თარგმნილია: www.teonote.ru

А на красивые фантики клюют даже отпетые романтики. (ჯგუფი Банд Эрос)
ყველა ბავშვს ძალიან უყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით კანფეტები. მათ არა მხოლოდ მისი გემო მოსწონთ, არამედ ასევე მისი ლამაზი და ბრჭყვიალა ქაღალდებიც, რომლებსაც ისინი ხშირად აგროვებენ კიდეც. მათთვის ეს განძია, რომლის ფასეულობასაც რატომღაც უფროსები ვერ გრძნობენ. ძალიან უცნაურები არიან რა, ეს უფროსები!
фантики


ჩვენს "ქრისტიანულ" ქვეყანაში მრავალი "მორწმუნე" ადამიანია. მაგრამ სულიერად ეს ადამიანები პატარა ბავშვებს უფრო გვანან, რომლებსაც რელიგიაში კანფეტის ბრჭყვიალა ქაღალდები უფრო აინტერესებთ, ვიდრე მისი შიგთავსი. მოოქროვილი გუმბათები ზვიად ტაძრებზე, თავბრუდამხვევი რიტუალები, კუთხეებში მდგარი ლამაზი ხატები, კისერზე ოქროს ჯვრები, კანკელი ავტომობილში, სასწაულები დღესასწაულებზე, მღვდლების სამეფო ჩაცმულობა...
ყოველივე ეს საყოველთაო მორწმუნეობისა და რელიგიურობის იერს ქმნის. მაგრამ ყველაფერი ეს - მხოლოდ კანფეტის ბრჭყვიალა ქაღალდებია, ლამაზი და მბზინვარე. თავად კანფეტი სადღაა, ქრისტიანული რწმენის "არსი", "ღერძი"? ექსპერიმენტი, რომელსაც ბოლო წლის განმავლობაში ვატარებ, მხოლოდ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს "კანფეტი" უკვე დიდი ხანია რაც "რქიანმა ძიამ" მოიპარა და შეჭამა. რის საფუძველზე შეიძლება ამაზე ასე დარწმუნებით ლაპარაკი?
православные фантики
ყველა რელიგიაში არსებობს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ის, რაც მხოლოდ მეორეხარისხოვანია. ეს შეგვიძლია შევადაროთ დიდ დატოტვილ ხეს, რომელსაც მძლავრი ტანი და ფართე ვარჯი აქვს. ხის ტანი ასიმბოლოებს ყველაზე მთავარ სწავლებას, რომელზეც ყველაფერი დანარჩენი დგას. ტანს თუ მოვჭრით, მაშინ მთელი ხე დაეცემა. მაშ რა არის ეს, "ყველაზე მთავარი"?
როდესაც ღმერთი მოსეს მეშვეობით თავის მცნებებს გადმოსცემდა, მან ათი უმთავრესი გამოარჩია. რომელი იყო ყველაზე პირველი, ყველაზე მთავარი მცნება?
ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში ის ასე ჟღერს:




მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი... არ გყავდეს სხვა ღმერთები ჩემს გარდა. (გამოსვლა 20:2,3)
პირველი მცნება გვიცხადებს უბრალო ჭეშმარიტებას იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს ჭეშმარიტ ღმერთს და რა ჰქვია მას. ნათლად და გასაგებად.
ბოლო წლის განმავლობაში მე მრავალჯერ დავუსვი "მორწმუნე" ადამიანებს ერთი უბრალო შეკითხვა:
- ათი მცნების შესახებ თუ გაგიგიათ?
- კი, რა თქმა უნდა, - როგორც წესი თავდაჯერებით მპასუხობდნენ ისინი.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე მთავარი, პირველი მცნება? - ვეკითხებოდი მე.
და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ამ ექსპერიმენტის განმავლობაში, მრავალი ათეული ადამიანიდან, ვერავინ და ვერცერთხელ ვერ შეძლო იმის გახსენება, თუ რომელი იყო ეს პირველი მცნება! ჩვეულებრივ ყველა ამბობდა "არა კაც კლა", და ეს გასაგებიცაა, რადგან საერო მორალისათვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი მცნებაა, რადგან მკვლელობა - ყველაზე საშინელი და გამოუსწორებელი დანაშაულია.
ამ უბრალო გამოცდას რომ მხოლოდ ათეისტები ვერ აბარებდნენ, ეს კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ ყველა მათგანი, ვისაც მე ვეკითხებოდი, საკუთარ თავს მორწმუნე ადამიანებს უწოდებდნენ!
მაშ რის გამოა მეხსიერებაში ასეთი ხარვეზები? თუ ეს მაინც ბიბლიური ცოდნის უკმარისობაა? მაგრამ განა ნებისმიერმა რელიგიამ თავის მორწმუნეებს არ უნდა ასწავლოს თუნდაც ყველაზე მთავარი, "რწმენის ანბანი", თუ პირველი მცნება პირველი აღარაა?
первая заповедь
მაგრამ შეიძლება ვინმე შეგვეპასუხოს:
- კი მაგრამ, ეს მცნებები მხოლოდ ებრაელებისთვის იყო, ჩვენ კი ქრისტიანები ვართ და მოსეს კანონი არაფერია ჩვენთვის!
შეიძლება ყველაფერი მართლაც ასე ყოფილიყო, თავად იესოს რომ არ დაედგინა ეს მცნება ქრისტიანებისთვისაც, თანაც კიდევ უფრო რომ არ გაერთულებინა ამოცანა.




ერთმა მათგანმა, კანონის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა: "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება კანონში?"
მან უთხრა: "«გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით». ეს არის პირველი და უდიდესი მცნება." (მათე 22:35-38)
მან ახალი მცნება კი არ მოიგონა, არამედ კანონის 6:5-ის ციტირება მოახდინა. ამჯერად ქრისტიანებისათვის ყველაზე მთავარ მცნებას წარმოადგენდა არა უბრალოდ იმის აღიარება, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ ისიც, რომ საჭიროა მისი მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი გონებით შეყვარება, რაც გაცილებით უფრო რთულია.
ზუსტად ესაა ის "შიგთავსი", ის "ღერძი" რაზეც ჭეშმარიტი რწმენა დგას.




"ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები". (მათე 22:40)
რამდენად მნიშვნელოვანია ეს მცნება ჩვენი გადარჩენისათვის?
მრავალ ადამიანს მცდარად მიაჩნია, რომ ღმერთისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორი ადამიანები ვართ, ვიდრე ის, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს პირადად მის მიმართ და თუ როგორად წარმოგვიდგენია ან რას ვეძახით მას. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარია გწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და ამავდროულად მაღალზნეობრივი ადამიანი იყო. მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში?
წარმოიდგინეთ მამა, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს.
პირველი ვაჟი ძალიან ჭკვიანი, განათლებული, მავნე ჩვევების არმქონე, გაწონასწორებული და კეთილია.
მეორე ვაჟი არაა ასეთი ჭკვიანი, მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, მანერებით ვერ დაიკვეხნის და ხანდახან ფეთქებადია. მოკლედ მთლად "საოცნებო შვილი" ვერაა!
აბა, რომელი უფრო მეტად გესიმპათიურებათ? დიდი ალბათობით, პირველი.
Два сына
მაგრამ, აი ვაჟები გაიზარდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს. პირველი ვაჟი მთლიანად სამუშაოთი, ოჯახითა და გართობით დაკავდა. ის აღარ ინახულებდა მშობლებს და აღარც კი ურეკავდა. ერთხელ მამა შემთხვევით შეხვდა მას და ჰკითხა, თუ რატომ დაიკარგა და რატომ აღარ ეხმიანება დედ-მამას? რაზეც ვაჟმა უპასუხა:
- იცი, მამა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გაგიკეთებია, მაგრამ მე ჩემი ცხოვრება მაქვს, შენ კი შენი. მე მეტად აღარ მჭირდები, და ამიტომ აზრს ვერ ვხედავ, თუ რატომ უნდა გინახულო. მე ვიცი, რომ შენ არსებობ, და ეს სრულიად საკმარისია! მთავარია, რომ მე კარგი ადამიანი ვარ, ბოროტს არავის ვუკეთებ და ყველა პატივს მცემს.
მეორე ვაჟი კი რეგულარულად ინახულებდა მამამისს და სხვადასხვა საშუალებებით არწმუნებდა თავის სიყვარულში.
ეხლა ვინ უფრო გესიმპათიურებათ? უეჭველია მეორე.
ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ყველაფერს "საკუთარი სამრეკვლოდან" უყურონ და ის მიიჩნიონ სწორად, რაც მათ მიაჩნიათ ასეთად. მაგრამ ღვთისადმი მსახურების საკითხებში მნიშვნელოვანია არა ჩვენი აზრი, არამედ ღვთის თვალსაზრისი.
განა შეიძლება ადამიანს მაღალზნეობრივი ეწოდოს, თუ ის საკუთარი მამის სიყვარულზე ამბობს უარს?  რა თქმა უნდა, არა! და მაშინ, თუ ეს მამა - "ზეციურია", განა რაიმე იცვლება ამით? პირიქით, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს!
მაგრამ იმისათვის, რომ ვინმე ნამდვილად გვიყვარდეს, მნიშვნელოვანია მისი, როგორც პიროვნების, კარგად გაცნობა.
და აი აქ ხდება ნათელი, თუ რატომ არ სურთ, მრავალრიცხოვან ქრისტიანულ კონფესიებში, თავისი მრევლისთვის პირველი მცნების სწავლება.
ეკლესიის ცნობილი მამა, გრიგოლი ღვთისმეტყველი წერდა:




"ეხლა უკვე ეს ერთადერთი ასწავლე: ერთი სამებაში და სამება ერთში, რომელშიც როგორც ცალკეულობა ისე ერთობა ჩაუწვდომელია."
Троица охтина
ამ ფრაზაში მთავარი სიტყვაა - ჩაუწვდომელია! მათი ღმერთი ის არაა, ვის შესახებაც პირველ მცნებაშია საუბარი. მათი ღმერთი ჩაუწვდომელი და აუხსნელია, როგორც პიროვნება. და აბა თქვენი აზრით, როგორ შეიძლება გიყვარდეს ის, ვინც აუხსნელი და ჩაუწვდომელია?
ის გულწრფელი ადამიანები კი, რომლებიც მაინც ცდილობენ სამებისადმი რწმენის, ღვთის სიყვარულთან შეთანხმებას, უნებლიედ დილემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე: სამების რომელ ნაწილს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა სიყვარულში?
- ჩვენ ყველა ერთნაირად გვიყვარს! - იტყვიან ისინი.
ძალიან უბრალო შეკითხვა აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.
- სამი პირიდან ყველაზე ხშირად ვისზე ლოცულობთ? ისინი თუ ყველაფერში თანაბარნი არიან, და მათ შორის მათ მიმართ თქვენს სიყვარულში, მაშინ ყველას მიმართ თანაბრად უნდა ილოცოთ. როგორ ახდენთ ამის გამოთვლას?
считает кому молиться
მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ ითვლის. ძირითადად ყველა ლოცულობს იესოზე, ხანდახან მამაზე და არასოდეს წმინდა სულზე. კიდევ ანგელოზებზე და მრავალრიცხოვან წმინდანებზე ლოცულობენ, თითქოს ისინიც ღმერთები იყვნენ.
პრიორიტეტები შეიცვალა. პირველი მცნება ბიბლიის ეკალ-ბარდებში დაიკარგა, იმის გამო, რომ არავის სჭირდება, რადგან კეთილი იესოს მიმართ ლოცვა და მისი სიყვარული უფრო ადვილია, ვიდრე ჩაუწვდომელი "სასტიკი" ღმერთისა, რომელმაც ქანაანელი ბავშვების დახოცვა დაავალა ისრაელიანებს. იესოს ბოლოს და ბოლოს პირადი სახელი მაინც აქვს, და არა უბრალოდ ტიტული "უფალი" და "მამა", რომელთა გამოყენება ადამიანების მიმართაც კი შეიძლება.
სატანამ თავისას მიაღწია, პირველი მცნება დავიწყებული და უარყოფილია, გამოუსადეგარობის გამო, მათ მიერაც კი, ვინც ამბობს, რომ ღმერთი უყვარს. ასეთ ადამიანებთან დაკავშირებით ბიბლიაში მამხილებელი სიტყვებია ჩაწერილი:




ამიტომ ღმერთმა ისინი უწმინდურებას გადასცა თავიანთი გულისთქმებისამებრ... ვინც ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე გაცვალა, პატივს მიაგებდა და წმინდა მსახურებას უსრულებდა ქმნილებას შემოქმედის ნაცვლად... (რომაელები 1:24,25)
თქვენ ვის სცემთ თაყვანს - შემოქმედს თუ მის ქმნილებას? იესო, ანგელოზები და "წმინდანები" - ეს მხოლოდ ღვთის მრავალრიცხოვანი ქმნილებებია, და მათი თაყვანისცემა ნიშნავს უმთავრესის, პირველი მცნების, დარღვევას!
როდესაც იესოს სცდიდა, სატანაც ცდილობდა მისთვის კანფეტის ბრჭყვიალა ქაღალდების შეთავაზებას. რაზეც იესომ კანონის 10:13-ის ციტირება მოახდინა, სადაც ნათლადაა საუბარი, თუ ვინაა ის ერთადერთი ვინც თაყვანისცემას იმსახურებს:




იესომ მიუგო: "გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: «იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება»."  (მათე 4:10)




იქნებ კმარა "რელიგიური ბრჭყვიალა ქაღალდების" გროვება, რომლებიც შიგთავსის გარეშე არაფერს არ წარმოადგენენ? განა დრო არ არის გაიზარდოთ?