вторник, 12 января 2016 г.

ხატი - ზეციური ტელეფონი?

ნათარგმნია: www.teonote.ru

Номер телефона, друг мой, набери: 
Книга Иеремии тридцать три, пункт три.

Коль постигнет горе, Богу позвони, 
И познаешь вскоре радостные дни. 
(ზეციური ტელეფონი. ვლადიმერ ჟოხოვი)


ცხოვრობდა ერთი ხუთი წლის ბიჭი სახელად ვასო. ვასოს კარგი და კეთილი მამა ჰყავდა. ვასოს ძალიან უყვარდა ხატვა და ეს არც მთლად ცუდად გამოსდიოდა, რა თქმა უნდა, მისი ასაკის შესაბამისად.

ერთხელ ვასომ მამა დახატა. ნახატი ძალიან ჰგავდა მამას, როგორც თავად ვასოს მოეჩვენა. მან ნახატი აიღო და მამასთან წავიდა. მიდიოდა და თვალს არ აცილებდა დახატულ მამას. როდესაც მამასთან მივიდა, ისე დაიწყო მასთან საუბარი, რომ ნახატისთვის თვალი არ მოუცილებია. მამამ შეწუხებულმა შეხედა შვილს.



- რა გჭირს? - ჰკითხა მან.
- არაფერი, ყველაფერი კარგადაა, - ისე უპასუხა ვასიკომ, რომ თვალი არ მოუცილებია სურათისთვის.
- მამა, მინდა რომ რაღაც გთხოვო, - აგრძელებდა ვასო დახატულ მამასთან საუბარს.
- შვილო, მე აქ ვარ, შენს გვერდით, შენ შეგიძლია პირდაპირ მე მელაპარაკო, მე მშვენივრად გხედავ და მშვენივრად მესმის შენი! სურათს რატომ ელაპარაკები? - გაოგნებულმა ჰკითხა განაწყენებულმა მამამ.
- არა, ჩემთვის ასე უკეთესია, სურათს კი ვუყურებ, მაგრამ შენ წარმოგიდგენ, - უთხრა ვასომ, ასევე სურათისაგან თვალის მოუწყვეტლად.
- მომისმინე, შვილო, მე შენ გიკრძალავ სურათთან საუბარს, გესმის ჩემი? - უკვე ხმის აწევით უთხრა მამამ. მაგრამ აშკარა იყო, რომ შვილს არ ესმოდა მისი და არ აპირებდა მისი ნათელი მოთხოვნის შესრულებას.
მამა მიხვდა: როგორც ჩანდა მის შვილს დახმარება ესაჭიროებოდა, და, შესაძლოა არა მხოლოდ პედაგოგიური, არამედ ფსიქიატრიულიც...
ეს ისტორია, რა თქმა უნდა, მოგონილი და გაზვიადებულია, მაგრამ მასში, ისე როგორც სარკეში, ირეკლება ის, თუ რაღაც გაგებით როგორ "გიჟდება" მრავალი ადამიანი, უძველესი ცრურწმენის მიყოლით - ღვთის თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებით. ხატი თანამედროვე მართლმადიდებელ "ქრისტიანობაში" - აუცილებელი ატრიბუტია!
ისევე როგორც ძველად წარმართები, თანამედროვე "ქრისტიანების" უმეტესობა დარწმუნებულია: ღმერთთან დასაკავშირებლად საჭიროა გარკვეული რელიგიური ნივთი, რომელიც ტელეფონის მსგავსად, მათ ზეცასთან აკავშირებს. თანაც, რაც უფრო მორთულ-მოკაზმულია ასეთი "ზეციური ტელეფონი", მით უფრო უკეთესი კავშირია ღმერთთან. და უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი "ზეციური ტელეფონით" ისინი არა მხოლოდ ღმერთთან ცდილობენ დაკავშირებას, არამედ სხვადასხვა წმინდანებთანაც.
Икона - небесный телефон?
მთავარია კავშირის დამყარებამდე, ის კარგად "დატენოთ" წმინდა წყლით, შავ ანაფორაში ჩაცმულ მობილურ ოპერატორთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი კავშირი იქნება...
უბრალოდ, ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრს გულწრფელად სწამს, რომ ეს წეს-ჩვეულება - ქრისტიანობის უცვლელი ნაწილია, რომლი ფესვებიც მისი სათავეებიდან მოდის. მაგრამ, ნამდვილად ასე კი ეს?

იქიდან გამომდინარე, რომ "დაინტერესებულ" მორწმუნეებს "უცხო" წყაროების არ სჯერათ, მათ ავტორიტეტებს მივმართოთ, მაგალითად, პირველ საეკლესიო ისტორიკოსს ევსები კესარიელს (დაახ. 263-დაახ. 339), იმისათვის რომ გავიგოთ, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია. ის წერს:




"არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ძველად, ჩვენი მხსნელის მიერ გაკეთილშობილებულმა წარმართებმა, ეს გააკეთეს (ქრისტეს ქანდაკება). მე ხომ მოგიყევით, რომ შემონახულია პავლეს, პეტრესა და თავად ქრისტეს გამოსახულებები, რომლებიც საღებავებითაა ფიცრებზე დახატული. ბუნებრივია, რომ ძველები მიჩვეულნი არიან, განსაკუთრებული დაფიქრების გარეშე, წარმართული წეს-ჩვეულებების მიხედვით სცენ თაყვანი ამგვარად თავის მხსნელებს."

აი თურმე სადაა ძაღლის თავი დამარხული! საღებავებით თავისი წმინდანების დაფებზე დახატვის ტრადიცია წარმართებს ჰქონიათ!
ცალი თვალით მაინც თუ წაიკითხავთ ეკლესიის ადრეულ მამებს, მაშინ ნათლად დაინახავთ, რომ იმ დროს სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ. და ერთ-ერთმა ყველაზე პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამაც, რომელიც 306 წელს შეიკრიბა ქალაქ ელვირაში (გრანადა), სასტიკად აკრძალა ხატთთაყვანისცემა, რადგამ მასში სხვა ვერაფერი დაინახა, გარდა ეკლესიაში უხეში წარმართობის შეღწევისა. აბა როგორ მოხდა, რომ ეს ჩვეულება მაინც მჭიდროდ "შეხორცდა" ქრისტიანობასთან?
небесные иконы телефоны
ამას მე-7 საუკუნეში მცხოვრები, ხატთთაყვანისცემის მხურვალე დამცველი, იოანე დამასკელი განმარტავს:




"მაგრამ რადგან ყველამ არ იცის წერა-კითხვა და არ შეუძლიათ რაიმე წაიკითხონ, მამებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც ზოგიერთი საგმირო საქმეები, ხატებად დახატულიყო მოკლე შეხსენებებისათვის."

როგორც თავად ავტორი აღიარებს, თავიდან ხატი სხვა არაფერი იყო, გარდა წერა-კითხვის არმცოდნეთათვის განათლების მისაცემი საშუალება (თუმცა უცნაურია, რა საჭირო იყო დახატვა, როცა მოყოლა შეეძლოთ? თუ წერა-კითხვის არმცოდნეები ყრუებიც იყვნენ?), და მხოლოდ შემდგომ დაიწყეს ამ გამოსახულებების თაყვანისმცემლობაში გამოყენება.
მაგრამ ეს კულტი მაშინვე ვერ მოერგო ეკლესიას და ძველებურად დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა იმ დროის მრავალი ქრისტიანის მხრიდან, რადგან წმინდა წერილი ნათლად ამბობს:




"არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო..." (გამოსვლა 20:4,5)
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმპერატორმა ლეონმა 727 წელს, შემდეგ კი საეკლესიო კრების 348 ეპისკოპოსმა 754 წელს ერთსულოვნად დაგმეს და თავისი დადგენილებებით აკრძალეს ხატთთაყვანისცემა.
თუმცა, 33 წლის შემდეგ, 787 წლის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეებმა, გააუქმეს ეს გადაწყვეტილება და სპეციალური კანონის გზით «ბრძანეს» ხატების თაყვანისცემა, იმის ყოველგვარი შესაბამისი ახსნა-განმარტებების გარეშე, თუ რატომაა ეს აუცილებელი. ამ დროიდან იწყება ასევე ჯვრის გამოსახულების ტაყვანისცემისაკენ მოწოდება. მაგრამ ამით ბრძოლა არ დამთავრებულა.
პარიზის საეკლესიო კრებამ, 825 წელს, ისევ აკრძალა ხატთთაყვანისცემა. 17 წლის გასვლის შემდეგ, 842 წელს, იმპერატორი თეოდორას, გარყვნილი და ზნედაცემული ქალის დაჟინებით, ხატების თაყვანისცემის კულტი საბოლოოდ იქნა დადგენილი და აუცილებელს წარმოადგენს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ეკლესიებში.
ბუნებრივია, რომ ხატთმებრძოლი საეკლესიო კრებები შემდგომ კანონგარეშე იქნა გამოცხადებული და მათ "ავაზაკურებიც" კი უწოდეს. ახალი ცოცხი ახლებურად გვის...
როგორ იმართლებენ თავს ხატთთაყვანისმცემლები: "დღესავით ნათელი" მეორე მცნების წინააღმდეგ, რომელიც თაყვანისმცემლობაში გამოსახულებების გამოყენებას კრძალავს, ხომ ძლიერი საბუთებია საჭირო? და, როგორც ნათქვამია, ვისაც უნდა, ის იპოვის კიდეც! მე გვარიანად გავოცდი, რადგან საამისოდ ისინი არც თუ მცირე "საბუთებს" პოულობენ! მე რვა დავთვალე. აი ისინიც:




1. ძველი ებრაელებიც იყენებდნენ თაყვანისმცემლობაში საგნებს, რომლებიც ადამიანის ხელით იყო შექმნილი: კარავს, კიდობანს, ტაძარს, რომლებიც ასევე წარმოადგენდნენ ზეციურის გამოსახულებებს, რომელთა წინაშეც მუხლებზე ეცემოდნენ და ლოცულობდნენ.
2.თავად ადამიანიც ღვთის მსგავსებადაა შექმნილი და ამიტომ, არსებითად პირველ ხატს წარმოადგენს. (ამ პუნქტმა გულიანად გამაცინა.)
3. ძველი ახთქმა უხილავი მამა-ღმერთის დახატვას კრძალავდა. მაგრამ როდესაც "ძე-ღმერთი" მოვიდა, მისი დახატვა უკვე შეიძლებოდა, იმიტომ რომ მას უკვე ფიზიკური სხეული ჰქონდა და თავისი მამის მსგავსება იყო.
4. ის გამოსახულებები, რომლებსაც წარმართები აკეთებდნენ, ცრუ ღმერთებისთვის იყო მიძღვნილი და ამიტომ იყო ღვთისაგან აკრძალული. ხატები კი წმინდანებსა და ღირსებს გამოსახავენ და ამიტომ მათი დახატვა შეიძლება, ეს, ასე ვთქვათ, სულ სხვა საქმეა.
5. მოჰყავთ ისტორია იმის შესახებ, რომ თავად იესომ გააკეთა პირველი ხატი, როდესაც სახეზე მეფე ავგაროზის მიერ გამოგზავნილი ტილო მიიფარა და მასზე საკუთარი ხელთუქმნელი გამოსახულება დატოვა.
6. ხატებს თაყვანს კი არა, პატივს სცემენ. მათ შორის კი დიდი განსხვავებაა.
7. და ბოლოს, ყველაზე გავრცელებული, რომ ხატზე კი არ ლოცულობენ, არამედ მასზე ვინც ხატზეა გამოსახული. და ესეც ძალიან დიდი განსხვავებაა.
კიდევ რისი დამატება შეიძლება? ადამი და ევადან მოყოლებული, ადამიანებს საკუთარი შეცდომების გამართლება უფრო ახასიათებთ, ვიდრე მათი აღიარება. შეიძლება სხვები და საკუთარი თავიც კი მოატყუო, მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ.
თქვენ შეგიძლიათ, რამდენიც გინდათ იმდენი რეკოთ ამ ზეციური ტელეფონით.




მაგრამ, ყურმილს, მეორე ბოლოში მაინც არავინ აიღებს.

1 комментарий:

  1. (Y)მადლობა ასეთ საინტერესო სტატიეს,რომ დებ ხოლმე :)

    ОтветитьУдалить