суббота, 6 февраля 2016 г.

ზღაპარი დიდებისთვის

ნათარგმნია: www.teonote.ru

ზღაპარი დიდებისთვის - ესაა ზღაპარი, რომელიც რამოდენიმეჯერ შეიძლება წაიკითხო: ბავშვებისთვის საინტერესო იქნება ზღაპრული სიუჟეტი, დიდებს კი იგივე ზღაპარი სერიოზულ პრობლემებზე დაფიქრებას აიძულებს.
არასოდეს დაფიქრებულხართ იმის შესახებ, მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში რატომ ვერ იქცა ვერცერთი მაიმუნი ადამიანად? ან რატომ ვერ გააკეთა მან თუნდაც ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით?
- ამისათვის მილიონობით წლებია საჭირო, - მეტყვიან მე.
ამ ადამიანების ლოგიკა ჩემთვის გასაგებია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება საერთოდ მაიმუნს ადამიანად ქცევა? მას რა, მაიმუნად ყოფნა არ მოსწონს? განა თანამედროვე მაიმუნები რამენაირად იტანჯებიან იმის გამო, რომ მაიმუნები არიან და არა ადამიანები? თუ მათი წინაპრები იტანჯებოდნენ? მაშინ ყველა მათგანი რატომ არ იქცა ადამიანად? როგორი მოვლენები უნდა მოხდეს დღეს მათ ცხოვრებაში, იმისათვის, რომ მათ დაჭკვიანება დაიწყონ?
Сказка для взрослых

და ამ შეკითხვის გამოყენება ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ შეიძლება. რაში სჭირდება თევზს, რომ ბაყაყად იქცეს, ხავსს - სოკოდ, კატას - ძაღლად? ისინი რა ცუდად ცხოვრობენ ისე, ვინც ეხლა არიან? თუ მათ უკვე დაასრულეს თავისი ევოლუცია? მაშინ რომელ ცხოველს არ დაუსრულებია ჯერ კიდევ? საინტერესო იქნებოდა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ მოხდებოდა ეს ყოველივე.
ევოლუციის თეორია, რომლის მთავარ მექანიზმადაც ბუნებრივი შერჩევა მიიჩნევა, გულისხმობს, რომ მიდის (ან მიდიოდა) გადარჩენისათვის მუდმივი ბრძოლა.  მაგალითად, ცხოვრობს თაგვი. ჩვეულებრივი თაგვია, მაგრამ მის ჯიშში ბეწვი შედარებით უხეში აქვთ, ვიდრე სხვა თაგვებს. და ეს მას მტაცებლებთან ბრძოლაში ეხმარება: კატას ეზარება ასეთი უხეში ბეწვის მქონე თაგვის ღეჭვა. და ამგვარად ათასწლეულების განმავლობაში უფრო ხშირად ის თაგვები რჩებოდნენ ცოცხლები, რომლებსაც ბეწვი სულ უფრო და უფრო უხეში უხდებოდათ. ასე გაჩნდნენ ზღარბები. და აი ასე იბადება ზღაპარი დიდებისთვის.
Ёжик
კარგი ზღაპარი დიდებისთვის  სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის და ამაყი ინტელექტუალებისათვის, რომლებსაც სურთ გაამართლონ, საკუთარ ნებაზე ცხოვრების საკუთარი სურვილი. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თაგვები მაინც უფრო მეტნი არიან, ვიდრე ზღარბები, და მათზე უარესად როდი ცხოვრობენ. მაშინ რა საჭიროა ეს ყველაფერი? თანაც ამ ეკლებიანმა თაგვებმა შედეგად თავისივე ყოფილი ნათესავების - თაგვების, ჭამა დაიწყეს. და ამგვარად გადარჩენისათვის ბრძოლამ მათვე მოუტანა ზიანი.
ამის შესახებ ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ მე თქვენი ყურადღების მიპყრობა ათეიზმის სხვა მხარეზე მინდოდა - მოტივებზე. ბუნებრივია არა ცხოველების მოტივებზე, არამედ მათ მოტივებზე, ვინც მთელი თავგამოდებით იცავენ ევოლუციის ზღაპრულ ჰიპოთეზას. მათ მოტივებზე, ვინც მთელი ძალებით ცდილობენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ ეს დიდების ზღაპარი ფანტაზია კი არა, დასაბუთებული მეცნიერული დოქტრინაა.
როდესაც ადამიანი რაიმე საქმეს ჰკიდებს ხელს, პირველი, რაც მას სჭირდება,- ესაა მოტივი. დავუშვათ, თქვენ ეუბნებით თქვენს მეგობარს: "ნიჩაბი აიღე, წამოდი ტყეში ორმო ამოვთხაროთ."  პირველი, რასაც ის გააკეთებს, თქვენ შეგეკითხებათ: "რისთვის?" და მართლაც, იმისთვისაც კი, რომ უბრალოდ ორმო ამოთხარო, მოტივი ან მიზანია საჭირო. ამიტომ იმისათვის, რომ განავითარო და მხარი დაუჭირო ევოლუციის შესახებ ზღაპრულ ისტორიას, სერიოზული მოტივია საჭირო.
მაშ რა აღძრავს იმ ათეისტების უმრავლესობას, რომლებიც ასე ძლიერ ეწინააღმდეგებიან გონიერი ჩანაფიქრის შესახებ თეორიას, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარვე იციან, რომ ისინი მაინც ვერ შეძლებენ მეცნიერულად ღვთის არარსებობის დამტკიცებას, და რომ ეს საკითხი ყოველთვის რწმენის საქმედ დარჩება?
დღეისათვის ყველაზე ცნობილი ევოლუციონისტ-პოპულისტი რიჩარდ დოკინსი, თავის წიგნში "ღმერთი როგორც ილუზია" უბრალო პასუხს იძლევა:





"საკმარისია მიუკერძოებლად შევხედოთ და ნათელი ხდება, რომ "გონიერი ჩანაფიქრი" მხოლოდ აღრმავებს პრობლემას (სიცოცხლის წარმოშობის პრობლემას). ეს იმიტომ ხდება, რომ როგორც კი შემოქმედის შესახებ იდეას ვეხებით, დაუყოვნებლივ, უპირველეს ყოვლისა, გვიწევს პირადად მისი წარმოშობის ამოცანის ახსნა."
Докинз
როგორც ამ ევოლიციონისტის სიტყვებიდან ჩანს, მასში მუცლის გვრემას იწვევს ღვთის შესახებ გაფიქრებაც კი. შეუძლებელია ის არსებობდეს, იმიტომ რომ მე არ ვიცი, თუ საიდან გაჩნდა ის. "დიდი" მეცნიერის რკინის ლოგიკა. მაგრამ როგორც შემდგომ ვიხილავთ, ამ პრინციპს ის არ იყენებს იმ "დიდების ზღაპართან" მიმართებაში, რომელსაც ასე ძლიერ იცავს.
ყველაზე სასაცილო ისაა, რომ, როდესაც იმაზე საუბრობს, რომ მიუკერძოებლად უნდა ვუყურებდეთ, ის იქვე ავლენს მიკერძოებას და არც კი უშვებს აზრს იმის შესახებ, რომ უმაღლესი გონება შეიძლება არსებობდეს.
როდესაც ინტერვიუს იძლოდა ფილმში "გაძევებულები: ინტელექტი აკრძალულია"(ფილმი სტატიის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ), დოკინსს ჰკითხეს:
- როგორია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არ არსებობს?
- ეს რთული სათქმელია, მაგრამ ეს სადღაც 99% იქნება... - უპასუხა მან. როგორც ჩანს, თვით ათეისტების მოციქულიც კი არაა მთლიანად იმაში დარწმუნებული, რასაც ქადაგებს. და მისი შემდგომი სიტყვებიდან ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს:
- თუ ყურადღებით დავაკვირდებით ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მასალებს, მაშინ იქ გარკვეული დიზაინერის ნიშანი შეიძლება ვიპოვოთ. ეს დიზაინერი შეიძლება ყოფილიყო უმაღლესი გონება, სადმე სამყაროდან, - თქვა ძველმა ათეისტმა, რომელზეც მილიონობით ურწმუნო ლოცულობს.
Ричард Докинз
მაინც რატომაა ის ღმერთის წინააღმდეგი?
- ეს გონება, თავის მხრივ, უნდა გაჩენილიყო გასაგები პროცესების წყალობით, უბრალოდ მოულოდნელად გაჩენა მას არ შეეძლო, - პასუხობს დოკინსი.
მას ღმერთის მხოლოდ იმიტომ არ სწამს, რომ არაფერი იცის იმ პროცესების შესახებ, რომლის წყალობითაც ღმერთი გაჩნდა. გამოდის, რომ მისი ურწმუნობა უცოდინარობაზეა აგებული. აი ზუსტად ესაა ის, რაშიც ათეისტები გამუდმებით ბრალს სდებენ მორწმუნე ადამიანებს. თანაც ამავდროულად მრავალ მათგანს თავად სწამს სიცოცხლის უცაბედად წარმოშობის. მაშინ რითაა მათი დიდების ზღაპარი უკეთესი?
შემდგომ იმავე ინტერვიუში დოკინსს სისცოცხლის წარმოშობის შესახებ ეკითხებიან:






- როგორ გაჩნდა სიცოცხლე? - ეკითხებიან მას.
- ძალიან ხანგრძლივი პროცესების წყალობით, - პასუხობს დოკინსი.
- როგორ დაიწყო ეს პროცესები? 
- ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, თუ რა სახის მოვლენები უნდა მომხდარიყო იმისათვის, რათა ეს მომხდარიყო, - გაბედულად პასუხობს ის.
- და რა მოვლენებია ეს?
- პირველი "თვითდაყოფადი" მოლეკულის წარმოშობა, - პასუხობს ის.
- როგორ გაჩნდა ის? - შემდეგი შეკითხვა.
- ჩვენ ეს არ ვიცით, - კვლავ, მორიდების გარეშე, პასუხობს დოკინსი.
- ანუ თქვენ არ შეგიძლიათ იმის განმარტება, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- არა, და დღეს-დღეისათვის ამის განმარტება არავის არ შეუძლია, - გამარჯვებულის იერით პასუხობს პროფესორი.
ერთმა ათეისტმა ერთხელ ჩემი შერცხვენა სცადა იმის გამო, რომ დოკინსი არ წამიკითხავს და ამის გამო მე სრულიად უმეცარი მიწოდა. ასევე მან გამაფრთხილა, რომ მის წიგნებს მხოლოდ მომზადებული ადამიანი გაიგებს და დააფასებსო. და ამაში მე მას სრულიად ვეთანხმები. ძალიან ძლიერ უნდა იყო "მომზადებული" იმისათვის, რათა ის დაიჯერო, რის შესახებაც ეს ათეისტი წერს. თუ ამ მეცნიერმა, როგორც ის თავად უწოდებს საკუთარ თავს, არ იცის თუ როგორ წარმოიშვა სიცოცხლე, რაც ყველაზე მთავარია ამ საკითხში, მაშინ კიდევ რაზე შეიძლება აქ საუბარი?
გულუბრყვილობა იქნებოდა ასეთი მიკერძოებული ადამიანისაგან საკითხის ობიექტური გამოკვლევის მოლოდინი რომ გვქონოდა!
Richard Dawkins
ეს იგივეა, ჩვენ რომ სასამართლოში ჩვენთვის საყვარელი ადამიანის, მაგალითად, შვილის, წინააღმდეგ მოწმედ გამოსვლა გვაიძულონ. თქვენ უბრალოდ გაუაზრებლად დაიწყებდით საყვარელი შვილის დაცვას, მოყვებოდით მისი დადემითი მხარეების შესახებ და მის ყველა ნაკლს დამალავდით. ზუსტად ამიტომაა ჩვენს კონსტიტუციაში ისეთი მუხლი, რომელიც ადამიანს, მისთვის ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას უკრძალავს.
მაგრამ ისეთ ადამიანებს, როგორიც დოკინსია, ძალიან უყვართ საკუთარი "შვილი". ამ "შვილშია" მათი ცხოვრების მთელი აზრი! ისინი ამ შვილის დატოვების შესახებ აზრსაც კი არ უშვებენ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს შვილი - მხოლოდ მათი წარმოსახვის ნაყოფია, ზღაპარია დიდებისათვის.
როდესაც ამ წიგნს კითხულობ, აშკარად ხედავ, რომ ყველა ის არგუმენტი, რომელიც მას მოჰყავს, მხოლოდ კრიტიკით შემოიფარგლება: თავად კრეაციონიზმის, იმ ადამიანების, რომლებიც მას იცავენ და ბიბლიისაც კი, როგორც მრავალი ადამიანის რწმენის საძირკველისა.
სასაცილოა, მაგრამ ამ წიგნში მე მაინც ვერ ვიპოვე ყველაზე მთავარი: ის, რაც ნებისმიერი მსგავსი თეორიის მტკიცებულებას წარმოადგენს,- ამა თუ იმ მოვლენის მექანიზმების ახსნა-განმარტებები. ყველაფერი, როგორც ყოველთვის, შემოიფარგლება ყოველივე რთულის გაუბრალოებითა და ყოველივე იოლის არაღიარების სურვილით. და, როგორც ჩვენ უკვე მივხვდით, ამისათვის მას საფუძვლიანი მიზეზები აქვს.
მაგალითად, როდესაც ისეთ ორგანოზეა საუბარი, როგორიცაა თვალი, ამბობს, რომ ის უბრალო ნერვული უჯრედისაგან წარმოიქმნა, რომელიც სინათლის მიმართ მფრძნობიარე იყო და რომელიც თანდათან სულ უფრო ვითარდებოდა და დროთა განმავლობაში ადამიანის თვალად იქცა. მაგრამ თავად ამ გარდაქმნის პროცესის შესახებ არაფერს ამბობს. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი ორგანოს აგებულება და მთელი მისი ფუნქციონალი დნმ-ის მოლეკულაშია ჩაწერილი. როგორ ხდება, რომ ამ "მონაცემთა ბაზაში" ახალი კოდი ჩნდება? დავუშვათ, რომ რომელიღაც ჭიაყელის თვალმა იმაზე უკეთ დაიწყო ხედვა (თუმცაღა რა მიზეზით - გაუგებარია), ვიდრე მისი თანამოძმეების თვალებმა. რა პროცესები უწყობენ ხელს დნმ-ის კოდის, უფრო სრულყოფილით ჩანაცვლებას? სიჩუმეა, ამას არავინ არ გვიხსნის. და ვერც აგვიხსნის, იმიტომ რომ შექნის პროცესებისათვის მაქსიმალურად ოპტიმიზირებულ ლაბორატორიულ პირობებშიც კი ცხოველის არცერთი ახალი სახეობა არ შექმნილა. ყველაფერი მხოლოდ სახეობების "შიგნით" მცირედი ცვლილებებით შემოიფარგლება. თაგვები ისევ თაგვებად რჩებიან და მათი ზღარბებად ქცევა ჯერ ვერავინ ვერ მოახერხა.
აი ევოლუციონისტებს კი ყველაფერი გამოსდით, როგორც კოლობოკის შესახებ ზღაპარში. კუნჭულებში მოფხიკეს, გამოაცხვეს კოლობოკი, მას კი უკვე ახალი ფუნქციონალი განუვითარდა, საუბრისა და აზროვნების შესაძლებლობა. ალბათ, გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხორბლის დნმ-ში მომხდარმა უცაბედმა მუტაციამ მისცა ამ პურს, მილიარდიდან ერთს, საშუალება რომ გონიერი გამხდარიყო. ასეთი რამ 1000000 წელიწადში ერთხელ ხდება. ოღონდ, ზღაპრებში. მაგრამ ამგვარი მუტაცია, როგორც კარგად ვიცით, მას მაინც ვერ დაეხმარა გადარჩენისათვის ბრძოლაში. ის ბებოსაც გაექცა, პაპასაც გაექცა, მაგრამ ძაღლს, რომელმაც ევოლუციონირება განიცადა და ცბიერ მელიად იქცა, ვეღარ გაექცა. არადა რა სამწუხაროა, რა მშვენიერი ახალი სახეობა იარსებებდა. სხვაგვარად კი ეს მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპარია.
Колобок
ევოლუციონისტები თვალს ხუჭავენ ერთ ელემენტარულ პრინციპზე, რომ ნებისმიერი ინფორმაცია თავისთავად არ ჩნდება. ყველაზე პატარა სტატიაც კი, თუნდაც იმის მსგავსი, რომელსაც თქვენ კითხულობთ ამ წუთას, დაახლოებით 10000 ნიშანს შეიცავს. რამდენი ხნის განმავლობაში უნდა ვაწკაპუნოთ კლავიატურაზე ბრმად თითები იმისათვის, რომ საბოლოოდ ტექსტმა ისეთი ფორმა მიიღოს, როგორიც ამ სტატიას აქვს? იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მილიარდობით წლის განმავლობაში გავაკეთებდით, მაინც არაფერი გამოვა.
რადგან, როგორც ცნობილია, დნმ-ის ყველაზე უბრალო ბაქტერიაც კი დაახლოებით 3.000.000 ნიშანს შეიცავს. თანაც კოდში უმცირესი შეცდომაც კი მთლიანად ანგრევს ამ პროგრამის ფუნქციონალს. გარდა ამისა სიცოცხლის ამ უიოლესი ფორმის შექმნისათვის უნიკალური პირობებია საჭირო. ზუსტად ესაა ის უფსკრული, რომელიც მკვდარ მატერიასა და ცოცხალ მატერიას აშორებს ერთმანეთს. და არავითარი ბუნებრივი შერჩევა იქ არ არის, იმიტომ რომ იქ არაფერია ისეთი რისგანაც შეგიძლია შეარჩიო. სიცოცხლის წარმოშობისათვის, პირველი დნმ-ი მომენტალურად უნდა გაჩენილიყო, მთლიანად და თანაც სრულიად უნდა ეფუნქციონირა. ამის ალბათობა ნულის ტოლია.
მაშ რატომაა, რომ ასე ბევრ არა-სულელ, არამედ ხშირად ძალიან განათლებულ ადამიანებს სჯერათ ამ თანამედროვე დიდების ზღაპრისა? ისევ და ისევ მოტივები. ჯერ კიდევ ძველად, ერთმა ადამიანმა ზუსტად აღნიშნა:






თქვა ბრიყვმა თავის გულში: "არ არის ღმერთი". გაირყვნენ და საძაგლად იქცევიან თავიანთი უმართლობით; ერთიც არაა კეთილის მოქმედი. (ფსალმუნები 52:1 ახალი გადამუშავებული გამოცემა-2015)
თუ თქვენ, დიდი ხნით მივლინებაში წახვალთ და არც თუ მთლად დამჯერ მოზარდს დატოვებთ ხანგრძლივი დროით მარტოს სახლში, მაშინ, სავარაუდოდ გაიგებთ, თუ რატომ სურს მრავალ ადამიანს ღმერთის არარსებობის დაჯერება. როდესაც "მამა" სახლში არ არის, შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც კი მოგეპრიანება და ამის გამო შენ არავინ დაგსჯის.
ეს აზრი რიჩარდ დოკინსმა შემდეგნაირად გამოხატა:






- თქვენ მიიჩნევთ, რომ ადამიანებს უფრო თავისუფლებს გახდით იმით, თუ ეტყვით, რომ ღმერთი არ არსებობს? - ჰკითხეს მას.
- როდესაც ადამიანები ღმერთის იდეისაგან თავისუფლდებიან, ისინი ძალიან დიდ შვებასა და თავისუფლებას განიცდიან, - უპასუხა მან.
რა თქმა უნდა, მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომლებიც საკუთარ თავს მორწმუნეებს უწოდებენ და ამასთანავე ისეთ საქმეებს აკეთებენ, რომლებსაც თავად ათეისტებიც კი არ გააკეთებდნენ. მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებს არაფერი საერთო არ აქვთ ჭეშმარიტ ღმერთთან. ბანდიტი თუ პოლიციელის ფორმას ჩაიცვამს და საყაჩაღოდა და მოსაკლავად წავა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მას პოლიციაში ასწავლეს. ეს თვითმარქვიაა. ხოლო თუ ნამდვილი პოლიციელი ჩაიდენს ასეთ ქმედებებს, მაშინ ჩვენ მას "პაგონებიან დამნაშავეს" ვუწოდებთ და ვერც ეს გამოდგება იმის მტკიცების საფუძვლად, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ნაკლი აქვს. ზუსტად ასევე ამ ეგრეთ წოდებულ მორწმუნეებსაც არაფერი საერთო არ აქვთ ღმერთთან. ისინი თვითმარქვიები არიან. მათივე საქმეები აჩვენებენ, რომ საკუთარ გულში ისინი ამბობენ: "არ არისო ღმერთი!"
Инквизиция
დოკინსი თავის წიგნში (ისევე როგორც მრავალი მისი მსგავსი) ცდილობს ბიბლია მცდარ შუქში წარმოაჩინოს, როდესაც ღმერთს ბოროტსა და სასტიკს უწოდებს, ხოლო ბიბლიურ ისტორიას დაუჯერებელს. მაგრამ მისი მსჯელობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ მათი მხრიდან, ვინც კარგად იცნობს ამ წიგნს. ის ამ საგნის ზედაპირულ ცოდნას აჩვენებს, რითაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს თავის მიკერძოებულობას.
მაგალითად, იმის მტკიცებულებად, თითქოს ბიბლია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, მას მოჰყავს ორი საგვარეულო ნუსხა, მათესა და ლუკას სახარებებიდან. ის სახელებს შორის განსხვავებებზე მიუთითებს (მეფე დავითიდან დაწყებული) და ამას ისე წარმოაჩენს, როგორც სულელურ შეცდომას. მაგრამ საკვირაო სკოლებში ბავშვებმაც კი იციან, რომ ეს ორი განსხვავებული საგვარეულო ნუსხაა, რომელთაგან ერთს იოსებამდე მივყავართ, იესოს მამობილამდე, მეორეს კი მარიამის, მისი დედის მამამდე. და ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ იესო დავითის შტოდან იყო, როგორც მამობილის მხრიდან, ისე დედის მხრიდან. ასევე მდგომარეობს საქმე სხვა "მოჩვენებით" წინააღმდეგოგებთან მიმართებაში.
პირადად მე საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ბიბლია - ძალიან ბრძნული და თანმიმდევრული წიგნია. ყველა ის კანონი, რომელიც მისი საშუალებით მოგვცა ღმერთმა, ძალიან სამართლიანი და სასარგებლოა. ადამიანები, რომლებიც ბიბლიის თანახმად ცხოვრობენ - საუკეთესონი არიან მსოფლიოში. სამთო ქადაგებისას იესო ერთი უბრალო პრინციპი გაახმოვანა:






კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხავს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხავს. (მათე 7:17)






და ათეიზმის ხეს როგორი ნაყოფი გამოაქვს? რამდენი არ ვბერტყე ეს ხე, მაგრამ თავზე მაინც სულ დამპალი ნაყოფი მეცემოდა.
დაპირებული ფილმი: განდევნილები: ინტელექტი აკრძალულია.

Комментариев нет:

Отправить комментарий