა — ააშენე, დანგრევა კი არ გაბედო!
Развалины храма
არც ამ საძირკვლის საზღვრებს იქეთ გაცილება შეუძლია ადამიანს, იმიტომ რომ მას მაშინვე ერეტიკოსად ან სექტანტად მონათლავენ. ხოდა ამიტომ ადამიანს ისევ ამ ძველ ნანგრევებზე უწევს შენება.
რატომ ვწერ ამის შესახებ? იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრჯერ დამდეს ბრალი იმაში, რომ ჩემი რწმენა მე ბოროტმა ამერიკელმა ბიძიებმა მომახვიეს, და მე, როგორც ზომბი, საკუთარი თავით არ ვფიქრობ, იმიტომ რომ მე, ისევე როგორც ჩემს თანამორწმუნეებს, საკუთარი აზრი არ გამაჩნია და ჩემს რწმენას უცხო საძირკველზე ვაგებ, სხვის ნებაზე ბრმა მორჩილებით.
მაგრამ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ზუსტადაც რომ «ტრადიციული» მორწმუნეები აგებენ საკუთარ რწმენას უცხო საძირკველზე, თანაც ამავდროულად არც კი ამოწმებენ თუ რამდენად მტკიცეა ის.
რა თქმა უნდა, თითოეულ მორწმუნეს რომელიც საკუთარ რწმენას აშენებს, უკვე გააჩნია ცოდნისა და რწმენის გარკვეული საძირკველი. ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯუნგლებში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი მათ ვერტმფრენიდან ბიბლია ჩამოუგდეს და მათ დამოუკიდებლად გამოიკვლიეს ის და საკუთარ რწმენამდე მივიდნენ, ჩვენს შორის უბრალოდ არ არსებობენ!  მაგრამ აი რა განსხვავებაა ჩემს თანამორწმუნეებსა და დანარჩენ უამრავ ადამიანებს შორის.
მიწის ნაკვეთისა და საძირკვლის შესახებ მაგალითი გავიხსენოთ. «ტრადიციული» მორწმუნეები მზა საძირკვლის მქონე მიწის ნაკვეთს იღებენ. შენ თუ ქართველი ხარ, მაშინ «მართლმადიდებლურ» საძირკველს იღებ, თუ თურქი ხარ, მაშინ «ისლამურ» საძირკველს იღებ და ასე შემდეგ. არჩევანი არ არსებობს, ადამიანი იმას იღებს, რასაც აძლევენ.
Священник на стройке
მაგრამ სხვა ადამიანები, როდესაც მიწის ასეთ ნაკვეთშ იღებენ, თამამად ანგრევენ ძველ საძირკველს, როდესაც იმაში რწმუნდებიან, რომ ის არ გამოდგება სახლის ასაშენებლად. ეს დიდ ძალას, მამაცობასა და ძლიერ რწმენას მოითხოვს, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ამად ღირს!
მე ყოველთვის გულს მიჩუყებდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ასეთ სიტყვებს მეუბნებოდნენ:
- რო შეგხედოს კაცმა, თითქოს, კარგი ბიჭი ჩანხარ, მაგრამ მაგ სექტაში როგორ ჩაგითრიეს, რაში გჭირდება ეს ყველაფერი?
არსებითად ისინი ამას ამბობენ: "შენზე კარგად ვიცი, რა გჭირდება!"
ასეთი «გამჭრიახი» ადამიანებისათვის მინდა მოვყვე, თუ როგორ მიდიან ადამიანები ჭეშმარიტ რწმენამდე, თუ როგორ ანგრევენ მორყეულ საძირკველს, რომელიც მათ მემკვიდრეობით «გადასცეს» და როგორ აშენებენ საკუთარ საძირკველს. და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ არავინ არავის არსად არ ითრევს, არამედ ალბათ უფრო პირიქით, მიზეზი იმისათვის რომ ყველაფერი "მოიშორო", საკმარისზე მეტია. და უმეტესობა ზუსტად ასე იქცევა. ეხლა კი თანმიმდევრობით მივყვეთ, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ეს ჩემი პირადი და მრავალი ჩემი მეგობრის გამოცდილებაა, რის გამოც ის მართლაც ფასეულია.
პირველი ეტაპი იმით იწყება, რომ ადამიანი ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეცნობა. ან მასთან სახლში მიდიან, ან ქუჩაში აჩერებენ, სამსახურში ესაუბრებიან ან უბრალოდ გაჩერებაზე პოულობს პუბლიკაციას - ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ადამიანი არჩევანის წინაშე დგება: საინტერესოა ეს მისთვის თუ არა? და უკვე პირველივე ეტაპზე შეუძლია ადამიანს, რომ საკუთარ თავს უთხრას: "არა, მე ეს არ მჭირდება და არ მაინტერესებს." მაგრამ თუ ადამიანი დაინტერესდა, მაშინ გრძელდება...
მეორე ეტაპი. ადამიანი უფრო დეტალურად იწყებს ბიბლიური ჭეშმარიტებების კვლევას, მას მრავალი შეკითხვა და საწინააღმდეგო აზრი უჩნდება. და აი აქაც შეუძლია ადამიანს, რომ საკუთარ თავს უთხრას: "არა, ის, რასაც მე ვიგებ, ეწინააღმდეგება ჩემსა და ჩემი ახლობლების უმრავლესობის ჩვეულ შეხედულებებს." მაგრამ დავუშვათ, რომ ადამიანი საკმაოდ დიდხანს იკვლევდა და დარწმუნდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მაშინ იწყება...
მესამე ეტაპი. ადამიანი აღმოაჩენს, რომ იმისათვის, რათა თავისი ახალი მრწამსის თანახმად იცხოვროს საჭიროა საკუთარ ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოხდენა: თამბაქოსათვის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებისათვის, ტყუილისთვის, ქურდობისთვის, მრუშობისთვის, გინებისთვისა და ასე შემდეგ თავის დანებება, ასევე მათთან ახლო მეგობრობის გაწყვეტა, ვინც ამგვარი ცხოვრებით ცხოვრობს. და ადამიანს აქაც ისევ შეუძლია, რომ საკუთარ თავს უთხრას: "არა, ჩემს ძალებს აღემატება ამ ყველაფრისა და ყველა "ახლობელი" ადამიანის მიტოვება და "თეთრ ყვავად" ქცევა." მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ მან მაინც იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. მაშინ მის წინ დგება შემდეგი...
მეოთხე ეტაპი. ძველი თანსაცმლის გახდის შემდეგ, ახლის ჩაცმაა საჭირო. ესმის რა, თუ რა ძლიერ შეიცვალა უკეთესობისაკენ მისი ცხოვრება, ადამიანი აცნობიერებს სხვებისათვის იმის გაზიარების მნიშვნელობას, რაც მან გაიგო. პირველ საუკუნეებში, ყველა ქრისტიანი მქადაგებელი იყო და ეს დღესაც არანაკლებ აქტუალურია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უყურებენ ამას გარშემომყოფები. და ამჯერადაც შეუძლია ადამიანს, რომ საკუთარ თავს უთხრას: "არა, მე ვერ ვივლი და ვერ ვესაუბრები უცნობ ადამიანებს ჩემი რწმენის შესახებ!" კი, ეს ადვილი მართლა არ არის, განსაკუთრებით როცა არ გისმენენ. მაგრამ აი ადამიანმა იპოვა საკუთარ თავში ძალები და ეს ბარიერი გადალახა. ამ შემთხვევაში, ცოტა ხნის შემდეგ მის წინაშე დგება ბოლო...
მეხუთე ეტაპი. ადამიანი ხვდება, რომ საჭიროა მან თავი მიძღვნას ღმერთს ლოცვაში და წყალში მოინათლოს. ადამიანთა უმრავლესობისთვის ნათლობა — ეს მხოლოდ და მხოლოდ «გათვალვის საწინააღმდეგო რიტუალია», რათა ბავშვმა არ იავადმყოფოს. მაგრამ ჭეშმარიტი მორწმუნისათვის ეს ღვთისათვის სუფთა სინდისის შეპირება და დაპირებაა, რომ მარადიულად მას ემსახურება. და ადამიანს აქაც შეუძლია საკუთარ თავს რომ უთხრას: "არა, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის აღებაც მე არ შემიძლია. ვაიდა გადავიფიქრო, მაშინ ყველა ჩემი სულიერი და-ძმების თვალში ხომ მოღალატე ვიქნები, რომელსაც ხელსაც კი აღარავინ გაუწვდის!"
фундамент
მაგრამ დაახლოებით ცხრა მილიონმა ადამიანმა ხუთივე ეტაპი გაიარა და თავის რწმენას ამ მყარ საძირკველზე აშენებენ. ეს მათი არჩევანია, რომელიც მათ საკუთარი მამაცობის, პატიოსნებისა და ღვთისა და ჭეშმარიტებისადმი სიყვარულით მოიპოვეს. ეს ძალიან მყარი საძირკველია, რომლის დანგრევაც სისხლისღვრის მოყვარულმა რომაელებმაც კი ვერ შეძლეს, როდესაც ქრისტიანებს გარეულ მხეცებს უგდებდნენ, ვერც ინკვიზიციის კოცონებმა, ვერც ჰიტლერისა და სტალინის საკონცენტრაციო ბანაკებმა. მას ვერც თქვენ დაანგრევთ.


შენ როგორ საძირკველზე აშენებ? გახსოვდეს, მის სიმტკიცეზე იქნება დამოკიდებული შენი სიცოცხლე, მარადიული სიცოცხლე!

1 комментарий:

  1. ეფესელების 3:17 და თქვენი რწმენის წყალობით ქრისტე დამკვიდრდეს თქვენს გულებში სიყვარულით, რათა იყოთ ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი, 18 რომ შეძლოთ ყველა წმინდასთან ერთად ბოლომდე ჩასწვდეთ, რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე 19 და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული. რაც ცოდნას აღემატება, რათა აღივსოთ ყოველივე სისავსით, რასაც ღმერთი გვაძლევს.
    20 მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის, 21 მას დიდება კრებისა და ქრისტე იესოს მეშვეობით ყველა თაობაში მარადიულად. ამინ.

    ОтветитьУдалить