понедельник, 1 февраля 2016 г.

რას ნიშნავს "მოერიდეთ... სისხლს" (საქმეები 15:20,29)



სისხლისადმი ქრისტიანების დამოკიდებულება განპირობებულია ბიბლიური მითითებებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად კრძალავენ მის საკვებად გამოყენებას (დაბადება 9:3,4; ლევიანები 7:26,27; 17:10-14; 19:26). მიუხედავად ამისა, კრიტიკოსთა მხრიდან მაინც ისმის ბრალდებები ქრისტიანების მისამართით, იმის გამო, რომ ისინი უარს ამბობენ არა მხოლოდ სისხლის საკვებად გამოყენებაზე, არამედ ასევე ვენაში მის გადასხმაზეც. კრიტიკოსები შემდეგს ამბობენ: «რა თქმა უნდა, ღმერთმა აკრძალა სისხლის ჭამა და დალევა. მაგრამ განა ბიბლიაში სადმე წერია მითითება იმის შესახებ, რომ მისი გადასხმაც არ შეიძლება?» ამჯერად აღარ ვისაუბრებთ ჰემოტრანსფუზიის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კომენტარებზე, ავადმყოფისთვის სისხლის გადასხმის საფრთხეების შესახებ ( http://sergeiivanov.blogspot.nl/2016/01/blog-post.html ) და პირდაპირ ბიბლიურ თვალსაზრისზე გადავალთ. 

როდესაც მსგავს შეკითხვებს პასუხობენ, ქრისტიანები, რა თქმა უნდა, საქმეების წიგნს ეყრდნობიან, რომელშიც სამჯერ მეორდება მოციქულთა დადგენილება "მოერიდეთ... სისხლს" (საქმეები 15:20,29; 21:25). კრიტიკოსთა საყვარელ შეპასუხებას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ თითქოსდა, აქ სისხლზე საუბარია, როგორც საკვებზე, მაგრამ ამ სიტყვებში განა სადმე არის სისხლის გადასხმაზე უარის თქმისათვის საფუძველი? მათი აზრით, თუ მოცემულ მუხლებში არ არის ფრაზა «გადასხმა», ეს ნიშნავს, რომ არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ სისხლის გადასხმა ბიბლიური პრინციპებისათვის შეუსაბამოდ ჩაითვალოს.

მიუხედავად ამისა ამგვარი არგუმენტი სავსებით უცნაურად ჟღერს. ბიბლიაში, მაგალითად, აღწერილია შემთხვევა, როდესაც იესომ უარი თქმა გამაბრუებელი ნივთიერების დალევაზე, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ვენაში ნარკოტიკული ნივთიერებების შეყვანაზე (მათე 27:34; მარკოზი 15:23). შეიძლება თუ არა მაშინ იმის მტკიცება, რომ ნარკოტიკების ვენაში შეყვანა არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს? ან კლასიკური მაგალითი ექიმთან დაკავშირებით, რომელიც ავადმყოფს ალკოჰოლის გამოყენებას უკრძალავს: ნიშნავს ეს იმას, რომ ალკოჰოლის ვენაში შეყვანა დაშვებულია? რაღა თქმა უნდა, არა. საგულისხმოა, რომ მსგავს შემთხვევებში კრიტიკოსები სავსებით წარმატებულად ხელმძღვანელობენ ბიბლიური პრინციპებით და არ აკეთებენ განსხვავებას ადამიანის მიერ საკუთარ ორგანიზმში არასასურველი ნივთიერებების მიღების მეთოდებს შორის. უცნაური მხოლოდ ისაა, რომ მსგავსი გაგება უეცრადვე სადღაც ქრება, როგორც კი საუბარი სისხლის გამოყენების შესახებ ბიბლიურ აკრძალვას შეეხება.   

მოდი უშუალოდ საქმეების 15:20,29 მუხლებს დავუბრუნდეთ, რომლებშიც ქრისტიანებს მითითება ეძლევათ "მოერიდეთ... სისხლს". მათში მოყვანილი სიტყვა "მოერიდეთ" («απέχεσθαι» - «აპეხესტხაი») პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს "შორს ყოფნას" ან "თავის შორს დაჭერას". იმავე სიტყვას სხვა ბიბლიურ მუხლებშიც ვხვდებით. მაგალითად, …

«იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე, გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას» (იობი 28:28).

«საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს, რომლებიც სულს ებრძვიან» (1 პეტრე 2:11).

«ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ, მოერიდოთ სიძვას» (1 თესალონიკელები 4:3).

რთული არაა იმის მიხვედრა, რომ გამოთქმა "მოერიდეთ"-ს («აპეხესტხაი») კატეგორიული ფორმა აქვს, და გულისხმობს აბსოლუტურად შორს ყოფნის მდგომარეობას ან რამეზე უარის თქმას მის ნებისმიერ ფორმაში. ზუსტად ისევე, როგორც ქრისტიანი ყველანაირად შორს უნდ იყოს («აპეხესტხაი») ბოროტისაგან, სიძვისა და ხორციელი სურვილებისაგან, ყოველგვარი გამონაკლისისა და გამართლების გარეშე, ღვთის მსახური ასევე უნდა მოერიდოს («აპეხესტხაი», საქმეები 15:20,29) სისხლსაც. ზუსტად ისევე, ყოველგვარი გამონაკლისებისა და გამართლების გარეშე! 




სამთო ქადაგებისას იესომ ღვთიური მითითებების გაგების თვალნათელი მაგალითი მოგვცა. როდესაც განიხილავდა მითითებას «არ მოკლა!», იესომ განმარტა, რომ ის ეხებოდა არა მხოლოდ ვინმეს მკვლელობას, არამედ მას მოქმედების გაცილებით ფართო სპექტრი ჰქონდა, განრისხებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ჩათვლით. იგივე ეხებოდა მითითებას «არ იმრუშო!». საკმარისი არ იყო მხოლოდ კანონის სიტყვა-სიტყვით მიყოლა და მხოლოდ ღალატისაგან და მრუშობისაგან მორიდება – ღვთის მსახურებისაგან მოითხოვებოდა, რომ საკუთარ გულებშიც კი არ გაევლოთ მსგავსი ბინძური სურვილები (მათე 5:21-31). 

საქმეების 15:20,29-ში სხვებთან ერთად სიძვაცაა მოხსენიებული. დაიწყებენ კრიტიკოსები იმის მტკიცებას, რომ მითითება «მოერიდეთ... სიძვას» მხოლოდ დაუშვებელ სექსუალურ ქმედებებს გულისხმობს, მაგრამ ამასთანავე არ განსჯის უწმინდური საქციელის სხვა სახით გამოვლინებას, პორნოგრაფიის ყურებასა და სხვა მსგავს საქციელს? საეჭვოა. ასევე ეს მითითებაც უნივერსალურ ხასიათს ატარებს. მაშინ რატომ იწვევს იმავე მუხლში მოხსენიებული სისხლი კრიტიკოსების მხრიდან აბსოლუტურად საპირისპირო შეფასებას და სრულიად საპირისპიროს მტკიცებას? ვაი რომ, საქმეების 15:20,29-ში მოცემული დადგენილება ამ მხრივ არავითარ ჩასწორებებს არ აკეთებს, მოსწონთ ეს კრიტიკოსებს თუ არა.

საქმეების 21:25-ში ჩვენ მესამედ ვხვდებით სისხლის შესახებ მოციქულების დადგენილებას. ამ მუხლში უკვე სხვა ფრაზა დგას «თავი დაიცვან… სისხლისაგან». ბერძნულ ტექსტში აქ ზის სიტყვა «φυλάσσεσθαι» («ფიულასსესტხაი»), რაც პირდაპირ ნიშნავს «ვიყოთ დაცული», «უფრთხილდეთ», «წმინდად დავიცვათ თავი». იესო ნავეს ძის წიგნში ეს სიტყვა გულისხმობს მყარ უპირობო გადაწყვეტილებას შეასრულო ღვთის კანონი. საქმეების 23:35-ში იგივე სიტყვა გამოიყენება მოციქული პავლეს «ჰეროდეს პრეტორიუმის სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ» ყოფნის აღსაწერად. მოცემული მაგალითები მხოლოდ გვეხმარებიან იმ აზრის გაგებაში, რომელიც სისხლის შესახებ მოციქულების დადგენილებაშია ჩადებული – მთელი სიწმინდით დავიცვათ თავი მისგან. 

ბიბლიის ამ მუხლებში გამოყენებული სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობის უკეთ გაგებით, ჩვენთვის უფრო გასაგები ხდება სისხლის შესახებ ახალაღთქმისეული მითითების უნივერსალურობა. ქრისტიანები ღვთის მიერ მოწოდებულნი არიან გაექცნენ სისხლს, თანაც, არა მხოლოდ მისი საკვებად გამოყენების ფორმით, არამედ სხვა ნებისმიერი ფორმითაც. ამ მუხლებში საერთოდ არ არის ფრაზები «ჭამა» ან «სმა». პრინციპში საუბარია იმაზე, რომ შორს დავიჭიროთ თავი სისხლისაგან. ეს ლოგიკურიცაა, რადგან შეუძლებელია რაიმესაგან თავი შორს გეჭიროს და ამავდროულად მასთან გქონდეს რაიმე სახით შეხება. ზუსტად ისევე, როგორც არ შეიძლება «თავი შორს დაიჭირო» ბოროტებისაგან, სიძვისაგან და ცოდვილი სურვილებისაგან, და ამავდროულად საკუთარი თავისათვის ამ დაუშვებელი ქმედებებში გარკვეულ დათმობებზე და გამონაკლისებზე წახვიდე. აი რატომ იკარგება ყოველგვარი აზრი გაგებებით მანიპულირებისას «სისხლის ჭამა არ შეიძლება, მისი გადასხმა კი დასაშვებია». ბიბლია ამასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვან დადგენილებას იძლევა – «მოვერიდოთ» სისხლს.


დამატებითი მაგალითის სახით კიდევ ერთი მაგალითი გავიხსენოთ – ადამისა და ევასათვის მიცემული ღვთის მითითება «არ ჭამო» კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხიდან (დაბადება 2:17). ნიშნავდა ღვთის ეს მითითება, რომ პირველი ადამიანებისათვის არ შეიძლებოდა ამ ნაყოფის უშუალოდ ჭამა? არა მხოლოდ. როგორც დაბადების 3:3-დან ჩანს, «არ ჭამო» ნიშნავდა არა მხოლოდ არ ჭამას, არამედ ასევე იმ ხილთან «არ შეხებასაც». პირველ ადამიანებს მშვენივრად ესმოდათ ღვთის სიტყვების აზრი «არ ჭამო კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხიდან». ეხლა კი სისხლის გადასხმის დამცველების «ლოგიკა» გამოვიყენოთ: ისინი რას ეტყოდნენ ევას გველის ადგილას რომ ყოფილიყვნენ? შესაძლოა, შემდეგი რამ ეთქვათ: «განა ღმერთმა კიდევ გითხრათ რამე, გარდა  ფრაზისა "არ ჭამო"? ესე იგი, არ შეიძლება ამ ხილის უშუალოდ ჭამა. დანარჩენი ყველაფერი შეიძლება! შეეხეთ ნაყოფს, მოწყვიტეთ ხიდან, დაყნოსეთ, ალოკეთ, ითამაშეთ მისით, გამოწურეთ მისგან წვენი, გააკეთეთ ჯემები, გამოკვებეთ მისით ცხოველები (ცხოველებისათვის ხომ არ თქმულა არ ჭამო)… მოკლედ, რაც გინდათ ის გაუკეთეთ მას, მხოლოდ არ ჭამოთ. ღმერთს ხომ სხვა რამეზე კონკრეტულად არაფერი უთქვამს…». 




მსგავს ტაქტიკას დღეს აქტიურად იყენებენ კრიტიკოსები. როგორც ადრე უკვე ავღნიშნეთ, ცალკეულ შემთხვევებში ისინი ბიბლიური პრინციპების სავსებით გონივრულ გაგებას ავლენენ, მაგალითად, როდესაც საუბრობენ ნებისმიერი ფორმით «კერპებით შებილწულისაგან» ან «სიძვისაგან» თავის შორს დაჭერაზე (რომლებიც, სხვათაშორის, სისხლთან ერთად არიან მოხსენიებულნი საქმეების 15:20,29; 21:25). მაგრამ როგორც კი საუბარი ეხება უშუალოდ სისხლს, იგივე პრინციპები კრიტიკოსებისთვის მოულოდნელად რატომღაც აბსოლუტურად «გაუგებარი» ხდება. მაშინვე იწყება სიტყვებისა და ტერმინების ეკვილიბრისტიკა, რომელთა აზრიც კარგადაა გადმოცემული გველისა და ევას მაგალითში: «სისხლის მხოლოდ ჭამა (ან სმა) არ შეიძლება. დანარჩენი შეიძლება»… 


რა თქმა უნდა, შეგვეძლო კიდევ ბევრი გვესაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ სცდება სისხლის საკვებად გამოყენების შესახებ ბიბლიური აკრძალვა მისი გამოყენების ვიწრო საზღვრებს. მაგრამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, სისხლის თემაში მთავარი საკითხი ცოტა სხვაა. მოცემულ თემაზე მსჯელობისას მრავალი მცდარად ზღუდავს საკუთარ თავს შეკითხვით «მისცა თუ არა ღმერთმა ადამიანს უფლება, რომ სისხლი გადაისხას საკუთარ ორგანიზმში?» მაგრამ სინამდვილეში, ძირითადი შეკითხვა ცოტა სხვა სახით უნდა ჟღერდეს: სისხლის კონკრეტულად როგორ გამოყენების უფლება მისცა ღმერთმა ადამიანებს? მხოლოდ რა მიზნებისთვის? ბიბლიაში იეჰოვა მხოლოდ ერთადერთ მითითებას იძლევა ამასთან დაკავშირებით – სისხლი მსხვერპლშეწირვისთვის უნდა გამოყენებულიყო (გამონაკლისს ეგვიპტეში ებრაელების მიერ კრავის სისხლით სახლების წირთხლების დანიშვნა იყო, გამოსვლა 12:5-7, 21-23). 

«ვინაიდან ხორციელის სული მის სისხლშია;  მე ის სამსხვერპლოსთვის დაგიწესეთ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი თქვენი სულებისთვის, რადგან სისხლს შეუძლია გამოსყიდვა იმ სულით, რომელიც მასშია» (ლევიანები 17:11).

თანაც, ეს მითითება მხოლოდ კარვისა და იერუსალიმის ტაძრის მოქმედების დროით იყო შემოფარგლული. ქრისტეს მსხვერპლთან ერთად, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოისყიდა კაცობრიობა ცოდვებისაგან, სისხლის გამოყენების ამ ერთადერთმა შესაძლებლობამაც დაკარგა მნიშვნელობა (ებრაელები 13:20; 1 პეტრე 1:2,18,19).




აქედან გამომდინარე იბადება შემდეგი შეკითხვა: შეეძლო თუ არა ღვთის მსახურს სხვა დროს სისხლის სხვა მიზნით გამოყენება? მაგალითად, ნაჭრის შესაღებად? როგორც სახატავი ან საწერი საშუალება? ან ბოლოს და ბოლოს, სისხლი ფართე თასში მოეგროვებინა და ბავშვებისთვის მასში გემების გაშვების უფლება მიეცა? პასუხია: არა! ორგანიზმიდან გამოსული სისხლი ყოველთვის მიწაზე უნდა დაღვრილიყო! (კანონი 12:16,23-25; 15:23). არ შეიძლებოდა მისი შენახვა რომელიმე ცალკეულ ჭურჭლებში. სამსხვერპლოსათვისაც კი მხოლოდ მაშინათვე მოკლული ცხოველების სისხლი გამოიყენებოდა.

რას ეუბნება ეს ყოველივე თანამედროვე ქრისტიანებს? 1) ადამიანს უფლება არ აქვს სისხლი ისე გამოიყენოს როგორც მას მიაჩნია სწორად. თუ ადრე, ძველი ისრაელის ეპოქაში ღვთის მსახურებს სისხლის მხოლოდ ერთი მიზნით გამოყენების უფლება ჰქონდათ – სამსხვერპლოზე სასხურებლად, – დღეისათვის ამგვარად გამოყენების საფუძველიც არ არსებობს. 2) ბიბლიური მითითების თანახმად, ორგანიზმიდან გამოსული სისხლი მიწაზე უნდა იქნას დაღვრილი და არა ცალკე სადმე შენახული. გადაწყვეტილებას, რომელიც სისხლთან დაკავშირებით მოციქულებმა მიიღეს, ამ მხრივ არაფერი ახალი არ დაუმატებია. ქრისტიანებს კვლავ შორს უნდა დაეჭირათ თავი სისხლისაგან. ყოველივე ეს, ბიბლიის თვასაზრისით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრის შეუმდგარობას, თითქოსდა ქრისტიანებისათვის დასაშვებია სისხლის გადასხმა. «ვისაც ყური აქვს მოსასმენად, მოისმინოს» (მარკოზი 4:9).

--------------------------------------------------

ნათარგმნია: sergeiivanov.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий