вторник, 5 января 2016 г.

შეცდომებისა და ნაკლოვანებების შესახებ. ნაწილი 3






შინაარსი:

ლუთერი და ბიბლიის ცალკეული წიგნებისადმი დამოკიდებულება
ლუთერი და მისი ბიბლიური შეხედულებები
ლუთერის მცდარი წინასწარმეტყველებები
ლუთერის ანტისემიტიზმი
ლუთერი და აგრესიისა და ძალადობისაკენ მოწოდება
ლუთერი – მაშ ვისი მსახურია ის?


ვაგრძელებთ რა საკითხის განხილვას «უნდა იყოს თუ არა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა შეუმცდარი?», ჩვენ შემდეგ მაგალითზე - პროტესტანტიზმზე გადავალთ. მისი დაბადების ფორმალურ თარიღად 1517 წლის 31 ოქტომბერი ითვლება, როდესაც ავგუსტიანელმა ბერმა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა ცნობილი 95 თეზისი, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის დოგმებს განიკითხავდნენ. ევროპაში დასავლური ეკლესიის რეფორმირების წინაპირობები ადრეც გაჩენილა, მაგრამ ზუსტად მარტინ ლუთერის აქტიურმა საქმიანობამ დაუდო სათავე იმას, რასაც შემდგომ რეფორმაცია ეწოდა. ამ განახლების მოძრაობამ, ლუთერის გარდა, ასევე ისეთ ცნობილ რეფორმატორებს გაუთქვა სახელები, როგორებიც იყვნენ ჟან კალვინი, ულრიხ ცვინგლი და სხვა. 


ასეა თუ ისე, მაგრამ პრაქტიკულად ყველა პროტესტანტული ეკლესია მარტინ ლუთერს მიიჩნევს ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად, რომლის დამსახურებებსაც მიეკუთვნება არა მხოლოდ რიგ ბიბლიურ სწავლებებზე უარის თქმა, არამედ ასევე ბიბლიის თარგმნა ჩვეულებრივი ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე და ღვთის სიტყვის პირადი კვლევისაკენ მათი აღძვრა. მიიჩნევა, რომ ლუთერის საქმიანობასთან ერთად დასრულდა ევროპაში შუასაუკუნოვანი ეპოქა. ჟურნალ «ტაიმის» მტკიცებით, მარტინ ლუთერის შესახებ «უფრო მეტი წიგნია დაწერილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პიროვნების შესახებ ისტორიაში, თუ მის უფალს - იესო ქრისტეს არ ჩავთვლით». თეოლოგი კურტ ალანდი წერდა: «ყოველწლიურად სულ მცირე 500 ახალი პუბლიკაცია ჩნდება მარტინ ლუთერისა და რეფორმაციის შესახებ, მსოფლიოს თითქმის ყველა ძირითად ენაზე». ერთი კათოლიკე თეოლოგი შემდეგ დასკვნამდეც კი მივიდა: «ლუთერის შემდეგ მოსულთაგან, ვერავინ შეედრება თავად ლუთერს». ლუთერის თანამედროვე, კალვინისტი თეოდორ ბეზა დარწმუნებით აცხადებდა, რომ «ლუთერი იყო ადამიანი, რომელიც აღფრთოვანების ღირსი იყო, და ის, ვინც მასში ღვთის სულს ვერ ხედავს, საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავს» (Tract. adv. Brent., fol. 190).

მაშ ასე, რადგან პროტესტანტიზმის თემას ვეხებით, მგონი, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი თავად მარტინ ლუთერის ფიგურა იქნება, როგორც თანამედროვე პროტესტანტული და ევანგელისტური ეკლესიების «მამამთავრისა» და სულისჩამდგმელისა. როგორც თავად პროტესტანტი თეოლოგები ამტკიცებენ, თუ ლუთერის შემთხვევაში წმინდა სულის ხელმძღვანელობა – სრულიად ნათელ და უდავო რამეს წარმოადგენს, მაშინ ჩვენ არ უნდა გაგვიჩნდეს არანაირი საპირისპირო აზრები იმ მტკიცებულების მიმართ, რომ ღვთიური ხელმძღვანელობა გამორიცხავს ასეთი ადამიანის ან ეკლესიის საქმეებში შეცდომებისა და ნაკლოვანებების არსებობას. და პირიქით – მათ საქმეებში და შეხედულებებში არასწორი გადაწყვეტილებების არსებობამ, ისინი უნდა დაახასიათოს როგორც «ცრუწინასწარმეტყველები» და «ცრუქრისტიანები». (სხვათაშორის რომ ვთქვათ, ამგვარი თამამი განაცხადები სავსებით აქტიურად ხმაურდება თავად პროტესტანტების მიერ, როდესაც საუბარი, მაგალითად, თუნდაც იეჰოვას მოწმეებს ეხება). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები (!) რა თქმა უნდა არ მიჰყვებიან ორმაგი სტანდარტების პრაქტიკას. ამიტომ, მსგავსი განცხადებების გაკეთებისას, განმცხადებლის მხრიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ ისინი საკუთარი თავის, საკუთარი ეკლესიებისა და ავტორიტეტული ლიდერების მიმართაც იგივე კრიტერიუმებს გამოიყენებენ. შემდგომი კვლევა უკეთესად დაგვანახვებს, თუ რამდენად საფუძვლიანია ზემოთმოყვანილი განაცხადი…   



ლუთერი და ბიბლიის ცალკეული წიგნებისადმი დამოკიდებულება



მარტინ ლუთერი ყველაზე ძალიან ცნობილია როგორც ადამიანი, რომელიც ემხრობოდა პრინციპს «Sola Scriptura» (ლათ. «მხოლოდ წმინდა წერილები») და რომელიც მოუწოდებდა საკუთარი შეხედულებები ბიბლიასთან შეედარებინათ. მან წმინდა წერილი იმ დროს გასაგებ გერმანულ ენაზე თარგმნა, და ეს უბრალო ადამიანებს დაეხმარა ღვთის სიტყვას გაცნობოდნენ. ლუთერის ნაშრომებში მრავალგან გვხვდება ბიბლიასთან დაკავშირებული საქებარი სიტყვები, რაც, თითქოსდა, რეფორმატორის საქმეების ჭეშმარიტ სიმართლეს უნდა ამტკიცებდეს.

მიუხედავად ამისა, ლუთერის ყველა ღირსებასთან ერთად შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ ღვთის სიტყვისადმი მისი დამოკიდებულების საპირისპირო მხარეზე – რეფორმაციის მამამთავრის სავსებით აშკარად გამოვლენილ არჩევითობაზე, ბიბლიის ცალკეული წიგნების მიმართ. თუ წმინდა წერილების ზოგ წიგნებს ლუთერი ჭეშმარიტად ღვთივშთაგონებულად თვლიდა, სხვა წიგნები, რომლებიც ბიბლიურ კანონს ეკუთვნოდნენ, მასში, მსუბუქად რომ ვთქვათ, მათი სარგებლიანობა და პრაქტიკული ღირებულებაც კი ეჭვს იწვევდა. მაგალითად რომლები?  

ერთ ნაშრომში, რომელიც ლუთერის ამ დილემას ეძღვნება, ჩამოთვლილია «ახალი აღთქმის ის წიგნები, რომლებსაც რეფორმატორი მტკიცედ აკრიტიკებს. წერილი ებრაელების მიმართ, პეტრეს მეორე წერილი, იაკობის წერილი, იუდას წერილი, იოანეს «გამოცხადება» - მისთვის არ წარმოადგენდნენ მოცუქულთა მიერ დაწერილ წერილებს. ისინი არ მიეკუთვნებიან ახალი აღთქმის «ჭეშმარიტ ნაწარმოებებს». ლუთერი ებრაელების მიმართ წერილს იმიტომ არ მიიჩნევს მოციქულების მიერ დაწერილად, რომ მასში უარყოფილია იმ ცოდვების მიტევება, რომლებიც მონათვლის შემდეგაა ჩადენილი. პეტრეს მეორე წერილი «ვერ "ქაჩავს" მოციქულთა ნაშრომებამდე». იაკობი აღქმულია როგორც კანონის კარგი მასწავლებელი, თუმცა მან არაფერი არ იცის ქრისტეს შესახებ სამოციქულო სასიხარულო ცნობაზე. არც იაკობის და არც იუდას წერილებში არ ჩანს მოციქულთა სული. ასევე არც «გამოცხადება» ფლობს «არც სამოციქულო და არ წინასწარმეტყველურ» თვისებებს, რადგან ის არაა სრულიად გასაგები. მასში მრავალი ხატოვნება და გაუგებარი სიტყვებია, რომლებიც, არ «მიგვმართავენ პირდაპირ ქრისტესაკენ». ლუთერმა იმის უფლებაც კი მისცა საკუთარ თავს, რომ «არასამოციქულო» ხუთი წიგნიდან ოთხი (წერილი ებრაელების მიმართ, იაკობი, იუდა, «გამოცხადება») თავისი Deutsche Bibel-ის გერმანულ გამოცემაში, დაუნომრავ დანართებად აქცია» (მიიკა როუკანენი «სწავლება ღვთივშთაგინებულობის შესახებ»).

«გერმანული ახალი აღთქმის თავის გამოცემას, ლუთერმა დანართის ფურცელი დაურთო, რომელშიც ყველა წიგნი დანომრილი იყო. ამ სიის ბოლოს, სხვებისაგან განცალკევებით, მოყვანილი იყო წიგნების მცირე ჯგუფი ნუმერაციის გარეშე. ამ ჯგუფში შედიოდნენ იაკობისა და იუდას წერილები, წერილი ებრაელების მიმართ და გამოცხადება. ეს წიგნები ლუთერმა მეორეხარისხოვნად მიიჩნია» (უილიამ ბარკლი «ახალი აღთქმის კომენტარები»).

«ლუთერი, თუმცა უპირველეს ავტორიტეტად წმინდა წერილებს მიიჩნევდა, მის ზოგიერთ ნაწილზე უარყოფითად საუბრობდა. იაკობის წერილი, მაგალითად, მას "სრულიად არაფრისმთქმელად" მიაჩნდა, რადგან ის მასში ხედავდა არა სასიხარულო ცნობას, არამედ მხოლოდ ქცევის წესების სიას. რთული ურთიერთობა ჰქონდა მას ასევე გამოცხადების წიგნთან. ის არ მოუწოდებდა ამგვარი წიგნების კანონიდან ამოღებისაკენ, თუმცა ღიად აცხადებდა, რომ მას ძალიან უჭირდა მათში იესო ქრისტეს დანახვა და რომ ისინი არ წარმოადგენენ მისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას» (ხუსტო ლ. გონსალესი «ქრისტიანობის ისტორია», 2 ტომი).





რიგი მკვლევარებისა ხაზს უსვამენ ლუთერის ეჭვების ფაქტს, ბიბლიის წიგნ გამოცხადების ღვთივშთაგონებულობასთან დაკავშირებით.

«ისეთ საეკლესიო მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ დიონისე ალექსანდრიელი და მარტინ ლუთერი, არ სურდათ გამოცხადების ახალაღთქმისეულ კანონში ჩართვა» (ჯეიმს დ. დანი «ერთობა და მრავალფეროვნება ახალ აღთქმაში»).

«წიგნ გამოცხადების ერთ-ერთი გამოჩენილი მოწინააღმდეგეთაგანი მარტინ ლუთერი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ნება რომ იყოს, ამ წიგნს არ ჩართავდა ბიბლიის კანონში. მიუხედავად ამისა, ის სავსებით პასუხისმგებლობით მიუდგა ამ წიგნის თარგმნას» (ვასილი იუნაკი, მეშვიდე დღის ადვენტისტთა პასტორი).


ლუთერს ასევე ეჭვი ეპარებოდა ებრაელთა მიმართ წერილის ავტორის ავთენტურობასა და ამ წერილის ბიბლიის შემადგენლობაში ჩართვის საფუძვლიანობაში.

«მხოლოდ და მხოლოდ ათანასეს დროს, მეოთხე ასწლეულის შუა პერიოდში, იქნა საბოლოოდ ებრაელთა მიმართ წერილი ჩართული ახალ აღთქმაში, მაგრამ ლუთერიც კი არ იყო ამ გადაწყვეტილების სისწორეში მყარად დარწმუნებული… ლუთერი იმაში იყო დარწმუნებული, რომ ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი აპოლოსი იყო» (უილიამ ბარკლის კომენტარები ებრაელთა მიმართ წერილზე).

«მარტინ ლუთერი იყო პირველი, ვინც ვარაუდი გამოთქვა, რომ წერილის [ებრაელთა მიმართ] ავტორი აპოლოსი იყო» (David Peterson «ებრაელთა მიმართ წერილი»).

თუმცა, ყველაზე სასტიკი დამოკიდებულება ლუთერს იაკობის წერილის მიმართ ჰქონდა.

«თავის დროზე ლუთერმა განაცხადა, რომ იაკობის წერილი, თუმცა კი ჩართულია ღვთივშთაგონებული წერილების სიაში, ის უბრალოდ "საფრთხობელაა", "ფიტულია"» (ამბროჟო დონინი «ქრისტიანობის სათავეებთან», Ambrogio Donini "Storia Del Christianesimo").

«იაკობის წერილის მიმართ, მარტინ ლუთერის დაბალი შეფასება, როგორც "სრულიად ჩალის წერილისა" აბსოლუტურად არასწორია! ლუთერის მიერ, კეთილი საქმეების შესახებ იაკობის სწავლების ვერგაგება გახდა, რეფორმატორების მათ წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლის დროს, ვინც რწმენითა და საქმეების გადარჩენის შესახებ ასწავლიდნენ, მის მიერ ამგვარი შეცდომის დაშვების მიზეზი. და ის არაა ერთადერთი, ვინც შესაბამისად ვერ შეაფასა ქრისტიანული წერილებიდან ეს უძველესი წერილი» (უილიამ მაკდონალდი «ბიბლიური კომენტარები. ახალი აღთქმა»).

ბიბლიის კომენტატორი უილიამ ბარკლი, რომელიც ხაზს უსვამს «ლუთერის მხრიდან იაკობის წერილზე განსაკუთრებით უხეშ თავდასხმებს», სახელგანთქმული რეფორმატორის პოზიციის შესახებ შემდეგ რამეს წერდა:

«პროტესტანტულ ეკლესიაში მის [იაკობის წერილის] ისტორიასთან დაკავშირებული ეჭვები შემორჩა და, არსებითად, გაძლიერდა კიდეც, იმიტომ რომ მარტინ ლუთერი მის წინააღმდეგ გამოვიდა და მისი ამოღებაც კი ერჩია ახალი აღთქმიდან… ამ წერილის შესახებ ლუთერის ცნობილ განხილვას ვპოულობთ მისი «ახალი აღთქმის წინასიტყვაობის» ბოლო აბზაცში: "…იაკობის წერილი - ეს წერილი, ჩალითაა სავსე, იმიტომ რომ მასში არაფერი ეკლესიური არ არის. მაგრამ უფრო დაწვრილებით ამის შესახებ სხვა წინასიტყვაობებში". 
  ლუთერმა, როგორც პირობა დადო, განავრცო თავისი შეფასებები «იაკობისა და იუდას წერილების წინასიტყვაობებში». ის ასე იწყებს: "…რაც შეეხება ჩემს პირად აზრს, რომლებიც არ გამომდინარეობს ვინმეს ცრურწმენებიდან, მე არ მიმაჩნია, რომ ის მოციქულის კალამმა დაწერა"
[…]
  ამგვარად, ლუთერი თავის დასკვნას აკეთებს: "იაკობს მათი გაფრთხილება უნდა, რომლებიც რწმენის იმედზე არიან და მოქმედებებზე და საქმეებზე არ გადადიან, მაგრამ მას ასეთი ამოცანისათვის სათანადო არც შთაგონება აქვს, არც აზრები და არც მჭერმეტყველება. ის ძალადობს წმინდა წერილზე და ამ ყველაფრით, პავლესა და მთელ წმინდა წერილს ეწინააღმდეგება; ის კანონით ცდილობს იმის მიღწევას, რასაც მოციქულები, ადამიანებისათვის სიყვარულის ქადაგებით აღწევენ. და ამიტომ მე უარს ვამბობ, კანონიერი ადგილი მივუჩინო მას ჩემს ბიბლიაში ჭეშმარიტი ავტორების გვერდით; მაგრამ მე არ ვიქნები კატეგორიული, თუ ვინმე ჩასვავს მას იქ, ან უფრო მაღლაც კი დააყენებს, იმიტომ რომ წერილში მრავალი ლამაზი ადგილია. მსოფლიო თვალების რაოდენობაში ერთი ადამიანი არ ითვლება; განა შეიძლება ყურადღება მივაქციოთ ამ მარტოსულ ავტორს, პავლესა და მთელი ბიბლიის ფონზე?"».

რას ეყრდნობოდა ლუთერი ბიბლიის ამა თუ იმ წიგნის ღვთისშთაგონებულობისა და პრაქტიკული ღირებულების განსაზღვრისას? უილიამ ბარკლი განმარტავს:

«ლუთერი საერთოდ ნებისმიერი წიგნის შეფასების საკუთარ პრინციპებს გადმოსცემს: "ნებისმიერი წიგნის შეფასების ნამდვილი საზომი იმაში მდგომარეობს, რომ დადგინდეს, უსვამს თუ არა ხაზს ის იმ განსაკუთრებულ მდგომარეობას, რომელიც ქრისტეს უკავია კაცობრიობის ისტორიაში... ის, რაც ქრისტეს არ ქადაგებს - ის არაა მოციქულებისაგან, მაშინაც კი ამას პეტრე ან პავლე რომ ქადაგებდეს. და პირიქით, ყველაფერი, რაც ქრისტეს ქადაგებს - ის მოციქულებისაა, მაშინაც კი თუ ამას იუდა, ანა, პილატე ან ჰეროდე აკეთებდეს"» (უილიამ ბარკლი «ახალი აღთქმის კომენტარები»).

გასაკვირი არაა, რომ ბარკლი შემდეგ დასკვნამდე მიდის:

«ლუთერი არ ინდობს იაკობის წერილს. მაგრამ, ამ წიგნის გამოკვლევით, ჩვენ, შეიძლება, გავაკეთოთ დასკვნა, რომ ამჯერად მან პირად წინასწარშექმნილ ცუდ აზრს უფლება მისცა ჯანსაღი აზრი დაეჩრდილა» (უილიამ ბარკლი «ახალი აღთქმის კომენტარები»).

«ჩვენ ვიცით, რომ დიდებულმა რეფორმატორმა ლუთერმა ღვთის სწავლების ეს ნაწილი ყველაზე დაუმსახურებელი უნდობლობითა და ზიზღითაც კი აღიქვა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი, არა მხოლოდ იგნორირებას არ უკეთებს იაკობის წერილს, არამედ მისი სათანადოდ არ დაფასებაც კი არ შეუძლია. ლუთერს არ აწყენდა იაკობის ამ შემოქმედების ჭეშმარიტი გაგება, რაც მის სწავლებას უფრო ძლიერს გახდიდა. ის მრავალმხრივ იყო მისთვის აუცილებელი და აუცილებელია ასევე ჩვენთვისაც. ამიტომ სახეზეა საცოდავი ტყუილი, როდესაც ვინმე საკუთარ თავს აძლევს უფლებას, ხელმძღვანელობს რა საკუთარი სუბიექტური წარმოდგენებით, უარყოს ღვთის სწავლების ესა თუ ის ნაწილი» (უილიამ ბარკლი «ბიბლიის განმარტება»).

თუმცა, ბიბლიის ცალკეული წიგნებისადმი ლუთერის ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება მხოლოდ ახალ აღთქმას როდი შეეხებოდა, არამედ ძველ აღთქმასაც. მაგალითად, «ლუთერმა სურვილი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ის [ესთერის წიგნი] "საერთოდ არ არსებობდეს"» (უ. ლა სორი, დ. ხაბარდი, ფ. ბუში «ძველი აღთქმის განხილვა»). ამავდროულად ლუთერმა ვერ გამოავლინა სათანადო გამბედაობა, რომ ძველი აღთქმიდან არაკანონიკური წიგნები ამოეღო. ალექანდრე მენის სიტყვების თანახმად, «ერთხელ ლუთერმა თქვა, რომ ზირაქის წიგნი "სასარგებლოა ერისათვის, იმიტომ რომ მისი მიზანია მოქალაქე ან დიასახლისი ღვთისმოშიში, ღვთისმოსავი და ბრძენი გახდეს"» (ალექსანდრე მენი «რელიგიის ისტორია», ტომი 6).

«აპოკრიფები არ შედიოდა ებრაულ ბიბლიაში და არ გამოიყენებოდა იუდაურ ღვთისმსახურებაში. თუმცა ისინი არის ბიბლიის ძველბერძნულ თარგმანში (სეპტუაგინტა), და ამიტომ ლუთერმა, წმინდა წიგნის თარგმნისას, გერმანულად თარგმნა ასევე… აპოკრიფებიც. ამასთანავე ლუთერმა მინაწერი გააკეთა: "აპოკრიფები — ესაა წიგნები, რომლებიც არ ითვლებიან წმინდა წერილების სწორად, მაგრამ ისინი სასარგებლონი და კარგნი არიან წასაკითხად"» (კონრად ედელი «როგორ გაჩნდა ბიბლია»).

აპოკრიფების შესახებ ლუთერის მსგავსი გამონათქვამები, პრაქტიკულად ერთი-ერთში ემთხვევა კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დასკვნებს, რომლებიც უცნობი ავტორების არაკანონიკურ ნაშრომებს  ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქრისტიანებისათვის. ამასთანავე, შედარებით გვიანდელი პროტესტანტებისათვის ლუთერის ამგვარი შეხედულებები აპოკრიფებთან დაკავშირებით აშკარად მცდარად გამოიყურებოდნენ. არანაკლებ უცნაურად გამოიყურება ლუთერის პატივისცემა აპოკრიფული წიგნების, მათში არსებული სარგებლის მიმართ, ბიბლიის სხვა, ჭეშმარიტად კანონიკური წიგნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე.


მაშ ასე, როგორი დასკვნა გავაკეთოთ წმიდა წერილების წიგნების მიმართ ლუთერის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ამ «რეფორმაციის მამამ» ძალიან ბევრი გააკეთა ბიბლიის პოპულარიზაციისა და ადამიანების ფართო მასებისათვის მისი ხელმისაწვდომობისათვის. მაგრამ ამავდროულად მისი დამოკიდებულება ღვთის სიტყვის კონკრეტულ ნაწილებთან დღემდე არანაკლებ გაკვირვებას იწვევს, თუ არ ვიტყვით, რომ შოკს. მოუწოდებდა რა ბიბლიის პატივისცემისაკენ, თავად ლუთერი, ამავდროულად, ეჭქვეშ აყენებდა როგორც მისი ცალკეული კანონიკური წიგნების ღვთივშთაგონებულობას, ასევე იმას, თუ რამდენად სასარგებლონი იყვნენ ისინი მორწმუნე ადამიანებისათვის. ამასთანავე ლუთერი არ ერიდებოდა საზოგადოდ მათ შეურაცხყოფასა და მათი მნიშვნელობის დამცირებას. ამასთან ერთად ლუთერი გაცილებით უფრო მეტ სარგებელს ხედავდა ქრისტიანებისათვის რიგ აპოკრიფულ წიგნებში, რომელთა ავტორიც არა ღმერთი, არამედ ადამიანები იყვნენ.

წმინდა წერილის წიგნების მიმართ ასეთი აშკარად არაქრისტიანული დამოკიდებულების მიზეზი, როგორც მკვლევართა დასკვნებიდან ჩანს, საკუთარ თავზე ლუთერის გადამეტებული წარმოდგენა გახდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჭეშმარიტად ღვთივშთაგონებულობა მისი პირადი წარმოდგენებით უნდა განსაზღვრულიყო. ბიბლიის ის წიგნები, რომელთა შინაარსიც არ ჯდებოდნენ რეფორმატორის ღვთისმეტყველების პირად წარმოდგენათა სისტემაში, ავტომატურად ხდებოდნენ «უმნიშვნელო» და «უსარგებლონი», და წმინდა წერილის ნაწილად ყოფნისათვის უღირსნიც კი. ძალიან სამწუხაროა, რომ როდესაც თავის «ავტორიტეტულ» სიტყვას განსაკუთრებულ უდაო მნიშვნელობას ანიჭებდა, ლუთერმა ღვთის სიტყვის დამცირებისადმი მიდრეკილება გამოავლინა. 

შედეგად, იბადება შეკითხვა: თუ, როგორც თავად პროტესტანტი ოპონენტები ამტკიცებენ, ღვთის ჭეშმარიტი მსახურები არასოდეს დაიწყებენ ღვთის სიტყვის კრიტიკას და არასოდეს დააყენებენ ეჭვქვეშ მის ღვთივშთაგონებულობასა და სარგებელს, მაშინ როგორ უნდა შევაფასოთ მართინ ლუთერის ფართოდ ცნობილი უარყოფითი დამოკიდებულება ბიბლიის მთელი რიგი კანონიკური წიგნების მიმართ? რაღა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის «არა შეგნებულად ცდებოდა». მაგრამ განა თავად წმინდა სულის ხელმძღვანელობის ფაქტს არ უნდა გაეხსნა «რეფორმაციის მამისათვის» ყველაზე უბრალო და დაწყებითი აშკარა ჭეშმარიტებები – იმის შესახებ, რომ მთელი ბიბლია იმსახურებს ნდობას როგორც ღვთივშთაგონებული წიგნი შემოქმედისაგან? (შეადარეთ 2 ტიმოთე 3:16,17). მით უმეტეს, რომ გასული 1500 წლის განმავლობაში ეს ფაქტი ნათელი იყო სხვა მრავალი, ჭეშმარიტად ღვთის მაძიებელი ადამიანებისათვის! მაშინ რატომ ჩავარდა ლუთერი, როგორც ის, ვინც, ზოგიერთის მტკიცებით, იყო «ადამიანი, რომელიც ღრმა პატივისცემას იმსახურებს» და «ღვთის სულს ფლობს», რეალურად ამგვარ საშინელ ცდუნებაში და თავს ღვთის სიტყვის სიტყვიერი შეურაცხყოფის უფლებაც კი მისცა?!

ამგვარად, ამტკიცებს თუ არა ლუთერის მხრიდან ბიბლიის ცალკეული წიგნების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება იმას, რომ ის «ცრუქრისტიანი» იყო და არ ფლობდა ღვთის სულს? და საპირისპირო შეკითხვა: შეიძლება თუ არა ჭეშმარიტ ქრისტიანს, რომელიც წმინდა სულით ხელმძღვანელობს, ამგვარი მცდარი შეხედულებები გააჩნდეს ბიბლიის კანონიკური წიგნების ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, საჯაროდ გამოხატავდეს მათდამი ეჭვს, დასცინოდეს და აკრიტიკებდეს მათ? 




ლუთერი და მისი ბიბლიური შეხედულებები



შემდეგი შეკითხვა პროტესტანტებს: თუ ადამიანი ქრისტიანია, შეიძლება თუ არა გააჩნდეს არაბიბლიური შეხედულებები? შეთავსებადია თუ არა ღვთის სულის ხელმძღვანელობა და დოქტრინალური ცდომილებები? მაგალითის სახით კვლავ მარტინ ლუთერის პიროვნებას მივმართოთ. მიუხედავად მისი მხრიდან კათოლიკური დოგმატებისადმი გამოთქმული პრეტენზიებისა, ამ რეფორმატორმა ყველა იმ სწავლებაზე როდი თქვა უარი, რომელსაც მხარს არ უჭერდა ბიბლია.

«ლუთერმა მრავალი რამ დატოვა თავის სწავლებებში შუასაუკუნეების რომაული სისტემიდან» (მ.ს. კარეტნიკოვა «პროტესტანტიზმი»). «კათოლიკური ენციკლოპედია» ასევე აღნიშნავს, რომ ლუთერი «მრავალი ადრეული იმ სწავლებისა და ტრადიციების ერთგული დარჩა, რომლების გამართლებაც შეიძლებოდა ცოდვისა და გამართლების შესახებ მისი განსაკუთრებული შეხედულებების მეშვეობით» (The Catholic Encyclopedia). კერძოდ, ლუთერმა შეინარჩუნა რელიგიური გამოსახულებების, ჯვრების, სამღვდლო სამოსლის, სანთლებისა და ასევე ჩვილთა ნათლობის პრაქტიკა. 

პროტესტანტი თეოლოგი ლუის ბერკხოფი წერს:
«გერმანელმა რეფორმატორებმა პრაქტიკულად მრავალი რამ გადმოიღეს რომაული კათოლიკური ეკლესიიდან, მათ შეინარჩუნეს მრავალი წეს-ჩვეულება, რომელიც მასთანაა დაკავშირებული, ისეთები, როგორებიცაა პირჯვრის გადასახვა, ეშმაკის განდევნა, ნათლიები და ა.შ. ლუთერი ასწავლიდა, რომ ღვთის სიტყვა, მასში არსებული ღვთაებრივი ძალით, მოსანათლ წყალს სიცოცხლის მადლიან წყლად და აღშენების წყლად აქცევს. ეს უბრალო წყალი როდია, არამედ ესაა «წყალი, ისე გაგებული როგორც ღვთის მოთხოვნები და ღვთის სიტყვასთან დაკავშირებული» («მცირე კატეხიზისი», IV, 1). თავიდან მას მიაჩნდა, რომ ნათლობის გამაჯანსაღებელი ქმედება რწმენაზეა დამოკიდებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ რწმენის გამოვლენა, მან მცირე ხნის შემდეგ იმის მტკიცება დაიწყო, რომ ღმერთი თავისი წინასწარი სიკეთით რწმენას გამოიმუშავებს უგონო ჩვილებში, და, საბოლოოდ, ბავშვების ნათლობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ღვთისმეტყველების მისამართით მიმართა, სიტყვებით: "ჩვენ ვნათლავთ არა ბავშვში არსებული რწმენის საფუძველზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დავალების თანახმად"»

ლუთერს ევქარისტიის შესახებ სწავლების საკუთარი ვარიანტი სწამდა და «თვლიდა, რომ ქრისტეს სიტყვებში "ეს ჩემი სხეულია» საუბარი მის ფიზიკურ თანდასწრებაზე იყო» (მ.ს. კარეტნიკოვა «პროტესტანტიზმი»). რეფორმატორი ასწავლიდა, რომ პური და ღვინო იესოს ხორცად და სისხლად კი არ იქცევა, არამედ მასთან თანაარსებობენ. ამ საკითხის გაგებაში არსებული განსხვავება გახდა სხვა რეფორმატორთან, ულრიხ ცვინგლთან მისი დაშორების საფუძველი.

«ლუთერი თავიდან ასწავლიდა, რომ პური და ღვინო ცოდვების მიტევების ნიშნები და ბეჭდები იყვნენ, მაგრამ მალევე მან სხვა შეხედულება მიიღო, რომელშიც დაუპირისპირდა ამ საკითხის ცვინგლისეულ გაგებას. ის ამტკიცებდა, რომ ეს სიტყვები პირდაპირ უნდა გაგებულიყო, და მან სერობაზე ქრისტეს რეალური, სხეულებრივი თანდასწრების შესახებ რწმენა მიიღო... თავის დიდ კატეხიზისში ლუთერი ამგვარად გადმოსცემს: «თავად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სხეული და სისხლი, ქრისტეს სიტყვების თანახმად, დადგენილი და მოცემული გვაქვს ჩვენ, ქრისტიანებს, რათა ჩვენ ვჭამოთ და ვსვათ პურისა და ღვინის სახით». ლუთერის თანახმად, ურწმუნოებიც იღებენ სხეულს, თუ მონაწილეობას იღებენ ამ აღთქმაში, ოღონდ მხოლოდ საკუთარი თავის გასასამართლებლად» (ლუის ბერკხოფი «ქრისტიანული დოქტრინების ისტორია»).






ასევე ქრისტეს ათასწლიანი მეფობის იმედთანაც არ უნდოდა ლუთერს ჰქონოდა არაფერი საერთო. «ლუთერმა უარყო დოქტრინა მესიის ათასწლიანი მმართველობის შესახებ დედამიწაზე», - აღნიშნავს დანიელ გრუბერი («ჰოლოკოსტის თეოლოგი»).

«რეფორმაციის დროს ათასწლეულის შესახებ დოქტრინა უარყოფილი იქნა პროტესტანტული ეკლესიების მიერ… ლუთერმა ზიზღით უარყო «ოცნება», რომ სასამართლო დღის დადგომამდე ქრისტე დედამიწაზე იმმართველებს. აუგსბურგული მრწამსი განიკითხავს მათ, «რომლებიც დღეს იუდაურ მოსაზრებას ავრცელებენ, თითქოსდა მკვდრების აღდგომამდე წმინდები დაიკავებენ ქვეყნიერების სამეფოს, უწმინდურები კი ყველგან შევიწროვდებიან» (მუხლი 17). ასევე მეორე გელვეტური მრწამსი ამბობს: «ჩვენ განვიკითხავთ იუდაურ ოცნებებს იმის შესახებ, რომ სასამართლო დღემდე დედამიწაზე ოქროს საუკუნე იქნება, და წმინდები იმმართველებენ ქვეყნიერების სამეფოებში, მათი უწმინდური მტრები კი ფეხით გაითელებიან» (ლუის ბერკხოფი «ქრისტიანული დოქტრინების ისტორია»).

ამავდროულად, ნაშრომის The Encyclopedia of Religion თანახმად, რომელიც მირჩე ელიადემ გამოსცა, სახელგანთქმული რეფორმატორი, ღვთის სამეფოს შესახებ თემის განხილვისას, მიიჩნევდა, რომ «ქვეყნიურ მმართველობებსაც... ასევე შეიძლება ვუწოდოთ ღვთის სამეფო».

ელიადეს სიტყვების თანახმად, «მარტინ ლუთერი თავისი დროის მრავალ რელიგიურ შეხედულებასა და ცრურწმენას იზიარებდა. მას, მაგალითად, სწამდა ეშმაკის ყოვლისშემძლეობის და იმის აუცილებლობის, რომ ჯადოქრები ცეცხლში უნდა დაეწვათ. ასევე ის აღიარებდა ალქიმიის რელიგიურ ფასეულობას».

ამასთანავე, არანაკლები შემართებით იზიარებდა ლუთერი ანტიმეცნიერულ შეხედულებებს, კერძოდ, რწმენას იმის შესახებ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. ეძახდა რა პოლონელ ასტრონომ ნიკოლა კოპერნიკს «სულელს», რეფორმატორი მას ბრალს სდებდა, რომ მას «სურდა თავდაყირა დაეყენებინა ასტრონომიის მთელი მეცნიერება».

«ადამიანები უსმენენ ახალმოდურ ასტროლოგს, რომელიც იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ დედამიწა ბრუნავს და არა ცა ან ცის კამარა, არა მზე და მთვარე», - დარწმუნებით აცხადებდა ლუთერი («History of Western Philosophy»). ამავდროულად ის დარწმუნებული იყო თავისი პოზიციის სისწორეში, რადგან მას წმინდა წერილების ზოგიერთი ნაწყვეტის არასწორ ახსნაზე აფუძნებდა, ისეთებზე, როგორებიცაა იესო ნავეს ძის მე-10 თავი, სადაც ნათქვამია, რომ «მზე გაჩერდა» და «მთვარეც აღარ იძვროდა».

მსგავსი პოზიცია მხოლოდ ლუთერისთვის როდი იყო დამახასიათებელი, არამედ ასევე რეფორმაციის ისეთი გამოჩენილი ბელადებისთვისაც, როგორებიც იყვნენ ფილიპ მელანხტონი და ჟან კალვინი. წიგნში «გალილეოს შეცდომა» ახსნილია, რომ რეფორმაციამ, უარი კი თქვა რიგ კათოლიკურ დოგმებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ შეძლო არისტოტელესა და თომა აქვინელის «მყარი ავტორიტეტის მორყევა», რომელთა მოსაზრებებსაც «იღებდნენ როგორც კათოლიკეები, ასევე პროტესტანტები». 

და კვლავ კითხვა წამოიჭრება: თუ ლუთერი წმინდა სულით ხელმძღვანელობდა, მაშინ როგორ შევუთანხმოთ ეს მოსაზრებები, მისი მხრიდან სხვადასხვა არაბიბლიური სწავლებების მრავალრიცხოვან ფაქტებთან? შეუძლია თუ არა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ასწავლოს ის, რაც ბიბლიას ეწინააღმდეგება? თუ მაინც უნდა დავეთანხმოთ იმ აზრს, რომ წმინდა სულით ხელმძღვანელობა სულაც არ გულისხმობს აბსოლუტურ უშეცდომობას წმინდა წერილების გაგებაში?  




ლუთერის მცდარი წინასწარმეტყველებები


მარტინ ლუთერის სულიერი საქმიანობის ცალკე თემას წარმოადგენს ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ მცდარი წინასწარმეტყველებების საკითხი.

«პროტესტანტი ლიდერი მარტინ ლუთერი მიიჩნევდა, რომ აღსასრული მისი ცხოვრების პერიოდშივე დადგებოდა. ის თვლიდა, რომ თურქული ომი იქნებოდა «ღვთის საბოლოო რისხვა, რომლის დროსაც სამყაროს აღსასრული დაუდგება, ქრისტე კი მოვა, რათა გოგი და მაგოგი გაანადგუროს და თავისები გაანთავისუფლოს». ის წერდა: «ქრისტემ მოგვცა ნიშანი, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ სასამართლო დღე ახლოსაა. როდესაც თურქები ბოლოში გავლენ, ჩვენ შეგვეძლება დარწმუნებით იმის თქმა, რომ განკითხვის დღე ზღურბლზეა მომდგარი» [John T. Baldwin, «Luther's Eschatological Appraisal of the Turkish Threat in Eine Heerpredigt -wider den Tuerken», Andrews University Seminary Studies 33.2 (1995 შემოდგომა), გვ. 196]» (ა. ჩივჩალოვი. «ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები).  http://chivchalov.blogspot.com.by/2012_05_01_archive.html   

რაზე აგებდა თავის გამოთვლებს ლუთერი? პასუხი ქვემოთაა მოცემული:

«ლუთერი მუჰამედს აკავშირებდა დანიელის მიერ ხილვაში ნანახი მხეცის «პატარა რქასთან»; ის ყურადღებას აქცევდა ასევე იმას, რომ ზოგიერთი წინასწარმეტყველება შეიძლება პაპსაც ეხებოდა და თურქებსაც, და აღნიშნავდა რომ ექსპანსიის, პაპობისა და ისლამის დასაწყისი VII–VIII საუკუნეებზე მოდიოდა. გამოცხადების 12 თავის მე-14 მუხლის უფრო დახვეწილი განმარტების თანახმად, სადაც ნათქვამია, რომ ანტიქრისტეს სამეფო იარსებებს «დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში» («დრო» განიმარტებოდა როგორც პერიოდი, რომელიც ქრისტეს მიწიერი ცხოვრების სწორია, ანუ ოცდაათი წელი, ლუთერის თანახმად), დრო, რომელიც ანტიქრისტესთვის იყო მიცემული, ას ხუთ წელს შეადგენდა. 1453 წლიდან, კონსტანტინოპოლის აღებიდან, ოთხმოცდახუთი წელი გავიდა, აცხადებდა ლუთერი 1538 წელს; თურქები ქრისტიანების შევიწროვებას კიდევ ოცი წლის განმავლობაში გააგრძელებენ. ყველაფერი უფლის ნებაა, ასკვნიდა ის; ადამიანს მხოლოდ შეუძლია ილოცოს და მოინანიოს» (კარდინი ფრანკო «ევროპა და ისლამი. გაუგებრობის ისტორია»).

გამოცხადების წიგნის განმარტებისას, «მარტინ ლუთერმა რომის პაპი ანტიქრისტედ გამოაცხადა, «მხეცის სამეფო» კი კათოლიკურ ეკლესიას შეუსაბამა» (ანდრეი მაზურკევიჩი «აპოკალიფსისის განმარტების ტრადიცია»).

«მარტინ ლუთერმა 1521 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, განყოფილება "დან 8" ანტიქრისტეს მიუძღვნა; 1530 წელს, წინასწარმეტყველი დანიელის წიგნის თარგმანის გამოცემისას, მან მას სპეციალური წინასიტყვაობა დაურთო, რომელშიც საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბა. მისი აზრით, დანიელის ცხოვრება, რომელიც წიგნის პირველ 6 თავშია წარმოდგენილი, დამრიგებლური ხასიათისაა, იმიტომ რომ ის მართლების რწმენის გამარჯვებაზე მოგვითხრობს. წინასწარმეტყველებები, როგორც მას მიაჩნდა, არც თუ შორეულ დროზე იყო დაწერილი; დანიელის მე-7 თავში საუბარია იმის შესახებ, რომ რომი თურქების ძალაუფლებაში მოექცევა, ხოლო პატარა რქა შეიძლება მუჰამედსაც კი ეხებოდეს (Albrecht O. Luthers Arbeiten an der Übersetzung und Auslegung des Propheten Daniel in den Jahren 1530. und 1541. // Archiv f. Reformationsgeschichte. 1926. Bd. 23. S. 6). 
ლუთერი აღიარებს, რომ დანიელის მე-8 და მე-11 თავები შეეხება როგორც ანტიოქე IV ეპიფანეს, ასევე ანტიქრისტესაც, თუმცა დანიელის 11:36-45 - უშუალოდ პაპს, რომელსაც ის ანტიქრისტედ მიიჩნევს. ის ამ თემას წინასწარმეტყველი დანიელის წიგნის გადამუშავებული ვარიანტის წინასიტყვაობაში განავრცობს, რომელიც 1541 წელს გამოიცა. (Luther M. WA. T. 11. Bd. 2: Die Deutsche Bibel. 1960). მისთვის სრულიად ნათელი იყო, რომ მეფე, რომელიც «თავის ნებაზე მოიქცევა [და] ყველა ღმერთზე მეტად ამაღლდება» (დანიელი 11. 36),- ეს აშკარად პაპობის გამოსახულებაა. ამასთანავე ლუთერი დანიელის 11.37-ის არც თუ მთლად ნათელ სიტყვებს ასე თარგმნის: «ის არ იზრუნებს არც ქალების სიყვარულზე და არც სხვა რომელიმე ღმერთზე» (er wird weder Frauenliebe noch einiges Gottes achten;), რადგან მიაჩნია, რომ აქ საუბარი პაპების ცელიბატზეა.  
დანიელის 11.38-ის შემდეგი არცთუ გასაგები ტექსტის გარჩევისას («მის ნაცვლად ციხე-სიმაგრეების ღმერთს მიაგებს პატივს»), ლუთერი «ციხე-სიმაგრეებს» განმარტავს როგორც პაპის მიერ დაარსებულ მონასტრებს (თავის ტექსტში ის ამ სიტყვას უთარგმნელად ტოვებს: Maußim) (Collins. 1993. P. 120; Strohl J. E. Luther's Eschatology: The Last Times and the Last Things. Chicago, 1989. P. 44). დანიელის მე-12 თავში მიქაელის გამოჩენა პაპობაზე გამარჯვებას ნიშნავს. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მეფეებს შორის ომები, დანიელის მე-11 თავში, განიხილება როგორც ისტორიული მოვლენები, რომლებიც პაპის ძალაუფლებას შეასუსტებს, მაგალითად გუსის საქმიანობა (Collins. 1993. P. 120). «ხმები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან» (დანიელი 11. 44), რომლებიც მეფეს შეაძრწუნებს, ლუთერი აღიქვავს როგორც მისი (ლუთერის) საქმიანობის შედეგების შესახებ წინასწარმეტყველებას (Ibidem)» («მართლმადიდებლური ენციკლოპედია», წინასწარმეტყველი დანიელის წიგნის განმარტება ქრისტიანულ ტრადიციაში).


შეუსრულებელი მოლოდინებისა და მეორედ მოსვლის თარიღების პრობლემატიკა პროტესტანტიზმში მხოლოდ ლუთერთან არაა დაკავშირებული, არამედ ასევე ზოგიერთ სხვა მნიშვნელოვან და ავტორიტეტულ პირებთანაც.

 «მეთოდიზმის დამაარსებელი ჯონ უესლი წერდა: «1836 წელი: დროების (non-chronos) და მრავალი მეფის ბოლოა; ღვთის სიტყვის და საიდუმლოს შესრულების; დიდ ქალაქში გადარჩენილების მონანიების; „მცირე დროის“ და სამნახევარი დროის ბოლო; აღმოსავლეთის განადგურების; სატანის შებორკვის» (http://www.ccel.org/ccel/wesley/notes.i.xxviii.xxiii.html ).
1950 წელს ბილ გრემიმ, ცნობილმა ამერიკელმა ევანგელისტმა, ლოს-ანჯერესში მიტინგზე განაცხადა: «მე გულწრფელად მჯერა, რომ უფალი ახლოსაა. ჩვენ გვაქვს ერთი ან ორი წელი, იმისათვის რომ იესო ქრისტესთვის ვიმუშაოთ, მაგრამ, ქალბატონებო და ბატონებო, მე დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი დასრულდება… ორი წელი, და ყველაფერი დასრულდება» [McLoughlin, William G., 1978 Revivals, Awakenings and Reform. University of Chicago Press, Чикаго, стр. 185. См. также «US News and World Report», 19.12.1994]».
(ა. ჩივჩალოვი «ცრუწინასწარმეტყველებების» თეორიის პრობლემები).  http://chivchalov.blogspot.com.by/2012_05_01_archive.html




ლუთერის ანტისემიტიზმი



მრავალი ებრაელისათვის მარტინ ლუთერის პიროვნება ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს მათ მიერ ქრისტიანობის იდეის მიღების გზაზე. რითაა გამოწვეული «რეფორმაციის მამისადმი» ასეთი ფრთხილი დამოკიდებულება? მისი მხრიდან აშკარად გამოხატული ანტისემიტიზმით. 

თავისი რეფორმატორული საქმიანობის პირველ ხანებში ლუთერი ცდილობდა სიმპათია გამოეხატა ებრაელების მიმართ. 1523 წელს მან დაწერა ნაშრომი «იესო ქრისტე, ებრაელად დაბადებული», რომელშიც ქრისტიანებს მოუწოდებდა «კეთილად მოქცეოდნენ ებრაელებს და სასიხარულო ცნობა ესწავლებინათ მათთვის» და «ქრისტიანული წყალობის წესებისამებრ» მოქცეოდნენ მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ებრაელები, თავად რეფორმატორის სიტყვების თანახმად, ვერ შეძლებდნენ ქრისტეს სწავლების მნიშვნელობის სათანადოდ შეფასებას. გარდა ამისა, ლუთერი განსჯიდა ებრაელების მიმართ «უხეში ძალის გამოყენებასა და ლანძღვას» და ებრაელების შესახებ გამოგონილ სხვადასხვა სახის ბრალდებებს «მონაჩმახს» უწოდებდა. 

მიუხედავად ამისა, თავის შედარებით გვიანდელ ნაშრომებში ლუთერი ისეთ განაცხადებს აკეთებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებიან როგორც მის პირად ადრე წარმოთქმულ სიტყვებს, ასევე საერთო ქრისრიანულ პოზიციას. ერთ-ერთი მისი ასეთი ნაშრომი, რომელიც აშკარა ანტისემიტური პოზიციიდანაა დაწერილი, გახდა პამფლეტი «ებრაელებისა და მათი სიცრუის შესახებ», რომელიც მან 1543 წელს გამოსცა. მასში ლუთერი ზუსტად იმ ბინძურ ილეთებს იყენებს, რომლებსაც ცოტა ხნით ადრე თავადვე განსჯიდა. ამჯერად ებრაელების შესახებ ლუთერი წერდა: «ისინი ჭებში წყალს წამლავდნენ, საიდუმლოდ ჩადიოდნენ მკვლელობებს, იტაცებდნენ ბავშვებს... ისინი ბოროტი, სასტიკი, შურისმაძიებელი და მზაკვარი გველები, მკვლელები და ეშმაკის შვილები არიან, რომლებსაც ბოროტის კეთება სურთ და აკეთებენ კიდეც».

დოქტორი გრეტა იონკისი ლუთერის სხვა ცნობილ დოკუმენტს იშველიებს სახელწოდებით «საუბრები სუფრასთან»:
«1532 წელს, უმადურ ებრაელებზე გაბრაზებული, რომლებმაც უარი თქვეს ნებაყოფლობით "სიყვარულის რელიგიაში" გადასვლაზე, ლუთერი წერს: "თუ ვიპოვი ებრაელს, რომელსაც მონათვლა ენდომება, მე მას ელბაზე გადებულ ხიდზე წავიყვან, კისერზე ლოდს დავკიდებ და წყალში გადავაგდებ"...
     და კიდევ: "მათ რომ ყველა ჩვენთაგანის მოკვლა შეეძლოთ, ისინი სიხარულით გააკეთებდნენ ამას, და ხშირად აკეთებენ კიდეც, განსაკუთრებით ისინი, ვინც ექიმობით არიან დაკავებულნი. მათ ყველაფერი იციან მედიცინის შესახებ გერმანიაში; მათ ადამიანს შეიძლება მისცენ შხამი, რომლითაც ის ერთ საათში, ან 10, ან კიდევ 20 წელიწადში მოკვდება; ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ ამ მეცნიერებას... ისინი მძიმე ტვირთი არიან ჩვენთვის, უბედურება, შავი ჭირი და ჭირი არიან ჩვენი ქვეყნისათვის... ებრაელები, რადგან უცხოტომელები არიან, არაფერს არ უნდა ფლობდნენ, და უფრო მეტიც, რასაც ფლობენ, ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს".
     "...ისინი ბოროტი, სასტიკი, შურისმაძიებელი, საზიზღარი გველები, მკვლელები და ეშმაკის ნაშიერები არიან, რომლებიც ფარულად იპარავენ და აცამტვერებენ, იმიტომ რომ ღიად ამის კეთების უფლებას ვერ აძლევენ საკუთარ თავს. ქრისტიანს არ ჰყავს იმაზე უფრო ბოროტი და სასტიკი მტერი, ეშმაკის შემდეგ, ვიდრე ებრაელია"».

ლუთერის შვიდი რჩევა-რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ებრაელებს, ყველაფერს თავადვე ამბობენ:

«პირველი, ცეცხლი წაუკიდეთ მათ სინაგოგებსა და სკოლებს, ხოლო რაც არ დაიწვება, მიწასთან გაასწორეთ, რათა არც ქვა დარჩეს და არც ნაცარი. და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი უფლისა და ქრისტიანობის სადიდებლად, თუ მართლაც ვართ ქრისტიანები. 
მეორე, უნდა დავანგრიოთ და გავაცამტვეროთ მათი სახლები, მაშინ ისინი ვეღარსად დაიმალებიან, ისინი იქნებიან გაძევებულნი, როგორც გაძევებულნი იქნებიან ასევე სკოლებიდანაც. დაე სხვენებში და ბოსლებში იცხოვრონ, როგორც ბოშებმა და მაშინ მიხვდებიან, რომ მასპინძლები არ არიან ისინი ჩვენს მიწაზე, როგორც ისინი ტრაბახობენ. 
მესამე, დაიჭირეთ ყველა მათი მწიგნობარი და თალმუდისტი, დაე საპყრობილეში საკუთარი თავი ატყუონ, წყევლონ და გმონ. 
მეოთხე, ასევე სიკვდილის შიშით რაბინებსაც აეკრძალოთ ხალხის სწავლება. 
მეხუთე, სრულიად წაერთვათ მათ დაცვა და აღარ გამოეყოთ ქუჩები. 
მეექვსე, აეკრძალოთ მათ ვაჭრობა და წაერთვათ ნაღდი ფული და ვერცხლისა და ოქროს ძვირფასეულობები, დაე ეს მათთვის გაფრთხილებად იქცეს. 
მეშვიდე, თითოეულ ახალგაზრდა, ძლიერ ებრაელ მამაკაცსა და ქალს ხელში მიეცეს ჯაჭვი, ცული, ნიჩაბი, ჯარა, თითისტარი და ვაიძულოთ საკუთარი ოფლით მოიპოვონ თავისთვის პური». 




და რაც კიდევ უფრო უარესია, მისი სიცოცხლის პერიოდში ლუთერის მიერ გაცხადებული ანტისემიტური იდეები არ გამქრალა მის სიკვდილთან ერთად. მათ რეფორმატორის სიკვდილის შემდეგ ასობით წელი კიდევ იარსებეს და შედეგად, როგორც მრავალი მკვლევარი აღნიშნავს, ნაცისტური იდეების შთაგონების ქვაკუთხედად იქცნენ.

«მარტინ ლუთერი თავის პამფლეტში «ებრაელებისა და მათი სიცრუის წინააღმდეგ» ქრისტიანებს სინაგოგების დაწვისაკენ და მათი ფერფლის მიწით დაფარვისაკენ მოუწოდებდა. ამ მოწოდებების რეალიზება ცნობილი ბროლის ღამეებისას მოხდა. როდესაც 200-ზე მეტი სინაგოგა იქნა დამწვარი და დანგრეული» (ა. რაპპაპორტი «არქიტექტურა და სამხედრო დანაშაულებები»).

«საუბედუროდ, მსგავსი ანტისემიტური ბოდვები ლუთერის სწავლებაში რაღაც მეორეხარისხოვანი რამ არ გახლდათ: ის მთელი გერმანიის მაშტაბით გავრცელდა. ოთხასი წლის შემდეგ ჰიტლერმა ამაყად უწოდა ლუთერს მისი მოკავშირე: «ის ებრაელებს ისეთებად ხედავდა, როგორ მათ ხედვასაც ჩვენ დღეს მხოლოდ ვიწყებთ». როდესაც ნაცისტებმა ცნობილი დარბევა მოაწყვეს — «ბროლის ღამე» 1938 წლის 9–10 ნოემბერს, მათ განაცხადეს, რომ ასე აღნიშნეს ლუთერის დაბადების დღე (10 ნოემბერი)» (ჯოზეფ ტელუშკინი «ებრაული სამყარო»).


დოქტორი გრეტა იონკისი აღნიშნავს:

«1920-იან წლებში ლუთერის ანტიებრაული წერილები პათოლოგიურმა ანტისემიტმა, ჰიტლერმა გამოიყენა, ხოლო ორი ათწლეულით მოგვიანებით მისი სახელით დაიწყებენ ნაცისტები, ებრაელი ხალხის  წინააღმდეგ, საკუთარი მხეცური ქმედებების გამართლებას. 1946 წლის აპრილში, ნიურბერგის პროცესის დროს, მოუსმინეს ნაცისტ დამნაშავეს იულიუს შტრაიხერს, სკანდალური ანტისემიტური გაზეთის "შტიურმერის" რედაქტორს, რომელსაც ჰიტლერი თავიდან ბოლომდე, ასო-ასო კითხულობდა ხოლმე. აი რა განუცხადა მან სასამართლოს: "დღეს ჩემს ადგილას, ბრალდებულის სკამზე შეიძლება მარტინ ლუთერი მჯდარიყო, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს წარმოუდგენდნენ მის ნაშრომს "ებრაელებისა და მათი სიცრუის შესახებ".
[…]
გახსოვთ, როდის მოხდა საერთოგერმანული დარბევა, როდესაც მთელი გერმანიის მაშტაბით აბრიალდნენ სინაგოგები? 1938 წლის 10 ნოემბერს - მარტინ ლუთერის დაბადების დღეს. აი ასეთი "საჩუქარი" მოუმზადეს "მადლიერმა ნაცებმა" დიდ რეფორმატორს. ეკლესიის ერთ-ერთი მამათაგანი, რომელიც მხარს უჭერდა "ახალ წყობას", მარტინ ზასე, ტურინგიის ეპისკოპოსი, როდესაც პაპობას მიმართავდა პამფლეტით "მარტინ ლუთერი ებრაელებზე: მოაშორეთ ისინი!" (გამოვიდა ასიათასიანი ტირაჟით), სიხარულით მიესალმა "იმ აქციას, რომლითაც დაგვირგვინდა ჩვენი ფიურერის ღვთივკურთხეული ბრძოლა ჩვენი ერის სრული განთავისუფლებისათვის. ამ წუთებში უნდა ისმოდეს ХVI საუკუნის გერმანელი წინასწარმეტყველის ხმა, - აგრძელებს ის, - რომელმაც თავისი მოღვაწეობა გაუცნობიერებლად ისე დაიწყო, როგორც ებრაელების მეგობარმა, მაგრამ შემდგომ, თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და რეალობით აღძრული, თავისი დროის უდიდესი ანტისემიტი გახდა და თავისი ერი გააფრთხილა ებრაული საფრთხის შესახებ".
[…]
1946 წელს, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი კარლ იასპენი, ჰეიდელბერგში ახალგაზრდა ამერიკელ მწერალს იღებდა. მწერალი ცდილობდა გერმანიის წარსულზე ესაუბრა და როგორღაც ახსენა გოეთე და ლესინგი, მაგრამ იასპენმა მას შეაწყვეტინა: "შეჩერდით, ეს ეშმაკი დიდი ხანია ჩვენში ზის. გინდათ მისი სათავე იხილოთ? - ის თაროსკენ შეტრიალდა და გადმოიღო ლუთერის წიგნი "ებრაელებისა და მათი სიცრუის შესახებ". - აი ისიც! აი აქაა ჰიტლერის პერიოდის მთელი პროგრამა. რასაც ჰიტლერი აკეთებდა, ზუსტად იმის კეთებას ურჩევდა ლუთერი, გაზის კამერებში მკვლელობებს თუ არ ჩავთვლით"» (გრეტა იონკისი «მაცნე»). 

ამგვარად, რა საერთო შეიძლება იყოს იმ ადამიანს, როგორც სხვები ამტკიცებენ, რომელიც წმინდა სულით ხელმძღვანელობდა და განსხვავებული ეროვნებისა და რელიგიის (მოცემულ შემთხვევაში, ებრაელების) მქონე ხალხის მიმართ დაუოკებელ ზიზღს შორის? თუ ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს გაექცნენ ნაციონალური ნიშნით დაყოფას (ვინაიდან ღვთის სამეფოსათვის «არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში», გალატელები 3:28), მაშინ შეიძლება თუ არა, რომ ჭეშმარიტმა ქრისტიანმა საჯაროდ შეურაცხყოს განსხვავებული ეროვნებისა და რწმენის ადამიანები და ასევე მათი შევიწროვებისაკენ მოუწოდოს სხვებს? ვისი სულით იყო მოცემულ შემთხვევაი მოტივირებული ლუთერი? ღმერთის? ნაკლებსავარაუდოა. მაშ ვისი? და შეიძლება თუ არა იმის მტკიცება, რომ ის, ვინც მსგავს შევიწროვებებსა და დევნებს უჭერს მხარს, ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი იყო? 




ლუთერი და აგრესიისა და ძალადობისაკენ მოწოდება



ლუთერის აგრესიული პოზიცია ებრაელებით არ შემოიფარგლებოდა. რეფორმატორი იმ პირების წინააღმდეგაც აქტიურად მოუწოდებდა ძალადობრივი ქმედებებისაკენ, რომელთა შეხედულებებსა და საქციელსაც თავად არ იწონებდა. ჰბაძავდა რა კათოლიკური ეკლესიის ქმედებებს, ლუთერი მათი კოცონზე დაწვისაკენ წააქეზებდა ხელისუფლებას, ვინ არ აღიარებდა ჩვილთა ნათლობას – სწავლებას, რომელსაც თავად მხარს უჭერდა. ასეთივე ბედი უნდა სწეოდათ, ლუთერის აზრით, ასევე მათაც, ვინც სამების დოგმატს უარყოფდა. «ერთხელ ქრისტიანული სიყვარულის ამ მქადაგებელმა თქვა: "მე ენის ამოგლეჯით დავემუქრებოდი მათ, თუ ისინი არ აღიარებენ, რომ ღმერთი სამებაა და არა მხოლოდ ერთი"» (ჯოზეფ ტელუშკინი «ებრაული სამყარო»).

უსაზღვრო შეუწყნარებლობას ავლენდა ლუთერი ასევე იმ სხვა რეფორმატორების მიმართ, რომელთა შეხედულებებშიც იმის საწინააღმდეგოს ხედავდა, რასაც თავად ასწავლიდა. კერძოდ, ლუთერმა მომენტალური არამეგობრული პოზიცია დაიკავა ულრიხ ცვინგლის მიმართ, უმთავრესად მათ შეხედულებებში არსებული სხვაობის გამო, ევქარისტიისას ქრისტეს სხეულის დასწრების საკითხთან დაკავშირებით. გასაკვირი არ არის, რომ სხვა ცნობილმა რეფორმატორმა ჟან კალვინმა, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემდა ლუთერს, სამწუხარო პოპულარობა მეცნიერის, მიგელ სერვეტას სიკვდილით დასჯით მოიპოვა, რომელმაც სამების დოგმატის ეჭქვეშ დაყენება გაბედა. პროტესტანტები სასტიკად აწამებდნენ სერვეტას, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს დაბალ ცეცხლზე. ისტორიკოსი ფრიდრიხ ენინგერის სიტყვების თანახმად, «სერვეტას სიკვდილით დასჯა სამარცხვინო ლაქად დაედო, დიდებული რეფორმატორის [კალვინის] ცხოვრებასა და საქმიანობას». მარტინ ლუთერი, ჟან კალვინთან ერთად აღმოჩნდა ყბადაღებულ «ჯადოქრებზე ნადირობის» მონაწილე, კერძოდ, ვიტენბერგში ოთხი «ჯადოქრის» დაწვისაკენ წაქეზებაში.

«რეფორმატორული მოძრაობის შიგნით დაპირისპირებების გამწვავებისა და მისი რადიკალური, სახალხო ფრთის აქტივაციასთან ერთად, ლუთერი სულ უფრო და უფრო კონსერვატიულ პოზიციას იკავებს. ის შეუწყნარებლობას ავლენს სხვა რეფორმატორების მიმართ, უარს ამბობს საეროების მხრიდან, ადრე მის მიერვე დაშვებულ, ბიბლიის თავისუფალ განმარტებაზე, აწყობს მკაცრ დოგმატურ სისტემას, რის გამოც მას "ვიტენბერგელი პაპი" უწოდეს» (ლ. ნ. მიტროხინი «ფილოსოფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი»).





1524 წელს გერმანიაში გლეხების აჯანყება დაიწყო ფეოდალური თავადაზნაურობის წინააღმდეგ. აჯანყებულების იდეოლოგია ბევრ რამეში რელიგიურ შეხედულებებზე იყო დაფუძნებული, რასაც არც თუ მცირე დოზით მარტინ ლუთერის პროკლამაციები უწყობდა ხელს. თავიდან რეფორმატორი სავსებით დადებითად იყო განწყობილი აჯანყებულების მიმართ, მაგრამ მოგვიანებით შეაშინა აჯანყებულთა ბანაკის სწრაფმა ზრდამ და მათმა ბუნტმა.  

«აჯანყების მაშტაბებით შეშინებული, …ის საბოლოოდ გადავიდა თავადაზნაურთა მხარეს და გამოსცა ბროშურა "სისხლისმსმელი და მეამბოზე - გლეხების წინააღმდეგ", რომელშიც გაუგონარი სისასტიკით მოუწოდებდა თავადაზნაურებს გლეხების ხოცვა-ჟლეტისაკენ, როგორც ცოფიანი ძაღლებისა, რომ ეჩეხათ, აეკუწათ და მოეგუდათ ისინი რამდენსაც შეძლებდნენ და ამ საგმირო საქმეებისათვის მათ ცათა სასუფეველს ჰპირდებოდა. მართალია ის დამარცხებულთა შეწყალებასა და დანებებულთა დანდობაზეც საუბრობდა, მაგრამ შეწყალების შესახებ ეს მცირერიცხოვანი ფრაზები სრულიად იკარგებოდნენ სასტიკისკენ და შურისძიებისაკენ მოწოდებების მღელვარე ნაკადებში.» (ბ.დ. პოროზოვსკაია «მარტინ ლუთერი»).

«დაე, ვისაც შეუძლია, გაგუდოს და აჩეხოს», — მოუწოდებდა ლუთერი. შედეგად აჯანყება უსასტიკესი სახით იქნა ჩახშობილი, დაახლოებით 100 ათასი ადამიანი იქნა მოკლული. ამგვარმა პოზიციამ ლუთერს უბრალო ხალხი ჩამოაშორა, რამაც კიდევ ერთხელ აიძულა რეფორმატორი, რომ მხარდაჭერა პოლიტიკოსებთან და თავადაზნაურებთან ეძებნა. საკუთრივ, ზუსტად ეს თავისებურება – იმისაკენ ლტოლვა, რომ ამ ქვეყნიერების ძლიერების მფარველობა ჰქონოდა – იქცა ლუთერის იმ ძირითად პრობლემად, რამაც შემდგომ სრულიად დაამახინჯა მისი თავდაპირველი მისწრაფებები. თვიდან ლუთერს რომის პაპის ძალაუფლებისაგან სჭირდებოდა თავადაზნაურთა მხრიდან დაცვა, შემდგომ მათგან თავისი საქმიანობის მხარდაჭერა და დაფინანსება, უფრო მოგვიანებით კი – მას არჩევანის გაკეთება მოუწია აჯანყებულ გლეხებსა და გერმანელ დიდებულებს შორის. როგორც ჩანს, ლუთერმა სულ თავიდანვე უგულებელყო ქრისტეს მიერ მოცემული ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი – არ ყოფილიყო «ამ ქვეყნიერების ნაწილი» და შორს დაეჭირა თავი პოლიტიკური გარჩევებისაგან (იოანე 8:23; 15:19). ამავდროულად ბიბლია იმათზეც საუბრობს, ვინც ქვეყნიერების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს: «ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ» (1 იოანე 4:5). ლუთერს მოუწია «იმის ლაპარაკი, რაც ქვეყნიერებაშია მიღებული». რის შედეგადაც, ის ძალადობაში და მკვლელობებში აღმოჩნდა გარეული. 




ლუთერი – მაშ ვისი მსახურია ის?



მოდით ისევ გავიხსენოთ ლუთერის თანამედროვეს, პროტესტანტი თეოდორ ბეზას სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ «ლუთერი იყო ადამიანი, რომელიც აღფრთოვანების ღირსი იყო, და ის, ვინც მასში ღვთის სულს ვერ ხედავს, საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავს». უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთმოყვანილი ფაქტების შუქში ძალიან რთულია «დიდი რეფორმატორი» აღვიქვათ, ისეთ ადამიანად, რომელიც წმინდა სულით ხელმძღვანელობდა. ძალიან რთულია! მით უმეტეს, თუ  ვიხელმძღვანელებთ თავად პროტესტანტებისსავე წამოყენებული კრიტერიუმებით, რომლითაც ღვთის ჭეშმარიტი მსახურების განსაზვრა უნდა მოხდეს, რომელთა თანახმადაც ასეთებს შეუძლებელია ახასიათებდეთ რაიმე უხეშად არასწორი და მცდარი (როგორც ისინი ამბობენ, განა შეიძლება წმინდა სულმა ასეთი რამ დაუშვას?). თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ლუთერის ცრუწინასწარმეტყველად, ბიბლიის მთლიანობის უარმყოფელ მკრეხელად, ცრუ სწავლებების მასწავლებლად, ათასობით განსხვავებულად მოაზროვნის მკვლელად, ეროვნული ქიშპის გამღვივებელ ანტისემიტად, უხეშ ადამიანად გამოცხადება, რომელიც ქრისტიანობისაგან აფრთხობს სხვა რელიგიური შეხედულებების მქონე ხალხს და უბრალოდ უვიც ადამიანად, რომელიც ანტისამეცნიერო შეხედულებებით ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ლუთერთან და მის საქმეებთან შედარებით, მრავალი ქრისტიანი ადამიანი, რომლებიც თავს პროტესტანტულ დენომინაციებს არ მიაკუთვნებენ, გაცილებით უფრო მეტად შეესაბამებიან იესოს მოწაფეების კრიტერიუმებს, ვიდრე თავად «დიდი რეფორმატორი»!

მაშ რა ვუყოთ ლუთერის "დამსახურებების" მთელ ამ «ბარგს»? 






რაღა თქმა უნდა, ლუთერის განსაკუთრებით ერთგული მიმდევრები იტყვიან, რომ რეფორმატორის საქმიანობის დადებით მხარეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ლუთერმა ხელი შეუწყო ეკლესიის ვატიკანის კონტროლიდან გამოსვლას, კათოლიკური ეკლესიის რიგი არაბიბლიური დოგმატები გააკრიტიკა, დაადგინა მნიშვნელოვანი სწავლება რწმენის მეშვეობით და არა საქმეებით გამართლების შესახებ… ბოლოს და ბოლოს, მან ბიბლია თარგმნა გერმანულ ენაზე და ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახადა ადამიანებისათვის!

ეს ყველაფერი კი ასეა, მაგრამ არც მთლად ასეა. პირველი, პაპის მეთაურობაზე უარის თქმით, ლუთერმა მალევე თავად დაიკავა შეურიგებელი პოზიცია სხვა რეფორმატორების სულიერ ძიებებთან მიმართებაში, რომლებსაც ზოგიერთ ბიბლიურ საკითხებში, ლუთერისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. ლუთერის მიერ ჩამოყალიბებული მკაცრი დოგმატური სისტემის გამო შეარქვეს მას «ვიტენბერგელი პაპი». 

მეორე, მაშინ, როცა მოუწოდებდა უარი ეთქვათ ვატიკანის სულიერი ტყვეობისათვის, ლუთერი თავისი საქმიანობის თითქმის პირველივე დღეებიდან  სხვა სახის ტყვეობაში ჩავარდა, პოლიტიკურ ტყვეობაში, როდესაც გერმანელი დიდებულების მფარველობაზე დაამყარა იმედი და აქტიურად უჭერდა მხარს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. გასაკვირი არ არის, რომ ლუთერმა ასე სწრაფად უარყო ბიბლიური იმედი ქრისტეს ათასწლიანი მეფობის შესახებ და ეს სამეფო მიწიერ, ქვეყნიურ მართველობებთან გააიგივა. 

მესამე, ლუთერს ყველა კათოლიკურ წეს-ჩვეულებასა და დოგმატურ სწავლებაზე როდი უთქვია უარი. გარდა ამისა, ის გაშმაგებით აკრიტიკებდა მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა გაეგრძელებინა ეკლესიის ყოველივე იმისაგან განწმენდა, რაც ბიბლიურ სულთან არ იყო თანხმობაში.

მეოთხე, რწმენის მეშვეობით გამართლების შესახებ სწავლების დადგენისას, რეფორმატორი სხვა უკიდურესობაში გადავარდა, რადგან მიაჩნდა, რომ თავად ქრისტეს მიმართ გულწრფელი რწმენის ფაქტი წარმოადგენდა ყველაზე მთავარს და სულაც არ მოითხოვდა ეს რწმენა საქმეებით დადასტურებას. ლუთერის ამ შეცდომამ, კერძოდ, ისევ მასზევე იქონია გავლენა, მის შეუსაბამო საქციელზე, პოლიტიკაში, ანტისემიტიზმში ჩარევაზე და სხვა ადამიანების დევნასა და სიკვდილში თანამონაწილეობაზე.

მეხუთე, ლუთერმა, წმინდა წერილების უბრალო ადამიანებისათვის გასაგებ ენაზე თარგმნასთან ერთად, მთელი რიგი ბიბლიური წიგნები გაატარა კრიტიკის ქარცეცხლში და აცხადებდა, რომ, მისი ნება რომ იყოს, სრულიად მზად იყო ისინი კანონიკური წიგნების სიიდან ამოეღო. ამასთან ერთად ლუთერი გაცილებით დიდ მნიშვნელობას ადამიანების მიერ დაწერილ აპოკრიფულ ნაშრომებს ანიჭებდა, ვიდრე ბიბლიის იმ კანონიკურ წიგნებს, რომლებიც მას თვალში არ მოსდიოდა.

ამგვარად პრაქტიკულად ზემოთჩამოთვლილ ყველა პუნქტში ნათელია ლუთერის მხრიდან სერიოზული გადაცდენები, რომლებიც სავსებით ვერ აჩვენებენ მას კარგ სინათლეში. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ადრე წამოჭრილი კითხვის აქტუალურობაზე დაფიქრებას: ვისი სულით ხელმძღვანელობდა ლუთერი? 


ამავე დროს ლუთერის პრობლემატიკას თავად ლუთერანული ეკლესიაც აღიარებს. მაგალითად, მეუფე ბრედნ ბერკლი იძულებული იყო შემდეგი რამ ეთქვა:
«ჩვენ, ლუთერანულ ეკლესიაში არ მიგვაჩნია, რომ ლუთერი ყველაფერში მართალი იყო; ჩვენ მზად ვართ მივუთითოთ მის შეცდომებზე, როცა ეს საჭირო გახდება» (მეუფე ბრენდ ბერკლი, ევანგელისტურ-ლუთერანული სემინარიის, ეკლესიის ისტორიისა და სისტემატიური თეოლოგიის დოცენტი. «ჰეიდერბერგული დისპუტი»).

ისტორიკოსი მ.ს. მერეტნიკოვას სიტყვების თანახმად, «ლუთერს არ დაუტოვებია დალაგებული სწავლება და მისი პირადი შეხედულებებიც კი იცვლებოდა მისი სიცოცხლის განმავლობაში, რაც ბუნებრივია ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს, რომ უფრო ღრმად და სწორად შეიცნოს ჭეშმარიტება» (მ.ს. კარეტნიკოვა «პროტესტანტიზმი»). როგორც შეგვეძლო დაგვენახა, იესოს ჭეშმარიტი მოწაფეების შეხედულებებისა და მსახურების «უშეცდომობის» შესახებ შეხედულებებს ყველა როდი იზიარებს პროტესტანტიზმში. და ამას რთულია არ დაეთანხმო. ღვთის კრება შედგება არასრულყოფილი ადამიანებისაგან, რომლებიც ჭეშმარიტების უკეთ შეცნობისაკენ ილტვიან, მაგრამ ამასთანავე ისინი დაცულები არ არიან შეცდომებისა და გაუგებრობებისაგან (1 კორინთოელები 13:12; იაკობი 3:2). ამიტომ განა ღირს ორმაგი სტანდარტების პრაქტიკას მივმართოთ და სხვებს იმაში დავდოთ ბრალი, რასაც საკუთარ თავს ვპატიობთ? წინააღმდეგ შემთხვევაში იმ კრიტიკოსებს, რომლებსაც სხვა კონფესიის ან რელიგიის ოპონენტებისათვის, მათ ისტორიაში არსებულ შეცდომებზე და ნაკლოვანებებზე მითითება უყვართ, დიდი ალბათობით, ნაკლებად სასიამოვნო კონფუზთან შეჯახება მოუწევთ, როდესაც თავად მათ მოუწევთ პასუხის გაცემა ანალოგიური შეცდომებისა და ნაკლოვანებების შედარებით უფრო ნათელ გამოვლინებებზე. 

««ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი.» (მათე 7:1-5).







----------------------------------------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий