понедельник, 18 января 2016 г.

დაკეტილი კარი

თარგმნილია: www.teonote.ru

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი კარი დაიკეტება შენს ცხვირწინ, — გახსოვდეს, რომ არსებობს ერთი დაკეტილი კარი, რომელიც სპეციალურად შენთვისაა განკუთვნილი. (კელი კლარკსონი)
წარმოიდგინეთ, რომ მეგობართან გადაწყვიტეთ სტუმრად წასვლა. რამოდენიმე დღის წინ მისთვის კარგი საჩუქარი იყიდეთ და აი ეხლა გინდათ სასიამოვნო სურპრიზი მოუწყოთ. თქვენ შედიხართ მის სადარბაზოში, კიბეზე ადიხართ და მის კართან ჩერდებით. ზარისკენ იწვდით ხელს და რეკავთ. მაგრამ ზარი დუმს. ის, ალბათ, გამორთულია.
თქვენ დაკეტილ კარზე მორიდებით იწყებთ კაკუნს. მაგრამ პირველივე დაკაკუნების შემდეგ ხვდებით, რომ კარზე წიხლითაც რომ აბრახუნოთ, ამ ორმაგი კარის იქეთ ხმას მაინც ვერავინ გაიგებს. უცბათ აზრად მოგდით, რომ კენჭი ესროლოთ მის ფანჯარას, მაგრამ მაშინვე გახსებდებათ, რომ მეხუთე სართულზე დგეხართ. მასთან მობილური ტელეფონით დაკავშირების სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ, თქვენ ნელა და წახდენილი ხასიათით ბრუნდებით სახლში, რადგან ხვდებით: თქვენ აქ არავინ გელოდათ, დაკეტილი კარი არ გაშლის თქვენს წინაშე თავის მკლავებს.

ნაცნობი სიტუაციაა? შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს გადახდომია მსგავსი რამ. ძალიან გული დაგწყდათ, რომ თქვენი კეთილი ჩანაფიქრი ფაქტიურად "დაკეტილმა კარმა" ჩაშალა.
ამის მსგავს სიტუაციაში ხვდებიან ხშირად ისინი, ვინც ბიბლიური ჭეშმარიტების უბრალო სიტყვების ჩუქებას ცდილობენ, მათ მეზობლად მცხოვრები ადამიანებისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ ისინი შეფიქრიანებულები დგანან დაკეტილ კართან და ვერაფრით გაუგიათ, რატომ არ უღებენ?
ხოლო არ უღებენ არა იმიტომ, რომ ისინი რამე გაუგებარს ლაპარაკობენ, ან მათი მტკიცებულებები არადამაჯერებელია. არამედ იმიტომ, რომ ადამიანს უკვე აქვს თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და მას არ სურს მასთან განშორება.
და ზუსტად აქ ისმის უმთავრესი კითხვა: და რატომ არ სურს?






ადამიანი არასოდეს მიატოვებს იმას, რაც მისთვის ნამდვილად ძვირფასია, მაშინაც კი, თუ ეს რაღაც სხვა ადამიანების თვალში სრული სისულელეა!

მაგრამ რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით ერთი ნიუანსი არსებობს. ესა თუ ის რელიგიური დოქტრინა, ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის განმასხვავებელი ნიშანი ხდება ხოლმე. ესაა როგორც მოქალაქისათვის პასპორტი, როგორც მძღოლისათვის მართვის მოწმობა, როგორც პოლიციელისათვის ფორმა... ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს პასპორტს თუ წავართმევთ, ის უკვე აღარ იქნება მოქალაქე. მძღოლს მართვის მოწმობას თუ წავართმევთ, ის მეტად ვეღარ შეძლებს ავტომობილის მართვას. ჩვენთან სახლში რომ მოვიდეს ვინმე სამოქალაქო ტანსაცმელში და გვითხრას, რომ პოლიციიდანაა, ეჭვი მეპარება ჩვენ მას კარები გავუღოთ.
დაფიქრდით, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ ხვდება ჩვეულებრივ ადამიანი ამა თუ იმ ეკლესიასა თუ კონფესიაში. არსებობს ორი გზა:
два пути
პირველი და ერთადერთი სწორი გზა: ჯერ ადამიანი ყველაფერს იკვლევს, ადარებს, აკეთებს დასკვნებს, და მხოლოდ ამის შემდეგ ირჩევს იმ რელიგიას, რომელიც მას ჭეშმარიტად მიაჩნია.
მაგრამ არსებობს მეორე გზაც, რომლითაც უმრავლესობა "დადის". ამ შემთხვევაში ადამიანი ჯერ რელიგიას ირჩევს და შემდეგ იწყებს ყველაფრის გამოკვლევას, თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ იწყებს... ამის მსგავსი ფრაზა: "მე ქართველი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი უნდა ვიყო" ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანი მეორე გზით მიდის.
ამის შემდეგ რა ხდება?
XIX საუკუნის რელიგიურმა მწერალმა, რობერტ ხოლიმ, ბრძნულად აღნიშნა ამასთან დაკავშირებით:






"ყველაფერი, რაც გამოკვლევის სულს აფერხებს, სიცრუისკენ უბიძგებს, ყველაფერი, რაც ხელს უწყობს მას, — ჭეშმატირიტებისაკენ. მაგრამ არაფერი უწყობს იმაზე მეტად გამოკვლევის სულის ჩაქრობას ხელს, როგორც კორპორატიულობის (თემურობის) სული და შეგრძნება. როგორც კი რომელიმე დოქტრინა ხდება ადამიანთა რომელიმე ჯგუფის განმასხვავებელი ნიშანი, როგორი მცდარიც არ უნდა იყოს ის, ის მაშინვე ფესვს იდგავს მათ აზროვნებაში და, მისადმი მათი ერგულების წყალობით, უკიდურესად მიუვალი ხდება ლოგიკური არგუმენტებით ყველაზე მძლავრი დაბომბვის დროსაც კი."

ასე იბადება რელიგიური წინასწარშექმნილი აზრი. ზუსტად ესაა ის დაკეტილი კარი გაფუჭებული ზარით.
ადამიანი ჰაერის ციხესიმაგრეში საკუთარი მყუდრო სამყაროს მძევალი ხდება, რომლიდანაც ის დედამიწაზე უკვე აღარ დაეშვება. იქ არიან მისი მეგობრები, რომელთა შეძენაც მან უკვე მოასწრო, იქ მას გააჩნია "წონა" და, შესაძლოა, მატერიალური შემოსავალიც. ეს მისი კორპორაციაა, სადაც თავის თანამოაზრეებთან ერთად მხარდამხარ, გაბედულად მიდის "ნათელი მომავლისაკენ", ყველაზე ხშირად ზეციური ცხოვრებისაკენ სიკვდილის შემდეგ.
და ნებისმიერ თქვენს ზელოგიკურ არგუმენტებს, რომლებიც მის წინასწარშექმნილ აზრებს ამხელენ, მისი წინასწარშექმნილი აზრების მყარ კარზე გაკრული რბილი გადასაკრავი ჩაახშობს.
зарытые двери
მე ასეთ ადამიანებთან განსაკუთრებით "სამების" შესახებ დისპუტი მიჩუყებს გულს. როდესაც ყველა ის წვრილმანი არ მესმოდა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაშინ მუდამ აღვშფოთდებოდი ხოლმე გულში: "ასე როგორ შეიძლება, წიგნში იყურებოდე, მაგრამ ათას სისულელეს ხედავდე?"
მაგრამ ეხლა ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ეს იმ სასამართლო პროცესებს გავს, რომლებზეც მოსამართლეს და პროკურორს ქრთამს აძლევენ იმისათვის, რომ მათ "უდანაშაულო" ადამიანი ჩასვან ციხეში. და ისინი აკეთებენ ამას, მაშინ როდესაც არცერთი რეალური სამხილი არ აქვთ. ისინი დაინტერესებულები არიან ამით. ადამიანებს კი უკვირთ: "ეს როგორ, თითქოსდა ნორმალური ადამიანი იყო, არადა დამნაშავე აღმოჩნდა!"
ერთხელ ერთი ადამიანი ჩემს დარწმუნებას იმაში ცდილობდა, რომ სამება - ბიბლიური სწავლებაა. მან მტკიცებულებად მომიყვანა მუხლი დაბადების 1:26:






თქვა ღმერთმა: "გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად... (დაბადება 1:26) "

მერე მეუბნება: "აი ხედავ, ხომ წერია, ჩვენს ხატად, მრავლობით რიცხვში წერია, ესეიგი, ღმერთი - სამებაა!
მე შევეკითხე:
- ალბათ ასე მოხდა, ხომ: შენ ეს მუხლი წაიკითხე, მიხვდი, რომ ღმერთი სამებაა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიგე შემთხვევით ამ სწავლების არსებობის შესახებ და გაიფიქრე: "რა მაგარია, მე კი თავად მივედი ამ დასკვნამდე!"
მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე არ იყო. ჯერ ადამიანი უერთდება რომელიმე ეკლესიას, იქ მას ასწავლიან, რომ ღმერთი - სამებაა, აჩვენებენ ამგვარ "სრიალა" მუხლებს და, ა ბატონო, ახალი "ღვთისმეტყველი" მზადაა წინაპართა ტრადიციის დასაცავად. და რამდენი მუხლიც არ უნდა უჩვენოთ ბიბლიიდან, სადაც პირდაპირ ამ სწავლების წინააღმდეგაა საუბარი, ზარი უკვე გათიშულია.
звонок в закрытую дверь
სემიუელ ტეილორმა კარგად შენიშნა:






«ის, ვინც იმით დაიწყებს, რომ ქრისტიანობას შეიყვარებს ჭეშმარიტებაზე მეტად, ძალიან მალე თავის ეკლესიას ან სექტას უფრო ძლიერ შეიყვარებს, ვიდრე ქრისტიანობას, და იმით დაამთავრებს, რომ სამყაროში ყველაზე ძლიერ საკუთარი თავი (საკუთარი მყუდროება) ეყვარება.»

ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივ ვცდილობ იესოს სიტყვები მოვუყვანო და ვამსჯელო ხოლმე მასზე:






ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება თუ [არა]...(იოანე 7:17)

ადამიანის მოტივები განსაზღვრავს მის ქმედებებსა და ცხოვრებისეულ წყობას. თუ ადამიანისათვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულებაა, მაშინ ის ჩართავს სინდისის ზარს და დაკეტილ კარებს ჭეშმარიტებისათვის გააღებს.






თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ ეს? ჩვენ მაინც მოვალთ თქვენთან!

Комментариев нет:

Отправить комментарий