понедельник, 15 февраля 2016 г.

ღვთის კაცი

ნათარგმნია: www.teonote.ru

...ვიცი, რომ წმინდაა ღვთის კაცი, ჩვენთან რომ შემოივლის ხოლმე ... (2 მეფეები 4:9)
რა განსაზღვრავს ამა თუ იმ რელიგიის ჭეშმარიტებას? შეფასების კრიტერიუმები მრავალია, რთულია მხოლოდ ერთი ნიშნით იმის განსაზღვრა - ღვთისაგანაა ესა თუ ის ეკლესია ან კონფესია თუ არა? ეს კრიტერიუმები ნათლადაა ჩამოყალიბებული ბიბლიაში, მაგრამ ეხლა მათზე როდი ვაპირებ საუბარს. უბრალოდ უკვე არაერთხელ მომიწია ასეთი სიტყვების მოსმენა:
- ჩვენი რწმენა ყველაზე მართალია, იმიტომ რომ ჩვენს რწმენაში იყო ისეთი "ღვთის კაცი", რომლის რწმენის გმირობაც ღვთის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა!
человек божий

მე სრულიად ვეთანხმები, რომ "ხე ნაყოფით იცნობა", და რელიგიის შესახებ მრავალი რამის თქმა შეუძლია იმ ადამიანების საქციელს, რომლებიც ამ რელიგიას ეკუთვნიან. თავად ბიბლიაშიც მრავალი ისეთი ადამიანია მოხსენიებული, რომლებსაც პირდაპირ - ღვთის კაცს უწოდებდნენ. მაგრამ შეიძლება თუ არა ადამიანების ჯგუფზე, მისი ერთი წარმომადგენლის მიხედვით ვიმსჯელოთ, მაშინაც კი თუ ის "ღვთის კაცია"? ამასთანავე ხშირად, უფრო ახლოს დაკვირვებისას, ნათლად ხედავ, რომ არასწორი აღძვრებით გაკეთებული დიდებული საქმეებიც კი, არ ხდიან ადამიანს მიბაძვის ღირსად. ასევე ხშირია ისიც, რომ რაც ადამიანის თვალში გმირობაა - ღვთის თვალში არარაობაა. მართალი იყო იესო, როდესაც ასეთი სიტყვები უთხრა თვალთმაქც ფარისეველებს, რომლებსაც ასევე ძალიან სურდათ, რომ სხვა ადამიანების თვალში "წმინდები" ყოფილიყვნენ:



"თქვენ თქვენი თავი მართლებად მოგაქვთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა (ლუკა 16:15)
სამწუხაროდ, ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა ისეთი მაგალითები, როდესაც უღირს ადამიანებს აცხადებდნენ "წმინდებად". და ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ თანამედროვე თაყვანისმცემლების უმეტესობა არც კი უღრმავდება მათი "საგმირო საქმეების" აბსურდულობას, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ ეკლესიამ ოდესღაც თქვა, რომ ეს ღვთის კაცია, ესეიგი ეს არ განიხილება და არაა საჭირო ამ საკითხში ჩაღრმავება.
პირადად თქვენ რას იტყოდით ისეთ ადამიანზე, რომელმაც საკუთარი მშობლები და ახალგაზრდა საცოლე მიატოვა, რომელიც უკვე დანიშნული ჰყავდა, და ქორწილის დღეს სხვა ქვეყანაში გაიქცა სახეტიალოდ? დღეს ასეთ ადამიანებს "ბომჟებს" და მუქთახორებს ეძახიან, და არავინ ებყრობა მათ პატივისცემით. თანაც ამ ადამიანმა ღვთის სამი მნიშვნელოვანი მცნება დაარღვია:



პატივი ეცი მამას და დედას...  (გამოსვლა 20:12)



ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ.  (მათე 19:6)



ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს. (2 თესალონიკელები 3:10)
თქვენ გაგიკვირდებათ, მაგრამ: ასეთ ადამიანზე ლოცულობს მთელი მართლმადიდებლური სამყარო უკვე მრავალი ასწლეულია და მიიჩნევენ, რომ ის - ღვთის კაცია. ამ "ღვთის კაცი" ალექსის ისტორია, "წმინდანთა ცხოვრებაშია" ჩაწერილი და მას ყოველ გაზაფხულზე იხსენიებენ ეკლესიაბში, ლოცულობენ და დიდებას მიაგებენ მის "საგმირო საქმეებს" და განადიდებენ მის ცხოვრებას. მაგრამ ჰქონდა კი ადგილი გმირობას? აი მისი ცხოვრების აღწერილობა "წმინდანთა ცხოვრების" თანახმად:
(ღვთის კაცი, ალექსის რეალური არსებობა, არანაირი წყაროებით არ დასტურდება, გარდა საეკლესიოსი, რის გამოც მისი ისტორიული რეალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. (Wikipedia)რუს.)
 
человек Божий
 ღვთის კაცი ალექსი დაიბადა კეთილშობილურ რომაულ ოჯახში. ... თავისი ვაჟისათვის მშობლებმა კეთილშობილი გვარიდან ამოირჩიეს საპატარძლო. ნიშნობის შემდგომ ღამეს, ღვთის კაცი ალექსი, როდესაც თავის საცოლესთან მარტო დარჩა, მას ქამრის ბალთა და ნიშნობის ბეჭედი მისცა და უთხრა: «შეინახე, უფალი იყოს ჩვენთან და დაიფაროს ჩვენი ახალი ცხოვრება». ამის შემდეგ მან მშობლიური სახლი დატოვა და გემით აღმოსავლეთისაკენ გასცურა.
სირიის ლაოდიკეაში ჩასული მექარავნეებს გაჰყვა და მათთან ერთად ქალაქ ედესაში ჩავიდა. აქ ღვთის კაცმა ალექსიმ დარჩენილი ქონება დაარიგა, ძაძებით შეიმოსა და მათხოვრობა დაიწყო. შემდგომი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, ღვთის კაცი ალექსი, მათხოვრობით ირჩენდა თავს, მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა, ყველა ღამეს კი სიფხიზლესა და ლოცვაში ატარებდა. ამ წლების განმავლობაში წმინდანი გარეგნულად იმდენად შეიცვალა, რომ მსახურებმა, რომლებიც მისმა მშობლებმა დაკარგული ვაჟის საძებნელად გაგზავნეს და რომლებიც ქალაქ ედესასაც ეწვივნენ, ფული კი მისცეს, როგორც მათხოვარს, მაგრამ ცნობით ვერ იცნეს.
ასკეტიზმში გატარებული ჩვიდმეტი წლის გასვლის შემდეგ, ღვთის კაცი ალექსის სიწმინდის შესახებ ცნობა ფართოდ გავრცელდა მთელი სირიის მაშტაბით. მთელი ერის მიერ მის მიმართ გამოვლენილი პატივისცემით დაბნეული ღვთის კაცი ალექსი ფარულად გაიქცა ქალაქ ედესიდან...
ისე რომ ვერავინ ვეღარ იცნო, ღვთის კაცი ალექსი რომში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სახლში მივიდა. მისმა მშობლებმა ვაჟი ვერ იცნეს, მაგრამ დარჩენის უფლება მისცეს. ღვთის კაცი ალექსი კიბის ქვეშ მოწყობის ქოხში ცხოვრობდა, და მას მოახლე დაუნიშნეს, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, რომ მწირი, მასპინძელთა მაგიდიდან ეკვება. დანარჩენი მსახურები შურის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ ალექსის, მაგრამ ის შეურაცხყოფას თავმდაბლობით იღებდა. ცხოვრობდა რა მდიდრულ სახლში, ღვთის კაცი ალექსი მუდმივ მარხვასა და ფხიზელ ლოცვას აგრძელებდა. წმინდისათვის ყველაზე დიდ გამოცდას დედისა და საცოლის ტირილის მოსმენა იყო, რომლებიც მის დატირებას აგრძელებდნენ. ასე გავიდა კიდევ ჩვიდმეტი წელი.
შემდეგ ის მოკვდა. მაგრამ სიკვდილის წინ მან წერილი დაწერა, რომელშიც გაამჟღავნა, თუ ვინ იყო სინამდვილეში. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ის წმინდანად გამოაცხადეს. ეხლა ის ღვთის კაცია, რომელზეც ლოცულობენ და რომელსაც თაყვანს სცემენ.
святой Алексий умер
რა სიკეთე გააკეთა თავისი ცხოვრების განმავლობაში ამ ადამიანმა, გარდა იმისა, რომ ამდენი ტანჯვა მიაყენა თავის ახლობელ ადამიანებს? ნუთუ სურვილი უნდა მქონდეს, რომ მივბაძო ამ ადამიანს და უდიდესი სურვილი გამაჩნდეს, რომ მისი "გმირობა" გავიმეორო?
შესაძლოა, მას და მათ, ვინც ის წმინდანად გამოაცხადა, ეგონათ, რომ თავის დამცირება - ესაა ყველაზე მთავარი, რაც ღმერთს სჭირდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს მოციქული პავლეს სიტყვები ავიწყდებათ, რომელიც აშკარად გვაფრთხილებდა ამგვარი "გმირობების" ამაოების შესახებ:



ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში. (კოლოსელები 2:23)



წარმოიდგინეთ, რომ მამა, სამსახურში წასვლამდე, დავალებას აძლევს თავის შვილებს, რომ მის მოსვლამდე აუცილებლად გარეცხონ ჭურჭელი. მაგრამ შვილებმა სხვა კარგი საქმეების კეთება დაიწყეს: ერთმა ყვავილები მორწყო, მეორემ იატაკი მორეცხა, მესამემ კი ხალიჩა გაწმინდა მტვერსასრუტით...  ჭურჭელი კი ისევ გასარეცხი დარჩა. როგორ ფიქრობთ, როდესაც მამა სახლში დაბრუნდება, კმაყოფილი იქნება თავისი შვილებით? ალბათ, პირიქით, ის ურჩობისთვის დასჯის მათ.
იესომ თავის მოწაფეებს კონკრეტული დავალება მისცა:



ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან... ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. (მათე 28:18,19)



რატომ აკეთებდა ეს "ღვთის კაცი" იმას, რასაც ღმერთი არ მოითხოვდა მისგან, და რატომ იმას არ აკეთებდა, რასაც ის, პირიქით, მისგან მოითხოვდა?
ადრე იმ "ბომჟებზე", ჩვენს ქუჩებში რომ ცხოვრობენ, ასე ვფიქრობდი ხოლმე:
- რატომ ცხოვრობენ ისინი ასე, ნუთუ არ სურთ ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდნენ?
მაგრამ შემდეგ ერთი სტატია ზავიკითხე რომლიდანაც გავიგე, რომ მათ უმეტესობას არ სურს ნორმალურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდეს, იმიტომ რომ ასე ცხოვრება მათ ერთ უპირატესობას აძლევს: თავისუფლებას! ხოლო თუ უფრო ზუსტად ვიტყვით: უპასუხისმგებლობას! მთლიანად საზოგადოების და კერძოდ ახლობლების წინაშე პასუხისმგებლობებისაგან თავისუფლებას. და ეს ხალხი ძალიან ხშირად საკუთარ თავს ჩვენზე გაცილებით სრულფასოვნად მიიჩნევს.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა ერთხელ გადაწყვითა, რომ ღვთის შესახებ ესაუბრა ასეთ "ღვთის კაცთან". მას მოხდენილი პიჯაკი ეცვა და ძალიან რესპექტაბელურად გამოიყურებოდა. მაგრამ პასუხად მან ასეთი ამპარტავნული სიტყვები მოისმინა:
- მე შენნაირებს არ ველაპარაკები!
ღვთის კაცი ალექსის მსგავსი, რამდენი ასეთი "წმინდა ბომჟი" დახეტიალობს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში. თუმცა მათი ცხოვრება ხანდახან რთულია, მათ აქვთ ის, რისი წართმევაც შეუძლებელია - უპასუხისმგებლობა, რომელსაც თავად თავისუფლებას ეძახიან. მაგრამ განა ამაში მდგომარეობს სიწმინდე?
житие
მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანს ასეთი აზროვნება ჰქონდეს, აუცილებელი არაა მაინც და მაინც ბომჟი გახდეს. თუ ადამიანს ღვთისა და მისი კანონებისაგან სრული თავისუფლება სურს, მაშინ ის არსებითად "სულიერი ბომჟი" ხდება. ის ისე ცხოვრობს როგორც თავად სურს და სხვას არაფრად დაგიდევთ. ის ამ ქვეყნიერების სულიერ სანაგვეში იქექება და ცდილობს ის აზრები და პრინციპები იპოვოს, რომლებიც მას საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის გასამართლებლად და მხარდასაჭერად სჭირდება.
მაგრამ ეს მხოლოდ ურწმუნო ადამიანებს როდი ეხება. მრავალი ადამიანი გაუაზრებლად ჰბაძავს ამ "სულიერ ბომჟებს", მაგალითად, როდესაც ბიბლიაში იქექებიან და მხოლოდ იმ მუხლებს კრეფენ იქიდან, რომლებიც მათ შეხედულებებს გაამართლებენ, იმ მუხლებს კი, რომლებიც მათ "თავისუფლებას" ზღუდავს, უბრალოდ ვერ ამჩნევენ.
უკვე არაერთხელ შევხვედრივარ ასეთ სიტუაციას. ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ელაპარაკები რომელიმე კონკრეტულ სწავლებაზე. მას შემდეგ, რაც ადამიანს ბიბლიური მუხლებით ფაქტიურად "კუთხეში იმწყვდევ", ის მოულოდნელად ამბობს:
- ისე ბიბლიაში ყველაფერი სიმართლე არაა, ზოგი რამ ჩამატებული ან დამახინჯებულია...
ამის შემდეგ მე ჩვეულებრივ ვიგებდი ხოლმე, რომ ამ ადამიანს უბრალოდ ეგოისტური მიზანი ჰქონდა, რომ არ შეეცვალა საკუთარი შეხედულებები. ერთმა ასეთმა პაპამ ერთხელ პირდაპირ მითხრა, რომ მისი თანამორწმუნე ქალბატონი კვირაში ერთხელ, უფლებას აძლევდა რომ მის აბაზანაში ებანავა, იმიტომ რომ თავად საამისო პირობები არ აქვს.
"არა, -  მითხრა მან, -  მე არ შემიძლია ჩემი ეკლესიიდან წამოსვლა: მერე სადღა ვიბანაო?" - ასეთი მყარი არგუმენტი მოვისმინე. და მართლაც, ამ ადამიანისათვის ფიზიკურად სუფთად ყოფნა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სულიერად სუფთად. ყველაფერს მოტივები წყვეტენ.
Алексий



ჩვენი რწმენის ძალა იმით მოწმდება, თუ რაზე ვართ წამსვლელი მის გამო.
"წმინდა ღვთის კაცი" ალექსი, ეჭვგარეშეა, დარწმუნებული იყო, რომ ღვთისა და ადამიანებისათვის მოსაწონად ცხოვრობდა. მაგრამ მართლა ასეა კი ეს? რა ნაყოფი გამოიღო მისმა ცხოვრებამ? არანაირი...



ადამიანის ცხოვრება იმ დღეების რაოდენობით კი არ იზომება, რომლებიც საკუთარი თავისთვის იცხოვრა, არამედ იმ კეთილი საქმეების რაოდენობით, რომელიც მან სხვებს გაუკეთა.

Комментариев нет:

Отправить комментарий