пятница, 19 февраля 2016 г.

ღმერთი თუ ადამიანი?

ნათარგმნია: www.teonote.ru

ადამიანი რომ კითხვებისაგან შედგებოდეს, მაშინ ღმერთი პასუხებისაგან იქნებოდა შემდგარი.  (სტანისლავ ეჟი ლეცი)
"მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი," - თავმდაბლურად აღიარა დიდმა მოაზროვნე სოკრატემ. სამყარო ძალიან რთულია იმისათვის, რომ ყველა მის სირთულეებში გავერკვეთ. ამისათვის ადამიანის მთელი სიცოცხლეც კი არაა საკმარისი, იმ შემთხვევაშიც კი ათასობით წელი რომ გაგრძელდეს ის. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბრძენმა სოლომონმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა:




მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა.  (ეკლესიასტე 3:11)

მაგრამ ადამიანისთვის თუ შემოქმედების გაგებაა ასეთი რთული, მაშინ შემოქმედზე რისი თქმა შეიძლება? შემოქმედება ყოველთვის თავის შემოქმედზე იოლი და პრიმიტიულია, როგორც ეს მეცნიერებამ უკვე დაამტკიცა.
ამასთანავე ღმერთი ადამიანისათვის უხილავია, მას ვერ შეეხები, ვერ გაზომავ სახაზავით ან სასწორით ვერ აწონი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, ღვთის შესახებ წარმოდგენები - ესაა აზრების, მოსაზრებებისა და უბრალოდ ფანტაზიების სრული აჯაფსანდალი. და ყველაფერი ასევე დარჩებოდა, თავად ღმერთს რომ არ მოეთხრო იმის შესახებ, თუ ვინ და როგორია ის.
წარმოიდგინეთ, რომ ტყეში სეირნობთ. ერთ-ერთი ხის ქვეშ ჭიანჭველების დიდ ბუდეს პოულობთ, რომელშიც მილიონობით პატარა შრომისმოყვარე ფუთფუთებს. თქვენ შეიძლება საათობით იდგეთ და დააკვირდეთ ამ პატარა სამყაროს, მაგრამ ისინი ვერც კი შეამჩნევენ თქვენს იქ ყოფნას. უბრალოდ ჭიანჭველებს ძალიან ცუდი მხედველობა აქვთ, ამიტომ მათთვის ორი მეტრი იგივეა, რაც თქვენთვის ორი კილომეტრი.
მაგრამ თქვენ თუ პატარა ტოტს აიღებთ და  ჭიანჭველების ბუდეში ჩაარჭობთ, მაშინ ძალიან იოლად შეძლებთ მათი ყურადღების მიპყრობას.
Бог или человек
ადამიანები — ეს პატარა ჭიანჭველები არიან, რომლებიც ფუთფუთებენ ჭიანჭველების ბუდეში სახელად «დედამიწა». ისინი იმ დიდი სამყაროს მხოლოდ პატარა ნაწილს ხედავენ, რომელიც მათმა შემოქმედმა შექმნა. ის კი სადღაც შორიახლოს «დგას» და ჩუმად აკვირდება მათ. ისინი მხოლოდ ხვდებიან მის არსებობას, მაგრამ მათთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორია ის და სადაა ის ეხლა?
და თავის დროზე ღმერთს რომ ტოტი არ ჩაერჭო ჩვენს «ჭიანჭველების ბუდეში», მაშინ ადამიანთა უმეტესობა დღემდე არმაზის, წვერებიანი ზევსისა და ლურჯი კრიშნას წინაშე დაიჩოქებდა.
მაგრამ ამა თუ იმ სახით ღმერთი ყოველთვის ეხმიანებოდა ადამიანებს, როდესაც ზოგიერთ იმ ადამიანს ეცხადებოდა, რომლებსაც თავად ირჩევდა. ეს ადამიანები წერდნენ ღმერთთან მათი «შეხვედრისა» და იმის შესახებ, რასაც ის მათ ეუბნებოდა. გავიდა საუკუნეები და ეს წერილები ერთ წიგნად გააერთიანეს, რომელსაც უწოდეს — ბიბლია.
და სწორედ ამ წიგნში გვეუბნება ჩვენ, ჭიანჭველებს, ჩვენი შემოქმედი ნათლად და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, რომ თვითონ - ჩვენნაირი ჭიანჭველა არ არის, ის თავისი პარამეტრებით გაცილებით ჩვენზე დიდია და თავისი ბუნებით სავსებით არ გვგავს.




ვის შემადარებთ, ვის გამიტოლებთ ან ვის მიმამსგავსებთ, რომ აჩვენოთ ჩვენს შორის მსგავსება? (ესაია 46:5)
მაგრამ, სამწუხაროდ, ჭიანჭველებს ძველთაგანვე ერთი ცუდი ჩვევა მოსდევთ — ისინი იმ ჭიანჭველებს აღმერთებენ, რომლებიც რაიმე უჩვეულოს ჩადენას ასწრებენ თავისი მოკლე სიცოცხლის განმავლობაში. მაგალითად, ასე მოხდა სიდხარტა გაუტამას შემთხვევაში, რომელიც ბუდა გახდა, ნიმროდის შემთხვევაში, რომელიც გახდა მარდუქი და სხვა მრავალი გმირი, რომელთა სახელებიც წლების სიმრავლის გამო დავიწყებასაც კი მიეცა.
человек или Бог
ასევე მოხდა იმის შემთხვევაშიც, ვინც ჩვენმა შემოქმედმა ჩვენს ჭიანჭველების ბუდეში გამოგზავნა, რათა მისი მკვიდრები მომავალი ტყის ხანძრისაგან ეხსნა. რამოდენიმე საუკუნის შემდეგ ისიც ყოვლისშემძლე ღმერთად გამოაცხადეს, უფრო ზუსტად კი მის 1/3 ნაწილად.
მე რომ შუა საუკუნეებში მეცხოვრა, როდესაც ქვეყნიერების წყობის შესახებ სრულიად მწირი ინფორმაცია იყო, ალბათ მეც დავიჯერებდი ამას. მაგრამ როგორც თანამედროვე ადამიანს, მე მშვენივრად მესმის: რომ, როგორც ადამიანი ვერ შეძლებს ვერასოდეს ჭიანჭველად გახდომას, ასევე ვერ შეძლებს ვერასოდეს ყოვლისშემძლე ღმერთი ადამიანად გახდომას.
- რას ჰქვია,- იტყვის ვინმე,- ის ხომ ყოვლისშემძლეა!
დიახ, ეს ასეა. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღვთის ყოვლისშემძლეობის გაგება შეფარდებითია. მაგალითად, ჭიანჭველასათვის ადამიანიც ყოვლისშემძლეა. მას იოლად შეუძლია მისი პლანეტის-ჭიანჭველების ბუდის გადაწვა, შეუძლია შემთხვევით დააბიჯოს და გაჭყლიტოს, შეუძლია ჩრდილოეთ პოლუსზე წაიყვანოს, იქ გაყინოს და შემდეგ კვლავ "მკვდრეთით აღადგინოს".
ზუსტად ასევეა ჩვენთან მიმართებაში ღმერთიც ყოვლისშემძლე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ღმერთს, მაგალითად, არ შეუძლია იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც ადამიანს ძალიან იოლად შეუძლია: მას არ შეუძლია იცრუოს, და ბოლოს და ბოლოს არ შეუძლია საკუთარი თავის მოკვლა.
ერთმა ადამიანმა ერთხელ მითხრა:
- ეგ რანაირი ყოვლისშემძლე ღმერთია, თუ ადამიანებისათვის საკუთარი თავის ჩვენება არ შეუძლია, მას ხომ ყველაფერი უნდა შეეძლოს! - ის გულისხმობდა შემთხვევას, როდესაც მოსე სთხოვდა ღმერთს, რომ ჩვენებოდა მას. და, მართლაც, მაშინ ღმერთმა მოსეს მიუგო:




ვერ იხილავ ჩემს სახეს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს. (გამოსვლა 33:20)
მოცემულ შემთხვევაში ღმერთმა მოსეს თხოვნა არ შეასრულა არა იმიტომ, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, არამედ იმიტომ რომ ადამიანს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები! ეს იგივეა, მოსეს რომ ღმერთისთვის მზეზე ექსკურსიის მოწყობა ეთხოვა. მილიონობით გრადუსი და უძლიერესი რადიაცია მომენტალურად გაანადგურებდა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მსგავსი რამის განხორციელებას შეეცდებოდა. მაგრამ ღმერთმა ტრილიონობით ისეთი თერმობირთვული რეაქტორები შექმნა, როგორიც ჩვენი მზეა, მაშ თავად როგორ ენერგიასღა უნდა ფლობდეს?
Иисус - Бог или человек




ცვილივით დადნა მთები იეჰოვას, მთელი დედამიწის უფლის გამო. (ფსალმუნები 97:5)
ღმერთი ერთი წამითაც რომ მოახლოებოდა ჩვენს დედამიწას, ჩვენი პლანეტა ისევე დადნებოდა როგორც ცვილი ცეცხლში.
მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ასპექტი, თუ რატომ ვერ შეძლებს ადამიანი ვერასოდეს ჭიანჭველად გახდომას, ხოლო ღმერთი ადამიანად - ესაა გონება. ადამიანის ტვინი ინფორმაციის იმდენად დიდ რაოდენობას შეიცავს, რომლის ჭიანჭველის ტვინში მოთავსებაც უბრალოდ შეუძლებელია. თუ სიტყვაზე არ მენდობით, მაშინ ერთ პატარა ექსპერიმენტს გთავაზობთ: თქვენი Windows 7-ის ან XP-ს კოპია, ძველ, სამდიუიმიან დისკეტაზე ჩაწერეთ. აბა, როგორაა საქმე, გამოგივიდათ?
Иисус Христос Бог или человек
ბიბლია ნათლად საუბრობს ჩვენი შემოქმედის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ:




მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. მისი დიდი ძლიერებისა და ძლევამოსილების გამო არცერთი მათგანი არ აკლდება მას. (ესაია 40:26)
ჩვენს სამყაროში ასტრონომებმა უკვე დაახლოებით ტრილიონი გალაქტიკა დათვალეს, რომელთაგან თითოეულშიც მილიარდობით ვარსკვლავებია. და თითოეულ ვარსკვლავს ღმერთი სახელით მოუხმობს, იცის მათი პარამეტრები და აგებულება. ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ მივხვდეთ, რომ "ჩაუწვდომელია მისი გაგების უნარი." (ესაია 40:28)
ზუსტად ამიტომ იყო სოლომონი აღძრული, რომ ასეთი სიტყვები ეთქვა:




ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე ადამიანებთან? აი, ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა... (2 მატიანე 6:18)
საკვირველია, რომ სოლომონი, რომელსაც გაგებითაც კი არ გაუგია ინფორმაციის თეორიის შესახებ, ასეთ სწორ დასკვნებს აკეთებდა. მაგრამ კიდევ უფრო გასაკვირი ისაა, რომ თანამედროვე მორწმუნეებს არ ესმით ასეთი იოლი რამეები. მათთვის ყველაფერი ძალზედ იოლია: ღმერთი გახდა ადამიანი, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, საკუთარ თავზე ლოცულობდა, საკუთარი თავის სწამდა და საკუთარ თავს თავად დაუბრუნა სიცოცხლე. შემდეგ კი საკუთარი თავის მარჯვნივ დაჯდა და საკუთარ თავს აძლევს განკარგულებებს. კი, ასეთი რამ ხდება ხოლმე..., ოღონდ საგიჟეთში.

იესოს შესახებ მთელი იმ ისტორიიდან, რომელიც სახარების დამწერებმა დაწერეს, ნათლად ჩანს, რომ თავად იესო ვერც კი ხვდებოდა, რომ თავადვე იყო ყოვლისშემძლე ღმერთი. მაგალითად, ეს კარგად ჩანს სატანასთან მისი საუბრისას, როდესაც ის უდაბნოში სცდიდა მას.




ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება და უთხრა: "ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ".  (მათე 4:8,9)
ნუთუ სატანა იმდენაც სულელი იყო, რომ თავის შემოქმედს სთხოვდა მისთვის თაყვანისცემას? ეს იგივეა, ჭიანჭველამ რომ გთხოვოთ ჯერ მისთვის დაჩოქება და მერე მისი თაყვანისცემა! რისთვისაც ის თავის ბუდეში უფროსობის საშუალებას მოგცემდათ. გადასარევი გამოცდაა თქვენთვის, ასე არ არის?
ასევე წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სახლში მოდის ადამიანი და თავხედურად აცხადებს:
- ამდენი და ამდენი თანხა მომეცი და ეს სახლი შენი იქნება! - რა პასუხს გასცემდით იმ თავხედს, რომელიც თქვენივე ბინის ყიდვას გთავაზობთ?
რა უნდა ეპასუხა იესოს სატანისათვის, ის რომ მართლა ყოვლისშემძლე ღმერთი ყოფილიყო? ის აუცილებლად ეტყოდა:
- რა თავხედობაა! ეს ყველაფერი ისედაც მე მეკუთვნის, მე ხომ ღმერთი ვარ, მთელი სამყარო მე მეკუთვნის!
მაგრამ იესომ რატომღაც არ უთხრა ასე, ეტყობა, დაავიწყდა, ღმერთი რომ იყო და ამიტომ მოკლედ უპასუხა წმინდა წერილებიდან მოყვანილი მუხლით:




...გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: "იეჰოვას, შენს ღმერთშ ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება". (მათე 4:10)
მისი პასუხი ნათლად აჩვენებს, თუ ვინაა მთავარი და თუ ვის უნდა ემსახუროს და ვის უნდა სცეს თაყვანი ყველამ. და მთელი თავისი მიწიერი სიცოცხლის განმავლობაში, ის სიტყვითა და საქმით ამტკიცებდა ამ მუხლის ჭეშმარიტებას.
რა თქმა უნდა, მე ეხლა შემეწინააღმდეგებიან, რომ ის ღმერთკაცი იყოო! მასში გარკვეული ნაწილი ღვთიური იყო და ნაწილი ადამიანურიო. ზუსტად ამიტომ იქცეოდა ის ხშირად ადამიანურადო. აბა რა უნდა ვთქვა აქ, უძლიერესი არგუმენტია მათთვის, ვინც ორმაგი სტანდარტებით ფიქრსაა მიჩვეული. ასეთ ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ ნებისმიერ ადამიანს, მაგალითად იაკუტიელ შამანსაც შეგვიძლია ღმერთკაცი ვუწოდოთ. როდესაც ის თავის ღმერთს მიმართავს ლოცვით - ის ადამიანია, ხოლო როდესაც თავის სასწაულებს ახდენს  - ის ღმერთია! როდესაც რაიმე არ იცის - ის ისევ ადამიანია, ხოლო როდესაც რაიმე წინასწარმეტყველებას "შემთხვევით წერტილში არტყავს" - ისევ ღმერთია!
человек богმაგრამ ეს ყველაფერი გაგებების გადაადგილება და სასურველ ფორმებში მოქცევაა. მაგალითად, ბიბლიაში არ არსებობს ფრაზა "ძე ღმერთი", რომელსაც ასე ხშირად იყენებენ საღვთისმეტყველო ლიტერატურაში. არსებობს ფრაზა "ძე ღვთისა", მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა, რადგან ანგელოზები და ადამიანებიც ღვთის ძეები არიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შესაკრებელთა ადგილის შეცვლით ჯამი იცვლება. მაგრამ ეს გაგებების გადანაცვლება - მორწმუნე ადამიანების გაბრიყვების, სატანის გენიალური გეგმის მხოლოდ ნაწილია. შეიძლება ვინმემ მაინც გამალებით ამტკიცოს ზოგიერთი ბიბლიური მუხლის საფუძველზე, რომ იესო მაინც ღმერთია, მაგრამ ყველა ამ მუხლების უმეტესობა მაინც ტიტულების შედარებებით, პარალელების მოძიებითა და მთარგმნელების აშკარა ფალსიფიკაციებით შემოიფარგლებიან. მოკლედ, თითიდან იმის გამოწოვით, რაც არ არსებობს და შეუძლებელია რომ არსებობდეს.
ღმერთსა და ადამიანს შორის არსებული უფსკრული გადაულახავად დიდია. და ის, ვინც დიდებულ შემოქმედს ადამიანს უთანაბრებს, ან, უფრო სწორად, ამტკიცებს იმას, რომ მას ადამიანად ქცევა შეუძლია, არსებითად მკრეხელობს, რადგან შემოქმედს ქმნილებამდე ამცირებს.




და ბოლო შეკითხვა დასაფიქრებლად: როდესაც იესო მარიამის საშვილოსნოში იმყოფებოდა და რამოდენიმე ასეული უჯრედისაგან შედგებოდა - ის უკვე იყო ყოვლისშემძლე ღმერთი?
ნამდვილი რწმენა და საღი აზრი ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულნი დადიან. მაგრამ თუ მაინც შორდებიან ერთმანეთს, მაშინ რწმენა ცრურწმენად იქცევა, საღი აზრი კი სისულელედ.




ძალიან გთხოვთ, ნუ დააშორებთ ამ მეგობრებს, თუ ნამდვილად გიყვართ ისინი!

Комментариев нет:

Отправить комментарий