пятница, 29 января 2016 г.

ურთიერთშეხების წერტილები

თარგმნილია: www.teonote.ru

სიყვარული - ესაა ურთიერთშეხების წერტილის ძიება. (გიორგი ალექსანდროვი)
წარმოიდგინეთ, რომ ერთ წვიმიან დღეს თქვენ თქვენი ავტომობილით წახვედით საქმეებზე. სულ მცირე მანძილის გავლის შემდეგ, თქვენ უცბათ ამჩნევთ მანქანას, რომელიც ღრმადაა ტალახში ჩამჯდარი. თქვენმა კეთილმა გულმა, რა თქმა უნდა, უფლება არ მოგცათ სხვის გასაჭირზე თვალი დაგეხუჭათ, და თქვენ გაჩერდით, რათა თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დახმარება გაგეწიათ მისთვის. მაგრამ როგორ შეიძლება ამის საუკეთესოდ გაკეთება?
точки соприкосновения

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჯიქურ მიასკდეთ ამ მანქანას: წინა ბამპერით მიაწვეთ და ამგვარად სცადოთ მისი ტალახიდან ამოყვანა. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ შოკს განიცდის იმ ავტომობილის მძღოლი ამგვარი "დახმარების" შედეგად? რადგან ამგვარი "მეთოდის" გამოყენებისას თქვენ აუცილებლად დააზიანებთ (დაფხაჭნით ან დაღუნავთ) როგორც თქვენს, ისე უცხო მანქანასაც. და ამ ერთხელ თქვენ თუ კიდეც შეძლებთ მისთვის "დახმარების" გაწევას, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ დახმარების მეორე შესაძლებლობა უბრალოდ აღარ გექნებათ.




დათვური სამსახური ყოველთვის ერთჯერადია.
მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნება, თუ თქვენ გაჩერდებით ჩაფლული ავტომობილისაგან უსაფრთხო მანძილზე, თავაზიანად შესთავაზებთ დახმარებას და, თანხმობის შემთხვევაში, ავტომობილებს გვარლის დახმარებით გადააბავთ, რის შემდეგაც ნელ-ნელა დაიწყებთ ავტომობილის ტალახიდან ამოყვანას.
ეს ყველაფერი ცხადია, მაგრამ ამ პრინციპს თუ გადავიტანთ იმაზე, თუ როგორ ვსაუბრობთ იმ ადამიანებთან, რომელთა ამოყვანასაც ვცდილობთ ცრუ სწავლებების და ცრურწმენების ტალახიდან, მაშინ დავინახავთ, რომ ზოგიერთისთვის პირველი ხერხი უფრო დამახასიათებელია: პირდაპირ, ჯიქურ დაეჯახოს ადამიანს ბიბლიური მტკიცებულებებისა და უდაო ლოგიკის წნეხის ბამპერით. იწყება დავა, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე "ნაკაწრებს" და "შეღუნვებს" იღებს თანამოსაუბრისაგან. ასეთი მეთოდით კარგს ვერაფერს მივაღწევთ, რადგან ერთხელ "დახმარებით" ადამიანს ვერ დავეხმარებით, მაშინაც კი, თუ ყველა მის არგუმენტს გავაქარწყლებთ და მსოფლიოზე მის წარმოდგენას სრულიად დავანგრევთ. დახმარების მეორე მცდელობა კი, ამგვარი დაჯახების შემდეგ, დიდი ალბათობით, აღარ გვექნება.
და ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან თავის რელიგიურ შეხედულებებს ადამიანი, ყველაზე ხშირად, იძენს არა ლოგიკური მსჯელობებისა და საგულდაგულო კვლევების გზით, არამედ გრძნობითი განცდების შედეგად.
чувства религия
ერთნი თავის რელიგიაში მოდიან, სასწაულებისაგან და რიტუალების სილამაზისა და იდუმალებისაგან მოხდენილი შთაბეჭდილებების გამო, რომლებსაც ისინი იქ ხედავენ. სხვები იქ მისთვის ახლობელმა ადამიანებმა მიიყვანეს და მათთვის მათი რწმენა ოჯახური რელიქვია ხდება, რომელსაც შემდგომ ისინი ძალიან შემართებით იცავენ.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ნაცნობი ქალბატონის თითზე დაინახეთ იაფფასიანი, სპილენძის ბეჭედი, რომელიც, იმის გამო რომ სწრაფად ჟანგდება, თითს უსვრის. თქვენ ძალიან გაოცებული ხართ, თუ რატომ ატარებს ის ასეთ იაფფასიან ნივთს, და მას საჩუქრად ვერცხლის ან ოქროს ბეჭედსაც კი სთავაზობთ, იმ პირობით, რომ ის ამ "სისულელეს" გადააგდებს. მაგრამ პასუხად იღებთ მოჭრილ "არას"! რა ფანატიზმია, ფიქრობთ თქვენ, რადგან ვერ გაგიგიათ ამგვარი საქციელის მიზეზი. მაგრამ შემდგომ თქვენ იგებთ, რომ ეს ბეჭედი მას სიკვდილის წინ ბებიამ აჩუქა, რომელიც მას ძალიან უყვარდა, და ეს ბეჭედი მისთვის ძალიან ძვირფასია როგორც ბებიის სამახსოვრო. და მხოლოდ ეხლა ხვდებით, თუ რატომაა ის მისთვის ასე ძვირფასი და რატომ ამბობს ის უარს გაცვალოს შედარებით უფრო ძვირფას ბეჭედზეც კი.
медное колечко
ამიტომაა "ჯიქურ დაჯახების მეთოდი" უკიდურესად საზიანო. ამით ჩვენ შეიძლება თანამოსაუბრის შეხედულებებში "ნაკაწრები" კი გავაჩინოთ, მაგრამ განა ესაა ჩვენი მიზანი? გაცილებით უკეთესი იქნება, თუ პირველი შეხვედრისას (და შემდგომი საუბრებისასაც) ჩვენ ურთიერთშეხების წერტილს ვიპოვით და შევეცდებით მხოლოდ იმაზე ვისაუბროთ, რაც ჩვენ გვაერთიანებს და არა პირიქით. ეს ჰგავს გვარლს, რომლითაც მანქანებს ერთმანეთზე აბავენ. რაც უცრო მეთ ურთიერთშეხების წერტილებს ვიპოვით, მით უფრო მყარი იქნება ეს გადაბმა. და მაშინ ადამიანის ცრურწმენების, სტერეოტიპებისა და რელიგიური სიცრუის ტალახიდან "ამოყვანა" გაცილებით იოლი იქნება.




იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ ათასჯერ უფრო მართალი ხარ, გახსოვდეს - სხვისი გრძნობები ყოველთვის შენს არგუმენტებზე ძლიერი იქნება!
მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებში, სადაც რამოდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრების ბედნიერება მქონდა, ადამიანების უმეტესობა ისლამის მიმდევარია. თავისი რელიგიისადმი მათი დამოკიდებულება ძალიან ფაქიზია, ზოგჯერ თითქმის ფანატიკურიც კი, მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ მათ ძალიან ცოტა რამ იციან. მაგრამ ეს მათი მემკვიდრეობაა, რომლის კრიტიკასაც ისინი ძალიან ცუდად აღიქვამენ. მრავალი ადამიანი ამ ქვეყნებიდან უკვე ჩვენს გვერდით ცხოვრობს და თქვენ, რა თქმა უნდა, გსურთ მათ სულიერი დახმარება აღმოუჩინოთ და მოუყვეთ მათ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.
Таджики
მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს ისე, რომ მათ რელიგიურ გრძნობებს უხეშად არ შევეხოთ? მნიშვნელოვანია ვიპოვოთ თემა, რომელიც მათ რწმენას არ ეწინააღმდეგება, მაგრამ ავსებს მას.
და ამისათვის საჭირო არაა მათი რწმენის ძირფესვიანად შესწავლა, იმიტომ რომ, თემა კარგი საუბრისათვის მათი წმინდა წიგნის, ყურანის, პირველივე გვერდზეა. იქ ასეთი სიტყვები წერია:




სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა! (სურა 1:1)
საუბარი შეგვიძლია ასე დავიწყოთ:
- თქვენ ალბათ წაგიკითხავთ ყურანი? გახსოვთ, როგორ იწყება ის?
ალალად რომ ვთქვა, არცერთხელ არ შემხვედრია მუსლიმანი, რომელსაც ეს ემახსოვრებოდა. ამაში ისინი ძალიან ჰგვანან ჩვენს მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში არ იცნობენ წმინდა წერილებს.
ამის შემდეგ შეგვიძლია ყურანის ამ ადგილის ციტირება მოვახდინოთ და ვკითხოთ:
- ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს "სახელითა ალლაჰისა". სიტყვა "ალლაჰ" პირდაპირ ითარგმნება როგორც ღმერთი. აქ ნათქვამია, რომ ალლაჰს სახელიც აქვს, გაგიგონიათ, როგორ ჟღერს მისი სახელი?
არ დაიჯერებთ, მაგრამ მუსლიმანების 98% მპასუხობდნენ, რომ ალლაჰს მუჰამედი ჰქვია!
ასეთ ლაფსუსებზე ყურადღების გაუმახვილებლად, შეგვიძლია განვაგრძოთ:
- მიიჩნევა, რომ ალლაჰს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ არსებობს ყველაზე დიდებული სახელი! ეს სახელი ალლაჰმა თავის წინასწარმეტყველ მუსას გაუმხილა თორაში (მოსეს, ყოველთვის უკეთესია ისე წარმოვთქვათ სახელები, როგორც ყურანშია ისინი გადმოცემული).
ამის შემდეგ შეგვიძლია წავიკითხოთ გამოსვლის 3:15, შესაბამისად გამოვტოვოთ ყველაფერი რაც მეორეხარისხოვანია, რათა ადამიანი არ დავაბნიოთ:



შემდეგ კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს (მუსას) : "ასე უთხარი ისრაელის ძეებს: "იეჰოვამ (იაჰოვა) , ...გამომგზავნა-თქო თქვენთან". ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში.    (გამოსვლა 3:15)
ყურანში არის კიდევ ერთი ადგილი, რომლის გამოყენებაც შეიძლება იმისათვის, რომ შედეგი გავამყაროთ:




"[ისაა] — უფალი ცისა და მიწისა და იმისა, რაც მათ შორისაა. მაშ თაყვანი ეცი მას და მყარი იყავი თაყვანისცემაში. განა იცი შენ [სხვა ვინმე] ამავე სახელით?" (სურა 19:65) (მიახლოებითი თარგმანი)
ღვთის სახელი "იეჰოვა" - მართლა უნიკალურია, სიტყვა ალლაჰისგან განსხვავებით, რომელიც უბრალოდ "ღმერთს" ნიშნავს.
რას ნიშნავს ეს სახელი? ამის შესახებ შემდეგი შეხვედრისას შეიძლება საუბარი. გულწრფელ ადამიანს დააინტერესებს ამის გაგება.
საერთო საფუძვლების პოვნით, ასევე შესაძლებელია ტიპიური მოსაზრებების დანგრევაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში, სადაც ადამიანებს გამუდმებით აშინებენ საშინელი სექტების შესახებ შეთხზული ამბებით. მრავალი კეთილი, მაგრამ მიმნდობი ადამიანი, განსაკუთრებით ხანდაზმულები, კენკავენ ამ საკენკს და ყველა "არამართლმადიდებელს" უნდობლად უყურებენ.
Злая бабушка
ბევრჯერ ყოფილა, რომ, საუბარს როგორც კი წამოიწყებ, ადამიანი, დაჟინებით გბურღავს თვალებით და გეკითხება:
- და თქვენ საიდან ხართ? რომელი რწმენიდან? - თავიდან ფეხებამდე ეტყობა, რომ უკვე მიხვდა, ადგილობრივი ეკლესიის მღვდლის გაგზავნილები რომ არ ვართ.
და შენ ხვდები, რომ თუ პირდაპირ "დააჯახებ" პასუხს, მაშინ მომდევნო წამს შენს ცხვირწინ დახურულ კარსღა დაინახავ. ამიტომ თქვენი პასუხი შეგიძლიათ დაიწყოთ იმით, რაც თქვენ გაერთიანებთ. მე ჩვეულებრივ ასე ვეუბნები:
- იცით, როდესაც პატარა ვიყავი, მე მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომნათლეს, - და ეს სრული სიმართლეა.
ამ სიტყვების შემდეგ ადამიანის თვალებში სიკეთის ნაპერწკლები იწყებს გამოკრთომას და დაძაბულობა ქრება: ესეიგი ჩვენიანია! - ფიქრობს ის.
ამის შემდეგ ვაგრძელებ:
- შემდეგ გავიზარდე, დავიწყე მოწევა, სმა, გინება, გემო გავუსინჯე ნარკოტიკებს და ხშირად ვმრუშობდი. აი ასეთი "მორწმუნე" ვიყავი! მაგრამ როდესაც ბიბლიის კითხვა და შესწავლა დავიწყე, მე ყველა ეს ცოდვა მივატოვე და ეხლა სხვებს ვეხმარები ღვთისადმი და ბიბლიისადმი რწმენის შეძენაში. თქვენ თუ იცით, რა სახელი უწოდა ღმერთმა საკუთარ თავს ძველად და რას ნიშნავს ეს სახელი?
ჩვეულებრივ ამის შემდეგ საინტერესო საუბარი იწყება ხოლმე, რომელსაც შესაძლოა გაგრძელებაც კი ჰქონდეს.
ბიბლია ნათლად აღნიშნავს:




დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს. (იგავები 12:18)
კარგი და კეთილი ექიმი, მაშინაც კი თუ იცის, რომ მისი პაციენტი მძიმედ ავადაა, არ მიახლის პირდაპირ სამწუხარო პროგნოზებს. ეს პაციენტს კიდევ უფრო დასცემს. ის ადამიანს იმედს აჩუქებს, რომელიც ნებისმიერ წამალზე უკეთ კურნავს.




ყველაზე დიდებული ხელოვნება, რომელიც არასოდეს დაკარგავს თავის ფასეულობას - ესაა ადამიანების სიყვარულის ხელოვნება. ეხლავე ხომ არ დაგვეწყო მისი შესწავლა?

Комментариев нет:

Отправить комментарий