среда, 10 февраля 2016 г.

მკვდარი სულები

ნათარგმნია: www.teonote.ru

ფრაზა «უკვდავი სული» არცერთხელ არ გვხვდება ბიბლიაში...
თითოეულ ადამიანს რაღაცის სწამს. ზოგს იმის სწამს, რომ ღმერთი არსებობს, სხვებს, რომ ის არ არსებობს. ზოგს აშკარა რაღაცეების სწამს, სხვებს შეუძლებელის. მაგრამ ყველაზე მონდომებით ადამიანს იმის სწამს, რისი დაჯერებაც სურს. ადამიანთა უმრავლესობას კი ძალიან უნდა იმის სჯეროდეს, რომ სიკვდილით ყველაფერი კი არ მთავრდება, არამედ რაღაც უხილავი სუბსტანცია გამოდის ადამიანის ორგანიზმიდან და სიცოცხლეს კვლავ განაგრძობს.
ძნელი არაა იმის დანახვა, რომ მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიაში უძველესი დროიდან არსებობდა საიქიო ცხოვრების შესახებ რწმენა. და თანამედროვე რელიგიების დიდი უმეტესობა სრულიად ეთანხმებიან ამ რწმენას, როგორც მინიმუმ, ქაღალდზე მაინც. რეალურ ცხოვრებაში კი ადამიანებს სიკვდილის ეშინიათ, რადგან ეს რწმენა მათში ძალიან სუსტია: "ვაიდა იქ არაფერი არ არსებობს?" მაგრამ მათთვის ეს უკეთესია, ვიდრე სულ არაფერი, რადგან ალტერნატივა მათ მაინც არ აქვთ, სამუდამოდ სიკვდილი კი არავის არ უნდა.
Бессмертная душа

დაფიქრება კი მაინც ღირს, იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია, იმისათვის რომ ბრმად ვიწამოთ!
მაშ აქვს ადამიანს უკვდავი სული თუ არა? როგორ გავიგოთ ამის შესახებ? რადგან, როგორც ამბობენ, იქიდან ჯერ არავინ დაბრუნებულა.
როდესაც ამის შესახებ ფიქრობ, მაშინვე ის გძაბავს, რომ ყველა რელიგია - ასეთი განსხვავებულები - ასე ერთსულოვანნი არიან თავის რწმენაში. ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ამ სწავლებას ერთი საერთო წყარო უნდა ჰქონდეს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია დროის მანქანაში ჩაჯდომა და იმის დადგენა, თუ ვის თავში დაიბადა პირველად აზრი იმის შესახებ, რომ მას უკვდავი სული ჰქონდა. მაგრამ, ყველაზე ძველი წიგნის, ბიბლიის წყალობით, ჩვენ ნათლად შეგვიძლია იმის დანახვა, თუ ვინ მიუგდო ადამიანებს ეს იდეა. გადავშალოთ დაბადების წიგნი და მესამე თავი წავიკითხოთ:




გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს:
- მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?
ქალმა გველს მიუგო:
- ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: "არ ჭამოთ, არც კი შეეხოთ, რათა არ მოკვდეთო".
ამაზე გველმა უთხრა ქალს:
- არა, არ მოკვდებით. (დაბადება 3:1-4)
დაფიქრდით: ღმერთმა უთხრა, რომ ადამიანები ცოდვის ჩადენის შემთხვევაში მოკვდებოდნენ, სატანამ კი უთხრა არ მოკვდებითო! მაშ რომელი მათგანია მართალი? პასუხი ნათელია.
მაგრამ იდეა მაინც დარჩა, რადგან ნორმალური ადამიანისათვის სიკვდილი სავსებით არაბუნებრივია. ევას მსგავსად, მრავალმა მისმა შთამომავალმაც დაიჯერა, რომ ისინი "არ მოკვდებოდნენ".
бессмертная душа
დღეისათვის უამრავი წიგნია დაწერილი ამ სწავლების დასაცავად და, პირიქით, მისი სიცრუის გამოსააშკარავებლად, ასე რომ ყოველი მაძიებელი იმის პოვნას შეძლებს, რასაც ეძებს. მაგრამ ჩვენ ჭეშმარიტებას ვეძებთ.
გულწრფელად რომ ვთქვა, როგორც ყველას ადრე მეც მჯეროდა, რომ უკვდავი სული მქონდა. ერთხელ, როდესაც ვიძინებდი, ვიგრძენი, რომ თითქოსდა საწოლს ზემოთ ვიწეოდი, და საშინელმა ხმამ მითხრა, რომ სინამდვილეში მე სხვა სახელი მერქვა, რაღაც აღმოსავლური (ზუსტად აღარც კი მახსოვს), და რომ ეს ჩემი პირველი ცხოვრება არ იყო. ეს საშინელი რამ იყო, და სრულიად ცივ ოფლში გავიღვიძე. როგორც კი ხელახლა დავიძინე, ეს ყველაფერი განმეორდა. ამის შემდეგ უბრალოდ დაძინების მეშინოდა. აი ამ დროს განმიმტკიცდა რწმენა იმის შესახებ, რომ უკვდავი ვიყავი, რაც პრინციპში სასიამოვნო და უცნაური იყო.
ასე წარმოშობს გონების ძილი ფანტაზიებს!
მაგრამ შემდეგ მე ბიბლიის შესწავლა დავიწყე და მრავალი ისეთი ადგილი წავიკითხე, სადაც ნათლადაა ნათქვამი, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ქრება თავის გონებასთან (აზროვნებასთან) ერთად.




ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას. იმ დღეს ქრება მისი ფიქრები. (ფსალმუნები 146:4)
თქვენ ძალიან იოლად შეძლებთ ინტერნეტში უამრავი სტატიის პოვნას რომლებიც ამ სწავლებას უჭერენ მხარს, რომლებშიც მრავალი ბიბლიური მუხლებიც კია მოყვანილი, რომლებიც თითქოსდა იმას ამტკიცებენ, რომ წარსულში მცხოვრებ მართალ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის სწამდათ. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ მუხლების უმრავლესობაში სიტყვა "სულის" ნაცვლად თუ ჩავსვავთ სიტყვა "სიცოცხლეს", მათი აზრი საერთოდ არ იცვლება.




სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული (სიცოცხლე) მის სხეულში! ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული (სიცოცხლე) სხეულში. და გადარჩა იგი. (3 მეფეები 17:21,22)
ან კიდევ სხვა მუხლი, რომელიც ამ სწავლების დასაცავად მოჰყავთ:




ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ შურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში (საფლავში)! დასტიროდა მას მამამისი. (დაბადება 37:35)
შეცვალეთ სიტყვა "შავეთი" სიტყვა "საფლავით" და ყველაფერი გასაგები ხდება. მარტო ავადმყოფის წარმოსახვას შეეძლო იაკობის ნაცვლად ის ეფიქრა, რომ მას ჯოჯოხეთში უნდოდა წასვლა თავის შვილთან. და ასევე მდგომარეობს საქმე სხვა მრავალ ბიბლიურ ადგილებთან მიმართებაშიც, რომლებსაც ამ სწავლების დასაცავად იყენებენ.
მაგრამ პირადად მე ამ სწავლების სიცრუეში მხოლოდ ბიბლია როდი მარწმუნებს, არამედ ასევე ჩვეულებრივი საღი აზრიც, რომლებიც თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებითაა გამყარებული. მოდი ერთად ვიაზროვნოთ:
1. თუ სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ისე ცხოვრობს, როგორც დამოუკიდებელი სუბსტანცია, მაშინ მას უნდა შეეძლოს დანახვა, ჰქონდეს სმენა, შეეძლოს მეტყველება (რამენაირად ურთიერთობა) და რაც მთავარია აზროვნება!
2. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სულს უნდა გააჩნდეს მხედველობისა და სმენის თავისი ორგანოები და რაც მთავარია "სულიერი ტვინი", რომლის მეშვეობითაც ეს სული შეძლებს აზროვნებას და ემახსოვრება ის, რაც სიკვდილამდე იყო.
3. მაგრამ იბადება კითხვა: მაშინ რაში გვჭირდება პირდაპირი გაგებით თვალები, ყურები და რაც ყველაზე მთავარია ტვინი - სამყაროში ყველაზე რთული მოწყობილობა, რომელიც კი ადამიანისთვისაა ცნობილი?!
4. თუ ჩვენში ყველაფრის დუბლირება ხდება, მაშინ რატომ არ ესმით ყრუებს სულით, ბრმები რატომ ვერ ხედავენ სულით, სულით ავადმყოფები (ტვინით ავადმყოფები) რატომ ვერ აზროვნებენ სულიერი ტვინით?
ესაა იოლი შეკითხვები, რომლებზეც იოლი პასუხები არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ არავის არ უნახავს ეს "უკვდავი სული" და არ გაუზომავს ხელსაწყოებით.
душа и тело
ადამიანები ასეთ შეკითხვებს კიდევ იმიტომ არ სვავენ, რომ ისინი ხელს უშლიან მათ სწამდეთ იმის, რისი დაჯერებაც მათ ასე სურთ, საკუთარი უკვდავების.
მაგრამ ნუ დანაღვლიანდებით იმის გამო, რომ როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ, ამ სწავლების გარეშე ცხოვრება უაზრო ხდება. ბიბლიაში სხვა იმედი არსებობს, უფრო სარწმუნო თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისითაც კი, მაგრამ რომლის დაჯერებაც მრავალთათვის რატომღაც გაცილებით რთულია. ესაა მკვრეთით აღდგომის შესახებ იმედი, რომლის შესახებაც თავად იესო ასწავლიდა:




ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი - სასამართლოს აღდგომისთვის (იოანე 5:28,29)
მაგრამ ხალხს უკვირს: "ეს როგორ, ადამიანი მოკვდა, მთლიანად გაიხრწნა და შემდეგ ისევ გაცოცხლდება? ასე არ ხდება!"
და რატომაც არა? მთელი ჩვენი სხეული დნმ-ის ერთ პატარა მოლეკულაშია კოდირებული. ადამიანებმა დღეს ცხოველების კლონირებაც კი ისწავლეს (ალბათ ადამიანებისაც), რაც არსებითად მკვდრეთით აღგენას წარმოადგენს.
მაგრამ ჩვენს მოგონებებს, ხასიათს და სხვა რაღაცეებს რა ვუყოთ? აქაც არაფერია რთული. ჩვენი ტვინი მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერია, რთული, მაგრამ კომპიუტერი. დღეს თქვენც გაქვთ კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც ამ სტატიას კითხულობთ. განა რთულია თქვენი კომპიუტერიდან ინფორმაციის, მაგალითად "ფლეშკაზე" კოპირება? ძალიან იოლია!
მაშინ ღმერთისთვის რაღა სირთულეს წარმოადგენს, რომელმაც თავად შექმნა ჩვენი კომპიუტერი-ტვინი, რომ სიკვდილის წინ ჩვენი ტვინიდან მთელი მონაცემები რომ "დააკოპიროს"? იქნებ, "გვირაბის ბოლოს სინათლის" ის შეგრძნება კლინიკური სიკვდილის დროს რომ განიცდის მრავალი ადამიანი, ზუსტადაც ამ "კოპირების" პროცესია? (ეს, რა თქმა უნდა ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ ვინ იცის?)
жизнь после смерти
ზუსტად ამიტომ თქვა იესომ იმ მართალი ადამიანების შესახებ, რომლებიც დაიხოცნენ:




ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა, რადგან მისთვის ისინი ცოცხლები არიან. (ლუკა 20:38)
ერთხელ ეს საიტი სერვერზე რაღაც შეცდომის გამო "მოკვდა". მაგრამ ერთი დღით ადრე მე მისი სარეზერვო კოპია გავაკეთე, და ამიტომ მე სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა იმისათვის, რომ "მკვდრეთით აღმედგინა" ჩემი შვილობილი.
ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს




...სათვალავით გამოჰყავს მათი [ვარსკვლავების] ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს. (ესაია 40:26)
მათი რიცხვი კი ტრილიონებია. ღმერთს უსაზღვრო მახსოვრობა აქვს და განა რთული იქნება მისთვის თითოეული ჩვენთაგანის დამახსოვრება და შემდეგ ხელახლა აღდგენა? არანაირად!
ბიბლიაში ასეთი სიტყვები წერია:




სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება. (ეზეკიელი 18:4)
ის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს სულის უკვდავების შესახებ ცრუ სწავლებას, ღვთის წინაშე სცოდავს, და ეს, მას, უეჭველად, მხოლოდ იქამდე მიიყვანს, რომ თავად ის იქცევა მკვდარ სულად.
რადგან ამ სწავლებისადმი რწმენა სხვა ცრუ სწავლებებსაც იზიდავს, რომელთა უმრავლესობაც შეურაცხყოფას აყენებს ღმერთს (სწავლებები ჯოჯოხეთისა და განსაწმენდელის შესახებ) და პირდაპირ იკრძალება მის მიერ (სპირიტიზმის სხვადასხვა ფორმები).



რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს - მარადიული სიცოცხლე...(რომაელები 6:23)
მარადიული სიცოცხლე - ღვთის საჩუქარია, რომლითაც ის მხოლოდ მათ დააჯილდოებს, ვისაც ის ჭეშმარიტება უყვარს, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი.




მალე საჩუქრებს დაარიგებენ, არ შეგეშალოს, სხვა რიგში არ ჩადგე...

Комментариев нет:

Отправить комментарий