пятница, 26 февраля 2016 г.

საჰაერო ბუშტი

თარგმნილია: www.teonote.ru

ბუშტი ფიქრობდა, რომ მასში სიცოცხლე ჩაჰბერეს. სინამდვილეში კი ის უბრალოდ გაბერეს...
როდესაც ქვეყნიერებას უყურებ, აშკარად ხვდები, რომ მას დიდი დრო აღარ აქვს დარჩენილი, როგორც მინიმუმ იმ სახით მაინც, რომელიც მას დღეს გააჩნია. და ეს მხოლოდ დროის საკითხია. საზოგადოებაში დაძაბულობა იზრდება, პრობლემები სულ უფრო ღრმავდება, ფინანსური კრიზისის ახალი ტალღა არც თუ ისე შორსაა... ამ სიის გაგრძელება ძალიან დიდხანს შეიძლება.
ეს პროცესი ბუშტის გაბერვას გავს: მას თუ გავბერავთ, გავბერავთ, გავბერავთ და გავბერავთ, ადრე თუ გვიან ბუშტი გასკდება. და თუმცა იმის ზუსტად თქმა, თუ კონკრეტულად რომელ მომენტში გასკდება შეუძლებელია, არსებობს იმის სრულიად რეალური მოლოდინი, რომ ეს უეჭველად მოხდება. და ეს დღეს პრაქტიკულად ყველა ადამიანს ესმის. ერთადერთი, რაც მათ ვერაფრით ვერ გაუგიათ, ესაა ის, თუ როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი და საერთოდ რატომ ხდება ის?
Воздушный шарик

სინამდვილეში კი ყველაფერი ძალზედ იოლია - ამის შეჩერება შეუძლებელია და აფეთქება აუცილებლად მოხდება. ხოლო თუ რატომ ხდება, ამის ახსნა რთული არაა.
პირველი, ეს ბუშტი თავისთავად არ იბერება, მას ადამიანების ცბიერი და ძლიერი მტერი - სატანა ბერავს. რა თქმა უნდა, მრავალს არ სწამს იმის, რომ სატანა რეალური პიროვნებაა, და ეს გასაგებიცაა: მათ ის არ უნახავთ, არ მოუსმენიათ მისთვის და ხელით არ შეხებიან. აბა თქვენ რას ელოდით? გეგონათ ის მსოფლიოს გამოეცხადებოდა და ეტყოდა:
- გამარჯობათ, აი მეც მოვედი, თქვენი ბოროტმოქმედი, აბა ეხლა ყველამ მე მისმინეთ და ჩემი მონები გახდით, ისეთივე ბოროტები და ეგოისტურები გახდით, როგორიც მე ვარ!
ბუნებრივია, რომ ამგვარი გამოცხადებების შემდეგ თავგამოდებული ათეისტებიც კი ღმერთთან თავშესაფრის ძიებას დაიწყებდნენ, სატანას კი რაში სჭირდება ეს?
სამყაროში ყველაზე საშინელი იარაღი - უჩინმაჩინის ქუდია.
ამიტომ წერია ბიბლიაში:



თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.  (2 კორინთელები 11:14)
რჩება რა კულისებს მიღმა, სატანა, ჩვენი მსოფლიოს ნგრევის უხილავ პროცესებს ხელმძღვანელობს.
მეორე, რის გამოც გარდაუვალია ამ სისტემის კრახი, იმის გამოა, რომ საზოგადოებამ საძირკვლად მთელი გულით მიიღო ის ცრუ ფასეულობები, რომლებიც მათ მათმა უხილავმა მტერმა ჩააგონა.



დიდი დრაკონი, ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო...(გამოცხადება 12:9)
დღეს მრავალს გულწრფელად მიაჩნია, რომ ზნეობრივი ფასეულობები - წარსულის გადმონაშთია, ტვირთია, რომელიც მათ ცხოვრებას ზღუდავს და ადამიანს ხელს უშლის იყოს სრულიად თავისუფალი. მაგრამ სინამდვილეში ამგვარი აზროვნებაა საზოგადოების ყველა თანამედროვე პრობლემის ფესვი.
ეს რომ უკეთ გავიგოთ, აზრობრივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. აიღეთ სათამაშო კუბები და მათგან პირამიდა ააშენეთ. გამოგივიდათ? სულ იოლად, ხომ მართალია?!
кубики
ეხლა კი იგივეს გაკეთება ბურთულებით სცადეთ. აბა, არ გამოგდით ხომ, მაშინვე ინგრევა?
воздушные шарики
ბურთულები მრგვალია და ისინი ვერაფრით "ეჭიდებიან" ერთმანეთს. ამ ამოცანის გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა, პირამიდის ზომების გათვალისწინებით ხელოვნური ბარიერების შექმნაა, რომლებიც ამ კონსტრუქციას დაიჭერს.
ზუსტად ასევეა ჩვენი საზოგადოებაც, რომელიც უმეტესად "მრგვალი" ეგოისტებისაგან შედგება, კონსტრუქცია ძალიან მყიფეა. პოლიცია, არმია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სასამართლო სისტემა წარმოადგენს იმ ბარიერებს, რომლებიც იკავებენ ამ კონსტრუქციას, რათა არ დაინგრეს. საკმარისია სულ ერთი წამით მოაცილო ისინი და მთელი ეს სოციალური პირამიდა მთელ ოთახში გაიფანტება, საუკუნეს მოანდომებ მათ შეგროვებას.


მე თავად ვიყავი იმის მოწმე, თუ როგორ მოხდა ეს ცალკე აღებულ სახელმწიფოში. 2004 წელს ყირგიზეთში პატარა რევოლუცია მოხდა. აღსანიშნავი ისაა, რომ თავად ყირგიზები სავსებით თავმდაბალი და მშვიდობის მოყვარული ადამიანები არიან. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ეს მოვლენები მოხდა და შემაჩერებელი ბარიერები მოცილებული იქნა (მილიცია იმდენად შეშინდა, რომ სახლებში დაიმალნენ), ამ "თავმდაბალმა" ადამიანებმა ის მაღაზიები გაძარცვეს, რომლებშიც გუშინ საკვებ პროდუქტებს ყიდულობდნენ. უბრალოდ კი არ გაძარცვეს, კედლებიდან და ჭერიდან ნალესიც კი ჩამოყარეს. გაზიდეს ყველაფერი, რისი გაზიდვაც კი შეიძლებოდა, შემდეგ ტელევიზორში აჩვენეს ჩანაწერები, რომლებიც მაღაზიებში დამონტაჟებული კამერებით იყო გადაღებული. წარმომიდგენია, რა იქნებოდა, ეს რომ რუსეთში მომხდარიყო? გაფიქრებაც კი მზარავს.
ბურთულებისაგან განსხვავებით, კუბიკები მუდამ მზად არიან მხარი შეაშველონ მეგობარს. კუბიკებისაგან შემდგარ საზოგადოებას არ სჭირდება პოლიცია, უშიშროების სამსახური და არმია. ეს ადამიანები შეგნებულად ცხოვრობენ ამ პრინციპის თანახმად:



 "მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს". (მათე 22:39)
იმის ნათელ მაგალითს, რომ ამ პრინციპის თანახმად ცხოვრება შესაძლებელია, მთელ მსოფლიოში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალები წარმოადგენს, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს ერთად და თავისი ოთახების კარებებს გასაღებითაც კი არ კეტავენ. ცხოვრობენ დავის, ჩხუბის, სკანდალებისა და ჩვენი საზოგადოებისათვის "ჩვეულებრივი"  სხვა მოვლენების გარეშე.
პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ადვილად გასაგები რამეებია, მაგრამ რატომღაც ძალიან რთული გასაგებია ჩვენი ხელისუფლებისა და უბრალო მოქალაქეებისათვის. ჩვენმა პრეზიდენტმა რომ მკითხოს დღეს, თუ რისი გაკეთება სჭირდება პირველ რიგში, იმისათვის რომ ხალხის ცხოვრება უკეთესი გახადოს, მე მას ზნეობრივი ფასეულობებისათვის პროპაგანდის გაწევას ვურჩევდი. ეს რთული არაა. ტელევიზიით აიკრძალოს ყოველგვარი უზნეობის ჩვენება და გამუდმებით აჩვენონ სოციალური რეკლამა, იმის მსგავსი, 90-ბში რომ გადიოდა: "Позвони маме!"
позвони маме
ეს რა თქმა უნდა მომენტალურადვე არ იმოქმედებდა, მაგრამ სამაგიეროდ აუცილებლად იმოქმედებდა. ადამიანი შთაგონებადი არსებაა, როგორც ცუდის მხრივ, ისე კარგის მხრივ. და ამის ნათელი მაგალითი ჩვენი უხლესი ისტორიაა (პერესტროიკამდელი). პრობლემები არსებობდა, მაგრამ მაინც არა ამხელა მაშტაბით. სოფლებში ხალხი ღამე სახლის კარებებს არ კეტავდა, დანაშაული გამონაკლისს წარმოადგენდა და არა ნორმას, როგორც დღეს. ადამიანები უფრო კეთილები და გახსნილები იყვნენ. იმიტომ რომ მათ მხოლოდ კეთილ ფილმებს უჩვენებდნენ, რომლებიც მათ სიკეთისაკენ აღძრავდა. მათ მოუწოდებდნენ ეკითხათ წიგნები, რომლებიც მათ ასწავლიდა როგორ გამხდარიყვნენ პატიოსნები და პასუხისმგებელნი. ხოლო დღეს რა ხდება? სიბინძურე, პორნოგრაფია, კრიმინალი, ფული და ძალადობა - აი ესაა თანამედროვე ტელე გადაცემების, ფილმებისა და წიგნების მთავარი თემა. ეს ნორმად იქცა. და რატომღა გვიკვირს, რომ ჩვენს გარშემო ამდენი ბოროტებაა? ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ!
помои из телевизора
მაგრამ ალბათ როგორც უკვე მიხვდით, მან ვინც "ბუშტს ბერავს", იზრუნა იმაზე, რომ ადამიანები ვერ მიხვდნენ ასეთ უბრალო რამეებს. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანისათვის მიჩვენებია ადგილი წმინდა წერილიდან, რომელიც წინასწარმეტყველურად გვიჩვენებს, თუ როგორი ადამიანური თვისებები ჩაითვლებოდა ნორმად ჩვენს დღეებში:



იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება.
ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. (2 ტიმოთე 3:1-4)
ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, ყველა მათგანი ერთხმად ამბობდა:
- კი, ზუსტად ეგრეა, ჩემს გარშემო ზუსტად ეგეთი ხალხი ტრიალებს, ან დედამიწა როგორ უძლებს! - ამბობდნენ ისინი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მუხლები დედამიწაზ მცხოვრები ყველა, შვიდი მილიარდი ადამიანისთვის რომ წამეკითხა, ყველას ასეთივე გრძნობები ექნებოდა.
მაგრამ რატომღაც არცერთ მათგანს არ უთქვამს: "ეს ხომ ჩემზეა პირდაპირ, სასწრაფოდ გამოსწორებაა საჭირო!" თითოეული მხოლოდ მეზობელს უყურებს, საკუთარ თვალში კი მორს ვერ ამჩნევს. წრე შეიკრა.
круг замкнулся
როდესაც ავადმყოფს იმის არ სჯერა, რომ ავადაა - მას საუკეთესო ექიმიც კი ვერ უშველის.



ზუსტად ამიტომ, ჩვენი ბუშტი კვლავ გააგრძელებს გაბერვას, სანამ საბოლოოდ არ გასკდება. ეს კი მხოლოდ დროის საკითხია...

Комментариев нет:

Отправить комментарий