понедельник, 11 января 2016 г.

იარლიყები

იარლიყების მიკვრა – ცუდი ადამიანების საყვარელი ტაქტიკაა კარგი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ ამითვე უპასუხონ. (ბორის კრიგე)
რას გააკეთებთ ნებისმიერი თქვენთაგანი, როდესაც მაღაზიაში ამა თუ იმ საქონლის შეძენა გსურთ? ადრე თუ გვიან, თქვენ ამ საქონელზე მიკრულ იარლიყს დახედავთ, იმისათვის, რომ მისი ფასი და მწარმოებელი ფირმის სახელი გაიგოთ.  მაგრამ ის, თუ რომელ მომენტში დახედავთ თქვენ ამ იარლიყს, თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე იქნება დამოკიდებული.
Ярлыки


თუ თქვენ ჯიბეში ბევრი ფული გაქვთ, მაშინ ჯერ საქონლის დათვალიერებას დაიწყებთ, რათა ის შეარჩიოთ, რომელიც უფრო მეტად მოგეწონებათ და რომელიც უფრო კარგი იქნება ხარისხით. და მხოლოდ არჩევანის გაკეთების შემდეგ დაიწყებთ იარლიყის ძებნას, რათა საქონლის ფასი გაიგოთ. ის თქვენთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ფული ნამდვილად გეყოფათ.  ხოლო თუ ამასთანავე ძალიან მდიდარი ხართ, მაშინ დიდი ალბათობით იარლიყს საერთოდაც არ დახედავთ.
ხოლო თუ პირიქით, თქვენ ძალიან ღარიბი ხართ, მაშინ პირველ რიგში იარლიყებს დაათვალიერებთ, რათა ის საქონელი იპოვოთ, რომლის ყიდვასაც შეძლებთ.
რაღაც ამის მსგავსი ხდება მაშინაც, როდესაც ადამიანები ცალკეულ ადამიანებს ან მთლიან ჯგუფებს აფასებენ.
თუ ადამიანს საკმარისი ჭკუა და გამჭრიახობა აქვს, მაშინ ის ჯერ პირადად ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეაფასებს, სასურველია მისი (მათი) პირადად გაცნობით და მხოლოდ ამის შემდეგ მიაქცევს ყურადღებას იარლიყებს (თუ საერთოდ მიაქცევს), რომლებსაც, როგორც წესი, "კეთილისმსურველები" გულუხვად აკრავენ ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ. მათ კი იშვიათად მოსწონთ ვინმე.
ხოლო თუ ადამიანს, პირიქით, (რბილად რომ ვთქვათ) სიბრძნე არ ჰყოფნის, მაშინ ის ჯერ იარლიყებს ათვალიერებს და, თუ რაიმე არ მოსწონს, უფრო ღრმა ძიებას თავს ანებებს და იარლიყს უმთავრეს ჭეშმარიტებად აცხადებს.
თითქოსდა ცუდი არაფერია, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაღაზიისაგან განსხვავებით, სადაც იარლიყები ჩვეულებრივ არ ტყუიან, იარლიყები, რომლებსაც ადამიანებს აკრავენ, იშვიათად წარმოადგენენ სიმართლეს. რადგან ამგვარი იარლიყების მიკვრას კეთილი და პატიოსანი ადამიანები არ დაიწყებენ. რაში სჭირდებათ მათ ეს?
მაგრამ "თუ ვარსკვლავებს ანთებენ, ესე იგი ეს ვიღაცას სჭირდება".
звёзды ярлыки
განსაკუთრებით საწყენია, როდესაც ასეთ "ცრუ იარლიყებს" პატიოსან და კეთილსინდისიერ ადამიანებს აკრავენ. და ეს სიახლეს როდი წარმოადგენს.
თავის დროზე, იესო ქრისტეს, სრულყოფილ ადამიანსაც კი აკრავდნენ იარლიყებს:



მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, ხალხი კი მაინც ლაპარაკობს: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი, გადასახადების ამკრეფთა და ცოდვილთა მეგობარი“. (მათე 11:19)

დღეს ვინღა "ანთებს ვარსკვლავებს", და ვის სჭირდება ეს?
წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთ პატარა ქალაქში არის პატარა ბაზარი. ამ ბაზარში, აგერ უკვე მრავალი წელია, რაც ერთი კაცი ვაჭრობს. ის, დავუშვათ, ჰყიდის პომიდორს. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ეს მამაკაცი ვაჭრობს ამ ბაზარში პომიდვრით, ნათელია, რომ ის დიდ ყურადღებას არ აქცევს საქონლის ხარისხს და ფასებსაც საკმაოდ მაღალს ადებს. მისთვის ყველაფერი შეიძლება - ის მონოპოლისტია.
მაგრამ ამ დროს, მისდა სამწუხაროდ, ბაზარში კიდევ ერთი ადამიანი ჩნდება, რომელიც ასევე პომიდვრით იწყებს ვაჭრობას. თანაც მისი პომიდორი მაღალი ხარისხისაა და თითქმის საჩუქრად აძლევს. ამ დროს, ნათელია, რომ ყველა მყიდველი ამ ახალ მოვაჭრეს მიაწყდა!
აბა ეხლა "ძველმა" რაღა ქნას? ის რომ პატიოსანი ადამიანი ყოფილიყო, მაშინ ის უბრალოდ ფასებს დააკლებდა და უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებოდა თავისი საქონლის ხარისხს. ამას "ჯანსაღი კონკურენცია" ჰქვია.
მაგრამ ეს ადამიანი არ იყო ასეთი. "აბსოლუტური ძალაუფლების" ხანგრძლივმა პერიოდმა ის გარყვნა და ძალიან ხარბ პიროვნებად აქცია.
ჯერ ის ყველაზე უბრალო რამეს აკეთებს: მიდის ძალაუფლების მქონე პოლიციელთან და ქრთამს აძლევს, იმისათვის, რომ კონკურენტი ცოტა შეავიწროვოს.
ყველაფერი ამით დამთავრდებოდა და ბოროტება გაიმარჯვებდა, მაგრამ ის ადამიანი უსაზღვროდ სუფთა იყო! და რამდენიც არ ამოწმა პოლიციელმა საქონლისა თუ მისი პირადი საბუთები, შარის მოსადები ვერაფერი იპოვა.
მაშინ, იმ ცუდმა ვაჭარმა, ჩვენთვის უკვე ნაცნობი მეთოდი გამოიყენა - იარლიყების მიკვრა, უფრო ზუსტად კი ჭორების გავრცელება.
მან დაიწყო ხმების გავრცელება, რომ იმ მოვაჭრის პომიდორი იმიტომაა ასეთი კარგი და იაფი, რომ შხამქიმიკატებითაა გამოტენილი. და პლუს ამას, თავად ის ადამიანიც ჩვენი ქალაქის მცხოვრები არაა, უცხოქალაქელია და მაგისგან კარგს რას უნდა მოველოდეთო?
საკუთარი თვის ქებაც არ დავიწყებია: მე ხომ თქვენიანი ვარ, ამ ქალაქის მცხოვრები, მთელი ცხოვრებაა მიცნობთ, ამიტომ ჩემთან იყიდეთ და არა ამ თვითმარქვიასთან!
და რა გგონიათ, არავინ არ დაუჯერა მას? დაუჯერეს, და თან როგორ! იარლიყი - ძლიერი რამეა, ის ისევე მოქმედებს სულელ ადამიანზე, როგორც ხარზე წითელი ნაჭერი.



ხომ არაფერს გაგონებთ ეს ისტორია? ვინაა ის ვაჭარი, დღეს რომ ჩვენი ქვეყნის მთელი სულიერი სფეროს მონოპოლიზირებას ცდილობს? რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ "სახიფათო სექტების" იარლიყები მიაკრას ყველა იმ რელიგიას, რომელიც თვალში არ მოსდის? რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, აბსურდული სასამართლო პროცესების ინიციატორია ჩვენი ძმების წინააღმდეგ?
როგორც მილოსლავსკი ამბობდა ფილმში "ივან ვასილის-ძე პროფესიას იცვლის", მისი სახელი ისედაც კარგადაა ცნობილი, რომ არც დავასახელოთ! ასე რომ თითით არ მივუთითებთ...
მაგრამ ღმერთი თავის მსახურებს არწმუნებს:




არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება, და ყველა ენას, რომელიც შენ წინააღმდეგ აღსდგება სასამართლოში, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის იეჰოვას მსახურთა მემკვიდრეობა, მათი სიმართლე ჩემგან არის“, — ამბობს იეჰოვა. (ესაია 54:17)

გასაკვირი არ არის, რომ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს იმ აბსურდს, რომელიც დღეისათვის მიმდინარე თეატრალიზებულ სასამართლოებში ხდება, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და საკუთარ თავს კანონზომიერ შეკითხვას უსვამენ: რით დასრულდება ეს ყველაფერი? ნუთუ ახალი 1917 წელი მოხდება, როდესაც ეს "მონოპოლისტი" თავისი ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი "მრევლის" უმრავლესობამ, არა თუ მხარი არ დაუჭირა თავის "მწყემსს", არამედ თავადვე გაძარცვა ის?
არა, ამჯერად უკვე სხვა სასამართლოს, ღვთის სასამართლოს დრო დადგა:




ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მისმა დიდებამ დედამიწა გაანათა.მან ძლიერი ხმით დაიძახა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი და გახდა დემონების სამკვიდრო, ყოველი უწმინდური ამონასუნთქისა და ყოველი უწმინდური და საძულველი ფრინველის თავშესაფარი!მისი სიძვის მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა ყველა ხალხი. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან, ხოლო დედამიწის დიდვაჭრები მისი სამარცხვინო ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ“. (გამოცხადება 18:1-3)
вавилонская блудница
შემდეგ ღმერთი იმის შესახებ საუბრობს, თუ რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც ხედავენ ამ თვალთმაქცობას და არ სურთ მასში მონაწილეობის მიღება:




"...«გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ." (გამოცხადება 18:4)





თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენც მოგაკრეს იარლიყი -  ნუ განიცდით და ნუ შეგეშინდებათ, ჭკუით მდიდარი ხალხი იარლიყებს არ უყურებენ!

Комментариев нет:

Отправить комментарий