среда, 6 января 2016 г.

პაპა (ბაბუა) ზეცაში

ნათარგმნია: www.teonote.ru

«როგორ შეიძლება პაპა ერთდროულად სასაფლაოზეც იყოს და ცაშიც?» — ჰკითხა მან დედას. დედამ ღრმად ამოისუნთქა და ხელები მკერდზე დაიწყო: «ამას შენ ჯერ ვერ გაიგებ». (ამელი ფრიდი  "პაპა პიჯაკშია?")
თქვენ თუ მორწმუნე ადამიანი ხართ და თუ როდისმე გისაუბრიათ თქვენი იმედის შესახებ სხვებთან, მაშინ თქვენ, უაჭველია, არაერთხელ შეჯახებიხართ ურწმუნოების კედელს.
ზოგიერთები პირდაპირ და დაბეჯითებით ამბობენ, რომ არც მარადიული სიცოცხლის სწამთ და არც იმის, რომ ღმერთი დედამიწაზე ძირეულ ცვლილებებს მოახდენს. მაგრამ "მორწმუნე" ადამიანების უმეტესობაც კი მალავს თავის ურწმუნოებას ყოველდღიური გულგრილობითა და უხალისო ფრაზებით:
- ეს არასოდეს მოხდება.

რა არის ამგვარი ურწმუნოების მიზეზი განსაკუთრებით "მორწმუნეთა" შორის?
კითხვაზე პასუხს, თუ რატომ არ აქვს მრავალ "მორწმუნე" ადამიანს რწმენა, პასუხს სცემს ელემენტარული შეკითხვა: "როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი?".
ჩვეულებრივ პასუხად ხანგრძლივი დუმილი მოყვება ხოლმე...
მინიშნებას აძლევ: "ალბათ, თქვენ ის წარმოგიდგენიათ, როგორც პაპა ზეცაში?"


დუმილი ბურტყუნით იცვლება. და შენ ხვდები, რომ როგორც არ უნდა სცხვენოდეს ადამიანს ამის აღიარება, მართლაც ზუსტად ასეთად წარმოუდგენია მას ღმერთი, როგორც პაპა ზეცაში. რატომ?
პასუხი ძალიან იოლია. შეხედეთ მართლმადიდებლურ ხატებს: თითქმის ყოველ მეორეზე თქვენ იხილავთ ღმერთს თეთრწვერა მოხუცის იერით, რომელიც ღრუბლებზე მოკალათებულა.
Дедушка на небе
განა შეიძლება იმის დაჯერება, რომ ვიღაც პაპა ზეცაში, მაშინაც კი, გინდაც ის ძალიან ბრძენი იყოს, შეძლებს დედამიწაზე ომების, კორუფციის, დაავადებებისა და სიკვდილის მოსპობასაც კი? დიახ, ამის დაჯერება მართლაც რთულია.
ასეთი "მორწმუნის" დახმარება რთული არაა. პირადად მე ყოველთვის თან მაქვს წიგნი "ჩვენი" გალაქტიკის სურათებით, სადაც გამოყოფილია ჩვენი მზე-წერტილი, ერთი-ერთი, დანარჩენი 100 მილიარდიდან.
Дедушка на облаке
ასეთი მონოლოგი იმართება:
- თქვენ ალბათ იცით, ეს რა არის?  (ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ, თუ რა იყო ეს...)  აი ეს წერტილი - ჩვენი მზეა, დედამიწა არც კი ჩანს. ის მზეზე მილიონჯერ პატარაა. ჩვენ კი აქ მიკროსკოპითაც ვერავინ გვიპოვის... ამ გალაქტიკაში მილიარდობით ისეთი ვარსკვლავია, როგორიც ჩვენი მზეა, ასეთი გალაქტიკა კი სამყაროში ასევე მრავალი მილიარდია!!! როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, ვინც ასეთი უზარმაზარი სამყარო შექმნა, შეიძლება ის ღრუბელზე მოკალათებული პაპა იყოს?
და აი სამყაროში ასეთი ექსკურსიის შემდეგ ადამიანი ნელნელა რაღაცას ხვდება და მისი გამოხედვა უფრო ნათელი ხდება.
როდესაც ეს სასწაული მოხდება, ბოლო შეკითხვას უსვავ:
- როგორ ფიქრობთ, ის ვინც ასეთი დიდებული სამყარო შექმნა, შეძლებს წესრიგის დამყარებას ჩვენს მტვრისოდენა დედამიწაზე?
ეს შეკითხვა, როგორც წესი, რიტორიკულია.
ხატთთაყვანისცემის დამცველებმა შეიძლება მრავალი მოსაზრება მოიყვანონ თავისი ტრადიციის დასაცავად, მაგრამ ღვთის გამოსახვასთან დაკავშირებით, წმინდა წერილი უძველესი დროიდან უბრალოდ და ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის:




გაუფრთხილდით თქვენს სულებს, რადგან იმ დღეს, როცა იეჰოვა ხორებთან ცეცხლის შუაგულიდან გელაპარაკათ, არანაირი გამოსახულება
არ დაგინახავთრათა უკეთურად არ მოიქცეთ და არ გაიკეთოთ ქანდაკება, არანაირი ნიშანი, არც კაცის და არც ქალის გამოსახულება... (კანონი 4:15,16)
განა შეიძლება ამ მუხლების სხვანაირად გაგება?
ტრადიცია - ძლიერი რამაა, და საკუთარ გულში მისი დამარცხება - ნამდვილი გმირობაა!
და აქ ბრძოლაში ერთვება პრინციპი:





სურვილი შესაძლებლობებს ეძებს, სურვილის არ ქონა კი - თავის მართლების საშუალებებს!

Комментариев нет:

Отправить комментарий