суббота, 9 января 2016 г.

გამორიცხვის მეთოდი

ნათარგმნია: www.teonote.ru

გამორიცხვის მეთოდი - ლოგიკური მტკიცებულების ერთ-ერთი სახეობა; რის შედეგადაც წარმოიშობა მტკიცებულება, რომ ზუსტად ის ვარიანტი წარმოადგენს სწორს, რომელიც სხვა დანარჩენების გამორიცხვის შემდეგ რჩება.
ჩვენს ქვეყანაში მრავალი ათეისტია, და ეს ჩვენი ისტორიის "დამსახურებაა". ადამიანებიდან, ფაქტიურად ბავშვობიდანვე დევნიდნენ ღვთის არსებობის შესახებ რწმენას და "მეცნიერებისადმი რწმენას" შთააგონებდნენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ, როდესაც იმ ადამიანებთან საუბრობს, რომლებმაც ასეთი ათეისტური დამუშავება გამოიარეს, მორწმუნე ადამიანს ხშირად ესმის ტიპიური შეპასუხება:
- აბა დამიმტკიცეთ, რომ ღმერთი არსებობს. პირადად მე ის არ მინახავს და არც სხვა ვინმეს უნახავს... ამიტომ ჩემთვის უფრო იოლია იმის დაჯერება, რომ ადამიანი მაიმუნისაგან წარმოიშვა.
Эволюция человека


თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობაა: მისი არსებობის დამტკიცება, ვისი დანახვა და რაიმე ხელსაწყოთი დაფიქსირებაც შეუძლებელია!
მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. პირველი, რისი გაკეთებაც შეიძლება, ესაა კონტრარგუმენტის მოყვანა:
- თქვენ დამიმტკიცეთ, რომ ის არ არსებობს.
ისეთი მოსაზრებების პარირება, როგორიცაა, მე ის არ მინახავს, ძალიან იოლად შეიძლება იმით, რომ სამყაროში მრავალი რამ არსებობს, რისი დანახვაც ჩვენ არ შეგვიძლია.
მაგალითად, რადიო ტალღები: ისინი არავის უნახავს, მაგრამ ყველას სჯერა, რომ ისინი არსებობენ.
არც მე მინახავს, მაგალითად, თუ როგორ წარმოიქმნა პირველი უჯრედი პირველად ბულიონში. არც ის მინახავს, როგორ გადაიქცა მაიმუნი ადამიანად, არც სხვას უნახავს ვინმეს და არც კამერაზე გადაუღია.
ამგვარად, ანგარიშია 1:1. ეს უკვე კარგია. მაგრამ ჩვემ ფრე არ გვაწყობს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა.
როგორ შეგვიძლია "მეცნიერულად" და ლოგიკურად ათეისტისთვის იმის დამტკიცება შევეცადოთ, რომ ღმერთი არსებობს?
ზუსტად აქ დაგვეხმარება "გამორიცხვის მეთოდი", რომელიც პირადად მე არაერთხელ გამომიყენებია. ჩვეულებრივ ეს მუშაობს, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს ყველაფერი კარგად აქვს ლოგიკურ და საღ აზროვნებასთან. როგორ მოქმედებს ის? მოგვყავს ასეთი მაგალითი:


წარმოვიდგინოთ ყუთი, რომელშიც ორი კუბიკი დევს: შავი და თეთრი. კოლოფი დახურულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი იქ აწყვია. და აი ჩვენ უფლებას გვაძლევენ ხელი ჩავყოთ ამ ყუთში და ერთი კუბიკი ამოვიღოთ ალალბედზე. ჩვენ ვყოფთ ხელს და, დავუშვათ, თეთრს ვიღებთ. რომელი კუბიკი დარჩა ყუთში? ისე რომ მისი დანახვაც კი არ გვჭირდება, ჩვენ უყოყმანოდ ვიტყვით, რომ - შავი. და ეს აშკარაა.
метод исключения
ასე რომ ჩვენი სამყარო - ესაა კოლოფი, რომელშიც ორი კუბიკი დევს: "ევოლუციის ჰიპოთეზა" და "შემოქმედების ჰიპოთეზა". მესამე უბრალოდ არ არსებობს. (ვერსია უცხოპლანეტელების შესახებ - ეს იგივე შემოქმედების ვერსიაა, ოღონდ ცოტა სხვა მხრიდან) თუ ერთი ჰიპოთეზის სრულ უსაფუძვლობას დავამტკიცებთ, მაშინ გამორიცხვის მეთოდის მიხედვით დარჩება მეორე, რომელიც სწორად ჩაითვლება.
მაშ რა ამტკიცებს იმას, რომ სამყაროს, და კერძოდ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის ჰიპოთეზა შეუძლებელია?
მე ჩვეულებრივ საუბრისას ეს ერთი არგუმენტიც მყოფნის ხოლმე:


პირველად ბულიონში, თუნდაც უბრალო ცილოვანი მოლეკულის შემთხვევითი წარმოქმნის ალბათობა, როგორც ევოლუციონისტები აღიარებენ, უდრის 10-ს 113-ე ხარისხში. თუმცა ნებისმიერი მოვლენა, რომლის ალბათობაც უდრის 10-ს 50-ე ხარისხში, მათემატიკოსების მიერ უკვე უარყოფილია, როგორც არარსებული მოვლენა. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ იმ ალბათობებსა და შანსებს, რომელბზეც აქ მიდის საუბარი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ის, რომ რიცხვი 10 , 113-ე ხარისხში, სამყაროში არსებული ყველა ატომის სავარაუდო ციფრს აღემატება!

წარმოიდგინეთ, რომ, ერთ-ერთ ქუჩაზე გავლისას, თქვენ ფულით სავსე საფულეს პოულობთ. მშვენიერი მონაპოვარია. მაგრამ აი შემდეგ დღესაც, ზუსტად იმავე ადგილზე ისევ პოულობთ საფულეს. გამართლებაც ამას ჰქვია! მესამე დღესაც ზუსტად იქ პოულობთ საფულეს. რა აზრი მოგივიდოდათ ამ შემთხვევაში თავში? თქვენ, ეჭვგარეშეა, აქეთ-იქეთ დაიწყებდით ყურებას, რადგან მშვენივრად გესმით, რომ ასეთი დამთხვევები არ არსებობს, და თქვენ აშკარად ვიღაც გეხუმრებათ ან მახეს გიგებთ!
მაგრამ თქვენ რომ მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში, ყოველ დღე (დაახლოებით 20.000-ჯერ) ერთი და იმავე ადგილას გეპოვათ საფულე? ფანტასტიკაა ხომ? უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ფანტასტიკის საზღვრებსაც სცდება!


რადგან თუ რაიმე ერთხელ ხდება - ეს შემთხვევითობაა. როცა ორჯერ ხდება - უკვე დაფიქრებაა საჭირო. თუ ეს მესამედაც მეორდება, მაშინ ეს უკვე კანონზომიერებაა!

ეხლა კი აბა დაუფიქრდით ამ ციფრს:
"სულ რაღაც ერთი ქრომოსომის შემთხვევით წარმოშობის ალბათობა შეადგენს ცხრა ტრილიონიდან ერთზე ნაკლებს!"
სამწუხაროდ, მრავალ ათეისტს, მორწმუნე ადამიანები წარმოუდგენია, როგორც - ვიღაც ბნელი და გაუნათლებელი ბებიები, ან უჭკუო სოფლელი კაცები "კალოშებში". ეს საბჭოთა ათეისტური პროპაგანდის შედეგია. მოდით ნუ მივცემთ მათ, მათი ცდომილების გაღრმავების საფუძველს.
метод взаимных исключений
ვინაიდან ჭეშმარიტი რწმენა არ შენდება ცრურწმენებზე ან უბრალოდ იმის სურვილზე "რაღაცის გვწამდეს", იმისთვის რომ როდესაც გულში რწმენა გაქვს, ცხოვრება უფრო იოლი და სასიხარულო იყოს. ეს რწმენა კი არა, სისულელე და ფანატიზმია. ბიბლია კი ნათლად გვასწავლის, თუ რა არის ნამდვილი რწმენა:


რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა. (ებრაელები 11:1)

რაც უფრო მეტი მტკიცებულება ვიცით ჩვენი რწმენის დასაცავად, მით უფრო ძლიერი ხდება ის, და მით უფრო ადვილია იმ ადამიანებთან საუბარი, რომელთაც სჯერათ, რომ ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს. მოდით გავაკვირვოთ ისინი!
რადგან ათეიზმიც ხომ რწმენაა, ოღონდ იმის რწმენა, რომ ღმერთი არ არსებობს. რწმენა, რომელიც ცდილობს მეცნიერებაში "გაეხვიოს", ისევე როგორც ადამიანი "ეხვევა" საბანში ცივ ღამეს, იმისათვის, რომ გაყინული ხელ-ფეხი დამალოს. მაგრამ ათეიზმს ზუსტად ის ემართება, რასაც ესაია აღწერდა მრავალი საუკუნის წინათ:


ძალიან მოკლეა ტახტი, რომ გაიშალო მასზე, და ვიწროა ნაქსოვი საბანი, რომ გაეხვიო მასში. (ესაია 28:20)


არ ეთანხმებით? მაშინ იმის დამტკიცება სცადეთ, რომ ზუსტად შემოქმედების თეორიაა უსაფუძვლო. გაქვთ სათანადო მტკიცებულებები?

Комментариев нет:

Отправить комментарий